ბიბლია გვპასუხობს:
ბიბლია არ კრძალავს სქესობრივ ურთიერთობას სიამოვნების მიღების მიზნით. პირიქით, მასში ვკითხულობთ, რომ ეს ღვთის ძღვენია, რომელიც მან დაქორწინებულებს უბოძა. ღმერთმა ადამიანები „კაცად და ქალად შექმნა“ და დაინახა, რომ „ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:27, 31). როდესაც ღმერთმა შეაუღლა პირველი მამაკაცი და ქალი, მან თქვა, რომ ისინი უნდა გამხდარიყვნენ „ერთი ხორცი“ (დაბადება 2:24). ეს კავშირი ინტიმურ კავშირსაც გულისხმობდა, რასაც თან ახლდა სქესობრივი სიამოვნებისა და ემოციური სიახლოვის განცდა.