Monday, 1 July 2019

საქმეების 4:12 - ასწავლიდა თუ არა პეტრე, რომ ქრისტეს სახელი იეჰოვას სახელს ცვლის?



ღმერთის სახელის გამოყენების მოწინააღმდეგეებს ხშირად მოჰყავთ შემდეგი მუხლი იესო ქრისტეს შესახებ: «სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით» (საქმეები 4:12). ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იესოს სახელი მისი მამის სახელზე მაღლა დგას და რაიმე სახით ჩაანაცვლებს მას?

ყველაფერი მარტივია თუკი ისე წავიკითხავთ მუხლს როგორც წერია:

მამას არ მოუცია არავითარი სხვა «სახელი» «ცის ქვეშ» (ანუ კაცობრიობისათვის დედამიწაზე არ მიცემულა არავითარი სხვა «მხსნელი», იესოს გარდა) ღმერთს გაბრიელი რომ მოეცა მხსნელად მაშინ მასზე დაიწერებოდა მსგავსი სიტყვები.და არავინ დაიწყებდა მტკიცებას რომ გაბრიელი იეჰოვას ცვლის, ან მხოლოდ გაბრიელი უნდა გამოვიყენოთ.

და ეს დიდებული მხსნელი – იესო ქრისტე – მამის განდიდებას ცდილობდა და არა საკუთარი თავის. ის ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ სიცოცხლის გადამრჩენი ცნობის წყაროს მამა წარმოადგენდა და არა თვითონ (იოანე 5:19; 14:24).  

«მაშინ იესომ მიუგო მათ: "რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა"» (იოანე 7:16).შეადარე  (იოანე 12:49)

 ახლა კი დეტალურად განვიხილოთ მუხლის კონტექსტი:

მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მმართველები, უხუცესები და მწიგნობრები (აგრეთვე უფროსი მღვდელი ანა, კაიაფა, იოანე,  და უფროსი მღვდლის ყველა ნათესავი), დააყენეს ისინი შუაში და კითხვა დაუწყეს: "რა ძალით ან ვისი სახელით გააკეთეთ ეს?" მაშინ პეტრე წმინდა სულით აღივსო და უთხრა: "ხალხის მმართველებო და უხუცესებო,  ეს მოხდა ნაზარეთელი იესო ქრისტეს სახელით,  ის არის "ქვა, რომელიც თქვენ, მშენებლებმა არაფრად ჩააგდეთ, მაგრამ კუთხის ქვად იქცა". სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით".  (საქმეები 4:5–12).

პეტრე არა უბრალოდ ებრაელებს მიმართავს, არამედ «ხალხის მმართველებსა და ისრაელის უხუცესებს». ალბათ საჭირო არ არის იმის ახსნა, რომ ეს ხალხი უკვე სცემდა თაყვანს იეჰოვას – ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და პეტრე არსად არ ცდილობს მათ გადარწმუნებას და იმაში დარწმუნებას რომ რომელიმე სხვა ღმერთს უნდა სცენ თაყვანი. ის არ სთავაზობს მათ ღმერთის ან რელიგიის შეცვლას. თუმცა ის ამ ებრაელების ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რაც ჯერჯერობით მათ აკლიათ – ქრისტეს მიმართ რწმენა. ამ რწმენის გარეშე ისინი ვერ გადარჩებოდნენ, რაც არ უნდა ექნათ. საკმარისი არ იყო მხოლოდ იეჰოვასადმი რწმენა და მოსეს კანონის შესრულება. რა თქმა უნდა, პეტრე აბსოლუტურად მართალი იყო, როდესაც იმ ერთადერთზე მიუთითა, რაც მათ გადარჩენისთვის აკლდათ. მოციქული ცდილობდა, თავის აუდიტორიამდე მიეტანა, რომ მხოლოდ ქრისტეა – და არა, ვთქვათ, მოსე – გადარჩენის გასაღები, თანაც ერთადერთი გასაღები. ამ გაგებით ქრისტე მოსეზე და ნებისმიერ რელიგიურ ავტორიტეტზე მაღლაა. 

ესაა ძალიან უბრალო გამონათქვამი, რომლის აზრიც – გადარჩენისთვის ქრისტეს მიმართ რწმენის აუცილებლობის ხაზგასმაა. მასში არ არის არავითარი ლოგიკის ცვლილება და მითუმეტეს იესოს მამის ავტორიტეტზე თავდასხმა. მაგრამ იმისათვის რომ გავიგოთ ამ გამონათქვამის აზრი, ჩვენ უნდა გვესმოდეს გადარჩენის შესახებ სახარებისეული სწავლების ლოგიკა. 

რა თქმა უნდა, ქრისტეს სახელი – ერთადერთია, რომლითაც ჩვენ გადავრჩებით, იმიტომ რომ ამ სახელის გაჩენამდე გადარჩენა უბრალოდ არ იყო ხელმისაწვდომი. ადამიანებს არ შეეძლოთ იეჰოვასთან შერიგება და მასთან დარღვეული ურთიერთობის აღდგენა, რამდენ ხანსაც არ უნდა მოეხმოთ მისი სახელისთვის. ამ გაგებით შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ იეჰოვას სახელით გადარჩენა შეუძლებელი იყო. მოდით სხვა მუხლები განვიხილოთ ამ თემასთან დაკავშირებით:

ამიტომ, ძმებო, იცოდეთ, რომ ახლა მისი მეშვეობით გეუწყებათ ცოდვების პატიება. ყველაფერში, რაშიც მოსეს კანონით ვერ ჩაითვალეთ უდანაშაულოდ, მისი მეშვეობით ჩაითვლება უდანაშაულოდ ყველა მორწმუნე (საქმეები 13:38–39). შეადარეთ (გალატელთა 2:16).

როგორც ვხედავთ, როგორც არ უნდა ვასიამოვნოთ იეჰოვას, თუნდაც მისი კანონის (ნაგულისხმებია მოსეს კანონი) უკანასკნელ ასომდე  შესრულებით, ქრისტეს მიმართ რწმენის გარეშე ეს ყოველივე უშედეგოა. გადარჩენა მხოლოდ ჭეშმარიტი კრავის - იესოს, ჭეშმარიტი მსხვერპლის შედეგად მიიღწევა. ესაა ერთადერთი სახელი, რომელსაც მივყავართ გადარჩენისკენ, ღმერთთან შერიგებისკენ და მის სულიერ იჯახში დაბრუნებისკენ. ყველა ეს ფრაგმენტი, საქმეების 4:12-ის ჩათვლით, ერთიდაიმავეზე საუბრობენ, მათ ერთნაირი ლოგიკა და კონტექსტი აქვთ. რა თქმა უნდა, არც მათში და არც სადმე სხვაგან ბიბლიაში არაა ნათქვამი, რომ იესოს სახელმა უნდა ჩაანაცვლოს იეჰოვას სახელი. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტეს სახელი იეჰოვამ მოგვცა – 

ყურადღება მივაქციოთ სიტყვებს «ადამიანებისთვის მიცემული».

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ქრისტე, მისი მსხვერპლი, მისგან ჩვენი ცოდვების გამოსყიდვა, – ყოველივე ის, რასაც მისი სახელი ასიმბოლოებს, – ესაა ძღვენი, ჩვენი ზეციერი მამის საჩუქარი კაცობრიობისათვის (იოანე 3:16). მაგრამ ნუთუ, საჩუქრის მიღების შემდეგ, უნდა დავივიწყოთ მჩუქებელი? ნუთუ საჩუქარი ანაცვლებს მჩუქებელს? ჩვენ თუ ურთიერთმიმართების «ღმერთი – ქრისტე – კაცობრიობა» სისტემა გვესმის, ჩვენ არასოდეს მივალთ ასეთ აბსურდულ დასკვნებამდე. ამ სისტემაში, იესოს, პირველ რიგში, ძღვენის როლი აქვს (რომაელები 6:23), მეორე, შუამავლის (1 ტიმოთე 2:5). ძღვენის გაგება მჩუქებლის არსებობას გულისხმობს. შუამავლის გაგება ორი მხრის გაგებას, რომელთა შორისაც ის შუამავლობს

სხვა მაგალითი. ფირმის დირექტორმა გამოცდილი და ცნობილი ბუღალტერი დაიქირავა, იმისათვის რომ მან კომპანიის ფინანსური პრობლემები მოაგვაროს. და აი ის მას თავის ხელქვეითებს წარუდგენს: «ესაა პეტრე პავლეს-ძე, ის ყველა ჩვენს პრობლემას მოაგვარებს. ყველა ჩვენს იმედებს მასზე ვამყარებთ. პეტრე პავლეს-ძე – ერთადერთი სახელია, რომელზეც ჩვენი ფირმის გადარჩენაა დამოკიდებული». ნიშნავს ეს, რომ დირექტორის სახელის გამოყენება აღარ არის საჭირო? რომ შეგვიძლია იგნორირება გავუკეთოთ მას? დავივიწყოთ მისი არსებობის შესახებ? რა თქმა უნდა, არა. ბოლოს და ბოლოს, ზუსტად ამ დირექტორმა იპოვა და დაიქირავა ეს ბუღალტერი. და ის ისევ დირექტორად რჩება.

არც იესო გამოჩენილა სიცარიელიდან, თავისი თავი თვითონ არ დაუნიშნავს. ის თავისი მამის დავალებით მოვიდა, მან მისი სწავლება მოიტანა, მის ნებას ასრულებდა. მან თქვა კიდეც, რომ მისი სწავლება – მისი არ არის, არამედ მისი წარმომგზავნისაა (იოანე 7:16). რატომ აღიარებს «ერთადერთი სახელის» მატარებელი პირდაპირ, რომ თავისი სწავლება კი არ მოაქვს, არამედ ვიღაც სხვისი? მხოლოდ იმიტომ, რომ ის იეჰოვას ნებას ასრულებს ზუსტად ისევე, როგორც სხვა მართალი პიროვნებები მთელ სამყაროში. და ის, რომ იესოს სახელით ვიძენთ გადარჩენას, ამ ნების ნაწილს წარმოადგენს. მაშ რის საფუძველზე ვივიწყებთ ჩვენი გადარჩენის ავტორს და რატომ ვებყრობით მის სახელს ასე უდიერად? 

მოდით ასევე გავიხსენოთ, მთელი ბიბლიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი და მთავარი მუხლი. ისიც განსახილველ თემას ეხება:

იესომ უთხრა: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა". (იოანე 14:6).

ყურადღება მივაქციოთ, იესო არის – გზა, ხოლო ამ გზის მიზანი – მისი მამაა. იესო თვითონ არ წარმოადგენს მიზანს, არამედ წარმოადგენს საშუალებას მიზნის მისაღწევად. მისი მეშვეობით მივდივართ იეჰოვასთან, ვურიგდებით მას, ვიძენთ ჭეშმარიტებას და ბოლო ჯამში სიცოცხლეს. ეს მიზანია – ამ გზის ერთადერთი აზრი. ჩვენ თუ გვესმის ქრისტეს ეს დიდებული გამონათქვამი, ჩვენ არასოდეს არ გვექნება საქმეების 4:12-ის გაგების პრობლემა. მაგრამ როდესაც ერთი სახელით მეორეს ჩანაცვლების არგუმენტის მხარდამჭერებს უსმენ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ გზა უბრალოდ გზისთვის სჭირდებათ, ხოლო გზის მიზანი მათ არ აინტერესებთ. მაგრამ ჩვენ თუ სწორი მიზნისკენ არ მივდივართ, ესე იგი ან გზა აგვებნა და დავიკარგეთ, ან სტარტი ფინიშში აგვერია, ან სულ დაგვავიწყდა, სად და რისთვის მივდივართ. ქრისტიანულმა გზამ ჩვენთვის აზრი დაკარგა, უშინაარსო ფორმად, იმიტაციად და ფარსად იქცა.

ამ არგუმენტის მხარდამჭერები მამისა და ძის სახელების ერთმანეთთან დაჯახებას, მათ შორის კონკურენციის ჩამოგდებას ცდილობენ, თითქოს ამ ორიდან მხოლოდ ერთი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არანაირად ორივე ერთად. მაგრამ ბიბლიაში ამ სახელებს შორის არავითარი კონკურენცია არ არის. მაგალითად, გამოცხადების 14:1-ში ჩვენ ვკითხულობთ: ვიხილე და, აი კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ასორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც შუბლზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი.

მიუხედავად იმისა რომ ეს ადამიანები იესოს გვერდით დგანან, მათ შუბლებზე არა მხოლოდ იესოს სახელი აწერიათ, არამედ მისი მამის სახელიც. და იესოს, როგორც ჩანს, არ წყინს ეს.

ასევე ვნახოთ სხვა მუხლი სადაც იეჰოვას და იესოს სახელი ერთადაა მოხსენიებული:

მძლეველს სვეტად ვაქცევ ჩემი ღვთის ტაძარში და ის აღარასოდეს გავა გარეთ. დავაწერ მას ჩემი ღვთის სახელს და ჩემი ღვთის ქალაქის სახელს - ახალ იერუსალიმს, რომელიც ზეციდან ჩამოდის ჩემი ღვთისგან, და ჩემს ახალ სახელს (გამოცხადება 3:12).

გარდა იმისა, რომ აქ იესო ოთხჯერ უწოდებს იეჰოვას «ჩემს ღმერთს», ის საკუთარი ხელით «აწერს» ჯერ იეჰოვას სახელს, ხოლო შემდეგ თავისას. თქვენ ხედავთ აქ ამ სახელებს შორის კონკურენციას? მე – ვერა. სამაგიეროდ მე ვხედავ იესოს მხრიდან, მამის სახელისადმი ღრმა პატივისცემას.

ბოლოს და ბოლოს, ამ არგუმენტის მხარდამჭერები თანმიმდევრულები უნდა იყვნენ: თუ საქმეების 4:12-ის გამო ჩვენ არ უნდა ვხმარობდეთ სახელს იეჰოვა, მაშინ ბიბლიაში არცერთ სხვა სახელსაც არ უნდა ვხმარობდეთ, იქნება ეს მოსე, ნოე თუ ლაზარე. ვინაიდან ამ სახელებითაც ხომ ვერ გადავრჩებითთუნდაც სულიწმინდას ან სამებას.. მაგრამ თუ ყველა ამ სახელის გამოყენება შეგვიძლია, მაშინ რატომ არ შეგვიძლია იესოს მამის სახელის გამოყენება? რითაა ის სხვა სახელებზე ცუდი? ბოლოს და ბოლოს, უმნიშვნელო სახელებს შუბლებზე არ აწერენ

წყარო: sergeiivanov.blogspot.com

No comments:

Post a Comment