Monday, 23 December 2019

მისაღებია ქრისტიანებისთვის ახალი წლის აღნიშვნა?



ჭეშმარიტი ქრისტიანები უარს ამბობენ ამ დღის აღნიშვნაზე შემდეგი საფუძვლიანი მიზეზების გამო:


1.მისი წარმოშობა. ახალი წელი ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია, თუმცა, ყოველთვის როდი აღნიშნავდა კაცობრიობა ახალი წლის დადგომას პირველ იანვარს.

წლის პირველ თვედ იანვარი რომის იმპერატორმა გაიუს იულიუს კეისარმა  გამოაცხადა ქრისტესშობამდე 45 წელს. მანამდე რომაელები, მსოფლიოს სხვა ხალხების მსგავსად, ახალი წლის დადგომას გაზაფხულზე,  მარტის თვეში ზეიმობდნენ და მას სამიწათმოქმედო სამუშაოების დაწყებას უკავშირებდნენ. კეისარმა მიიჩნია, რომ ძველი და ახალი წლის "გაყრა" სწორედ დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში ხდებოდა. იანვარი ხომ რომაელთა ორსახოვანი ღმერთის, იანუსის თვე იყო
(ამ თვის სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის).

ამ დღესასწაულის წარმოშობასთან დაკავშირებით: ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“» ნათქვამია: „რომაელმა მმართველმა, იულიუს კეისარმა, ძვ. წ. 46 წელს 1 იანვარი ახალი წლის დღედ დაადგინა. (რომაელები მარტიდან იწყებდნენ ახალ წელს)  ამ დღეს 1 იანვარს იყო წარმართული ღვთაება იანუსის —დღესასწაული ეს დღე დასაბამის ღმერთის, იანუსისადმი იყო მიძღვნილი და ახლა რომაელთა ახალი წლის პირველი დღეც მისადმი უნდა მიეძღვნათ. (იანუსის პატივსაცემად წლის პირველ თვეს იანვარი დაარქვეს).
 იანუსს ორი სახე ჰქონდა, ერთი წინ იყურებოდა მეორე უკან“. რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი წარსულშიც იყურებოდა და მომავალშიც.


არსებობდა თქმულება, რომ, ვინც 1 იანვარს მხიარული დროსტარებით, სიცილ-კისკისით და უხვი დოვლათით შეხვდებოდა, ასევე ბედნიერად და კეთილდღეობით გაატარებდა მთელ იმ წელიწადსაც. ზუსტად იგივე ცრურწმენა დღესაც ახლავს ახალი წლის დღესასწაულს. ამგვარად ხალი წლის დღესასწაულის აღნიშვნას საფუძვლად წარმართული ტრადიციები დაედო.

2.წარმართული ჩვეულებები და ასტროლოგია
დღესაც  კი ასრულებენ წარმართულ რიტუალებს საახალწლო დღესასწაულებზე. მაგალითად სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ მხარეში ბევრი მარჯვენა ფეხზე მდგომი ხვდება ახალ წელს; სხვები საყვირს აყვირებენ და შუშხუნებს ისვრიან; სლოვაკეთში კი ფულს მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ დებენ ხოლმე. ასეთ რიტუალებს იღბლიანობისა და კეთილდღეობის გარანტიად მიიჩნევენ; და უბრალოდ, უკვდავყოფენ უძველესი დროიდან შემორჩენილ რწმენას, რომ თითქოს ახალი წელი ბედის შემობრუნების დროა.
გრდა ამისა ახალი წელი იწყება ასტროლოგიური პროგნოზებით, რომელსაც დიდად აყურადებს "ქრისტიანი" მოსახლეობა. შემდეგ, ყოველი წელი, როგორც მასობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ცხადდება რომელიღაც ცხოველის თუ ქვეწარმავლის: კურდღლის, თაგვის, გველის და ა. შ.  წელიწადად, - იძლევიან შესაბამის ინსტრუქციებს ამასთან დაკავშირებით, თაყვანს სცემენ და ოჯახში "შემოჰყავთ" (პირდაპირი მნიშვნელობით თუ არა, სიმბოლურად, თუნდაც თოჯინების სახით). თანაც, მოცემული ცხოველის პატივსაცემად იცმევენ შესაბამისი ფერის ტანისამოსს, განსაკუთრებულად აწყობენ სუფრას ("ღმერთმა" არ ქნას, და მოცემული წლის ცხოველი არ განაწყენდეს...);  და ეს ყოველივე ხდება სერიოზულად, არა ხუმრობით. ბევრს მიაჩნია, რომ ადამიანის ხასიათს და საქციელს განსაზღვრავს ის ცხოველი, რომლის წელსაც არის დაბადებული, ან ეს წელი მას წარმატებას მოუტანს.  ახალი წლის მრავალი რიტუალი, მათ შორის სიმდიდრისა და ბედ-იღბლის ღმერთის განდიდება, იმასთანაა დაკავშირებული, რომ იმ წელს წარმატება დაებედოთ. როგორია ქრისტიანული თვალსაზრისი ასეთ წეს-ჩვეულებაზე?

 თავის სიტყვაში, ბიბლიაში იეჰოვა განსჯის ‘ცათა თაყვანისმცემლებს, ვარსკვლავთა შემყურეებს, რომლებიც ცოდნას აფრქვევენ ახალმთვარობისას და ამბობენ, რა მოხდება!’. ღმერთი აგრეთვე განიკითხავს „იღბლიანობის ღმერთისა“ და „ბედისწერის ღმერთის“ თაყვანისმცემლებს (ესაია 47:13; 65:11, 12). ნაცვლად იმისა, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მიენდონ იდუმალ და უხილავ ძალებს, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სულიერ სამყაროსთან ან ვარსკვლავებთან, ისინი მიჰყვებიან ბიბლიაში ჩაწერილ მოწოდებას: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავები 3:5, 6). ცრურწმენა ატყვევებს ხალხს, ბიბლიური ჭეშმარიტება კი ათავისუფლებს მათ (იოანე 8:32).


3.საშობაო ნაძვის ხე. ხის თაყვანისცემა გავრცელებული იყო წარმართ ევროპელებში. ისინი ქრისტიანობის მიღების შემდეგაც მიჰყვებოდნენ ამ ჩვეულებას“. ხის თაყვანისცემას თან ახლდა სხვადასხვა წეს-ჩვეულება და რიტუალი, მათ შორის „სახლის შესასვლელში ან რომელიმე ოთახში საშობაო ნაძვის ხის დადგმა ზამთრის დღესასწაულების პერიოდში“ (ენციკლოპედია „ბრიტანიკა“).ამ ხეებს შორის, მარადმწვანე ნაძვის ხეს განსაკუთრებული ადგილი ეკავა
ნაძვი აირჩიეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო უკვდავების და სიძლიერის სიმბოლო. . ჩვენი წინაპრები მას “მსოფლიო ხედ” მოიაზრებდნენ, რომელიც სიცოცხლის უწყვეტობის სიმბოლო იყო. ტყეში ყველაზე დიდ ნაძვის ხეს პოულობდნენ და მასზე უამრავ საჩუქარს კიდებდნენ, რათა წელი ნაყოფიერი გამომდგარიყო.

ძველი ევროპელები ნაძვის ხის ტოტებზე ვაშლებს, კვერცხებსა და კაკალს კიდებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ ასე მორთული ნაძვის ხე ბოროტ სულებს და ყოველგვარ უწმინდურობას “ისხლეტდა”. აღსანიშნავია, რომ ასე მორთულ ნაძვის ტოტებს ძველი ევროპელები სახლის კართან კიდებდნენ, მას სათამაშოებითაც რთავდნენ.ამის შესახებ მსოფლიომ, სავარაუდოდ, გერმანელი მწყემსბისგან შეიტყო, რის შემდეგაც ამ ტრადიციამ სულ მალე გადაინაცვლა სამეფო კარზე, სადაც პრინცესები იზრდებოდნენ, შემდეგ სხვა ქვეყნების უფლისწულებს მიყვებოდნენ ცოლად და ამის ხარჯზე ნაძვის ხის მორთვის ტრადიციამ ფესვი თითქმის მთელ მსოფლიოში გაიდგა.


თავდაპირველად ნაძვის ხეს და ზოგადად წარმართულ რიტუალებს ეკლესიაც დიდი თავგამოდებით ებრძოდა. თუმცა წარმართული წარსულის მქონე ხალხში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ხალხმა, ვერ დაივიწყა ძველი ტრადიციები და რიტუალები. ისინი ისევ ასრულებდნენ წარმართულ რიტუალებს, თუმცა ამავდროულად ქრისტიანებიც იყვნენ. დროთაგანმავლობაში ეს ტრადიციები ქრისტიანმა საზოგადოებამ ისე შეითვისა, რომ ამ ტრადიციებთან წარმართებზე უფრო ქრისტიანები ასოცირდებოდნენ. საბოლოოდ სხვადასხვა ეკლესიებმა ნაძვის ხის კულტი აღიარეს და შობას დაუკავშირეს. ნაძვის ხის კულტის ქრისტიანობასთან შერწყმის შემდეგ მოხდა მისი ქრისტიანული სიმბოლიზირება. 

რუსეთში ნაძვის ხის „გაქრისტიანების“ პროცესს დაბრკოლებების გარეშე არ ჩაუვლია. ამ სიახლეს მართლმადიდებელი ეკლესია მშვიდად არ შეხვედრია. სამღვდელოება ახალ დღესასწაულს „დემონურ წარმოდგენას“ და წარმართულ ტრადიციას უწოდებდა, რასაც საერთო არაფერი ჰქონდა მხსნელის დაბადებასთან. უფრო მეტიც, ეს ტრადიცია დასავლური იყო» (ელენა დუშეჩკინა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი).

ამგვარად როგორც ვხედავთ ნაძვის ხის კულტი არის წარმართული რწმენისა და რიტუალების გამოვლინება თანამედროვე ქრისტიანულ საზოგადოებაში. ნაძვის ხის მორთვა, მის მიმართ კმაყოფილების გამოხატვა არის პოლითეისტური რწმენისა და მისი რიტუალების უკვდავყოფისთვის გატარებული ღონისძიება.

მისაღებია თქვენთვის, როდესაც რელიგიური წინამძღოლი ქრისტიანულ იერს აძლევს იმ მოვლენებსა თუ სიმბოლოებს, რომლებიც ძველი წარმართული ტრადიციებიდან იღებს სათავეს? ბიბლია ჭეშმარიტ ქრისტიანებს მიმართავს: „რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან? ან რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან?“ (2 კორინთელები 6:14—17).

4.სანტა კლაუსი და თოვლის ბაბუა ტრადიცია: ბევრ ქვეყანაში სანტა-კლაუსი წარმოუდგენიათ, როგორც კეთილი ბაბუა, რომელიც ბავშვებს ასაჩუქრებს. ბავშვები ხშირად სწერენ წერილებს სანტა-კლაუსს და საჩუქრებს სთხოვენ. გადმოცემის თანახმად, ის ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს და მას საჩუქრების მომზადებაში ელფები ეხმარებიან.

 რას ამბობს ბიბლია: „ახლა, რადგან მოიშორეთ სიცრუე, თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“. ჩვენი მოყვასები პირველ რიგში ჩვენი ოჯახის წევრები არიან (ეფესოელები 4:25). ბიბლია იმასაც ამბობს, რომ უნდა გვიყვარდეს ჭეშმარიტება, ანუ ჭეშმარიტებას გულშიც ვლაპარაკობდეთ (ზაქარია 8:19; ფსალმუნი 15:2). შეიძლება უწყინარ ტყუილად მოგვეჩვენოს ბავშვებისთვის იმის თქმა, რომ საშობაოდ საჩუქრები სანტა-კლაუსს მოაქვს, მაგრამ სწორია ბავშვების მოტყუება, თუნდაც ამას ცუდი მოტივით არ ვაკეთებდეთ? განა სამწუხარო არ არის ის ფაქტი, რომ დღესასწაულზე, რომელიც ვითომ იესოს განდიდებას ემსახურება, სინამდვილეში ბავშვებს ატყუებენ?! განა შეაყვარებს ეს ბავშვებს სიმართლეს? განა მიაგებს პატივს ასეთი ჩვეულება იესო ქრისტეს, რომელიც გვასწავლის, რომ ღმერთს ჭეშმარიტებით უნდა ვცეთ თაყვანი?

5. ღრეობა და თავაშვებულობა. ხმაურიანი დროსტარებითა და ღრეობებით არის ცნობილი ახალი წელი,ბიბლია ქრისტიანებს აფრთხილებს «მოიქცნენ თავდაჭერილად, . . არა მსუნაგობით [„თავაშვებული ღრეობით“, აქ] და ლოთობით»* (რომაელთა 13:12—14; გალატელთა 5:19—21; 1 პეტრე 4:3). ამიტომ, რადგან საახალწლო ზეიმებზე ხშირია თავაშვებულობა, რასაც ბიბლია განსჯის, ქრისტიანები არ მონაწილეობენ მასში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მოსაწყენ, უსიცოცხლო ცხოვრებას ეწევიან. პირიქით, ბიბლია ჭეშმარიტი ღვთის მსახურებს მოუწოდებს, იხარონ, რადგან საამისოდ უამრავი მიზეზი აქვთ (მეორე რჯული 26:10, 11; ფსალმუნი 31:11; იგავნი 5:15—19; ეკლესიასტე 3:22; 11:9). 


6.გარდა ამისა დავფიქრდეთ ამაზე: ახალი წელი საიდან? რომელი თარიღიდან იწყებს დასაბამს. ახალი ერა? ქრისტეს შობიდანო, გიპასუხებთ ცივილიზებული სამყარო. მაგრამ თუ ახალი ერა ქრისტეს შობიდან იწყება, მაშინ რატომ დგება შობა ერთი კვირით ადრე, ვიდრე ახალი წელი?(შესაბამისად ერთი კვირის მერე ახალი წელი). რასაკვირველია, ყველაფერი ძველი რომიდან დაიწყო, სადაც წლის მთავარი დღესასწაული სატურნალი - დროის ღმერთის დღესასწაული გახლდათ, რომელიც 17 დეკემბერს იწყებოდა და ერთ კვირას გრძელდებოდა. დროის ამ მონაკვეთში ბატონები მონებთან ერთად უსხდებოდნენ მაგიდას, მოსწავლეები სწავლას წყვეტდნენ, ეწყობოდა კარნავალები, ხალხი საჩუქრებს ჩუქნიდა ერთმანეთს, დამნაშავეების სიკვდილით დასჯა იკრძალებოდა.
ეს ყველასთვის საყვარელი დღესასწაული იყო, რომელსაც მოყვებოდა ახალი წელი, იანუსის დღესასწაული.. ქრისტიანობის მოსვლასთან ერთად ტრადიციული დღესასწაულები ახალი რელიგიური დღესასწაულებით იცვლებოდა. ამასთან, რომაელები რომ არ განერისხებინათ ახალი სარწმუნოებით, ცდილობდნენ ახალი და ტრადიციული დღესასწაულები ერთმანეთისთვის შეერწყათ.

როგორც დავინახეთ, საახალწლო დღესასწაულებს ფესვები წარმართულ ადათ-წესებში აქვს გადგმული, ცრუ თაყვანისცემა კი იეჰოვა ღმერთის თვალში სისაძაგლეა და უწმინდურება. ამიტომ ქრისტიანები ყველანაირ ჩვეულებას, რომელთაც დასაბამი წარმართული ადათ-წესებიდან აქვს აღებული ერიდებიან (მეორე რჯული 18:9—12; ეზეკიელი 22:3, 4). მოციქულმა პავლემ დაწერა: „რა საერთო აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს ბნელთან? რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან?“ შემდეგ სამართლიანად დასძინა: „უწმიდურს ნუ მიეკარებით“ (2 კორინთელთა 6:14—17ა).
 ჩვენთვის ახალი წელი არ არსებობს , რადგან ყოველი დღე ახალია,.ხმაურიანი დროსტარებითა და ღრეობებით ცნობილი ახალი წელი, წელიწადის რა დროსაც უნდა აღინიშნებოდეს, ქრისტიანული არ არის. პირველი ქრისტიანები მას არ ზეიმობდნენ.

გახსოვდეთ: ბედნიერი ადამიანებისთვის ყოველი დღე დღესასწაულია!


საწინააღმდეგო აზრის განხილვა:

განა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორი წარმომავლობა აქვს დღესასწაულს?


პასუხი: სიტუაცია წარმოვიდგინოთ:
რომელიღაც ქვეყანაში, ძალაუფლებით აღჭურვილი პირები ადოლფ ჰიტლერს ძალიან დიდ პატივს სცემენ, მათთვის ის გმირია და ა.შ. მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ სახელმწიფო დღესასწაულის სახით — მისი დაბადების დღე — 20 აპრილი დანიშნონ. თუმცა, რადგან ესმით, რომ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ეს იდეა საერთოდ არ მოეწონება, ეს ჯგუფი წყვეტს, რომ ჰიტლერის დაბადების დღე «შენიღბოს», მაგალითად როგორც «საყოველთაო სიხარულის დღედ», რათა ყველასათვის ადვილი იყოს მისი მიღება. ხალხი მზადყოფნით იღებს ამ დღესასწაულს და მრავალი წლის განმავლობაში აღნიშნავს. ხალხისთვის ის «შინაური», საოჯახო დღესასწაული ხდება. თუმცა რამოდენიმე წლის შემდეგ ის ფაქტი აშკარავდება, რომ ეს ზეიმი ადოლფ ჰიტლერის საპატივცემულოდ იყო ჩაფიქრებული და მისი აღნიშვნის თარიღი, რეალურად ჰიტლერის დაბადების დღეა და ა.შ. აქვს თუ არა მნიშვნელობა მოცემულ შემთხვევაში დღესასწაულის წარმომავლობას? დღესასწაულს ხომ სიხარული მოაქვს ხალხისთვის, ის ხომ ოჯახებს კრებს ერთად?... გონიერ ადამიანებში დღესასწაულის წარმომავლობის ამგვარი ფაქტების გამოაშკარავება, აღშფოთებასა და გაუცხოებას გამოიწვევდა. მოაზროვნე ადამიანები უარს იტყოდნენ ამგვარ დღესასწაულზე.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, მსგავსი სქემა მუშაობს დღეს პოპულარული დღესასწაულების უმრავლესობის შემთხვევაში. ხალხი ამ დღესასწაულებს შეეჩვია, ისინი «კულტურის» ნაწილი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობის წარმომავლობა უკეთესი როდია. თუმცა მოყვანილ მაგალითზე დაფიქრებისას, შეგვიძლია ის განვსაზღვროთ: «აქვს რაიმე მნიშვნელობა იმას, თუ როგორი წარმომავლობა აქვს იმ დღესასწაულს, რომელსაც მე ავღნიშნავ? სინამდვილეში ვის მივაგებ პატივს მისი აღნიშვნისას?»

თურმე, მნიშვნელობა აქვს.



No comments:

Post a Comment