მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ბიბლია სავსეა წინააღმდეგობებით, ეს არ არის მართალი. ე.წ. თვალში საცემი წინააღმდეგობების რაოდენობა ფაქტობრივად უმნიშვნელოა იმ მოცულობის წიგნისათვის, როგორიც ბიბლიაა. რაც შეეხება ნახსენებ წინააღმდეგობებს ისინი უფრო უცნაურია (იშვიათია) ვიდრე არსობრივი. ისინი არ შეეხება რწმენის უმნიშვნელოვანეს დეტალებსა და მოვლენებს. მათი უმეტესობა გადაიჭრება მაშინ თუ უფრო ახლოს გაეცნობი ტექსტს თავისთავად ან თუ შეისწავლი აღწერილი მოვლენის ისტორიას
სინამდვილეში ბიბლიის ყველა წიგნი ურთიერთშეთანხმებულია. მართალია, ბიბლიის ზოგიერთი მონაკვეთი შეიძლება ურთიერთსაპირისპირო გვეჩვენებოდეს, მაგრამ მათ სწორად გაგებას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ქვემოთ მოყვანილ ფაქტორებს მივიღებთ მხედველობაში:
ყურადღება მიაქციეთ კონტექსტს. კონტექსტის გაუთვალისწინებლად ერთი და იმავე ავტორის მიერ დაწერილ წიგნში მოცემული აზრებიც კი შეიძლება ურთიერთსაპირისპირო მოგვეჩვენოს.
მხედველობაში მიიღეთ ის, თუ როგორ აღიქვამს მოვლენებს ამა თუ იმ წიგნის დამწერი. ერთი და იმავე მოვლენის თვითმხილველებმა შესაძლოა ეს მოვლენა სხვადასხვა სიტყვებით აღწერონ და სხვადასხვა დეტალები მოიხსენიონ.
გაითვალისწინეთ ისტორიული ფონი და ადგილობრივი ადათ-წესები.
განსაზღვრეთ, ესა თუ ის სიტყვა პირდაპირი გაგებითაა გამოყენებული თუ გადატანითი მნიშვნელობით.
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ესა თუ ის მოქმედება შეიძლება შემსრულებელს კი არ მიეწეროს, არამედ დამკვეთს. a
ისარგებლეთ ბიბლიის ზუსტი თარგმანით.
ნუ ეცდებით, რომ ის, რასაც ბიბლია ამბობს, მოარგოთ გავრცელებულ მცდარ სწავლებებსა თუ დოგმებს















