Thursday, 18 November 2021

32 შეკითხვა "სულის უკვდავების" სწავლებასთან დაკავშირებით


1. ედემის ბაღი ცაში იყო თუ დედამიწაზე? 

2. ადამი მოკვდავი შეიქმნა თუ უკვდავი?

3. მოკვდებოდა ადამი, რომ არ შეეცოდა? 

4. ადამს რომ მუდამ ეცხოვრა, შეგვეძლო ამისთვის უკვდავება გვეწოდებინა?

5. ის თუ ცოდვის ჩადენის გამო მოკვდა, განა ეს იმას არ ამტკიცებს, რომ ის (ადამი) მოკვდავი იყო?

6. არსებობს თუ არა განსხვავება მარადიულ სიცოცხლესა და უკვდავებას შორის?

7. შეიძლება თუ არა ადამიანი მარადიულად ცხოვრობდეს და მოკვდავი იყოს?

8. ადამს რომ არ შეეცოდა, მაშინ სად გაატარებდა თავის უსასრულო ცხოვრებას: მიწიერ სამოთხეში თუ შემდეგ ზეცად ამაღლდებოდა?

9. თუ ადამს ზეცად წასვლა არ შეეძლო სანამ არ მოკვდებოდა, და არ მოკვდებოდა, თუ არ შესცოდავდა, განა ეს იმას არ ამტკიცებს, რომ ცოდვა და სიკვდილი – კურთხევაა კაცობრიობისათვის?

10. მაშინ ადამმა და მისმა შთამომავლებმა მიწიერი ცხოვრება დაკარგეს თუ ზეციური?

11. იესო თუ იმიტომ მოვიდა, რომ ის დაებრუნებინა კაცობრიობისათვის, რაც მათ ადამის ცოდვის გამო დაკარგეს, მაშინ რისი დაბრუნება იყო საჭირო?

12. ადამი ინდივიდუალური პიროვნება იყო თუ ორი-ერთში?

13. ადამი თუ ორი შემადგენელისაგან შედგებოდა – სულისა და სხეულისაგან, რომელი შემადგენელი იყო ნამდვილი ადამი?

14. ამ შემადგენლებიდან (სული, სხეული) რომელს შეეძლო გაეგო, ეფიქრა, ეგრძნო და ასევე პასუხისმგებელი ყოფილიყო საკუთარ საქციელზე?

15. რომელმა შემადგენელმა შესცოდა: სულმა თუ სხეულმა?

16. თუ სხეულმა შესცოდა, მაშინ რატომაა ნათქვამი, რომ სულები საჭიროებენ ხსნას?

17. ხოლო თუ სულმა შესცოდა, უდანაშაულო სხეულს რატომ უნდა ეზღო იმ ცოდვის გამო, რომელიც სულმა ჩაიდინა?

18. დაბადების 2:17-ში ჩაწერილი სიტყვები სულს ეხება თუ სხეულს: «მოკვდები»?

19. რას ნიშნავდა «მოკვდები»?

20. თუ დაბადების 2:17-ის «მოკვდები» სულს ეხებოდა, მაშინ, დაბადების 3:19-ში ჩაწერილი სიტყვები რაღას ნიშნავდა?

21. რამდენი სასჯელი დაეკისრა ადამს?

22. მიიღო თუ არა სულმა ცალკე განაჩენი და სხეულმა ცალკე?

23. მაშინ ეკლესიასტეს 9:5,10-ში ჩაწერილი სიტყვები როგორ გავიგოთ?

24. განსხვავდებოდა თუ არა დაბადების 2:17-ის სასჯელი დაბადების 3:19-ის სასჯელისგან?

25. ხოლო ეს თუ ერთი და იგივე სასჯელი იყო, როგორი იყო ის ორი შემადგენელისთვის: სულისა და სხეულისთვის?

26. ამბობს თუ არა ბიბლია, რომ სასჯელს ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვა წარმოადგენდა?

27. დავუშვათ, რომ ადამის შეცოდების შემდეგ მხსნელი არ მოსულიყო, მაშინ რა დაემართებოდა კაცობრიობას?

28. ნამდვილად მოკვდა თუ არა იესო?

29. მხოლოდ მისი სხეული მოკვდა?

30. იესოს თუ უკვდავი სული ჰქონდა და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს აგრძელებდა, რატომ ამბობენ, რომ ის ცოდვილებისთვის მოკვდა, თუ სიცოცხლეს განაგრძობდა?

31. როდესაც იესომ ლაზარე აღადგინა მკვდრეთით, სად განისვენებდა ლაზარე: ცაში თუ ჯოჯოხეთში?

32. ლაზარე თუ ოთხი დღის განმავლობაში ცაში იმყოფებოდა, მაშინ, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, განა არ შეეძლო მოეთხრო ზეცაში მშვენიერი ცხოვრების შესახებ? განმარტეთ, რატომ არასოდეს არაფერი მოუყოლია მას?


---------------------------------------

წყარო: jwapologetica.blogspot.com

თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment