Monday, 23 May 2022

ვის უნდა მივმართოთ ლოცვით: ძეს თუ მამას?

 




 


სტეფანეს «ლოცვა»
«იესოს სახელის მოხმობა»
«რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი»
«იმ დღეს არაფერს მკითხავთ»
დასკვნები

ქრისტიანთა ლოცვები მხოლოდ ღმერთისკენ შეიძლება იყოს მიმართული. წმინდა წერილში ღმერთს «მომსმენი ლოცვისა» ეწოდება (ფსალმუნები 64:3;  /65:2, საპატრიარქოს გამოცემა). ასეთი გარემოება პრინციპულად მნიშვნელოვან ხასიათს იძენს, როდესაც საუბარი იმ საკითხს ეხება, წარმოადგენს იესო ქრისტე ყოვლისშემძლე ღმერთს თუ არა. იმიტომ რომ წმინდა წერილი რომ იმას ასწავლიდეს, რომ ლოცვით მიმართვა ძის მიმართაც შეიძლება, მაშინ მისი ყოვლისშემძლე ღმერთად მიჩნევა შეგვეძლებოდა. მაგრამ ბიბლია თუ არც ასეთ მითითებას შეიცავს და არც ძისადმი ლოცვით მიმართვის პირდაპირ პრაქტიკებს, შესაბამისად, იესო შეუძლებელია მსგავს სტატუსს შეესაბამებოდეს


მაშ ასე, ვპოულობთ თუ არა თვითონ წმინდა წერილში მსგავს მაგალითებს? თავიდან მათი კლასიკური არგუმენტები განვიხილოთ, ვისაც დასაშვები მიაჩნია ძისადმი ლოცვით მიმართვა.

გინდ იცეკვე, გინდ იტირე...

 


 



 

«ვის შევადარო ეს თაობა? ვის მივამსგავსო? ისინი იმ ბავშვებს ჰგვანან, რომლებიც მოედანზე სხედან და ერთმანეთს ეუბნებიან, სალამურს გიკრავდით, თქვენ კი არ ცეკვავდით, მოვთქვამდით, თქვენ კი არ ტიროდითო. მოვიდა იოანე ნათლისმცემელი, არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამსთქვენ კი ამბობთ, დემონი ჰყავსო. მოვიდა კაცის ძე, ჭამს, სვამს, თქვენ კი ამბობთ, აი ჭამა-სმას გადაყოლილი კაცი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. თუმცა სიბრძნე საქმეებით მტკიცდება“.» (ლუკა 7:31-35).

«ჩემი სახელის გამო...»

 


 



 

 


ხანდახან ასეთი მტკიცების მოსმენა გვიწევს: «იესო ამბობდა, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს მისი (ქრისტეს) სახელის გულისთვის განდევნიდნენ და არა იეჰოვას სახელის გულისთვის». ასეთი მტკიცების მხარდასაჭერად შემდეგი ბიბლიური მუხლები მოჰყავთ:

Sunday, 22 May 2022

607



ბიბლიური და საერო ქრონოლოგია თანხმდება, რომ ოქტომბერში (იულიუსის კალენდრით 11-12 ოქტომბერი, გრიგორიანული კალენდრით 5-6 ოქტომბერი) ძვ.წ. 539 წელს სპარსეთის მეფემ კიროსმა დაიბყრო ბაბილონი. დავიწყოთ ამ საყოველთაოდ აღიარებული და, შესაბამისად, სანდო თარიღიდან.
ბიბლიაში ნათქვამია, რომ იუდეველები ბაბილონის ტყვეობაში მანამდე იქნებოდნენ, სანამ „იერემიას პირით ნათქვამი იეჰოვას სიტყვის“ თანახმად „სამოცდაათი წელი არ შესრულდებოდა“. როდის გათავისუფლდნენ ისინი ტყვეობიდან? ეს მოხდა „სპარსეთის მეფე კიროსის მეფობის პირველ წელს 2 მატიანე 36:21, 22ანუ ძვ.წ 537 წელს.