Friday, 17 November 2023

ამტკიცებს მესიის შესახებ წინასწარმეტყველებები, რომ იესო იყო მესია?

Sunday, 3 September 2023

დადგა "უკანასკნელი საათი" (1 იოანე 2:18) (2 თეს 2:2-12) (საქ 20:29,30)

 


"ჟამი" თუ "საათი"?

მოციქული პავლე განდგომილებაზე და იმის შესახებ «ვინც ახლა მას აკავებს»

«გზიდან... იქნება ჩამოცილებული» - ყველა მოციქულის სიკვდილი

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის "უკანასკნელი საათი"

Friday, 20 January 2023

სიმართლე ბეთ სარიმის შესახებ

 



ბეთ სარიმთან დაკავშირებით ბევრი ცრუ ბრალდებები ისმის წლების განმავლობაში. რომ თითქოს პირადი კომფორტისთვის აიშენა რუტერფორდმა საგუშაგო კოშკის ფულით და რომ თითქოს ცრუ მოლოდინებიდან გამომდინარე  1925 წლისთვის ააშენეს, რომ ძველი დროის მკვდრეთით აღმდგარ ადამიანებს ეცხოვრათ. რეალობა არის შემდეგი სახლი აშენდა 1929 წელს, ამიტომ ის ნაკლებად თუ აშენდა იმათთვის, ვინც 1925 წელს უნდა გაცოცხლებულიყო. 

Monday, 26 December 2022

რის გაკეთება დაავალა იესომ ქრისტიანს, ომის დაწყების შემთხვევაში?




 

 

«რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?» (ლუკა 6:46)

 

 

 

 

«სახლში რომ მტრები შემოგივარდნენ?» ძველი ისრაელის ომებს რა ვუყოთ? მოსეს კანონით თუ ქრისტეს კანონით? იესო გვასწავლის...

ღვთის სამეფო თუ ქვეყნიერების სამეფო?

«...განა ხორციელნი არა ხართ?» (1 კორინთელები 3:3) შეპასუხებები და მათი პასუხები

დასკვნა

Friday, 19 August 2022

ბატონი თუ მსახური?

 


რატომ ამბობს ამდენი ადამიანი, რომ პატივს სცემს ბიბლიას, მაგრამ არ ცხოვრობს მისით?

რატომ თვლის ბევრი მას „ყველაზე დიდ მემკვიდრეობად“, მაგრამ არ ჩქარობს მასში ჩამოყალიბებული მორალური სტანდარტების „მემკვიდრეობას“?

რატომ, ხშირად, მათთვის, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, ბიბლია არის არა სახელმძღვანელო, არამედ „სართული“, ე.ი. აგროვებს მტვერს თაროზე?

Monday, 23 May 2022

გამოცხადების 12:7-9. როდის მოხდა ომი ზეცაში?

 


 

 

  იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ბიბლიას იკვლევენ, პოპულარობით სარგებობს მოსაზრება, რომ გამოცხადების 12:7-9-ში აღწერილ მოვლენებს შორეულ წარსულში ჰქონდა ადგილი, პირველი ადამიანების, ადამისა და ევას შეცოდებამდე ცოტა ხნით ადრე ან შეცოდების შემდეგ მალევე. მათი აზრით, ზუსტად მაშინ მოხდა სატანისა და მისი დემონების დედამიწაზე გადმოყრა. ასეთი მოსაზრების მტკიცებულებად, როგორც წესი, იესოს სიტყვები მოჰყავთ, რომლებიც მან I საუკუნეში, მისი მიწიერი მსახურების დროს თქვა: «ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან» (ლუკა 10:18). ამასთან დაკავშირებით კითხვა იბადება: სატანა თუ ჯერ კიდევ კაცობრიობის შექმნის განთიადზე იქნა დედამიწაზე გადმოგდებული, მაშინ, როგორ შეიძლებოდა მის მიმართ გამოყენებულიყო იესოს ქმედებები, რომელიც 1914 წელს გამეფდა? გამეფებულ იესოსა და სატანას და მის დემონებს შორის გამართულ რომელ ომზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი?

ვის უნდა მივმართოთ ლოცვით: ძეს თუ მამას?

 




 


სტეფანეს «ლოცვა»
«იესოს სახელის მოხმობა»
«რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი»
«იმ დღეს არაფერს მკითხავთ»
დასკვნები

ქრისტიანთა ლოცვები მხოლოდ ღმერთისკენ შეიძლება იყოს მიმართული. წმინდა წერილში ღმერთს «მომსმენი ლოცვისა» ეწოდება (ფსალმუნები 64:3;  /65:2, საპატრიარქოს გამოცემა). ასეთი გარემოება პრინციპულად მნიშვნელოვან ხასიათს იძენს, როდესაც საუბარი იმ საკითხს ეხება, წარმოადგენს იესო ქრისტე ყოვლისშემძლე ღმერთს თუ არა. იმიტომ რომ წმინდა წერილი რომ იმას ასწავლიდეს, რომ ლოცვით მიმართვა ძის მიმართაც შეიძლება, მაშინ მისი ყოვლისშემძლე ღმერთად მიჩნევა შეგვეძლებოდა. მაგრამ ბიბლია თუ არც ასეთ მითითებას შეიცავს და არც ძისადმი ლოცვით მიმართვის პირდაპირ პრაქტიკებს, შესაბამისად, იესო შეუძლებელია მსგავს სტატუსს შეესაბამებოდეს


მაშ ასე, ვპოულობთ თუ არა თვითონ წმინდა წერილში მსგავს მაგალითებს? თავიდან მათი კლასიკური არგუმენტები განვიხილოთ, ვისაც დასაშვები მიაჩნია ძისადმი ლოცვით მიმართვა.