სამების მომხრე მთარგმნელები,ამ მონაკვეთს თავიანთი მრწამსის გათვალისწინებით ისე თარგმნიან. თითქოს მხსნელი იესო, დიადი ღმერთია.
მათ თარგმანში ის ასე ჟღერს:
-მოველოდეთ დიადი ღმერთისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს დიდების გამოჩინებას
თუმცა ახალი ქვეყნიერების თარგმანში ამ მუხლში ორი პიროვნებაა წარმოდგენილი
1.დიადი ღმერთი(ანუ მამა) და
2.მხსნელი იესო
ის ასე ითარგმნება: ველით მშვენიერ იმედს და დიადი ღვთისა და ქრისტე იესოს, ჩვენი მხსნელის, დიდებით გამოცხადებას“
ისმის კითხვა რომელი თარგმანია სწორი?
ამ მუხლში ჩვენ ვხვდებით ორ არსებით სახელს, რომლებიც დაკავშირებულია კავშირით καί (კაი,)-ანუ-და კავშირი). პირველ არსებით სახელს წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი τοῦ (ტუ), ხოლო მეორე არსებით სახელს — არა.
ბერძნულ გრამატიკაში არის ასეთი წყობა: რომ თუ ორ არსებით სახელს შორის დგას კავშირი კაი(ქართულად- და ) და პირველ არსებით სახელს წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი.ამ წყობის დროს საჭირო აღარ არის მეორე არსებითი სახელის ანუ პიროვნების წინ განსაზღვრული არტიკლი იმის გამოსაკვეთად რომ ორი პიროვნებაა ნაგულისხმევი.და ასეა უძველეს ხელნაწერებში ამ მუხლში. ეს იმას ნიშნავს რომ სადაც იესო და ღმერთი ერთად არი მოხსენიებული საუბარია ორ სხვადასხვა პიროვნებაზე.
მსგავს კონსტრუქციას ვხვდებით 2პტ. 1:1, 2-ში, სადაც მე-2 მუხლში მკაფიო განსხვავებაა გაკეთებული ღმერთსა და იესოს შორის. ასე რომ, თუკი ორ სხვადასხვა პიროვნებას შორის დგას კავშირი καί,(ანუ- და )პირველს წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი, საჭირო აღარ არის განსაზღვრული არტიკლის გამეორება მეორე პიროვნების წინ.
ტექსტში მსგავს კონსტრუქციას ვხვდებით შემდეგ მუხლებშიც: სქ. 13:50; 15:22; ეფ. 5:5; 2თს. 1:12; 1ტმ. 5:21; 6:13; 2ტმ. 4:1. ასეთი კონსტრუქცია სეპტუაგინტაშიც გვხვდება. როგორც ფ. დ. მულის მიერ გამოცემულ ერთ-ერთ ნაშრომში არის აღნიშნული, κοινή [კოინე] ბერძნულზე განსაზღვრული არტიკლის გამეორების გარეშეც ცხადია, რომ ამ მუხლში ორ სხვადასხვა პიროვნებაზეა საუბარი (An Idiom Book of New Testament Greek, კემბრიჯი, ინგლისი, 1971 წ., გვ. 109).
ტიტ. 2:13-ის წყობა დეტალურად არის გამოკვლეული ეზრა აბოტის მიერ გამოცემულ წიგნში The Authorship of the Fourth Gospel and Other Critical Essays (ბოსტონი, 1888 წ., გვ. 439—457). ამ ნაშრომის 452-ე გვერდზე შემდეგი კომენტარია გაკეთებული: «ავიღოთ ერთი მაგალითი ახალი აღთქმიდან. მათეს 21:12-ში ვკითხულობთ, რომ იესომ „გარეთ გაყარა ყველა, ვინც ყიდდა და ყიდულობდა ტაძარში“, τοὺς πωλοῦντας καὶ ἀγοράζοντας [ტუს პოლუნტას კაი აგორაზონტას].
და აქ არავის მოუვა აზრად, რომ გამყიდველებში და მყიდველებში ერთი და იგივე ხალხი იგულისხმება.
მარკოზის სახარებაში ἀγοράζοντας წინ τούς-ს ჩამატებით ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისგან გამოყოფილია. ამ შემთხვევაში თავად მკითხველი განასხვავებს მათ ერთმანეთისგან.
ჩვენ შემთხვევაში [ტიტ. 2:13-ში] , სიტყვა σωτῆρος [სოტეროს] არტიკლის გარეშე სირთულეს არ ქმნის — არა იმიტომ, რომ σωτῆρος-(სოტეროს) -მხსნელისის ვინაობა ისედაც ცხადია -რადგან ღმერთს, და ქრისტეს, ხშირად ვუწოდებთ — ჩვენს მხსნელს, ან ისრო ფრაზა(მუხლის პირველი ნაწილი) ἡ δόξα τοῦ μεγάλου θεοῦ καὶ σωτῆρος ἡμῶν [ე დოქსა ტუ მეგალუ თეუ კაი სოტეროს ემონ], ცალკე დგას, და ბუნებრივად გადადის ერთ სუბიექტზე, ანუ ღმერთზე, მამაზე . არამედ იმიტომ, რომ და კავშირის გამოყენება და σωτῆρος ἡμῶν [სოტეროს ემონისთვის] მხსნელი ჩვენი- [იესუ ქრისტუს] დამატება მთლიანად ცვლის მდგომარეობას .და σωτῆρος ἡμῶν-ს (ჩვენს მხსნელს)მხოლოდ იმ პიროვნებას უკავშირებს, ვისაც პავლე, მისთვის დამახასიათებელი მეტყველების სტილს თუ გავითვალისწინებთ, განასხვავებს იმისგან, ვისაც ὁ θεός [ო თეოსს] უწოდებს. ამგვარად, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად არტიკლის გამეორება საჭირო არ იყო.
ამგვარად, ტიტ. 2:13-ში ორი სხვადასხვა პიროვნება, იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტეა მოხსენიებული. წმინდა წერილებში იეჰოვა და იესო ქრისტე ერთ პიროვნებად არსად არიან წარმოდგენილი
აქვე უნდა ღინიშნოს იაიც რომ საპატრიარქოს მსგავს თარგმანებში მსგავსი კონსტრუქციის წინადადება განსხვავებულად არის გადმოცემული 1 ტიმოთეს 6:13-ში (სსგ, ბსგ, ბთი, აფ). ენათმეცნიერი ჰენრი ალფორდი აღნიშნავს: „მიმაჩნია, რომ [ტიტეს 2:13-ის თარგმანი, რომლითაც აშკარა განსხვავება კეთდება ღმერთსა და ქრისტეს შორის] აკმაყოფილებს გრამატიკის ყველა წესს: ეს უფრო მისაღები ვარიანტია, თუ გავითვალისწინებთ ამ წინადადების წყობასა და კონტექსტს, აგრეთვე მოციქულთა წერის სტილს“ („The Greek Testament“, ბოსტონი, 1877, ტ. III, გვ. 421
ყურადღება მიაქციეთ, რომ შემდეგი თარგმანები არ ცდილობენ იესოს აღწერს "ჩვენ დიდებული ღმერთად:
1.(NAB)(ახალი ამერიკული ბიბლია)
2.ვებსტერის ბიბლია
3.(ASV)ამერიკული სტანდარტული ვერსია)
4.(Douay-Rheims).
5.გუდსპიდი
6.მოფატი
7.დიაგლოტი
8.ახალი ამერიკული სტანდარტული ბიბლია
9.გადამუშავებული სტანდარტული ვერსია
ზემოაღნიშნული თარგმანები მიუთითებენ იესოზე,, როგორც "ჩვენს მხსნელზე", მაგრამ არ ცდილობენ იესოს, როგორც "ჩვენი დიდებულ ღმერთად წარმოჩინებას
ახლა დავფიქრდეთ კონტექსტზე რომელი თარგმანი შეესაბამება ტიტეს 1:4-ს? ამ მუხლში ცალ-ცალკე არიან მოხსენიებულნი „ღმერთი და მამა“ და „იესო ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი“. აშკარაა მათ შორის გამიჯნულობა მართალია, ბიბლიაში მხსნელი ღმერთსაც ეწოდება, მაგრამ ეს მუხლი აშკარად განასხვავებს ღმერთს და იესო ქრისტეს, რომლის მეშვეობითაც მან გვიხსნა.(სქ. 5:31)
ანგელოზის მითითებით ღვთის ძისთვის დარქმეული სახელი „იესო“ ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“. ეს სახელი იმას გვაუწყებს, რომ ხსნა იეჰოვასგან მომდინარეობს იესო ქრისტეს მეშვეობით. ამიტომ არის, რომ იქ, სადაც ხსნის საკითხი განიხილება, მამაც მოიხსენიება და ძეც (ტიტ. 2:11—13; 3:4—6).
იეჰოვა იესო ქრისტეს მეშვეობით „ყველანაირ ადამიანს“ იხსნის (1ტმ. 4:10). ღმერთი იხსნის მათ ცოდვისა და სიკვდილისგან (რმ. 8:2), ),დ.აშ.
(გამოცხადების 7:9, 10-დან ვიგებთ, რომ „უამრავი ხალხი“ ხსნას ღმერთსა და კრავს უმადლის.
როდესაც ქრისტე თავისი დიდებით გამოცხადდება და თავის მისიას ბოლომდე შეასრულებს, ცხადი გახდება მისი გამომგზავნელის, ღვთის დიდებაც.(ებრ1:3)-რადგან ის მამის დიდებით მოდის(მათ16:27)
No comments:
Post a Comment