Tuesday, 19 March 2019

შეცდომებისა და ნაკლოვანებების შესახებ


შინაარსი:

უნდა მოველოდეთ თუ არა ღვთის ხალხისაგან შეუცდომლობას?

ადრეული მსახურების ნაკლოვანებები (საორგანიზაციო საკითხებში)

ადრეული მსახურების შეცდომები (შეხედულებებში)

I საუკუნის ქრისტიანების მოლოდინები



უნდა მოველოდეთ თუ არა ღვთის ხალხისაგან შეუცდომლობას?


ბრალმდებლების მსჯელობის სისტემას თუ მივყვებით, გამოდის, რომ, თუ ჭეშმარიტი ქრისტიანების კრებაში ღვთის წმინდა სულით ხდება ხელმძღვანელობა, მაშინ მას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის მცდარი წარმოდგენები და ნაკლოვანებები.(სწავლებებში და გაგებებში.-ამ საკითხს დაეთმობა ეს თემა)

ასეთი კითხვები იმის გამო წარმოიშობა, რომ ჩვენ ერთმანეთში გვერევა გაგებები «კურთხევა» და «შეუცდომლობა». მათ არაფერი აქვთ საერთო, გარდა ბოლო ასო-ბგერისა. ბიბლიის ფურცლებზე ჩვენ მრავალჯერ ვკითხულობთ, რომ ღმერთი დაპირებას იძლევა მხარი დაუჭიროს, დაეხმაროს, გაამაგროს და ა.შ. თავისი ერი, მაგრამ ვერსად ვერ ვკითხულობთ იმას, რომ ის ყველანაირი შეცდომებისაგან დაგვიცავს ჩვენ. გავიხსენოთ, მაგალითად, როგორი შეცდომები დაუშვა დავითმა, მაგრამ ღმერთი მასთან იყო მისი სიცოცხლის ბოლომდე. ეს უბრალოდ ბიბლიის ყურადღებით წაკითხვისა და წაკითხულზე დაფიქრების პრობლემაა.

ასევე ღმერთი თუ ყველა ცალკე აღებულ ქრისტიანს პატიობს შეცდომებს, მაშინ რატომ არ შეუძლია აპატიოს ქრისტიანებს როგორც ჯგუფს? ყველა ჩვენთაგანი დაეთანხმება, რომ «ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით» (იაკობი 3:2),
შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ 2007 წელს კათოლიკურ ეკლესიაში გააუქმეს ლიმბის გაგება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. მარტო ვატიკანის მეორე კრებამ ეკლესიის დოქტრინებში და პრაქტიკებში იმდენი ცვლილება შეიტანა, რამდენიც მანამდე საუკუნეების განმავლობაში არ შეტანილა. თვითონ პროტესტანტიზმის ისტორიაც არ იყო მთლად უღრუბლო; პროტესტანტები გამუდმებით, არა მხოლოდ რაიმეს გადახედვებს აკეთებდნენ, არამედ ერთმანეთს ცეცხლზეც კი წვავდნენ. არანაკლები რეფორმები იყო ასევე მართლმადიდებლობაში.

ადრეული მსახურების ნაკლოვანებები 

(საორგანიზაციო საკითხებში)

ბიბლიიდან ჩვენ ვიგებთ, რომ მოსეს ყოველთვის არ ჰყოფნიდა სიბრძნე საორგანიზაციო საკითხებში, რაც სირთულეებს უქმნიდა მთელ ერს (გამოსვლა 18:13-26). ხანდახან მოსე ნაჩქარევ განაცხადებს აკეთებდა, რის გამოც შემდეგ ნანობდა (ლევიანები 10:16-20). კერძოდ, მოსემ ნაჩქარევად დასდო ბრალი რეუბენისა და გადის ვაჟებს განდგომილურ მოტივებში (რიცხვები 32:14). შემდგომ, უკვე იესო ნავეს ძის დროს ისევ ეს ტომები და ასევე მენაშეს ტომის ნახევარი, კვლავ უსამართლოდ იქნენ ბრალდადებულნი ღვთის წინაშე შეთქმულებაში (იესო ნავეს ძე 22:10-34).

გედეონის შესახებ ბიბლია გვატყობინებს, რომ მან გააკეთა ეფოდი «და თავის ქალაქში, ოფრაში გამოფინა. გარყვნილებას სჩადიოდა მთელი ისრაელი ეფოდთან და მახედ ექცა ის გედეონსა და მის სახლეულობას» (მსაჯულები 8:27). თავისი დაუფიქრებელი ქმედებებით, ღვთის ერთგულმა მსაჯულმა, უნებლიედ შეუწყო ხელი კერპთაყვანისმცემლობას ღვთის ერში.

დავითი უგუნურად მოიქცა, როდესაც ისრაელის აღრიცხვის განკარგულება გასცა, რითაც იეჰოვას რისხვა გამოიწვია (2 სამუელი 24:1-4.10; 1 მატიანე 21:1-8). დავითის საქციელის გამო ღვთის ხალხიდან მრავალი დაზარალდა (1 მატიანე 21:9-15). სხვა შემთხვევაში დავითმა აღთქმის კიდობნის გადატანასთან დაკავშირებით ლევიანებისთვის მიცემული მკაცრი წესი დაარღვია, რამაც მისი გეგმების შესრულებას შეუშალა ხელი, მიუხედავად კარგი აღძვრებისა (2 მატიანე 6:1-10; შეადარეთ გამოსვლა 25:14; რიცხვები 7:9: იესო ნავეს ძე 3:14,15).
გარდა ამისა, დავითმა კანონი უგულებელყო, რომელიც სექსუალურ დანაშაულობებში დამნაშავის დასჯას მოითხოვდა, როდესაც ერთ-ერთმა მისმა ვაჟმა – ამნონმა – თავისი და, თამარი შეურაცხყო (2 სამუელი 13:10-19). ბიბლიური ცნობის თანახმად, ამნონი მის მიერ ჩადენილი საქციელიდან ორი წლის შემდეგაც კი მეფესთან იყო (2 სამუელი 13:21-23). და თავად დაზარალებული და ახლო ნათესავები აშკარად არ მიმართავდნენ რაიმე სახის აქტიურ ქმედებებს იმისათვის, რომ დამნაშავე კანონით გათვალისწინებული სასჯელით დასჯილიყო (2 სამუელი 13:20-22). ამის შემდგომ დავითმა კვლავ გამოავლინა თავისი შვილების მხრიდან შეუსაბამო ქმედებების იგნორირებისაკენ მიდრეკილება, როდესაც სხვა ვაჟს – ადონიას – საშუალება მისცა, ღიად დაეწყო სამეფო ძალაუფლებისათვის ბრძოლა. ბიბლია გვატყობინებს, რომ «არასდროს უთქვამს საყვედური მამამისს, ამას რას აკეთებო(1 მეფეები 1:5,6).
დავითის მეფობის დროს ისრაელის ხელისუფლებაში ადგილი ჰქონდა ინტრიგებს, უთანხმოებებსა და მკვლელობებსაც კი, მაგრამ იეჰოვა მაინც თვლიდა ისრაელს თავის ერად, დავითს კი კვლავ აკურთხებდა, როგორც თავის ცხებულ მეფეს. ნუთუ ღმერთი ცდებოდა? მიუხედავად ყველა ამ უმსგავსო გარემოებებისა, იეჰოვა ამ გულწრფელი ადამიანის გულს ხედავდა. მას ესმოდა, რომ დავითს ნამდვილად სურდა გამოსწორება და ღვთის მოსაწონად მოქცევა. აი ამიტომ უწოდა იეჰოვამ დავითს «გულით სასურველი კაცი, რომელიც ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც მე მსურს»! (საქმეები 13:22).

იოანე ნათლისმცემელი გულწრფელად ცდილობდა მის მიერ იესოს ნათლობას შეწინააღმდეგებოდა (მათე 3:13-15). ასეთივე სახით მოციქული პეტრე, სუფთა მოტივებით ცდილობდა იესოს გადარწმუნებას, უარი ეთქვა მსხვერპლად შეწირვაზე (მარკოზი 8:31-33).

მოციქულ პავლეს, თავის თანამსახურებთან ერთად, ყოველთვის სწორი გაგება არ ჰქონდა სამქადაგებლო ტერიტორიის არჩევის საკითხებში, რის გამოც მათ პერიოდულად ღვთის სული მიუთითებდა (საქმეები 16:6,7).

ბიბლია ამბობს, რომ მოციქულთა დროს იერუსალიმის კრებაში «ბერძნულენოვანმა იუდეველებმა დრტვინვა დაიწყეს იმის გამო, რომ ებრაულენოვან იუდეველებს საკვების ყოველდღიური განაწილების დროს მხედველობიდან რჩებოდათ მათი ქვრივები» (საქმეები 6:1). მოცემული ფაქტი საუბრობს საორგანიზაციო დაუდევრობაზე, რომელიც კრების პასუხისმგებელი მამაკაცების მხრიდან იყო დაშვებული.

არა ნაკლებ მკაფიოდ გამოიყურება გამოცხადების მე-2 და მე-3 თავებში იესოს მიმართვა შვიდი კრებისადმი მიმართვა. თითქმის ყველა შემთხვევაში კრებებს მითითება ეძლევათ მათ ნაკლოვანებებზე და დაუდევრობებზე, რომლებიც სასწრაფოდ იყო გამოსასწორებელი. ასეთი ნაკლოვანებები კი სავსებით ბევრი იყო. მაგრამ ნიშნავდა თუ არა იესოს ასეთი მკაცრი გაფრთხილება იმას, რომ მან უარი თქვა ამ კრებების ხელმძღვანელობაზე? უნდა დაესკვნათ თუ არა ამასთან დაკავშირებით ქრისტიანული კრებების წევრებს, რომ მათ შეცდომა დაუშვეს რწმენის არჩევისას? არანაირად! «მიუხედავად აშკარა ნაკლოვანებებისა და დაუდევრობებისა, ამ კრებების უხუცესები კვლავაც იესოს მარჯვენაში იმყოფებოდნენ (გამოცხადება 1:16,20).

ასეთი შემთხვევების მოყვანა კიდევ დიდი ხანი შეგვიძლია გავაგრძელოთ. მაგრამ, რომლებსაც ჩვენ შევეხეთ, ისიც სავსებით საკმარისია იმის გასაგებად, რომ ღვთის ერში ყოველთვის ჰქონდა ადგილი ნაკლოვანებებს, შეცდომებსა და დაუდევრობებს. ზუსტად ამის შესახებ წერდა მოციქული პავლე თავის თანამშრომელ ტიტეს, როდესაც მას ეუბნებოდა, რომ მას «გამოესწორებინა ნაკლოვანებები», რომელიც თეოკრატიულ საქმიანობაში არსებობდა (ტიტე 1:5). ისევე როგორც ძველი ისრაელისა და პირველი ქრისტიანული კრების პერიოდებში, ღვთის ერის ხელმძღვანელობა აუცილებლად ხვდებოდა ხვადასხვა სირთულეებს, ასევე დღესაც, ღვთის კრებაშიც შეიძლება შევხვდეთ პრობლემებს, რომელთა გამოსასწორებლადაც დრო და მოთმინებაა საჭირო (1 მეფეები 3:7-9). მოცემული რეალობის იგნორირება ბიბლიის გამომაფხიზლებელი შეხსებების უგულებელყოფაზე მიუთითებს: «ნუ იქნები მეტისმეტად მართალი და ნურც მეტისმეტად ბრძენად წარმოაჩენ საკუთარ თავს.  რად გინდა, რომ გაინადგურო თავი?» (ეკლესიასტე 7:16). 

ადრეული მსახურების შეცდომები 
(შეხედულებებში)

ზოგი თვლის, ღვთის მსახურების ხელმძღვანელ საბჭოს უფლება არ აქვს, ბიბლიური საკითხების, წინასწარმეტყველებების და მათ შორის ქრონოლოგიურ ასპექტებში, რომლებიც ღვთის განზრახვებთანაა დაკავშორებული, ცდებოდეს. ამგვარი აზრი ძალიან იდეალიზირებულია. ღვთის ერის ისტორიაში ჩვენ ვერ ვიპოვით შემთხვევას, როდესაც მისი ხელმძღვანელები, პასუხისმგებელი მამაკაცების სახით, ყველა ჭეშმარიტებისა და წინასწარმეტყველების აბსოლუტურ და უზუსტეს გაგებას ფლობდნენ. დროის რომელი პერიოდიც არ უნდა გავიხსენოთ – ძველაღთქმისეული ან ადრე ქრისტიანული კრების ისტორიიდან – გაუგებრობებსა და შეცდომებსაც კი ყოველთვის ჰქონდა ადგილი.


როდესაც ღვთის დავალება შეასრულა, იონას მისი მიზანი გამორჩა მხედველობიდან და, ამის შედეგად, თავის მოლოდინებში შეცდა (იონა 3:10; 4:1-4). მიუხედავად ამისა, იეჰოვას არ ჩაუთვლია იონა წინასწარმეტყველად მსახურებისათვის უღირსად.

წინასწარმეტყველი სამუელი ისეთ დასკვნამდე მივიდა, რომ იეჰოვამ ისრაელის ახალ მეფედ ელიაბის დანიშვნა გადაწყვიტა, თუმცა ღმერთმა მას შეცდომაზე მიუთითა, როდესაც გაუმხილა, რომ მეფედ დავითის ცხებას აპირებდა (1 სამუელი 16:6,7).

ერთგული წინასწარმეტყველი ნათანიც იქცეოდა წინდაუხედავად. როდესაც დავითმა იერუსალიმში ღვთის ტაძრის აშენების გადაწყვეტილების შესახებ უთხრა, მან დარწმუნებულმა უპასუხა, რომ იეჰოვა აკურთხებდა მას ამ საქმეში. მაგრამ ღმერთმა მიუთითა წინასწარმეტყველს მის შეცდომაზე, რითაც მიახვედრა, რომ ეს განზრახვა მხოლოდ შორეულ მომავალში შესრულდებოდა, თანაც არა დავითის, არამედ მისი ვაჟის ხელით (1 მატიანე 17:1-3,11-15).

I საუკუნეში, მოწაფეებისთვის, ყოველთვის ადვილი არ იყო ღვთის განზრახვის სწორად გაგება და მასთან შეგუება. პეტრეს სიტუაცია ამის ნათელ მტკიცებულებას წარმოადგენს (საქმეები10:13-16).

ქრისტეს აღდგომის შემდეგ ათწლეულების გასვლის შემდეგ ათასობით იუდეველი ქრისტიანი ჯერ კიდევ «კანონის მოშურნეები» იყვნენ, რაზეც იაკობმა და იერუსალიმელმა უხუცესებმა გაამახვილეს ყურადღება. ამ გარემოების გამო მათ პავლეს აღძვრა მოუწიათ იმისაკენ, რომ კანონით გათვალისწინებული ცერემონიალური წესი აღესრულებინა, რომლებსაც ღვთის თვალში უკვე აღარ ჰქონდა წინანდელი ფასი (საქმეები 21:20-26).



I საუკუნის ხელმძღვანელი საბჭო ორჭოფობდა წარმართების ნათლობისა და მათი წინადაცვეთის საკითხებში. როგორც ბიბლიიდან ჩანს, ამ საკითხთან დაკავშირებით იეჰოვასაგან ნათელი პასუხის შემდეგაც კი, რომელიც წმინდა სულით წარმართი კორნელიუსისა და მისი ოჯახის ნათლობით გამოვლინდა, ეს საკითხი ჯერ კიდევ არ იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული იერუსალიმის ხელმძღვანელი საბჭოს მიერ (საქმეები 10:1,2,44-48). კიდევ ხანგრძლივი 13 წელი გავიდა, მანამ, სანამ ადგილობრივ კრებებში დაძაბულმა სიტუაციებმა არ აიძულა მოციქულები, რომ  საბოლოო დასკვნა გამოეტანათ და დანარჩენი კრებებისთვის გადაეცათ (საქმეები 15:1-29; 16:4,5). მაგრამ უნდა დავასკვნათ თუ არა, რომ ამ სირთულეების გამო ღმერთი არ იწონებდა ხელმძღვანელ საბჭოში მყოფ ძმებს? არა. იეჰოვა კვლამ ხელმძღვანელობდა თავის ერს და ამისათვის იერუსალიმის საბჭოს პასუხისმგებელ მსახურებს იყენებდა.


I საუკუნის ქრისტიანების მოლოდინები

მოცემულ საკითხს ცალკე ხაზად გასდევს ესხატოლოგიური მოლოდინების თემა, რომლებიც I საუკუნის ქრისტიანებს ჰქონდათ უფლის მალევე დაბრუნებასთან დაკავშირებით. მოციქულებს ბოლომდე არ ესმოდათ მრავალი რამ იქიდან, რასაც მათ ქრისტე ასწავლიდა (იოანე 20:9; 2:22). ისინი  ეჭიდებოდნენ აზრს, «რომ უცბად გამოჩნდებოდა ღვთის სამეფო» (ლუკა 19:11; საქმეები 1:6). ისინი სავსებით დიდი ხნის განმავლობაში თვლიდნენ, რომ იესოს დაბრუნება იოანეს ცხოვრებაშივე მოხდებოდა (იოანე 21:20-23). იესოს მოწაფეები და დანარჩენი გულწრფელად მორწმუნე ადამიანები ცდებოდნენ მოლოდინებში, რადგან ფიქრობდნენ, რომ ქრისტე თავისივე მიწიერ სიცოცხლეში «დაიხსნიდა ისრაელს» და «მარადიულად [და]რჩებ[ოდ]ა» (ლუკა 24:21)მაგრამ, მიუხედავად მსგავსი შეცდომებისა, ეს ადამიანები ინარჩუნებდნენ ღვთის კეთილგანწყობას.

«განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სამოციქულო ეკლესიის ესხატოლოგიური მოლოდინები. ესხატოლოგიური მოლოდინის სიმძაფრე მოციქული პავლეს წერილებიდან ჩანს. მოციქულად თავისი მსახურების დასაწყისში, მოციქული პავლე ფიქრობდა, რომ ის თავად მოესწრებოდა უფლის დიდებით დაბრუნებას (1 თესალონიკელები 4:15, შეადარე 1 კორინთოელები 15:51-52).

ცოტაც, სულ ცოტაც, და არ დააყოვნებს, მოვა მომავალი» (ებრაელები 10:37).

მოციქულების მიერ, ეკლესიებისადმი მიწერილ წერილებში, ნათქვამია: «მოახლოვდა მოსვლა უფლისა» (იაკობი 5:8); «ახლოა ყოვლის აღსასრული» (1 პეტრე 4:7). «

გარდა ამისა მრავალი ისტორიკოსი და ბიბლეისტი მიდის დასკვნამდე, ადრეული ქრისტიანების ფართოდ გავრცელებულ რწმენასთან დაკავშირებით, რომ იესოს მეორედ მოსვლა მათივე ცხოვრებაში უნდა მომხდარიყო.

«პირველ ასწლეულში ადრეული ეკლესია ქრისტეს სწრაფ დაბრუნებას ელოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ღვთის შვილებისთვის სულ უფრო ნათელი ხდებოდა, რომ ეს არ მოხდებოდა ისე სწრაფად, როგორც ისინი მოელოდნენ» (იოს კოლეინი «ადრეული ეკლესია და წმინდა სულის საქმიანობა»).

 ამგვარად, სავსებით ბევრი ისტორიკოსი უსვავს ხაზს ესხატოლოგიური მოლოდინების უმაღლეს ხარისხს, რომელიც ადრეულ ქრისტიანებს ახასიათებდათ და რომლებიც «ქრისტეს დღის» დადგომას მოელოდნენ (შეადარეთ ფილიპელები 1:10; 1 თესალონიკელები 5:3,4). და ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ ღმერთი მოციქულებსა და დანარჩენ ადრეულ ქრისტიანებს ჭეშმარიტების სულს მოკლებულებად მიიჩნევდა? წაართვა თუ არა თავისი კეთილგანწყობა ადრე-ქრისტიანულ კრებას იმის გამო, რომ მათ ასეთი ნაადრევი მოლოდინები ჰქონდათ? არანაირად. ჩვენ გვესმის, რომ პირველი ქრისტიანები, თუ აკეთებდნენ კიდეც მცდარ დასკვნებს ქვეყნიერების მიმართ ღვთის სასამართლოს დაწყების დროსთან დაკავშირებით, ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ მათ უბრალოდ გულწრფელად ბოლომდე არ ესმოდათ გარკვეული საკითხები და არა ის, რომ ბოროტი ჩანაფიქრი ჰქონდათ ან ღვთის სიტყვისადმი უპატივცემულობას ავლენდნენ. მიუხედავად ამისა, ადრეული ქრისტიანული კრება უფლის მოწონებას იმსახურებდა.

განვიხილეთ რაჩვენ შეგვეძლო იმაში დავრწმუნებულიყავით, რომ კრიტიკოსების ბრალდებები ღვთის ჭეშმარიტი კრების «სრულყოფილ შეუცდომლობაზე» უსაფუძვლოა. ბიბლია და ისტორია საპირისპიროს მოწმობენ: ღვთის ერს, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ახასიათებდა როგორც ნაკლოვანებები, ისე მცდარი წარმოდგენები დოქტრინალური ხასიათის განსაზღვრულ საკითხებში. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ღმერთი განაგრძობდა თავისი ჭეშმარიტი მსახურების ხელმძღვანელობას, ეხმარებოდა მათ სირთულეების გადალახვაში და ფუნდამენტური ჭეშმარიტების გაგებაში.

წყარო:sergeiivanov.blogspot.com (კორექტირებული)

No comments:

Post a Comment