სტეფანეს «ლოცვა»
«იესოს სახელის მოხმობა»
«რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი»
«იმ
დღეს არაფერს
მკითხავთ»
დასკვნები
ქრისტიანთა ლოცვები მხოლოდ
ღმერთისკენ შეიძლება იყოს მიმართული.
წმინდა წერილში ღმერთს
«მომსმენი ლოცვისა» ეწოდება
(ფსალმუნები 64:3; /65:2, საპატრიარქოს
გამოცემა). ასეთი გარემოება
პრინციპულად მნიშვნელოვან ხასიათს
იძენს, როდესაც საუბარი
იმ საკითხს ეხება,
წარმოადგენს იესო ქრისტე
ყოვლისშემძლე ღმერთს თუ არა. იმიტომ
რომ წმინდა წერილი
რომ იმას ასწავლიდეს,
რომ ლოცვით მიმართვა
ძის მიმართაც შეიძლება,
მაშინ მისი ყოვლისშემძლე
ღმერთად მიჩნევა შეგვეძლებოდა.
მაგრამ ბიბლია თუ არც ასეთ მითითებას
შეიცავს და არც ძისადმი
ლოცვით მიმართვის პირდაპირ
პრაქტიკებს, შესაბამისად, იესო შეუძლებელია
მსგავს სტატუსს შეესაბამებოდეს.
მაშ ასე, ვპოულობთ
თუ არა თვითონ
წმინდა წერილში მსგავს
მაგალითებს? თავიდან მათი კლასიკური
არგუმენტები განვიხილოთ, ვისაც
დასაშვები მიაჩნია ძისადმი
ლოცვით მიმართვა.