ზემოთ გაჟღერებული შეკითხვის პასუხად, როგორღაც თავისთავად მოდის თავში ასეთი ფრაზები: «ეშმაკს უნდა, რომ არ გწამდეს ღმერთის, გადარჩენის, მარადიული სიცოცხლის… მას უნდა, რომ ბიბლიას არ კითხულობდე… არ ლოცულობდე… ქრისტიანი რომ არ გახდე…» ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, სწორია. მაგრამ განა მხოლოდ ამით შემოიფარგლება ყველაფერი?
და მაშინ რა, თუ უკვე გახდი ქრისტიანი? შენ უკვე გაქვს რწმენაც, ცოდნაც, ბიბლიასაც კითხულობ და ლოცვაც არაა მთლად უცხო შენთვის. ესწრები ქრისტიანულ შეხვედრებს, მონაწილეობასაც კი იღებ მათში. მორჩა, ეხლა უკვე დაცული ხარ და ცხოვრობ იმაში სრულიად დარწმუნებული, თითქოსდა ღვთის მოწინააღმდეგეს არ შეიძლება შენით კმაყოფილების საფუძველი ჰქონდეს? ეჰ, ნეტავ ასე იყოს…