Thursday, 6 February 2020

დანიის საკონგრესო დარბაზი: ფარული ოკულტურ - მასონური სიმბოლოა?



იეჰოვას მოწმეების ოპონენტები გამუდმებით ცდილობენ, რომ  რაიმე ხელჩასაჭიდი მოიპოვონ,  და მერე დაადანაშაულონ მოწმეები, ან ნახევრად  სიმართლე გაავრცელონ მათზე. მსგავს მიდგომას იყენებენ დანიის საკონგრესო დარბაზთან მიმართებაშიც, კერძოდ იმას რომ საჰაერო ხედიდნ მიწის ნაკვეთი სამკუთხა ფორმისაა   შენობა  კიდე თვალის ფორმისო (ყოვლისმხედველი ჰორუსის თვალისო) რომლებიც მასონურ და ოკულტურ სიმბოლოებს წარმოადგენენო. ქვემოთ ცნობისთვის სურათზე ნაჩვენებია ჰორუსის თვალი:(რომლის ანალოგიც არანაირად არ ჩანს ეს შენობა. თუმცა ამას მოგვიანებით დავუბრუნდებით)


 შედეგად ისინი ამტკიცებენ, რომ იეჰოვას მოწმეებს თითქოს ფარული კავშირი აქვს ამ ორგანიზაციებთან. ამ საქმეში გასარკვევად მოდი განვიხილოთ  ეს საკითხი დეტალურად:

1) მიწის სამკუთხედის ფორმა. მიწას რაზეც საკონგრესო დარბაზი აშენდა, ყიდვისას არასრულყოფილი სამკუთხა ფორმა ჰქონდა. იქ საკმაოდ ბევრი მიწის ნაკვეთი სამკუთხა ფორმის არის გამომდინარე მიწის დაგეგმარებიდან.და ისინი, ვინც განსაზღვრავს მიწის ფორმას, არის ხელისუფლება და არა მიწის მეპატრონე(ამ შემთხვევაში მოწმეები)

2) თვალის ფორმა. ამ ტიპის რელიეფის სამკუთხედის ფორმაში, ჩნდება გამოწვევა, რომ ინჟინრებმა და არქიტექტორებმა შეეძლონ შეიმუშაონ ისეთი რამ, რაც, ოპტიმალურად აითვისებს სივრცეს. და ეს ნამუშევარი აკმაყოფილებს ყველა საჭირო მოთხოვნას სივრცის საუკეთესო გამოყენების მიზნით.(რამაც გამოიწვია აღნიშნული ფორმა)

ა) ყველაზე დიდი ფართი (შესასვლელიდან,  რაც თვალის ფუძეს ჰგავს) - იძლევა ოპტიმალურ ფართობს პარკინგისთვის, ასეთი ტიპის ნაკვეთზე. შემდეგ საპარკინგეს  ზემოთ გაკეთებულია აუდიტორია, და აუდიტორიის წინ მიწის წვეროში მოსახლეობისგან მოშორებით სცენა. (ლოგიკურია სცენა რომელიც პატარა მოცულობისაა ამ ტიპის ნაკვეთში საუკეტესო მდებარეობა მიწის წვერო იქნებოდა ფართის საუკეთესოდ ასათვისებლად) ეს გარდა იმისა რომ საუკეთეოს არის ფართობი ათვისებული თავიდან იცილებს 1) ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის  შეწუხებას 2) მსმენლების ყურადღების არ გადატანას მანქანების მოძრაობაზე და ხმაურზე. რადგან საპარკინგე  განთავსებულია  აუდიტორიის უკანა მხარეს და აუდიტორიის ყურადღება მიმართულია ზემოთ სცენისკენ სადაც არაა მოსახლეობა.ამავდროულად ხედვის კუთხეები დაცულია იმ დონეზე (გამომდინარე იქედან რომ აუდიტორია მრგვალია) რომ დადგმული დრამები და მომხსენებელი ყველა მხრიდან ყოფილიყო დანახული. ამრიგად ფართი ოპტიმალურად არის გამოყენებული მსმენელისთვის და ასევე გათვალისწინებულია ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობაც.

ბ) აუდიტორია (თვალი) - მრგვალია(გამომდინარე იქედან რომ საუკეთესოდ იყოს დაცული ამ ტიპის ნაკვეთზე ხედვის არეები სცენაზე გამომსვლელებისა და დრამების საყურებლად) ის ოდნავ ამოზნექილია, ანუ მას აქვს "U" ფორმა. (რაც არ არის თვალის ანალოგი) ამ ტიპის ფორმატი აუმჯობესებს აკუსტიკას. როგორც ჩანს, ზემოდან ისე ჩანს თითქოს თვალს გავს,მსგავსი სცენები კი ჩვეულებრივია მსოფლიო დაგეგმარების არქიტექტურაში რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ოკულტურ დაგეგმარებასთან

3) არის თუ არა ეს ფარული სიმბოლო?

წარმოიდგინეთ, რომ გსურთ განახორციელოთ მშენებლობა, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს, თქვენი კომპანიის, ეკლესიის,  და ასე შემდეგ "სიმბოლოს.ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სიმბოლოში, ის, რასაც  ხაზი უნდა გავუსვათ, არის ის, რომ ის იყოს  რაც შრიძლება სრულყოფილი ანალოგი. რაც არანაირად არ ჩანს ამ დარბაზში
ამასთან დაკავშირებით, საინტერესო საკითხები შეინიშნება ამ დარბაზში:

ა) ეს არაა ზუსტი და სრულყოფილი სამკუთხედი რაც მასონთა მოთხოვნებში ჩაჯდებოდა, რადგან მარცხენა და მარჯვენა მხარე არაზუსტია და არ ასახავს სრულყოფილად თვალის ანალოგს(იხილეთ თეთრად მონიშნული ადგილები სურათზე)



ბ) თვალი(მათი შეფასებით)

 ანუ აუდიტორია და სცენის ნაწილი., აუდიტორიას და სცენას თვალის ფორმისთვის: აქსესუარებთან ერთად,  და საერთო ფონის ჩათვლით, უამრავი პრობლემა აქვს რეალური თვალის  ფორმის   სიმბოლოსთვის:

I. არის ინვერსიული, 

II. არ არის გაკეთებული წარბები და მრგვალი გუგა ის უფრო რკალისებურია და სცენაც არაა გუგისებურად სრულყოფილად მრგვალი. არც გახელილი თვალის შთაბეჭდილებას ტოვებს რაც ოკულტისტთა სიმბოლოებს ახასიათებს.

ქვემოთ სურათზე  ნაჩვენებია ახლო ხედით დანიის საკონგრესო დარბაზი. აუდიტორია და სცენა. თეთრად მონიშნული ადგილები ნათლად აჩვენებს რომ ეს ფორმები არანაირად არ ჯდება თვალის ანალოგიაში ესენი უბრალოდ გამოუსადეგარია თუკი ვსაუბრობთ  თვალის ანალოგზე




სცენა ახლო ხედით. თვალის გუგის გარდა ყველაფერს გავს



ამრიგად, არც გარედან და არც შინაგანად არ გვაქვს საჭირო მახასიათებლები, რომ ოპონენტების ბრალდების სერიოზულობა დავინახოთ 
წარმოიდგინეთ რომ გინდათ ფეხბურთის ბურთის ფორმის რაღაცის გაკეთება. ნუთუ გააკეთებდით ისეთ ბურთს რომელიც არ იქნებოდა ზუსტად წრიულიი? და უფრო მეტად ელიფსს დაემგვანებოდა? რა თქმა უნდა არა! ეს ხელს შეუშლის  აღქმასა და ერთგულებას იმ სიმბოლოსთან მიმართებაში, რომელსაც ატარებთ. 


4) სხვა ყურადსაღები ელემენტები:


ა)   თუ დანიის ფილიალს სურდა ნამდვილი მასონური პირამიდა გამოჩენილიყო იმ ტერიტორიაზე, ნუთუ ისე არ გააკეთებდა რომ ყველა სიმბოლოს სრულყოფილად აერეკლა მასონური პირამიდის და ყოვლისმხედველი ჰორუსის თვალის ფორმა?

ბ) სად არის სხვა მტკიცებულებები სხვა შენობებში მსოფლიოში? თუ ორგანიზაცია ამ ყველაფრის ნაწილია, რატომ ვერ ვხედავთ სხვა ნამუშევრებს სხვა ქვეყნებში რომელიც შეიცავს ამგვარი სიმბოლოების არსებობას? რატომ არ გააკეთეს ეს, მაგალითად, მსოფლიოს ახალ სამმართველოში?  თუ სადმე უნდა ყოფილიყო ეს სწორედ რომ მთავარი სამმართველოა. რატომ მხოლოდ დანიაში ისიც ერთ ადგილზე მსოფლიოში?
ეს ბრალდება მოდის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც  ცდილობენ შეურაცხყონ მოწმეების ორგანიზაცია   ან გაავრცელონ ნახევრად სიმართლე.ესეთი მიდგომები გამომდინარეობს  ეშმაკის მიერ კონტროლირებადი ადამიანების გულიდან და გონებიდან 

ამგვარად: სურათი სხვა არაფერია თუ არა პარეიდოლიური ილუზია. პარეიდოლია: არის  კონკრეტული ობიექტის ილუზორული აღქმა როდესაც გონება რეაგირებს სტიმულზე რაიმე სახის იმ ნაცნობი ნიმუშის (ხმა, გამოსახულება) აღქმით, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. უყურებ ღრუბელს, სახლს, ჩრდილს და ამ ადგილებში ხედავ სიმბოლოების, სახეების, ცხოველების და ა.შ. გამოსახულებას.
პარეიდოლიის ცნობილი მაგალითებია: ღრუბლებში სხვადასხვა ფიგურის გამოჩენა და მთავრის ზედაპირზე არსებული ადამიანის მაგვარი სახის  დაკვირვების შედეგად შემჩნევა და სხვა. მაგალითად:

ვეშაპი


ცხენი


დამწვარი ხის ნაჭერი ისე გამოიყურება, თითქოს რამოდენიმე ჩიტი ცეცხლთან თბებოდეს


ზვიგენის თავდაყირა გადაღებული ფოტო: ნამდვილ დემონს გავს

ოპონენტების ორმაგი სტანდარტის ლოგიკას თუ გავყვებით, გამოდის ღმერთმა ფარულად დემონური ვიზუალი ჩადო მასში. ასევე ღრუბლებში როცა მსგავსი გამოსახულებების ფორმას იღებს.
 იმედია იმ დონემდე არ წავა მათი ილუზიები, რომ მსგავსი ვიზუალის აღმოჩენისას ღვთის ქმნილებებში, საბაბი გახდეს თავიანთი სუპერ ლოგიკით ბრალდებები ღმერთსაც რომ წაუყენონ

ზოგმა შეიძლება თქვას: მოწმეები დეტალებს უკვირდებიან ყველაფერში და ეს გამორჩათ რომ თვალს გავდა ზედა ხედითო?

ეს შენობა 1993 წელს აშენდა და მაშინ არ იყო maps პროგრამა და მსგავსი საშუალებები, რომ ასე მარტივად გაეგოთ თუ  რა რას გავდა საჰაერო ხედით. მთავარი ისაა რომ მათ არ დაუპროექტებიათ შენობა ოკულტური ნიშნით და არავის დაბრკოლების მიზანი არ ჰქონიათ. 


დასკვნა

სურათი სხვა არაფერია, თუ არა პარეიდოლია,  რომელზეც სერიოზული აპელირება  უფრო მეტად უნდა იყოს ღიმილის მომგვრელი, ვიდრე შემაშფოთებელი. ბიბლია მსგავს ბრალდებებზე ნათლად გვაფრთხილებს:

ყურადღება არ მიაქციონ ... იგავ-არაკებსა და იმ ადამიანთა მცნებებს, ვინც ჭეშმარიტებას ზურგს აქცევს.  სუფთასთვის ყველაფერი სუფთაა. წაბილწულებისა და ურწმუნოებისთვის კი არაფერია სუფთა, მათ გონებაც წაბილწული აქვთ და სინდისიც (ტიტ 1:14,15)



ახლა კი კიდევ ერთხელ გამოვააშკარაოთ ოპონენტების ორმაგი სტანდარტების ლოგიკა,
და წარმოგიდგენთ, მართლმადიდებლურ სამყაროში იმ სიმბოლოებს, რომლებზეც ასე უყვართ საუბარი ჩვენს ოპონენტებს და პარეიდოლიური ილუზიებით  ოკულტურ ორგანიზაციებად აცხადებენ სხვებს. აი ისე როგორც იესომ თქვა: თავის თვალში მორს ვერ ამჩნევენ და სხვისაში ბალახის ღერს რომ ეძებენ

აქვე უნდა აღინიშნოს რომ ეს სიმბოლოები მათ ძალიან დიდი ხანია აქვთ . მაგრამ მოწმეებს არ მიუკერებიათ მათთვის მასონების ოარლიყი. (მაგრამ თუ დანიის დარბაზი მასონობას ნიშნავს , მაშინ გაცილებით დიდი მასონები თავად მართლმადიდებლები გამოდიან ამ ლოგიკით)


1.კიევი მართლმადიდებლური  ტაძარი: პირამიდის შუაში ყველა ხედავს ყოვლისმხედველ თვალს





2.ასევე ყოვლისმხედველი თვალი სხვადასხვა მართლმადიდებლურ ნამუშევრებში




3.ნიჟნი ნოვრგოროდი ოკულტური სიმბოლო: სხივები რომლებიც წარმოიქმნება ყველა მიმართულებით



4.1812 წლის მედალი იგივე სხივები




5.პენტაგრამა ეს არის 5 ქიმიანი ვარსკვლავი, ფიგურა, რომელიც  აქტიურად გამოიყენება მაგიურ და ოკულტურ სიმბოლოდ გნოსტიკების, მასონების სატანისტების წრეებში.ისევე როგორც მართლმადიდებლურ ხატებში




6.ნიმბი-ერთი უძველესი წარმართული სიმბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მზის ღმერთების გამოსახულებაში.ფართოდ გამოიყენებოდა იგი ინდუიზმსა და ბუდიზმში





7.მუდრი-ეს არის განსაზღვრული ჟესტები აღმოსავლურ რელიგიებში, ხელებისა და თითების მოწყობა სარიტუალო პრაქტიკის შესრულების დროს.ითვლება, რომ ეს მოძრაობები საშუალებას იძლევა მართო სასიცოცხლო ენერგია და ყურადღების კონცეენტრირება მოახდინო ერთ რომელიმე საგანზე






8.ქვემოთ მოცემულია მართლმადიდებლობაში  პოპულარული ხატი -  წვერიანი კაცის სახით, რომელსაც ძველი რომისა და საბერძნეთის წარმართულ ღვთაებებში ვხვდებით



ამრიგად, თუ მათ ორმაგი სტანდარტების ლოგიკას გავყვებით, მთელი მსოფლიო მასონური გამოდის და რელიგიებიც (მათ შორის მათი მართლმადიდებლობა. და რა ფაქტებიც წარმოვადგინეთ თუვინმეა ოკულიზმთან კავშირში ეს მართლმადიდებლობა ყოფილა)

ამიტომ მათ ვურჩევთ, მოეშვან პარეიდეოლურ წამოვლებს, და თავის წარმართულ რელიგიებში ეძიონ ის, რასაც სხვაგან ქექავენ, რადგან სხვაგან კი არა ზუსტად მათშია წარმართული: დაწყებული სწავლებებიდან  და საქმეებიდან, დამთავრებული სიმბოლოებით.

3 comments:

  1. დასაფასებელი ნაშრომია მართლაც, ყოჩაღ.

    ReplyDelete
  2. მშვენიერი სტატიაა. ამომწურავი პასუხით. ისე თბილისშიც არის მარჯანიშვილზე რუსული ეკლესიის გალავანზე შესასვლელში მასონური თვალი. ამ სტატიის რუსული ლინკი თუ არსსებობს თხოვნა მექნება გამომიგზავნოთ ბევრს აინტერესებს. მადლობა

    ReplyDelete
    Replies
    1. ამ საკითხზე არ არსებობს რუსული სტატია

      Delete