რატომ უნდა ვენდოთ ბიბლიას? მოდი მოკლედ ჩამოვთვალოთ ამის მიზეზები-ხოლო დაწვრილებით თითოეულს ქვემოთ განვიხილავთ:
პირველყოვლისა უნდა აღინიშნოს რომ ბიბლია ყველა სხვა წიგნებთან შედარებით ყველაზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და ყველაზე ფართოდაა გავრცელებული.
ბიბლიის უნიკალურობას აგრეთვე ცხადყოფს ისტორიული, გეოგრაფიული და მეცნიერული სიზუსტე; . დამწერების გულწრფელობა; ასობით წლის მანძილზე მრავალი მამაკაცის მიერ დაწერილი ბიბლიური წიგნების ურთიერთშეთანხმება; ზნეობრივი კოდექსი, რომელიც აღემატებოდა მაშინ მცხოვრები ერების კოდექსებს და რომელიც დღესაც აღიარებულია როგორც სწორუპოვარი. ზუსტად შესრულებული წინასწარმეტყველებები.
ადამიანის ცხოვრების შეცვლის ძალა და მნიშვნელოვან კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები საიდან მოვედით? რატომ ვართ აქ? საით მივდივართ? რატომ არის მსოფლიო ასეთ მდგომარეობაში? რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
ასევე ამ წმინდა წიგნის ახლოს გაცნობა დაგეხმარებათ:
• პოვოთ ბედნიერება და კმაყოფილება
• თავი გაართვათ პრობლემებს
• გაუმკლავდეთ საწუხარს
• გქონდეთ სხვებთან კარგი ურთიერთობა
ამ და სხვა მტკიცებებმა დაარწმუნა უამრავი გულწრფელი და პატიოსანი ადამიანი, რომ ბიბლია მართლაც წარმოადგენს წიგნს ჩვენი შემოქმედისგან.
მოდი ეხლა კონკრეტულად განვიხილოთ მტკიცებები რაც ბიბლიის სიზუსტისა და ღვთიურობის დანახვაში დაგვეხმარება
ბიბლიის სიზუსტისა და ღვთივშთაგონების მტკიცებები:
1.მეცნიერული სიზუსტე
უნდა აღინიშნოს რომ თუმცა ბიბლია – სამეცნიერო ცნობარი არ არის, მაგრამ როდესაც მეცნიერულ საკითხებს ეხება, ის სწორ ინფორმაციას გვაწვდის, რომელიც არ ეწინააღმდეგება თანამედროვე მეცნიერულ წარმოდგენებს.
სხვა უძველესი წიგნები კი, რომლებიც წმიდადაა მიჩნეული, შეიცავენ მეცნიერულ მითებს, უზუსტობებსა და აშკარა ტყუილებს. ყურადღება მიაქციე ბიბლიის მეცნიერული სიზუსტის მრავალ მაგალითებს
ბიბლია მეცნიერულად ზუსტია ისეთ საკითხებში რომლებიც მეცნიერთათვის მოგვიანებთ გახდა ცნობილი
1. დედამიწა სივრცეში არაფერს უჭირავს (იობ26:7)დაახ. ძვ.წ. 1473 წ.დედამიწას სივრცეში საყრდენი არ გააჩნია
ძველ დროს ადამიანებს მრავალი კითხვები აინტერესებდათ კოსმოსის შესახებ: რაზე დგას დედამიწა? რას უჭირავს მზე, მთვარე, ვარსკვლავები? მათ არიცოდნენ მსოფლიო მიზიდულობის კანონი, რომელსაც ფორმულირება მისცა ისააკ ნიუტონმა დარომელიც1687 წელს იქნაგამოქვეყნებული. წარმოდგენა, რომ ციური სხეულები ცარიელ კოსმოსში, სინამდვილეში, არაფერზე დგას, მათთვის უცნობი იყო. ამიტომ მათი ახსნები ხშირად იმას ნიშნავდა, რომრაღაც მატერიალურ ობიექტებს ან ნივთიერებებს უჭირავთ დედამიწა და სხვა ციური სხეულები
ზოგიერთს სწამდა, რომ დედამიწა ეჭირა ოთხ სპილოს, რომლებიც იდგნენ ზღვის დიდ კუზე. არისტოტელე ასწავლიდა რომ ციური სხეულები დამაგრებული იყო მყარი, გამჭვირვალე, ერთიმეორეში მოთავსებული სფეროების ზედაპირზე
მაგრამ, იმის მაგიერ, რომ აერეკლა ეს ფანტასტიკური, არამეცნიერული წარმოდგენები, რომლებიც არსებობდნენ ბიბლიის წერის დროს, ღმერთის სიტყვამ (ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 1473 წელს) მარტივად განაცხადა: „[ღმერთმა] არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“ (იობი 26:7). ებრაული წერილების ორიგინალში გამოყენებული სიტყვა „არაფერზე“, რომელიც მთელ ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ გვხვდება, ნიშნავს: „საერთოდ არაფერზე“. ბიბლიის მიერ შემოთავაზებული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ დედამიწის გარშემო ცარიელი სივრცეა, აღიარებულია სწავლულების მიერ, როგორც მისი დროისთვის აღსანიშნავი წინასწარგანჭვრეტა. „
საბოლოოდ, ახალი წელთაღრიცხვით 1687 წელს, სერ ისააკ ნიუტონმა გამოაქვეყნა თავისი აღმოჩენები იმის შესახებ, რომ დედამიწა კოსმოსურ სივრცეში უჭირავს მასსა და სხვა ციურ სხეულებს შორის არსებულ ურთიერთმიზიდულობას, ანუ გრავიტაციას. მაგრამ ეს მოხდა თითქმის 3 200 წლის მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ბიბლიამ მოხდენილი უბრალოებით განაცხადა, რომ დედამიწა ‘არაფერზეა’ დაკიდებული.
ისმის კითხვა თუ საიდან იცოდა იობმა სიმართლე?
მაშინ, როცა ხალხის წარმოდგენა დედამიწის საყრდენზე უფრო ზღაპარს ჰგავდა, ვიდრე სინამდვილეს? . . რატომ არ აისახა იობის წიგნზე ასეთი მცდარი შეხედულებების ? აშკარაა, რომ შემოქმედმა სინამდვილე შთაგონებით გაუცხადა იობს.
2.დედამიწას სფეროს ფორმა აქვს (ეს40:22) დაახ. ძვ.წ. 732 წ.დედამიწა – მრგვალია; გარს არტყია ატმოსფეროს თხელი ფენა, რომლის ქვეშაც სიცოცხლეა შესაძლებელი
ენციკლოპედია „ამერიკანა“-მ (The Encyclopedia Americana) განაცხადა: „ადრე ცნობილი წარმოდგენა, რომელიც ჰქონდათ ადამიანებს დედამიწის შესახებ, იყო ის, რომ დედამიწა წარმოადგენდა ბრტყელ, უძრავ პლატფორმას სამყაროს ცენტრში. . . კონცეფცია სფერული დედამიწის შესახებ არ იყო ფართოდ აღიარებული თვით რენესანსის პერიოდამდე“. ზოგიერთ ადრინდელ მეზღვაურს ეშინოდა კიდეც, რომ ნაოსნობისას ბრტყელი დედამიწის კიდეს მიადგებოდა.მხოლოდ XX საუკუნეში მიეცათ ადამიანებს შესაძლებლობა, ემოგზაურათ თვითმფრინავით, მოგვიანებით კი კოსმოსში და მთვარეზე; ამან საბოლოოდ მოჰფინა ნათელი იმას, რომ დედამიწას „წრის“ ფორმა აქვს
თუმცა ასეთ მოგზაურობებამდე დიდი ხნით ადრე, დაახლოებით 2 700 წლის წინ, ბიბლიამ თქვა: ღმერთი მკვიდრობს დედამიწის წრეზე (ესაია 40:22,). (სფეროზე სიმრგვალეზე)ებრაული სიტყვა გადმოთარგმნილი სიტყვით „სიმრგვალე“ შეიძლება, ასევე, ნიშნავდეს „სფეროს“, როგორც ამას სხვადასხვა ცნობარები აღნიშნავენ. ამიტომ, ბიბლიის სხვა თარგმანები ამას ასე გადმოსცემენ: „დედამიწის სფერო“ („დუეის თარგმანი“ [Douay Version]) და „მრგვალი დედამიწა“ („მოფატი“ [Moffatt]).
მაშასადამე, ბიბლიაზე ვერ იმოქმედა იმ დროს გავრცელებულმა არამეცნიერულმა თვალსაზრისებმა დედამიწის საყრდენისა და ფორმის შესახებ. ამას მარტივი ახსნა გააჩნია: ბიბლიის ავტორი სამყაროს შემოქმედია. მან შექმნა დედამიწა და რა თქმა უნდა, ეცოდინება კიდეც, თუ რას უჭირავს და როგორი ფორმა აქვს მას. ამიტომ, როცა მან თავისი სულით შთააგონა ბიბლიის წერა, ის თვალყურს ადევნებდა, რომ მასში არ შეპარულიყო არამეცნიერული აზრები, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ეს შეხედულებები შეიძლება მრავალს სწამდა.
.ისმის კითხვა თუ საიდან იცოდა ესაიამ სიმართლე?
ნათელია რომ ბიბლიამ მეცნიერული ფაქტები საუკუნეების წინ აღმოაჩინა
3.წყლის წრებრუნვა (ეკლ1:7)-(დაიწერეა ძვ.წ1000 წლამდე)2700 წლის წინ ასევე (იობ36:27,28)· დაახ. ძვ.წ. 1473 ღუბლები წყლისაგან შედგებიან და ანაორთქლისაგან წარმოიქმნებიან
ბიბლიის დამწერებმა რთული ტექნიკური ენის გამოყენების გარეშე ზუსტად აღწერეს წყლის წრებრუნვა ასევე შეადარეთ ასევე (ამს9:6)-ამგვარად ამოსმაც ცხადყო რომ წვიმას ძირითადად ზღვები და ოკეანეები წარმოქმნის (ეს55:10)ოკეანის წყლის აორთქლების შედეგად წარმოქმნილი ღრუბლის ეს ჰიდროლოგიური ციკლი მე-17 საუკუნის ბოლომდე ამოუხსნელი რჩებოდა ეს კონცეფცია ცნობილმა ასტროფიზიკოსმა ედმუნდ ჰალეიმ ჩამოაყალიბა ამ ციკლის მათემატიკური დასაბუთება მხოლოდ მე-19 საუკუნეში მოახერხეს
ისმის კითხვა საიდან იცოდნენ ბიბლიის დამწერებმა ეს ყველაფერი მაშინ როცა არცერთი მეცნიერული სახელმძღვანელო არ არსებობდა და ადამიანებს წარმოდგენაც კი არქნოდათ ამის შესახებ?და ამ დროს კიდე ესე ზუსტად იწერება მეცნიერული ფაქტი? უეჭველად ისინი ღვთის შთაგონებით წერდნენ
ამრიგად ბიბლიაში დედამიწის კლიმატის შესახებ ჯერ კიდევ საუკუნეებით ადრე მანამ სანამ რაიმე ნაშრეომი გამოქვეყნდებოდა გასაოცარი წვრილმანები იყო ჩაწერილი
ასევე მივაქციოთ ყურადღება იესოს სიტყვებს(მათ5:45)- ში იესომ ჯერ მზე მოიხსენია მერე წვიმა ეს სათანადოა რადგან მზე არა მხოლოდ ენერგიით ასაზრდოებს მცენარებს არამედ მისი წყალობით ხდება დედამიწის წყლის წრებრუნვა ყოველწლიურად მზე 400 000 კუბურ კილომეტრ ზღვის წყალს ააორთქლებს და მტკნარ წყალად გარდაქმნის
4.ქარი წრიულად მოძრაობს (ეკლ1:6) ქარი წრიულად მოძრაობს ამ სიტყვების ჭეშმარიტება ბენჟამინ ფრანკლინმა მხოლოდ მე-17 საუკუნის დასასრულს დაამტკიცა
5.ჰაერის წონადობის შესახებ პირველად ბიბლიაში ითქვა
1643 წელს იტალიელმა ფიზიკოსმა ევანჯელისტა ტორიჩელიმ „აღმოაჩინა“ ატმოსფერული წნევა. მანამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ჰაერი უწონო იყო. მაგრამ იმის შესახებ, რომ ატმოსფეროს ნამდვილად გააჩნია წონა, ნათქვამი არის ბიბლიაში, კერძოდ, იობის წიგნში, იქ სადაც საუბარია სამყაროს შექმნის პირველ დღეებზე, „როდესაც იგი (ღმერთი) ქარს წონას უწესებდა“ (იობი28:25).
დაუკვირდით, რომ ნათქვამია არა უბრალოდ „ჰაერი“, არამედ „ქარი“. მართლაც, მოძრავი ჰაერის (ქარის) მასებს აქვთ სხვადასხვა წონა იმისდა მიხედვით, თუ როგორია ჰაერი - ნოტიო თუ მშრალი, ცხელი თუ ცივი. არადა, ჰაერის მოჩვენებითი უწონადობა აღიარეს და „დაამტკიცეს“ იმდროინდელი მეცნიერების ისეთმა კორიფეებმა, როგორებიც იყვნენ გალილეი და კოპერნიკი მხოლოდ შემდგომ თაობაში დამტკიცდა ბიბლიის ჭეშმარიტება.
6.დედამიწა შიგნიდან გავარვარებულია (იობ28:5)საკვებს კი იძლევა მაგრამ შიგნით«თითქოს ცეცხლით ამობრუნებულაო»)
7.ვარსკვლავები განსხვავდებიან ერთმანეთისგან
(1კრ15:41)- ვარსკვლავი ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით“, — თქვა პავლემ იმაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრე მეცნიერები აღმოაჩენდნენ ისეთ ციურ სხეულებს, როგორიცაა: მოცისფრო ვარსკვლავები, გიგანტი მოწითალო ვარსკვლავები თეთრი ჯუჯები.და სხვა
8.აურაცხელი ვარსკვლავების არსებობა
ბიბლიაში ნათქვამია, რომ ვარსკვლავთა რაოდენობა მართლაც განუსაზღვრელია და მათი აღრიცხვა ისევე რთულია, როგორც „ზღვის ქვიშის“ დათვლა (იერემია 33:22). ესე იგი, იმაზე უფრო მეტი ვარსკვლავი არსებობს, ვიდრე შეუიარაღებელი თვალი ხედავს. ბიბლიის ისეთ დამწერს, როგორიც იყო იერემია, ღამით ცისთვის რომ აეხედა და ვარსკვლავების დათვლა ეცადა, მხოლოდ სამი ათასამდე მათგანს თუ დაითვლიდა, ვინაიდან მხოლოდ ამდენის დანახვა შეუძლია ღამით მოწმენდილ ცაზე ადამიანს შეუიარაღებელი თვალით. ეს რიცხვი შეიძლება მხოლოდ ერთი მუჭა ქვიშის მარცვლების რაოდენობას შევადაროთ. ვარსკვლავთა რიცხვი კი, უთვალავია, მართლა ზღვის ქვიშასავით არის. რამდენია „ვარსკვლავთა რიცხვი“? ეს არც ისე იოლი კითხვაა. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ მარტო ჩვენს გალაქტიკაში — ირმის ნახტომში — 400 მილიარდი ვარსკვლავი უნდა იყოს. მაგრამ ირმის ნახტომი ერთ-ერთია უამრავ გალაქტიკას შორის და მრავალ მათგანში კიდევ უფრო მეტი ვარსკვლავია თავმოყრილი.
ერთ-ერთი უახლესი გამოკვლევის შედეგების თანახმად კი, იმ ვარსკვლავების რიცხვი, რომელთა დანახვაც თანამედროვე ტელესკოპების საშუალებით შეიძლება, 70 სექსტილიონს (7 ოცდაორი ნულით) შეადგენს! იეჰოვამ ასეთ სიმრავლეზე გაამახვილა ყურადღება, როცა ვარსკვლავთა რიცხვი შეადარა „ქვიშას ზღვის პირას“ (დაბადება 22:17).
ნათელია რომ შეუძლებელი იყო ასეთი მეცნიერული ფაქტების აღწერა მშინ როცა 3 000 მდე ვარსკვლავიც კიარ ჩანს ცაზე შეუიარაღებელი თვალით
9.ცოცხალი ორგანიზმების შედგენილობა.
დაბადების 2:7 აცხადებს: „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან“. „მსოფლიო ენციკლოპედია“ (The World Book Encyclopedia) ამბობს: „ყველა ქიმიური ელემენტი, რომლისგანაც შედგება ცოცხალი ორგანიზმები, ასევე, მოიპოვება არაცოცხალ მატერიაში“. ასე რომ, ყველა ძირითადი ქიმიური ელემენტი, რომელსაც შეიცავს ცოცხალი ორგანიზმები, ადამიანის ჩათვლით, ასევე მოიპოვება მიწაში. ეს ეთანხმება ბიბლიურ უწყებას, რომელიც გვამცნობს ადამიანისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების შექმნის დროს ღმერთის მიერ გამოყენებული მასალის შესახებ.
10.სამყარო ექვემდებარება გარკვეულ კანონებს
(იობ38:33)-(იერ33:25)- დაიწერა ძვ.წ580 წლამდე პითაგორაზე 1000 წლით ადრე ფიზიკურ კანონებს თუ არ ჩავთვლით პირველად მოიხსენია პითაგორამ რომელსაც სწამდა რომ სამყაროს ახსნა შესაძლებელია რიცხვებით ორი ათასი წლის შემდეგ გალილეომ კეპლერმა და ნიუტონმა საბოლოოდ დაამტკიცეს რომ სამყაროში მატერიაზე გარკვეული კანონები მოქმედებს როგორიცაა: გრავიტაცია
თუ პითაგორას განცხადებას ჩავთვლით პირველად, მაშინ იობში მოცემული განცხადება მასზე დაახლოებით ათასი წლის წინ იყო გაკეთებული.
გვახსოვდეს, რომ ბიბლიის მიზანი არ არის, უბრალოდ, ფიზიკური მოვლენების გამხელა, არამედ ძირითადად ის ჩვენს ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ იეჰოვა არის ყოველივეს და, მათ შორის, ფიზიკური კანონების შემოქმედი (იობი 38:4, 12; 42:1, 2).
11.თვალისთვის უხილავი რეალობის არსებობა
(ებრ11:1)-არცთუ ისე დიდი ხნის წინ ამოაჩინეს მეცნიერებმა რომ სამყაროში ყველაფერი შედგება ატომური ნაწილებისგან რომლებიც ნამდვილად უხილავია შეუიარაღებელი თვალისთვის რატქმაუნდა ბიბლიის ავტორები შთაგონებული იყვნენ თვით სამყაროს შემოქმედის მიერ
12.უჯრედი (ფსალმუნი 139:16).თქვენი საწყისი უჯრედი შეიცავდა მთელი თქვენი სხეულის სრულ „გეგმას“. ამ „გეგმის“ მიხედვით თქვენ დაბადებამდე ცხრა თვის განმავლობაში საშვილოსნოში ვითარდებოდით. განვითარების ეს პროცესი ამით არ შეწყვეტილა. ის შემდგომშიც — დაბადებიდან ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში — გრძელდებოდა, ვიდრე ზრდასრულობის ასაკს მიაღწევდით. მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენი სხეული განვითარების სხვადასხვა სტადიას გადიოდა, და ეს ყოველივე საწყის უჯრედში ჩადებული პროგრამის მიხედვით ხდებოდა.
დავითმა არაფერი იცოდა გენებისა და უჯრედების შესახებ. მას არც მიკროსკოპი ჰქონია. მაგრამ მან სწორად განჭვრიტა, რომ მისი სხეული წინასწარი „გეგმის“ მიხედვით განვითარდა.. ამ „გეგმას“ დავითი პოეტური ენით აღწერს როგორც ღვთის ‘წიგნში ჩაწერილს’.
13. ზღვის გზანი(ფს8:8)(ეს43:160- აქ აღწერილია ზღვის გზანი(ბილიკები) ამაზე დაყრდნობით ოკეანოგრაფებმა მეტია მორიმ ზღვის დიდი დინებები აღმოაჩინადა ზღვაოსნებს საქმე გაუადვილა
·ფსალმუნები 104[103]:6, 8 ძვ.წ. 460 წ. ზღვის ფსკერი უსწორმასწოროა (ზღვები მთებზე დგანან); დედამიწის ქერქი მოძრავია
14.სამყარო სწარმოშობა
დაბ. 1:1: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“. 1978 წელს ასტრონომმა რობერტ ჯესთროუმ აღნიშნა: «დღეს უკვევხედავთ, რომ ასტრონომიული ფაქტები შეესაბამება ბიბლიურ შეხედულებას სამყაროს წარმოშობის შესახებ. დეტალები განსხვავდება, მაგრამ ასტრონომიული დაბიბლიის „დაბადებისეული“ ვერსიები ერთმანეთს ეთანხმება ძირითად საკითხებში:
15.სისხლის მიმოქცევის სისტემა
ყურაჩაეშვებოდეს ოწინარის ბორბალი ჭაში“ (ეკლესიასტე 12:6).
‘ჭაში ჩაშვებული ოწინარის ბორბალი’ წყვეტს ტრიალს ანუ აღარ ხდება სიცოცხლის შემანარჩუნებელი სისხლის ცირკულირება. იეჰოვამ ამგვარად სოლომონს დიდი ხნით ადრე გაუმხილა სისხლის მიმოქცევის სისტემის არსებობის შესახებ, ვიდრე ამას XVII საუკუნეში ექიმი უილიამ ჰარვეი აღმოაჩენდა.
როგორც ვხედავთ, ბიბლიაში ჩაწერილი მეცნიერული ფაქტები ძალიან უსწრებდნენ თავისი დროის თანამედროვე წარმოდგენებს. იგივეს თქმა შეიძლება ასევე სხვა მეცნიერულ დეტალებზეც, რომლებსაც ბიბლია ეხება, მაგალითად, ისტორიულ დეტალებზე, მედიცინის, ჰიგიენის, სანიტარიის, სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის საკითხებზე.
თქვენი აზრით, რაზე მეტყველებს ეს ყოველივე? შეიძლება ყველა ეს ფაქტი უბრალო ადამიანებს დაეწერათ, რომელთაც ამისათვის არავითარი სამეცნიერო საბაბი არ ჰქონდათ, თუ ამისათვის ზემოდან იყო დახმარება საჭირო? (2 ტიმოთე 3:16)
2.ბიბლია და სამედიცინო მეცნიერება
მითითებები დაავადების კონტროლსა და ჰიგიენასთან დაკავშირებით
წიგნ ლევიანებში ვკითხულობთ ისრაელებისთვის მიცემულ მითითებებს კარანტინთან და გადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით. მათ აგრეთვე მიცემული ჰქონდათ კანონი სანიტარული ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. მაგალითად, კანონის 23:12, 13-ში ვკითხულობთ, რომ ისრაელები მოსასაქმებლად ბანაკის გარეთ უნდა გასულიყვნენ და ექსკრემენტები მიწაში ჩაეფლოთ. ასეთი სანიტარული ნორმების დაცვის აუცილებლობა მეცნიერებმა სულ რაღაც 200 წლის წინ დაინახეს.
ბიბლიაში ეს კანონი საუკუნეების წინ ჩაიწერა. საიდან იცოდნენ ბიბლიის დამწერებმა ეს ყველაფერი, მაშინ, როცა იმ დროს მცხოვრებ ხალხს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ სანიტარიაზე? პასუხს თავად ბიბლიის ავტორი გვცემს: „როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი აზრები — თქვენს აზრებზე“ (ესაია 55:9).
უძველესი სამედიცინო ტექსტი, რომელიც კი არსებობს, არის ებერსის პაპირუსი, ძვ. წ. 1550 წლით დათარიღებული ეგვიპტური სამედიცინო ცოდნის კრებული. ეს გრაგნილი შეიცავს 700-მდე სამკურნალო საშუალებას სხვადასხვა სნეულებისგან, „ნიანგის ნაკბენით დაწყებული ფეხის ფრჩხილის ტკივილით დამთავრებული.ამ საშუალებათაგან უმრავლესობა უეფექტო იყო, ხოლო ზოგი მათგანი — ძალიან სახიფათო. ჭრილობის სამკურნალოდ ერთი რეცეპტი რეკომენდაციას უწევდა ადამიანის ექსკრემენტის სხვა ნივთიერებებთან ნარევის გამოყენებას10.
ეგვიპტური სამედიცინო საშუალებების ეს ტექსტი დაახლოებით იმავე დროს დაიწერა, როცა ბიბლიის პირველი წიგნი, რომელშიც მოსეს რჯული შედის. მოსე, რომელიც ძვ. წ. 1593 წელს დაიბადა, ეგვიპტეში იზრდებოდა (გამოსვლა 2:1–10). როგორც ფარაონის სახლეულის წევრი, ის „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა“ (საქმეები 7:22). ის იცნობდა ეგვიპტის „მკურნალებს“ (დაბადება 50:1–3). მოახდინა რამე გავლენა მოსეს წერილებზე მათმა უეფექტო და სახიფათო სამედიცინო პრაქტიკამ?
არა. პირიქით, მოსეს რჯული შეიცავდა სანიტარულ წესებს, რომლებმაც იმ დროს საკმაოდ გაუსწრეს. მაგალითად, ზემოთ მოზსენიებული კანონი რომ ისრაელები მოსასაქმებლად ბანაკის გარეთ უნდა გასულიყვნენ და ექსკრემენტები მიწაში ჩაეფლოთ (მეორე რჯული 23:12,13). ეს მნიშვნელოვნად მოწინავე პროფილაქტიკური ზომა იყო. ეს ხელს უწყობდა წყლის სუფთად შენახვას და უზრუნველყოფდა დაცვას ბუზების მეშვეობით გავრცელებადი ბაქტერიული დიზენტერიისა და ფაღარათის გამომწვევი სხვა დაავადებებისგან, რომლებიც დღემდე ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს კლავს იმ ქვეყნებში, სადაც სანიტარული პირობები სავალალოა.
მოსეს რჯულში მოცემული იყო კიდევ სხვა სანიტარული წესები, რომლებიც ისრაელს ინფექციური დაავადებების გავრცელებისგან იცავდა. პიროვნებას, რომელსაც ჰქონდა ან მოსალოდნელი იყო, რომ ექნებოდა რამე გადამდები დაავადება, კარანტინში ამყოფებდნენ (ლევიანნი 13:1–5). ტანსაცმელი ან ჭურჭელი, რომლებიც შეეხო მკვდარ (შესაძლოა დაავადებისგან) ცხოველს, მეორედ გამოყენებამდე უნდა გაერეცხათ წყალში ან გაენადგურებინათ (ლევიანნი 11:27, 28, 32, 33). ნებისმიერი პიროვნება, რომელიც შეეხებოდა გვამს, უწმინდურად ითვლებოდა და მას განმწმენდი პროცედურები უნდა გაევლო, რომლებშიც შედიოდა დაბანვა და ტანსაცმლის გარეცხვა. უწმინდურების შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში ის უნდა მორიდებოდა ფიზიკურ კონტაქტს სხვებთან (რიცხვნი 19:1–13).
რაც შეეხება კეთროვნებს, ისინი განცალკევებული უნდა ყოფილიყვნენ სხვებისგან მანამ, სანამ ხელმეორედ შემოწმებისას მღვდელი არ დარწმუნდებოდა, რომ ავადმყოფს არ ჰქონდა კეთრი ან დაავადება არ იყო გადამდები (ლევიანები 13:1—8).
რა დასკვნამდე მივიდა თანამედროვე მედიცინა? დაავადებებს თავიდან ავიცილებთ, თუ მოვაწესრიგებთ საპირფარეშოს, ყოველთვის დავიბანთ ხელებს და ავადმყოფობის შემთხვევაში სხვებისგან იზოლირებული ვიქნებით. თუ არ გვაქვს საპირფარეშო და იქ, სადაც ვცხოვრობთ, არც საკანალიზაციო სისტემაა, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (დკც) გვირჩევენ: „წყლის ნებისმიერი რეზერვუარიდან, სულ მცირე, 30 მეტრის მოშორებით მოისაქმეთ და შემდეგ თქვენი განავალი ჩაფალით“. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯდმო) ცნობით, კუჭ-ნაწლავის დაავადებათა შემთხვევები 36 პროცენტით იკლებს, როდესაც მოსახლეობა უსაფრთხოების ამგვარ ზომებს იცავს.
ეს სანიტარული კოდექსი ცხადყოფს სიბრძნეს, რომელსაც არ იზიარებდნენ იმ დროის ექიმები გარშემო მცხოვრები ერებიდან. ათასობით წლით ადრე, სანამ სამედიცინო მეცნიერება შეისწავლიდა დაავადებების გავრცელების გზებს, ბიბლიამ მოიხსენია გონივრული პროფილაქტიკური ზომები დაავადებებისგან დასაცავად. არ არის გასაკვირი, რომ, საერთოდ, მოსეს მის დროს მცხოვრებ ისრაელებზე შეეძლო ეთქვა, რომ ისინი ცხოვრობდნენ 70 თუ 80 წლამდე (ფსალმუნი 89:10).
ამასგარდა ბიბლია არც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს ტოვებს უყურადღებოდ (იგავ. 15:17; 17:22). ბოლო დროს არაერთმა სამედიცინო გამოკვლევამ ცხადყო, რომ ადამიანის განწყობა მის ჯანმრთელობაზე მოქმედებს. მაგალითად, ბევრს, ვინც ხშირად რისხდება, აწუხებს მაღალი არტერიული წნევა. გულის დაავადებები, თავის ტკივილი, სისხლდენა ცხვირიდან, თავბრუსხვევა და ხმის ჩახლეჩა ზოგიერთი მათგანისთვის ჩვეულებრივ რამ არის. ბიბლიაში საუკუნეების წინ იყო ნათქვამი: „მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა“ (იგავ. 14:30; შეადარეთ მათეს 5:9).
თქვენ რას ფიქრობთ? არის სხვა რომელიმე რელიგიურ წიგნში მოხსენიებული ჰიგიენის ნორმები, რომელიც თანამედროვე მედიცინას ასე უწყობს ფეხს? განა ამ მხრივ უნიკალური წიგნი არ არის ბიბლია?!
3.არქეოლოგიური აღმოჩენები და უძველესი ისტორიული ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს ბიბლიის უტყუარობას.
მართალია, ლეგენდებსა და მითებში ლამაზადაა მოთხრობილი ესა თუ ის ამბავი, მაგრამ მათში არასდროს არის მოხსენიებული კონკრეტული გეოგრაფიული ადგილები, თარიღები თუ ისტორიული პირების სახელები. მათგან განსხვავებით, ბიბლია არაერთ ისტორიულ ფაქტს იხსენიებს, რაც მკითხველს არწმუნებს, რომ ღვთის „სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა“ (ფსალმუნი 119:160).
1(ეს20:1)-სარგონი-ერთ დროს კრიტიკოსების მტკიცებით ბიბლიაში ტყუილი ეწერა რადგან სხვა დამამტკიცებელი არგუმენტი არ არსებობდა მაგრამ ბიბლიის ისტორიის სიზუსტე კიდევ ერთხელ დადასტურდა როდესაც არქეოლოგებმა მე-19 საუკუნის 40-იან წლებში სარგონის 200 ოთახიანი სასახლე აღმოაჩინეს დღეს ის ასურეთის ერთ ერთ ყველაზე ცნობილ მეფედ არის მიჩნეული სარგონი თავის ერთ ერთ მატიანეში იმასაც მოიხსენიებს რომ აშდოდი დაიპყრო რითაც ესაიას 20:1 ის უტყუარობა დასტურდება
2.დავითი- ადრე მხოლოდ ბიბლიიდან იყო ცნობილი, რომ გამბედაობით გამორჩეული ახალგაზრდა მწყემსი დავითი, რომელიც მოგვიანებით ისრაელის მეფე გახდა, ისტორიული პიროვნება იყო. 1993 წელს კი არქეოლოგებმა ჩრდილოეთ ისრაელში აღმოაჩინეს ბაზალტის ქვა [2], რომელიც დათარიღებულია ძვ. წ. IX საუკუნით. ექსპერტების მტკიცებით, მასზე ამოტვიფრულია სიტყვები „დავითის სახლი“ და „ისრაელის მეფე“.
რატომ არის ეს ძველი წარწერა ასე დიდმნიშვნელოვანი?
პროფესორ ბირანისა და მისი კოლეგის, პროფესორ იოსეფ ნავეჰს, მოხსენებაზე დაფუძნებული სტატია პუბლიკაციაში „ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვა“ (Biblical Archaeology Review) იუწყებოდა: «ეს პირველი შემთხვევაა, რომ სახელი „დავითი“, ბიბლიის გარდა, კიდევ სხვა ძველებურ წარწერებში მოიპოვება»3. კიდევ ერთი რამაა ღირსშესანიშნავი ამ წარწერასთან დაკავშირებით. გამოთქმა „დავითის სახლი“ დაწერილია ერთ სიტყვად. ენის სპეციალისტი პროფესორი ანსონ რეინი განმარტავს: „სიტყვების დამაცალკევებელი. . . ხშირად გამოტოვებულია, განსაკუთრებით, თუ კომბინაცია საკმაოდ აღიარებული დამახასიათებელი სახელია. ‘დავითის სახლი’, უეჭველად, ასეთი განსაკუთრებული პოლიტიკური და გეოგრაფიული სახელი იყო ძვ. წ. მეცხრე საუკუნის შუალედში“5. მაშასადამე, მეფე დავითი და მისი დინასტია, როგორც ჩანს, კარგად იყო ცნობილი ძველი მსოფლიოსთვის.
3.(2სამ8:13,14) ადრე ბევრ მეცნიერს ეჭვი შეჰქონდა იმაში, რომ დავით მეფის დროს ედომი ისრაელს ებრძოდა, როგორც ეს ბიბლიაშია ჩაწერილი (2 სამუელი 8:13, 14). მათი მტკიცებით, ედომს, რომელიც იმ დროს მეცხოველეობას მისდევდა, ვერ ეყოლებოდა ისეთი ძლიერი და ორგანიზებული ჯარი, რომ ისრაელისთვის საშიშროება შეექმნა. მაგრამ, როგორც ახლახან ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, „ედომი ჯერ კიდევ საუკუნეებით ადრე იყო ძლიერი ქვეყანა, როგორც ეს ბიბლიიდან ჩანს“, — ნათქვამია ჟურნალში „ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვაში
4(დაბ11:27-31)გათხრების შედეგად მიწაში გამოჩნდა ქალდეველთა ქალაქი ური სადაც აბრაამი ცხოვრობდა
5(2მეფ1:1;3-,5) ამ ცნობის თანახმად მოაბი აუჯანყდა ისრაერლს მოაბური ქვა. 1868 წელს გერმანელმა მისიონერმა ფ. კლაინმა დიბანთან (დიბონი) აღმოაჩინა ქვაზე გაკეთებული უძველესი წარწერა. მასზე ამოკვეთილია მოაბის მეფის, მეშას, სიტყვები იმის შესახებ, თუ როგორ აუჯანყდა ისრაელს (2 მეფ. 1:1; 3:4, 5). . ღვთის სახელი ტეტრაგრამატონის სახითაა ამოკვეთილი ქვის მარჯვენა მხარეს, მე-18 ხაზზე.
მოაბურ ქვაზე აგრეთვე მოხსენიებულია შემდეგი ბიბლიური ადგილები: ატაროთი და ნებო (რიცხ. 32:34, 38); არნონი, აროერი, მედება და დიბონი (იეს. 13:9); ბამოთ-ბაალი, ბეთ-ბაალ-მეონი, იაჰაცი და კირიათაიმი (იეს. 13:17—19); ბეცერი (იეს. 20:8), ხორონაიმი (ეს. 15:5); ბეთ-დიბლათაიმი და კერიოთი (იერ. 48:22, 24). ამრიგად, მოაბური ქვა ადასტურებს, რომ ეს ადგილები ნამდვილად არსებობდა
6.პილატეს არსებობა(მათ27:2)- კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებდნენ იუდეის რომაელი გამგებლის, პონტიუს პილატეს არსებობას, რომელმაც იესო ბოძზე გააკვრევინა (მათე 27:1—26). 1961 წელს ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქ კესარეაში იპოვეს ქვა [1], რომელზეც ეწერა, რომ ერთ დროს პილატე იუდეის გამგებელი იყო.
7.ბაბილონის კოშკი. ბიბლიური გადმოცემით, ბაბილონის კოშკი უზარმაზარი ნაგებობა იყო (დაბ. 11:1—9). ძველი ბაბილონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ნანგრევებში აღმოაჩინეს რამდენიმე ზიკურათი, ანუ საფეხურებად აგებული საკულტო კოშკი. აქედან ერთ-ერთი იყო ეთემენანქის ზიკურათი, რომელიც ბაბილონის გალავნის შიგნით იყო მოქცეული. ასეთ ტაძრებთან დაკავშირებულ ძველ ჩანაწერებში ხშირად ვხვდებით სიტყვებს: „მისი წვერი ცას მისწვდება“. მეფე ნაბუქოდონოსორს ერთხელ უთქვამს: „ეთემენანქში მე აღვმართე საფეხურებიანი კოშკის თხემი, რათა მისი წვერი ცას უსწორდებოდეს“. ერთი ფრაგმენტი ასეთი ზიკურათის დანგრევას შემდეგი სიტყვებით გვაუწყებს: „ამ ტაძარმა ღმერთები გაანაწყენა. მათ ერთ ღამეში დასცეს ეს ნაგებობა, მთელი მიწის პირზე გაფანტეს [მშენებლები] და ენა აურიეს, რათა შეეჩერებინათ მშენებლობა“.
8.კიროსის ცილინდრი აღმოჩენილია ევფრატის სანაპიროსთან მდებარე უძველესი სიფარის ტერიტორიაზე, ბაღდადიდან დაახლოებით 32 კილომეტრის დაშორებით. ცილინდრზე წერია, რომ სპარსეთის იმპერიის დამაარსებელმა კიროს დიდმა ბაბილონი დაიპყრო. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, 200 წლის წინათ იეჰოვამ ესაია წინასწარმეტყველის პირით წარმოთქვა წინასწარმეტყველება მიდია-სპარსეთის მმართველზე, რომლის სახელიც იქნებოდა კიროსი: «ჩემი მწყემსია და რაც მსურს, იმას ბოლომდე შემისრულებს; შეასრულებს თვით ჩემს ნათქვამს იერუსალიმზე — „აღდგენილი იქნება“» (ესაია 13:1, 17—19; 44:26—45:3).
ცილინდრზე აგრეთვე აღნიშნულია, რომ კიროსმა წინა დამპყრობლისგან წამოყვანილი ტყვეები თავიანთ სამშობლოში დააბრუნა. ამ მხრივ კიროსი განსხვავდებოდა ძველი დროის დამპყრობლებისგან. როგორც ბიბლია, ისე ისტორიული წყაროები ადასტურებს, რომ კიროსმა გაათავისუფლა იუდეველები, რომლებმაც იერუსალიმი აღადგინეს (2 მატიანე 36:23; ეზრა 1:1—4).
9..ბელშაცარი.გავარჩიოთ ეგრეთ წოდებული არარსებული მეფის შემთხვევა. დანიელის მე-5 თავში ვკითხულობთ, რომ ქალაქის დაცემისას, ძვ. წ. 539 წელს, ბაბილონში ბელშაცარი მეფობდა. კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რადგან ბელშაცარი ბიბლიის გარდა არსად მოიხსენიებოდა. ძველი დროის ისტორიკოსები ნაბონიდს მიიჩნევდნენ ბაბილონის უკანასკნელ მეფედ.
მაგრამ 1854 წელს დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ძველი ბაბილონის სამეფოს ქალაქ ურის ნანგრევებში, არქეოლოგებმა თიხის პატარა ცილინდრები აღმოაჩინეს. ამ ლურსმულ წარწერებზე შემონახულ ლოცვაში მეფე ნაბონიდი ‘ბელშაცარს, თავის უფროს ვაჟს’, მოიხსენიებდა. კრიტიკოსებიც კი იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ ეს დანიელის წიგნში მოხსენიებული ბელშაცარი იყო. ამგვარად, „არარსებული მეფე“ რეალური პიროვნება იყო, უბრალოდ, გარკვეული დროის განმავლობაში საერო წყაროებისთვის ეს ცნობა დაფარული იყო
10..ნინევე მართლა არსებობდა თუ არა ნინევე. ბიბლიაში მოხსენიებული ასურეთის უდიდესი ქალაქი? მე-19 საუკუნის დასაწყისამდე ბიბლიის ზოგ კრიტიკოსს არ სჯეროდა ეს. მაგრამ 1849 წელს სერ ოსტინ ჰენრი ლეიარდმა გათხრებისას აღმოაჩინა მეფე სანხერიბის დარბაზის ნანგრევები კუიუნჯიკში, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ძველი ნინევიას ტერიტორიის ნაწილზე მდებარეობს. ამგვარად, კრიტიკოსები ჩაჩუმდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ამ ნანგრევებს ამაზე მეტი ჰქონდათ სათქმელი. ერთ-ერთი კარგად შენახული ოთახის კედლებზე ნაჩვენები იყო გამაგრებული ქალაქის დაპყრობა და ტყვეები, რომლებიც მარშის სვლით მიდიოდნენ დამპყრობელი მეფის წინაშე. მეფის ზემოთ ასეთი წარწერაა: «სანხერიბი, მსოფლიოს მეფე, ასურეთის მეფე, დაჯდა „ნიმედუ“-ს ტახტზე და დაათვალიერა (წამოღებული) ნადავლი ლახიშიდან (ლა-კი-სუ)»6.
11 .გაბაონი ჩვენს ყურადღებას იპყრობს ქანაანის კიდევ ერთი ქალაქი, გაბაონი, რომელიც იერუსალიმიდან 9,6 კილომეტრში მდებარეობდა. არქეოლოგებმა ამ ქალაქის არსებობა მხოლოდ მაშინ გაიგეს, რაც 30 დოქის სახელური აღმოაჩინეს, რომლებზეც ქალაქის სახელი იყო ამოტვიფრული. ხაცორელებისგან განსხვავებით, ძველმა გაბაონელებმა მოახერხეს და იესო ნავეს ძესთან მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარეს. იესომ კი, როგორც ბიბლიაში წერია, ისინი „წყლის მზიდავებად“ დააყენა (იესო ნავეს ძე 9:3—7, 23). რატომ მაინცდამაინც წყლის მზიდავებად? მე-2 სამუელის 2:13-დან და იერემიას 41:12-დან ვიგებთ, რომ გაბაონში საკმაოდ ბევრი წყალი იყო. ნაშრომში, „ბიბლიის არქეოლოგიური კვლევები, ახალი საერთაშორისო თარგმანი“, ასეთი სიტყვები წერია: „გაბაონი ყველაზე მეტად წყლებით იყო ცნობილი. იქ იყო ერთი დიდი და შვიდი პატარა წყარო“.
12.შიშაკის გამარჯვების ამსახველი რელიეფი.. იერემია და ეზრა მოიხსენიებენ იუდაზე ეგვიპტის მეფე (შეშონქ I-ის ბიბლიაში ეწოდება შიშაკი) ფარაონ შიშაკის თავდასხმას და გვისახელებენ ამ თავდასხმის ზუსტ დროს, კერძოდ „[იუდას] მეფე რობოამის მეფობის მეხუთე“, ანუ ძვ. წ. 993 წელს (1 მეფეები 14:25—28; 2 მატიანე 12:1—12). დიდი ხნის განმავლობაში ბიბლიის გარდა ამ ლაშქრობის დამადასტურებელი არც ერთი წყარო არ მოიპოვებოდა, ვიდრე კარნაკის (ძველი თებე) ეგვიპტური ტაძრის კედელზე რელიეფი არ აღმოაჩინეს.
რელიეფზე გამოსახულია შიშაკი, რომელიც ღვთაება ამონის წინაშე დგას, და ხელი აქვს აღმართული ტყვეების გასამათრახებლად. რელიეფზე აგრეთვე ვხვდებით დაპყრობილი ისრაელის ქალაქების სახელებს, რომელთაგან მრავალი ბიბლიაშიც არის მოხსენიებული. აქვეა ნახსენები „აბრაამის მინდორი“. ეგვიპტურ ჩანაწერებს შორის ეს არის უძველესი წყარო, სადაც ბიბლიური პატრიარქი აბრაამი მოიხსენიება (დაბადება 25:7—10).
ფაქტია, რომ ბიბლიის დამწერები გამოგონილ ისტორიებს არ წერდნენ.
13. მეშას ქვა, რომლის ორიგინალის ნახვა შეიძლება პარიზში, ლუვრის მუზეუმში (საფრანგეთი). მეშას ქვის წარწერები მეტყველებენ ისრაელის წინააღმდეგ მოაბის მეფის, მეშას, ამბოხების შესახებ. ეს შემთხვევაც ჩაწერილია ბიბლიაში (მეოთხე მეფეთა 1:1; 3:4–27).
აქ აღმოაჩინეს იერუსალიმში არსებული სილოამის წყალსატევი და 533 მეტრი სიგრძის წყლის გვირაბის შესასვლელი. მრავალ თანამედროვე ტურისტს გაუვლია ამ გვირაბით. მისი არსებობა ბიბლიის ჭეშმარიტების დამატებითი მტკიცებაა. რატომ? იმიტომ რომ, ბიბლიაში მოცემული ახსნის თანახმად, მეფე იეხიზკიაჰუმ ეს გვირაბი 2 500-ზე მეტი წლის წინ ააშენა, რომ თავდამსხმელი ჯარებისაგან დაეცვა წყალსატევი (მეოთხე მეფეთა 20:20; მეორე ნეშტთა 32:2–4, 30).
14..სპილენძის საბადოები აღთქმულ მიწაზე აღთქმულ მიწაზე შესვლამდე ცოტა ხნით ადრე მოსემ ისრაელებს უთხრა: „მთებში სპილენძს მოიპოვებთ“ (კანონი 8:7—9). ისრაელსა და იორდანიაში არქეოლოგებმა არაერთი უძველესი საბადო და სადნობი ადგილი აღმოაჩინეს, მაგალითად, ფეინანი, თიმნა და ხირბათ-ენ-ნაჰასი. რა ინფორმაცია მოიპოვეს არქეოლოგებმა ამ ადგილების შესწავლით?
ფეინანსა და თიმნაში მრავლადაა პატარ-პატარა ორმოები, საიდანაც სულ მცირე 2 000 წლის განმავლობაში მოიპოვებდნენ სპილენძს. დღესაც ამ ადგილებში შესაძლებელია მწვანე ლაქებიანი სპილენძის შემცვლელი ქვის ნატეხების ნახვა. ახ. წ. III—V საუკუნეებში რომის იმპერიაში საშიშ დამნაშავეებსა და სხვა პატიმრებს ფეინანში სპილენძის მაღაროებში ამუშავებდნენ.
15.მონეტა ტიბერიუსის გამოსახულებით. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იესო ქრისტე კეისარ ტიბერიუსის მმართველობის პერიოდში მსახურობდა. ერთხელ სიტყვაში გამოჭერის მიზნით მოწინააღმდეგეებმა იესოს ჰკითხეს, უნდა გადაეხადათ თუ არა სულადობრივი გადასახადი კეისრისთვის. ბიბლიაში თხრობა ასე გრძელდება: «ის მიუხვდა თვალთმაქცობას და უთხრა მათ: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი“. მათაც მიუტანეს. მან ჰკითხა: „ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“ „კეისრისა“, — უპასუხეს მათ. მაშინ იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“. მათ გაუკვირდათ მისი ნათქვამი» (მარ. 12:15—17). არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მონეტა, ვერცხლის დინარი, რომელზეც კეისარ ტიბერიუსის თავია გამოსახული. აღმოჩენილი მონეტა მიმოქცევაში იყო დაახლოებით ახ. წ. 15 წელს. ეს თარიღი ემთხვევა ტიბერიუსის მმართველობის პერიოდს, რადგან ის იმპერატორი ახ. წ. 14 წელს გახდა. ეს ცხადყოფს კიდევ ერთი ბიბლიური მონაკვეთის სიზუსტეს, რომლის მიხედვითაც იოანე ნათლისმცემელმა მსახურება დაიწყო ტიბერიუსის მმართველობის მეთხუთმეტე წელს ანუ ახ. წ. 29 წლის გაზაფხულზე (ლუკ. 3:1, 2).
16.მმართველთა წოდებები. 16 საუკუნის განმავლობაში, ვიდრე ბიბლია იწერებოდა, ისტორიას არაერთი მმართველი ახსოვს. ბიბლია მმართველებს ყოველთვის შესაფერისი წოდებით მოიხსენიებს, მაგალითად ჰეროდე ანტიპას — „გამგებლად“, გალიონს კი — „პროკონსულად“ (ლუკა 3:1; საქმეები 18:12). ეზრას 5:6-ში ნახსენებია სპარსული პროვინციის მდინარისგაღმელი (მდინარე ევფრატი) გამგებელი თათენაი. ძვ. წ. IV საუკუნეში დამზადებულ მონეტაზე სპარსეთის მმართველი მაზეუსიც მდინარისგაღმელ გამგებლად არის მოხსენიებული.
მნიშვნელოვანია იმ დეტალების ზუსტად გადმოცემა, რომლებიც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ჩანს. თუ ბიბლიის დამწერები უმნიშვნელო დეტალებსაც კი ზუსტად აღწერენ, განა გაცილებით მნიშვნელოვან ფაქტებს ზუსტად არ აღწერენ?!
თქვენ რას ფიქრობთ? არის სხვა რომელიმე რელიგიურ წიგნში მოხსენიებული ამდენი ზუსტი ისტორიული ფაქტი? განა ამ მხრივ უნიკალური წიგნი არ არის ბიბლია?!
მაშ, მათზე რაღა ვთქვათ, ვისთვისაც საკმარისი არ არის წმინდა წერილების უტყუარობის მაჩვენებელი უამრავი მტკიცება, რომლებიც ზემოთ მოვიყვანეთ? . . ისღა დაგვრჩენია, რომ მათი ურწმუნოება გულს დავაბრალოთ და არა გონებას — ამ ადამიანებს არ სურთ იწამონ ის, რაც შელახავს მათ გადამეტებულ თავმოყვარეობას და ცხოვრების შეცვლას აიძულებს“.
4.შესრულებული წინასწარმეტყველებები
ამასთან ერთად, ბიბლიას აქვს ღვთაებრივი ინსპირაციის კიდევ ერთი შეუდარებელი და გამოჩენილი ნიშან-თვისება: ის არის წინასწარმეტყველებების წიგნი, რომლებიც უშეცდომოდ შესრულდა და სრულდება.(ეს46:9,10)
მაგალითად, ბიბლიაში დაწვრილებით იყო ნაწინასწარმეტყველები უძველესი ტვიროსის განადგურება, ბაბილონის დაცემა, იერუსალიმის აღდგენა და ასევე, მიდიის, სპარსეთისა და საბერძნეთის მეფეების აღზევება და დაცემა. (ესაია 13:17–19; 44:27—45:1; ეზეკიელი 26:3–6; დანიელი 8:1–7, 20–22).
მოდი დაწვრილებით გამოვიკვლიოთ ეს და სხვა წინასწარ მეტყველებები და ის თუ როგორ უჭერს მათ მხარს ისტორია და არქეოლოგია
1.ბაბილონის განადგურება ევფრატის სანაპიროზე გაშენებული ძველი ბაბილონი, რომელსაც სტრატეგიული თვალსაზრისით ხელსაყრელი მდებარეობა ეკავა, „ძველი აღმოსავლეთის პოლიტიკურ, რელიგიურ და კულტურულ ცენტრად“ ითვლებოდა
ძვ. წ. მე-8 საუკუნეში ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, ესაიამ დაწერა, რომ ქალაქი ბაბილონი, დაეცემოდა და სამუდამოდ გაუკაცრიელდებოდა (ესაია 13:17—20). ესაიამ მისი სახელიც კი მოიხსენია, ვინც ბაბილონს დაამხობდა; ეს იყო კიროსი. და რაც კიდევ უფრო აღსანიშნავია ამ წინასწარმეტყველების დაწერისას კიროსი ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული. მან ისიც აღწერა, თუ რა სტრატეგიას მიმართავდა კიროსი — ის „ამოაშრობდა“ მდინარეებს. ესაიამ კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი მოიხსენია, რომ იმ ღამეს, როცა ბაბილონი დაეცემოდა, ქალაქის კარიბჭეები ღია დარჩებოდათ (ესაია 44:27—45:1).
ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგ ძვ. წ. 539 წლის 5 ოქტომბერს ამ წინასწარმეტყველების ყოველი სიტყვა შესრულდა. ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ (ძვ. წ. V საუკუნე) დაადასტურა, რომ ბაბილონი სწორედ ისე დაეცა, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო.
იმ ღამეს ბაბილონელებს დიდი წვეულება ჰქონდათ და ქალაქის გამაგრებული კედლების მიღმა თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ. კიროსმა არხი გათხარა და მიმართულება შეუცვალა მდინარეს, რომელიც ქალაქში მიედინებოდა. მალე წყლის დონემ იმდენად იკლო , რომ კიროსის მეომრებმა ფეხით გადაკვეთეს მდინარე, რომელიც გარს უვლიდა ქალაქსაც და ასე მიაღწიეს კარიბჭეებამდე.
მაგრამ როგორ შეაღწევდნენ ისინი ქალაქში? იმ ღამეს ქალაქის კარიბჭეები რატომღაც ღია იყო დარჩენილი ასე შეიჭრა კიროსის ჯარი ბაბილონში და ქალაქი აიღო.
მეტიც ესაიამ კიდევ ერთი გამაოგნებელი წინასწარმეტყველება წარმოთქვა ბაბილონის შესახებ: „არასოდეს დასახლდება“ (ესაია 13:19, 20). წინასწარმეტყველება ასეთი დიდი და სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის სამუდამო განადგურების შესახებ მართლაც გაბედულებას მოითხოვდა. ასეთ ქალაქებს, როგორც წესი, განადგურების შემთხვევაში ხელახლა აშენებენ. მართალია, დაპყრობის შემდეგ ბაბილონს გარკვეული ხნის მანძილზე არსებობა არ შეუწყვეტია, მაგრამ საბოლოოდ მაინც შესრულდა ესაიას სიტყვები. დღეს ის ადგილი, სადაც ძველი ბაბილონი მდებარეობდა, „გახრიოკებული და გაუდაბურებულია“,
ესაიას წინასწარმეტყველებაზე დაფიქრება მართლაც იწვევს ჩვენს გაოცებას. ესაიამ ისეთი რამ იწინასწარმეტყველა, დღეს რომ ვინმემ იწინასწარმეტყველოს, 200 წლის შემდეგ ისეთი ქალაქები, როგორიცაა ნიუ-იორკი ან ლონდონი, განადგურდება და აღარასდროს დასახლდებაო. მაგრამ გასაოცარი სწორედ ის არის, რომ ესაიას წინასწარმეტყველება რეალობად იქცა!
დღეს რომც აღადგინონ ბაბილონი, როგორც ტურიზმის ობიექტი, ამან შეიძლება მიიზიდოს დამთვალიერებლები, მაგრამ, როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, ‘მისი დიდება სამარადჟამოდ აღმოიფხვრა (ესაია 14:22).(დღეს ბაბილონის ნანგრევები თანამედროვე ერაყის ქალაქ ბაღდადიდისგან სამხრეთით 80 კილომეტრითაა დაშორებული)
ზოგი ამტკიცებს რომ მომხდარის შემდეგ არის ეს დაწერილიო
მასში შედის ერთი წვრილმანი, რომელიც ვერანაირად ვერ დაიწერებოდა მისი შესრულების შემდეგ.
„არასოდეს გაკაცრიელდება“
“ (ესაია 13:20). შეიძლებოდა, რომ ესაიას თავისი სიტყვები განადგურებული ბაბილონის დათვალიერების შემდეგ დაეწერა?
მაშასადამე, ესაია წინასწარმეტყველს არ წარმოუთქვამს ბუნდოვანი წინასწარმეტყველებები, რომელთა მორგებაც შესაძლებელი იქნებოდა მომავლის ნებისმიერი მოვლენისთვის. მან არც მომხდარი ისტორია დაწერა, რათა ეს წინასწარმეტყველებად გაესაღებინა.
ასე რომ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბიბლია ზუსტად წინასწარმეტყველებს მომავალს.
2.ედომის განადგურება ახ. წ. I საუკუნეში სხვა წინასწარმეტყველებაც შესრულდა. იერემიას პირით ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ სხვა ერებთან ერთად ბაბილონი ედომსაც დაიმონებდა (იერ. 25:15—17, 21; 27:1—7). მაგრამ წინასწარმეტყველებაში ედომზე მხოლოდ ეს არ იყო ნათქვამი. ის სოდომსა და გომორას დაემსგავსებოდა. თქვენ კარგად იცით, ეს რასაც ნიშნავს: ედომი სამუდამოდ გაუდაბურდებოდა, შეწყვეტდა არსებობას (იერ. 49:7—10, 17, 18)(იერემიამ წინასწარმეტყველური წიგნის წერა ძვ.წ580 წლისთვის დაასრულა). ეს ასეც მოხდა. სად არის დღეს ედომი და სად არიან ედომელები? შეგიძლიათ იპოვოთ ედომი თანამედროვე რუკაზე? ეს შეუძლებელია. ისინი მხოლოდ ანტიკური და ბიბლიური ისტორიის წიგნებშია მოხსენიებული ან იმდროინდელი მსოფლიოს რუკებზეა დატანილი. იოსებ ფლავიუსი მოგვითხრობს, რომ ძვ. წ. II საუკუნეში ედომელებს იძულებით მიაღებინეს იუდაიზმი. ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ ედომმა, როგორც ერმა, არსებობა შეწყვიტა
აღსანიშნავია რომ ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დრომდე სრულდება . ვერავინ იტყვის რომ ეს წინასწარმეტყველება იმის შემდეგ დაიწერა რაც მასში აღწერილი მოვლენები მოხდა
3.იერუსალიმის განადგურება წინასწარმეტყველება — ლუკ. 19:41—44; 21:20, 21: (იესომ ეს წინასწარმეტყველება ახ. წ. 33 წელს წარმოთქვა).
□ შესრულება: იერუსალიმი რომს აუჯანყდა. ახ. წ. 66 წელს რომაელთა ჯარმა ცესტიუს გალუსის მეთაურობით ქალაქს შეუტია. ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი გადმოგვცემს, რომ რომაელთა ჯარს არანაირი მარცხი არ განუცდია და უცნაურ ვითარებაში გაეცალა ქალაქს“ („Josephus, the Jewish War“, 1969, გვ. 167). ამან ქრისტიანებს ქალაქიდან გაქცევის საშუალება მისცა. ევსები პამფილელის გადმოცემით, მათ იორდანეს გაღმა მდებარე პელას შეაფარეს თავი („Ecclesiastical History“, ლონდონი, 1894, გვ. 75). ახ. წ. 70 წელს პასექის მოახლოებისას მთავარსარდალმა ტიტუსმა ქალაქს ალყა შემოარტყა და სულ რაღაც სამ დღეში 7,2-კილომეტრიანი ზღუდე შემოავლო. ხუთი თვის შემდეგ იერუსალიმი დაეცა. „იერუსალიმის ნგრევა ინტენსიურად მიმდინარეობდა და ტაძრისგან ნანგრევებიღა დარჩა. არქეოლოგიური გათხრებიდან ვხედავთ, რომ რომაელებმა მიწასთან გაასწორეს იუდეველთა შენობები მთელ ტერიტორიაზე“ („The Bible and Archaeology“, ჯ. ტომფსონი, გრანდ-რეპიდზი, მიჩიგანის შტატი, 1962, გვ. 299).
ყოფილა ოდესმე იერუსალიმი წვეტიანი ბოძებით გარშემორტყმული, როგორც ეს იესოს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები?
იერუსალიმის განადგურების შესახებ იესოს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა: „მოვა დრო, როცა შენი მტრები წვეტიანი ბოძებით სიმაგრეს შემოგავლებენ, გარს შემოგერტყმიან და ყოველი მხრიდან შეგავიწროებენ“ (ლუკა 19:43). იესოს სიტყვები ახ. წ. 70 წელს შესრულდა, როცა რომაელებმა, ტიტუსის მეთაურობით ქალაქს საალყო კედელი ანუ პალისადი შემოავლეს. ტიტუსს სამი მიზანი ამოძრავებდა: იუდეველებისთვის ხელი შეეშალა გაქცევაში, მათთვის ფარ-ხმალი მალე დაეყრევინებინა და შიმშილით დაუძლურებულები ადვილად დაემორჩილებინა.
პირველ საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, სიტყვების თანახმად, მას შემდეგ, რაც გადაწყდა, საალყო მესერი შემოევლოთ ქალაქისთვის, რომაული ლეგიონები თუ ჯარის უფრო მცირე დანაყოფები მთელი მონდომებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო მალე დაასრულებდა მისთვის მინდობილი გალავნის ნაწილის შემოღობვას. ქალაქის ირგვლივ 16 კილომეტრზე ხეები გაკაფეს და სულ რაღაც სამ დღეში იერუსალიმი 7-კილომეტრიანი პალისადით შემოსარტყლეს. ფლავიუსი გადმოგვცემს: „ამით იუდეველებს ყველა გასაქცევი გზა მოეჭრათ“. შიმშილისგან და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის სისხლისმღვრელი შეტაკებების შედეგად დაუძლურებული ქალაქი ხუთ თვეში ჩაჰბარდა მოიერიშეებს.
4.საბერძნეთის მიერ მიდია სპარსეთის დამარცხება ძვ. წ. VI საუკუნეში წინასწარმეტყველმა დანიელმა იხილა ხილვა, რომლის თანახმადაც საბერძნეთი მოულოდნელად დაამარცხებდა მიდია-სპარსეთს. ისიც ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ როგორც კი საბერძნეთის გამარჯვებული მეფე გაძლიერდებოდა, მისი სამეფო დაეცემოდა. ვინ შეცვლიდა მას? როგორც დანიელმა დაწერა, „მისი ერიდან აღმდგარი ოთხი სამეფო, რომლებსაც მისნაირი ძალა არ ექნებოდა“ (დანიელი 8:5—8, 20—22).
რას ამბობენ ისტორიკოსები? დანიელის წინასწარმეტყველების დაწერიდან 200 წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ საბერძნეთის მეფე ალექსანდრე დიდი გახდა. ათ წელიწადში მან დაამარცხა მიდია-სპარსეთის იმპერია და თავისი ახალი იმპერიის საზღვრები მდინარე ინდამდე (დღევანდელი პაკისტანის ტერიტორია) განავრცო. მაგრამ იგი 32 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. საბოლოოდ მცირე აზიის ნახევარკუნძულზე, კერძოდ, იფსოსთან ახლოს გამართული ბრძოლის შემდეგ მისი იმპერია დაიშალა. საბერძნეთის იმპერია ოთხმა მხედართმთავარმა გაიყო. მაგრამ ვერც ერთმა ვერ მოიპოვა ისეთივე ძალაუფლება, როგორიც ალექსანდრეს ჰქონდა.
თქვენ რას ფიქრობთ? უწინასწარმეტყველებია რომელიმე სხვა წიგნს ასე ზუსტად მომავალი? განა უნიკალური წიგნი არ არის ბიბლია?!
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს წინასწარმეტყველება მასში აღწერილი მოვლენების განვითარების შემდეგ დაიწერა. მაგრამ კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი დანიელის წიგნიდან ზემოთ მოყვანილ ციტატას. თუ მას წინასწარმეტყველებად მივიჩნევთ, მასში მნიშვნელოვანი დეტალებია აღნიშნული; მაგრამ, თუ — ისტორიულ ცნობად, რომელსაც ავტორი წინასწარმეტყველებად წარმოადგენდა, მას აშკარად აკლია მრავალი დეტალი. თუ ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ მცხოვრები რომელიმე თვითმარქვია შეეცადა, ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველების შეთხზვით მკითხველზე შთაბეჭდილება მოეხდინა, რატომ არ მოიხსენია მან ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მალევე მომხდარი ფაქტი, მისი ორი ვაჟის მკვლელობა? რატომ არ აღნიშნა, რომ მრავალი წელი გავიდოდა მანამ, სანამ ოთხი გენერალი ალექსანდრეს იმპერიას დაინაწილებდა? ან რატომ არ მოიხსენია მან ამ დიდი მეფის და მისი ოთხი გენერლის სახელები?
დიდი ხანია ლაპარაკობენ იმაზე, რომ აღნიშნული ბიბლიური წინასწარმეტყველება მასში აღწერილი ისტორიული მოვლენების განვითარების შემდეგ დაიწერა, მაგრამ მსგავსი განაცხადი საფუძველს მოკლებულია და ისეთი ადამიანების მიერ არის გაკეთებული, რომლებმაც ფაქტების გამოკვლევის გარეშე დაასკვნეს, რომ მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ისინი ბიბლიას ღვთის სიტყვად არ მიიჩნევენ, რის გამოც ყველაფრის ახსნას მხოლოდ ადამიანური, მატერიალური თვალსაზრისიდან გამომდინარე ცდილობენ. და მაინც, ღვთის შთაგონებით ბიბლიაში ჩაწერილია მრავალი წინასწარმეტყველური დეტალი, რაც ცხადყოფს, რომ ამ წიგნის ავტორი ღმერთია.
5.წინასწარმეტყველება :რადგან არ დაემორჩილეთ [ისრაელებო] ჩემს [ღვთის] სიტყვებს, აი, მოვუხმობ . . . ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, და წამოვიყვან მათ [ბაბილონელებს] ამ მიწის წინააღმდეგ, მის მკვიდრთა წინააღმდეგ . . . მთელი ეს მიწა განადგურდება და გაოგნდებიან მისი შემხედვარენი; ეს ხალხები სამოცდაათი წელი ემსახურებიან ბაბილონის მეფეს“ (იერემია 25:8—11).
შესრულება: ხანგრძლივი ალყის შემდეგ ნაბუქოდონოსორმა ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი აიღო. მან იუდას სხვა ქალაქებიც დაიპყრო, მათ შორის ლაქიში და აზეკა (იერემია 34:6, 7). გადარჩენილთა უმეტესი ნაწილი ბაბილონში ტყვედ წაასხა და მათ 70 წელი მოუწიათ უცხო მიწაზე ცხოვრება.
რას ამბობს ისტორია
● ბიბლიის თანახმად, იერუსალიმის განადგურების პერიოდში ბაბილონს მეფე ნაბუქოდონოსორი განაგებდა. არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ ეს პიროვნება ნამდვილად არსებობდა. ფლორენციაში (იტალია) ინახება ონიქსის კამეა, რომელზეც ასეთი წარწერაა გაკეთებული: „ეს გააკეთა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა თავის სიცოცხლეში მეროდაქის, თავისი ღვთაების, პატივსაცემად“. ნაბუქოდონოსორი მეფობდა ძვ. წ. 624—582 წლებში.
წინასწარმეტყველება 2: „როცა სამოცდაათი წელი შესრულდება ბაბილონში, მაშინ [მე, იეჰოვა] მოგხედავთ [გადასახლებაში მყოფ ებრაელებს] და განვამტკიცებ ჩემს სასიკეთო სიტყვას და დაგაბრუნებთ ამ ადგილზე [იუდას მიწაზე]“ (იერემია 29:10).
შესრულება: გადასახლებაში ყოფნის 70-წლიანი (ძვ. წ. 607—537 წწ.) პერიოდის შემდეგ სპარსეთის მეფე კიროსმა ებრაელი ტყვეები მონობიდან გაათავისუფლა და მათ სამშობლოში დაბრუნებისა და იერუსალიმის ტაძრის აღდგენის ნება მისცა (ეზრა 1:2—4).
რას ამბობს ისტორია
● მართლა იყვნენ ისრაელები 70 წელი ბაბილონის მიწაზე ტყვეობაში, როგორც ეს ბიბლიამ იწინასწარმეტყველა? ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ერთ-ერთი წამყვანი ებრაელი არქეოლოგი ეფრაიმ შტერნი: „არანაირი მტკიცება არ არსებობს იმისა, რომ ისრაელის მიწაზე ძვ. წ. 604—538 წლებში ვინმე ცხოვრობდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბაბილონის მიერ დაპყრობილი ისრაელის არც ერთი ქალაქი არ დასახლებულა ხელახლა“. ეს ეგრეთ წოდებული სიცარიელის შუალედი, როცა დაპყრობილ ტერიტორიაზე კაციშვილი არ სახლობდა, ზუსტად შეესაბამება ისრაელების ბაბილონში ყოფნის პერიოდს, ძვ. წ. 607—537 წლებს (2 მატიანე 36:20, 21).
● ძველად შუამდინარეთში მცხოვრები ერები თიხის ფირფიტებზე წერდნენ. ერთ-ერთი ფილა, რომელიც ცნობილია კიროსის ცილინდრის სახელით, თარიღდება ძვ. წ. 539 წლით. ეს ის წელია, როცა სპარსეთის მეფე კიროსმა დაიპყრო ბაბილონის იმპერია. ამ ცილინდრზე შემდეგი სიტყვებია ამოტვიფრული: „მე ვარ კიროსი . . . ბაბილონის მეფე“. იმავე ფილაზე წერია: „ტიგროსის გაღმა მდებარე [მანამდე დასახელებულ] წმინდა ქალაქებს, რომელთა ტაძრებიც დიდი ხნის მანძილზე ნანგრევებად იყო ქცეული, მე დავუბრუნე ღმერთები, რომლებიც ერთ დროს იქ იყვნენ . . . თავი მოვუყარე მათ ყოფილ მცხოვრებლებსაც და თავიანთ სამკვიდროში დავაბრუნე“.
6..ნინევე ღვთის წინასწარმეტყველმა ნაუმმა ნინევეს შესახებ თქვა, რომ გაიძარცვებოდა, მისი კარიბჭეები მტრებისთვის გაიღებოდა და მცველები გაიქცეოდნენ (ნაუმი 2:8, 9; 3:7, 13, 17, 19). წინასწარმეტყველმა სოფონიამ კი ნინევეს გაპარტახება უწინასწარმეტყველა (სოფონია 2:13—15).
ეს წინასწარმეტყველებები ძვ. წ. 632 წელს შესრულდა, როცა ნინევე ბაბილონელებმა და მიდიელებმა ერთობლივი ძალით გაანადგურეს. ამგვარად ასურეთის იმპერიას სამარცხვინოდ მოეღო ბოლო. ბაბილონურ ქრონიკაში ნათქვამია, რომ „დამპყრობლებმა დიდძალი ნადავლი წაიღეს ქალაქიდან და ტაძრიდან“ და ნინევე „ნანგრევების გროვად აქციეს“. მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ მოსულის (ერაყი) მოპირდაპირე მხარეს მდებარე უკაცრიელ ადგილას, სადაც ერთ დროს ნინევე იყო, ახლა მხოლოდ ნანგრევებს ნახავთ.
7.ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ქრისტეს აწამებდნენ და მოკლავდნენ წინასწარმეტყველება 1: „ზურგი მივუშვირე დამრტყმელებს“ (ესაია 50:6).
შესრულება: ახ. წ. 33 წელს იესო იუდეველმა მტრებმა გასასამართლებლად რომაელ მმართველ პონტიუს პილატეს წარუდგინეს პილატემ წაიყვანა იესო და გააშოლტვინა“ (იოანე 19:1). როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, იესოს წინააღმდეგობა არ გაუწევია და „ზურგი მიუშვირა დამრტყმელებს“.
რას ამბობს ისტორია
● ისტორია ადასტურებს, რომ რომაელები სასჯელის სისრულეში მოყვანამდე სიკვდილმისჯილს შოლტავდნენ. ერთი ცნობარის თანახმად „გაშოლტვა ხდებოდა მათრახით, რომელსაც რამდენიმე ტყავის წნული ჰქონდა. ამ წნულებში ტყვიისა და ბასრი ლითონის ნაჭრები იყო ჩაწნული. განსასჯელს . . . შოლტს ზურგზე ურტყამდნენ . . . სანამ ხორცი არ დაეფლითებოდა. ზოგი ადგილზევე კვდებოდა“. იესომ გაუძლო თავისი ტანჯვის ამ საშინელ დასაწყისს.
ნაწინასწარმეტყველები იყო იესოს სიკვდილი
წინასწარმეტყველება 2: „სიკვდილს გადასცა თავისი სული“ (ესაია 53:12). ფსალმუნის 22:16-დან კიდევ უფრო მეტ რამეს ვიგებთ: „ბოროტმოქმედთა კრებული შემომერტყა გარს; ლომივით ეტანებიან ჩემს ხელ-ფეხს“.
შესრულება: „[პილატემ] იესო გააშოლტვინა და ბოძზე გასაკვრელად გადასცა“, — ნათქვამია მარკოზის 15:15-ში. იესოს სასიკვდილო განაჩენი მოიცავდა იმას, რომ ის ბოძზე ხელებით და ფეხებით უნდა მიელურსმნათ (იოანე 20:25). რამდენიმე საათის მერე ბოძზე მიკრულმა „იესომ ხმამაღლა დაიძახა და მოკვდა“ (მარკოზი 15:37).
რას ამბობს ისტორია
გამოჩენილი რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი, რომელიც დაახლოებით ახ. წ. 55 წელს დაიბადა, წერს: „ქრისტუსი, ვისგანაც მომდინარეობს ეს სახელი [ქრისტიანი], ტიბერიუსის მმართველობის დროს სიკვდილით დასაჯა ჩვენმა ერთ-ერთმა პროკურატორმა, პონტიუს პილატემ“. ტაციტუსის სიტყვები სრულად ეთანხმება სახარებებში ჩაწერილს, რომელიც ასევე მოიხსენიებს კეისარ ტიბერიუსს, პონტიუს პილატეს და სხვა ოფიციალურ პირებს (ლუკა 3:1; 23:1—33; იოანე 19:1—24).
რა დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ აქ მოყვანილი ფაქტებისა და გამოკვლევების საფუძველზე? ეს უდავოდ კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები და წინასწარმეტყველებები ზუსტი და სარწმუნოა
ადამიანის გონებას, ინტელექტუალურსაც კი, არ შეეძლო ასე ზუსტად ეწინასწარმეტყველა მომავალი მოვლენები. ამის გაკეთება შეეძლო მხოლოდ სამყაროს ყოვლადძლიერი და ყოვლადბრძენი შემოქმედის გონებას, როგორც ამას ვკითხულობთ 2 პეტრეს 1:20, 21-ში: „წერილის არავითარი წინასწარმეტყველება არ ამოიხსნება თავისით. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ ამოქმედებულნი, წარმოთქვამდნენ მას ღმერთისაგან“.
8.წინასწარმეტყველება ბოლო დღეებთან დაკავშირებით
ბიბლიური წინასწარმეტყველება გვეხმარება იმის დანახვაში, თუ რა დგას გარკვეული ისტორიული მოვლენების მიღმა. იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა დრო, როდესაც „ერი ერის წინააღმდეგ“ აღსდგებოდა და შიმშილი და ეპიდემიები მთელ დედამიწას წალეკავდა (მათე 24:3, 7; ლუკა 21:10, 11). მან თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ასეთი უბედურებები იქნებოდა ბოლო დღეების ნიშანი. ამ საკითხს უფრო ნათელს ჰფენს გამოცხადების წიგნი, რომელიც დედამიწაზე არსებულ უბედურებებს ზეცაში მომხდარ ომთან აკავშირებს
ბიბლიის იგივე წიგნი აღწერს ოთხ მხედარს, რომელსაც ზოგჯერ აპოკალიფსის ოთხ მხედარს უწოდებენ. ოთხიდან სამი მხედარი განასახიერებს იმ ზოგ უბედურებას, რაც მანამდე იესომ იწინასწარმეტყველა — ომს, შიმშილსა და ეპიდემიებს. აშკარაა, რომ პირველი მსოფლიო ომით დაიწყო უბედურებების ის დრო, რომელიც დღემდე გრძელდება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ამ ყველაფრის უკან სატანა დგას (1 იოანე 5:19).
გამოცხადების წიგნი აგრეთვე გვარწმუნებს, რომ სატანას „დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12). ამიტომაც არის ის დიდად განრისხებული და ენით აუწერელ უბედურებებს ახდენს დედამიწაზე. თუმცა ეს ყველაფერი იმაზეც მიანიშნებს, რომ სატანის დრო იწურება.
1.წინასწარმეტყველება მსოფლიო ომები. იესომ იწინასწარმეტყველა: „ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“ (მათე 24:7).
ალისფერი ცხენი, რომლის მხედარს აქვს ძალაუფლება, „მშვიდობა წაიღოს დედამიწიდან“ (გამოცხადება 6:4).
1914 წლამდე, პირველ მსოფლიო ომამდე, მსოფლიო მასშტაბის ომი არ ყოფილა. პირველი მსოფლიო ომის დროს რომელიც 1914 წლის აგვისტოში დაიწყო და 1918 წლის ნოემბერში დასრულდა, დაიღუპა 10 მილიონამდე ადამიანი
პირველმა მსოფლიო ომმა არა მარტო დედამიწის უდიდესი ნაწილი მოიცვა, არამედ დააჩქარა იმ საშინელი იარაღის წარმოების პროცესი, რისი მსგავსიც კაცობრიობას მანამდე არ ენახა. მაგალითად, გამოიგონეს თვითმფრინავი, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად იყენებდნენ. წარმოებული იარაღის სიმრავლეს დაღუპულთა რიცხვის წარმოუდგენელი ზრდა მოჰყვა
პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 21 წლის შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე პირველმა. ერთი გამოთვლის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ამ დროს გამოიგონეს ატომური ბომბი და 1945 წელს ორი ატომური ბომბი ჩამოაგდეს იაპონიაში; თითოეულმა ათი ათასობით ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. ჯამში 200 000
1945 წლიდან ომები ხან ერთ ადგილას ხდება, ხან — მეორე, მაგრამ ისინიც არანაკლები სისასტიკით გამოირჩევიან. ზოგი ისტორიკოსის თქმით, მეოცე საუკუნეში მარტო ომებს 100 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ამგვარად 1914 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე არ შეწყვეტილა ომები.
მე-20 საუკუნეში სამჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა ომებში, ვიდრე პირველი საუკუნიდან მოყოლებული 1900 წლამდე“, ყველა ომში — ნათქვამია უორლდუოჩის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
1982 წელს ყოფილმა ადმირალმა ლა როსკმა აღნიშნა, რომ 1945 წლიდან მოყოლებული 270 ომი მოხდა. გასულ საუკუნეში ომებს 100 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
2.წიმასწარმეტყველება: მიწისძვრები. იესომ თქვა: „იქნება დიდი მიწისძვრები“ (ლუკა 21:11) (მათე 24:7). გასული 100 წლის განმავლობაში მიწისძვრების შედეგად ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა. ერთი წყაროს თანახმად, უფრო დამანგრეველი მიწისძვრები 1914 წლიდან მოყოლებული წელიწადში დაახლოებით 18-ჯერ ხდება. წელიწადში დაახლოებით ერთხელ ხდება მიწისძვრა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ შენობებს მიწასთან ასწორებს და დიდი მსხვერპლი მოჰყვება. ტექნოლოგიური მიღწევების მიუხედავად, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია,
ყოველწლიურად საშუალოდ 50 000 მიწისძვრა ისეთი სიძლიერისაა, რომ ვგრძნობთ მათ ბიძგებს. აქედან დაახლოებით 100 მიწისძვრა აზიანებს შენობებს. თითქმის ყოველ წელს ერთი გამანადგურებელი მიწისძვრა ხდება, რომელიც მიწასთან ასწორებს ყველაფერს. ერთ-ერთი გამოთვლის თანახმად, 1975—2000 წლებში მომხდარმა მიწისძვრებმა 470 000 ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
1914 წლიდან დღემდე ძლიერი მიწისძვრები
1.1960 წლის 22 მაისი ჩილე 9.5 მაგნიტუდა
მიწისძვრამ მთებიც კი დაანგრია.დაიღუპა 10 000
2.1964 წლის 28 მარტი, - ალასკა
სიდიდე: 9.2 მაგნიტუდა
3.2004 წლის 26 დეკემბერი - ინდონეზია
სიდიდე: 9.1 მაგნიტუდა
230 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 2.5 მილიონზე მეტი უსახლკაროდ დარჩა.
4.2011 წლის 11 მარტი, - იაპონია
სიდიდე: 9 მაგნიტუდა
5.1952 წლის 4 ნოემბერი, რუსეთი (კამჩატკა)
სიდიდე: 9
6.2010 წლის 27 თებერვალი - ჩილე
სიდიდე: 8.8 მაგნიტუდა
7.4 თებერვალი, 1965 - ალასკა
სიდიდე: 8.7 მაგნიტუდა
8.2023 წლის 6 თებერვალი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა თურქეთ სირიის საზღვარზე. რომელსაც რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. მას ასევე
ასზე მეტი ბიძგი მოყვა. ქალაქები მიწასთან გაასწორა და ჯამში თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 55 000 ს გადააჭარბა. ხოლო დაშავდა 110 000 ზე მეტი. 345 000 ზე მეტი საცხოვრებელი განადგურდა, მილიონზე მეტი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ თურქეთსა და სირიაში 26 მილიონამდე ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდა
9.1939 წელი 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა თურქეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ერზინკანში და მას 32 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
10.2017 წლის 7 სექტემბერს, მექსიკის სამხრეთით წყნარი ოკეანის სანაპიროსთან 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ბოლო 100 წლის განმავლობაში ეს მექსიკაში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა,
11.2016 წლის 16 აპრილს ეკვადორში წყნარი ოკეანის სანაპიროზე 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
12.2015 წლის 25 აპრილს ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7.8 მაგნიტუდას მიაღწია.ამ დამანგრეველ სტიქიას 8 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ნახევარ მილიონზე მეტი სახლი მიწასთან გასწორდა. ასეთი გამანადგურებელი სტიქია ნეპალს ჯერ არ ახსოვდათ
13.2016 წლის 14 ნოემბერს შუაღამისას, ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
14.1923 წელი იაპონია, 7.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა . მიწისძვრისშედეგად განადგურდა ტოკიო და იოკოჰამა. დაიღუპა 140 000-ზე მეტი ადამიანი.
15.2011 იაპონია ტოკოჰუს მიწისძვრა ცნობილია, როგორც ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი 9 მაგნიტუდის სიმძლავრის. მიწისძვრას მოჰყვა ცუნამი და საბოლოო ჯამში, მსხვერპლის რაოდენობამ 18 ათასს გადააჭარბა.
16.2010 წლის იანვარში ჰაიტიზე მომხდარმა 7-ბალიანმა მიწისძვრამ 300 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 1,3 მილიონი ადამიანი კი უსახლკაროდ დატოვა.
1970—2001 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 20 მდე დამანგრეველი მიწისძვრა ხდებოდა, დაღუპულთა საშუალო წლიური რაოდენობა 20 000 -ს შეადგენდა. მომდევნო ათი წლის განმავლობაში დამანგრეველ მიწისძვრათა საშუალო წლიური რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, დაღუპულთა საშუალო რიცხვმა კი წელიწადში 68 000 ს მიაღწია.
რა თვალსაზრისია გავრცელებული? წინანდელთან შედარებით დღეს უფრო მეტი მიწისძვრა არ ხდება. უბრალოდ თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დღეს უფრო მეტს ვიგებთ, ვიდრე წინათ.
შეესაბამება ეს თვალსაზრისი სინამდვილეს? დაფიქრდით: ბოლო დღეებთან დაკავშირებით ბიბლია მიწისძვრების რაოდენობაზე არ ამახვილებს ყურადღებას. ის საუბრობს „დიდ მიწისძვრებზე“, რომლებიც „ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ მოხდებოდა. სწორედ ეს იქნებოდა ისტორიის ამ მონაკვეთში შესამჩნევი (მარკოზი 13:8; ლუკა 21:11).
თქვენ როგორ ფიქრობთ? მართლა ხდება დიდი მიწისძვრები, როგორც ამას ბიბლია წინასწარმეტყველებს?
ძლიერი მიწისძვრები წარსულშიც ხდებოდა. და თანამედროვე მგრძნობიარე ტექნიკური საშუალებებით მეცნიერები წელიწადში მილიონზე მეტ ბიძგს აფიქსირებენ. თუმცა სპეციალური აპარატურა სულაც არ არის საჭირო, როცა დიდი მიწისძვრა ხდება.
ამგვარად ნამდვილად გაიზარდა ძლიერი მიწისძვრების რიცხვი 1914 წლიდან? ბულდერის გეოფიზიკურ მონაცემთა ეროვნული ცენტრის (კოლორადოს შტატი, აშშ) მონაცემებისა და სხვა ავტორიტეტული წყაროების საფუძველზე 1984 წელს შეადგინეს ცხრილი. მასში შეიტანეს მიწისძვრები, რომელთა სიმძლავრეც რიხტერის შკალით 7,5 ბალი და უფრო მეტი იყო, რომლებსაც თან სდევდა ხუთი მილიონი და უფრო მეტი დოლარის ზარალი, ან რომლებმაც შეიწირა 100 და უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე. აღმოჩნდა, რომ 1914 წლამდე 2 000 წლის განმავლობაში 856 ასეთი მიწისძვრა მოხდა. 1914 წლიდან კი, სულ რაღაც 69 წელიწადში, 605 ასეთი მიწისძვრა დაფიქსირდა ეს იმას ნიშნავს, რომ წინა 2 000 წელთან შედარებით 1914 წლიდან წელიწადში საშუალოდ 20-ჯერ მეტი მიწისძვრა ხდება.
3.წინას წარმეტყველება: ეპიდემიები (ლუკა 21:11).
„იქნება. . . ეპიდემიები. . . ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“, — თქვა იესომ (ლუკა 21:11). მიუხედავად იმისა, რომ დღეს მედიცინამ ბევრად წაიწია წინ, კვლავაც მძვინვარებს უკვე არსებული თუ ახალი დაავადებები. ერთ დოკუმენტში ნათქვამია: 1973 წლიდან, სულ მცირე, 30 ახალი დაავადების გამომწვევი ვირუსი გამოჩნდა, რომლებიც არ იკურნება“ (U.S. National Intelligence Council). „წითელი ჯვრის“ საზოგადოების მიერ 2000 წლის 28 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 1999 წელს ინფექციური დაავადებებით დაახლოებით 160-ჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე სტიქიური უბედურებებით.
„ვარაუდობენ, რომ 1918 წელს ესპანურმა გრიპმა 50 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უფრო მეტი, ვიდრე შავმა ჭირმა თუ პირველმა მსოფლიო ომმა“,
მე-20 საუკუნეში ყვავილმა 300-დან 500 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
კოვიდპანდემიას 2019 წლის ბოლოდან 2022 წლის ჩათვლით მსოფლიოში 6 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
90-იან წლებში ტუბერკულოზით დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი დაიღუპა.
ყოველწლიურად მალარიით, კიდევ ერთი სასიკვდილო დაავადებით, 300-დან 500 მილიონამდე ადამიანი ავადდება, ხოლო დაახლოებით 2 მილიონი კვდება. „დღეს კაცობრიობას ეპიდემია ეპიდემიაზე ატყდება თავს“, — აღნიშნავს ერთი ნაშრომი (State of the World 1996).
ყოველწლიურად უამრავი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ასევე ხდება კიბო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, გაფანტული სკლეროზი, მალარია, და შაგასის დაავადება.
რა თვალსაზრისია გავრცელებული? მსოფლიოში მოსახლეობა იზრდება და, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ადამიანი დაავადდება და დაინფიცირდება.
შეესაბამება ეს თვალსაზრისი სინამდვილეს? მსოფლიოს მოსახლეობა მართლაც საგრძნობლად გაიზარდა. მაგრამ ადამიანებს დღეს უკეთ შეუძლიათ დაავადების დიაგნოზი, კონტროლი და მკურნალობა. აქედან გამომდინარე, განა უფრო ნაკლები ადამიანი არ უნდა იტანჯებოდეს ავადმყოფობით? ფაქტია, რომ ამ მხრივ მდგომარეობა უკეთესობისკენ არ მიდის.
თქვენ როგორ ფიქრობთ? იტანჯება ხალხი დღეს ავადმყოფობითა თუ ეპიდემიით, როგორც ეს ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები?
4 წინასწარმეტყველება: შიმშილი. „იქნება საკვების უკმარისობა“, — იწინასწარმეტყველა იესომ (მათე 24:7).
შავი ცხენი, რომლის მხედარს სასწორი უჭირავს, შიმშილზე მიანიშნებს (გამოცხადება 6:5, 6). პირველი მსოფლიო ომის დროს მოკავშირე ძალების მიერ მოწყობილი ბლოკადის შედეგად გერმანიაში დაახლოებით 750 000 ადამიანი მოკვდა შიმშილისგან. რუსეთში 1921 წელს ორ მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა შიმშილს. მსგავსი ტრაგედიები მალე მსოფლიოს ყველა კუთხეში ხდებოდა.
მე-20 საუკუნეში შიმშილობამ ჯამში 70 მილიონზე მეტ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე და ის დღემდე რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად
შიმშილობის გამო ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი იღუპება.
ჟურნალ „საიენსის“ 2005 წლის ერთ-ერთ ნომერში აღინიშნა: „854 მილიონი ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 14%) პირდაპირი გაგებით შიმშილობს ან ცუდად იკვებება“. გაეროს 2007 წლის ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად 33 ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს საკვებით თავის მოქალაქეებს
რა თვალსაზრისია გავრცელებული? დედამიწაზე იმაზე მეტი საკვებია, ვიდრე საჭიროა. რესურსებს უბრალოდ სწორი გადანაწილება სჭირდება.
შეესაბამება ეს თვალსაზრისი სინამდვილეს? ადამიანებს დღეს წინანდელთან შედარებით გაცილებით მეტი პროდუქტის წარმოება და ტრანსპორტირება შეუძლიათ. სახელმწიფოებს საკვები პროდუქტების სწორად გადანაწილება რომ შეეძლოთ, შიმშილის პრობლება აღარ იქნებოდა. ისინი უკვე ათწლეულებია ცდილობენ ამ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ უშედეგოდ.
თუ შიმშილობები ადრეც იყო, რით განსხვავდება თანამედროვე მდგომარეობა? დღეს ხალხი შიმშილობს იმის მიუხედავად, რომ საკვები ყველასათვის არის სამყოფი. ზოგ ქვეყანაში საკვები საკმარისზე მეტია და თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებით სწრაფად შეიძლება მისი ტრანსპორტირება. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ასე არ ხდება სახელმწიფო პოლიტიკისა და კომერციული ინტერესების გამო. ქვეყნებს, რომლებშიც მილიონები შიმშილობენ, საუკეთესო საკვები პროდუქტები საექსპორტოდ გააქვთ იქ, სადაც ისედაც უხვად არის საკვები
1981 წელს გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმზი“ წერდა: „ცხოვრების დონის გაუმჯობესებამ და მთელ მსოფლიოში საკვებზე მოთხოვნილების ზრდამ კვების პროდუქტებზე ფასების აწევა განაპირობა. ეს კი უღარიბეს ქვეყნებს კიდევ უფრო ურთულებს საჭირო პროდუქტების იმპორტირებას“. ბევრ ქვეყანაში თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიის პირობებშიც ვერ ხერხდება საკვები პროდუქტების მოყვანისა და წარმოების ზრდა იმ დონემდე, რომ სრულად დაკმაყოფილდეს მზარდი მოსახლეობის მოთხოვნილებები. ექსპერტები შექმნილი მდგომარეობიდან რეალურ გამოსავალს ვერ ხედავენ.
თქვენ როგორ ფიქრობთ? სრულდება მარკოზის 13:8-ში ჩაწერილი სიტყვები? ტექნოლოგიური წინსვლის მიუხედავად, გადაიჭრა საკვების უკმარისობის გლობალური პრობლემა?
5.წინასწარმეტყველება: ადამიანები „ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ . . . მრავალს სიყვარული გაუნელდება“ (მათე 24:10, 12).
შესრულება: სიძულვილით ნაკარნახევმა არაერთმა გენოციდმა მილიონები შეიწირა. უამრავ ქვეყანაში მიმდინარე შეირაღებული კონფლიქტებისა და დამნაშავეობის გამო მოსახლეობა სულ უფრო მეტ შიშში ცხოვრობს და იზრდება ძალადობრივი ქმედებების რიცხვიც.
რას ცხადყოფს ფაქტები:
ნაცისტურმა რეჟიმმა ექვსი მილიონი ებრაელისა და მილიონობით სხვა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რიგითი მოსახლეობის რეაქციებზე დაკვირვებით, ზიგმუნტ ბაუმანი აღნიშნავს: „მასების განადგურებას არანაირი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. პირიქით, ამას ბევრი საკმაოდ მშვიდად და წყნარად შეხვდა“.
ბი-ბი-სის“ საინფორმაციო გამოშვებაში ნათქვამი იყო, რომ სულ რამდენიმე თვეში ტუტსისა და თანამედროვე ხუტუს ხალხთაგან დაახლოებით 800 000 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ერთი ექსპერტის თქმით, ამ მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში თითქმის 200 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
ყოველწლიურად 740 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება დანაშაულებრივი ქმედებებისა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს.
რა თვალსაზრისია გავრცელებული? ძალადობა ოჯახში ყოველთვის არსებობდა. უბრალოდ, წინანდელთან შედარებით დღეს ამას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ.
შეესაბამება ეს თვალსაზრისი სინამდვილეს? ბოლო ათწლეულებში ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაცია ფართოდ ვრცელდება. მაგრამ შეამცირა ამან ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა? სრულიადაც არა. დღეს ყველაზე მეტად იგრძნობა მსოფლიოში სიყვარულის ნაკლებობა.
თქვენ როგორ ფიქრობთ? სრულდება 2 ტიმოთეს 3:1—3-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება? გაუნელდა უმეტესობას სიყვარული ოჯახის წევრების მიმართ?
6. წინასწარმეტყველება: „ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები . . . თბილ გრძნობებს მოკლებულები“ (2 ტიმოთე 3:2, 3).
შესრულება: ჩვენი ეპოქა ხასიათდება სიხარბითა და ზნეობრივი ნორმების გაუფასურებით. შედეგად საზოგადოებაში უამრავმა სოციალურმა პრობლემამ იჩინა თავი.
რას ცხადყოფს ფაქტები:
გაერთიანებული სამეფოს გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდის ანგარიშში ნათქვამია, რომ „გაერთიანებულ სამეფოში მშობლებიც და შვილებიც გამუდმებით ყიდულობენ სხვადასხვა ნივთებს იმ მიზნით, რომ მოაგვარონ ურთიერთობაში წამოჭრილი გაუგებრობები და ღირსების გრძნობა აიმაღლონ“.
მსოფლიოში დაახლოებით 275 მილიონი ბავშვი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდება.
მიიჩნევენ, რომ მარტო შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 500 000-ზე მეტ ხანდაზმულს აყენებენ შეურაცხყოფას ან უპატრონოდ ტოვებენ“ (დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი).
7.წინასწარმეტყველება : სასიხარულო ცნობის ქადაგება მთელ მსოფლიოში (მათ 24:14)
დღეს ვის მიაქვს ხალხთან მსოფლოს მაშტაბით ცნობა, რომელიც მოიტანა ქრისტემ, კერძოდ, ცნობა ღვთის სამეფოსა და სასწაულ ცვლილებებზე? ადამიანისთვის, ვისაც წინასწარაკვიატება არ სჭირს, ეს რიტორიკული კითხვაა.
არასოდეს, ისტორიის განმავლობაში, ღვთის სამეფოს შესახებ არ ქადაგებულა ამ მაშტაბით და არასოდეს მიუღწევია მსოფლიოში იმდენი ადამიანის ყურამდე, როგორც ჩვენ დროში. თუმცა წარსულში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ სამეფოს ჭეშმარიტების შესახებ, მაგრამ მათ ამ ცნობის მიტანა მხოლოდ ადამიანთა შეზღუდულ რაოდენობამდე შეეძლოთ. მაგრამ მეოცე საუკუნეში ეს სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. მოხდა ხალხში, ღვთის შესახებ ინფორმირებულობის უცაბედი ზრდა, ერთდროულად, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. არაფერი მზგავსი არ ყოფილა ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეშიც კი. ეს პრაქტიკულად სასწაულია.
იეჰოვას მოწმეების ქადაგება ოთხი საკვირველი ფაქტორით ხასიათდება:
•მოცულობა: ისინი წარმოადგენენ ერთადერთ ქრისტიანულ ჯგუფს, რომელიც აქტიურად ქადაგებს ღვთის სამეფოს შესახებ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში (ზოგიერთი ტოტალიტარული რეჟიმის გარდა, სადაც ასეთი საქმიანობა აკრძალულია). ჯამში 240ქვეყანა
•მაშტაბი: ისინი გამოსცემენ ბიბლიას და ბიბლიური ლიტერატურის რეკორდულ ტირაჟებს, ენათა რეკორდულ რაოდენობაზე. 800 ზე მეტ ენაზე
•სისწრაფე: ისინი რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში იქცნენ მრავალ მილიონიან საძმოდ.
•დრო: ყველაფერი ეს როდესღაც კი არ მოხდა, არამედ მოხდა დროის იმ კონკრეტულ პერიოდში, რომელზეც სრულდება სხვა წინასწარმეტყველებებიც, ბოლო დღეებთან დაკავშირებით და რომელიც მრავალ ქრისტიანულ ჯგუფსაც ბოლო დღეებად მიაჩნია (თუმცა თვითონ არ ქადაგებენ სამეფოს შესახებ).
ჩვენ მის შესრულებამდე ან მისი შესრულების მერე კი არა, პირდაპირ მისი შესრულებისას ვცხოვრობთ. ეს ძალიან იშვიათი დრო და იშვიათი პრივილეგიაა.
გავიხსენოთ იესომ თქვა, რომ მისი მიმდევრებიც ამავე საქმეს გააგრძელებდნენ. თუ ვინმე მოდის თქვენთან და ღვთის სამეფოზე გესაუბრებათ, როგორ ფიქრობთ, რომელი რელიგიის მიმდევარია? წაიკითხეთ მათეს 24:14. (ლუკას10:1,2) რომელი რელიგია ქადაგებს,მთელს მსოფლიოში რომ კაცობრიობის პრობლემებს მხოლოდ ღვთის სამეფო გადაჭრის და არა ადამიანთა მიერ შექმნილი რომელიმე ხელისუფლება?შეეკითხე საკუთარ თავს: „რომელ ორგანიზაციას მივაკუთვნებდი იმ პიროვნებას, რომელიც მოვიდოდა კართან და მეტყოდა, რომ ღმერთის სამეფო არის კაცობრიობის ჭეშმარიტი იმედი?“ იეჰოვას მოწმეების გარდა, თუ უსაუბრია შენთან რომელიმე რელიგიის წარმომადგენელს ღმერთის სამეფოს შესახებ? გეხმარებათ თქვენი რელიგია იმაში რომ შეძლოთ ამ საქმის შესრულება და იქადაგოთ კარდაკარ დასაზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რისკენაც იესომ მოუწოდა მოციქულებს? (მათ10:7,11-13)(საქ5:42;20:20)
დიახ სხვები არ დააკაკუნებენ თქვენს კარებზე, მათ არ სურთ ხალხის "მოსაბეზრებელი" ქადაგებით შეწუხება. და სწორიცაა, აბა რისი მოყოლა შეუძლიათ მათ ხალხისათვის? ღმერთზე "სამი ერთში", რომელსაც თვითონაც ვერაფერს უგებენ? თუ გაუგებარ უკვდავ სუბსტანციაზე, რომელიც არავის უნახია არც რეალურად და არც ბიბლიაში? ან, იქნებ, ციურ სამოთხეზე, რომელშიც სიკვდილის შემდეგ უნდათ მოხვედრა, მაგრამ ამავდროულად ის ვერ გაუგიათ, მაშინ მიწიერი აღდგომა რაღა საჭირო იქნება? ან იქნებ ცეცხლოვან ჯოჯოხეთზე, სადაც ეშმაკები "მოსიყვარულე" ღმერთის დავალებით მარადიულად აწამებენ ადამიანებს დედამიწის შუაგულში? ან იქნებ იმაზე, რომ ისინი არიან - ის "რჩეულები", რომლებიც ხანდახან, დღესასწაულებზე, სასწაულებს ახდენენ და არაადამიანურ ენებზე საუბრობენ, რომელიც თავადაც კი არ ესმით?ძნელია იმის შესახებ მოყოლა, რაც არც ბუნებაში არსებობს და არც ბიბლიაში.
მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავ, რომ ორგანიზაცია მთელ თავის ძალებს კაცობრიობამდე ბიბლიური ცნობის მიტანისაკენ მიმართავს. და ამას ისე აკეთებს, როგორც სხვა არავინ. მხოლოდ ზოგიერთი ფაქტი...
1. მსოფლიოში სასიხარულო ცნობის რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ხალხამდე მისატანად, იეჰოვას მოწმეებმა თავის დროზე შექმნეს ფოტოაკრეფის მრავალენოვანი ელექტრონული სისტემა (MEPS), რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ერთდროულად ასობით ენაზე ბეჭდვა.
2.იეჰოვას მოწმეებმა შექმნეს რამოდენიმე ანბანი და დამწერლობა რამოდენიმე მილიონი ადამიანისათვის სხვადასხვა ერებიდან.
3. იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის წყალობით, მრავალ ქვეყანაში გაჩნდა ბიბლია, რომელიც მანამდე მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო.
4. ბიბლიური ჟურნალები "საგუშაგო კოშკი" და"გამოიღვიძეთ!" ყველაზე გავრცელებადი და მაღალტირაჟიანი პერიოდული ჟურნალებია მსოფლიოში
ჟურნალი "საგუშაგო კოშკი" გამოიცემა ტირაჟით 95 000 000 ეგზემპლარი 380 ენაზე.
ჟურნალი "გამოიღვიძეთ!" გამოიცემა ტირაჟით 95 000 000 ეგზემპლარი 220 ენაზე.
5. ქვეყნები და ტერიტორიები სადაც იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ: 240
6.ენების რაოდენობა, რომელზეც ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა გამოიცემა: 800
7.მსახურთა რიცხვი, რომლებიც ბიბლიას ასწავლიან (მქადაგებლები): 8 500 000
8. იეჰოვას მოწმეების შეხვედრებსა და კონგრესებზე დამსწრეთა რიცხვი: 20 მილიონზე მეტი
9.ბიბლიის ეგზემპლარების რაოდენობა, რომლებიც იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს 160 ენაზე: 200 000 000-ზე მეტი (60 მილიონი მხოლოდ 5 წლის განმავლობაში).
10. ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურის ეგზემპლარების რაოდენობა, რომელიც იეჰოვას მოწმეების მიერ მხოლოდ ბოლო 10 წლის მანძილზე იქნა გამოცემული: 20 000 000 000.
11.ბიბლიური ონლაინ-ბიბლიოთეკა გამოიცემა 700 ენაზე.
12. ენების რაოდენობა, რომელზეც ხელმისაწვდომის საიტი - 1000 ზე მეტი
13.სმენის პრობლემების მქონეთათვის გამოიცემა ვიდეომასალა თითქმის 70 ჟესტურ ენაზე.
14.იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ყოველწლიურად შედის 1 000 000 მომხმარებელი (600-ზე მეტი მომხმარებელი წუთში).
15. იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ყოველდღიურად შედის 100 ზე მეტი თხოვნა ბიბლიის შესწავლის შესახებ.
ბოლო დღეების ნიშანი და თქვენი მომავალი
ფაქტების გულდასმით გამოკვლევის შემდეგ მილიონობით ადამიანმა დაასკვნა, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ბოლო დღეების ნიშანი ჩვენს დღეებში , ისტორია ნამდვილად ადასტურებს ბიბლიური წინასწარმეტყველებების უტყუარობას.
თქვენ ამასთანავე შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ მომავალი ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებაში. ეს წინასწარმეტყველებები პირადად თქვენც შეგეხებათ, რადგან ღვთის დაპირებისამებრ, ერთ დღესაც „ბოლო დღეები“ უცილობლად დასრულდება. იეჰოვას მოწმეები, რომელთა რიცხვი 9 მილონს აღწევს,, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას 240-ზე მეტ ქვეყანაში ქადაგებენ. ისინი ამ ცნობას აცხადებენ ყველგან — ქალაქსა თუ სოფელში, მთასა თუ ბარში. როცა ღმერთი ჩათვლის, რომ ეს საქმე დასრულდა, „მაშინ დადგება აღსასრული“. ეს ნიშნავს, რომ ადამიანთა მმართველობას წერტილი დაესმება და ღვთის სამეფო დაიწყებს მმართველობას.
5.ღვთის სიტყვის ძალა
კიდევ ერთ დამადასტურებელი ფაქტი ბიბლიის ღვთიური წარმოშობისა მის უნიკალურ ძალაშია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტიზემოთ განხილულთაგან შედარებით უფრო სუბიექტურია, ის არა ნაკლები ძლიერი მტკიცებულებაა ბიბლიის ღვთიური წარმოშობისა. ბიბლიას უნიკალური ძალა გააჩნია, რაც მას სხვა ოდესმე დაწერილი წიგნებისგან გამოარჩევს. ეს ძალა ყველაზე კარგად გამოიხატა იმ უთვალავი ადამიანის ცხოვრების ცვლილებებში რომელიც ღვთის სიტყვის ზებუნებრიობით მოხდა: ნარკომანები განიკურნენ, ჰომოსექსუალები გათავისუფლდნენ ამ დაავადებისაგან, უსაქმურები და უპატრონოები გარდაიქმნენ, ასობით კრიმინალი გამოსწორების გზას დაადგა, ცოდვილები მხილებულ იქმნენ და მისი წაკითხვით სიძულვილი სიყვარულმა შეცვალა. ბიბლიას გააჩნია ის დინამიური და გარდამქმნელი ძალა, რომელიც მხოლოდ უფლის სიტყვას შეიძლება ჰქონდეს.საწინააღმდეგო აზრების განხილვა
1.ჩვენს მსგავსად ბიბლიის მწერლები ხშირად დამკვირვებლის პოზიციიდან ანუ იმ კონკრეტული გეოგრაფიული წერტილიდან გამომდინარე საუბრობდნენ, სადაც იმყოფებოდნენ. მაგალითად, ბიბლიაში ნახსენებია „მზის ამოსავლის მხარე“ (რც. 2:3; 34:15). ზოგი კრიტიკოსი ამას ჩაეჭიდა და იმის მტკიცება დაიწყო, რომ ბიბლია არ არის მეცნიერულად ზუსტი. მათი აზრით, ებრაელებს ეგონათ, რომ სამყაროს ცენტრი დედამიწა იყო და მზე მის ირგვლივ ბრუნავდა. მაგრამ ბიბლიის მწერლებს ამგვარი მოსაზრება არსად გამოუთქვამთ. კრიტიკოსებს მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რომ მსგავსი ფრაზები თვითონაც არაერთხელ გამოუყენებიათ თავიანთ ასტრონომიულ კალენდრებში. დღესაც ჩვეულებრივ ამბობენ, რომ მზე ამოვიდა, ან მზე ჩავიდა. ბიბლიაში აგრეთვე ნახსენებია „დედამიწის კიდეები“ (ფს. 22:27; 46:9), „დედამიწის ოთხი კიდე“ (ეს. 11:12), „დედამიწის ოთხი კუთხე“ და „დედამიწის ოთხი ქარი“ (გმც. 7:1). ეს ფრაზები სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ებრაელებს დედამიწა ოთხკუთხედი ეგონათ. ციფრი ოთხი ხშირად სისრულის აღსანიშნავადაც გამოიყენება. მაგალითად, ორიენტაციისთვის ჩვენც ქვეყნის ოთხი მხარის აღმნიშვნელ სიტყვებს ვიყენებთ და ზოგჯერ ვამბობთ ფრაზებს „დედამიწის კიდით-კიდემდე“, „დედამიწის ოთხივე კუთხეში“, რაშიც ვგულისხმობთ მთელ დედამიწას (შდრ. ეზკ. 1:15—17; ლკ. 13:29).
No comments:
Post a Comment