ბიბლიის თვალსაზრისი
ბიბლიაში არ არის ნახსენები სიტყვა „აბორტი“. თუმცა არაერთ მუხლში ჩანს ღვთის თვალსაზრისი ადამიანის, მათ შორის, არშობილი ბავშვის სიცოცხლესთან დაკავშირებით.
ბიბლიაში არ არის ნახსენები სიტყვა „აბორტი“. თუმცა არაერთ მუხლში ჩანს ღვთის თვალსაზრისი ადამიანის, მათ შორის, არშობილი ბავშვის სიცოცხლესთან დაკავშირებით.
ბიბლიაში სხეულის მოხატვა ანუ ტატუირება მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული. ლევიანების 19:28-ში ვკითხულობთ: „ზედ არაფერი დაიხატოთ“. ღმერთმა ეს მითითება მისცა ისრაელ ერს, რათა განსხვავებული ყოფილიყვნენ მეზობელი ხალხებისგან, რომლებიც თავიანთი ღვთაებების სახელებსა და სიმბოლოებს სხეულზე იხატავდნენ (კანონი 14:2). მართალია, ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ ისრაელებისთვის მიცემული კანონის დაცვა, მაგრამ მასში ჩაწერილ პრინციპებს სერიოზული ყურადღება მაინც უნდა მიექცეს.
ბიბლია არ კრძალავს სქესობრივ ურთიერთობას სიამოვნების მიღების მიზნით. პირიქით, მასში ვკითხულობთ, რომ ეს ღვთის ძღვენია, რომელიც მან დაქორწინებულებს უბოძა. ღმერთმა ადამიანები „კაცად და ქალად შექმნა“ და დაინახა, რომ „ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:27, 31). როდესაც ღმერთმა შეაუღლა პირველი მამაკაცი და ქალი, მან თქვა, რომ ისინი უნდა გამხდარიყვნენ „ერთი ხორცი“ (დაბადება 2:24). ეს კავშირი ინტიმურ კავშირსაც გულისხმობდა, რასაც თან ახლდა სქესობრივი სიამოვნებისა და ემოციური სიახლოვის განცდა.
ღვთის სიტყვა კონკრეტულად არაფერს ამბობს აზარტულ თამაშებზე, მაგრამ ბიბლიის პრინციპების საფუძველზე შეგვიძლია დავინახოთ, რომ ღვთის თვალში აზარტული თამაში ცოდვაა (ეფესოელები 5:17).
ღმერთმა ადამიანები მამაკაცად და დედაკაცად შექმნა და მთელი თავისი ქმნილება „ძალიან კარგად“ მიიჩნია (დაბადება 1:31). მან განიზრახა ცოლ-ქმრის შეერთება ერთი ხორცად სქესობრივი კავშირის მეშვეობით (დაბადება 2:24) და ქორწინებას ღირსეულს უწოდებს (ებრაელები 13:4).
ბიბლია მხარს არ უჭერს იმ მოსაზრებას, რომ თუ ადამიანი ქრისტეს ირწმუნებს, მას გარანტირებული აქვს სამუდამო ხსნა. ვინც ქრისტე ირწმუნა და ხსნის იმედი მოიპოვა, შესაძლოა დაკარგოს რწმენა და შესაბამისად, ხსნის იმედიც. ბიბლია ამბობს, რომ რწმენის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა და ბრძოლაა საჭირო (იუდა 3, 5). პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომლებიც ქრისტესადმი რწმენას უკვე ავლენდნენ, პავლემ მოუწოდა: „იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით“ (ფილიპელები 2:12).
ალკოჰოლური სასმელების ზომიერად დალევა ცოდვა ნამდვილად არ არის. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღვინო ღვთის საჩუქარია, რაც ჩვენს ცხოვრებას ხალისს სძენს (ფსალმუნი 104:14, 15; ეკლესიასტე 3:13; 9:7) (დაბ27:25(. ღვთის სიტყვა იმასაც უსვამს ხაზს, რომ ღვინოს სამკურნალო თვისებები აქვს (1 ტიმოთე 5:23).
ბიბლიის თვალსაზრისი
ბიბლიაში არსად არის მოხსენიებული სიტყვა „მოწევა“ ან თამბაქოსთან დაკავშირებული სხვა სიტყვები. თუმცა მასში მოცემული პრინციპებიდან ჩანს, რომ ღმერთი არ იწონებს უწმინდურ და ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევებს. აი, ამიტომ ითვლება მოწევა ცოდვად.
ზეციერი სამეფოს მნიშვნელობის შესახებ
ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ სიკვდილის შემდეგ ყველანი ზეცაში მივდივართ. ამიტომ, როდესაც ადამიანები კვდებიან, ყოველი შემთხვევისთვის, ამბობენ «ზეცაში წავიდა» რაც იმას ნიშნავს, რომ, ალბათ, ახლა ისინი ზეცაში იცხოვრებენ. მაგრამ რას ამბობს ბიბლია ზეციერ სამეფოზე? ისინი, ვინც იქ მოხვდებიან, რეალურად ზეცაში იცხოვრებენ?
ქრისტე და მისი მნიშვნელობა
ჩემი საყვარელი მუხლი ბიბლიაში: «მე ვარ – გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე» (იოანე 14:6). ამ მუხლში – ყველაფერია, იმიტომ რომ იესო ქრისტე – სიცოცხლის უდიდესი მასწავლებელია, რომელიც კი ცნობილია კაცობრიობისთვის. ძალიან ბევრს, მათ შორის თვითონ ქრისტიანებს, ბოლომდე არ ესმით მისი სწავლების გიგანტური სულიერი, ზნეობრივი და ეთიკური როლი. ეს ისეთი კოლოსია, რომელსაც ვერავინ შეედრება.
ჩვენ, როგორც იეჰოვას მოწმეები, ვცდილობთ, ქრისტიანული ცხოვრების ისეთ გზას მივყვეთ, რომლის შესახებაც იესო ასწავლიდა და რომელი გზითაც მისი მოციქულები დადიოდნენ. ამ სტატიაში მოკლედ არის ახსნილი იეჰოვას მოწმეთა ძირითადი სწავლებები.
"ჟამი" თუ "საათი"?
მოციქული პავლე განდგომილებაზე და იმის შესახებ «ვინც ახლა მას აკავებს»
«გზიდან... იქნება ჩამოცილებული» - ყველა მოციქულის სიკვდილი
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის "უკანასკნელი საათი"
ბეთ სარიმთან დაკავშირებით ბევრი ცრუ ბრალდებები ისმის წლების განმავლობაში. რომ თითქოს პირადი კომფორტისთვის აიშენა რუტერფორდმა საგუშაგო კოშკის ფულით და რომ თითქოს ცრუ მოლოდინებიდან გამომდინარე 1925 წლისთვის ააშენეს, რომ ძველი დროის მკვდრეთით აღმდგარ ადამიანებს ეცხოვრათ. რეალობა არის შემდეგი სახლი აშენდა 1929 წელს, ამიტომ ის ნაკლებად თუ აშენდა იმათთვის, ვინც 1925 წელს უნდა გაცოცხლებულიყო.
რას ნიშნავს იესოს
სიტყვები «მახვილი იყიდოს»?
(ლუკა 22:36)