ბიბლიისქართული თარგმანები, რომელიც სამების მომხრეებმა შექმნეს, ეს მუხლი ისეთნაირად გადმოსცეს, რომ ქრისტე ყოველივეზე მაღლა მდგომად წარმოაჩინეს. საინტერესოა, სინამდვილეში როგორ უნდა აღიქმებოდეს ზემოაღნიშული მუხლი?
იმისათვის რომ ამაში გავერკვეთ, სამი მნიშვნელოვანი ფაქტის გაცნობა და გააზრებაა საჭირო.
1.რა სახით არის ეს მუხლი ახალი აღთქმის ძველბერძნულ ტექსტში,
2.როგორ არის გადათარგმნილი ეს მუხლი ბიბლიის სხვა თარგმანებში,
3.რამდენად შეესაბამება ამ მუხლის გაგება ბიბლიის შინაარსს.
უნდა აღინიშნოს, რომ “ ახალი აღთქმის” ძველბერძნული ტექსტი არ შეიცავს სასვენ ნიშნებს. გამომდინარე აქედან თუკი არიქნა გათვალისწინებული ბერძნული სიტყვების ზუსტი მნიშვნელობით გადმოტანა ქართულზე,მუხლის კონტექსტი, და ბიბლიის მთლიანი სწავლება. ასეთი წყობის მუხლები შეიძლება არასწორად იქნას გადმოტანილი და თვითნებური ინტერპრეტაციით. ეს მუხლი, დედნისეულ ენაზე ასეა მოცემული:
ὧν οἱ πατέρες καὶ ἐξ ὧν ὁ χριστὸς τὸ κατὰ σάρκα, ὁ ὢν ἐπὶ πάντων θεὸς εὐλογητὸς εἰς τοὺς αἰῶνας ἀμήν
ამ ტექსტის ქართული თარგმანი მოვიშველიოთ, ოღონდ სასვენი ნიშნების გარეშე, რათა ბერძნული ტექსტის ზუსტი და სიტყვა-სიტყვითი ეკვივალენტი ვიხილოთ:
1.პირველი გახლავთ ამ მუხლის სადაო ნაწილის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი ქართულად, სასვენი ნიშნების გარეშე:
“მათგანაა ქრისტე ხორციელად ღმერთი რომელიც ყოველივეზე მაღლაა კურთხეული იყოს მარადიულად ამინ”(ვხედავთ რომ სასვენი ნიშნების გარეშე აქ არანაირ ქრისტეს ღმერთობაზე არარის საუბარი.)
2.მეორე გახლავთ იგივე ტექსტი, სასვენი ნიშნებით, რომელიც ბიბლიის შინაარსთან სრულ თანხმობაშია:
“მათგანაა ქრისტე ხორციელად. ღმერთი რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეული იყოს მარადიულად, ამინ.”
3.მესამე გახლავთ სასვენი ნიშებითა და სიტყვათა ისეთნაირი გადანაცვლებით, რომელშიც ქრისტე ყოველივეზე მაღლა მდგომ ღმერთადაა გამოყვანილი, ანუ ისე, როგორც ამას სამების მომხრე ქართველი მთარგმნელები აკეთებენ ხოლმე თავიანთ თარგმანებში:
“მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველივეზე მაღლა, კურთხეული იყოს მარადიულად ამინ.”
, მაგრამ ტექსტის ამგვარი გადმოცემა, ეწინააღმდეგება ბიბლიის შინაარსს. რატომ? იმიტომ, რომ ბიბლია ცალსახად აცხადებს, რომ მამა ღმერთი, რომლის სახელიც არის იეჰოვა, ყოველივეზე მაღლაა ანუ უზენაესია:
“რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე”. (ფსალმუნი 83:18, [ზოგ ბიბლიაში 82:19]).
პავლე მოციქული ბიბლიის ამ განაცხადს არ ეწინააღმდეგებოდა როცა რომაელებს 9:5-ში ჩაწერილ სიტყვებს სწერდა. საინტერესოა რომ იმავე მოციქულმა, ეფესოელებს მსგავსი შინაარსის სიტყვები მისწერა, რომელიც გვეხმარება რომ. 9:5-ში ჩაწერილი სიტყვების სწორად გაგებაში. მოციქული პავლე, ეფესოელებს რომაელებისთვის მიწერილის მსგავსად შეაგონებდა:
“ერთია ყველას ღმერთი და მამა, რომელიც ყველაზე მაღლა დგას”. ეფეს. 4:6.
ნამდვილად, პავლეს არ მოუტყუებია ეფესოელებისთვის, როცა დაწერა, რომ მამა დგას ყველაზე მაღლა! შეუძლებელია ბიბლიის შინაარსისა და პავლე მოციქულის სიტყვების უარყოფა და რომაელების მიმართ 9:5-ში ჩაწერილის ისეთნაირად გადმოცემა, რომ მამა კი არა, ქრისტე დავაყენოთ ყველაზე მაღლა; ასე მოქცევა, ბიბლიის მანიპულირება იქნებოდა.
ამგვარად “ახალი ქვეყნიერების თარგმანი” ზუსტია და ბიბლიის შინაარსთან სრულ თანხმობაშია
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ბიბლიის უცხოენოვანი მთარგმნელები, მათ შორის სამების მომხრეების მიერ თარგმნილი ბიბლიები, შინაარსობრივად, ახალი ქვეყნიერების თარგმანის მსგავსად თარგმნიან ზემოაღნიშნულ მუხლს. ასეთი თარგმანების მხოლოდ რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან ქვენოთ:
1. („ვისგანაც ხორციელად მოვიდა ქრისტე. ღმერთი კი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეული იყოს საუკუნოდ! ამინ“.) The Riverside New Testament – 1934;
2. „მათივეა (წარმოშობით) ქრისტეც. კურთხეული იყოს მუდამ ღმერთი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა! ამინ“. (ჯეიმზ მოფატი)
3 .” „მათი მოდგმისაა ქრისტე ხორციელად. ღმერთი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეული იყოს მარადიულად. ამინ“. Revised Standard Version– 1952(გადამუშავებული სტანდარტული ვერსია) (საყურადღებოა, რომ ეს გახლავთ სამების მომხრეთა მიერ შესრულებული თარგმანი);
4 .” „მათგან წარმოიშვა მესია. დაე, კურთხეული იყოს მარადიულად ღმერთი, რომელიც უზენაესია! ამინ.“ The New English Bible, Oxford and Cambridge. ოქსფორდი — კემბრიჯი. – 1961;
5.1950 New World Translation of the Christian Greek Scriptures, Brooklyn. ბრუკლინი. „მათგან არის ქრისტე ხორციელად: ღმერთი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეული იყოს მარადიულად. ამინ“.
6..” (NAB) (ახალი ამერიკული ბიბლია)«„მათგან წარმოიშვა ხორციელად მესია. ღმერთი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეული იყოს მარადიულად. ამინ.“ »(საყურადღებოა, რომ ეს თარგმანიც სამების მომხრეთა მიერ არის შესრულებული);
7.(შესწორებული სტანდარტული ვერსია)«„წარმოშობით მათგან არის ქრისტე ხორციელად. ღმერთი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეული იყოს სამუდამოდ. ამინ.“ »(ესეც სამების მომხრეთა მიერ შერულებული თარგმანი გახლავთ);
ასევე მსგავსად თარგმნის
8.ამერიკული სტანდარტული ვერსია
9.ახალი ინგლისური ბიბლია (NEB), 1961
10.ახალი ამერიკული სტანდარტული ბიბლია(NASB.
მაშ რომელი თარგმანი შეესაბამება კონტექსტიდან გამომდინარე
პავლეს კიდევ ერთ სიტყვებს რომელიც 6 თავის მერე დაწერა რომაელებისს 15:5, 6-ში? ამ მუხლებში ღმერთი და იესო ქრისტე ცალ-ცალკე არიან მოხსენიებულნი და ბოლოს ნათქვამია: „ადიდებდეთ ღმერთსა და მამას უფლის ჩვენის იესო ქრისტესას“ (იხილეთ აგრეთვე 2 კორინთელების 1:3)
აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ რომაელების 9:5-ის კონტექსტს. მე-6—13 მუხლებში ლაპარაკია იმაზე, რომ, როცა საქმე ღვთის განზრახვას ეხება, მთავარია ღვთის ნება და არა ადამიანთა მემკვიდრეობა. იმის ხაზგასასმელად, რომ ღმერთი დგას ყველაზე მაღლა, მე-14—18 მუხლებში მოყვანილია სიტყვები, რომლებითაც გამოსვლის 9:16-ის თანახმად ღმერთმა ფარაონს მიმართა. 19—24 მუხლებში მოყვანილია მეთუნისა და თიხის ჭურჭლის მაგალითი, რითაც კვლავ მახვილდება ყურადღება ღვთის უზენაესობაზე. ამიტომ მე-5 მუხლში კონტექსტის შესაბამისად არის ნათქვამი: „ღმერთი კი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეული იყოს მარადიულად. ამინ“ (აქ).
აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ რომაელების 9:5-ის კონტექსტს. მე-6—13 მუხლებში ლაპარაკია იმაზე, რომ, როცა საქმე ღვთის განზრახვას ეხება, მთავარია ღვთის ნება და არა ადამიანთა მემკვიდრეობა. იმის ხაზგასასმელად, რომ ღმერთი დგას ყველაზე მაღლა, მე-14—18 მუხლებში მოყვანილია სიტყვები, რომლებითაც გამოსვლის 9:16-ის თანახმად ღმერთმა ფარაონს მიმართა. 19—24 მუხლებში მოყვანილია მეთუნისა და თიხის ჭურჭლის მაგალითი, რითაც კვლავ მახვილდება ყურადღება ღვთის უზენაესობაზე. ამიტომ მე-5 მუხლში კონტექსტის შესაბამისად არის ნათქვამი: „ღმერთი კი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეული იყოს მარადიულად. ამინ“ (აქ).
ასევე ხორცში მყოფი ხორციელი იესო თუ ყოველთა ზედააა ამაღლებულ სულიერ სხეულში რაღა იქნება? სამების პირებზე განდიდებული?
ავრეთვე რმ. 9:5-ის წყობა დეტალურად არის გამოკვლეული ეზრა აბოტის ნაშრომში The Authorship of the Fourth Gospel and Other Critical Essays (ბოსტონი, 1888 წ., გვ. 332—438). 345-ე, 346-ე, 432-ე გვერდებზე ის აღნიშნავს: „აქ ὁ ὤν (ო ონ )გამოყოფილია ὁ χριστός (ო ქრისტოსგან )τὸ κατὰ σάρκα (ტო კატა სარკათი), რომელსაც კითხვის დროს უნდა მოჰყვეს პაუზა.(ანუ ისე როგორც აქ-შია ქრისტესტან სასვენი ნიშანი, და შემდეგ მამა ღმერთზე გრძელდება საუბარი) ის გახანგრძლივებულია განსაკუთრებული ხაზგასმით, რაც κατὰ σάρκα (კატა სარკასთვის) τό (ტოს ) დამატების შედეგია; ხოლო იმ წინადადებას, რომელიც წინ უძღვის, გრამატიკული თვალსაზრისით თავისთავად დასრულებული სახე აქვს და ის აღარ მოითხოვს გაგრძელებას; რადგან აქ მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ ქრისტე იუდეველებისგან წარმოიშვა ხორციელად. მეორე მხრივ, როგორც ვნახეთ, ის ურიცხვი სიკეთე, რაც აქამდეა ჩამოთვლილი და დაგვირგვინებულია ქრისტეს მოსვლასთან დაკავშირებული განუზომლად დიდი კურთხევით, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ქება და დიდება მიმართულია ღვთისადმი, როგორც ყოველივეზე მაღლა მდგომისადმი; თანაც წინადადების ბოლოს მოცემული სიტყვა ᾿Αμήν [ამენ] ღვთის განდიდებაზე მეტყველებს.
რომელსაც ღმერთი იესოს მეშვეობით იღებს და არა იესო (2კორ1:20)
აქედან გამომდინარე, რა კუთხითაც არ უნდა მივუდგეთ, წინადადება ისეთი კონსტრუქციისაა, რომ ხაზი ბუნებრივად ღვთის განდიდებას ესმება. . . σάρκα [სარკას] შემდეგ პაუზის აუცილებლობაზე ისიც მეტყველებს, რომ ჩვენს ხელთ არსებულ უძველეს მანუსკრიპტებში ამ სიტყვის შემდეგ ყველგან წერტილია დასმული, კერძოდ კი, A, B, C, L მანუსკრიპტებში.(ანუ საუბარი ქრისტეზე სრულდება. და იწყება წერტილის შემდეგ მამა ღმერთზე)
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რადგან სასვენი ნიშნები არ გამოიყენება ძველბერძნულში და ბიბლიის კონტექსტის გვერდის ავლით თარგმანის სხვა ვარიანტსაც ვიღებთ.
მინიმუმ სამების მომხრეებს უფლება არაქვთ ეს მუხლი გამოიყენონ ქრისტეს ღმერთობის მტკიცებისას. მეორეს მხრივ კიდე სჯობს ბიბლიოს კონტექსტიდან გამომდინარე თარგმნონ. რაც ასევე არმისცემს უფლებას ამ მუხლით სამების დოგმის მტკიცების. გამომდინარე აქედან ორივე შემთხვევაში ამ მუხლით აპელირება არასერუოზულია
მინიმუმ სამების მომხრეებს უფლება არაქვთ ეს მუხლი გამოიყენონ ქრისტეს ღმერთობის მტკიცებისას. მეორეს მხრივ კიდე სჯობს ბიბლიოს კონტექსტიდან გამომდინარე თარგმნონ. რაც ასევე არმისცემს უფლებას ამ მუხლით სამების დოგმის მტკიცების. გამომდინარე აქედან ორივე შემთხვევაში ამ მუხლით აპელირება არასერუოზულია
ამგვარად, რმ. 9:5-ში ქება-დიდება მამა ღმერთს ეძღვნება
ნათელია, რომ რომაელების მიმართ 9:5-ში ჩაწერილი სიტყვები, არ უჭერს მხარს სამების მოძღვრებას და ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი ერთ-ერთია იმ თარგმანებს შორის, რომელიც ზედმიწევნით ზუსდტად, და ბიბლიის შინაარსთან შესაბამისად გადმოსცემს ზემოაღნიშნულ მუხლს.
No comments:
Post a Comment