Sunday, 14 April 2019

რას ნიშნავს "მოერიდეთ... სისხლს" (საქმეები 15:20,29)



ღმერთი სიცოცხლის ერთადერთი წყაროა. და როგორც უზენაეს შემოქმედს, მას აქვს სრული უფლება, მოგვცეს კონკრეტული მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვეპყრობოდეთ სიცოცხლესა და სისხლს. იმის ცოდნამ, თუ რისი უფლება გვაქვს და რისი — არა, ფუნდამენტური გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენს აზროვნებასა და ყოველდღიურ მოქმედებაზე.

ბიბლიის გულდასმით გამოკვლევა ცხადყოფს, რომ სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს მცნება, რომლის არსიც უცვლელად მეორდება მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე — ნოეს პერიოდიდან მოყოლებული, პირველ ქრისტიანულ კრებამდე.

1. სისხლისა და სიცოცხლის კავშირი ბიბლიურ ისტორიაში

ღმერთმა სისხლის სიწმინდისა და მისი მოხმარების აკრძალვის პრინციპი ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში, სამი განსხვავებული თაობისთვის გაიმეორა:

  1. პატრიარქების ეპოქა (ნოეს შთამომავლობა): წარღვნის შემდეგ ღმერთმა ნოეს და მის ოჯახს ცხოველის ხორცის ჭამის უფლება მისცა, მაგრამ სისხლის მოხმარება აკრძალა და ახსნა, რომ სისხლის მოხმარება მისი „სულის“ ანუ სიცოცხლის მოხმარებას უტოლდებოდა  „საჭმელად გაძლევთ ყველა ცხოველს... ოღონდ ხორცი მის სულთან — სისხლთან — ერთად არ ჭამოთ. ნებისმიერს, ვინც თქვენს სისხლს დაღვრის, პასუხს მოვთხოვ“ (დაბადება 9:3–5). ეს ტექსტი მიუთითებს ფუნდამენტურ პრინციპზე: ღვთის თვალში სული = სისხლი = სიცოცხლე. სისხლი წმინდაა, რადგან ის უშუალოდ მონაწილეობს სასიცოცხლო პროცესებში და ცოცხალი არსების სულს (სიცოცხლეს) წარმოადგენს.
  2. ისრაელიანების ეპოქა (მოსეს კანონი): შეიცვალა თუ არა ღვთის შეხედულება მოსეს დროს? რა თქმა უნდა, არა. კანონში აღინიშნა:  ყოველი ხორციელის სიცოცხლე მისი სისხლია... ამიტომ ვუთხარი ისრაელებს, არ ჭამოთ ხორციელის სისხლი“ (ლევიანები 17:14; იხილეთ ასევე ლევიანები 3:17; კან 12:23).    როგორც ვიცით, თანამედროვე სამყაროში კვების სხვადასხვა მეთოდი არსებობს: ჩვეულებრივი გზით, მილის მეშვეობით ან ვენაში. ამრიგად, სისხლის გადასხმა ან სისხლით ინტრავენური კვება ასევე შეიძლება ჩაითვალოს მის მოხმარებად). ანუ კაცობრიობას არ აქვს უფლება, ის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს.  ღმერთი არ მიიჩნევს მისაღებად, რომ ვინმემ დაიკმაყოფილოს პირადი მოთხოვნილებები სხვისი სისხლის - ანუ სიცოცხლის - „ჭამით. ხორცის ჭამა თავისუფლად შეიძლება, მაგრამ სისხლი, რომელიც სიცოცხლეს იძლევა, არ უნდა შეეხოთ. სხეულის სიცოცხლე სისხლშია. უფრო მეტიც, ყველა არსების სიცოცხლე მის სისხლშია , მიუხედავად იმისა, ცხოველია ის თუ ადამიანი (ლევ. 17:14). ღვთის თვალში სისხლი არ არის მხოლოდ წითელი სითხე, არამედ თავად ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლე, წმინდა მის თვალში - სიცოცხლის წყარო და შემოქმედი, რომელმაც სისხლი გასცა (სისხლის გარეშე სიცოცხლე არ არის; დაბ. 9:3-6; ლევ. 17:11; ფსალმ. 35:10).
  3. ქრისტიანული ეპოქა (მოციქულთა დადგენილება): ახ. წ. I საუკუნეში, იერუსალიმის ხელმძღვანელმა საბჭომ წმინდა სულის კარნახით ჩამოაყალიბა გადაწყვეტილება, რომელიც ქრისტიანებს ეხებოდა:

    „წმინდა სულმა და ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, მეტი აღარაფერი დაგვეკისრებინა თქვენთვის იმ აუცილებლის გარდა, რომ მოერიდოთ კერპთშენაწირს, სისხლს, დამხრჩვალს და უზნეობას“ (საქმეები 15:28, 29; ასევე 15:20).

     ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანები არც სისხლს ჭამენ და არც ისეთ ხორცს, საიდანაც სისხლი არაა გამოშვებული. თუმცა ღვთის ეს მითითება უბრალოდ კვებასთან დაკავშირებული შეზღუდვა არაა. ის გვეხმარება, ღვთის თვალსაზრისი გავითვალისწინოთ სიცოცხლის სიწმინდეზე. შესაბამისად, ამ მითითების მორჩილება სისხლის მიღებისგან თავის შეკავებას გულისხმობს. ვინაიდან მის მიღმა სიცოცხლისადმი პატივისცემის პრინციპი დგას, ღვთის ეს მითითება აგრეთვე ეწინააღმდეგება მკვლელობას, მათ შორის დაუდევარ და სარისკო ქმედებებს, რომელსაც შეიძლება სიცოცხლე ემსხვერპლოს (დაბ. 9:4–6; ფსალმ. 36:9). იეჰოვას მოწმეები ყველა ამ საკითხში ცხადყოფენ, რომ იზიარებენ ღვთის თვალსაზრისს და სიცოცხლესა და სისხლს წმინდად მიიჩნევენ.

ამგვარად ის ფაქტი, რომ იეჰოვამ ეს აკრძალვა სამჯერ გაიმეორა სრულიად სხვადასხვა ეპოქაში, მოწმობს, თუ რამდენად პრინციპული და მარადიულია ეს საკითხი შემოქმედისთვის.

2. რა მიზნით დაუშვა ღმერთმა სისხლის გამოყენება?

მოცემულ თემაზე მსჯელობისას მრავალი შეცდომით სვამს კითხვას: „მისცა თუ არა ღმერთმა ადამიანს უფლება, რომ სისხლი გადაისხას?“

სინამდვილეში, ძირითადი კითხვა ასე უნდა ჩამოყალიბდეს: სისხლის კონკრეტულად როგორ გამოყენების უფლება მისცა ღმერთმა ადამიანებს?

ბიბლიაში იეჰოვა მხოლოდ ერთადერთ მითითებას იძლევა: სისხლი უნდა გამოყენებულიყო მხოლოდ სამსხვერპლოზე ცოდვების გამოსასყიდად (ლევიანები 17:11; ებრაელების 9:22). იყო ეგვიპტიდან გამოსვლისას კრავის სისხლის წასმა კარების წირთხლებზე (გამოსვლა 12:5–7).

ტაძრისა და საწმიდრის მოქმედების პერიოდის დასრულებისა და იესო ქრისტეს სრულყოფილი მსხვერპლშეწირვის შემდეგ, სისხლის ამ ერთადერთმა ნებადართულმა ფუნქციამაც დაკარგა პრაქტიკული დანიშნულება (ებრაელები 13:20; 1 პეტრე 1:18, 19). ამგვარად არ არსებობს არანაირი ლეგიტიმური პირადი მიზეზი, რის გამოც იეჰოვას მსახური დაარღვევს ამ აკრძალვას, რადგან სისხლი მას ეკუთვნის, რადგან ის არის ყველა სიცოცხლის მფლობელი - ყველა არსებობის მბრძანებელი და, შესაბამისად, სისხლის კანონიერი მფლობელი.

შედეგად, თანამედროვე ქრისტიანებისთვის ორი ძირითადი დასკვნა გამოიკვეთება:

  1. ადამიანს არ აქვს უფლება, სისხლი გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ვინაიდან სამსხვერპლოზე მისი პკურების საჭიროება აღარ არსებობს, სისხლის გამოყენების ერთადერთი ბიბლიური საფუძველიც გაუქმებულია.
  2. მოციქულთა დადგენილებას სისხლის გამოყენების ახალი ნებართვები არ დაუმატებია — ქრისტიანებს ევალებათ, შორს დაიჭირონ თავი მისგან. ღმერთთან მშვიდობის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ იესოს გაღებული სისხლისადმი რწმენის გამოვლენით (კოლოსელები 1:19, 20).

3. „მოერიდეთ სისხლს“ — ენობრივი და ლოგიკური ანალიზი

კრიტიკოსები ხშირად ამტკიცებენ: „ბიბლია კრძალავს სისხლის ჭამასა და სმას, მაგრამ მასში არაფერი წერია ვენაში გადასხმაზე“.

ამგვარი მსჯელობა რამდენიმე მიზეზის გამო არის მცდარი:

ა) ტერმინოლოგიური სიზუსტე

საქმეების 21:25-ში მოციქულთა დადგენილების აღწერისას გამოყენებულია ბერძნული სიტყვა «φυλάσσεσθαι» (ფიულასსესტხაი), რაც ნიშნავს „იყო დაცული“, „უფრთხილდე“, „წმინდად დაიცვა თავი“. ეს ტერმინი გულისხმობს მყარ, უპირობო გადაწყვეტილებას ღვთის კანონის შესასრულებლად (იხილეთ მისი გამოყენება საქმეების 23:35-ში).

ტექსტში საერთოდ არ არის გამოყენებული სიტყვები „ჭამა“ ან „სმა“. ბიბლიური ბრძანებაა — „მოერიდეთ“ და „თავი დაიცავით“. შეუძლებელია რაიმესგან თავი შორს ეჭირო და ამავდროულად მას ვენიდან იღებდე.

ბ) კანონი და პრინციპი

ბიბლია შეიცავს როგორც კონკრეტულ კანონებს, ისე მარადიულ პრინციპებს. მაგალითად, ბიბლიაში წერია: „ღვინით ნუ დათვრებით“. განა ეს იმას ნიშნავს, რომ არყით ან სხვა ალკოჰოლური სასმელით დათრობა ნებადართულია, რადგან ისინი ტექსტში მოხსენიებული არ არიან? რა თქმა უნდა, არა. პრინციპი კრძალავს ყოველგვარ მთვრალობას.

ანალოგიურად, განვიხილოთ კლასიკური სამედიცინო მაგალითი: თუ ექიმი პაციენტს კატეგორიულად უკრძალავს ალკოჰოლის მიღებას, ნიშნავს ეს იმას, რომ პაციენტს უფლება აქვს ალკოჰოლი პირდაპირ ვენაში შეიყვანოს? ლოგიკა კარნახობს, რომ ორგანიზმში ნივთიერების შეყვანის გზას მნიშვნელობა არ აქვს — აკრძალვა ეხება თავად ნივთიერებას.

საინტერესოა, რომ კრიტიკოსებს მშვენივრად ესმით ეს პრინციპი, როდესაც საქმე ეხება იმავე მუხლში (საქმეები 15:20) მოხსენიებულ „სიძვასა“ და „კერპთშენაწირს“. არავინ დაობს იმაზე, რომ სიძვასა და კერპთყვანისმცემლობაში ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა ცოდვაა. თუმცა, როდესაც საქმე სისხლს ეხება, ისინი ცდილობენ ტერმინოლოგიური მანიპულაციებით გვერდი აუარონ პირდაპირ მითითებას.

ამგვარად საქმეების მე 15 თავში  ჩაწერილი მითითებიდან გამომდინარე იეჰოვას მოწმეები ყოველთვის თვლიდნენ, რომ დაუშვებელია მთლიანი სისხლის როგორც საკვებად გამოყენება, ისე მისი გადასხმა თუ ჩაბარება. ასეთი პოზიცია გვეხმარებოდა, ღვთის წინაშეც სუფთა სინდისი შეგვენარჩუნებინა და ჯანმრთელობასაც გავფრთხილებოდით. 

 „ქრისტიანები არ ვექვემდებარებით მოსეს კანონს, თუმცა ვითვალისწინებთ მოციქულთა მითითებას, რომ მოვერიდოთ სისხლს. ამასთან ერთად, ბიბლიაში არაფერია ნათქვამი საკუთარი სისხლის სამედიცინო მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით. ასე რომ, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში, ამ შემთხვევაშიც თითოეულმა ქრისტიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენებს საკუთარ სისხლს სამკურნალო მიზნით“. ეს თითოეულ ქრისტიანს საშუალებას აძლევს, გალატელების 6:5-ში ჩაწერილი პრინციპის თანახმად იმოქმედოს: „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“.

და  იგივე პრინციპი ვრცელდება სხვისი სისხლისგან მიღებულ ოთხ ძირითად კომპონენტზეც – წითელ უჯრედებზე, თეთრ უჯრედებზე, პლაზმასა და თრომბოციტებზე. ამიტომ თითოეულმა ქრისტიანმა პირადად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერი სამედიცინო თუ ქირურგიული ჩარევის დროს ამ ოთხი ძირითადი კომპონენტის გამოყენებასთან დაკავშირებით. მსგავსად ამისა, თითოეულმა ქრისტიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, გაიღებს თუ არა სისხლს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მისი სისხლის კომპონენტები ან ფრაქციები სხვა ადამიანისთვის იქნეს გამოყენებული.

ნიშნავს ეს  იმას, რომ იეჰოვას მოწმეები სერიოზულად არ ეკიდებიან სისხლის ერთი ან რამდენიმე ძირითადი კომპონენტით მკურნალობის საკითხს? არა. ჩვენ კვლავაც ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ საკითხს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბიბლიაში არაფერია ნათქვამი სისხლის კომპონენტებსა და ფრაქციებზე. 

საინტერესოა ისიც, რომ ზოგიერთი კომპონენტი მთლიანი სისხლის უფრო მცირე პროცენტს შეადგენს, ვიდრე ესა თუ ის ფრაქცია, რომელთა მიღებაზეც ზოგი ქრისტიანი  თანახმა არის.

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ქრისტიანმა, უნდა გვახსოვდეს რომაელების 14:12-ში ჩაწერილი სიტყვები: „თითოეული ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“.

4. ისტორიული ექსკურსი: პირველი ქრისტიანები და სამედიცინო პრაქტიკა

ისტორიული ფაქტები მოწმობს, რომ სისხლის სამედიცინო მიზნებით გამოყენება ძველ მსოფლიოშიც ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ ღვთის მსახურები მასზე კატეგორიულ უარს ამბობდნენ.

  • ძველი ასურეთი და ეგვიპტე: დაახლოებით 2 000 წლის განმავლობაში ადამიანის სისხლი კეთრისა და სხვა მძიმე სნეულებების საუკეთესო წამლად ითვლებოდა. ასურეთის მეფე ასარხადონის ექიმები უფლისწულს სამკურნალოდ სისხლს ასმევდნენ. მიუხედავად ასურეთის დიდი გავლენისა, ისრაელები ამ მეთოდებს არასოდეს იყენებდნენ.
  • რომის იმპერია: ბუნებისმეტყველი პლინიუსი (I საუკუნე) და ექიმი არეთეუსი (II საუკუნე) აღნიშნავდნენ, რომ ეპილეფსიის სამკურნალოდ რომაელები არენაზე მოკლული გლადიატორების სისხლს სვამდნენ.
  • ადრეული ქრისტიანების პოზიცია:
    • კლიმენტ ალექსანდრიელი (II საუკუნე): „ადამიანს სისხლთან შეხების უფლება არ აქვს, რადგან თვითონ მისი ორგანიზმი სხვა არაფერია, თუ არა სისხლისაგან წარმოქმნილი ხორცი“.
    • ტერტულიანე (II–III საუკუნეები): ქრისტიანების მიმართ წამოყენებული ცრუ ბრალდებების საპასუხოდ წერდა: „ჩვენ ცხოველთა სისხლსაც კი გამოვრიცხავთ ჩვენი კვების რაციონიდან... ახლა გეკითხებით თქვენ, რა ჰქვია ამას, როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ მათთვის ყოვლად მიუღებელია ცხოველთა სისხლიც, თქვენ კი მათ ადამიანის სისხლის სმაში ადანაშაულებთ?“
    • მინუციუს ფელიქსი (II საუკუნე): მკაცრად განსჯიდა სისხლის სამედიცინო გამოყენებას: „სხვებმა დაცემული ავადმყოფობის (ეპილეფსიის) კურნება ისწავლეს ადამიანის სისხლით, ანუ დიდი ბოროტებით“.
    • ისტორიკოსი ევსები კესარიელი (II საუკუნე): მოგვითხრობს ახალგაზრდა ქრისტიან ქალზე, ბიბლიასზე, რომელიც წამებით მოკლეს. სიკვდილის წინ მან განაცხადა: ქრისტიანებისთვის „დაუშვებელია სისხლის საკვებად გამოყენება, თუნდაც ცხოველის სისხლისა“. მას სურდა სიცოცხლე, მაგრამ არა საკუთარი პრინციპებისა და ღვთის კანონის დარღვევის ფასად.

საუკუნეების მანძილზე სისხლს მკურნალობისა და მაგიის მიზნით კვლავ იყენებდნენ (მაგალითად, 1483 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XI სიკვდილის წინ ბავშვების სისხლს სვამდა). თუმცა, გასული საუკუნეების მოაზროვნეებსაც კი ესმოდათ, რომ ბიბლიური აკრძალვა უნივერსალური იყო: „რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიყენებ სისხლს — ავადმყოფის გამოსაკვებად თუ გამოსაჯანმრთელებლად?!“

დასკვნა

ისტორიული და ბიბლიური ანალიზი ცხადყოფს, რომ ადრეული ქრისტიანები და ძველი ებრაელები უარს ამბობდნენ მთლიანი სისხლის მიღებაზე ნებისმიერი ფორმით — მათ შორის მძიმე დაავადებების დროს და შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშეც კი. ისინი მზად იყვნენ გაეღოთ საკუთარი სიცოცხლე, ვიდრე დაერღვიათ შემოქმედის კანონი.

ამ მსჯელობის შემდეგ რა დასკვნამდე მივდივართ? იეჰოვას მოწმეები არ ვისხამთ მთლიან სისხლს და არც ვაბარებთ, რომ სხვებს გადაუსხან ის. ჩვენ არც სისხლს ვჭამთ და არც ისეთ ხორცს, რომლისგანაც სისხლი არაა გამოშვებული.

თუმცა საკუთარი სისხლის შენახვა შემდგომში გადასხმის მიზნით, ასევე სხვისი სისხლის კომპონენტების ან ფრაქციების გამოყენება თითოეული ქრისტიანის პირადი გადასაწყვეტია.. ამასთანავე, თითოეულმა ქრისტიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, გაიღებს თუ არა სისხლს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მისი სისხლის კომპონენტები ან ფრაქციები სხვა ადამიანისთვის იქნეს გამოყენებული.

მხოლოდ შემოქმედს აქვს უფლება განსაზღვროს, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული სისხლი. მისთვის ის წმინდაა. სისხლისადმი ღვთის კანონისადმი მორჩილებითა და წმინდა საქციელით ქრისტიანები ამტკიცებენ, რომ სიღრმისეულად აფასებენ იესო ქრისტეს გაღებულ სისხლს — ერთადერთ სისხლს, რომელსაც კაცობრიობისთვის ნამდვილი ხსნა, ცოდვების პატიება და მარადიული სიცოცხლე მოაქვს (იოანე 3:16).



ოპონენტების არგუმენტები სისხლის გადასხმის სასარგებლოდ და მათზე საპასუხო არგუმენტაცია


რატომ შეიცვალა პოზიცია სისხლზე? ფრაქციებსა და კომპონეტენზე? თავიდან არ იყო დაშვებული შემდეგ დაუშვით
პასუხი:

 რეალურად საქმე გვაქვს არა ბიბლიური პრინციპის შეცვლასთან, არამედ მისი გაგებისა და გამოყენების დაზუსტებასთან.

1. მთავარი პრინციპი უცვლელია ბიბლიის ნათელი და უცვლელი მცნებაა: „თავი შეიკავეთ სისხლისგან“ (საქმეები 15:29). ეს პრინციპი არასდროს შეცვლილა — როგორც ადრე, ისე დღესაც უარყოფილია მთლიანი სისხლის (Whole Blood) გადასხმა.

  • ადრე: მთლიანი სისხლი ❌
  • ახლაც: მთლიანი სისხლი ❌

2. რატომ იყო მიდგომა თავიდან უფრო მკაცრი? (სიფრთხილის პრინციპი) ბიბლია არ არის სამედიცინო სახელმძღვანელო და არ იყენებს 21-ე საუკუნის სამედიცინო ტერმინოლოგიას (პლაზმა, ერითროციტები, ალბუმინი, იმუნოგლობულინი და ა.შ.).

როდესაც მედიცინამ დაიწყო სისხლის დაშლა კომპონენტებად და ფრაქციებად, თავიდან გაურკვეველი იყო, სად გადიოდა ზღვარი. ასეთ დროს სრულიად ბუნებრივია „მაქსიმალური სიფრთხილის პრინციპის“ არჩევა — ანუ უკეთესია აირჩიო უფრო მკაცრი პოზიცია, ვიდრე შემთხვევით დაარღვიო ღვთის კანონი. ეს იყო სიფრთხილით გამოწვეული მიდგომა და არა თავად ბიბლიური მცნების შეცვლა.

3. მცირე ფრაქციები და ბიოლოგიური რეალობა დროთა განმავლობაში, საკითხის სიღრმისეულმა ანალიზმა აჩვენა მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ფაქტი: მაგალითად, ორსულობის დროს სისხლის მცირე ფრაქციები (როგორც არის ანტისხეულები/იმუნოგლობულინები) ბუნებრივად გადადის დედის სისხლიდან ნაყოფის ორგანიზმში პლაცენტის მეშვეობით.

ვინაიდან ღმერთმა თავად შექმნა ადამიანის ორგანიზმი ასე, ნათელი გახდა, რომ ეს მცირე ცილოვანი ელემენტები ფუნქციურად და ბიოლოგიურად აღარ მოქმედებს, როგორც თავად „სისხლი“ (სიცოცხლის შემცველი ქსოვილი). ამიტომ ეს საკითხი პირველი გადავიდა ქრისტიანის პირად სინდისზე.

4. ოთხი ძირითადი კომპონენტის გადასვლა პირად სინდისზე ფრაქციების შემდეგ, როდესაც უკეთ გაანალიზდა თავად 4 ძირითადი კომპონენტის (ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები, პლაზმა) ბუნებაც, გამოიკვეთა მთავარი ბიბლიური პრინციპი:

  • ბიბლია კონკრეტულად ავალდებულებს ქრისტიანს, მოერიდოს სისხლს, მაგრამ არ იძლევა დეტალურ სამედიცინო ინსტრუქციას მისი ცალკეული კომპონენტების შესახებ.
  • როცა ბიბლია პირდაპირ და კონკრეტულად არ აწესებს აკრძალვას რომელიმე სამედიცინო დეტალზე, ორგანიზაციამ არ აიღო თავზე უფლება, დაეწესებინა იურიდიული აკრძალვები იქ, სადაც წმინდა წერილი დუმს.
  • სწორედ ამიტომ, ოთხივე კომპონენტის მიღება-არმიღების საკითხიც დაიტოვა თითოეული ქრისტიანის პირად სინდისსა და პასუხისმგებლობაზე.  ბიბლიური დეტალიზაციის არარსებობის გამო, გადაწყვეტილება ინდივიდუალურ დონეზე უნდა მიიღოს თვითონ ადამიანმა ღვთის წინაშე.

5. ბიბლიური პრეცედენტი (გაგების ეტაპობრივი განვითარება) ეს პროცესი სრულიად შეესაბამება პირველი საუკუნის ქრისტიანების გამოცდილებას:

  • მოციქულებს თავიდან ეგონათ, რომ ღვთის კეთილგანწყობა მხოლოდ ებრაელებზე ვრცელდებოდა, თუმცა მოგვიანებით გაიგეს, რომ ეს ყველა ერს ეხებოდა (საქმეები 10).
  • წლები დასჭირდა რჯულის მოთხოვნების საბოლოო დაზუსტებას, სანამ იერუსალიმის საბჭომ არ თქვა: „აღარაფერს ზედმეტ ტვირთს არ დაგაკისრებთ“ (საქმეები 15:28).
აქ საქმეების 15:28-ში წერია: წმინდა სულმა და ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, მეტი აღარაფერი დაგვეკისრებინა თქვენთვის იმ აუცილებლის გარდა

ადრინდელი სწავლების შეცვლა:
საუკუნეების განმავლობაში თავად მოციქულები და იუდეველი ქრისტიანები იცავდნენ მოსეს სჯულს და თვლიდნენ, რომ წინადაცვეთა და სჯულის საქმეები სავალდებულო იყო. თუმცა, იერუსალიმის კრებაზე (საქმეები 15) მათ თავადვე გააუქმეს ეს მრავალსაუკუნოვანი მოთხოვნა და განაცხადეს, რომ ზედმეტ „ტვირთს“ აღარავის დააკისრებდნენ.

პარალელი იეჰოვას მოწმეების სწავლებასთან:
ამ ლოგიკაზე დაყრდნობით, თუკი პირველ საუკუნეში კრებამ და მოციქულებმა  გარემოებების ცვლილებასთან ერთად შეცვალეს მანამდე დამკვიდრებული ფუნდამენტური მოთხოვნები, გასაკვირი არ იქნება, თუ იეჰოვას მოწმეებიც გადახედავენ ან შეცვლიან სისხლის გადასხმასთან დაკავშირებულ თავიანთ სწავლებას.
ბიბლიური პრეცედენტი აჩვენებს, რომ სწავლების ან პრაქტიკული მოთხოვნის ცვლილება (როდესაც ორგანიზაცია თვლის, რომ ბიბლიური ტექსტის გაგება გაღრმავდა) ქრისტიანული ისტორიისთვის უცხო არ არის.

დასკვნა: 

არ შეცვლილა კანონი — „თავი შეიკავეთ სისხლისგან“.

დაზუსტდა მისი გამოყენება იქ, სადაც ბიბლია დეტალებს არ აკონკრეტებს.

ეს არ არის უკუსვლა ან წინააღმდეგობა —

ეს არის უფრო ზუსტი, პასუხისმგებლიანი შესაბამისობა ბიბლიურ პრინციპთან.“


2. პასუხისმგებლობას ვინ იღებს როცა კომპონენტები ა რ იყო დაშვებული ადამიანების სიკვდილზე?ვინმე რომ დაღუპულიყო ადრე კომპონენტებზე უარისთქმის გამო. არ უნდ ამოიხადოს ამოსთვის ბოდიში საბჭომ?

პასუხი. კომპონენტების გარეშე მკურნალობ ა არ უდრიდა სიკვდილს . წარმატებით გამოიყენებოდა ბევრ ოპერაციებში ალტერნატიული მეთოდებით მკურნალობა. და ალტერნატიული მეთოდებით მკურნალობამ ბევრი დაიცვა უამრავი დაავადებებისგან. ახლაც კი ბერვი იეჰოვას მოწმე კომპონენტურ თერაპიას, ამჯობინებს ისევ ალტერნატიული საშუალებებით მკურნალობას. რადგან დასნებოვნების რისკი შეამციროს. იეჰოვას მოწმეები აქამდე ახერხებდნენ ალტერნატიული საშუალებებით იმის მიღწევას რასაც კომპონენტები აკეთებენ(მოცულობის აღდგენა, ჟანგბადის გადატანა, წითელი უჯრედების წარმოქმნა) ამ საშუალებებით. ■ სისხლის მოცულობის აღდგენა: კრისტალოიდები - ნატრიუმის ქლორიდი (0,9% და 3%, 5%, 7%, 7,5%), რინგერის ხსნარი, რინგერის ლაქტატი, და გლუკოზის ხსნარები. კოლოიდები - ალბუმინი, ჰიდროექსიეთილსახამებელი, დექსტრანები და ჟელატინის ხსნარები. ■ წითელი უჯრედების წარმოქმნა: ერითროპოეტინი, რკინა, ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი B 12, ჰემინი და ვიტამინი C რკინის ათვისების გასაუმჯობესებლად. ჰემატოპოეტიკური ფაქტორები/იმუნოთერაპია - იმუნოგლობულინები, ინტერფერონები, ინტერლეიკინები. ■ ჟანგბადის მიწოდებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა: მოდიფიცირებული ჰემოგლობინი, პერფტორანული ემულსიები, 100% ჟანგბადის მიწოდება და ჰიპერბარიული ჟანგბადის კამერა - (ყოველდღე რამდენიმე სესიად, სანამ ჰემოგლობინი უსაფრთხო დონეს არ მიაღწევს). ■ სისხლის შედედების ხელშეწყობა და დანაკარგის შემცირება: ფიბრინის წებო, თრომბინის პრეპარატები, ტრანექსამის ან ამინოკაპრონის მჟავა, დემოსპრესინი, კრიოპრეციპიტატი, არგონსხივური კოაგულატორი და სხეულის გათბობა . ■ ამ მეთოდებით აღსანიშნავია, რომ 5 G/DL ან ნაკლები - ის ჰემოგლობინის დონეზეც კი იეჰოვას მოწმეები ხშირად წარმატებით მკურნალობენ ხოლმე ალტერნატიული საშუალებებით). ამის აუცილებლობა დიდი ხანია ექიმებმა დაინახეს და ამიტომ შექმნეს ეს პრეპარატები. რადგან .მაგალითად საომარი მოქმედებების ან კრიზისის დროს, როდესაც დონორული სისხლი დეფიციტურია, სამხედრო-საველე მედიცინა იყენებს ზემოხსენებულ სისხლის შემცვლელებს სიცოცხლის გადასარჩენად. (მაგ. ჰემოგლობინზე დაფუძნებულ ჟანგბადის გადამტანებს) და პლაზმის შემცვლელ კოლოიდურ/კრისტალოიდურ ხსნარებს, რომლებსაც დონორულ სისხლთან და მის ძირითად კომპონენტებთან კავშირი არ აქვთ.“ ზუსტად ამ მეთოდებით მკურნალობდნენ აქამდე მოწმეები და ამის შემდეგაც ბევრი ასე გააგრძელებს

გარდა იმისა რომ ალტერნატიული მეთოდებით მანამდეც წარმატებით მკურნალობდნენ. თუკი იყო ზოგი ასეთი შემთხვევები მაშინ გავიხსენოთ მოიხადა თუ არა ბოდიში დავითმა, როდესაც მისი შეცდომების გამო ათასობით ადამიანი დაიღუპა? როდესაც მან ისრაელის აღწერა გადაწყვიტა — 70 ათასი ადამიანი დაიღუპა. ჩაწერილია თუ არა ბიბლიაში მისი ბოდიში? ან, ეგებ, ურიას მკვლელობის გამო მოუხადა ბოდიში ხალხს? ღმერთი კი მასზე ამბობს, როგორც ადამიანზე, რომელიც ღმერთს გულის სიწმინდითა და სიმართლით ემსახურებოდა (2 მეფ. 24:14-15; 3 მეფ. 9:4).

რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ ღმერთისთვის უფრო მნიშვნელოვანია არა მისი მსახურების შეცდომები (არა ცოდვები, არა დაცემა), არამედ გამოსწორების (წამოყენების) და მომავალში ღმერთისადმი ერთგულად მსახურების გაგრძელების სურვილი.

​ხოლო თუ მე და თქვენ დავუწყებთ ბრალდებას ვინმეს, ვისშიც ღმერთი ერთგულ გულს ხედავს — ამის გამო შესაძლოა დავზარალდეთ (იეჰოვას არ მოსწონს, როდესაც ცილს წამებენ მის მსახურებს და არასწორად აფასებენ მათ საქციელს):

​მათე 7:2: „რადგანრითაც განსჯით, იმითვე განისჯებით და რა წყაულობითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყობათ.“

ამით იმის თქმა გვინდა, რომ ღმერთს ხედვა თავის მსახურებზე და ჩვენი ხედვა მათზე — ძლიერ განსხვავდება, რადგან მან იცის მთელი სურათი მათ შესახებ, ჩვენ კი არა. რატომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც არ ვიცით და ამით ავღელდეთ?


1.პასუხი ოპონენტების მათემატიკურ არგუმენტზე („55% + 45% = 100%“)

ოპონენტის პოზიცია: „თუ ამბობთ, რომ სისხლის პლაზმა 55%-ია, ხოლო ერითროციტები — 45%, მათემატიკურად ეს 100%-ია. ანუ, როცა მათ იღებთ, მაინც მთლიან სისხლს იღებთ.“

პასუხი: ეს არის მათემატიკური შეცდომა და არა სამედიცინო რეალობა. რძის კომპონენტების — ცხიმისა და ცილის ცალ-ცალკე მიღება რძის დალევას არ ნიშნავს.

ექიმები პაციენტს არასდროს უსხამენ კომპონენტების იმ 100%-იან ნარევს, რაც მთლიან სისხლს ქმნის. პაციენტი იღებს მხოლოდ იმ კონკრეტულ ნაწილს, რაც მოცემულ წუთს სჭირდება (მაგალითად, მხოლოდ ერითროციტებს), რაც სამედიცინო კლასიფიკაციით წარმოადგენს კომპონენტურ თერაპიას და არა მთლიანი სისხლის გადასხმას.

„ორივე კომპონენტის მიღება მაინც არ არის მთლიანი სისხლის გადასხმა.“

  • ფიზიკურად: ექიმები მათ ერთად არასდროს ურევენ. მათი ერთ ტომარაში შეერთება უჯრედებს დააზიანებს და გააფუჭებს. ორივე კომპონენტი პაციენტის ორგანიზმში შედის სრულიად ცალ-ცალკე ტომრებითა და სხვადასხვა საწვეთურით.

  • ბიოლოგიურად: პლაზმა გაყინული პრეპარატია, ხოლო ერითროციტი — მაცივარში შენახული. მათ უკვე დაკარგული აქვთ მთლიანი, ცოცხალი სისხლის პირველანდელი სტრუქტურა.

  • ანალოგია: თუ ცალ-ცალკე შეჭამ ერბოკვერცხს, პურს და ზეთისხილს, ეს ცალკეული პროდუქტების მიღებაა და არა ნამცხვრის ჭამა.

დასკვნა: ცალ-ცალკე შენახული, გაყინული და დამუშავებული კომპონენტების მიღება არის ორი სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატით მკურნალობა (მედიკამენტოზური კომპონენტური თერაპია) და არა ერთგვაროვანი, ცოცხალი, მთლიანი სისხლის გადასხმა.

ვიტამინების ანალოგია: თუ ავადმყოფს დილით მისცემ A ვიტამინს, შუადღეს — B ვიტამინს, ხოლო საღამოს — C ვიტამინს, ეს ვიტამინოთერაპიაა და არა ნატურალური ხილის ჭამა.

სადისკუსიო კითხვები ოპონენტებისთვის

  1. პროცენტების შეკრების შესახებ: „თუ უბრალოდ პროცენტების შეკრებაა საკმარისი, მაშინ რატომ არ ასხამენ ექიმები ყოველთვის მხოლოდ პლაზმას და ერითროციტებს ერთად, და ზოგჯერ მაინც იყენებენ მთლიან სისხლს?“

  2. დოზირებისა და სისტემის შესახებ: „თუ ეს იგივეა, მაშინ რატომ სჭირდება კომპონენტურ მკურნალობას რამდენიმე პაკეტი და სხვადასხვა დოზირება, მაშინ როცა მთლიანი სისხლი ერთიანი სისტემაა?“

  3. რძისა და კომპონენტების ანალოგია: „თუ რძისგან გამოყოფილი კარაქის, ხაჭოსა და შრატის ცალ-ცალკე ჭამა რძის დალევა არ არის, რატომ უნდა ჩაითვალოს ლაბორატორიულად განცალკევებული და გაყინული კომპონენტების მიღება მთლიანი სისხლის გადასხმად?“

2. მითი: „არსებობს კრიტიკული შემთხვევები, როდესაც მხოლოდ მთლიანი სისხლის გადასხმას შეუძლია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.“

მთლიანი სისხლის არგამოყენება ავტომატურად სიკვდილს არ ნიშნავს. თანამედროვე მედიცინა მთლიანი სისხლის ნაცვლად კომპონენტურ თერაპიასა და უსისხლო ალტერნატივებს იყენებს, რომლებიც პაციენტის სიცოცხლეს ზუსტად იმავე (და ხშირად უკეთესი) ეფექტურობით ინარჩუნებს.


და  ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს, 100%-იანი გარანტიით უნდა თქვას, რომ გადასხმის შემთხვევაში პაციენტი უეჭველად გადარჩება. ამის გარანტიას კი ვერავინ მოგვცემს. შესაბამისად, იმის თქმა, თითქოს მთლიანი სისხლის გადასხმა აუცილებლად სიცოცხლეს ნიშნავს, ხოლო კომპონენტების/ფრაქციების გამოყენება ან უარის თქმა — სიკვდილს, თავისთავად მცდარია.

ამავდროულად, საკითხს თუ ბიბლიური პრინციპების თვალსაზრისით შევხედავთ, მსგავსი პრეტენზიების წამოყენება ღვთის სხვა მრავალი მოთხოვნისადმიც შეიძლება:

  • ჰუმანურია თუ არა ქრისტიანისთვის, არ ჭამოს დამხრჩვალი ცხოველი ან სისხლის ძეხვი, როდესაც შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას? (საქმეები 15:20, 29).

  • რამდენად ჰუმანურია, ღმერთმა ქრისტიანს სისხლის დალევა აუკრძალოს, როცა ის წყურვილით კვდება? (ლევიანები 17:10–12).

  • ჰუმანურია თუ არა ჯადოქრებთან და ექსტრასენსებთან მიმართების აკრძალვა, როდესაც ავადმყოფს ტრადიციული მედიცინის დახმარებით მძიმე სენის დამარცხების არანაირი შანსი არ აქვს? (მეორე კანონი 18:10–12).

  • ჰუმანურია თუ არა ქრისტიანის მიმართ არსებული მოთხოვნა, რომ დაქორწინდეს „მხოლოდ უფალში“, თუ ის თავის კრებაში ვერ პოულობს შესაფერის ცხოვრების თანამგზავრს? (1 კორინთელები 7:39).

ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ასეთ ფონზე ბიბლიური მითითებებისა და პრინციპების უდიდესი ნაწილი შეიძლება „არაჰუმანურის“ კატეგორიას მივაკუთვნოთ (მაგალითად: ლუკა 14:26, 27; იოანე 12:25; მათე 10:16–22). თავად ქრისტიანის სიცოცხლის ღვთისადმი მიძღვნის იდეა საერთოდ არ ჯდება ჰუმანიზმის ჩვეულებრივ ჩარჩოებში. ამდენად, იეჰოვას მოწმეების დადანაშაულება სრულიად უსაფუძვლოა.

3. შეკითხვა: „ხომ არ გეჩვენებათ, რომ ისინი, ვინც ჰემოტრანსფუზიის ნეგატიურ შედეგებს უფრთხიან, მეტისმეტად ამუქებენ ფერებს?“

პასუხი: ყველაზე თანამედროვე უცხოური აპარატურაც კი დონორულ სისხლს ამოწმებს მხოლოდ 7–8 დაავადებაზე ყველაზე გავრცელებული 40 დაავადებიდან. ამასთან, ამ 7–8 დაავადების აღმოჩენის სიზუსტე არ შეადგენს 100%-ს. ჩამორჩენილ სამედიცინო სისტემებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია?

თუ გავითვალისწინებთ ნახევარწლიან ინკუბაციურ პერიოდსაც (როდესაც, მაგალითად, აივ-ინფექციის/შიდსის ამოცნობაც კი შეუძლებელია) და იმასაც, თუ რა კატეგორიის ადამიანები აბარებენ ხშირად სისხლს (მატერიალური დაინტერესების გამო), საფრთხე სრულიად რეალურია. სხვისი კბილის ჯაგრისით გაიხეხავდით კბილებს? რა თქმა უნდა, არა! მაშინ ნარკომანის, ალკოჰოლიკის ან უსახლკაროს სისხლის საკუთარ ორგანიზმში შეყვანა რატომ არ იწვევს პროტესტს?


კითხვები და პასუხები ბიბლიურ და პრაქტიკულ ასპექტებზე

4. (1 კორინთელები 10:25–27) თქვა თუ არა პავლემ ამ ტექსტში, რომ ქრისტიანებს შეეძლოთ სისხლის ჭამა?

პასუხი: არა. ეს დასტურდება მომდევნო მუხლითაც: „მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: 'ეს მსხვერპლშენაწირია', ნუ შეჭამთ ნურც იმის გულისთვის, ვინც ეს გაგიმხილათ, და ნურც სინდისის გამო“ (1 კორინთელები 10:28).

ქრისტიანი არ იყო ვალდებული, ბაზარში ხორცის ყიდვისას ყოველთვის ეძია მისი წარმოშობა. თუმცა, ეს არ ნიშნავდა კერპთშენაწირის ჭამის დაშვებას, ისევე როგორც არ ნიშნავდა სისხლის მიღებაზე თანხმობას.

იესო ქრისტეს სიტყვები პერგამოსა და თიატირის კრებების მიმართ (გამოცხადება 2:14, 20) ცხადყოფს, რომ ეს კანონი არ ყოფილა „დროებითი შეთანხმება“. შესაბამისად, კერპთაყვანისმცემლურ ცერემონიებში მონაწილეობის აკრძალვა, ისევე როგორც სისხლისა და სიძვისგან თავის შეკავება, მუდმივი ბრძანებულება იყო.

5. რატომ იღებენ იეჰოვას მოწმეები სისხლის კომპონენტებს, პრეპარატებსა და ფრაქციებს?

პასუხი: ბიბლია არ აკონკრეტებს, ეხება თუ არა სისხლის აკრძალვა მის მცირე ფრაქციებსა და კომპონენტებს. მოწმეები, რომლებიც იღებენ ფრაქციებს, დარწმუნებულნი არიან, რომ არ არღვევენ სისხლის მცნებას. მათთვის ფრაქცია არ არის სისხლი, ისევე როგორც წყალბადი და ჟანგბადი ცალ-ცალკე არ არის წყალი, ან ცალკე აღებული ზამბარა თუ მეტალის ნაჭერი არ არის იარაღი.

მაგალითად, სისხლის პლაზმის 90% წყალია, ხოლო წყალი სისხლს არ წარმოადგენს. გარდა ამისა, ზოგ ფრაქციას ბავშვი დედის მუცელში ყოფნისას ბუნებრივად იღებს: ორსული ქალის პლაზმის ცილები (იმუნოგლობულინები) გადადის ჩანასახის სისხლში და მას იმუნიტეტს აძლევს. თავის მხრივ, ემბრიონის დაშლილი ერითროციტების პროდუქტი (ბილირუბინი) პლაცენტის გავლით დედის ორგანიზმში გადადის.

ამრიგად, ზოგმა ქრისტიანმა შეიძლება დაასკვნას: ვინაიდან სისხლის კომპონენტები და ფრაქციები ბუნებრივადაც გადადის ერთი ორგანიზმიდან მეორეში, მათაც შეუძლიათ მიიღონ სისხლის პლაზმისგან გამოყოფილი ფრაქციები.

6. არგუმენტი: „ბიბლიურ დროში სისხლის გადასხმა არ არსებობდა, შესაბამისად ბიბლია მას ვერ აკრძალავდა.“

პასუხი: ბიბლიური პრინციპები ვრცელდება თანამედროვე მოვლენებზეც. მაგალითად, მოსეს კანონში ეწერა: „არ უნდა იყოს არავინ თქვენს შორის, ვინც იყენებს მაგიას ან ჯადოქრობას“. განა ვიტყვით, რომ ეს აკრძალვა არ ეხება ტელევიზიით მაგიური შოუების ყურებას, რადგან იმ დროს ტელევიზორი არ არსებობდა? რა თქმა უნდა, არა.

აკრძალვის მიზეზი არის არა ის, თუ როგორ იღებ მას (ჭამით თუ ვენიდან შეყვანით), არამედ თავად სისხლის არსი და ის, რასაც იგი წარმოადგენს. აკრძალვა ეხება როგორც ცხოველის, ისე ადამიანის სისხლს. იმის თქმა, რომ კანონი გადასხმას არ მოიცავს, რადგან ის მაშინ არ არსებობდა, იგივეა, ვთქვათ: კანონი „არა კლა“ არ კრძალავს ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობას, რადგან იარაღი მაშინ არ არსებობდა.

7. არგუმენტი: „ცხოველების სისხლის დალევა მოითხოვდა მათ სიკვდილს, სისხლის გადასხმა კი დონორის სიკვდილს არ მოითხოვს.“

პასუხი: მთავარი არსი თავად სისხლის წმინდა სტატუსშია და არა იმაში, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება სისხლის მფლობელი ობიექტი (ცოცხალია ის თუ მკვდარი).

8. თუ გაჭირვებულ ისრაელელს შეეძლო ეჭამა მკვდარი ცხოველი (ლევიანები 17:15), რატომ არ იღებენ მოწმეები სისხლს საჭიროებისას?

პასუხი: ღმერთმა იცოდა, რომ ისრაელელს შეეძლო უნებლიეთ დაეშვა ასეთი შეცდომა. ამიტომ, ლევიანების 17:15 ეხება უნებლიე შეცდომას (რასაც ადასტურებს ლევიანების 17:16 და 5:2 — „თუ ეს ფაქტი მისგან დაფარული იყო“). ხოლო ის, ვინც განზრახ, ცნობიერად დაარღვევდა კანონს, მკაცრად ისჯებოდა სიკვდილით (რიცხვები 15:30, 31; საქმეები 21:25).

9. „ძველ აღთქმაში წერია, რომ სისხლი მიწაზე უნდა დაიღვაროს. მაშინ რატომ იკეთებენ მოწმეები სისხლის ანალიზს ან რატომ იღებენ საკუთარ/სხვის კომპონენტებს?“

პასუხი: სისხლის მიწაზე დაღვრის მოთხოვნა მოსეს სამოქალაქო კანონის ნაწილი იყო, რომელიც ქრისტეს მსხვერპლით გაუქმდა. გარდა ამისა, ეს იყო მოკლული ცხოველის სიცოცხლისადმი პატივისცემის გამოხატვა და არა სამედიცინო დიაგნოსტიკის აკრძალვა.

10. „ხორცის ყიდვისას მასში მაინც რჩება სისხლი, ანუ ხორცის ჭამით სისხლს მაინც ჭამთ.“

პასუხი: იეჰოვას მოწმეები არ ჭამენ უმ, სისხლიან ხორცს; ისინი იყენებენ სათანადოდ გამოკვლულ და მომზადებულ ხორცს. ძველ ისრაელშიც, როდესაც ცხოველს სისხლს გამოადენდნენ, ხორცში შესაძლოა დარჩენილიყო მიკროსკოპული უჯრედები, მაგრამ ასეთი ხორცის ჭამა დაშვებული იყო. კანონი იყო მორალური და სიმბოლური, და არა აბსოლუტური ბიოლოგიური სტერილიზაციის მოთხოვნა.

11. (საქმეები 15:29) სისხლისგან თავის შეკავება აყენია სიძვის გვერდით. თუ სინდისით წყვეტთ კომპონენტების მიღებას, მაშინ შეიძლება თუ არა „სექსუალური უზნეობის ფრაქციების“ გამოყენებაც?

პასუხი: ეს არარელევანტური შედარებაა. სისხლის კომპონენტები და ფრაქციები არ არის სისხლი, ისევე როგორც ცალკეული ზამბარა არ არის იარაღი.

შედარებისთვის გამოდგება კერპთშენაწირის მაგალითი: ქრისტიანები თავს იკავებდნენ ნებისმიერი რამისგან, რაც პირდაპირ აღიქმებოდა კერპად. მაგრამ თუ კერპი დაიშლებოდა და მისი ნაწილი გამოიყენებოდა, მაგალითად, ხელოვნების ნიმუშად ან სამშენებლო მასალად, მას კერპის სტატუსი აღარ ჰქონდა (2 კორინთელები 6:15–17). იგივე ეხება სისხლსაც: ფრაქცია აღარ არის სისხლი.

12. თუ მოწმეებს არ შეუძლიათ სისხლის მიღება, რატომ არის დაშვებული ორგანოს (მაგ. ღვიძლის) გადანერგვა, როდესაც ღვიძლის 60%-ზე მეტი სისხლია?

პასუხი: ღვიძლი არის ჩამოყალიბებული, მთლიანი ორგანო, რომელსაც თავისი სპეციფიკური ფუნქცია აქვს. ღვთის კანონი არ მოითხოვდა ხორციდან ბოლო უჯრედის დონეზე სისხლის ამოღებას: „მხოლოდ ხორცი მის სიცოცხლესთან — სისხლთან ერთად არ ჭამოთ“ (დაბადება 9:3, 4).

თითოეული უჯრედის ამოღების მოთხოვნა ალოგიკური და შეუძლებელი იქნებოდა. აკრძალვა არის მორალური აღიარება იმისა, რომ სისხლი წმინდაა. ეს პრინციპი სრულად ვრცელდება ორგანოთა ტრანსპლანტაციაზეც.

13. თუ სისხლის ჭამა მძიმე ცოდვა იყო, რატომ არ მოკლეს საულის მეომრები, როცა ხორცთან ერთად სისხლი ჭამეს? (1 სამუელი 14:31–35)

პასუხი: ეს ნამდვილად დიდი ცოდვა იყო (ლევიანები 17:10–14). თუმცა, ჩანაწერიდან ჩანს, რომ მათ ეს განზრახ არ გაუკეთებიათ. ჯარისკაცები იყვნენ უკიდურესად დაქანცულნი და შიმშილისგან დასუსტებულნი (საულის სულელური ფიცის გამო). ისინი ცხოველებს მიწაზე კლავდნენ, რაც სისხლის სრულად გამოდენას აფერხებდა.

მათი მიზანი არ ყოფილა კანონის განზრახ დარღვევა, თუმცა სიჩქარის გამო ცოდვა მაინც ჩაიდინეს. ამართლებდა თუ არა მათ საგანგებო მდგომარეობა? არა — მათ ქმედებას ეწოდა „ცოდვა იეჰოვას წინაშე“. ამრიგად, ეს შემთხვევა ამტკიცებს, რომ საგანგებო მდგომარეობაც კი არ ამართლებს ღვთის კანონის დარღვევას.

14. ლევიანების 17:15-ის მიხედვით, მკვდარი ცხოველის ჭამისთვის სასჯელი მხოლოდ ცერემონიული უწმინდურება იყო. რატომ არ იღებენ მოწმეები სისხლს საჭიროებისას?

პასუხი: ლევიანების 17:10 და მეორე კანონის 14:21 კატეგორიულად კრძალავს ასეთი ხორცის განზრახ ჭამას. ლევიანების 17:15 ეხება შემთხვევას, როცა ადამიანმა უცოდინრობით/შეცდომით შეჭამა ასეთი ხორცი (რასაც ადასტურებს ლევიანების 5:2 — „თუმცა ეს დაფარული იყო მისგან“).

თუ შეიტყობდა და მოინანიებდა, ის იწმენდოდა. ხოლო თუ შეიტყობდა და უარს იტყოდა მონანიებაზე, „პასუხს აგებდა თავის ცოდვაზე“ (ლევიანები 17:16).

15. ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის (22 მაისი, 1994) გარეკანზე ეწერა: „ახალგაზრდები, რომლებიც პირველ ადგილზე აყენებენ ღმერთს“. რატომ წახალისდება მოწმეებში სისხლზე უარის თქმის გამო სიკვდილი? ასევე იმავე სტატიაში არ წერია რომ კლათიათსსობით ბავშვი დაიღუპაო?

პასუხი: ამ ჟურნალის გარეკანს ოპონენტები ხშირად იყენებენ დრამატული ეფექტის შესაქმნელად. სინამდვილეში, სტატიაში მოთხრობილი იყო ხუთი ახალგაზრდის შესახებ, რომლებიც იბრძოდნენ მკურნალობის არჩევისა და პაციენტის უფლებების დასაცავად.

ხუთიდან მხოლოდ ორი გარდაიცვალა:

  1. პირველ შემთხვევაში, ნიუფაუნდლენდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, რობერტ უელსმა განაცხადა, რომ სისხლის გადასხმა არ იყო სასიცოცხლოდ აუცილებელი და მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა საზიანოც ყოფილიყო.

  2. მეორე შემთხვევაში (ლეიკემია), სისხლის გადასხმითაც კი პაციენტს მხოლოდ 3–6 თვის სიცოცხლე გარანტირებოდა. რისკების შეფასების შემდეგ, ეთიკის კომიტეტის მხარდაჭერით, იძულებითი გადასხმა არ მოუთხოვიათ.

  3. დანარჩენი სამი შემთხვევიდან ერთს სისხლი ძალდატანებით გადაუსხეს და მაინც გარდაიცვალა (მოსამართლემ ეს შეაფასა პაციენტის უფლებების დარღვევად), ხოლო ბოლო ორი ახალგაზრდა საერთოდ არ გარდაცვლილა.

ახლა რაც შეეხება ათიათასობით გარდაცვალების მითს

„ამ ტექსტის პირდაპირი, სიტყვა-სიტყვითი გაგება არასწორია და აზრის დამახინჯებამდე მივყავართ. რეალურად, აქ საუბარია ერთგულების პრინციპის გაგრძელებაზე და არა იმის აღიარებაზე, თითქოს საავადმყოფოებში და მითუმეტეს სასამართლოებში ათასობით ბავშვი კვდება.

​მოდით, დავალაგოთ ლოგიკური ჯაჭვი:

​1. კონტექსტი და ისტორიული პარალელი

როდესაც ტექსტი ახსენებს წარსულს, იგულისხმებიან პირველი საუკუნის ქრისტიანები. რომის იმპერიაში ათასობით ახალგაზრდა ქრისტიანი კოლიზეუმის არენებზე იღუპებოდა იმის გამო, რომ უარს ამბობდა კეისრის თაყვანისცემაზე, კერპთმსახურებასა თუ ომში მონაწილეობაზე. ტექსტის პირველი ნაწილი ხაზს უსვამს რწმენის გამო თავდადების პრინციპს და არა სისხლის საკითხის ისტორიას.

​2. თანამედროვე პარალელი (დრამა საავადმყოფოებსა და სასამართლოებში)

ტექსტის მეორე ნაწილი ამბობს:

​„ისინი დღესაც ასე იქცევიან [ღმერთს აყენებენ პირველ ადგილზე], თუმცა დღეს ეს დრამა საავადმყოფოებსა და სასამართლო დარბაზებში ვითარდება...“


​აქ აშკარაა შედარება (მეტაფორა) და არა ფიზიკური პროცესის იდენტურობა:

  • ​პირველ საუკუნეში: რწმენის გამო გამოცდის ადგილი იყო რომის არენა.
  • ​დღეს: ბიბლიური პრინციპების (მათ შორის სისხლისგან თავის შეკავების — საქმეები 15:28, 29) გამო გამოცდის ადგილი გახდა საავადმყოფო და სასამართლო დარბაზი, სადაც ქრისტიანებს უწევთ თავიანთი მრწამსისა და პოზიციის დაცვა.

​3. აბსურდულობა პირდაპირი გაგების შემთხვევაში

თუ ამ ტექსტს ვინმე პირდაპირ გაიგებს, გამოვა აბსურდი: თითქოს სასამართლო დარბაზებშიც ათასობით ბავშვი ფიზიკურად კვდება. სასამართლოში არავინ კვდება — სასამართლო არის ადგილი, სადაც მიმდინარეობს სამართლებრივი და ეთიკური დავა რწმენისა და პაციენტის უფლებების დასაცავად. იგივე ლოგიკაა საავადმყოფოზეც

​დასკვნა:

ნათელია, რომ ავტორი ხაზს უსვამს მრწამსისადმი ერთგულების სულს. როგორც პირველ საუკუნეში ახალგაზრდა ქრისტიანები არ თმობდნენ თავიანთ პრინციპებს ზეწოლის მიუხედავად, დღესაც ახალგაზრდა ქრისტიანები მზად არიან, მშვიდობიანად, სამართლებრივ და სამედიცინო დონეზე დაიცვან თავიანთი ბიბლიური მწამსი.“

16. არგუმენტი: „ბრძანება ეხება მხოლოდ მოკლულ ცხოველს, დონორი კი ტრანსფუზიისას არ კვდება.“

პასუხი: თუ აკრძალვა მხოლოდ მოკლულ ცხოველს შეეხებოდა, მაშინ ძველად ადამიანებს შეეძლებოდათ, ცოცხალი ცხოველისთვის გამოეშვათ სისხლი და დაელიათ (როგორც „ცოცხალი დონორისგან“). განა დაუშვებდა ღმერთი ასეთ რამეს?

გარდა ამისა, სისხლი წარმოადგენს სიცოცხლეს (სულს), რომელიც ღმერთს ეკუთვნის. ეს პრინციპი თანაბრად ვრცელდება ცოცხალზეც და მკვდარზეც. სწორედ ამიტომ ამბობს სამოციქულო ბრძანებულება უბრალოდ: „თავი შეიკავეთ სისხლისგან“ (საქმეები 15:29).

17. არგუმენტი: „სისხლი სიცოცხლის სიმბოლოა. განა სიმბოლო შეიძლება იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, რასაც ის წარმოადგენს (თვით სიცოცხლეზე)?“

პასუხი: ბიბლიაში არ არსებობს პრეცედენტი, რომ სიცოცხლის გადასარჩენად ღვთის კანონის დარღვევა დაშვებული იყოს. (მაგალითად, 1 სამუელის 14:32 გვიჩვენებს, რომ საგანგებო მდგომარეობა არ ამართლებს ურჩობას). მოსეს კანონით, სისხლის აკრძალვის დარღვევისთვის სასჯელი სიკვდილი იყო (ლევიანები 17:10).

სხვა მაგალითები:

  • შეთანხმების კიდობანი: იეჰოვას თანდასწრების სიმბოლო იყო. როდესაც უზამ მას ხელი შეახო, ის ადგილზე მოკვდა (2 სამუელი 6:6, 7).

  • აკრძალული ხილი ედემში: ეს იყო ღვთის უზენაესი ავტორიტეტის სიმბოლო. ადამის მიერ ამ სიმბოლური ხილის ჭამამ მთელი კაცობრიობა სიკვდილისთვის გაწირა.

კითხვა უნდა დაისვას ასე: არის თუ არა ღვთისადმი მორჩილება ახლანდელ, დროებით სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი? დიახ, არის! წინააღმდეგ შემთხვევაში, დანიელის სამი მეგობარი, მოციქულები თუ პირველი საუკუნის ქრისტიანები შეცდომით მოიქცნენ, როცა სიცოცხლის ფასად არ უარყვეს ღმერთი. ბიბლიის თანახმად, ღვთის წინაშე სისხლის სიწმინდის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამჟამინდელი დროებითი სიცოცხლის ნებისმიერ ფასად შენარჩუნება.

18. განა იესომ არ უთხრა მოწაფეებს, რომ დაელიათ მისი სისხლი? (იოანე 6:53–56)

პასუხი: იესო საუბრობდა სიმბოლურად. პური და ღვინო წარმოადგენს მისი სხეულისა და სისხლის სიმბოლოებს. ეს რომ პირდაპირი გაგებით ყოფილიყო, კანიბალიზმი და სისხლის ჭამის კანონის დარღვევა გამოვიდოდა.

იესომ იქვე განუმარტა მოწაფეებს, რომ მისი „ხორცი“ და „სისხლი“ არის სულიერი ცნებები — მისი გამოსასყიდი მსხვერპლისადმი რწმენის გამოვლენის სიმბოლო, რომელსაც მარადიული ხსნა მოაქვს.






No comments:

Post a Comment