ზოგ ტრინიტარულ თარგმანში როგორც ქართულში ამ მუხლიდან ისე ჩანს, თითქოს სახეზეა „სამება“ რადგან ამ თარგმანის მიხედვით, აქ საუბარია სისხლზე და ღმერთის სიკვდილზე.
მაგრამ თუ ვნახავთ ბერძნულ დედნისეულ ტექსტს, დავინახავთ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არაა. საქმეების 20:28-ში ჩაწერილი სიტყვები (τοῦ αἵματος τοῦ ἰδίου) სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: …სისხლით საკუთარი…“. ასე მთავრდება წინადადება.
ნათელია, რომ წინადადება აზრობრივად აშკარად არაა დასრულებული. საკუთარი ვისი? წინადადებას ბოლოში აკლია არსებითი სახელი. ქართულად ასე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ძველ ბერძნულში ასეთი კონსტრუქცია შესაძლებელია. ანუ წინადადებაში რომელიმე სიტყვა მხოლოდ იგულისხმევა მაგრამ ტექსტში გამოტოვებულია. (ლინგვისტიკაში ამგვარად აგებულ ფრაზას იმპლიკაცია, ნაგულისხმევი ფრაზა ქვია). ამგვარი წყობის ფრაზები, ამა თუ იმ ფორმით მრავალ ენაში გვხვდება. მაგალითად, ქართულ ენაში ნაცვლად იმისა ვთქვათ „ის ოცდახუთი წლისაა“, შეგვიძლია ვთქვათ: „ის ოცდახუთისაა“. აქ გამოტოვებულია სიტყვა „წლის“, მაგრამ ამის და მიუხედავად, ყველა ხვდება თუ რა არის ნაგულისხმევი წინადადებაში.
მაშ, რომელი არსებითი სახელია გამოტოვებული საქ.20:28-ის ბოლოში? მთელი ახალი აღთქმის კონტექსტი საუბრობს იმაზე, რომ სისხლი დაღვარა ღმერთის ძემ იესო ქრისტემ (მაგალითად იხილეთ იოანე 3:16)რას ვიგებთ ამ მუხლიდან?ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა თუ თვითონ განკაცდა იმისათვის, რომ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა გვქონოდა? არსადაა ნათქვამი, რომ ეს პირადად ღმერთმა გააკეთა. . ხოლო მათი თარგმანის მიხედვით ეს ღმერთს გაუკეთებია ღმერთს შუძენია თავისი სისხლით ანუ ღმერთი მომკვდარა და თუ ღმერთი არ მომკვდარა მაშინ არც ღვთაებრივი შეწირულა რამე მითუმეთეს მესამედი არაა ღმერთი.შესაბამისად მოციქულ პავლეს, ანუ ამ ფრაზის ავტორს, საქმეების 20:28 დაწერისას, მხოლოდ იესო ქრისტე შეეძლო რომ ეგულისხმა.რომელიც ძეა და არა ძე ღმერთი.ასევე ყურადღება მიაქციეთ გამოცხადების 1:5-ს, სადაც იესო გაიგივებულია მასთან "ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით").შეადარეთ ასევე 1 იოანეს 1:7-ს? ამ მუხლში ნათქვამია: „მისი [ღვთის] ძის, იესო ქრისტეს სისხლი ყოველი ცოდვისაგან განგვწმენდს ჩვენ“
ამგვარად საქმეების 20:28-ის ასეთი გახმოვანება არ შეიცავს არაფერს ტრინიტარიზმის მხარდასაჭერად, პირიქითაც კი – უარყოფს მას. ამიტომ მრავალი თარგმანი ამ მუხლში იყენებს სიტყვა „ძეს“, რათა ტექსტის შინაარსი მკითხველისთვის ნათელი გახადოს.( და არა იმიტორო რამეს უმატებენ. თუკი ძე არჩაიწერებოდა რასაც მთლიანი ბიბლიიდანბვიგებთ რომ ამ ადგილას ძის ადგილია.მაშინიქნებოდა ბუნდოვანი და დაუსრულებელი წინადადება.და შესაბამისად მაინც ვერ გამოდგებოდა სამების მტკიცებად.და თუკი სამებისტებს აქვთ უფლება დაუსრულებელ წინადადებას ისეთი სახე მისცენ რომელიც ღმერთის სიკვდილის ზემოაღნიშნულ ლოგიკასაც ეწინააღმდეგება და განხილულ მთლიან ბიბლიის კონტექსტს და შინაარს. სადაც არსადაა საუბარი ღმერთის სიკვდილზე და მაინც ასე წარმოაჩინონ. ნუთუ, აქვთ უფლება ის ბიბლიის მთარგმნელები გააქილიკონ რომლრბმაც ბიბლიის და მუხლის კონტექსტისა და ლოგიკის გათვალისწინებით გაადვილეს ტექსტის აღქმა და არათუ სხვა აზრი გადმოსცეს ისე როგორც სამებისტებმა?)ლინგვისტიკაში ამ წესს ქვია ექსპლიკაცია და არა შცვლა და დამახინჯება
და თუ არ ჩაწერდნენ ძეს დადატოვებდნენ ბუნდოვანს რა ეს დაამტკიცებდა სამებას და იესოს ღმერთობას? ცხადია არა. და ნათელია რომ ეს მუხლი ვერ გამოდგება სამების მტკიცებად. დასწორედ ისაა დამატებითი დამახინჯება ამ მუხლის სამებისტების მხრიდან რომ სამების მტკიცების დროსსაც კი იყენებენ დაუსრულებელ მუხლს და სათავისო ინტერპრეტაციაში აჯენენ და აქეთ ადანაშაულებენ სხვებს. ცხადია ორმაგი სტანდარტების აზროვნებასთან გვაქვს ადგილი.
ასევე მნიშვნელოვანი ადრეული ხელნაწერი მტკიცებულებები, როგორიცაა:
1. კოდექსის ალექსანდრიის
2.ეფრემის
3. ბეზას
ვკითხულობთ" უფლის ეკლესია" და არა ღვთის ეკლესია".
ამგვარად ნათელია რომ ეს მუხლი სამებისმტკიცებად ვერანაირად ვერ გამოდგება
ქვემოთ მოცემულია იმ თარგმანებიდან მხოლოდ რამდენიმე ავტორიტეტული თარგმანი, რომელიც ექსპლიკაციას მიმართავს და სიტყვა „ძეს“ იყენებს ზემოაღნიშნულ მუხლში:
1. სისხლით თავისი საკუთარი ძის] (Revised Standard Version)(გადამუშავებული სტანდარტული ვერსია)
2.უფლის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.( ASV. ამერიკული სტანდარტული ვერსია)
3.ღვთის კრება, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა. (დარბი. )
4 უფლის ეკლესია.(მოფატის თარგმანი)
5.ძის სისხლით(ახალი იერუსალიმის ბიბლია)
6.უფლის ეკლესია. (NEB. ახალი ინგლისური ბიბლია)
7.ძის სისხლით (როდერემი)
8. თავისი საკუთარი ძის სიკვდილის საფუძველზე(Today’s English Version).
9.საკუთარი ძის სისხლის ფასად“. (კუზნეცოვას თარგმანი)
ასევე ცნობილი ტრინიტარელი მეცნიერები უესკოტიდა ჰორტი მსგავს თარგმანებს უჭერენ მხარს
ამრიგად ჩვენ სახსნელად დაიღვარა არა ყოვლისშემძლე ღვთის, არამედ მისი ძის სისხლი. ღმერთს არშეეძლო სიკვდილი რადგან უკვდავია,(გამოც10:6)(ფსალ90:2),ხოლო ადამიანური ბუნება რაც ამათ მოყავთ მიდსი სიკვდილი არაა ღმერთის სშწირვა და ისაზრი რასაც საქ20:28 ში გადმოცემენ ტრინიტარები
ასევე ისიც უნდა აღინიშნოს ბოლოს როსაქმეები ლუკამ დაწერა ლუკა კიდე არსად ამბობს რო იესო ღმერთია
ამრიგად ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი ეთანხმება უძველეს დედნისეულ ტექსტებს
No comments:
Post a Comment