სწავლულები, რომლებიც არა არიან იეჰოვას მოწმეები, დადებითად ეხმაურებიან „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“
1. ჯ.დ.ფილიპსი, (ლინგვისტი, ბიბლიური ენების სპეციალისტი, ეკლესიის მსახური) ზემოაღნიშნული ბიბლიის გამომცემლებს სწერდა: „გასულ კვირას, შევიძინე თქვენი გამოცემული ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი და ვამაყობ იმით რომ ამ გამოცემის მფლობელი გავხდი. საოცარი საქმე შეგისრულებიათ! გამიხარდა სახელი იეჰოვა რომ ვნახე თქვენს ბიბლიაში. ამ მხრივ, სწორი მიმართულებისკენ გასაოცარი ნაბიჯი გადადგამთ, და ღმერთს შევევედრები, რომ ბიბლიის თქვენი თარგმანი ფართოდ გამოიყენებოდეს. ჯერ მარტო ის, რაც თქვენ გააკეთეთ ― გამოგეყენებინათ ღვთის სახელი ბიბლიაში, ყველა ძალისხმევად ღირდა!“
2. ალენ პ. უიკგრენი, (დოქტორი, ბერძნული ენის სპეციალისტი, „ახალი გადამუშავებული სტანდარტული ბიბლიის“ მთარგმნელობითი კომიტეტის წევრი, ახალი აღთქმის ტექსტების ექსპერტი): „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ თქვა, რომ ის გასაგებ ენაზეა ნათარგმნი და არ არის სხვა თარგმანების გავლენის ქვეშ მოქცეული, „ის აბსოლუტურად დამოუკიდებელი თარგმანია
„ (ციტატა აღებულია წიგნიდან „მთარგმნელის ბიბლია“, ინგ., 1952წ., ტ.1, გვ. 99).
3. ბენიამინ კედარი, (პროფესორი; ძველებრაული ენის სპეციალისტი). ბენიამინ კედარმა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წარმომადგენლისთვის მიცემულ ინტერვიუში „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ შესახებ აღნიშნა: «ბიბლიის ებრაული ტექსტისა და თარგმანების ლინგვისტური კვლევის დროს ხშირად მივმართავ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ინგლისურ გამოცემას. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მთარგმნელები, რომლებიც ამ ნაშრომზე მუშაობდნენ, კეთილსინდისიერად ცდილობდნენ ტექსტის რაც შეიძლება ზუსტად გაგებას. თარგმანი გასაგებია, მაქსიმალურად არის მიახლოებული ებრაულთან და მეტყველებს იმაზე, რომ ისინი კარგად ფლობდნენ დედნისეულ ენას . . . მთარგმნელს ყოველთვის აქვს ორიგინალის ინტერპრეტაციისა და თარგმნის გარკვეული თავისუფლება. ამიტომ მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს დავის საგანი. მაგრამ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ვერც ერთ მონაკვეთზე ვერ ვიტყვი, რომ მთარგმნელები შეგნებულად ცდილობდნენ იმის გადმოცემას, რაც ორიგინალში არ იყო ნაგულისხმევი».
4. ს.მაკლინ გილმორი, (ახალი აღთქმის სწავლული): „1950 წელს, იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს ახალი აღთქმის თავიანთი ახალი ქვეყნიერების თარგმანი… ახალი აღთქმის ეს თარგმანი ისეთი კომიტეტის მიერ მომზადდა, რომელიც ბერძნულ ენას არაჩვეულებრივად ფლობდა“. („ჰოლანდიური თეოლოგიური ჟურნალი“, 1984 წ., გვ. 279-280).
5. უილიამ ტაილორი, (დაამთავრა ახალი აღთქმის ენების შესწავლა სამხრეთ ბაპტისტური მსახურების სასწვალებელში). იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ ბიბლიის თარგამნთან დაკავშირებით, ტაილორმა განაცხადა: „წარჩინებული სწავლულობით გამოსცეს თავიანთი ახალი აღთქმა“. („The New Bible Pro and Con“, 1955 წ., გვ. 75).
6. თეოლოგმა ჰოუტმანმა, მას შემდეგ რაც ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ შეისწავლა, ობიექტური დამოკიდებულების მხედველობაში მიღებით განაცხადა, რომ: „იეჰოვას მოწმეების ახალი ქვეყნიერების თარგმანს, მკაცრი კრიტიკის გაძლება შეუძლია“. („ჰოლანდიური თეოლოგიური ჟურნალი“, 1984წ., გვ 279-280).
7. ჩარლზ ფრანსიზ პოტერი, (დოქტორი, თეოლოგი): „ქრისტიანულ ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი… მისმა ანონიმურმა მთარგმნელებმა, ნამდვილად საუკეთესო მანუსკრიპტებიდან თარგმნეს…სწავლულობითა და გამჭრიახობის უნარით“. („The Faith Men Live By“; 1954წ., გვ. 239).ამ უცნობმა მთარგმნელებმა ბერძნულ და ებრაულ ენებზე არსებული საუკეთესო ხელნაწერები მეცნიერულ დონეზე თარგმნეს“ (The Faiths Men Live By, გვ. 300).
8. ედგარ ჯ. გუდსპიდი, („ახალი აღთქმის“ მთარგმნელი, ბერძნული ენის სპეციალისტი, თეოლოგი,) ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამომცემლებს „ახალი ქვეყნიერების თარგმანთან “ დაკავშირებით მიწერა: „დავინტერესდი თქვენი ხალხის მსოფლიო მისიონერული საქმიანობით და განსაკუთრებით ძალიან მომეწონა თქვენი თარგმანი, რომელიც თავისუფალი, გულწრფელი და ძლიერი თარგმანია. შემიძლია დავადასტურო, რომ ამ თარგმანში ფართო სპექტრის სწავლულობა ვლინდება“.
9. რობერტ მ. მაკკოი, (დაამთავრა „Andover Newton Seminary“; „Bachelor of Divinity“-ის ხარისხის მფლობელი, თეოლოგი).
რობერტ მაკკოის აზრით, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ უბადლოა და ამასთანავე გარკვეული თავისებურებებით გამოირჩევა. ის ამბობს: «„ახალი აღთქმის“ თარგმანი იმაზე მოწმობს, რომ ამ მიმდინარეობის წევრებს [იეჰოვას მოწმეებს] შორის არიან სწავლულები, რომლებიც საკმარისად არიან კვალიფიცირებულები, რომ ბიბლიის თარგმანთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა გადაჭრან» (Andover Newton Quarterly, 1963 წლის იანვარი, გვ. 31).
10. სტივენ ბაინგტონი, (საყოველთაოდ ცნობილი ბიბლიის მთარგმნელი, მის ბიბლიის თარგმანს ქვია: „ბიბლია ცოცხალ ინგლისურ ენზე“). ბაინგტონმა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანთან“ დაკავშირებით დაწერა: „თუ თქვენ საუკეთესოს ან დამაფიქრებელ თარგმანს ეძებთ, მაშინ ეს თარგმანი ამ სიმდიდრეთა საბადო გახლავთ“. («Christian Century, “Review of the New World Translation of the Christian Greek Scriptures“», 1950 წ., გვ. 1296).
11. ჯეისონ ბე დიუნი, (ჩრდილოეთ არიზონის (აშშ) უნივერსიტეტში რელიგიურ მეცნიერებათა პროფესორის თანაშემწე,) წერდა, რომ იეჰოვას მოწმეები ბიბლიას „გულწრფელი უბრალოებით უდგებიან; მათი მრწამსის და საქმეების საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიაა; ისინი ბიბლიაში იმის დანახვას არ ცდილობენ, რაც იქ არ წერია“. 2003 წელს მან გამოაქვეყნა 200-გვერდიანი ნაშრომი, რომელშიც მსჯელობს ინგლისურ ენაზე გამოცემულ ცხრა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ბიბლიაზე. („ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გარდა ჯეისონ ბედიუნმა შეისწავლა „განზოგადოებული ახალი აღთქმა“, „ცოცხალი ბიბლია“, „ახალი ამერიკული ბიბლია ახალი აღთქმის შესწორებებით“, „ახალი ამერიკული სტანდარტული ბიბლია“, „წმინდა ბიბლია — ახალი საერთაშორისო გამოცემა“, „ახალი შესწორებული სტანდარტული გამოცემა“, „ბიბლიის თანამედროვე ინგლისური თარგმანი“ და „მეფე ჯეიმზის თარგმანი“). მან გამოიკვლია ბიბლიის ზოგი მონაკვეთი, რომლებიც მეცნიერებს შორის კამათს იწვევს, რადგან, როგორც წესი, ასეთი ადგილები „გარკვეული რელიგიური მოსაზრებითაა ნათარგმნი“. მან თითოეული თარგმანის თითოეული მონაკვეთი შეადარა ბერძნულ ტექსტს, რომ გაეგო, მთარგმნელებმა ხომ არ შეცვალეს დედნის ტექსტი თავიანთი რელიგიური მოსაზრების გამო. რა დასკვნამდე მივიდა ჯეისონ ბედიუნი?
«„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სხვა თარგმანებთან შედარებით ზუსტია». თუმცა, ზოგადად ხალხის და მრავალი ბიბლეისტის აზრით ის, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სხვა თარგმანებისგან განსხვავდება, განპირობებულია მთარგმნელთა რელიგიური შეხედულებებით. ბედუნი ამის შესახებ ამბობს: «„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამორჩეულია, რადგან „ახალი აღთქმის“ დამწერების მიერ შესრულებული დედნისეული ტექსტი ზედმიწევნით ზუსტად და დიდი სიფრთხილითაა ნათარგმნი» (Truth in Translation, გვ. 163, 165).ბედიუნი თვლის, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ „სხვა თარგმანებთან შედარებით ზუსტია“. ის ამ თარგმანს „საოცრად კარგ“ თარგმანს უწოდებს და ამატებს: „როცა მაღალხარისხიან პუბლიკაციას ვხვდები, ვცნობ მას, და თქვენი ახალი ქვეყნიერების ბიბლიის თარგმანის კომიტეტმა სამუშაო კარგად შეასრულა… ახალი ქვეყნიერების თარგმანი მაღალხარისხიანი თარგმანია და სიტყვასიტყვითია, რომელიც ბერძნული ტექსტის ერთგულად მიყოლით, ერიდება ტრადიციულ შელამაზებებს. იგი მრავალმხრივ აღემატება სხვა ყველაზე წარმატებულ თანამედროვე ბიბლიის თარგმანებს“.―(The Orthodox Corruption of Scripture).
«ეს, არსებული ახალი აღთქმის სტრიქონობრივ თარგმანთა შორის საუკეთესო თარგმანია» - ასე გამოეხმაურა ჯეისონ ბედუნი ბერძნული წერილების სტრიქონობრივ თარგმანს «The Kingdom Interlinear Translation of the Greek Scriptures». ის განმარტავს: «მე ესესაა რაც დავასრულე ლექციების კურსის კითხვა ბლუმინგტონში (აშშ) ინდიანას უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტზე... ძირითადად ის სახარებებს ეძღვნება. თქვენი სტრიქონობრივი თარგმანი „The Kingdom Interlinear Translation of the Greek Scriptures" წარმოადგენდა ერთერთ დიდ დამხმარეს, ჩემი სტუდენტები მისით ისე სარგებლობდნენ, როგორც ერთერთი სახელმძღვანელოთი. ეს პატარა წიგნი შეუფასებელი გამოდგა სასწავლო პროცესისათვის და ძალიან მოეწონათ სტუდენტებს».
რატომ აირჩია დოქტორმა ბედუნმა ეს სტრიქონობრივი თარგმანი როგორც ლექციების ჩასატარებელი სახელმძღვანელო უნივერსიტეტში? ის გვპასუხობს: «უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არსებული ახალი აღთქმის სტრიქონობრივ თარგმანთა შორის საუკეთესო თარგმანია. მე დიდი ხანია რაც ბიბლიას ვიკვლევ, ვიცნობ თანამედროვე ბიბლეისტიკის ტექსტებსა და ლიტერატურას და სხვათა შორის, არ ვარ იეჰოვას მოწმე. სასიამოვნოა, როდესაც ისეთ ნაშრომებს ხვდები, რომლებიც ხარისხიანადაა შესრულებული, და თქვენმა კომიტეტმა, რომელიც პასუხისმგებელია „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე", კარგად გაართვა თავი თავის ამოცანას. თქვენი სტრიქონობრივი თარგმანი ინგლისურ ენაზე იმდენად ზუსტია და იმდენად თანხმობაშია ორიგინალთან, რომ მკითხველი იძულებულია განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ენობრივ, კულტურულ და აღქმის სხვაობებს, რომლებიც ბერძნულ ენაზე მოლაპარაკეთა და მას შორის არსებობს. თქვენი „ახალი ქვეყნიერების თარგმანი" - მშვენიერი ზუსტი თარგმანია, რომელშიც არ არის ტრადიციული ინტერპრეტაციები, რადგან ის ზუსტად გადმოსცემს ბერძნულ ორიგინალს. ის ძალიან ბევრ რამეში უსწრებს ყველაზე წარმატებულ თარგმანებს, რომლებითაც დღეს სარგებლობენ»
12. ალექანდრე ტომსონი, (ცნობილი კრიტიკოსი და მკვლევარი): «ებრაული წერილების ინგლისური თარგმანებიდან თითებზე ჩამოსათვლელია ორიგინალური თარგმანები. ამიტომ მისასალმებელია, რომ გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ [ებრაული წერილების] პირველი ნაწილი, „დაბადებიდან“ „რუთამდე“ . . . როგორც ჩანს, დიდი შრომა დასჭირდა იმას, რომ ის ადვილი წასაკითხი ყოფილიყო. ვერავინ იტყვის, რომ ეს თარგმანი მოკლებულია ორიგინალურობას. მის ლექსიკაში არანაირად არ შეიმჩნევა აქამდე გამოცემული თარგმანების გავლენა». (The Differentiator, ივნისი, 1954 წ., გვ. 131).„აშკარაა, რომ ამ თარგმანზე მუშაობდნენ გამოცდილი და ნიჭიერი სწავლულები, რომლებმაც იმდენად ზუსტად გადმოსცეს ბერძნული ტექსტის არსი, რამდენის საშუალებასაც ინგლისური ენა იძლეოდა
13.ასოცირებული პროფესორი ტომას უინტერი „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ შესახებ, რომელიც „ბერძნული წერილების სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანის“ ნაწილი გახდა, თავის ნაშრომში ამბობს: „უცნობი მთარგმნელების მიერ გაკეთებული თარგმანი საკმაოდ ზუსტი და თანამედროვეა“ (The Classical Journal, 1974 წლის აპრილ-მაისი, გვ. 376).
No comments:
Post a Comment