თვითონ ბიბლია გვიხსნის, თუ როგორ შეგვიძლია მისი გაგება. თქვენი წარმომავლობის მიუხედავად, ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის ცნობა არც ძნელი გასაგებია „არც მიუწვდომელი“ (კანონი 30:11).
რჩევა 1 გქონდეთ სწორი დამოკიდებულება. გჯეროდეთ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. იყავით თავმდაბალი, რადგან ღმერთი ამაყებს ეწინააღმდეგება (1 თესალონიკელები 2:13; იაკობი 4:6).მოიშორეთ წინასწარშექმნილი აზრი, არაფერი ირწმუნოთ ბრმად — ღმერთს სურს, რომ გააზრებულად ვცეთ თაყვანი (რომაელები 12:1, 2).
რჩევა 2: დაიწყეთ წერილის კითხვა ლოცვით, რათა ღმერთის სულმა მოგცეთ სწორი მიმართულება, გაგება და აღქმა, რადგან წმინდა წერილი ამბობს, რომ წმინდა სული არის ჩვენი მასწავლებელი.(იოან16:13) ასევე ლუკას 11:13-ში ნათქვამია, რომ ღმერთი მისცემს „წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ სწორედ წმინდა სული დაგეხმარებათ, გაიგოთ ღვთის აზრები და დროთა განმავლობაში „ღვთის სიღრმეებსაც კი“ ჩასწვდეთ (1 კორინთელები 2:10).
რჩევა 3 თემატურად შეისწავლეთ. ბიბლიის თემატურად შესწავლა, რომელიც ამა თუ იმ საკითხის გამოკვლევას გულისხმობს, ბიბლიის გაგების საუკეთესო საშუალებაა. დაიწყეთ „სწავლების საწყისებით“ და შემდეგ ისწრაფეთ მოწიფულობისკენ (ებრაელები 6:1, 2).
რჩევა 4 : ყურადღება მიაქციეთ გრამატიკას და გაუგებარი სიტყვები გადაამოწმეთ სხვა და სხვა თარგმანებში. უამრავი აზრი მახინჯდება გრამატიკული უყურადღებობის გამო და რადგან ეს ასეა, მნიშვნელოვანია გრამატიკის ცოდნა.
რჩევა 5 : განიხილეთ ბიბლიის მუხლები მისი კონტექსტის მიხედვით. ხშირად ხდება არასწორი აზრების ჩამოყალიბება, როდესაც ადამიანები ტექსტიდან გლეჯენ მოკლე მონაკვეთს და იყენებენ საკუთარი აზრების განსამტკიცებლად. ეს პრობლება დიდად არის გავრცელებული ქრისტიანულ საზოგადოებაში.
განა რომელილმე ჩვენგანი ვკითხულობთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანისაგან, ან ვინმე ავტორიტეტული პიროვნებისაგან გამოგზავნილ მნიშნელოვან წერილს, მისი შუა ნაწილიდან? განა არ ვეცდებით, რომ ყურადღებით გამოვიკვლიოთ წერილის მიზანი, განა არ გამოვიჩენთ სიფრთხილეს, რომ სწორად გამოვიტანოთ აზრი წერილისა? სხვა შემთხვევაში, თუ არ დავიცავთ კონტექსტის მნიშვნელობას, ჩვენ არასწორად აღვიქვამთ ღმერთს და უფრო მეტიც, არასწორად წარმოვაჩენთ მას.
რჩევა 6: ზემოთ ჩამოთვლილის შემდეგ, შეადარედ გაუგებარი ადგილები სხვა მსგავსი შინაარსის ადგილებს. ბიბლიაში არის რთული მონაკვეთები, რომელიც გასაგები ხდება (ავსებს) სხვა მსგავს ადგილებთან ერთად.
რჩევა 7: გამოიკვლიეთ ისტორიული ფონი. აუცილებელია დავაკვირდეთ, თუ ეს შესაძლებელია, იმ დროინდელი პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური მდგომარეობას, გამოვიკვლიოთ მენატალიტეტი და წეს ჩვეულებები. ეს დაგვეხმარება უკეთ ჩავწვდეთ ნებისმიერი იდეის არსს, რომელიც გადმოცემულია წმინდა წერილში.
რჩევა 8 განსაზღვრეთ, ესა თუ ის სიტყვა პირდაპირი გაგებითაა გამოყენებული თუ გადატანითი მნიშვნელობით.
რჩევა 9 ნუ ეცდებით, რომ ის, რასაც ბიბლია ამბობს, მოარგოთ გავრცელებულ მცდარ სწავლებებსა თუ დოგმებს.
რჩევა 10: გამოიყენეთ დამხმარე ლიტერატურა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ისინი არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ ბიბლიის გასაგებ ადგილებს. თუ ზემოთ აღნიშნულს გავითვალისწინებთ, მაშინ ბიბლიის ცოდნა მოგცემთ უნარს, რომ გაარჩიოთ “თევზი და ფხა” ერთმანეთისაგან. არსებობს უამრავი ლიტერატურა ბიბლიის ირგვლივ, რომელთაც შეუძლიათ დაგეხმაროთ ბიბლიის გაგებაში
რჩევა 11 დახმარებისთვის სხვებს მიმართეთ. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ დახმარებისთვის მივმართოთ მას, ვინც ბიბლიურ სწავლებებს სწვდება (საქმეები 8:30, 31). იეჰოვას მოწმეები ხალხს ბიბლიის შესწავლას სთავაზობენ, როგორც ამას პირველი საუკუნის ქრისტიანები აკეთებდნენ. ისინი ბიბლიურ მუხლებს იყენებენ იმისათვის, რომ ადამიანებს დაანახვონ, თუ რას ასწავლის სინამდვილეში ბიბლია (საქმეები 17:2, 3).
რჩევა 12 იფიქრეთ წაკითხულზე. ბიბლიას მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით კი ნუ წაიკითხავთ, არამედ ხშირად შეჩერდით და დაფიქრდით წაკითხულზე.
რა არ არის საჭირო
- განსაკუთრებული ნიჭი და განათლება. იესოს 12 მოციქული კარგად ერკვეოდა წმინდა წერილებში და სხვებსაც ასწავლიდა მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათ „უსწავლელ და უბრალო“ ადამიანებად მიიჩნევდა (საქმეები 4:13).
- ფული. თქვენ შეგიძლიათ სრულიად უსასყიდლოდ შეისწავლოთ ბიბლია. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:8).
მუხლის განხილვისას იფიქრე;
1..რასგვეუბნებაესმუხლი იეჰოვას პიროვნებაზე?
2.რომელი პრინციპი ჩანს ამ მუხლში?
3.რა უფროა ეს მუხლი? :
a.წინასწარმეტყველება
b.ზნეობრივი ხელმძღვანელობა
g.ორგანიზაციული ხელმძღვანელობა
c.ბიბლიური სწავლება
4.რომელი ბიბლიური პერსონაჟები მიჰყვებოდნენ ამ პრინციპს?
5.რა პრაქტიკული სარგებლობა მოაქვს ამ მუხლის გამოყენებას?
6.რარეალურიმიზნების დასახვა შეიძლება ამ მუხლთან დაკავშირებით?
7.როგორ ეხება ეს მუხლი მთავარ თემას?
8.რაზეშეიძლება ლოცვა ამ მუხლიდან გამომდინარე?
9.როგორ შემიძლია ამ მუხლის გამოყენება სხვების დასახმარებლად
10.რა სირთულეები შეიძლება წარმოიქმნას ამ მუხლთან დაკავშირებით?
.ბიბლიის კითხვისას უფრო მეტს გაიგებთ, თუ . . .წაიკითხავთ ნელა და აუჩქარებლად.იფიქრებთ მხოლოდ წაკითხულზე და გონებაში გააცოცხლეთ ბიბლიის მონაკვეთებს.შეეცდებით დაინახოთ, როგორ უკავშირდება წაკითხული მუხლები კონტექსტს.იფიქრებთ, რის სწავლა შეგიძლიათ წაკითხულიდან.
No comments:
Post a Comment