Saturday, 15 June 2019

რატომ დადიან ისინი?



 რატომ დადიხართ? რა გინდათ საერთოდ? მეტი საქმე არ გაქვთ? – ამ და სხვა დამამცირებელ გამოთქმებს ხშირად ისმენენ თავისი მისამართით ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს მოყვასთან მისვლა, რათა მას ესაუბრონ ღმერთზე, ქრისტეზე და მათ განზრახვებზე

 ამასთან დაკავშირებით პავლე გვანახებს ბიბლიურ პოზიციას: თუ სასიხარულო ცნობას ვაუწყებ, არა მაქვს კვეხნის მიზეზი, რადგან ეს
 აუცილებლად უნდა გავაკეთო. ვაი მე, თუ არ ვაუწყებ სასიხარულო ცნობას! (1 კორ. 9:16)

პირადად მე მოხარული ვიქნებოდი, ჩემთან რომ მოდიოდნენ სხვადასხვა რელიგიისა და კონფესიის ადამიანები, ღვთის შესახებ სალაპარაკოდ. ჩემთვის უბრალოდ სასიამოვნოა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც უმნიშვნელო არ ვარ მე და ჩემი გადარჩენა(მომავალი)

ქადაგება – ეს ქრისტიანობის სულია. ბიბლიის ფურცლებზე ჩვენ ვხედავთ, როგორ ქადაგებენ ქრისტიანები ბაზარში და მდინარის ნაპირზე, მათ არ გააჩნდათ უცხო ადამიანთან გამოლაპარაკების შიში (საქმეები 16:13; 17:17). ქრისტიანული ქადაგება, თავისი დიდი მნიშვნელობის გამო, არის და უნდა იყოს საჯარო ვინაიდან რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა ადამიანის გადარჩენა: არა მარტო ცოდვისა და სიკვდილისგან გადარჩენა, არამედ იმედგაცრუებისგან, უკმაყოფილების გრძნობისგან, უიმედობისგან, უსიხარულო და უაზრო არსებობისგან, ხვალინდელი დღის გაურკვეველი მოლოდინისგან, ახლობლისადმი შურისგან, დაცემული თვითშეფასებისგან - ყველაფერი იმისგან, რისგანაც მხოლოდ ქრისტეს შეუძლია გადარჩენა და არა ფულს? ნუთუ ეს არაა ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე სასარგებლო სამუშაო, რომელიც კი შეიძლება არსებობდეს? ნუთუ ის არაა ყველაზე აქტუალური თანამედროვე საზოგადოებისთვის?

იესო ქრისტემ პირადად გაგზავნა თავისი მოწაფეები წყვილ-წყვილად საქადაგებლად

ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის  (ლუკა 10:1–3).

ესეიგი იესო არაგზავნიდა მაინდამაიმც კეატილგანწყობილ ხალხთან ის ასე ვთქვათ მგლისთვის დამახასიათებელი თვისბების მქონე ადამიანებთანაც აგზავნიდა. ადერომ არგუმენტი იმაზე რომ ვიღაცას არმოსწონს და წუხდება ქადაგებით ამიტომ არუნდა იქადაგონ არ მუშაობს.

ქადაგების დავალება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რომლითაც მოწაფეებს მიმართა:

მაშ, წადით, მოიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სულიწმინდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ (მათე 28:19, 20).

აი რას აკეთებდა მოციქული პავლე:

შაბათ დღეს ქალაქგარეთ, მდინარის პირას გავედით, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და გამოველაპარაკეთ იქ თავშეყრილ ქალებს (საქმეები 16:13).

ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს, გარეთ კი - იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე (საქმეები 17:17).

პავლესთვის საზოგადოებრივ ადგილებში უცნობებისთვის ქადაგება იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ ბიბლია ამას გადმოგვცემს როგორც ჩვეულებრივ ამბავს.

ქადაგების უფლებისათვის მოციქულები მზად იყვნენ გასაჭირიც კი აეტანათ:

მოუხმეს და უბრძანეს მათ, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარც ესწავლებინათ იესოს სახელით. ხოლო პეტრემ და იოანემ მიუგეს მათ და უთხრეს: თავად განსაჯეთ, რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტად თქვენ გისმინოთ, ვიდრე ღმერთს. არ შეგვიძლია არ ვთქვათ ის, რაც გვიხილავს და გვსმენია (საქმეები 4:18–20).

საქმეების შემდეგ თავში ჩვენ ვკითხულობთ:

როდესაც მოიყვანეს, სინედრიონში დააყენეს ისინი და მღვდელმთავარმა ჰკითხა მათ: აკი სასტიკად აგიკრძალეთ, რომ აღარ გესწავლებინათ ამ სახელით? და, აჰა, თქვენი მოძღვრებით აგივსიათ იერუსალიმი და გინდათ, რომ ჩვენზე მოიწიოს იმ კაცის სისხლი (საქმეები 5:27, 28).

შევნიშნოთ, რომ პირველმა ქრისტიანებმა სავსებით სწრაფად «აავსეს იერუსალიმი თავისი მოძღვრებით». საეჭვოა ამისათვის დროდადრო, მხოლოდ ახლო ნაცნობებისთვის და თავისუფალ დროს  ქადაგებით მიეღწიათ. თვით ღვთის ანგელოზი უბრძანებს მათ რომ სახალხოდ იქადაგონ:

წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა (საქმეები 5:20).

ყოველივე ამის გათვალისწინებით სავსებით ნათელია, რომ ქადაგება – ეს ქრიატიანული ცხოვრების ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც ბიბლიის კითხვა, ლოცვა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება
დაე ვიღაცას არ სჯეროდეს და არ იზიარებდეს ამ შეხედულებას – სწორია, ასეც უნდა იყოს ცივილურ სახელმწიფოში. მაგრამ არ შეიძლება სხვა ხალხის გასამართლება იმის გამო, რომ მათ სურვილი აქვთ დაგვეხმარონ ისეთი საშუალებით, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს. არაფერი საშინელება არ არის იმაში, რომ ერთი ადამიანი მეორეს რაღაცას სთავაზობს, და მითუმეტეს უფასოდ და უანგაროდ. არაფერია იმაში რთული, რომ წელიწადში ერთხელ ან თუნდაც ორჯერ კარი გავუღოთ იეჰოვას მოწმეებს და თუ არ გვაინტერესებს, უბრალოდ ვუთხრათ: «გმადლობთ, მაგრამ არ მაინტერესებს». 

რისი თქმა შეიძლება ადამიანზე, რომელიც დგება და მიდის ადამიანებთან, იმისთვის რომ გადაუშალოს სახარება და ესაუბროს გადარჩენაზე? როგორ დახასიათებას აძლევს ეს მას მორალური და სოციალური მხრიდან? 

პირველი: ნათელია, რომ ეს ძალიან რელიგიური ადამიანია, რომლისთვისაც რწმენა ცარიელი სიტყვა არ არის. მის ცხოვრებაში არის მაღალი იდეა, რის გამოც ის მსხვერპლზე მიდის. მას გააჩნია მკაფიო ფასეულობები, გათავისებული ცხოვრებისეული პოზიცია და უანგარობის ნიჭი. ასეთი ადამიანი გარანტირებულად არ იქცევა დამნაშავედ, ლოთად, ნარკომანად, თვითმკვლელად. იმიტომ რომ ასეთებად მხოლოდ ისინი იქცევიან, ვინც არ იცის რისთვის ცხოვრობს ამ ქვეყნად.

მორალურიდან გამომდინარეობს სოციალური: საზოგადოება მხოლოდ მოიგებს, თუ ასეთი ხალხი უფრო მეტი იქნება. და აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა, მართლები არიან თუ არა ისინი თავის რწმენაში. შეიძლება არ დავეთანხმოთ რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან ეკოლოგიური მოძრაობების აქტივისტებს, მაგრამ პატივისცემას იმსახურებს თვითონ ის ფაქტი, რომ ისინი არიან - აქტივისტები. აქტივიზმი – ეს არის სამოქალაქო საზოგადოების საწყისი და თვითშეგნება. ეს სამყარო იმით კი არ ხდება უკეთესი, რომ ხალხი უყურებს ტელევიზორს ან სამსახურში დადის იმისათვის რომ ტელევიზორი იყიდოს. ის უკეთესი ხდება იმით, რომ მასში(სამყაროში) არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან გამორთონ ტელევიზორი, ადგნენ სავარძლიდან და წავიდნენ სხვა ადამიანებისათვის რამის გასაკეთებლად. დაე იყვნენ ისინი, დაე «იარონ». ისინი უსაქმურობის გამო არ აკეთებენ ამას. მათ უბრალოდ სხვაგვარად არ შეუძლიათ.


მაგრამ რატომ მაინც და მაინც კარდაკარ?

ნუთუ საკმარისი არ არის ხალხთან ქუჩაში ლაპარაკი ან უბრალოდ ლიტერატურის სტენდებით დგომა?
 ყველაფერი ჩვენს მოტივებსა და მიზნებზეა დამოკიდებული. ჩვენ თუ ნამდვილად გვინდა ხალხის დახმარება, ამისათვის ყველაზე ეფექტურ მეთოდებს გამოვძებნით. მაგალითად, თუ ადამიანებთან კარდაკარ ვივლით, დროთა განმავლობაში მთელი ქალაქის მაცხოვრებლებთან შევძლებთ გასაუბრებას, რისი გაკეთებაც ქუჩაში შეუძლებელია. შემდეგ, ქუჩაში ხალხი ჩვეულებრივ ჩქარობენ, სამსახურში კი დაკავებულები არიან;  საშინაო ვითარება – ყველაზე ხელსაყრელია სულიერ თემებზე სასაუბროდ. საერთოდ ამ საკითხში, მკაცრი წესები არ არსებობს, ყველაფერი ლოგიკიდან და საღი აზრიდან გამომდინარეობს. უბრალოდ იქ წასვლაა საჭირო, სადაც ხალხია და მათთვის კომფორტულ პირობებში საუბარი.

ისევ ბიბლიას მივმართოთ:
ტაძარსა თუ სახლებში ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ იესო ქრისტეს (საქმეები 5:42).

ცოტა მოგვიანებით მოციქული პავლე იტყვის:

არაფერი დამიშურებია, რაც კი რამეში წაგადგებოდათ, სახალხოდ თუ სახლებში რომ არ მექადაგა და მესწავლებინა თქვენთვის (საქმეები 20:20).

ამ ორ მუხლში გამოყენებული ბერძნული წინდებული (კამა) გამოყენებულია განცალკევებითი მნიშვნელობით, როგორც «სახლიდან სახლში». იგივე მნიშვნელობით გამოიყენება იგი ლუკას 8:1-ში, სადაც ნათქვამია, რომ იესო ქადაგებდა «ქალაქებსა და სოფლებში». 
ეს უბრალოდ ნიშნავდა: «მე თქვენგან იმას მოველი, რომ თქვენ იმის კეთება განაგრძოთ, რისი კეთებაც მე დავიწყე, ასევე ასწავლოთ ის, რასაც მე ვასწავლიდი და მე თქვენგან მოველი რომ ისევე გაუძლოთ, როგორც მე ვუძლებდი; რომ ასწავლოთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე საჯაროდ, როგორც მე ვაკეთებდი, ქუჩებში და კარდაკარ, და ასეთი სახით დაუმოწმოთ იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებისა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენის შესახებ, რადგანაც მთავარი მონანიება და რწმენაა!»

ზოგისთვის საკმარისი არ არის ეს ნათელი ბიბლიური და ისტორიული მტკიცებულებები და თხოულობენ რომ ვაჩვენოთ კონკრეტული ადგილი, სადაც რაიმე ამის მზგავსი ეწერება: ყველა ქრისტიანი ვალდებულია, რომ რეგულარულად კარდაკარ იქადაგოს. არის ეს გონივრული? ასეთი ფორმალური მიდგომით ფაქტიურად იმ ყველაფრის უარყოფა შეიძლება, რაც ქრისტიანობაში სწორად და ღვთისმოსაწონად ითვლება. მაგალითად, ჩვენ ვერსად ვერ წავიკითხავთ, რომ ბიბლიის ყოველდღიური კითხვაა საჭირო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ქრისტიანი ვინც არ ეთანხმება ბიბლიის კითხვის აუცილებლობას. ანდა, ვთქვათ, ბიბლიაში არაა მოთხოვნა რომ ჭამის წინ ვილოცოთ, მაგრამ ეს უნივერსალური საერთოქრისტიანული ტრადიციაა. ბიბლია – ეს არა მხოლოდ პირდაპირი ინსტრუქციებია, არამედ ასევე საერთო პრინციპები, მაგალითები, პრიორიტეტები და პრეცედენტები, რომლებიც ერთობლივად უნდა გავითვალისწინოთ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანული ცხოვრების წესი, როგორც ასეთი.

მრავალი ეკლესიური ტრადიციებისაგან განსხვავებით, კარდაკარ მსახურებას მყარი ბიბლიური საფუძველი გააჩნია. ესაა ქადაგების მოციქულთა მეთოდი და ამავდროულად ესაა ქადაგების ყველაზე ეფექტური მეთოდი. 


მაგრამ  აქვს თუ არა აზრი ადამიანებისათვის ბიბლიური ცნობის გადაცემის გაგრძელებას, თუ მათი მხრიდან მართლაც არ ჩანს განსაკუთრებული ინტერესი? ან არ მოსწონთ რომ მივდივართ და ამას შეწუხევად თვლიან? რა თქმა უნდა, ამ შეკითხვაზე პასუხი თავად ბიბლიაში უნდა ვეძებოთ. და ის იქ არის…


როდესაც ქრისტიანები სასიხარულო ცნობით ადამიანებთან მიდიან, ისინი ახალს არაფერს აკეთებენ – ისინი ისევე იქცევიან, როგორც ძველი წინასწარმეტყველები იქცეოდნენ, რომლებსაც მათი თანამედროვეებისათვის მიჰქონდათ იმ დროის სასიხარულო ცნობა. ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოს ის შეგონება წარმოადგენს, რომელიც იეჰოვამ თავის მსახურ ეზეკიელს მისცა. როდესაც მსახურებაში გზავნიდა, ღმერთმა ის წინასწარ გააფრთხილა მათი მხრიდან ტიპიური რეაქციის შესახებ, ვისთვისაც მას ღვთის ცნობა უნდა გადაეცა. და ეს რეაქცია დადებითი სულაც არ იქნებოდა.

«მე გგზავნი უტიფარი სახისა და ჯიუტი გულის მქონე ძეებთან, უთხარი მათ: «აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა». გინდ მოგისმინონ, გინდ არა, რადგან ურჩია ეს სახლი, იმას მაინც გაიგებენ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის. შენ კი, კაცის ძეო, ნუ შეგეშინდება მათი, ნურც მათი სიტყვები შეგაშინებს, რადგან ჯიუტები არიან, იჩხვლიტებიან; მორიელებს შორის გიწევს ცხოვრება. მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს, მათი სახეები თავზარს ნუ დაგცემს, რადგან ურჩია ეს სახლი. უთხარი მათ ჩემი სიტყვები, გინდ მოგისმინონ, გინდ არა, რადგან ურჩნი არიან» (ეზეკიელი 2:4-7).


ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია! ღმერთი გვიჩვენებს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას ადამიანთა მხრიდან გამოვლენილ ურწმუნოებაზე და იმის მიზეზსაც გვიხსნის, თუ რატომ უნდა გააგრძელონ მისმა მსახურებმა სასიხარულო ცნობის მიტანა ასეთ ადამიანებამდე. მაშინაც კი, თუ მათ კატეგორიულად არ სურთ ამ ცნობის მიღება, ღმერთი მაინც აღწევს თავის მიზანს – მქადაგებლის ყოველი ახალი ვიზიტი მათ იმის შეხსენების საშუალებას აძლევს, რომ ღმერთი სიცოცხლის არჩევას სთავაზობს მათ და არა სიკვდილის (კანონი 30:19). განკითხვის დღეს კი ასეთი ადამიანები საკუთარი თავის მსჯავრმდებელნი აღმოჩნდებიან ზუსტად ამ არჩევნისადმი ასეთი დაუდევარი პოზიციის საფუძველზე. მაშინ ვერავინ ვერ შეძლებს იმის თქმას, რომ სასიხარულო ცნობის მოსმენის შესაძლებლობა არ მიეცა – იმიტომ რომ ღმერთმა უკვე მრავალგზის სცადა მათ ყურამდე ამ ცნობის მიტანა, როდესაც მათთან თავის მსახურებს გზავნიდა.   

«როცა ეს შესრულდება, და ნამდვილად შესრულდება, გაიგებენ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის» (ეზეკიელი 33:33).
ამგვარად ბიბლია მნიშვნელოვან დასკვნამდე მისვლაში გვეხმარება: ქრისტიანის ქადაგება ყოველთვის წარმატებულია! ბიბლიური ცნობის მიმართ ადამიანის ნებისმიერი რეაქციის შემთხვევაში! ეს აქსიომაა. მაშინაც კი, თუ ადამიანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უარყოფითად რეაგირებს სასიხარულო ცნობაზე, ესეც შედეგია. იმიტომ რომ ეს ღვთის მომავალი სამსჯავროს დროს, ღვთის სამართლიანი განაჩენის საფუძველს ქმნის. თუმცა ჭეშმარიტებაზე დადებითი გამოხმაურება გაცილებით უკეთესია, რადგან ის ხომ ადამიანის წინაშე გადარჩენის კარს აღებს







და აი, კარებთან თბილი მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, "ზოგჟერ ო" ესმით:

- ქველმოქმედებით დაკავდით, ღარიბებსა და ინვალიდებს დაეხმარეთ! - ისმის პასუხად.

ეს, რა თქმა უნდა, კარგი საქმეა, მაგრამ მე თავად მყავს ოჯახი და არც თუ მაღალანაზღაურებად სამსახურში ვმუშაობ. მე რა, შვილებს წავართვა პური? იმ ნამცეცებით კი, მაგიდიდან რომ ცვივა, მე ისედაც ვეხმარები ჩემს ღარიბ მეგობრებს, ქვრივებსა და ობლებს.


ერთხელ ერთი მამაკაცი ძალიან აღშფოთდა იმის გამო, რომ დღეს ღმერთი ისე არ ეხმარება ადამიანებს, როგორც ამ მამაკაცს სურდა. როდესაც ჰკიტხეს თუ რაში სურდა მას ამ დახმარების დანახვა? მან თქვა, რომ დასაწყისისთვის ცუდი არ იქნებოდა ყველა ადამიანის გამოკვება. შეკიტხვაზე , თუ როგორ წარმოედგინა მას ეს? იესო მოევლინება და სათითაოდ ყველას თითო პურს დაურიგებს? და ის ასე იმოქმედებს ყოველ დღე მთელი მარადიულობის განმავლობაში? ეს რა, ყველა პრობლემას მოაგვარებს? მაგრამ ნუთუ ღატაკი და მშიერი ადამიანები არიან ისეთი პრობლემების მიზეზი - როგორებიცაა ომები, კორუფცია, უსამართლობა და ა.შ.? განა მდიდრები და მაძღრები არ უდგანან ჩვეულებრივ ყოველგვარ ბოროტებას სათავეში?

ადამიანს თუ ჩირქგროვა გამოაჩნდა, მისი უბრალოდ დოლბანდით გადახვევით, ამ პრობლემას ვერ მოაგვარებ. ის მეორე, შემდეგ კი მესამე ადგილასაც გამოჩნდება. პრობლემა სადღაც შიგნითაა.

დღევანდელ მსოფლიოში, ყველაზე დიდი პრობლემა, თავად ადამიანებშია, მათ თავებში: ესაა ეგოიზმი, სიხარბე, პატივმოყვარეობა, სიამაყე და სხვა მრავალი. რამდენი ფულია საჭირო იმისათვის, რომ მსოფლიო ამ ნაკლოვანებებისაგან განიკურნოს? აქ ფული ვერაფერი დამხმარეა.

- თქვენ მაინც ვერ შეცვლით მსოფლიოს! - შემდეგი მოსაზრება ისმის კარს იქიდან.

ესეც მართალია. მსოფლიოს ჩვენ კი არ შევცვლით, არამედ ღმერთი



No comments:

Post a Comment