Thursday, 15 August 2019

რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები დაბადების დღეს?



იეჰოვას მოწმეები არ აღნიშნავენ დაბადების დღეს, რადგან მას  ღვთისთვის მიუღებელად მიიჩნევენ.  იეჰოვას მოწმეების ასეთი პოზიციის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ  ცდილობენ გაითვალისწინონ ღვთის თვალსაზრისი და გრძნობები, თავისი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. მართალია, ბიბლიაში პირდაპირ არ წერია რომ დაბადების დღის აღნიშვნა აკრძალულია, მაგრამ ღვთის სიტყვა გვეხმარება ამ თემაზე სხვადასხვა კუთხით ვიმსჯელოთ და გავიგოთ, რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ამ საკითხზე. და ამ საკითხს რამოდენიმე  კუთხით განვიხილავთ ბიბლიის ჭრილში.

1.დაბადების დღე ცრუ რწმენიდან და წარმართული წეს-ჩვეულებებიდან იღებს სათავეს რაც დღესაც გასდევს მას. 

დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ჩვეულებას დიდი ხნის ისტორია აქვს. მათი წარმოშობა რელიგიასა და მაგიას უკავშირდება. მილოცვების, საჩუქრების მირთმევისა და საზეიმო წვეულების გამართვის, მათ შორის სანთლების ანთების, ტრადიციას ძველ დრომდე მივყავართ. იმ დროს ხალხი ფიქრობდა, რომ ეს ჩვეულებები იუბილარს დემონებისგან დაიცავდა და მას მთელი წლის მანძილზე ცუდი არაფერი შეემთხვეოდა . . . («Schwbische Zeitung» [ჟურნალი "დრო და მსოფლიო" - "Zeit und Welt"], 3/4 აპრილი 1981 წ., გვ.4). 


ტორტზე სანთლების ანთების ტრადიცია ბერძნებიდან მოდის… მთვარის ფორმის მრგვალ თაფლიან კვერებს,რომლებზეც სანთლები იყო დამაგრებული,[არტემიდას]ტაძრის სამსხვერპლოებზე დებდნენ…დაბადების დღის სანთლებს სურვილების ასრულების მაგიურ ძალას მიაწერდნენ… 
მაგალითად გერმანელები ტორტის შუაგულში დიდი ზომის სანთელს ათავსებდნენ, რასაც ასევე რელიგიური დატვირთვა ჰქონდა და აღნიშნავდა „გასხივოსნებულ ცხოვრებას“ არსებობდა აზრიც, რომ სანთლის ანთებით ხდებოდა ბოროტი სულების განდევნა.

 დღეს კი ჯერათ, რომ თუ ერთი სულის შებერვით ყველა სანთლის ჩაქრობას შევძლებთ, იმ წელს ყველა სურვილი აგვისრულდება.

მილოცვები და საუკეთესო სურვილები დაბადების დღის განუყოფელი ნაწილია… რაც თავდაპირველად მაგიასთან იყო დაკავშირებული… [თვლიდნენ, რომ] დაბადების დღის მილოცვებს სიკეთის ან ბოროტების მოტანის ძალა ჰქონდა, რადგან ამ დღეს იუბილარი უფრო ახლოს იყო სულთა სამყაროსთან.

საჩუქრების მიღების ტრადიცია მე-18 საუკუნეს უკავშირდება. თუ ვინმე დაბადების დღეზე საჩუქარს აჩუქებდა იუბილარს, მიიჩნეოდა რომ იუბილარისთვის მომდევნო წელი წარმატებული იქნებოდა.

ბიბლია გმობს ცრუ რწმენას, მაგიას, სპირიტიზმს და ყველაფერს, რაც მას უკავშირდება (კანონი 18:14; გალატელები 5:19—21). აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ძველად ღმერთმა ქალაქ ბაბილონს მსჯავრი დასდო, სწორედ ის იყო, რომ მისი მცხოვრებნი ასტროლოგიას მისდევდნენ, რაც მაგიის ერთ-ერთი ფორმაა (ესაია 47:11—15). იეჰოვას მოწმეები არ ეძიებიან ყველა წეს-ჩვეულების საწყისებს, მაგრამ, როცა წმინდა წერილებში აშკარა, არაორაზროვანი მითითებებია მოცემული ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ისინი ყურს არ უყრუებენ ამას.

2.ბიბლიაში არც ერთხელ არ არის მოხსენიებული, რომ რომელიმე ღვთის მსახურს დაბადების დღე აღენიშნოს.  მეტიც ის უარყოფით შუქში წარმოგვიდგენს დაბადების დღის აღნიშვნას

 წმინდა წერილებში ორი შემთხვევაა მოხსენიებული, როდესაც მათ, ვინც არ იყვნენ ღვთის მსახურები, თავიანთი დაბადების დღე იზეიმეს. და ორივე შემთხვევა ღვთის სიტყვაში უარყოფით შუქშია წარმოდგენილი. თითოეულ შემთხვევაში რაღაც საშინელება მოხდა.    (დაბადება 40:20—22; მარკოზი 6:21—29).
პირველი მაგალითი გვხვდება დაბადების 40:20-22-ში. დაბადების დღეზე ეგვიპტის ფარაონმა თავისი მთავარი მცხობელი ჩამოახრჩო.
კიდევ ერთი დაბადების დღე მოხსენიებულია მათეს 14:6-11-ში. ამ ბიბლიურ ცნობაში, როდესაც ჰეროდე თავის დაბადების დღეს აღნიშნავდა, რომლის დროსაც იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთეს.

  და კვლავ ჩვენს თვალწინაა ღვთის სიტყვის მიერ, აბსოლუტურად ნეგატიურ ფერებში გადმოცემული დღესასწაული. და ეს დღესასწაულიც ისევ სიკვდილით შეიბღალა – ამჯერად ღვთის ერთგული წინასწარმეტყველი იოანე ნათლისმცემლის სისხლით.  

  ამ მაგალითების დამახასიათებელ ნიშანს, დაბადების დღეებში ღვთის მსახურების არ მონაწილეობა წარმოადგენს. და, პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ დღესასწაულის ყველა შემთხვევაში, რომლებიც იუბილარის საპატივცემულოდ იმართებოდა, მონაწილეობას მხოლოდ ღვთისაგან შორს მდგომი ადამიანები იღებდნენ. ბუნებრივად იბადება კითხვა «რატომ აშუქებს ღმერთი თავის სიტყვაში, ყველა არასრულყოფილი ადამიანის დაბადების დღეს ნეგატიურად?», თუ გავითვალისწინებთ, რომ ღმერთი ბიბლიაში ტყუილაუბრალოდ არაფერს წერს, ეს უდაოდ, აღძრავს გულწრფელ და მოაზროვნე ქრისტიანებს, რომ მთელი სერიოზულობით გააანალიზონ თავისი პირადი დამოკიდებულება მსგავსი ზეიმების მიმართ
თუ ღმერთს მიაჩნდა, რომ დაბადების დღის აღნიშვნა რაღაც პოზიტიური და კარგი იყო, რატომ არ ჩაწერდა სხვა დაბადების დღეს სადაც რაღაც კარგი ან დადებითი ხდებოდა? თუმცა, ასეთი ჩანაწერი არ არსებობს. პირიქით როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ჩვენს თვალწინაა ღვთის სიტყვის მიერ, აბსოლუტურად ნეგატიურ ფერებში გადმოცემული დღესასწაული.

3.რა შეხედულება ჰქონდათ დაბადების დღეების აღნიშვნაზე პირველ ქრისტიანებს და ბიბლიურ დროში მცხოვრებ ებრაელებს?


ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ნათქვამია, რომ პირველი ქრისტიანები დაბადების დღის აღნიშვნას წარმართულ ჩვეულებად მიიჩნევდნენ. 

ასევე მსოფლიო ენციკლოპედიაში“: ვკითხულობთ: „ადრინდელი ქრისტიანები არ ზეიმობდნენ მის [ქრისტეს] დაბადებას, ისინი დაბადების დღის აღნიშვნას წარმართულ წეს-ჩვეულებად თვლიდნენ“  (The World Book Encyclopedia, ტომი III, გვერდი 416).

ისტორიკოსი ავგუსტ ნეანდერი წერდა: „დაბადების დღის აღნიშვნის იდეა, მთლიანობაში, უცხო იყო [პირველი] ქრისტიანებისთვის“ (The History of the Christian Religion and Church, During the Three First Centuries, ავგუსტ ნეანდერი, ინგლისური თარგმანი ჰ. ჯ. როუზისა, ნიუ-იორკი, 1848, გვ. 190).

ამგვარად მოციქულებმა და სხვა ქრისტიანებმა, რომლებსაც უშუალოდ იესო ასწავლიდა, დაგვიტოვეს ნიმუში, რომელსაც ყველა ქრისტიანი უნდა მიჰყვეს (2 თესალონიკელები 3:6).

ქვემოთ კი გთავაზობთ ვიდეოს, სადაც დეკანოზი აღიარებს და ისტორიული ფაქტი მოჰყავს, რომ პირველი ქრისტიანები(ეკლესია) რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არ აღნიშნავდა დაბადების დღეს, რადგან წარმართულად თვლიდნენ ამიტომაც ამ დღეს არ ანიჭებდნენო მნიშვნელობას



 
4.ზემოთ ჩანოთვლილის გარდა, რა აღძრავდა ყველა დროის ღვთის მსახურებს იმისაკენ, რომ უარი ეთქვათ მსგავს დღესასწაულებზე? ასეთ მიზეზს წარმოადგენდა, ღვთისათვის მიუღებელი, ადამიანის თვითგანდიდებისაკენ სწრაფვა. 
  

  ეჭვგარეშეა, რომ ადამიანი, რომელსაც იუბილარი ჰქვია, თავისი დაბადების დღის აღნიშვნისას ყველასათვის, ვინც მის გარშემოა, ფიგურა № 1 ხდება. ამ დროს მიუღებელია იუბილარის გაკრიტიკება ან მისთვის საყვედურის თქმა, სამაგიეროდ წესია რომ ის უნდა აქონ და ადიდონ. ის – ყურადღების ცენტრშია, პრაქტიკულად პოდიუმზე, რომელსაც ნათესავები და მეგობრები "ქმნიან". 

დაბადების დღის, ფერად ჭიქურიანი ტორტი და მასზე დანთებული სანთლები — ესაა პატივისცემის საკუთარი თავისადმი მიძღვნა. სხვა დღესასწაულები გულს ახარებენ, დაბადების დღეები კი საკუთარ "მე"-ს აამებს» («The Lore of Birthdays»). 

თვითგანდიდება ან, პირიქით, სხვის განდიდებაში მონაწილეობა, რომელიც ასე დამახასიათებელია ამ ზეიმებისთვის, - ნუთუ ეს ყოველივე იმასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, რასაც ადამიანებს ეუბნება ბიბლია? მოდით დავფიქრდეთ ღვთის სიტყვაში მოცემულ სიტყვებზე და მაგალითებზე, რომლებიც თავმდაბლობისკენ და მოკრძალებისკენ მოგვიწოდებს და არა თვითგანდიდებისაკენ.   «ვინც თავს იმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება» (მათე 23:12). ეს სიტყვები იესომ ამაყ ფარისეველებს უთხრა, რომელთაც უყვარდათ, «ყველაფრის სხვების დასანახავად კეთება, …საპატიო ადგილები ვახშმებზე …და რომ ესალმებიან» (მათე 23:5-7). 

  იესო კი არასოდეს არ ეძებდა დიდებას. «მე არ მინდა დიდება ადამიანებისგან… მე არ ვეძებ დიდებას ჩემთვის» (იოანე 5:41; 8:50). თავისი დიდებული მსახურების შესრულების დროსაც კი, ღვთის ძე «უკრძალავდა [ხალხს] მასზე საუბარს», რადგან არ სურდა თავისთვის ამაო დიდება. ყველა დიდებას თავის ზეციერ მამას უძღვნიდა,და არა საკუთარ თავს (იოანე 8:26-28). ამიტომაც ჰქონდა იესოს სრული საფუძველი რომ საკუთარ თავზე ეთქვა: «ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი, და გულით თავმდაბალი ვარ» (მათე 11:29. შეადარეთ 20:26-28). 

  მოციქული პავლე, გამოჩენილი მისიონერი, რომელმაც ქრისტიანული ბერძნული წერილების უმეტესობა დაწერა, საკუთარ თავზე ისე საუბრობდა, როგორც «ყველა წმინდაზე უმცირესზე» (ეფესოელთა 3:8). 

  ამ თემის განხილვისას, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ თვითონ  ღმერთის თვალსაზრისით «კარგი სახელი სჯობია კარგ ზეთს, სიკვდილის დღე - დაბადების დღეს. » (ეკლესიასტე 7:1,2). რატომ ლაპარაკობს ღმერთი სიკვდილის დღის დაბადების დღეზე უპირატესობის შესახებ? პასუხი ზუსტად უკვე ნახსენებ «ადამიანთა უძლურებაში» იმალება. ღმერთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდა ადამიანი, თავისი ხანმოკლე სიცოცხლის გზაზე, ზუსტად ამაზე იქნება დამოკიდებული მისი მომავალი. როგორც თვითონ გვარწმუნებს: «ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა რჩება მასზე» (იოანე 3:36). 

ღვთის ჭეშმარიტ მსახურებს არ სურთ, რომ შეუფერებელი ქებისა და დიდების ობიექტებად იქცნენ! მათ არ უნდათ რომ იმათ დაემსგავსონ, ვისაც «ადამიანთაგან უფრო უყვართ დიდება, ვიდრე ღვთისაგან» (იოანე 12:43). ეს ფაქტი წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზეზს იმისა, თუ რატომ არ ზეიმობენ იეჰოსავ მოწმეები, არასრულყოფილ ქვეყნიერებაში ასე პოპულარულ, დაბადების დღეებს.


«რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბავშვის დაბადება — ბედნიერი და შესანიშნავი მოვლენაა. და რა თქმა უნდა, ნებისმიერ მშობელს უხარია, როდესაც ხედავს, თუ როგორ იზრდება ყოველწლიურად მათი პატარა. იეჰოვას მოწმეებიც მთელი გულით ავლენენ სიყვარულს ნათესავებისა და ახლობლების მიმართ: ჩუქნიან მათ საჩუქრებს და სიამოვნებით ატარებენ მათთან ერთად დროს. თუმცა ისინი ამის გაკეთებას ამჯობინებენ წელიწადის ნებისმიერ სხვა დღეებში და არა მაინც და მაინც დაბადების დღეებზე (ლუკა 15:22—25; საქმეები 20:35)». უფრო სასიხარულო მაშინ არის საჩუქრების მიღება, როცა არ ელოდები.


დასკვნა

 მაშ ასე, იეჰოვას მოწმეებს არ სურთ რაიმე კავშირი ჰქონდეთ დაბადების დღეების აღნიშვნასთან, იმიტომ რომ ისინი ზედმეტად ხაზს უსვამენ არასრულყოფილი ადამიანის მნიშვნელობას. ეს უფრო მეტად მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიბლიის ავტორმა თავის სიტყვაში არ ისურვა თავისი სრულყოფილი ძის დედამიწაზე დაბადების თარიღის შეტანა, და მითუმეტეს, არ გაუკეთებია არანაირი მითითება ასეთი მოვლენის რეგულარულად აღნიშვნის შესახებ. რაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, იეჰოვას მსახურები ბრძნულად ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ ბიბლიაში დაბადების დღეების აღნიშვნის ყველა ფაქტი, უარყოფით შუქშია ნაჩვენები. გარდა ამისა, მრავალი ისტორიკოსი თანხმდება იმ დასკვნაში, რომლის თანახმადაც წეს-ჩვეულების სათავე, რომელიც დაკავშირებულია დაბადების დღეების აღნიშვნასთან, მომდინარეობს სპირიტიზმიდან, ასტროლოგიიდან, ცრურწმენებიდან და წარმართობიდან. ჩამოთვლილთაგან ცალკეულად ყველა მიუღებელია იეჰოვას მოწმეებისთვის, და მითუმეტეს თუ ისინი ერთად არიან თავმოყრილნი. აი ზუსტად ამიტომ არ აძლევს ამ ქრისტიანებს მათი სინდისი იმის უფლებას, რომ რაიმე, თუნდაც მცირე შეხებაც რომ არ ჰქონდეთ ამ, ძირ-ფესვიანად არაქრისტიანულ წეს-ჩვეულებასთან.


საწინააღმდეგო აზრების განხილვა:

1.(ოსიას 7:5)
პასუხი: ეს არყოფილა ღვთისმსახურის მიერ აღნიშნული რომელიმე წვეულება თუნდაც დაბადების დღე. (აქ საუბარია ისრაელის განდგომილ მეფეზე)

2.(იობ1:4)ცნობილია, რომ იობის თითოეული ვაჟი „თავის დღეს“ მართავდა ნადიმს, თუმცა ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ისინი დაბადების დღეებს ზეიმობდნენ
  პასუხი: ამ მუხლში დღედ ნათარგმნი ებრაული სიტყვა ჲომ გულისხმობს დროის მონაკვეთს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. რაც შეეხება „დაბადების დღეს“, ის შედგება ორი ებრაული სიტყვისგან ჲომ (დღე) და ჰულლედეთ (დაბადება). „დღესა“ და „დაბადების დღეს“ შორის სხვაობა კარგად ჩანს დაბადების 40:20-ში, სადაც ორივე სიტყვა გვხვდება: „მესამე დღეს [ჲომ ] ფარაონმა, თავის დაბადების დღეს [ჲომ ჰულლედეთ], ნადიმი გაუმართა ყველა მსახურს“. როგორც ვხედავთ, დაბადების 40:20-ისგან განსხვავებით იობის 1:4-ში დაბადების დღე არ არის ნაგულისხმევი. იობის შვიდი ვაჟი, სავარაუდოდ, ოჯახურ თავყრილობას აწყობდა ხოლმე (შესაძლოა ეს იყო საგაზაფხულო დღესასწაული ან მოსავლის აღების აღნიშვნა) და ვინაიდან მთელი კვირა დღესასწაულობდნენ, „თითოეული თავის დღეს“ ეპატიჟებოდა ოჯახის წევრებს თავის სახლში. იობის დამოკიდებულება დაბადების დღისადმი შეგიძლიათ იხილოთ აქ (იობ3:1-3)


3. ასეთი მოსაზრებებიც შეიძლება გაიგონოთ, რომ ქრისტიანისთვის თითქოსდა არ უნდა არსებობდეს ბიბლიური აკრძალვები იმასთან დაკავშირებით, რასაც ის თავისთვის დასაშვებად მიიჩნევს. «განა ბიბლია არ ამბობს – ამტკიცებენ ასეთი ადამიანები, - რომ არავინ არ უნდა განსაჯოს მორწმუნე ადამიანი «დღესასწაულების» გამო? (კოლოსელთა 2:16). 

  ასეთი «მორწმუნე» ადამიანებისთვის კარგი იქნებოდა მთელი სერიოზულობით მიეტანათ გულთან რჩევა - რომ ძალიან ყურადღებიანები იყვნენ ღვთის სიტყვასთან დაკავშირებით, რომ არ ატრიალონ მისი აზრები როგორც სურთ და არ ამოგლიჯონ სიტყვები კონტექსტიდან. ყველა მსგავს შემთხვევაში ბიბლია ქრისტიანების მხრიდან წარმართული წეს-ჩვეულებების და ღრეობებისადმი გულგრილ დამოკიდებულებაზე როდი საუბრობს, არამედ იმავე მოსეს კანონში, ისრაელისთვის მიცემული, დღესასწაულებისა და რიტუალების დაცვაზე (ან არ დაცვაზე)(რომელიც ღვთის მიერ იყო დაფუძნებული და არა წარმართთა მიერ). ამ თემას ძალიან ხშირად ეხემოდა მოციქული პავლე, სხვადასხვა კრებებისადმი მიწერილ წერილებში. მოციქული დაუღალავად აჩვენებს განსხვავებას მოსეს კანონის მეშვეობით გადარჩენის ტყუილ მცდელობასა და იესო ქრისტეს მადლით ჭეშმარიტ გადარჩენას შორის (რომაელები 3:21-28; 7:4-6; 8:1-4; გალატელები 2:16; 3:1-14; ებრაელები 7:19-22; 8:7-13). იმავე კოლოსელთა მიმართ მიწერილ წერილში, პავლე, როდესაც «დღესასწაულებზე» საუბრობს, მასთან ერთად ასევე «შაბათებს» და «ახალმთვარობას» მოიხსენიებს. ამრიგად  ნათელია რომ არა წარმართულ დღესასწაულებზე საუბრობდა არამედ ისრაელების დღესასწაულებზე

4.რატომ ზეიმობენ ქრისტიანები ქორწინების წლისთავს, მაგრამ არ ზეიმობენ დაბადების დღეს?

სიმართლე რომ ვთქვათ, ქრისტიანისთვის არც ერთის აღნიშვნა არ არის საჭირო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთი და იგივე მნიშვნელობა მივანიჭოთ ამ ორ წლისთავს. ქრისტიანების პირადი საქმეა, იზეიმონ თუ არა ქორწინების წლისთავი, რათა გაიხსენონ ის სასიხარულო მოვლენა და თავიანთი გადაწყვეტილება — ყოველთვის განაგრძონ ოჯახურ ცხოვრებაში წარმატებებისკენ სწრაფვა. მაგრამ დაბადების დღეების შემთხვევები, რომლებიც ჩაწერილია ბიბლიაში, დაკავშირებულია წარმართულ ტრადიციებსა და სისასტიკესთან რომელზეც ზემოთაც ვისაუბრეთ
ცხადია, რომ ბიბლია უარყოფითად არ აშუქებს ქორწინებას და მისთვის გამართულ ნადიმს.იესო თვითონაც იყო ქორწილში და იზრუნა კიდეც იმისთვის, რომ ის სასიამოვნოდ წარმართულიყო (იოანე 2:1–11).მაგრამ ის არყოფილა არცერთ  დაბადების დღეზე და არც არსად წერია ის რომ ღვთისმსახურს აღენიშნოს ეს დღე
ამიტომ უცნაური არაფერია იმაში, თუ წყვილი გადაწყვეტს ქორწინების წლისთავის აღნიშვნას, რათა ერთად გაიხსენონ ის სასიხარულო მოვლენა და თავიანთი გადაწყვეტილება, ყოველთვის განეგრძოთ ოჯახურ ცხოვრებაში წარმატებებისკენ სწრაფვა. ეს შემთხვევა არ  იქცევა ხოლმე  დიდი თავმოყრის მიზეზად. 

 მაშასადამე, აღნიშნავენ თუ არა ქრისტიანები ქორწინების წლისთავს, (რაც საყურადღებოა მოწმეებთან არ ხდება ყოველი წლისთავის აღნიშვნა არამედ მრგვალი თარიღების)მათი პირადი საქმეა, მაშინ როდესაც, არსებობს საფუძვლიანი მიზეზი, რის გამოც მოწიფული ქრისტიანები არ აღნიშნავენ დაბადების დღეს.

5.საქორწინო ბეჭედი. ადრე მასაც წარმართული დატვირთვა ქონდაო.მაშ რატომ იყენებთო

ცხადია, თუ რაიმე საგანი, სიმბოლო ან ჩვეულება ცრუ რელიგიიდან იღებს დასაბამს ან მასთან ასოცირდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის მიუღებელია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლისთვის. მაგალითად, ბროწეულის სიმბოლოზე ერთ ავტორიტეტულ ბიბლიურ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „როგორც ჩანს, წარმართული რელიგიები ბროწეულს წმინდა სიმბოლოდ მიიჩნევდნენ“. მიუხედავად ამისა, ღვთის მითითებისამებრ, მღვდელმთავრის სამოსის კიდეზე ძაფისგან გაკეთებული ბროწეულები უნდა შემოევლოთ; ბროწეულებით იყო მორთული სოლომონის ტაძრის სპილენძის სვეტებიც (გამოსვლა 28:33; 2 მეფეები 25:17). ერთ დროს საქორწინო ბეჭედსაც რელიგიური დატვირთვა ჰქონდა; მაგრამ დღეს უმრავლესობამ არაფერი იცის ამის შესახებ, და მათთვის ბეჭედი მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანი დაქორწინებულია.
დაბადების დღე კი მკვეთრად განსხვავდება ამისგან. დღესაც განდიდების ობიექტია იუბილარი. და დღესაც გამოიყენება სანთლები და სხვა ატრიბუტიკა რაც წარმართობიდან იღებს დასაბამს. ეს ყველაფერი და სხვა ზემოთგანხილული დეტალები ანახვებს რომ დაბადების დღე წარმართულია რაც მკვეთრად მიჯნავს მას ქორწინებისა და ბეჭედის საკითხებთან

ამრიგად ისეთ ადათ-წესებზე, რომლებიც ერთ დროს საეჭვო მოქმედებებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ახლა ძირითადად საზოგადოებრივი ეტიკეტია და არ ხდება ბიბლიური პრინციპების აშკარა დარღვევა, იეჰოვას მოწმეები არ ადგენენ მკაცრ წესებს

6.აქ ორმაგი სტანდარტები ხომარ ჩანს მოწმეების მხრიდან?

ბიბლიაში მოხსენიებულია მრავალი ჩვეულება, (რომლებსაც წარმართებიც აკეთებდნენ) და  რომელთაგანაც ზოგი მიუღებელი იყო ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისთვის, ზოგი კი — მისაღები.
 პირველი მეფეების 18:28-ში მოხსენიებული ბაალის თაყვანისმცემლების ჩვეულება — მთელი ხმით ყვირილი და სხეულის დასერვა — ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისთვის მიუღებელი იყო. მეორეს მხრივ, რუთის 4:7-დან ჩანს, რომ ისრაელებისთვის მიუღებელი არ იყო „ჩვეულება . . . გამოსყიდვის უფლებისა და გაცვლის დასადასტურებლად“. რომლის მიხედვითაც კაცს სანდალი უნდა გაეხადა და მოძმისთვის მიეცა.

იმავეს თქმა შეიძლება დაკრძალვასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ჩვეულებაზე. ეგვიპტელები, ჩვეულებისამებრ, მკვდარს ბალზამირებას უკეთებდნენ. ერთგულ პატრიარქ იოსებს ავტომატურად არ უარყვია ეს და არ უთქვამს, რომ ეს ჩვეულება წარმართული იყო და ებრაელებისთვის მიუღებელი. ნაცვლად ამისა, „უბრძანა იოსებმა თავის მსახურებსა და მკურნალებს, რომ დაებალზამებინათ მამამისი“, როგორც ჩანს იმ მიზნით, რომ იაკობი აღთქმულ მიწაზე დაემარხათ (დაბ. 49:29—50:3). მოგვიანებით ებრაელებმა დაკრძალვასთან დაკავშირებული სხვა ჩვეულებები შემოიღეს, მაგალითად, მკვდრის დაბანა და სიკვდილის დღესვე დამარხვა. პირველი ქრისტიანებისთვის ეს ჩვეულებები მისაღები იყო (საქ. 9:37)

ძველ დროს წარმართები რიტუალებში იყენებდნენ მცენარეებისგან დამზადებულ საკმეველს, მაგრამ ამას ღვთის ხალხისთვის ხელი არ შეუშლია, რომ საკმეველი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გამოეყენებინათ (გამ. 30:1, 7, 8; 37:29; გამოცხ. 5:8).
 ახლა რას იზავენ ოპონენტები, დაადანაშაულებენ ღვთის ხალხს ორმაგ სტანდარტებში? მაგრამ როცა მოწმებთან მიდგება საქმე აქ თითს იშვერენ.
ამით თავიანთ ორმაგ სტანდარტებს და ფარულ წინააღმდეგობას ააშკარავებენ ბიბლიასთან მიმართებაში



No comments:

Post a Comment