Monday, 15 July 2019

მხოლოდ იესოს შესახებ ქადაგებდნენ პირველი საუკუნის ღვთის მსახურები?



ხშირად ამბობენ, რომ იეჰოვას მოწმეები, ისე არ ქადაგებენ, როგორც მოციქულები ქადაგებდნენო. მოციქულები ქრისტეს ქადაგებდნენ, იეჰოვას მოწმეები კი რაღაც სხვას ქადაგებენო. ამ დასკვნების ავტორებს სრულიად რჩებათ მხედველობიდან, რომ ახალი აღთქმა ძირითადად იმ ხალხისათვის ქადაგებას აღწერს, რომლებიც უკვე თაყვანს სცემდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, კარგად იცოდნენ წმინდა წერილი და მესიას ელოდებოდნენ. მაგრამ დღეს ასეთი ხალხი დედამიწის მოსახლეობის უმნიშვნელო პროცენტს წარმოადგენენ.

მიუხედავად ამისა ბიბლიაში აშკარად ჩანს თუ რაზე უნდა იქადაგონ იესოს გარდა ქრისტიანებმა.
როგორც იესოს, ასევე მისი მოციქულებისა და ასევე პირველი ქრისტიანების ქადაგების მთავარ თემას ღვთის სამეფო წარმოადგენდა (მათე 4:17, 10:7; 24:14; ლუკა 4:43; 8:1; საქმეები 19:8; 28:30,31).

  გარდა ამისა, I-ლ საუკუნეში იესოს მოწაფეები, როგორც ცნობილია, განსაკუთრებულ ყურადღებას ჭეშმარიტი ღმერთის, ზეციერი მამის განდიდებას უთმობდნენ (საქმეები 14:14,15; 17:22,23; 20:21). ისინი ღვთის სახელს განადიდებდნენ (ებრაელები 6:10; 13:15; გამოცხადება 15:4; 19:1-6). ამაში პირველი ქრისტიანები იესოს ჰბაძავდნენ, რომელიც თავისი მამის სახელის განწმენდას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა (მათე 6:9; იოანე 5:43; 10:25; 12:28; 17:11,12,26).

საერთოდ კარგი მქადაგებელი იმ აუდიტორიის თავისებურებებს უნდა ითვალისწინებდეს, რომლის წინაშეც გამოდის. მოციქულები კარგი მქადაგებლები იყვნენ. მაგალითად, როდესაც პავლე ბერძნულ-რომაულ წარმართებს უქადაგებს (საქმეების 17-ე თავი), ის აქცენტს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთზე და კერპების უსარგებლობაზე აკეთებს, ქრისტეს კი სხვათა შორის მოიხსენიებს ერთხელ სულ ბოლოს. გარდა ამისა, ის იესოს სახელითაც (ან ტიტულით) კი არ მოიხსენიებს. პავლეს ფაქტიურად არ უქადაგია ქრისტე. უკვე მხოლოდ ეს ერთი ფაქტი არ გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ «მოციქულები მუდამ ქრისტეს ქადაგებდნენ». მაგრამ პავლე სწორად მოიქცა, იმიტომ რომ აზრი არ აქვს ქრისტეზე ელაპარაკო ხალხს, რომლებმაც არაფერი არ იციან ჭეშმარიტ ღმერთზე, მის განზახვებსა და ჩანაფიქრზე. პირობითად რომ ვთქვათ, ესაა აუდიტორიის პირველი ტიპი, რომელიც ახალ აღთქმაშია მოხსენიებული. ის დიდად არაა გავრცელებული ახალაღთქმისეულ ტექსტში.

შედარებით ხშირად ქრისტიანულ წერილებში აუდიტორიის მეორე ტიპს ვხვდებით – ებრაელებსა და ებრაულ პროზელიტებს. ეს ხალხი უკვე თაყვანს სცემდა ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას, მათ უკვე იცოდნენ წერილები, მესიის შესახებ წინასწარმეტყველებების ჩათვლით, და უკვე ელოდნენ მესიასა და მის სამეფოს. მათთან ყოველივე ამაზე საუბარი აუცილებელი არ იყო. მესიანური მოლოდინი განსაკუთრებით ძლიერი ზუსტად პირველი საუკუნის პირველ ნახევარში იყო (ლუკა 3:15). იუდეველმა მწიგნობრებმა ისიც კი იცოდნენ, თუ რომელ ქალაქში დაიბადა ის (მათე 2:5). ბუნებრივია, ქრისტიანებს ისღა რჩებოდათ, თავისი თანამემამულეები იმაში დაერწმუნებინათ, რომ იესო ნაზარეთელი იყო ზუსტად ის მესია, რომელსაც ისინი ელოდნენ. ზუსტად ამიტომ შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მოციქულები მხოლოდ ქრისტეზე ქადაგებდნენ და სხვაზე არაფერზე. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქრისტესადმი რწმენა იყო ერთადერთი, რაც იუდეველებს აკლდათ, და ერთადერთი, რაც მოციქულებს განასხვავებდა მათგან. ზუსტად ამიტომაც იყო მათდამი მიმართული ქადაგება ასეთი უბრალო.
როდესაც. თავის მსახურებაში ქრისტიანები საუბრობდნენ მესიის, იესო ქრისტეს როლზე. ქრისტეს შესახებ ზუსტად ეს სიტყვები აღმოჩნდა ზოგიერთისთვის «დაბრკოლება, [სხვებისთვის კი] — უგუნურება» (1 კორინთელთა 1:23). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ერთადერთ ღმერთ იეჰოვას შესახებ სწავლება უკვე შედარებით ცნობილი იყო, იესოს შესახებ მოწმობა, რომელიც ასე უჩვეულო იყო აღსაქმელად წარმართთა და იუდეველთა რელიგიური მოაზროვნეებისათვის, მათ თვალში ქრისტიანთა ყველაზე განმასხვავებელ ნიშნად იქცა. ეს მცირერიცხოვანი ხალხი, იმ დროს ერთადერთნი იყვნენ მთელ მსოფლიოში, ვისაც უფალი იესოსა და მისი გამოსასყიდის მიმართ გააჩნდათ რწმენა. ზუსტად ამიტომ უთმობდნენ პირველი ქრისტიანები, ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას შესახებ ქადაგების პარალელურად, ასე დიდ ყურადღებას იესოს შესახებ დამოწმებას. 

მსგავსი აუდიტორიის ტიპიური მაგალითია – ეთიოპელი საჭურისი (საქმეების 8-ე თავი). ის ებრაული პროზელიტი იყო, ეთაყვანებოდა იეჰოვას, იცავდა მოსეს კანონს, კითხულობდა წერილებს. მას არ ესაჭიროებოდა სხვა რელიგიაში გადასვლა, რომელიღაც ახალ ღმერთზე მოსმენა ან მორალურ-ზნეობრივი ღირებულებების შეცვლა. მისთვის საჭირო იყო მხოლოდ იმის დაჯერება, რომ ებრაელი წინასწარმეტყველების მესიანური წინასწარმეტყველებები უკვე იესოზე შესრულდა. რაც კიდევაც გააკეთა ფილიპეს ქადაგების შედეგად.

თანამედროვე სიტუაციის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ დღეს აუდიტორიის ამ ორი ტიპის, უკიდურესად ცოტა წარმომადგენელი არსებობს. წარმართი-პოლითეისტები არიან აფრიკასა და ინდოეთში, სამაგიეროდ სხვა ქვეყნებში ისინი თითქმის არ არიან . მესიის მომლოდინე ებრაელები მრავალ ქვეყანაში არიან, მაგრამ ისინი ძალიან ცოტანი არიან. ისრაელშიც კი ყველა ებრაელსაც კი ვერ წარმოუდგენია კარგად, ვინ არის მესია, და მის მოსვლას ელოდება. რა თქმა უნდა, მე თუ ასეთ ადამიანს შევხვდები, მე მას ზუსტად ისევე ვუქადაგებ, როგორც მოციქულები – მოვუწოდებ, რომ იესო მიიღოს ქრისტედ, მხსნელად და უფლად.

საქართველოსა და უმეტესი სხვა ქვეყნების ტიპიური მაცხოვრებელი – ეს აუდიტორიის მესამე ტიპია. ეს არც წარმართი-პოლითეისტია, რომელიც გამოგონილ ღმერთებს ეთაყვანება, და არც ებრაელია, რომლიც კარგად იცნობს ჭეშმარიტ ღმერთს და მესიას მოელის. ესაა ელინიზირებული ქრისტიანული სამყაროს პასიური მიმდევარი, რომელიც ძნელად აცნობიერებს, თუ ვის ეთაყვანება და რას მოელის მომავლისაგან. პრინციპში ასეთი აუდიტორია ახალი აღთქმის ეპოქაში არ იყო, ამიტომ ჩვენ ვერსად ვერ შევძლებთ იმის წაკითხვას, თუ როგორ ქადაგებდნენ ასეთ სიტუაციაში მოციქულები. ჩვენ თვითონ უნდა მოვარგოთ სასიხარულო ცნობა ასეთ აუდიტორიას, მისი თავისებურებებისა და დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით.

ასეთ ადამიანს თუ უბრალოდ შევთავაზებთ ქრისტე იწამოს ან «გულში მიიღოს ის», დიდი შანსია ასეთი რამ გვითხრას: «მადლობა, უკვე მივიღე» – და ისევ ისე გააგრძელებს ცხოვრებას, როგორც ცხოვრობდა. ასეთი ქადაგება აზრს მოკლებულია, ის ვერაფერს აღწევს. თანამედროვე კონფესიები, ადამიანებისათვის «ქრისტეს მიღების» შეთავაზებით, ჯიუტად უკეთებენ იგნორირებას იმ ფაქტს, რომ ისინი პრინციპულად სხვა რელიგიურ-ისტორიულ სიტუაციაში იმყოფებიან, ვიდრე პირველი საუკუნის იუდეაში იყო. იუდეველებმა იცოდნენ მესიის შესახებ წინასწარმეტყველებები და ელოდნენ მის სამეფოს; თანამედროვე მცხოვრებლებმა არ იციან მესიის შესახებ წინასწარმერტყველებები და არ ელიან მის სამეფოს – ვინ უნდა მიიღონ მათ? პირველი ქრისტიანების კომუნიკატიური გზავნილი იყო: «მიიღეთ იესო როგორც ის მესია, რომელსაც ელოდებით». თანამედროვე მიმღები არ ელოდება მესიას, და ეს გზავნილი მასთან მიმართებაში არაკორექტულია. რა სტატუსით უნდა მიიღოს მან იესო?
და ბოლოს, კიდევ ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ
მრავალმა ისიც კი არ იცის, თუ ვინაა იეჰოვა და ძე მამაში ერევათ. «ქრისტიანობის» თანამედროვე ვარიანტში ღმერთის შესახებ ბიბლიური გაგებებისა და სწავლებების კრიტიკული ტრანსფორმაცია მოხდა. შედეგად, დღევანდელ «ქრისტიანებს» ის აღარ სწამთ, რაც ქრისტეს პირველ მიმდევრებს სწამდათ
თანამედროვე აუდიტორიის უმრავლესობამ ისიც კი არ იცის, თუ ვისი წარმოგზავნილი იყო ქრისტე და ვისი სწავლება მოუტანა მან ადამიანებს. ის ამბობდა: «რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა» (იოანე 7:16). შევნიშნოთ, ეს სწავლება – მისი არაა. მაშ ვისია? დღეს ამ საკითხში ტოტალურ გაუთვითცნობიერებას აქვს ადგილი, და ესეც დიდი პრობლემაა, რომლის გადაჭრისკენაც უნდა იქნეს მიმართული თანამედროვე ქადაგება

 ამ პრობლემას მშვენივრად აცნობიერებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები. და ზუსტად ამიტომაა, რომ ისინი მსახურებისას ადამიანებს არა მხოლოდ იესო ქრისტეზე ესაუბრებიან, არამედ ყურადღებას ამახვილებენ ბიბლიისა და მისი ავტორის - იეჰოვა ღმერთის შესახებ ზუსტი შემეცნების მიღების აუცილებლობაზე. და თუ პირველი საუკუნის ქრისტიანებს განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებოდათ იმისათვის, რათა ადამიანები იმაში დაერწმუნებინათ, რომ იეჰოვა ღმერთს ჰყავს ძე, რომელსაც იესო ჰქვია, დღევანდელ ქრისტიანებს არანაკლები ძალისხმევა სჭირდებათ იმისათვის, რათა დაამოწმონ, რომ იესოს ჰყავს მამა, ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც იეჰოვა ჰქვია!

ეს ელემენტი მესამე ტიპის აუდიტორიას პირველთან აახლოებს.

როგორც არ უნდა იყოს, თანამედროვე ქადაგება ბრმად არ უნდა ახდენდეს პირველი საუკუნის ქრისტიანების მეთოდების კოპირებას, იმიტომ რომ ისინი ისეთ საძირკველზე აშენებდნენ, როგორიც დღეს აღარ არის. დღეს ქადაგება უფრო მეტად მოცულობითი უნდა იყოს, ის არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ იესო ქრისტეთი, არამედ უნდა აშუქებდეს ღვთის ჩანაფიქრსა და განზრახვებს ფართე ბიბლიურ კონტექსტში, აი ია-დან დაწყებული. ქრისტე – ესაა სახურავი, რომელიც ბიბლიური ცნობის შენობას აგვირგვინებს, მაგრამ სახურავამდე ჯერ კედლებისა და საძირკველის აშენებაა საჭირო. მოციქულები კედლის ყველაზე მაღალ სართულზე იდგნენ, ჩვენ კი შიშველ მიწაზე ვდგევართ, სადაც საძირკველიც კი არაა ჩასხმული. როდესაც ქრისტიანობამ იუდევლობის საზღვრები გადაკვეთა, ეს სახლი დაინგრა და მისი ხელახლა აშენებაა საჭირო.

ქრისტესთან ერთად აქცენტი უნდა გაკეთდეს ღვთის სამეფოზე, როგორც მისი ქადაგებისა და ყველა მესიანური წინასწარმეტყველებების ცენტრალურ იდეაზე (ლუკა 1:32; 4:43). საჭიროა ვაჩვენოთ, თუ როგორაა დაკავშირებული ეს სამეფო ჭეშმარიტი ღვთის თვისებებთან და კაცობრიობის მიმართ მის ჩანაფიქრთან. ჩვენმა აუდიტორიამ უნდა იცოდეს, რომ სიტყვა «ქრისტე» ნიშნავს «ცხებულს», ანუ მეფეს, და თუ რომელ სამეფოზეა საუბარი. მნიშვნელოვანია იმის ახსნა, თუ კონკრეტულად ვინ სცხო ის, რადგან შეუძლებელია საკუთარი თავის ცხება

სასიხარულო ცნობის ქადაგებაში არავითარი უნივერსალური შაბლონი არ არსებობს, რომელიც ავტომატურად შეიძლება გადაიცეს ნებისმიერ სიტუაციაში. აზრი არ აქვს იეჰოვაზე ელაპარაკო ებრაელ-ხასიდს ან მართლმადიდებელს შესთავაზო იესო ქრისტე იწამოს. ჩვენ მოციქულებს უნდა ვბაძავდეთ და ჩვენი ცნობა თანამოსაუბრეს უნდა მოვარგოთ, იმის გათვალისწინებით, თუ უკვე რა იცის მან. ჩემს მიერ მოყვანილის გარდა სხვა აუდიტორიებიც არსებობს, მაგალითად ათეისტები და მუსლიმანები. საერთოდ კი, რამდენი ადამიანიცაა, იმდენივეა მიდგომა

წყარო:chivchalov.blogspot.com

No comments:

Post a Comment