სიტყვა „აღდგომა“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ანასტასის, რაც სიტყვასიტყვით „წამოდგომას“, „ადგომას“ ნიშნავს. აღდგომა გულისხმობს, ასე ვთქვათ, უსიცოცხლო მდგომარეობიდან წამოდგომას ანუ გაცოცხლებას; სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, აღდგომის დროს ადამიანი უბრუნდება მდგომარეობას, რომელშიც სიკვდილამდე იყო (1 კორინთელები 15:12, 13).
აღდგომის შესახებ სწავლებას „ძველი აღთქმის“ ცნობილ ებრაულ წერილებშიც ვხვდებით მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „აღდგომა“ მათში არ არის ნახსენები. მაგალითად ღმერთმა წინასწარმეტყველ ოსიას მეშვეობით თქვა: „სამარის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან დავიხსნი“ (ოსია 13:14; იობი 14:13—15; ესაია 26:19; დანიელი 12:2, 13).
მასში ის აზრია ჩადებული, რომ ადამიანს კვლავ უბრუნდება სიცოცხლე, ინდივიდუალური თვისებებითა და მეხსიერებით.
აღდგომის მიზანი. აღდგომა არა მარტო იეჰოვას უსაზღვრო ძალასა და სიბრძნეზე მეტყველებს, არამედ მის სიყვარულსა და გულმოწყალებაზე. ეს იმასაც ამტკიცებს, რომ იეჰოვა თავის მსახურთა მაცოცხლებელია (1სმ. 2:6). ვინაიდან მკვდრეთით აღდგენის ძალა აქვს, მან შეიძლება დაუშვას, რომ მათი ერთგულება სიკვდილით გამოიცადოს. ამგვარად, ის პასუხს სცემს სატანის ბრალდებას, რომელიც ირწმუნებოდა: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ, სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი“ (იობ. 2:4).
რატომ არის ეს იმედი უტყუარი?
უამრავი მიზეზი არსებობს, რომ მკვდრეთით აღდგომა ნამდვილად იქნება.
1. იეჰოვას განზრახვა რომ შესრულდეს, მკვდრეთით აღდგომა აუცილებლად უნდა მოხდეს.
გახსოვდეთ, რომ სატანამ ადამიანებს ცოდვის ჩადენისკენ უბიძგა, რასაც გარდაუვალი შედეგი, სიკვდილი მოჰყვა. ამიტომ იესომ სატანაზე თქვა: „ის თავიდანვე კაცისმკვლელი იყო“ (იოანე 8:44). მაგრამ იეჰოვა დაგვპირდა, რომ „ქალი“ ანუ იეჰოვას ცოლისმაგვარი ზეციერი ორგანიზაცია შობდა შთამომავალს, რომელიც თავს გაუჭეჭყავდა „ძველ გველს“, ანუ გაანადგურებდა სატანას იესოს გამოსასყიდი და მკვდრეთით აღდგომა უაღრესად მნიშვნელოვანია (საქმეები 2:22—24; რომაელები 6:23).რათა ღვთის განზრახვა რომ მისმა ერთგულმა ადამიანებმა მარადიულად იცოცხლონ აღსრულდეს და იმ გარდაცვლილ ერთგულ მსახურებს მარადიულად ცზოვრების შესაძლებობა მისცეს და აავსოს დედამიწა ღვთისმსახურებით და იმ ჯილდოს რასაც პირდებოდა მარადიულ სიცოცხლეს აუსრულოს
2.ღმერთია სიცოცხლის შემოქმედი.
ბიბლია იეჰოვა ღმერთს „სიცოცხლის წყაროს“ უწოდებს (ფსალმუნი 36:9; საქმეები 17:24, 25). უდავოა, რომ ყველა ქმნილების შემოქმედს არ გაუჭირდება, სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილებს.
იეჰოვამ ელიას ელისესაც, იესოსაც, პავლესაც და პეტრესაც მიანიჭა მკვდართა აღდგენის ძალა. რა თქმა უნდა, ისინი, ვინც აღადგინეს, საბოლოოდ, ისევ დაიხოცნენ. მიუხედავად ამისა, აღდგენის ბიბლიური მაგალითები მომავლის საოცარ იმედს გვაძლევს.
3.ღმერთმა წარსულში აღადგინა ადამიანები. ბიბლიაში მოთხრობილია დედამიწაზე მკვდრეთით აღდგომის რვა შემთხვევა. ღმერთმა აღადგინა, როგორც ახალგაზრდები, ისე ხანდაზმულები. გარდა იმისა, რომ მასში აღწერილია მათი აღდგენის შემთხვევები, ვინც ახალი გარდაცვლილი იყო, ის აგრეთვე საუბრობს ოთხი დღის დაკრძალული ადამიანის აღდგომაზეც (იოანე 11:39—44)
4.ღმერთს სურს, რომ კვლავაც აღადგინოს მკვდრები.
იეჰოვას სძულს სიკვდილი და მას მტერს უწოდებს (1 კორინთელები 15:26). ღმერთს ძლიერ სურს, დაამარცხოს ეს მტერი და აღდგომის მეშვეობით, ერთხელ და სამუდამოდ, ბოლო მოუღოს სიკვდილს. მას ენატრება ყველა, ვინც მის მეხსიერებაშია და ელოდება იმ დროს, როდესაც მათ დედამიწაზე სიცოცხლეს დაუბრუნებს (იობი 14:14, 15). დაფიქრდით ბიბლია ნათლად აღწერს იეჰოვას გრძნობებს. მაგალითად, განვიხილოთ ერთგული იობის სიტყვები, რომლებიც მან ღვთის შთაგონებით წარმოთქვა: „თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? დავიცდი მთელი ჩემი მონური სამუშაოს განმავლობაში, სანამ შვება მოვიდოდეს. დამიძახებ და მე პასუხს გაგცემ, ვინაიდან მოგენატრება შენი ხელის ქმნილება“ (იობი 14:14, 15). რას ნიშნავს ეს სიტყვები?
იობმა იცოდა, რომ სიკვდილის ძილით მიძინებულს მოცდა მოუწევდა. მან ეს დრო „მონურ სამუშაოს“ შეადარა და ის გათავისუფლებას ელოდა. მას სჯეროდა, რომ ეს უეჭველად მოხდებოდა. რატომ? იობმა იცოდა, რას გრძნობდა იეჰოვა — მას მოენატრებოდა თავისი ერთგული მსახური. ნამდვილად, ღმერთს ძალიან სურს სიცოცხლე დაუბრუნოს ყველა მართალ ადამიანს. იეჰოვა სხვებსაც მისცემს შესაძლებლობას, მარადიულად იცხოვრონ სამოთხეში დედამიწაზე (ლუკა 23:43; იოანე 5:28, 29). ვინაიდან ღმერთს სურს თავისი განზრახვის განხორციელება, ვინ შეუშლის ხელს?
5.იესო ქრისტეს აღდგომა გვარწმუნებს
რომ მომავლის იმედი უტყუარია. .
იესოს აღდგომით იეჰოვამ უდიდესი სასწაული მოახდინა. მან მკვდრეთით აღადგინა თავისი ძე როგორც ძლიერი სულიერი ქმნილება (1 პეტრე 3:18). რომ დავფიქრდეთ ისუფრო რთულია დიდებულ ზეციურ სხეულში იესოს აღდგენა თუ მიწიერი ადამიანის? ნათელია იესოს სხეულის. ასერომ თუკი იესო აღადგინა ღმერთმა დიდებული სულიერ სხეულში მითუმეტეს ადამიანებს აღადგენს გაციკებით მარყივად
იესოს აღდგომა უბრალოდ ერთ დროს მომხდარი ძველი ამბავი როდია. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დღეს ჩვენთვის. მოციქულმა პავლემ დაწერა: „მკვდრეთით აღდგა ქრისტე, სიკვდილის ძილით მიძინებულთა პირველი ნაყოფი. როგორც ადამიანის მეშვეობით არის სიკვდილი, ასევე ადამიანის მეშვეობით მკვდრეთით აღდგომაც. როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდება ყველა ქრისტეში“ (1 კორინთელები 15:20—22).
როდესაც პავლემ მკვდრეთით აღმდგარ იესოს პირველნაყოფი უწოდა, ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ მის გარდა სიკვდილისგან თავს სხვებიც დაიხსნიდნენ.პავლეს მტკიცედ სწამდა მკვდრეთით აღდგომის. მას ამის რწმენას თავად იესო ქრისტეს აღდგომა უმყარებდა* (საქმეები 17:31). იესო იყო პირველი, ვინც მარადიული სიცოცხლისთვის აღდგა, სწორედ ამიტომ უწოდა პავლემ მას „პირველი ნაყოფი“. აქედან გამომდინარე, თუ იესო იყო პირველი, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ სხვებიც აღდგებოდნენ.
შემდეგ პავლე ხსნის, რა გახდა შესაძლებელი იესოს აღდგომით: „როგორც ადამიანის მეშვეობით არის სიკვდილი, ასევე ადამიანის მეშვეობით მკვდრეთით აღდგომაც“. ვინაიდან ადამისგან გადმოგვეცა ცოდვა და არასრულყოფილება, ჩვენ ყველანი ვკვდებით. მაგრამ თავისი სრულყოფილი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებით, იესომ მკვდრეთით აღდგომის შესაძლებლობა მისცა ადამიანებს, რაც ცოდვისა და სიკვდილის გავლენისგან თავის დახსნას ნიშნავს. ბოლოს პავლე რომაელების 6:23-ში ასეთ დასკვნას აკეთებს: „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“.
„მაშინ, როცა სასაფლაო შეგვახსენებს, თუ რა ხანმოკლეა სიცოცხლე, მკვდრეთით აღდგომა შეგვახსენებს, რა ხანმოკლეა სიკვდილი“.
იესოს მეშვეობით იეჰოვა სხვა მკვდრებსაც გააცოცხლებს როგორც ზეციერი, ისე მიწიერი ცხოვრებისთვის. იესომ თქვა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“ (იოანე 5:25; 11:25). იეჰოვამ თავისი ძის აღდგომით ყველა ერთგულ ადამიანს მისცა მკვდრეთით აღდგომის იმედი.
დიახ, იესოს აღდგომა ნამდვილად სიცოცხლეს ნიშნავს!
ახ. წ. პირველ საუკუნეში სადუკეველებად წოდებულ ზოგიერთ რელიგიურ თავკაცს არ სწამდა მკვდრეთით აღდგომა. იესომ მათ უსაყვედურა: „ცდებით, ვინაიდან არც წერილები იცით და არც ღვთის ძალა“ (მათე 22:29). დიახ, წმინდა წერილები გვიჩვენებს, რომ იეჰოვას აქვს ასეთი აღმდგენი ძალა.
მართასთან საუბრის დროს იესომ მკვდრეთით აღდგომაზე გაამახვილა ყურადღება (ინ. 11:23—27). ცოტა ხანში იესოს თავისი სიტყვებისთვის ხორცი უნდა შეესხა. როცა იესო ლაზარეს სამარხს მიუახლოვდა, ბრძანა სამარხთან მიდებული ლოდის მოშორება და შემდეგ თავის ზეციერ მამას მიმართა. როგორც მისი ლოცვიდან გამოჩნდა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ყველაფერი ხდებოდა, იყო ირგვლივ მდგომი ხალხის დარწმუნება იმაში, რომ იესო ღვთისგან იყო გამოგზავნილი (ინ. 11:38—42). შემდეგ იესომ მკვდარი ლაზარე გამოიხმო და ისიც, ყველას გასაოცრად და გასახარად, სამარხიდან გამოვიდა (ინ. 11:43, 44)
ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის სასწაული ორ დიად მიზანს ემსახურებოდა: ღვთის ძის ძლევამოსილების წარმოჩენასა და იესოსადმი და მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენის განმტკიცებას (ინ. 11:4, 41, 42).
ღმერთს ნამდვილად ძალუძს მკვდრების აღდგენა.
არაფერია დაუჯერებელი იმაში, რომ სიცოცხლის შემოქმედს შეუძლია სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილებს ანუ ისევ მისცეს სიცოცხლე. და ვინც ამას უარყოფს ის იმას უარყოფს, რომღმერთს არ შეუძლია შექმნას სიცოცხლე
დასაწყისშივე ჩვენს შემოქმედს სურდა, რომ ადამიანს მარადიულად ეცხოვრა დედამიწაზე (დაბადება 1:31; 2:15—17). მას დღესაც იგივე სურს ადამიანებისთვის. ღმერთს გული სტკივა, როცა ხედავს, რომ ჩვენი ხანმოკლე ცხოვრება ტანჯვითაა სავსე (წაიკითხეთ იობის 14:1, 14, 15).
მისთვის, ვინც ადამიანი თავის ანარეკლად შექმნა, მისცა სრულყოფილი სხეული და არაჩვეულებრივი თვისებების სრულყოფილად გამოვლენის უნარი, მკვდრის აღდგენა არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. თუ მეცნიერებს ღვთის მიერ შექმნილი მეცნიერული პრინციპების საფუძველზე შეუძლიათ შეინახონ და აღადგინონ ვინმეს ხმა და გამოსახულება, რამდენად ადვილი იქნება სამყაროს უზენაესი სუვერენისა და შემოქმედისთვის, რომ დაღუპული ადამიანი, თავისი პიროვნული თვისებებით, ახალ სხეულში აღადგინოს. როცა ანგელოზმა აბრაამს ამცნო, რომ სარას სიბერეში შვილიერობა აღუდგებოდა, დასძინა: „არის რამე იეჰოვასთვის შეუძლებელი?!“ (დბ. 18:14; იერ. 32:17, 27).
მკვდრეთით აღდგომის შესაძლებლობის დაჯერება დღეს უფრო გაცილებით ადვილია, ვიდრე წინათ.
წარმოიდგინეთ მესაათე, რომელმაც ახალი მაღვიძარას შექმნა გადაწყვიტა. ეს უდაოდ რთული მოწყობილობაა, რომელიც ზუსტ გამოთვლებსა და ნახაზებს საჭიროებს. და აი, როდესაც თეორიული ბაზა დასრულებულია, ნახაზები დახაზული და ნაწილები გამოჩარხული, მესაათე საქმეს შეუდგა. ცოტა ხნის შემდეგ ახალი ბზინვარე მაღვიძარა უკვე მაგიდაზე იდგა და გამოზომილად წიკწიკებდა. მაგარ იატაკზე დაცემამ მაღვიძარა გამოყენებისათვის სრულიად უვარგისი გახადა. შეკითხვა: შეძლებს თუ არა მესაათე მაღვიძარის "მკვდრეთით აღდგენას"?
შენახული ნახაზების მეშვეობით, მესაათე "გარდაცვლილი" მაღვიძარის ზუსტი ასლის შექმნას შეძლებს. და რატომ არ შეუძლია დიდებულ მესაათეს, რომ ზუსტად ასევე მოიქცეს საკუთარ გამოგონებასთან - ადამიანთან მიმართებაში? მან ხომ ოდესღაც თავისი პირველი მაღვიძარა - ადამი, შექმნა, შემდეგ კი მისი კბილანისაგან მეორე - ევა. მაშინ რატომ არ შეიძლება თითოეულ ჩვენგანსაც იგივე რომ გვიქნას?
რაც შეეხება მეხსიერებას რადგან ჩვენი მოგონებებისა და ჩვენი ხასიათის გარეშე, ჩვენ უკვე ჩვენ აღარ ვიქნებით. მაგრამ აქაც მეცნიერება გვიწევს დახმარებას, რწმენის განმტკიცებაში.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ კომპიუტერის შემქმნელი. ჩვენი ტვინი ხომ - ურთულესი თვითგანვითარებადი კომპიუტერია. ამგვარად, თქვენ, როგორც კომპიუტერის შემქმნელს, გექნებათ თუ არა ყველა იმ პროცესებთან წვდომა, რომლებსაც თქვენს გამოგონებაში ექნება ადგილი? ეჭვგარეშეა! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ თქვენი რთული გამოგონების ელემენტარულ პროგრამირებას და ტესტირებასაც კი ვერ შეძლებდით.
ღმერთზე რაღას ვიტყოდით? აქვს თუ არა მას წვდომა ყველა იმ პროცესებზე, რომლებიც ჩვენს თავში ხდება? რას ამბობს თავად ღმერთი? ყველაზე იოლით დავიწყოთ:
განა ვერ მოისმენს ყურის შემქმნელი?! თვალის შემქმნელი განა ვერ დაინახავს?! (ფსალმუნები 94:9)
მაგნიტოფონი რომ თქვენ შეგექმნათ, განა ვერ შეძლებდით მის მოსმენას? ვიდეოკამერა რომ თქვენ მოგეგონათ, განა ვერ შეძლებდით იმის ხილვას, რასაც ის გადაიღებდა? ვფიქრობ პრინციპი გასაგებია.
დღეს ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ "ფლეშკებისა" და ინფორმაციის დამახსოვრების სხვა მოწყობილობების გამოყენებას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ძველი კომპიუტერი "კვდება" და თქვენ გრძნობთ, რომ მას რამოდენიმე დღეღა დარჩა. თქვენ ყიდულობთ "ახალ სხეულს" თქვენთვის უძვირფასესი იმ ინფორმაციისათვის, რომელიც თქვენს ძველ კომპიუტერზე ინახება. მასზე არსებითად მთელი თქვენი ცხოვრებაა ფოტოებისა და ვიდეოების სახით, თქვენი დღიურისა და თქვენთვის საყვარელი მუსიკის კოლექციის სახით. კარგი, ახალი სხეული იყიდეთ, მაგრამ შემდეგ რა? ყველაფერი ძალიან ადვილია: თქვენ, მახსოვრობის მოწყობილობაზე, აკოპირებთ ყველა თქვენთვის ძვირფას მონაცემებს და ისინი თქვენი კომპიუტერის ახალ ტვინში გადაგაქვთ. კი მაგრამ რატომ არ შეულია ღმერთს, რომ იგივე გაგვიკეთოს ჩვენ? მისი მახსოვრობის "მოწყობილობის" გიგაბაიტებით გაზომვა ხომ შეუძლებელია, იმდენად უზომოა ის:
ის თვლის ვარსკვლავებს, ყოველ მათგანს სახელით მოუხმობს. დიდებულია ჩვენი უფალი, დიდია მისი ძალა, მისი გამჭრიახობა განუზომელია. (ფსალმუნები 147:4,5)
ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 100 მილიარდ ვარსკვლავს ითვლიან, ჩვენთვის ხილულ სამყაროში კი სულ დაახლოებით ტრილიონი გალაქტიკაა. ამ ყოველივეს მარტო შექმნა არ კმარა, საჭიროა მთელი ამ "საკუთრების" გაკონტროლება, მათი ყოფის ყველა ნიუანსის დაწვრილებით ცოდნა. მართლაც, მისი გამჭრიახობა განუზომელია! განა რთული იქნება მისთვის თავის უზარმაზარ "ფლეშკაზე" ყველა ჩვენი მოგონებების დამახსოვრება?
ძირითადად სად აღდგებიან ადამიანები?
პასუხი: დედამიწაზე. (ფსალ37:29)(იგ2:21,22) (მათ5:5) (გმც21:3,4)
ვინ აღდგება ზეციერი ცხოვრებისთვის და რა მიზნით?
ვინც ზეცაში იქნება აღდგენილი ბიბლია ამას პირველ აღდგომას უწოდებს რაც იმაზე მოუთითებს რომ მას კიდევ სხვა აღდგომა მოჰყვება, რომელიც დედამიწაზე მოხდება. რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ახლა რაც შეეხება ზეციურ აღდგომას ვნახოთ რას ამბობს ბიბლია
ლუკ. 12:32: „ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“ („მცირე სამწყსოში“ ყველა მორწმუნე არ იგულისხმება. მათი რიცხვი, ვინც „მცირე სამწყსოში“ შედის, განსაზღვრულია. ზეციერი ცხოვრებისთვის მათ აღდგენას კონკრეტული მიზანი აქვს).
გამოცხ. 20:4, 6: „ვიხილე ტახტები და ისინი, ვინც მათზე დასხდნენ და ვისაც გასამართლების უფლებამოსილება მიეცა . . . ბედნიერი და წმინდაა ის, ვისაც წილი აქვს პირველ აღდგომაში. მათზე ძალაუფლება არა აქვს მეორე სიკვდილს, არამედ ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“.
როდის აღდგებიან მკვდრები?
როდის მოხდება მართლებისა და უმართლოების აღდგომა? ანგელოზმა მართალ დანიელს უთხრა, რომ აღდგებოდა „დღეების ბოლოს“. მართასაც სჯეროდა, რომ თავისი ძმა ლაზარე აღდგებოდა „აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოანე 11:24).
ბიბლიაში „უკანასკნელი დღე“ ქრისტეს მმართველობას უკავშირდება. პავლემ დაწერა: „რადგან მან [ქრისტემ] უნდა იმეფოს, სანამ ღმერთი მის ფეხქვეშ არ მოაქცევს ყველა მტერს. უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია“ (1 კორინთელები 15:25, 26). ამიტომ ეს ნამდვილად გვაძლევს იმის საფუძვლიან მიზეზს, რომ ვილოცოთ ღვთის სამეფოს მოსვლასა და დედამიწაზე მისი ნების შესრულებაზე.
იობმა კარგად იცოდა, რომ მკვდრეთით აღდგომა ღვთის ნებაა. როცა ეს დღე დადგება, სიკვდილი სამუდამოდ გაქრება. და კითხვა — სიკვდილით მთავრდება ყველაფერი? — აღარავის გაუჩნდება.
დანიელის წიგნი ღვთის საუკეთესო დანაპირებით მთავრდება. იეჰოვას ანგელოზი ეუბნება დანიელს: „აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს“.
ჩვენ ვიცით, რა ჯილდო გველის. ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, არ დავივიწყოთ მისი არსებობა და ეს ჩვენს სამაგალითო ცხოვრებაზე აისახოს
საკვანძო მუხლები:
1.საქ24:15
2.1კორ6:14
3.ფილ3:11
4.1კორ15:12-15,20-22,32
5.ინ5:21,28,29
6.ინ11:21-26
7.ინ6:40
8.ებრ11:17,19
მკვდრეთით აღდგომის 9 შემთხვევა წმინდა წერილებში:
1.1მეფ 17:17-23
2.2მეფ4:32-37
3.2მეფ 13:20,21
4.მათ28:5-7
5.მარკ5:35,41-43
6.ლუკ7:11-17
7.ინ11:43-45
8.საქ9:36-42
9.საქ20:7-12
1.იობ7:9,10; 16:22 გულისხმობს ამ მუხლებში მოცემული იობის სიტყვები იმას, რომ იობს არ სწამდა აღდგომის?
პასუხი: არა.ეს სიტყვები იობის უახლოეს მომავალს ეხება. რას გულისხმობდა ის? შესაძლოა იმას, რომ, თუ მოკვდებოდა, მისი თანამედროვეები ვეღარ იხილავდნენ; მათი აზრით, იობი ვერც ოჯახს დაუბრუნდებოდა და ვერც ვერაფერს გაიგებდა ღვთის დანიშნულ დრომდე. შესაძლოა იობი იმასაც გულისხმობდა, რომ არავის შეეძლო შეოლიდან თავისი ნებით დაბრუნება. იობის 14:13—15-დან ნათლად ჩანს, რომ იობს სწამდა აღდგომის. იხილეთ ასევე (გმც20:13)
2.ფსალ 89:48 აქ ჩანს ის აზრი რომ აღდგომა არ იქნება?. არა. აქ ის არის აღნიშნული რომ კაცს არ შეუძლია იხსნას თავი სიკვდილიაგან.რადგან ვერცერთი ადამიანი ვერ დაიხსნის თავს სამარიდან. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ღმერთზე? იგივე ფსალმუნის დამწერი ვნახოთ რას გვეუბნება (ფს49:15) (ფს36:9) იხილეთ ასევე (ლუკ 20:37,38)(გმც20:13)
3.მცდარი აზრი: მხოლოდ იმისთვის აღდგება ზოგი, რომ განაჩენი მოისმინოს და „მეორე სიკვდილს“ დაექვემდებაროს.
რა იგულისხმება იოანეს 5:28, 29-ში? ამ მუხლებში ვკითხულობთ: „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის“. იესოს ამ სიტყვების გაგებაში გვეხმარება ის, რაც მან მოგვიანებით მოციქულ იოანეს ხილვის საშუალებით ამცნო (იხილეთ გამოცხადების 20:12, 13, ). როგორც კარგის, ისე ცუდის მოქმედნი „თავიანთი საქმეებისამებრ“ გასამართლდებიან. რა იგულისხმება „საქმეებში“? რომაელების 6:7-ში წერია: „მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“. აქედან გამომდინარე, ისინი არ გასამართლდებიან იმის მიხედვით, რასაც სიკვდილამდე აკეთებდნენ. გარდა ამისა, აზრს მოკლებული იქნება ხალხის აღდგენა გასანადგურებლად. იოანეს 5:28, 29ა-ში იესომ დაგვანახვა, რომ მომავალში იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა. 29-ე მუხლის მეორე ნაწილში კი მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა შედეგით დამთავრდებოდა მათი აღდგომა გასრულყოფილებისა და გასამართლების შემდეგ.
მათი საქმეებიდამ გამომდინარე გადაწყდება მარადიული სიცოცხლისთვის აღდგებიან ისინი თუ მარადიული განადგურებისთვის.ქმრიგად ინ 5:28,29 ში იესომ დაგვანახა რომ მომავალში იქნებოდა აღდგომა.29 მუხლის მეორე ნაწილში კი მან ყურადღება გაამახვილა იმაზე თუ რა შედეგით დამთავრდებოდა მათი აღდგომა.გასრულყოფილებისა და გასამართლებია შემდეგ.ამრიგად განკითხვის დღეს სიავის მქმნელნი განადგურდებიან და სიკვდილიდან მათი დაბრუნება აღმოჩნდება სამსჯავროს აღდგომა ხოლო ვინც ერთგულებას შეინარჩუნებს მათი აღდგომა აღმოჩნდება სიცოცხლის აღდგომა. ასე რომ ისინი გასამართლდებიან იმის მიხედვით რასაც აღდგომის მერე გააკეთებენ, და არა იმია მოხედვით რასახც სიკვდილამდე აკეთებდნენ.ინ5:25
ამგვარად აღდგომა.ზოგისთვია სიცოცხლია მომტანი იქნება ზოგისთვის მსჯავრის
იოანეს. 5:28,29 ის განმარტების კრიტიკის პასუხი
მოწმეების განმარტება იოანეს 5:28, 29-ზე მოკლედ ასეთია:
„სიცოცხლის აღდგომა“ (anastasis zoes): ეხება მათ, ვინც სიკვდილამდე ერთგულად იცხოვრა. ისინი აღდგებიან პირდაპირ სრულყოფილი, მარადიული სიცოცხლისთვის.
„სასამართლოს აღდგომა“ (anastasis kriseos): ეხება მათ, ვინც სიკვდილამდე უმართლოდ/არამართლად ცხოვრობდა ან არ იცნობდა ღმერთს. „სასამართლო“ (krisis) აქ ნიშნავს არა ავტომატურ განადგურებას, არამედ საგამოცდო/შეფასების პერიოდს ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს.
ამგვარად აღდგენილი ადამიანები გასამართლდებიან არა იმით, რაც სიკვდილამდე ჩაიდინეს (რადგან სიკვდილით ძველი ცოდვები მიეტევათ — რომაელთა 6:7), არამედ იმით, თუ როგორ მოიქცევიან აღდგომის შემდეგ, ათასწლიანი მეფობისას გახსნილი ახალი „წიგნების“ (მითითებების) მიხედვით.
ახლა შევეხოთ ოპონენტების პრეტენზიებს და მათზე პასუხებს
**მტკიცება 1:** „სიცოცხლის აღდგომის“ განმარტება, როგორც „ნახევრად გზის გავლა სიცოცხლისკენ“ და „სასჯელის/სასამართლოს აღდგომის“ განმარტება, როგორც „შეფასებითი/საგამოცდო აღდგომა“, არის ეგზეგეტიკური აბსურდი.
* **გაბათილება:** იოანეს 5:29-ში ბერძნული სიტყვა *krisis* ყოველთვის არ ნიშნავს საბოლოო, გამანადგურებელ განაჩენს. *Krisis* ასევე ნიშნავს „სასამართლო პროცესს“, „შეფასებას“ ან „გამოცდას“. ვინაიდან რომაელთა 6:7-ის თანახმად „ვინც მოკვდა, ცოდვისგან გათავისუფლდა“, აღდგენილი ადამიანები არ გასამართლდებიან იმ საქმეებით, რაც სიკვდილამდე ჩაიდინეს, არამედ იმ საქმეებით, რომელთაც ჩაიდენენ აღდგომის შემდეგ, ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში გახსნილი „გრიგალების“ (წიგნების) მიხედვით (გამოცხადება 20:12, 13). შესაბამისად, „სასამართლოს აღდგომა“ ლოგიკურად ნიშნავს გამოსაცდელ/საგამოცდო პერიოდს.
ამგვარად თუ ადამიანი სიკვდილით უკვე გადაიხადა თავისი წარსული ცოდვების საზღაური, მისი ხელახლა აღდგენა მხოლობითად ძველი ცოდვების გამო გასასამართლებლად და იქვე დასასჯელად, სისტემურ თეოლოგიურ წინააღმდეგობას აჩენს.
**მტკიცება 2:** მოწმეებმა არგუმენტი ზმნების დროზე („გააკეთესო“ და „ჩაიდინეს“ წარსულ დროში) არ არის საკმარისი საფუძველი ამ სწავლებისო
* **გაბათილება:** ბერძნული ტექსტის გრამატიკული ანალიზი (აორისტის დროის გამოყენება) საკვანძოა ბიბლიური ეგზეგეზისთვის. იესო საუბრობდა ადამიანების ქცევაზე მათი სიკვდილის მომენტამდე. ვინც სიკვდილამდე „კარგს აკეთებდა“ (ცხებულები), აღდგებიან უშუალოდ ზეციერი „სიცოცხლისთვის“, ხოლო ვინც „ცუდს ჩადიოდა“ (უธรรมოები), აღდგებიან დედამიწაზე, სადაც მათ მიეცემათ შანსი და გაივლიან შეფასებას (*krisis*). გრამატიკული დროის სიზუსტე სწორედაც რომ საფუძვლიანი ეგზეგეზის დასტურია.
**მტკიცება 3:** იოანეს 5:29-ში ნიშნავს მხოლოდ უარყოფით, გამანადგურებელ განაჩენსო.
* **გაბათილება:** *krisis*-, ბერძნულ ლექსიკონებში ( Liddell & Scott-ში) *krisis*-ის პირველადი მნიშვნელობა არის „გამოყოფა“, „გადაწყვეტილება“, „განხილვა“. ძველი განმარტების შეცვლა უფრო ფართო და ჰარმონიული კონტექსტის გათვალისწინებით აშორებს შიდა წინააღმდეგობებს გამოცხადების წიგნთან.
**მტკიცება 4* იესო იოანეს 5:29-ში აკეთებს მკვეთრ კონტრასტს („სიცოცხლე“ vs „სასჯელი“), რაც გამორიცხავს შუალედურ ან ორეტაპიან საგამოცდო პროცესს.
* **გაბათილება:** კონტრასტი ეხება საბოლოო შედეგებს და არა პროცესის ხანგრძლივობას. „სიცოცხლის აღდგომა“ ეხება მათ, ვისი საბოლოო განაჩენიც უკვე დადებითია (პირველი აღდგომა), ხოლო „სასამართლოს აღდგომა“ მოიცავს პროცესს, რომლის ბოლოსაც ადამიანმა შეიძლება მიიღოს მარადიული სიცოცხლე ან მეორე სიკვდილი. კონტრასტი შენარჩუნებულია საბოლოო შედეგების დონეზე.
**მტკიცება 5:** თუ „სასამართლოს აღდგომა“ იძლევა გადარჩენის შანსს, ეს მიიყვანს „საყოველთაო გადარჩენის“ მცდარ სწავლებამდე.
* **გაბათილება:** ეს არის მცდარი დილემა. შესაძლებლობის მიცემა არ ნიშნავს ავტომატურ გადარჩენას. გამოცხადების 20:15 ნათლად ამბობს, რომ ვინც არ აღმოჩნდება „სიცოცხლის წიგნში“, ჩაგდებული იქნება ცეცხლის ტბაში (მეორე სიკვდილი). შესაბამისად, საყოველთაო გადარჩენის თეორია გამორიცხულია, რადგან საბოლოო გამოცდის (ათასწლიანი მეფობის ბოლოს) ჩაჭრის შემთხვევაში ინდივიდები განადგურდებიან.
**მტკიცება 6** იესო სიტყვა *krisis*-ს სხვა მუხლებში (მაგ. იოანე 3:17-19, მათე 23:33) იყენებს მხოლოდ მსჯავრდების და გეენის გაგებით, შესაბამისად იოანეს 5:29-შიც ასე უნდა იყოს.
* **გაბათილება:** ბიბლიური კონტექსტი განსაზღვრავს სიტყვის მნიშვნელობას. იოანეს 3:19-ში საუბარია მათზე, ვინც სინათლეს სიბნელე ამჯობინა ქრისტეს დედამიწაზე ყოფნისას. ხოლო იოანეს 5:28, 29 ეხება „ყველას, ვინც სამარხებშია“ (მათ შორის მათ, ვისაც არასდროს სმენია ქრისტეს შესახებ). ღვთის მართლმსაჯულება მოითხოვს, რომ ადამიანებს, რომელთაც არ ჰქონიათ შანსი, მიეცეთ ცოდნის მიღებისა და გამოცდის საშუალება.
ამგვარად (ბიბლიის ყველა წიგნის ერთმანეთთან შეთანხმებით— გამოცხადება, რომაელთა, იოანე), ეს გაგება ლოგიკურია, რადგან ის ხსნის წინააღმდეგობას ცოდვების მიტევებასა და ათასწლიანი მეფობის დროს გასამართლების პროცესს შორის.
4. მცდარი აზრი: გამოცხადების 20:4—6-დან გამომდინარე 1000 წლის შემდეგ აღდგებიან დანარჩენი მკვდრები.
ამ მუხლებიდან ნათლად ჩანს, რომ პირველი აღდგომა „დანარჩენ მკვდრებს“ არ ეხება. მათ, ვინც პირველი აღდგომისას აღდგება, ქრისტესთან ერთად უნდა იმეფონ ათას წელს. ნიშნავს ეს იმას, რომ ათასი წლის განმავლობაში მათ გარდა აღარავინ აღდგება და ადამიანთაგან არავინ იქნება ცოცხალი? არა. ამ შემთხვევაში აზრი არ ექნებოდა მათ მეფობას და მღვდლობას, რადგან დედამიწაზე არავინ იცხოვრებდა.
გამოცხადებიდან ვიგებთ რომ მათი მმართველობისას არამიანები დედამიწაზე იქნებიან.გმც 20:1-3 ანდა ვია გაასამართლებენ თუ არავინ იქნა? გმც 5:9,10
ვინ იგულისხმება „დანარჩენ მკვდრებში“? ყველა, ვინც ადამის ცოდვის გამო მოკვდა, დიდი გასაჭირის დროს გადარჩება ან ათასი წლის განმავლობაში დაიბადება. მათგან ყველას დასჭირდება ცოდვისა და სიკვდილისგან გათავისუფლება (შეადარეთ ეფესოელების 2:1).
რა გაგებით „გაცოცხლდებიან“ ისინი ათასი წლის ბოლოს? ამ შემთხვევაში მკვდრეთით აღდგომაზე არ არის ლაპარაკი. აქ უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ არსებობა. ადამიანები გაცოცხლდებიან იმ გაგებით, რომ გახდებიან სრულყოფილები და გათავისუფლდებიან ადამის ცოდვის შედეგებისგან. ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ სიტყვებამდე, მე-5 მუხლის წინ, ლაპარაკია მათ ‘გაცოცხლებაზე’, ვისაც ზეცაში უნდა ემეფა. მათ შემთხვევაში გაცოცხლება დაკავშირებულია ცოდვის ყოველგვარი შედეგებისგან გათავისუფლებასთან. ისინი უკვდავებიც კი ხდებიან (1 კორ. 15:54). ასე რომ, „დანარჩენი მკვდრებისთვის“ გაცოცხლება ნიშნავს სრულყოფილი სიცოცხლის მიღებას.
5.მიიღებენ მომავალში უხრწნელ ფიზიკურ სხეულს ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილები?
ფილ. 3:20, 21: „[უფალი იესო ქრისტე] ჩვენს დამცირებულ სხეულს თავისი დიდებული სხეულის შესაბამისად გარდაქმნის თავისი ძალის მოქმედებით“ (ნიშნავს ეს იმას, რომ მათი ხორციელი სხეული განდიდდება ზეცაში? თუ ის იგულისხმება, რომ ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგომისას დამცირებული ხორციელი სხეულის ნაცვლად განდიდებულ სულიერ სხეულს მიიღებენ? ამ კითხვებს შემდეგი მუხლები გასცემს პასუხს).
1 კორ. 15:40, 42—44, 47—50: „არის ციური სხეულები და არის მიწიერი სხეულები, მაგრამ ციურ სხეულებს სხვანაირი დიდება აქვთ, მიწიერს — სხვანაირი. ასევეა მკვდრეთით აღდგომაც . . . ითესება ხორციელი სხეული და აღდგება სულიერი სხეული . . . პირველი კაცი [ადამი] მიწისგანაა, მტვრისგან არის შექმნილი, მეორე კაცი [იესო ქრისტე] კი ზეციდანაა. როგორიც მტვრისგან შექმნილია, ისეთები არიან მტვრისგან შექმნილებიც, და როგორიც ზეციერია, ისეთები არიან ზეციერებიც. როგორც მტვრისგან შექმნილის ანარეკლი ვართ, ისევე ვიქნებით ზეციერის ანარეკლი. მაგრამ გეუბნებით, ძმებო, რომ ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს“ (ამ მუხლებიდან გამომდინარე, გამორიცხულია სულიერი და ხორციელი სხეულების შერწყმა ან ზეცაში ხორციელი სხეულით ცხოვრება
6. როგორ ხსნიანო იეჰოვას მოწმეები ბიბლიის საფუძველზე სწავლებას ქრისტიანთა ორ ჯგუფად და სხვადასხვა დროს აღდგომის შესახებ, მაშინ როცაო პავლე მოციქული ამბობს, რომ მართალთა აღდგომა ყველასთვის ერთდროულად და „თვალის დახამხამებაში“ მოხდება და არა ეტაპობრივადო?
პასუხი:
ამ საკითხზე პასუხი ერთი მუხლით არ შემოიფარგლება. ბიბლიის სხვადასხვა მონაკვეთი ერთად გვაძლევს სურათს, რომელშიც ჩანს ქრისტესთან ზეცაში მეფობისთვის აღდგენილი ჯგუფი და დედამიწაზე ცხოვრების მომავლის მქონე ადამიანები. რომლებზეც ეს ჯგუფი მეფობს
წმინდა წერილი პირდაპირ ამბობს, რომ აღდგომას აქვს მკაცრი თანმიმდევრობა. 1 კორინთელთა 15:22, 23-ში პავლე მოციქული იყენებს ბერძნულ ტერმინს „ტაგმა“ (სამხედრო რიგი/წესრიგი) და წერს: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე ქრისტეში გაცოცხლდება ყველა. მაგრამ თითოეული თავისი წესით [რიგით]: პირველნაყოფი — ქრისტე, შემდეგ — ქრისტესნი, მისი თანაყოფნის დროს“. თუ აღდგომა ყველასთვის ერთდროულად მოხდებოდა, სიტყვა „რიგი“ აზრს დაკარგავდა.
ამასთანავე, გამოცხადების 20:5, 6 მოიხსენიებს „პირველ აღდგომას“ მათთვის, ვინც ქრისტესთან ერთად ზეცაში „მეფობს ათას წელს“. ბიბლიურად ესენი არიან „მცირე სამწყსო“ — 144 000 ცხებული (ლუკა 12:32, გამოცხადება 14:1, 3). ლოგიკის კანონით, „პირველი აღდგომის“ არსებობა ავტომატურად ნიშნავს, რომ არსებობს მომდევნო აღდგომაც. ზეციერი მეფეების აღდგომის შემდეგ, ქრისტეს ათასწლიანი მმართველობისას, დედამიწაზე ხდება დანარჩენი კაცობრიობის — „სხვა ცხვრების“ აღდგომა, რომელთაც მარადიულად დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ (იოანე 10:16, ფსალმუნი 37:29, მათე 5:5).
და რადგან ეს მეფობა ათას წელს გრძელდება. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ვისზე მეფობენ ისინი?
ამ კითხვაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს გამოცხადების 20:7–9. იქ ნათქვამია, რომ ათასი წლის დასრულების შემდეგ სატანა გათავისუფლდება და „დედამიწის ოთხივე კუთხეში“ მყოფ ხალხებს — „გოგსა და მაგოგს“ — შეაცდენს და ისინი „დედამიწის სიგანეზე“ განლაგდებიან წმინდათა ბანაკის წინააღმდეგ.
ტექსტის თანმიმდევრობა ასეთია:
ქრისტესთან ერთად მეფობა → ათასი წელი → დედამიწაზე მცხოვრები ხალხები → სატანის მიერ მათი გამოცდა ათასი წლის ბოლოს.
ამიტომ გამოცხადების 20-ე თავის სურათში აშკარად არსებობს დედამიწაზე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ათასწლიანი პერიოდის ბოლოს ჯერ კიდევ ცოცხალია და სატანის გამოცდის წინაშე დგება.
ამრიგად, როდესაც ვამბობთ, რომ ქრისტესთან ერთად მეფობენ „პირველ აღდგომაში“ მონაწილეები, სრულიად ბუნებრივია კითხვა: ვინ არიან ამ სამეფოს ქვეშევრდომები დედამიწაზე? გამოცხადების 20:7–9 აჩვენებს, რომ ათასწლიანი პერიოდის ბოლოს დედამიწაზე ხალხები ნამდვილად არსებობენ.
რაც შეეხება ფრაზას „თვალის დახამხამებაში“ (1 კორინთელთა 15:51, 52) — ეს სიტყვები ეხება არა მთელი კაცობრიობის ერთდროულ აღდგომას, არამედ სხეულის ცვლილების სიჩქარეს. ქრისტეს თანაყოფნის პერიოდში დედამიწაზე მცხოვრები ცხებულები სიკვდილისას აღარ ელოდებიან სამარხში საუკუნეებს; გარდაცვალების იმავე წამს („თვალის დახამხამებაში“) ისინი მომენტალურად იცვლებიან ზეციურ სულიერ სხეულად (1 თესალონიკელთა 4:16, 17).
ამრიგად, წმინდა წერილის მთლიანი კომტექსტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ აღდგომა ეტაპობრივია, იყოფა ორ ჯგუფად (ზეციერი და დედამიწის) და ხდება სხვადასხვა დროს, თავისი რიგის მიხედვით.
No comments:
Post a Comment