Thursday, 22 November 2018

ებრაელების1:8-რომელია სწორი: ღმერთო შენი ტახტი თუ ღმერთია შენი ტახტი?

 ქართული თარგმანები, რომელიც სამების მომხრეებმა შექმნეს, ეს მუხლი ისეთნაირად გადმოსცეს, რომ ქრისტე ღმერთად წარმოაჩინეს

იქ ასე ჟღერს  ეს ადგლი- ძეზე  კი: საყდარი [ტახტი] შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა).-ანუ მამა ძეს უწოდებს ღმერთს
 აქ-ში კი წერია: «თავის ძეზე კი ამბობს: „ღმერთია შენი ტახტი სამარადისოდ“».რომელი თარგმანია სწორი? მოდი გადავხედოთ ინგლისურენოვან გავრცელწბულ თარგმანებს:

1. ოქსფორდის ცნობილი პროფესორი, დოქტორი ჯეიმს მოფატი, რომელიც სამების დოგმატის მომხრეა და რომელსაც სამეცნიერო წრეებში ‘ერთერთ უდიდეს სწავლულად’ მიიჩნევენ, ებრაელების 1:8-ე მუხლს თავის თარგმანში შემდეგნაირად თარგმნის:„ღმერთია შენი ტახტი მარადიულად და სამუდამოდ“.(James Moffatt New Testament, 1922 ed.).
2. ახალი აღთქმის ბერძნულის სპეციალისტი, ბიბლიის ცნობილი მთარგმნელი ედგარ ს. გუდსპიდი თავის ამერიკულ თარგმანში (An American Translation, “Goodspeed”) ებრაელთა 1:8-ე მუხლს ასე თარგმნის:„ღმერთია შენი ტახტი“.
3. სტივენ ტ. ბაინგტონის ცნობილი თარგმანი „ბიბლია ცოცხალ ინგლისურზე“ (The Bible in Living English —Byington), მსგავსად თარგმნის:„ღმერთია შენი ტახტი“.
4. დოქტორი ევგენი პატერსონი ბიბლიის თარგმანში „The Message: The Bible in Contemporary Language“, ზემოაღნიშნულ მუხლს ასე გადმოსცემს: „შენი ტახტი ღმერთის ტახტია“.
5. „ახალი გადამუშავებული სტანდარტული ბიბლიის თარგმანი“ (New Revised Standard Version Bible, copyright 1989) ებრაელთა 1:8-ე მუხლის სქოლიოში აღნიშნავს: „ღმერთია შენი ტახტი“.
6. ახალი აღთქმის ტექსტების სწავლული, დანიელ მეისის ბერძნულ-ინგლისური ახალი აღთქმა, ასე გადმოსცემს ებრაელთა 1:8-ე მუხლს: „ღმერთია შენი ტახტი მარადიულად და სამუდამოდ“. (Daniel Mace New Testament,1729 წლის გამოცემა.)
7. ახალი აღთქმის „მეოცე საუკუნის თარგმანი“ (Twentieth Century Translation, 1904) ამ მუხლს ასე თარგმნის: „ღმერთია შენი ტახტი“.
8. „ახალი გამარტივებული ბიბლია“ (New Simplified Bible) ამ მუხლს ასე გადმოსცემს: „ღმერთია შენი ტახტი მარადიულად და სამუდამოდ“.
9. ყველასათვის კარგად ცნობილი დოქტორი უილიამ ბარკლი, რომელიც დიდი პატიივსცემითა და რეპუტაციით სარგებლობს მეცნიერულ წრეებში (Translated with an Introduction and Interpretation by WILLIAM BARCLAY) და რომელიც სამების მომხრეა, თავისი ახალი აღთქმის თარგმანში და კომენტარებში, ებრაელთა 1:8-ე მუხლს ასე გადმოსცემს: „ღმერთია შენი ტახტი მარადიულად და სამუდამოდ“.
10.21-ე საუკუნის ბიბლიის თარგმანი“ (21st Century Version of the Christian Scriptures©): „ღმერთია შენი ტახტი სამუდამოდ“.

ცნობილი ტრინიტარული ბიბლეისტი ბ. უესტკოტი აღნიშნავს,
ებრაელების 1:8, 9-ში ციტირებული ფსალმუნის 45:6,7ის შესახებ .ძალიან რთულია იმის დაშვება, რომ [„ელოჰიმ“] თავდაპირველ ტექსტში მეფისადმი იყო მიმართული. აქედან გამომდინარე, „სეპტუაგინტაში“ [„ო თეოს“] არ არის მიმართვის ობიექტი. ასე რომ, პირველი წინადადებისთვის, როგორც ჩანს, საუკეთესო ვარიანტია: „ღმერთია შენი ტახტი“ (ან „შენი ტახტია ღმერთი“) ანუ „შენი სამეფო დაფუძნებულია ღმერთზე, სალ კლდეზე“» („The Epistle to the Hebrews“, ლონდონი, 1889, გვ. 25, 26).

ახლა იმაზეც დავფიქრდეთ რომელი თარგმანი შეესაბამება კონტექსტს?მე-9 მუხლიდან ჩანს, რომმე-8 მუხლის  სიტყვები მიმართულია არაუ ზენაესი ღვთის, არამედ  მისი თაყვანისმცემლის მიმართ („ღმერთმა, შენმა ღმერთმა“, ბსგ,  ასევეძაან არასწორი თარგმანია კონტექსტის მიხედვით ტრინიტარების თარგმანი ჯერ მამა ეუბნებაძეს ღმერთო მერე ეუბნება რომ მისი ღმერთია .რა ენაა ესღვთის ღმერთი? (ასევეგასათვალისწინებელია რომ ტრინიტარების თარგმანშიც კი მერვე მუხლში მის ღმერთს არუწოდებს ძეს მამაარც აქდა არც მთელ ბიბლიაში ძს არეწოდება იეჰოვას ღმერთი.ნეტარატო?] აი როგორ მიდის მთელი კონტექსტი 1:4,5,9,13 ყველა ამბობს არსებითად იგივეს რომ მამა აღაზევებს ძეს და მერვე მ,უხლში ტრინიტარებიაკეთებენ გადახტომას და მას გლეჯენ კონტექსტის ჩარჩოებიდან გარდა ამისა ებრაელების 1:8 ციტირებულია ფსალმუნის 45:6-დან ფსალმუნის 45:6,7-ე მუხლებში  საუბარია მეფე სოლომონზე.და არა უზენაეს ღმერთზე.ამას სამების მომხრე ეგზეგეტებიც აღიარებენ, რომ ფსალმუნის 45:6,7-ე მუხლებში  საუბარია მეფე სოლომონზე. მაგალითისთვის იხილეთ მართლმადიდებელი სწავლულის ა. ლოპუხინის „ტალკოვაია ბიბლია“ (ანუ განმარტებები წმ. წერილზე]:  (комментарий Ветхого и Нового Завета под редакцией А. П. Лопухина).
. ეს სიტყვები თავდაპირველად მიმართული იყოისრაელის მეფის მიმართ. და თუ ამ მუხლის იმ თარგმანს მივიჩნევდით სწორ თარგმანად, რომელსაც ‘სამების მომხრეები’ გვთავაზობენ თავიანთი ბიბლიის ქართულენოვან თარგმანებში (ანუ „ტახტი შენი, ღმერთო“), მაშინ გამოდის რომ მეფე სოლომონიც პირდაპირი გაგებით ღმერთია რადგან სამების მომხრეთა განმარტებით, ფალმუნის ეს სიტყვები: „ტახტი შენი, ღმერთო“ სოლომონს ეხება.უდაოა, რომ ფსალმუნის დამწერისთვის — რომლის სიტყვებიც მოგვიანებით მოციქულმა პავლემ დააციტირა ებრაელთა 1:8-ში — დედამიწაზე მცხოვრები ისრაელის მეფე ყოვლისშემძლე ღმერთი არ იყო. ფსალმუნის 45:6,7  და ებრაელთა 1:8-ე მუხლების მართლმადიდებლური გაგება, წინააღმდეგობაში მოდის ბიბლიის მონოთეისტურ სწავლებასთან, რომლის თანახმად, ჭეშმარიტი ღმერთი არის ერთი და არა რამოდენიმე (იხ. მარკოზი 12:28-30)ამგვარად ისევე არ არის იესო  უზენაესი ღმერთი ღმერთი როგორც ისრაელის მეფე არარის!.რომლის ტიტულიც იესოზეა გადმოტანილი ებრაელებში.
ებრაელების 8:1 აჯამებს თუ რაარის ამ მსჯელობის არსი.და ეს ძალაუფლება მას უბოძა ღმერთმა ამიტომ ღერთი არის მისი ტახტი(ებრ1:3,13)(ებრ4:14-16)-(ებრ8:1;12:2;10:12)
საყურადღებოა აგრეთვე ის ფაქტიც, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ქართულენოვანი ბიბლიის მთარგმნელთა ვარიანტს სწორ ვარიანტად მივიჩნევდით და ებრაელთა 1:8-ე მუხლს ასე ვთარგმნიდით „შენი ტაქტი, ღმერთო“, მაშინაც კი ვერ წარმოჩინდებოდა იესო ქრისტე ყოვლისშემლე ღმერთად, რადგან სიტყვა „ღმერთი“ (ებრ. „ელოჰიმ“ და ბერძ. „თეოს“) ბიბლიაში ღვთის ქმნილებების მიმართაც გამოიყენება ოღონდ პირობითად, და ამ შემთხვევაში იესოზეც პირობითად შეიძლება გამოიყენებულიყო. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ‘სამების მომხრეთა’ თარგმანი სწორ თარგმანად ჩაითვალოს. არც ის იქნებოდა მართებული რომ ქრისტესთან მიმართებაში პირდაპირი გაგებით გაგვეგო ფსალმუნის სიტყვები, ხოლო სოლომთან მიმართებაში კი პირობითად, რადგან ორმაგი სტანდარტები მიუღებელია ღვთისთვის.
ამგვარად, ეს მუხლი, არანაირად არ უჭერს მხარს სამების მომხრეთა შეხედულებებს.
პირიქით ებრაელების წიგნი იმას ამტკიცებს რომ  უზენაესი ღმერთი მხოლოდ მამაა. შეადარეთ ებრაელების 9:14 ს

და როცა ხელთ გვაქვს ამდენი ბიბლიური არგუმენტები ბიბლიის სამეცნიერო თარგმანები, რომელთა უმრავლესობა  შესრულებულია სამების დოგმატის მორწმუნე მთარგნელების მიერ და ამ დროს ზუსტად იმ შინაარსით გადმოსცემენ ებრაელთა 1:8-ე მუხლს, როგორც ის „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანშია“, იბადება კითხვა: რა აღძრავთ სამების დოგმატის იმ მორწმუნეებს, რომლებიც გამალებით ებრძვიან და თავს ესხმიან „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანს“? პასუხი ნათელია, რომ ბრალდება, თითქოს და ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ტენდენციურია, გახლავთ უსაფუძვლო, არამეცნიერული და არაობიექტური. ბიბლიის თარგმანზე და მთარგმნელებზე ამგვარი „თავდასხმა“, მხოლოდ აგრესიისა და არაპატიოსნების მაჩვენებელია, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს სამების მოხმრეების მხრიდან მტკიცებულებების მწვავე დეფიციტზე.

2.ზოგი ამბობს ვითომ კონტრარგუმენტად მაშინ თქვენროწერთ  ღმერთია შენი ტახტიო:ღმერთი ტახტი როგორაა?

ბიბლიაში ნათქვამია: „დაჯდა სოლომონი იეჰოვას ტახტზე“ (1 მატ. 29:23, აქ). ნათელია რომ სოლომონი პირდაპირი გაგებით არდამჯდარა ზეცაში იეჰოვას ტახტზე. მსგავსად ღმერთი იმგაგებით არის ქრისტეს„ტახტი“, რომ ისაძლევს მას მეფობასა და ძალაუფლებას. ამაზრს შეესაბამება დანიელის 7:13, 14 და ლუკას 1:32. (გამოცხადება 3:21).
ბიბლიაში ისიც წერია:მზედა- ფარიაო  ღმერთი (ფსალ84:11)-(ფს78:35)ასერო გასაკვირი არაფერია იმაში რომ ღმერთია იესოს ტახტი ანუ ტახტის მიმცემია

No comments:

Post a Comment