განმარტება: ზოგიერთი რელიგიის სწავლებით, წმინდანები ეწოდება მათ, ვინც სიკვდილის შემდეგ ქრისტეს უერთდება ზეცაში განსაკუთრებული ღვაწლისა და სიწმინდის გამო. წმინდანებს ღმერთთან შუამავლებად მიიჩნევენ. წმინდანთა ნაწილებსა და გამოსახულებებს თაყვანს სცემენ. არის რელიგიები, რომელთა სწავლებითაც მათი ყველა წევრი წმინდა და უცოდველია.
ვის ეწოდება ბიბლიის თანახმად წმინდანი?
ბიბლიის ზოგ თარგმანში ერთი და იგივე ბერძნული სიტყვა თარგმნილია, როგორც „წმინდა“ ან „წმინდანი“. ვისთან მიმართებაში გამოიყენება საღვთო წერილში ეს სიტყვა? «როდესაც ბიბლიაში ეს ბერძნული სიტყვა მრავლობით რიცხვშია მოხსენიებული და მორწმუნეებთან დაკავშირებით გამოიყენება, — შენიშნავს „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი“, — იგი მიუთითებს ყველა მორწმუნეზე და არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც განსაკუთრებული სიწმინდით გამოირჩევიან, ან იმ მიცვალებულებზე, რომლებიც სიწმინდით გამორჩეული განსაკუთრებული საქმეებით იყვნენ ცნობილი».
ამიტომ პავლე მოციქულმა პირველ საუკუნეში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს ჭეშმარიტი წმინდები უწოდა. მაგალითად, ახ. წ. პირველ საუკუნეში მან წერილი გაუგზავნა «ღვთის ეკლესიას [„კრებას“, აქ], რომელიც კორინთოშია, მთელ აქაიაში [რომის პროვინცია] მყოფ ყველა წმიდასთან ერთად» (2 კორინთელთა 1:1). მოგვიანებით პავლემ წერილი მისწერა ‘ყველას, რომში მყოფ ღვთის საყვარლებს, მოწოდებულ წმიდებს’ (რომაელთა 1:7). აშკარაა, რომ ეს წმინდები იმ დროისთვის არც გარდაცვლილები იყვნენ და არც განსაკუთრებული უბიწობით გამოირჩეოდნენ, რომ სხვა მორწმუნეებზე აღმატებული გამოჩენილიყვნენ. მაშ, რის საფუძველზე იყვნენ ისინი წმინდებად ცნობილი?
ღვთის მიერ განწმენდილნი
ღვთის სიტყვაში ნაჩვენებია, რომ ვინმეს წმინდად გამოცხადება ადამიანის ან რომელიმე ორგანიზაციის მიერ არ ხდება. ბიბლიაში ნათქვამია: „[ღმერთმა] გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო ჩვენ წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი ნებითა და მადლით“ (2 ტიმოთე 1:9). ადამიანი წმინდა ხდება იეჰოვას მოწოდების შედეგად, მისი მადლითა და მისი განზრახვის შესაბამისად.
ქრისტიანული კრების წმინდებთან «ახალი აღთქმა [„კავშირი“, აქ]» დაიდო. ეს კავშირი იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის საფუძველზე შედის ძალაში და განწმენდს მათ, ვისთანაც დაიდო იგი (ებრაელთა 9:15; 10:29; 13:20, 24). ისინი, როგორც ღვთის თვალში გაწმენდილნი, წმინდა სამღვდელოებას წარმოადგენენ და იესო ქრისტეს მეშვეობით სწირავენ ღვთის სასურველ სულიერ მსხვერპლს (1 პეტრე 2:5, 9).
რა როლს ასრულებენ წმინდები
წმინდები, რომლებსაც პავლემ მისწერა წერილი, უკვე საუკუნეებია, რაც გარდაიცვალნენ. მათ გარკვეული დროის შემდეგ უნდა მიეღოთ „სიცოცხლის გვირგვინი“, ანუ ზეციერი ცხოვრებისთვის ღმერთს მკვდრეთით უნდა აღედგინა ისინი (გამოცხადება 2:10). იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემლებს ესმით, რომ ამ წმინდებისადმი თაყვანისცემა არაბიბლიურია და არ აძლევს ადამიანებს იმის გარანტიას, რომ ავადმყოფობისა თუ სტიქიური უბედურებებისგან, ეკონომიკური გაჭირვებისა თუ სიბერისგან ან სიკვდილისგან დაცული იქნებიან. დანიელის მიერ ჩაწერილ წინასწარმეტყველებაში წმინდებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ.დანიელმა იწინასწარმეტყველა: „უზენაესის წმიდანები მიიღებენ სამეფოს და უკუნითი უკუნისამდე იმეფებენ ამ სამეფოზე“ (დანიელი 7:17, 18).
პავლეც საუბრობდა ‘წმინდების მემკიდრეობაზე’, რაც ზეცაში ქრისტეს თანამემკვიდრეებად გახდომას ნიშნავდა (ეფესელთა 1:18—21). იესოს დაღვრილი სისხლის წყალობით 144000 წმინდას ზეციერი დიდებისთვის აღდგომის შესაძლებლობა მიეცა. იოანე მოციქულმა განაცხადა: „ნეტარი და წმიდაა ის, ვისაც აქვს წილი პირველ აღდგომაში. მასზე ხელმწიფება არ აქვს მეორე სიკვდილს, არამედ ისინი იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი და იმეფებენ მასთან ერთად ათას წელს“ (გამოცხადება 20:4, 6; 14:1, 3). (გამოცხადება 5:9, 10)
წმინდა ნაწილების“ კულტის შესახებ
„წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემის რელიგიური პრაქტიკა არა მხოლოდ დიდ გაკვირვებას იწვევს გულწრფელი მორწმუნეების მხრიდან, არამედ ასევე სერიოზულ კითხვებსაც ბადებს მათში. მაგალითად, ღვთის განზრახვას წარმოადგენს თუ არა ის, რომ ცოცხალმა ადამიანებმა მოძებნონ და ამოთხარონ საფლავებიდან, ოდესღაც გარდაცვლილი ადამიანების სხეულის ნაწილები, დაანაწევრონ ისინი, ატარონ ისინი საჯაროდ გამოსაფენად, გამოფინონ ეკლესიებში, მუხლი მოიყარონ მათ წინაშე, კოცნონ და ყოველგვარი პატივი მიაგონ მათ? დაფუძნებულია თუ არა ასეთი პრაქტიკა წმინდა წერილზე? და თუ არა, მაშინ როგორ გაჩნდა ის და როდის შევიდა საეკლესიო ტრადიციების რიგებში? ქრისტიანებს, რომლებიც ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობენ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მოცემული წეს-ჩვეულების მიმართ? ამ სტატიაში ჩვენ შევძლებთ უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები.
ბიბლიური თვალსაზრისი გარდაცვლილთა სხეულების შესახებ
პირველ რიგში ღიად უნდა ითქვას, რომ „წმინდა ნაწილების“ რელიგიურ ჩვეულებას არაფერი საერთო არ აქვს ბიბლიასთან.
კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, ღვთის ერის მსახურებაში, მსგავსი კულტი არასოდეს არ არსებობდა. ღმერთს არასოდეს მოუწოდებია ადამიანებისთვის, რომ მიცვალებულთა ნარჩენებისათვის რაიმე ღვთაებრივი სიწმინდის ან განსაკუთრებული განკურნების ან კურთხევის ძალა მიენიჭებინათ. გარდაცვლილი წმინდანები ისევე უნდა დამარხულიყვნენ, როგორც ნებისმიერი სხვა გარდაცვლილები, მათი საფლავების შემდგომი ყოველგვარი გახსნისა და, მით უმეტეს, მათი გვამებიდან ნაწილების მოჭრის გარეშე (შეადარეთ დაბადება 23:9; მათე 27:60). ზოგ შემთხვევებში გარდაცვლილთა სხეულებს კრემაცია უკეთდებოდათ (1 სამუელი 31:8-13). წმინდა წერილში ჩვენ ვერ ვნახავთ იმის ვერცერთ მაგალითს, რომ გარდაცვლილის სხეულისაგან რომელიმე მისი ნაწილი მოეჭრათ და შემდეგ საჯაროდ გამოეფინათ ის განსაკუთრებული თაყვანისცემის მიზნით. მსგავსი პრაქტიკა აბსოლუტურად უცხოა ბიბლიური ჭეშმარიტებისათვის.
ამის ერთ-ერთ მიზეზს ის წარმოადგენდა, რაც ღვთის კანონში იყო ნათქვამი, კერძოდ ის, რომ გვამთან შეხება აუწმინდურებს ცოცხალ ადამიანს.
«ვინც ადამიანის გვამს შეეხება, ... უწმინდური იქნება... ვინც მკვდარს, გვამს შეეხება» (რიცხვნი 19:11,13). «არავინ გაიუწმინდუროს თავი თავის ხალხს შორის მკვდრის გამო» (ლევიანები 21:1,10,11).
ამრიგად ღვთის მითითების თანახმად, გარდაცვლილი ადამიანის სხეული უწმინდურად ითვლებოდა და ხალხი არ უნდა შეხებოდა მას (რიცხვნი 9:6; იეზეკიელი 44:25). კანონის თანახმად, თუ ადამიანი გარდაცვლილს შეეხებოდა, შემდგომ კი, მაგალითად, ტაძარში შევიდოდა, ასეთი ადამიანი უნდა ჩაექოლათ. მსგავსი საქციელი დიდ ცოდვად ითვლებოდა! ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ გვამს – «მკვდარს», გინდა წმინდის იყოს ის გინდა არა – არა თუ არ შეუძლია რაიმე სიწმინდეზე ჰქონდეს „პრეტენზია“, არამედ პირიქით, ღვთის თვალში სრულიად უსარგებლო რამეს წარმოადგენს. იესომაც დაადასტურა მოცემული მდგომარეობა, როდესაც «მკვდრების ძვლები» შეადარა «ყოველგვარ უწმინდურებას» (მათე 23:27).
ასევე საჩვენებელია მეფე იოშიას მაგალითი, რომელმაც გარდაცვლილი ადამიანების ძვლები გამოიყენა, კერპთაყვანისმცემელთა სამსხვერპლოს წასაბილწად.
«გაგზავნა ხალხი, სამარხებიდან ძვლები ამოაღებინა და სამსხვერპლოზე დაწვა, რომ წაებილწა ის» (2 მეფეები 23:16).
გვამთა ნარჩენების გამოყენება თუ უდაო წაბილწვას ემსახურებოდა, მაშინ რომელ სიწმინდეზე შეიძლება იყოს დღეს ლაპარაკი?
მეფე იოშიას შემთხვევაში ჩვენ მეორე ნათელ მაგალითსაც ვხედავთ. როდესაც იმის საკითხი დადგა, თუ რა ექნათ "ჭეშმარიტი ღვთის კაცის" ნაწილებისთვის, რომლის საფლავიც იმავე ადგილას იქნა ნაპოვნი, მეფემ განკარგულება გასცა: «დაასვენეთ, ხელს ნუ ახლებთ მის ძვლებს» (2 მეფეები 23:17,18). როგორც ვხედავთ, წმინდანის ნაწილები არ ამოუღიათ განსაკუთრებული თაყვანისცემის მიზნით, ისინი არ გამოუფენიათ საჯაროდ და არ გამოუყენებიათ მეფე იოშიას ღვთისმოსაწონი ქმედებების მხარდასაჭერად. ღვთის ნება იმაში არ მდგომარეობდა, რომ ისინი რაიმე მსგავსი სახით გამოეყენებინათ. პირიქით, გარდაცვლილი წმინდანის ხსოვნისადმი პატივისცემა იმაში გამოიხატებოდა, რომ მის ნაწილებს "არავინ ახლებდა ხელს".
მსგავსადვე მოექცნენ, პირველი ქრისტიანი წამებულის, სტეფანეს სხეულს, ადრეული ქრისტიანები. ბიბლია გვეუბნება, რომ "ღვთისმოშიშმა კაცებმა სტეფანეს ცხედარი დასამარხად წაიღეს", და არ დაუწყიათ მისი დანაწევრება და მისი ნაწილების, განსაკუთრებული თაყვანისცემის მიგების მიზნით გამოყენება (საქმეები 8:2). ერთადერთნი ვინც პირველი ქრისტიანების სხეულებს ანაწევრებდნენ, მათი სასტიკი მდევნელები და გარეული ცხოველები იყვნენ, სიკვდილის არენებზე. მოციქულთა თანამედროვე ქრისტიანებს, თავში აზრადაც კი არ მოსდიოდათ, რომ თავისი თანამორწმუნეების გვამები, დღეს გაბატობენული ცერემონიებით გარემოეცვათ.
მაშ ასე, როგორც წმინდა წერილის საფუძველზე შეგვიძლია დავინახოთ, მკვდრები აუცილებლად უნდა დამარხულიყვნენ, თანაც ღმერთი იმაზე მიუთითებდა, რომ გარდაცვლილი ადამიანის გვამის შემდგომი შეხება ცოცხალ ადამიანს აუწმინდურებდა. გარდაცვლილი გვამის დანაწევრების და შემდგომ ამ ნაწილებისათვის განსაკუთრებული პატივის მიგების შესახებ, ღმერთს არავითარი განკარგულება არ მოუცია. პირიქით, როგორც ბიბლიიდან ჩანს, ადამიანთა გვამებისადმი მსგავსი მოქცევა, გარდაცვლილის მიმართ განსაკუთრებული გულისწყრომის ან უპატივცემულობის მაგალითი იყო (შეადარეთ მსაჯულები 19:29,30; 20:3-7; 1 სამუელი 31:8-10). მაშ საიდან იღებს სათავეს, გარდაცვლილი ადამიანების „წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემის პრაქტიკა?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მოსე „დამარხა ღმერთმა“ და არავინ იცის, თუ სად არის მისი საფლავი (კან. 34:5, 6). იუდას 9-ში წერია, რომ მთავარანგელოზი მიქაელი მოსეს სხეულის გამო ეშმაკს ეკამათებოდა. რა იყო ამის მიზეზი? აშკარაა, რომ ღმერთს არ სურდა, ადამიანებს სცოდნოდათ, სად იყო მოსეს სხეული. რატომ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ეშმაკი მოსეს სხეულით? იმიტომ ხომ არა, რომ ადამიანებს სცოდნოდათ მისი ნეშტის ადგილსამყოფელი და თაყვანისცემის საგნად ექციათ?!
„წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემის წარმართული ფესვები
ამ პრაქტიკის, ქრისტიანულ რიტუალურ სისტემაში შეღწევამდე დიდი ხნით ადრე, გვამთა ნაწილების თაყვანისცემის ჩვეულება, საკმაოდ ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა წარმართულ რელიგიურ კულტებში. ალექსანდრე ხისლოპის წიგნში "ორი ბაბილონი", მზგავსი ტრადიციების ზოგიერთ მაგალითზეა საუბარი:
ბუდისტური სისტემა ადრეული დროიდანვე საზრდოობდა „წმინდა ნაწილების“ მეშვეობით, რომლებიც ზუსტად ისეთივე სახით "ახდენდნენ სასწაულებს", როგორც ამას წმ. სტეფანეს და "ოცი წამებულის" წმინდა ნაწილები ახდენდნენ. წიგნში "მახავანსო", ბუდისტური რწმენის ერთერთ ძირითად სტანდარტში, ბუდის „წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემაზეა საუბარი: "მტრებზე გამარჯვებულის ნაწილები სპეციალურ სანახებში უნდა იქნეს მოთავსებული და მღვდელთა შესაკრებელში უნდა იქნას შეტანილი. მათ ასეთი სიტყვებით უნდა მიმართონ: "საქმეები, რომლებიც მე უნდა შემესრულებინა, ამ ნაწილებში იქნებიან დასრულებული".
...ბუდისტთა შორის თაყვანს სცემენ ასევე ბუდას კბილებს. " ეს არა მხოლოდ წმინდა ნაწილების თაყვანისცემის ჭეშმარიტ წარმომავლობას ხსნის, არამედ ასევე იმასაც აჩვენებს, რომ წმინდა ნაწილების გამრავლებას, საკმაოდ დიდი ხნის წარმომავლობაზე შეიძლება ჰქონდეს „პრეტენზია“... ეგვიპტე, თავისი წამებული-ღმერთის აკლდამებით იყო დაფარული; და სხვადასხვა, ერთმანეთს შორის კონკურირებად ადგილებში, მრავალი ფეხები, ხელები და თავის ქალები ინახებოდა, რომლებსაც „ორიგინალებს“ უწოდებდნენ და მორწმუნე ეგვიპტელებს სთავაზობდნენ მათ თაყვანსაცემას. თანაც, ეს ეგვიპტური წმინდა ნაწილები არა მხოლოდ თვითონ ითვლებოდბებ წმინდად, არამედ ასევე იმ მიწასაც განწმენდნენ, რომელშიც იყვნენ დამარხულნი... ამან ბუნებრივი სახით წარმოშვა მომლოცველობა, რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება წარმართთა შორის.
«ალბათ, არაა საჭირო იმაზე საუბარი, რომ რელიქვიებისადმი თაყვანისცემა უძველეს წარსულში გაჩნდა და, არავითარ შემთხვევაში, არ გაჩენილა ქრისტიანობასთან ერთად კი მაგრამ, როგორ შეაღწია მოცემულმა ჩვეულებამ ქრისტიანობაში?
„წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემის კულტი ქრისტიანულ ეკლესიაში
ამ კითხვას, მართლმადიდებელი ან კათოლიკური ეკლესიების წარმომადგენლები, ავტომატურად პასუხობენ: «ეს წესი ჯერ კიდევ მოციქულთა დღეებში იქნა შემოღებული, პირველი ქრისტიანების დროს». თუმცა ბიბლიისა და ქრისტიანობის ისტორიის ყურადღებიანი მკვლევარი იტყვის, რომ ეს ასე არ არის. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ახალ აღთქმაში არცერთი მაგალითი არ არის, მოციქულების ან მათი ქრისტიანი თანამედროვეების მხრიდან, გარდაცვლილი თანამორწმუნეების სხეულის ნაწილების რაიმე სახით თაყვანისცემის შესახებ.
„წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემის კულტის ვერცერთი დამცველი ვერ მოიყვანს, იმის ისტორიულ დოკუმენტალურ მტკიცებულებას, რომ პირველმა ქრისტიანებმა იცოდნენ და პრაქტიკაში იყენებდნენ მოცემულ კულტს.
როდესაც ისინი ამბობენ, რომ პირველი ქრისტიანები თითქოსდა მისდევდნენ მსგავს წეს-ჩვეულებას, თავისი სიტყვების მხარდასაჭერად მათ მოჰყავთ ისტორიული ცნობები, რომლებიც შედარებით გვიანი პერიოდის ეკლესიის მსახურებს შეეხებათ და არა მოციქულთა დროს, ანუ I საუკუნეს. მაგრამ ნუთუ ის ქრისტიანები, რომლების იესოსა და მოციქულების შემდგომ, 150-300 წლის შემდეგ მსახურობდნენ, «პირველ ქრისტიანებს» წარმოადგენენ? არანაირად. აქ ჩვენ, ბოლო მოციქულის სიკვდილის შემდეგ გასულ, სავსებით ხანგრძლივ დროსთან გვაქვს საქმე, რომლის დროსაც ეკლესია მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდიდა დოქტრინალურ და თაყვანისმცემლობის საკითხებში, პრობლემებს განიცდიდა განდგომილებისა და ერესების მეტისმეტად აყვავების გამო, რაც სავსებით სერიოზულად აისახებოდა თავად მასზეც. ამ ეპოქებს შორის სავსებით საგრძნობი განსხვავება არსებობს. ისინი არიან არა «პირველი», არამედ საკმაოდ გვიანი ქრისტიანები. შესაბამისად, ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ვინმე ეკლესიის იმ დროის დოკუმენტებზე ცდილობს დაყრდნობას; და თუ ამ პერიოდში ღვთისმსახურების ესა თუ ის პრაქტიკა კიდეც იყო დაშვებული, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის თავად მოციქულთა ან ნამდვილად I საუკუნის «პირველი ქრისტიანების» პრაქტიკას შეესაბამებოდა. . პირიქით, ფაქტები ამტკიცებენ, რომ მოცემული კულტი ქრისტიანობაში თანდათანობით შემოდიოდა, არა ათწლეულების, არამედ საუკუნეების განმავლობაში. როგორ ხდებოდა ეს?
დასაწყისისთვის ის გავიხსენოთ, რომ ქრისტიანულ კრებას ჯერ კიდევ მოციქულთა დღეებში შეექმნა საფრთხე განდგომილთა მხრიდან (1 იოანე 4:1). ეს
«მაშინდელ «ქრისტიანთა» შეხედულებები ნელ-ნელა სცილდებოდა ქრისტესა და მისი მოციქულების სწავლებას. მაგალითად, გახსენების საღამოსთან, იგივე უფლის სერობასთან დაკავშირებით «დიდაქეს» ავტორი ირწმუნებოდა, რომ ღვინო პურზე ადრე უნდა ჩამოეტარებინათ მაშინ როცა, იესომ ეს პირიქით გააკეთა (მათე 26:26, 27). ის იმასაც ამტკიცებდა, რომ თუ ნათლობისას საკმარისი წყალი არ იქნებოდა სხეულის სრულად დასაფარად, წყლის თავზე მისხურებაც საკმარისი იყო (მარკოზი 1: 9, 10; საქმეები 8: 36, 38). იგივე ნაშრომი ქრისტიანებს ავალდებულებდა, კვირაში ორჯერ ემარხულათ და დღეში სამჯერ «მამაო ჩვენო» წარმოეთქვათ (მათე 6:5—13; ლუკა 18:12). იგნატიმ წამოაყენა იდეა ქრისტიანული კრების რეორგანიზაციის შესახებ. მისი აზრით, კრებას ერთი ეპისკოპოსი უნდა ჰყოლოდა, როგორც «ღვთის ნაცვალი» და ყველა მღვდელი მას უნდა დამორჩილებოდა. ასეთმა იდეებმა ცრუ სწავლებების ტალღა კიდევ უფრო გააძლიერა (მათე 23:8, 9)» («საგუშაგო კოშკი», 1 ივლისი 2009 წ., გვ. 28).
„წმინდა ნაწილებისადმი“ განსაკუთრებული ყურადღების, ყველაზე ადრეულ ისტორიულ მოხსენიებას, ჩვენ ვპოულობთ ნაშრომში «წამებაი იგნატისა». მასში საუბარია იგნატის სიკვდილზე, რომელიც რომის ხელისუფალთა ბრძანებით, მხეცებს დააგლეჯინეს სავარაუდოდ 107 წელს. ნაშრომში ნათქვამია:
«მისი წმინდა ნაწილებიდან მხოლოდ მცირედი გადარჩა, რომლებიც ანტიოქიაში გადაიტანეს და სელის ტილოში გაახვიეს, როგორც შეუფასებელი განძი, რომელიც ეკლესიას დარჩა იმ მადლით, რომელიც წმინდა წამებულს გააჩნდა».
მოცემული შეტყობინება მხოლოდ იმის შესახებ საუბრობს, რომ სიკვდილით დასჯის შემდეგ იგნატის ნაწილები გადატანილი იქნა ანტიოქიაში, სადაც ის მანამდე მსახურობდა ეპისკოპოსად, მაგრამ არაფერია ნათქვამი მათ წინაშე თაყვანისცემის კულტის შესრულების ან გარდაცვლილი მოწამისადმი ლოცვის შესახებ. მაგრამ მნიშვნელოვანი უფრო სხვა რამეა: თავად იგნატის დამოკიდებულება თავისი ნაწილების მიმართ, რომელიც მან თავის სიკვდილამდე გამოხატა. ის ამბობდა:
«დაე ცხოველთა კბილებმა დამკუწონ, რათა ისინი გახდნენ ჩემი კუბო და არაფერი დატოვონ ჩემგან, რათა სიკვდილის შემდეგ ტვირთად არავის გადავექცე. აი მაშინ ვიქნები ნამდვილი ქრიტეს მოწაფე, როდესაც ჩემს სხეულსაც კი ვერ იხილავს სამყარო" (იგნატის წერილი რომაელთა მიმართ, თავი IV).
როგორც იგნატის სიტყვებიდან ჩანს, ის ძალიან შორს იდგა „წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემის იდეისაგან. თავად მოწამეს სურვილი არ ჰქონდა, რომ მის თანამორწმუნეებს რაიმე სახით გამოეყენებინათ მისი სხეულის ნაწილები. ეს კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ იმ დროს ადრეულ ქრისტიანთა შორის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი „წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემის პრაქტიკა.
. II საუკუნეში თუ მხოლოდ წინაპირობები შეიმჩნეოდა, უკვე III საუკუნეში, „წმინდა ნაწილების“ შესახებ სწავლებამ ეკლესიის დოქტრინალურ არსენალში საგრძნობი ძალები მოიკრიბა.
«"სამოციქულო კონსტიტუციის" (მეექვსე წიგნი, მიეკუთვნება III საუკუნის ბოლოს) ავტორი წმინდანთა წმინდა ნაწილების თაყვანისცემისაკენ მოუწოდებს... IV საუკუნის შუა პერიოდისთვის, წმინდა ნაწილებისა და წმინდანების თაყვანისცემამ, აშკარად ცრუმორწმუნეობრივი და კერპთაყვანისმცემლური ხასიათი მიიღო. წამებულთა მიწიერი ნაწილების აღმოჩენა, ჩვეულებრივ ხილვებისა და გამოცხადებების შედეგად ხდებოდა, ხშირად ეს წმინდანთა გარდაცვალებიდან რამოდენიმე ასეული წლის გასვლის შემდეგ ხდებოდა. წმინდანთა ნაპოვნი ნაწილები საზეიმო პროცესიებით შეჰქონდათ ეკლესიებსა და სამლოცველოებში, რომლებიც მათ სახელზე იყო აგებული, და საკურთხეველზე იდებოდა. შემდგომ ეს მოვლენა ყოველწლიურად აღინიშნებოდა... დროდადრო წმინდა ნაწილები და რელიქვიები საჯაროდ იფინებოდა, რათა ხალხს ეცა მათთვის თაყვანი. ისინი საზეიმო პროცესიებით დაჰქონდათ და ოქროსა და ვერცხლის ყუთებში ინახავდნენ; რელიქვიების ფრაგმენტებს ყელზე დაკიდებულს ატარებდნენ, როგორც ამულეტებს დაავადებებისა და ყოველგვარი საშიშროების წინააღმდეგ; ძალიან მალე, რელიქვიების რიცხვმა წარმოუდგენელ ზომებს მიაღწია» (ფილიპ შაფი «ქრისტიანული ეკლესიის ისტორია», ტომი II).
. ბერმონაზვნობის მამამ წმ. ანტონმა (გარდაიცვალა 356 წ.) სიკვდილის წინ განკარგულება გასცა, რომ მისი სხეული ისეთ ადგილას დაემარხათ, რომ ადგილი არავის სცოდნოდა, რითაც მან პროტესტი გამოთქვა წმინდა ნაწილების თაყვანისცემის წინააღმდეგ. წმ. ათანასე ამის შესახებ მოწონებით საუბრობს; თავად მან მის მიერ მიღებული რამოდენიმე რელიქვია ჩაკეთა, რათა ისინი მიუწვდომელნი ყოფილიყო კერპთაყვანისმცემლობისათვის. მაგრამ ეს წინააღმდეგობა მალე დასრულდა».
«ანტონი ეგვიპტელი და ათანასე დიდი, მეოთხე საუკუნის ეკლესიის ბურჯები, მკაცრად განიკითხავდნენ ამ სახიფათო, წარმართულ მიმართულებას ეკლესიაში. იმისათვის რომ ბნელი მასები ასეთი საფრთხისაგან დაეცვათ, მათ ბრძანეს რომ ტაძრების კედლებში ამოექოლათ წამებულთა, ყველა იმ დრომდე შემონახული ნაწილები და არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ მათი თაყვანისცემა. თუმცა, ნიკეის მეორე კრებამ (787 წ.), წმ. წერილისა და ეკლესიის მამების საპირისპიროდ, წამებულთა წმინდა ნაწილების თაყვანისცემა დაამტკიცა, და მას შემდეგ, წმინდა ნაწილების თაყვანისცემის ეს წარმართული კულტი, შევიდა როგორც აღმოსავლეთ ეკლესიის, ისე დასავლეთ ეკლესიის პრაქტიკაში, და მათი ხაზინა მდიდრდებოდა, ვისაც ეს ნაწილები გააჩნდა» (პ.ი. როგოზინი «საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი?»).
„წმინდა ნაწილები“, ფული და სიცრუე
ისევე როგორც სხვა მრავალი საეკლესიო რელიქვა, ე.წ. «წმინდა ნაწილებიც» სავსებით სარფიანი საშუალება გამოდგა ეკლესიის ხაზინის შესავსებად. ამიტომ გასაკვირი არ არის ის, რომ დროთა განმავლობაში „წმინდა ნაწილებით“ ვაჭრობამ, წარმოუდგენელ მაშტაბებს მიაღწია.
«დაახლოებით 750 წელს, გემების მთელი ჯგუფებით დაიწყეს, აურაცხელი რაოდენობით თავის ქალებისა და ჩონჩხების შემოტანა, რომლებიც შემდგომ ხარისხდებოდა, ნიშანი ედებოდა და პაპების მიერ იყიდებოდა. ". წმ. Prassede-ს ეკლესიაში არის მარმარილოს დაფა, რომელზეც წერია, რომ 817 წელს პაპმა პასხალისმა სასაფლაოებზე ამოთხარა და ეკლესიაბში გადაიტანა 2300 წამებულის სხეული. როდესაც პაპმა ბონიფაციუს IV-მ პანთეონი ქრისტიანობაში გადმოიტანა, დაახლოებით 609 წელს, მაშინ: "წმინდა ნაწილებით სავსე, ოცდა რვა ურემი იქნა გადატანილი რომის კატაკომბებიდან და პორფირის სამარხში იქნა ჩადებული, მაღალი საკურთხევლის ქვეშ"» (რალფ ვუდროუ «კათოლიციზმის რელიქვიები»).
მართლმადიდებელი მღვდლებიც ახერხებდნენ ერთი და იგივე წმინდანის ნაწილების, ერთდროულად სხვადასხვა ქალაქში ჩვენებას. სმოლენსკელი მებრძოლის, წმინდა მერკურის ტანს, ერთდროულად აჩვენებდნენ სმოლენსკში და კიევში, ხოლო წმინდა თეოფილეს ტანს – ნოვგოროდში და კიევში. კიევ პეჩორის ლავრაში „წმინდა ნაწილების“ დასამზადებელი საიდუმლო სახელოსნო არსებობდა. 1910 – 1916 წლებში ლავრამ, სხვადასხვა ქალაქების სასულიერო პირებს ეკლესიებისთვის „წმინდა ნაწილების“ ათასობით ნაწილაკი მიჰყიდა. ბერ-მონაზვნები ნებისმიერი წმინდანის „წმინდა ნაწილებს“ ამზადებდნენ, ისეთებისაც კი რომელთა ნაწილებიც სინამდვილეში განადგურდა. ნიკოლსკის მატიანეში საუბარია 1491 წლის ხანძარზე ვლადიმირში, რომლის დროსაც «შობის ეკლესია რომელიც მონასტერში იყო გადაიწვა, და დიდებული მთავრის ალექსანდრე ნეველის სხეული დაიწვა» (რუსული მატიანეების სრული კრებული, ტ.12, СПб., 1901, გვ. 229). იგივეა ნათქვამი ასევე მატიანეთა სხვა კრებულებში. მაგრამ მიუხედავად ამისა მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, სასულიერო პირებმა იმის მტკიცება დაიწყეს, რომ ალექსანდრე ნეველის „წმინდა ნაწილები“, პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში ინახება. ხოლო როდესაც 1919 წელს გახსნილი იქნა ალექსანდრე ნეველის რაკა, მასში 12 მცირე ზომის და სხვადასხვა ფერის ძვალი აღმოჩნდა (ანუ, სხვადასხვა ნაწილების ძვლები).
ასობით ეკლესიებში უჩვენებდნენ ქრისტეს თმებს, სისხლს, ოფლსა და ჭიპლარს. გენუაში ყოველ ეკლესიაში იყო «უფლის ჯვრის» ნაწილები და ლურსმნები, რომლითაც ის მიაჭედეს, მილანში – მოციქული პეტრეს ორი თითი, რომში – პეტრეს ტაძარში – ეკლიანი გვირგვინი, აახენში – ღვთისმშობლის ხელი. ტიროსში – მისი სარტყელი, რომელიც თითქოსდა ავადმყოფებს კურნავდა. კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში დღესდღეისობით ინახება 1234 ლურსმანი, რომლითაც იესო ქრისტე იყო მილურსმული, და იმ სუდარის 2000-ზე მეტი ნაკუწი, რომელშიც ჯვრიდან ჩამოხსნილი ქრისტეს სხეული იქნა გახვეული. იგივე სუდარა მთლიანად ვერცხლის კოლოფში ინახება, იტალიური ქალაქი ტურინის კათედრალური ტაძრის საკურთხეველში.
რაში დასჭირდათ ეკლესიებს ცრუ „წმინდა ნაწილებისა“ და სხვა ცრუ რელიქვიების იატაქვეშ წარმოების ასეთი ბინძური პრაქტიკა? ამისათვის ერთდროულად რამოდენიმე მიზეზი არსებობდა. პირველი, "წმინდა" ნივთების ფლობა, ამა თუ იმ ეკლესიას უფრო "ავტორიტეტულს" ხდიდა სხვა ეკლესიებთან შედარებით. მისი წონა საეკლესიო სამყაროში მატულობდა, სახელი კი უფრო შესამჩნევი ხდებოდა საზოგადოებისათვის. მეორე, შედეგად, ეს მეტ მრევლს იზიდავდა ეკლესიაში. და, მესამე, ეს საგრძნობლად ზრდიდა საეკლესიო ხაზინის ფულად შემოსავალს. ღვთისმოსავი და ცრუმორწმუნე ადამიანები მონდომებით ემშვიდობებოდნენ თავიანთ დანაზოგებს, მხოლოდ კი შეხებოდნენ "წმინდანის" ნაწილებს, რადგან იმედოვნებდნენ, რომ ისინი მათ ან განსაკუთრებულ კურთხევას მოუტანდნენ, ან ავადმყოფობისაგან განკურნავდნენ მათ. სამღვდელოება, რა თქმა უნდა, აქტიურად უწყობდა ხელს ამ ცრურწმენებს და ყველა შესაძლო მეთოდებით ცდილობდა მათ პოპულარიზებას. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მრავალმა ასეთმა ეკლესიამ არც თუ მცირე ქონება შეიძინა ზუსტად „წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემის კულტის წყალობით, რადგან ეს ძალიან მომგებიანი საქმე აღმოჩნდა მინიმალური დანახარჯებით.
«წმინდა წერილებში ისეთი მოვლენის სულ მცირე ჩრდილიც კი არ არის, როგორიცაა წმინდანთა, წამებულთა, წინასწარმეტყველთა ან მოციქულთა საფლავების მომლოცველობა. ყოვლისშემძლე ღმერთმა ისე ბრძანა მოსეს სხეულის მოაბის ველებზე დამარხვა, რომ ვერცერთ ადამიანს ვერასოდეს ვერ გაეგო მისი სამარხის ადგილი, რაც, როგორც ჩანს, იმ მიზნით გაკეთდა, რომ მისი ნაწილების მომლოცველობის აზრიც კი არ ყოფილიყო დაშვებული.
არა ნაკლებ უცნაურად გამოიყურებოდა ასევე, ქალწული მარიამის „წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემა, რომელსაც რიგ ადგილებში ჰქონდა ადგილი, თუ გავითვალისწინებთ, რომ, საეკლესიო ტრადიციის თანახმად, იგი თავის ფიზიკურ სხეულში იქნა ატაცებული ზეცაში და შესაბამისად მისგან ვერავითარი „წმინდა ნაწილები“ ვერ დარჩებოდა.
ამგვარად, ზემოთ გაჟღერებული ფაქტების თანახმად, ე.წ. "წმინდანთა წმინდა ნაწილების" თაყვანისცემის კულტი, სრულიადაც არ წარმოადგენდა მოციქულებისა და პირველი ქრისტიანების დროინდელი ქრისტიანობის მსახურების ნაწილს. ის ეკლესიის რიტუალურ პრაქტიკაში შედარებით გვიან პერიოდში იქნა შეტანილი და თანდათანობით ფორმირდებოდა, მასში სულ ახალი და ახალი ფორმების შეტანით. მის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს, ცრუ რელიგიის "ღმერთებისა" და "წმინდანების" წმინდა ნაწილების თაყვანისცემის წარმართულმა წეს-ჩვეულებებმა. გარდა ამისა, „წმინდა ნაწილების“ კულტი, დროთა განმავლობაში სხვადასხვა ეკლესიებისათვის, სხვა ეკლესიებთან შედარებით საკუთარი ავტორიტეტის დადასტურების, ასევე მრევლზე ბატონობისა და, რა თქმა უნდა, ეკლესიის ხაზინის იოლად შევსების უნიკალური მეთოდი გამოდგა. ამ მიზნებისთვის ეკლესია არა მხოლოდ მოიძიებდა და შემდეგ ნაწილნაწილ ჰყიდდა, ადრეული გარდაცვლილი ქრისტიანების გვამთა ნაწილებს, არამედ ასევე აშკარა სიყალბითაც იყო დაკავებული, როდესაც ჩვეულებრივი მოკვდავების ნაწილებს ისე ასაღებდა როგორც "წმინდანთა" ნაწილებს, ან საერთოდ ხელოვნურად ქმნიდა მათ. ყოველივე ამას სააშკარაოზე გამოჰყავს მოცემული პრაქტიკა, როგორც აბსოლუტურად არაქრისტიანული კულტი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც ქრისტეს სწავლებასთან და არც ბიბლიის პრინციპებთან.
ახლა კიდე ერთ საკითხს შევეხოთ:
უნდა მივმართავდეთ წმინდანებს ლოცვით?
ზოგი ამბობს, რომ წმინდანებისადმი ლოცვას მოციქულმა პავლემ ჩაუყარა საფუძველი თავის წერილებში. “ (რომაელები 15:30). რას გულისხმობდა პავლე? იმას, რომ თანაქრისტიანებს ღვთის წინაშე მისთვის ეშუამდგომლათ? რა თქმა უნდა, არა! თუ საქმე შუამდგომლობაზე მიდგებოდა, მაშინ პირიქით, მათ უნდა ეთხოვათ ქრისტეს მოციქულისთვის შუამდგომლობა. პავლეს იმის თქმა უნდოდა, რომ სავსებით მისაღებია, სთხოვო თანაქრისტიანს, შენთვის ილოცოს. მაგრამ აბსოლუტურად სხვაა, ლოცვით მიმართო მას, ვისზეც ფიქრობ, რომ ზეცაშია და შენს სათხოვარს ღმერთთან მიიტანს. რატომ?
იოანეს სახარებაში იესო ამბობს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6). მან აგრეთვე თქვა: „რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ“ (იოანე 15:16). . ღმერთმა ჩვენი ლოცვები რომ შეისმინოს, მას მხოლოდ და მხოლოდ იესოს სახელით უნდა მივმართოთ!(რომ7:25)
როდესაც მოწაფეებმა სთხოვეს ლოცვა გვასწავლეო, იესომ მათ უთხრა: „ასე ილოცეთ: მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (ლუკა 11:2). დიახ, ყოველთვის, როცა ვლოცულობთ, ღმერთს უნდა მივმართოთ და არა იესოს ან ვინმე სხვას.
ბიბლია გვასწავლის, რომ სწორედ იესოს მეშვეობით გვაქვს „სითამამე და საიმედო მისადგომი“ ღვთისადმი ლოცვის აღსავლენად (ეფესელთა 3:11, 12). ყოვლისშემძლე ღმერთი იმდენად შორს არ არის ადამიანებისგან, რომ ჩვენი ლოცვები არ მოისმინოს. ფსალმუნმომღერალი დავითი გულდაჯერებით ლოცულობდა: „მომსმენო ლოცვისა, შენთან მოვა ყველა ხორციელი“ (ფსალმუნი 64:3). იეჰოვა სულიწმიდით გვაძლიერებს და არა გარდაცვლილ წმინდანთა რაიმე ნივთების მეშვეობით. ის თავის სულიწმიდას აძლევს მათ, ვინც რწმენით ითხოვს მას. ამის თაობაზე იესო ასე მსჯელობდა: „თუ თქვენ ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:13).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მხოლოდ ღმერთს ეწოდება „ლოცვების მომსმენი“ (ფსალმუნი 65:2).
თუ ნამდვილად გვინდა, რომ ღმერთი ისმენდეს ჩვენს ლოცვებს, აუცილებელია, მივუახლოვდეთ მას ისე, როგორც მისი სიტყვა მიგვითითებს.
დასკვნა
„წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემის შესახებ თემის გამოკვლებისას, ჩვენ მოცემული კულტის სრულიად ანტიბიბლიურ არსში შეგვეძლო დავრწმუნებულიყავით
ადამიანებზე ლოცვა, ადამიანების განდიდება, ადამიანებისადმი მიძღვნილ ტაძრებში სიარული, სადაც უნდა დაესწრო ადამიანებისადმი მიმართულ "ღვთის"-მსახურებას, ადამიანებისადმი მიძღვნილი დღესასწაულების აღნიშვნა, ადამიანებისათვის სანთლების დანთება, ადამიანების ხათების ხატვა, ადამიანების ხატების შეძენა, იმ გარდაცვლილ ადამიანთა თაყვანისცემა "ვისი ფეხსაცმელიც უხრწნელი იყო"… და ამას არ აქვს დასასრული, არასოდეს. მაპატიეთ, მაგრამ ეს ფუნდამენტალურად არასწორია. ეს ცხადად არასწორია. ასე რომ აქ ბიბლიაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია
«აი რას ამბობს იეჰოვა: "წყეულია ის, ვინც ადამიანზე ამყარებს იმედს, ხორციელის მკლავს ენდობა და ვისი გულიც შორდება იეჰოვას"» (იერემია 17:5).
. ჩვენ ვერც ძველ აღთქმაში და ვერც ახალ აღთქმაში ვერ ვიპოვით ასეთი ჩვეულების დადასტურებისა და პრაქტიკაში გამოყენების ვერცერთ სულ მცირე საფუძველსაც კი. „წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემა გადარჩენისა და მადლის იმ საფუძვლებს ეწინააღმდეგება, რომელსაც ღმერთი სთავაზობს ადამიანს. ბიბლია გვეუნება, თუ რა წარმოადგენს ჭეშმარიტ გადარჩენას ყველა ადამიანისათვის:
«წყალობით ხართ გადარჩენილნი... ამ წყალობით ხართ გადარჩენილნი რწმენის მეშვეობით და ეს თქვენი დამსახურება კი არ არის, არამედ ღვთის ძღვენია» (ეფესოელთა 2:5,8).
. მისი მსხვერპლი სრულყოფილია და ის საკმარისია, «რათა საკუთარი თავის შეწირვით მოეშორებინა ცოდვა... [და] მრავალთა ცოდვები ეტვირთა» (ებრაელები 9:26-28). ამიტომ, „წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემის შემთხვევაში გაუგებრობა წარმოიშობა: ნუთუ ქრისტეს სრულყოფილი მსხვერპლი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ღმერთმა დაუმსახურებელი სიკეთე გამოავლინოს მორწმუნე ადამიანის მიმართ? ნუთუ ამისათვის დამატებით არასრულყოფილი ადამიანების მუმიფიცირებული გვამების ნარჩენების ძებნა, მათი კოცნა და მათ წინაშე დაჩოქებაა საჭირო, იმ იმედით, რომ ეს აღმოჩნდება რაიმე სახის გამოტოვებული რგოლი, ღვთისაგან ადამიანებისათვის მადლისა და გადარჩენის მისაღებად? სამწუხაროა, მაგრამ ეს არა მხოლოდ აბსურდულად ჩანს, არამედ ასევე ისე წარმოგვიდგება თითქოს ღმერთს მთლად სრულყოფილად არ შეუძლია ადამიანის გადარჩება.
გარდა ამისა, წერილი მხოლოდ ერთადერთ სხეულზე მიუთითებს, რომლის სიკვდილსაც ჩვენთვის სარგებელი მოაქვს: ეს თავად იესო ქრისტეს სხეულია.
«მან თავისი სხეულით აიტანა ძელზე ჩვენი ცოდვები, რომ მოგვეშორებინა ისინი და გვეცხოვრა სიმართლისთვის. თქვენ "მისმა ჭრილობებმა განგკურნათ"» (1 პეტრე 2:24; კოლოსელთა 1:22). «ამ ნებით ვართ განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის მხოლოდ ერთხელ შეწირვით» (ებრაელები 10:10).
ვხედავთ ჩვენ ღვთის სიტყვაში რაიმე მითითებას სხვა ძღვენის შესახებ, სხვა მკვდარი ადამიანის სხეულის მეშვეობით? ცალსახად, არა! ამის გათვალისწინებით, იესოს ძვირფასი სასმსხვერპლო სხეულის გარდა, რომელიმე «წმინდანის», რომელიმე დამატებითი სხეულის «მადლმოსილად» წარმოჩენის ნებისმიერი მცდელობა, უცილობლად აღმოჩნდება ღვთისმგმობელი კულტი.
თვითონ ფრაზა «წმინდა ნაწილების თაყვანისცემა» ბიბლიურ პრინციპებთან მოდის წინააღმდეგობაში. ბიბლია არსად ამბობს, რომ ადამიანთა გვამები რაიმე სახის ხანგრძლივი თაყვანისცემით უნდა იქნეს გარემოცული. პირიქით, გარდაცვლილი ადამიანი უნდა დაიმარხოს და არა საჯაროდ იქნას გამოფენილი მისი გვამი. მაგრამ თუ მაინც ქრისტიანების პატივისცემაზე (დაფასებაზე) გვინდა ვისაუბროთ, მაშინ ღვთის სიტყვა სრულიად სხვა მეთოდზე საუბრობს, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება:
«გახსოვდეთ ისინი, ვისაც თქვენს შორის ხელმძღვანელობა აკისრია და ვინც ღვთის სიტყვას გადმოგცემთ. დაუკვირდით მათი საქციელის შედეგებს და მათ მიბაძეთ რწმენაში» (ებრაელები 13:7). «ამიტომ გეხვეწებით: მე მომბაძეთ [...] მომბაძეთ მე, როგორც მე - ქრისტეს» (1 კორინთელები 4:16; 11:1). «ყველამ მომბაძეთ, ძმებო, და დააკვირდით მათ, ვინც ჩვენ მიერ თქვენთვის დატოვებული მაგალითის მიხედვით დადის» (ფილიპელები 3:17).
გარდაცვლილი ქრისტიანების გვამების ნაწილებად დაგლეჯა კი არ არის მათდამი პატივისცემის გამოვლენა, არამედ მათი რწმენის მიბაძვა! წმინდა წერილის თანახმად, აი ასე უნდა იქცეოდეს ჭეშმარიტი ქრისტიანი! მაგრამ წარმოიდგინეთ, რომელიმე თქვენს ნაცნობთაგანს იმდენად გულითადად რომ მოენდომებინა თავისი გარდაცვლილი ახლობლებისათვის პატივის მიგება, რომ სასაფლაოზე წასულიყო, გაეთხარა საფლავები და მათი გვამები მოეტანა სახლში! როგორი რეაგცია გექნებოდათ ამაზე? ჩათვლიდით ასეთ ადამიანს მოსიყვარულედ? საეჭვოა. ალბათ უფრო, ფსიქიკური აშლილობის მქონედ, იმიტომ რომ მსგავსი ქმედებები არანაირად არ თავსდება საღ აზრის ჩარჩოებში, და გარდა ამისა, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. დიახ, ნებისმიერი საღადმოაზროვნე ადამიანის აზრით, ასეთი ქმედება აღმაშფოთებელ მკრეხელობას წარმოადგენს, როგორი «კეთილშობილური» მიზნებითაც არ უნდა გაამართლოს ის ამის ჩამდენმა! მაშ რატომღა უნდა ვიფიქოთ ასეთ შემთხვევაში, რომ ღმერთი ზუსტად იგივე სცენას სხვაგვარად უყურებს? რით განსხვავდება რელიგიური გვამთამთხრელები იმ ადამიანისაგან, რომლებიც ცდილობენ რომ ახლოს ჰქონდეთ საფლავიდან ამოთხრილი მკვდრები? ამ უკანასკნელს «ნეკროფილია» ეწოდება. და პირველს რა შეგვიძლია ვუწოდოთ?
თუ ადამიანი ღვთის მოწონების მიღებას, მისი პრინციპების აშკარა დარღვევით ცდილობს, მაშინ ასეთ გზას დასაწყისშივე არ აქვს პერსპექტივა. ღმერთს მხოლოდ მისი ნების დაცვით უნდა დავუახლოვდეთ და არა ცრუ ტრადიციების დაცვით. და, რა თქმა უნდა, ღვთის თვალში აბსოლუტური უაზრობაა, არასრულყოფილი ადამიანების ე.წ. «წმინდა გვამებზე» იმედის დამყარება.
«აი რას ამბობს იეჰოვა: "წყეულია ის, ვინც ადამიანზე ამყარებს იმედს, ხორციელის მკლავს ენდობა"» (იერემია 17:5).
წმინდანთა კულტის მომხრეთა არგუმენტების გბათილება
„წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემის წეს-ჩვეულების დამცველები, მის დაცვას, წმინდა წერილებიდან ზოგიერთი ადგილის მოყვანით ცდილობენ, რომლებშიც, სხვათაშორის, არაფერია ნათვამი მოცემულ პრაქტიკაზე.
1. 2 მეფეების 13:20,21-დან, სადაც ჩვენ ვკითხულობთ:
პასუხი:«მოკვდა ელისე და დამარხეს იგი. იმ მიწაზე წლის დასაწყისში მოაბელები დათარეშობდნენ ხოლმე. ერთხელ ერთ კაცს მარხავდნენ; როცა მოთარეშეები დაინახეს, ელისეს სამარხში ჩააგდეს მკვდარი და გაიქცნენ. როგორც კი ელისეს ძვლებს შეეხო, მკვდარი მაშინვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა».
თუმცა წარმოადგენს კი მოცემული შემთხვევა იმის საფუძველს, რომ „წმინდა ნაწილებს“ ვცეთ თაყვანი? არანაირად. პირველი, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ სასწაულს შემდგომი პრაქტიკაც ჰქონოდეს; წინასწარმეტყველის ძვლების მეშვეობით მკვდრეთით აღდგომას, მხოლოდ ერთადერთხელ ჰქონდა ადგილი, რაც არავითარ საფუძველს არ იძლევა „წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემის კულტის დასამტკიცებლად.
მეორე, ამ მოვლენის მიუხედავად, ბიბლიაში არაფერია იმაზე ნათქვამი, რომ ოდესმე ელისეს ძვლებს თაყვანს სცემდნენ როგორც წმინდებს. ასევე არც თავად ღმერთს მიუცია მსგავსი მითითება. როგორც ისტორიკოსი ფილიპ შაფი წერდა, «უნდა აღინიშნოს, რომ ამ სასწაულსაც კი არ გამოუწვევია წინასწარმეტყველის ნაწილებისადმი თაყვანისცემის დაწყება და გარდაცვლილი ადამიანის სხეულის უწმინდურების შესახებ კანონის გაუქმება» (ფილიპ შაფი «ქრისტიანული ეკლესიის ისტორია», ტომი II). ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ღმერთი საჭიროდ არ თვლის გარდაცვლილთა ნაწილების რაიმე სახის განსაკუთრებული პატივით გარემოცვას.
მესამე, უნდა გვესმოდეს თუ საერთოდ რისთვის მოახდინა ღმერთმა ასეთი სასწაული. ეს მითუმეტეს საინტერესოა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღდგენილი ადამიანის რწმენაზე, პიროვნებაზე და უბრალოდ მის სახელზეც კი ბიბლიაში აბსოლუტურად არაფერია ცნობილი; ისეთი შეგრძნება რჩება, რომ თავად გაცოცხლების ფაქტი იმდენად მხოლოდ ამ კონკრეტული ადამიანის გულისთვის არ მოხდა, რამდენადაც რაღაც სხვა მიზეზის გამო. და ეს მიზეზი არსებობს, თანაც როგორც მინიმუმ, ორი.
პირველი მიზეზი, თავად ელისეს წინასწარმეტყველური მსახურების დასაწყისშივე ხდება ცხადი.
«ელიამ ელისეს უთხრა: «მთხოვე, რა გაგიკეთო, სანამ შენთან ვარ».ელისემ სთხოვა: «შენი სულის ორი წილი გადმოვიდეს ჩემზე» (2 მეფეები 2:9).
ელისეს სურდა, რომ იეჰოვას ის ორჯერ უფრო მეტი სულიერი ძრვენით ეკურთხებინდა, ვიდრე მისი წინამორბედი წინასწარმეტყველი ელია. იეჰოვამ თანხმობით უპასუხა. შესრულდა სინამდვილეში ეს კურთხევა? ყველაზე დიდი სასწაული, რომელიც ელიამ მოახდინა, სარეფთელი ქვრივის ვაჟის მკვდრეთით აღდგენა იყო (1 მეფეები 17:17-24). ღმერთმა ასევე ელისესაც მისცა საშუალება სასწაულებრივად აღედგინა მკვდრეთით ბავშვი (2 მეფეები 4:18-37). მაგრამ თავისი სიცოცხლის განმავლობაში ელისეს სხვა აღარავინ აღუდგენია. მაშინ რამდენად შესრულდა იეჰოვას დაპირება, რომ ელისეს ელიასთან შედარებით ორმაგი რაოდენობის კურთხევას მისცემდა? ადამიანის მკვდრეთით აღდგენის სასწაული, რომელიც უკვე ელისეს გარდაცვალების შემდეგ მოხდა, ამის მტკიცებულება გახდა. ღმერთმა ელიას მეშვეობით თუ ერთი მკვდარი აღადგინა, ელისეს მეშვეობით — ორი! რითაც ღვთის დანაპირები, რომ ელისეს «[ელიას] სულის ორ წილს» მისცემდა, მთელი სიზუსტით შესრულდა!
მეორე მიზეზი წინასწარმეტყველის სიცოცხლის დასასრულის მიზეზის გათვალისწინებით ხდება ნათელი. ბიბლია ამბობს, რომ წინასწარმეტყველს «სასიკვდილო სენი შეეყარა» (2 მეფეები 13:14). შედეგად, ამ დაავადების გამო «მოკვდა ელისე და დამარხეს იგი» (2 მეფეები 13:20). ძველ ისრაელიანთა შორის გავრცელებული იყო აზრი, რომ დაავადება ღვთის სასჯელს წარმოადგენდა (შეადარეთ იოანე 9:2). მძიმე დაავადების გამო მისი სიკვდილი, მიკერძოებული ადამიანების მიერ, შეიძლება ისე ყოფილიყო აღქმული, როგორც მისი სიცოცხლის ბოლოს ღვთის კეთილგანწყობის დაკარგვა. მაგრამ გარდაცვლილის მკვდრეთით აღდგენის სასწაული, რომელიც ელისეს ძვლების შეხების შედეგად მოხდა, იყო ნიშანი, რომელიც სრულიად აქარწყლებდა ამ წინასწარმეტყველის შესახებ ყოველგვარ არასწორ წარმოდგენებს.
როგორც ვხედავთ, ღვთის სიტყვის ყურადღებით გამოკვლევა არ გვაძლევს საბაბს მივიჩნიოთ, რომ ღმერთი გარდაცვლილი წმინდანების ნაწილებს ისე უყურებს, როგორც რაიმე განსაკუთრებული მაცოცხლებელი ძალის წყაროს. პირიქით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მადლის ძალა მხოლოდ ღმერთისაგან გამოდის, და არანაირად არ გადაიცემა რაღაც უწყვეტ წყაროდ, ადამიანთა გვამების ნარჩენების მეშვეობით. ელისეს მაგალითი ერთსახოვნად ადასტურებს იმას, რომ ეს სასწაული ღვთის მიერ მხოლოდ ერთხელ იქნა მოხდენილი და ამის შემდგომ, წინასწარმეტყველის გვამის ნაწილების მეშვეობით, აღარავითარი შემდგომი კურთხევები და სასწაულები აღარ მოუხდენია. იმ მიზეზებს, რომელთა გამოც ღმერთმა ეს სასწაული მოახდინა, არაფერი საერთო არ ჰქონდათ იმასთან, რასაც დღეს „წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემის კულტს ეძახიან.
2.წმინდა ნაწილების“ თაყვანისმცემლობის მომხრეების კიდევ ერთი არგუმენტი დაკავშირებულია მომაკვდავი იოსების თხოვნასთან, რომ მომავალში, როდესაც ღმერთი ეგვიპტეში მცხოვრებ ებრაელებს მოხედავდა, თან წაეღოთ მისი ძვლები (დაბადება 50:24,25).
პასუხი:თუმცა, განა არის ამ შემთხვევაში რაიმე ისეთი, რაც „წმინდა ნაწილების“ კულტს უჭერს მხარს? აბსოლუტურად არაფერი! აქ აღსანიშნავია ის, თუ როგორ აღწერს ბიბლია იმას, როგორ მოექცნენ ებრაელები იოსების სხეულს:
«მოკვდა იოსები ას ათი წლის ასაკში. დააბალზამეს იგი და კუბოში ჩაასვენეს, ეგვიპტეში» (დაბადება 50:26).
როგორც შეგვიძლია დავრწმუნდეთ, იოსების თხოვნა არ შეეხებოდა მისი სხეულისადმი რაიმე სახის განსაკუთრებული თაყვანისცემის შესრულებას, და არც ღვთის მხრიდან ყოფილა მსგავს ქმედებებზე რაიმე სახის მითითება. პირიქით, იოსების სხეული კუბოში იქნა მოთავსებული და ამ მდგომარეობაში დატოვებული, და არა თაყვანსაცემად საყოველთაოდ გამოფენილი. აქ არაფერია ისეთი, რისთვისაც შეგვეძლო „წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემა დაგვერქმია. მოგვიანებით, როდესაც მოსეს გამოჰყავდა ერი ეგვიპტიდან, მან თან წამოიღო კუბო იოსების ძვლებით, რითაც მისი თხოვნა აღასრულა (გამოსვლა 13:19). და ისევ და ისევ ჩვენ ვერსად ვხედავთ, რომ მოსე იოსების ძვლებს იყენებდეს რაიმე რიტუალური მიზნებისათვის. ხოლო როდესაც ებრაელები აღთქმულ მიწაზე შევიდნენ, იოსების ძვლები «შექემში დამარხეს, იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც იაკობმა შექემის მამის, ხამორის ვაჟებისგან იყიდა ას კესითად და იოსების ვაჟების სამკვიდრო გახდა ის» (იესო ნავეს ძე 24:32). როგორც ვხედავთ, იოსების ძვლებთან დაკავშირებული ისტორია სავსებით პროზაულია. იცოდა რა, რომ მომავალში იეჰოვა ღმერთი ებრაელებს თავის მიწაზე დააბრუნებდა, იოსებმა ისურვა, რომ მისი ნაწილები იმ მიწაზე დამარხულიყო, სადაც მის ერს უნდა ეცხოვრა (ებრაელთა 11:22). შედეგად ისინი ზუსტად იმ ადგილას იქნა დამარხული, რომელიც ძველთაგანვე იოსების ოჯახს ეკუთვნოდა.
3.კიდევ ერთ მაგალითს, რომლის მოყვანასაც ცდილობენ ხოლმე „წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემის დამცველები, წარმოადგენს შემთხვევა, რომელიც მარკოზის სახარებასა და მოციქულთა საქმეების წიგნებშია აღწერილი.
«იესოს ამბავი რომ გაიგო, ხალხში უკნიდან მიუახლოვდა მას და ტანსაცმელზე შეეხო, რადგან თავისთვის ამბობდა, თანსაცმელზეც რომ შევეხო, გამოვჯანმრთელდებიო. სისხლდენა მაშინვე შეუჩერდა და სხეულით იგრძნო, რომ მძიმე დაავადებისგან განიკურნა"(მარკოზი 5:27-29). «ავადმყოფები მთავარ ქუჩებშიც კი მიჰყავდათ და აწვენდნენ საწოლებსა და საკაცეებზე, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა რომელიმე მათგანს» (საქმეები 5:15). «ღმერთი პავლეს ხელით განსაკუთრებულ სასწაულებრივ საქმეებს ახდენდა. მისი ნაქონი ნაჭრები და წინსაფრები ავადმყოფებთან მიჰქონდათ, ისინი კი იკურნებოდნენ და ბოროტი სულები გამოდიოდნე მათგან» (საქმეები 19:11,12).
პასუხი: თუმცა, ისევე როგორც წინასწარმეტყველი ელისეს შემთხვევაში, უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდა სულის მოქმედება ღმერთისგან გამოდის და არა რაიმე ნივთებიდან. თავად ფიზიკური საგანი ჩვეულებრივ საგნად რჩება, და მას თავის თვისებებში არავითარი რაიმე სახის ზებუნებრივი შესაძლებლობები არ გააჩნია. ადამიანებმა ან საგნებმა შეიძლება ღვთის ძალის გამტარებად, ღვთისათვის აუცილებელ, რომელიმე საჭირო დროის მომენტში იმსახურონ, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ, ერთხელ მომსახურებით, მოცემული საგანი ავტომატურად რჩება, ღვთის მადლის რაიმე სახის ამიუწურავ წყაროდ. პირიქით, ბიბლიაში საკმარისი მაგალითებია იმისა, თუ გარკვეული ნივთები, რომლებიც ღვთის განკარგულებით გარკვეული სასწაულმოქმედი მიზმებისათვის გამოიყენებოდა, თავისი დანიშნულების შესრულების შემდეგ, სამუდამოდ ჩვეულებრივ ნივთებად რჩებოდნენ, რომლებიც ყოველგვარ ზებუნებრივ თვისებებს იყვნენ მოკლებული. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია — მოსეს სპილენძის გველი, რომელიც ძელზე იყო მიმაგრებული (რიცხვები 21:7-9). მას ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა ღვთის განზრახვაში დროის მოცემულ მომენტში. მაგრამ, მას შემდეგ რაც ერთხელ შეასრულა თავისი მოვალეობა, მეტად ღვთის ჩანაფიქრში აღარავითარ როლს აღარ ასრულებდა; არავითარი შემდგომი კურთხევები ღმერთს ამ ნივთის მეშვეობით აღარ მიუცია. პირიქით, როდესაც ისრაელიანებმა, ღვთის დამოკიდებულების საპირისპიროდ მოცემული საგანი განსაკუთრებული თაყვანისცემის საგნად აქციეს, ღმერთმა მეფე ხიზკიას მეშვეობით გაანადგურა ეს უსიცოცხლო რელიქვია (2 მეფეები 18:4). ნუთუ ამან რამე არ უნდა ასწავლოს რელიქვიებისა და მათ შორის „წმინდა ნაწილების“ თანამედროვე თაყვანისმცემლებს?
თუმცაღა, ზემოთმოყვანილი ბიბლიური მუხლები თვითონვე წარმატებით ააშკარავებენ რელიქვიებისა და „წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემის კულტის უსუსურობას. როგორ? ბიბლიაში, რაიმე სახის სასწაულის მოხდენის თითქმის ყველა შემთხვევებში, ვხვდებით უცვლელ პრინციპებს, რომლებიც სავსებით არასახარბიელონი არიან «სიწმინდეების სასწაულმოქმედების» მხარდასაჭერად. ქვემოთ ჩვენ მათ განხილვას შევძლებთ.
პირველი, ყველა ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ მოცემული ტანსაცმლის მეშვეობით განკურნების ძალა მხოლოდ იმ ღვთის მსახურების მიწიერი ცხოვრებისას ვლინდებოდა, რომლებსაც ისინი ეკუთვნოდნენ. როგორც ისტორიკოსმა ფილიპ შაფმა შენიშნა, «ყველა ამ ბიბლიურ ეპიზოდებში განმკურნებელი ძალის იარაღს ცოცხალი ადამიანები წარმოდგენდნენ» (ფილიპ შაფი «ქრისტიანული ეკლესიის ისტორია», ტომი II). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიბლიაში ჩვენ ვერ ვხვდებით ვერცერთ შემთხვევას იმისა, რომ მსგავს ნივთს სასწაული მოეხდინოს მისი მფლობელის გარდაცვალების შემდეგ. ეს კი თავის მხრივ კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ განკურნების ძალა დაკავშირებულია არა ნივთთან, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან, რომელიც თავის კურთხევას იმ მომენტში მცხოვრები მსახურის მეშვეობით იძლევა. ეს ნათლად ჩანს იმ ქალის მაგალითიდან, რომელიც იესოს შეეხო, რადგან ძალა ტანსაცმლიდან კი არ გავიდა, არამედ თავად იესოსაგან. შესაბამისად, ვერც „წმინდა ნაწილებს“ ექნებათ „პრეტენზია“ უწყვეტი ღვთაებრივი მადლის გამტარის როლზე, რადგან ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მოცემულ ბიბლიურ პრინციპებს.
მეორე, ბიბლიური მაგალითები ერთსახოვნად აჩვენებენ, რომ ყველა იკურნებოდა, ვინც კი იესოს ან მოციქულებს მიმართავდა განკურნებისთვის. ამ პრინციპს ჩვენ შემდეგ ბიბლიურ მითითებებში ვნახულობთ:
«რადგან უამრავ ხალხს კურნავდა და მძიმედ დაავადებულები ზედ აწყდებოდნენ, რომ შეხებოდნენ» (მარკოზი 3:10). «რომელ სოფელში, ქალაქსა თუ დაბაშიც არ უნდა შესულიყო, ყველგან ავადმყოფები მიჰყავდათ მასთან, მოედნებზე ათავსებდნენ და ეხვეწებოდნენ, მხოლოდ მოსასხამის ფოჩზე შეგეხებითო. ვინც კი შეეხო, ყველა განიკურნა» (მარკოზი 6:56). «დემონებით შეპყრობილი მრავალი ადამიანი მიუყვანეს, მან სიტყვით განდევნა სულები და ყველა ავადმყოფი განკურნა» (მათე 8:16). «იქაურმა ხალხმა იცნო ის და დაგზავნეს კაცები მთელ შემოგარენში და მიუყვანეს მას ყველა ავადმყოფი. ისინი ეხვეწებოდნენ, მხოლოდ მოსასხამის ფოჩზე შეგეხებითო. ვინც შეეხო, ყველა სრულიად გამოჯანმრთელდა» (მათე 14:35,36). (მათე 15:30,31).» (მათე 19:2). » (ლუკა 6:17-19).
როგორც ვხედავთ, იესოს მაგალითი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ მისი განკურნების ძალა სრულყოფილი იყო, და იკურნებოდა აბსოლუტურად ყველა, ვინც კი მასთან მიდიოდა თავისი უძლურებისაგან განთავისუფლების სურვილით. მაგრამ ეს ძალა მხოლოდ იესოს თავისებურება არ ყოფილა. მან ზუსტად იგივე ძალა მისცა ასევე თავის მოწაფეებს.
«მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა ძალაუფლება, რომ განედევნათ უწმინდური სულები და განეკურნათ ნებისმიერი ავადმყოფობა და უძლურება" (მათე 10:1). » (საქმეები 5:15,16). «» (საქმეები 19:11,12).
თანაც, გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, განსაკურნებლად ადამიანისთვის სულაც არ იყო აუცილებელი იესოსადმი რწმენის ქონა. ეს ჩანს იმ სახარებისეულ მაგალითებში, რომლებიც აღწერილია იოანეს 5:5-9,13; 9:24-36; ლუკას 22:50,51, მკვდრების აღდგომაზე უკვე აღარაფერს ვამბობ (ლუკა 8:54,55; იოანე 11:43,44).
შედეგად, ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ, არის თუ არა რაიმე საერთო განკურნების ბიბლიურ ნიმუშს, რომელსაც წარსულში ღმერთი აძლევდა ადამიანებს, და ეგრეთ წოდებულ «სასწაულმოქმედ წმინდა ნაწილებს» შორის (ან სხვა საეკლესიო რელიქვიებს შორის). უდიდესი განსხვავება ჩნდება პირველსა და მეორეს შორის. თუ ღვთის ძალა, რომელიც იესოსა და მისი მოწაფეების მეშვეობით მოქმედებდა, განკურნებისათვის მისულ ყველა მსურველს კურნავდა, მისგან განსხვავებით «წმინდა ნაწილები» არანაირად არ შეესაბამება მოცემულ ნიშანს. ეკლესიის მსახურებიც კი ვერ შეედავებიან იმ ფაქტს, რომ ადამიანები, რომლებიც «სასწაულმოქმედ რელიქვიებს» მოილოცავენ, როგორი ავადმყოფებიც მიდიან მათთან, ისეთივე ავადმყოფები ბრუნდებიან სახლში. ჩვენ ვერ ვხედავთ ყველა მოსულის განკურნების იმ ცნობილ ახალაღთქმისეულ მაგალითს, რომელიც ბიბლიაშია ნაჩვენები. ხოლო თუ ვინმე და სადმე კიდევაც საუბრობს რაიმე განკურნების შესახებ, მაშინ კითხვა იბადება, რატომ ეძლევა ის მხოლოდ იშვიათ რჩეულებს?
მესამე, ზემოთ მოყვანილი მუხლები არა მხოლოდ ყველა მთხოვნელის განკურნებაზე მიუთითებენ, არამედ ასევე ნებისმიერ სტადიაში მყოფი, ნებისმიერი დაავადებისაგან უპირობო განკურნებაზე, და ბოროტი სულებისაგან განთავისუფლებაზეც კი. თანაც, ეს ყველაფერი მომენტალურად ხდებოდა. თუმცაღა, არავითარი «წმინდა ნაწილები» და არავითარი ე.წ. "რელიქვია" არ შეესაბამება, ყოველგვარი დაავადებისაგან მომენტალური განკურნების მოცემულ ნიშანს.
4.მისი დამცველების მხრიდან, „წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემის კულტის გამართლების კიდევ ერთი მცდელობა, ასე იხსნება: „წმინდა ნაწილების“ მეშვეობით ადამიანს შეუძლია გარდაცვლილ წმინდანებს სთხოვოს ღვთის წინაშე შუამდგომლობა.
პასუხი:მაგრამ, აქაც პარადოქსს ვაწყდებით. განა ბიბლია არ ამბობს, რომ «ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი — კაცი, ქრისტე იესო, რომელმაც საკუთარი თავის შეწირვით შესაბამისი გამოსასყიდი გაიღო ყველასთვის» (1 ტიმოთე 2:5)? კვლავაც ღვთის სიტყვა გვასწავლის:
«ქომაგი გვყავს მამის წინაშე - იესო ქრისტე მართალი; ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვების მიმტევებელი» (1 იოანე 2:1,2, საპატრიარქოს თარგმანი) «მას შეუძლია სრულად იხსნას ისინი, ვინც მისი მეშვეობით უახლოვდება ღმერთს, რადგან ის მარად ცოცხალია, რათა უშუამავლოს მათ» (ებრაელთა 7:25).
როგორც 1 ტიმოთეს 2:5-ის საფუძველზე შეგვეძლო დაგვენახა, «ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი» - ერთია და არა რამოდენიმე. ბიბლია მხოლოდ ერთ და ერთადერთ ასეთ შუამავალზე და ქომაგზე — იესო ქრისტეზე მიუთითებს, და მხოლოდ მისი მეშვეობით უნდა მიმართავდეს ქრისტიანი, ღვთისადმი თავის სათხოვარს (იოანე 14:13,14; 16:23,24). და განსაზღვრულად ვერავითარ დამატებით «შუამავლებსა» და «ქომაგებზე» ვერ იქნება საუბარი გარდაცვლილი ადამიანების რიცხვიდან, რადგამ ამ საკითხს ბიბლია სავსებით ნათლად უსვამს ხაზს, ყურადღების მხოლოდ და მხოლოდ იესოზე ფოკუსირებით. დასკვნა აბსოლუტურად თავისთავადია: ახალი «შუამავლების» შექმნის ადამიანთა ყოველგვარი მცდელობა, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ღვთის თვალსაზრისთან, და ამიტომ ის არ იწონებს ამას.
ამასთანავე, იმის სურვილი რომ ქრისტეს გარდა კიდევ ჰყავდეთ რომელიმე დამატებითი «შუამავლები», მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთა ხორციელ აზროვნებას ააშკარავებს. სავსებით ქვეყნიური პრინციპია: პირად არსენალში რაც უფრო მეტი დამხმარე-ქომაგი-შუამავალია, მით უფრო იოლი იქნება სამოთხეში მოხვედრა! ნუთუ ასეთი ადამიანებისთვის ცოცხალ ღმერთთან ახლო ურთიერთობა უფრო ნაკლებად რეალურია, ვიდრე «წმინდანებთან» ურთიერთობა? ნუთუ «წმინდანებისაგან» მოველით გადარჩენას, ნუთუ ღმერთისგან არა?
გარდა ამისა, მსგავსი პრაქტიკა სავსებით სახიფათოდ ესაზღვრება ოკულტიზმს. წმინდა წერილი შეგვახსენებს:
«იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება» (მათე 4:10).
შეუძლიათ თუ არა მორწმუნეებს, შუამდგომლობის შესახებ ლოცვების გარდაცვლილთა მისამართით მიმართვა, თუნდაც მათი მისამართით, ვისაც თაყვანს სცემენ როგორც «წმინდებს»? და კვლავ ბიბლია გვეუბნება:
«განა ცოცხლებისთვის მკვდრებს უნდა მიმართავდნენ?» (ესაია 8:19). «მკვდრებმა კი არაფერი იციან» (ეკლესიასტე 9:5). «მკვდრები ვერ ადიდებენ იაჰს» (ფსალმუნები 115:17).
ამ ბიბლიური პრინციპების მხედველობაში მიღებით, მკვდრებისადმი მიმართვის მიზნით „წმინდა ნაწილების“ კულტის გამოყენება, გაბედულად შეგვიძლია მივაკუთვნოთ ოკულტიზმის ერთ-ერთ სახეობას, რაც აბსოლუტურ საზიზღრობას წარმოადგენს ღვთის თვალში. ე.წ. «წმინდანთა» მხრიდან არავითარ «შუამდგომლობაზე» არ შეიძლება იყოს საუბარი. ზუსტად ასევე უგუნურებაა იმის ფიქრი, რომ ადამიანების მხრიდან ღვთის პრინციპების ასეთ შელახვაზე, ღმერთი რაიმე სახის მადლის მოვლინებით უპასუხებს.
5.წმინდა ნაწილების“ კულტის მომხრეები შეიძლება შეეცადონ 1 კორინთელთა 6:19,20-ის მოყვანას: «არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმინდისა, რომელიც ღვთისაგან მიიღეთ? და თქვენ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნით, რადგან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ განადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულებით!».
მათი აზრით, ბიბლიის მოცემული დარიგება შეიძლება გაგებული იყოს როგორც „წმინდა ნაწილების“ კულტის მხარდაჭერა: რადგან აქ საუბარია იმაზე, რომ ქრისტიანთა სხეული - «ტაძარია სულიწმინდისა», ესე იგი, გარდაცვლილი «წმინდანების» სხეულებიც ასევე წარმოადგენენ წმინდა სულის გამტარებს, და ამიტომ უნდა ვცეთ თაყვანი.
პასუხი:თუმცა, არც აქაა რთული შეცდომის გამოაშკარავება. ამისთვის საკმარისია იმის ნახვა, რომ ბიბლიის მოცემული სიტყვები მიმართულია ქრისტიანთა ცოცხალი აუდიტორიისადმი, შესაბამისად, შეეხებათ არა მკვდარ, არამედ ცოცხალ ქრისტიანებს. სხვაგვარად როგორ გავიგოთ ქრისტიანებისადმი მიმართული მოწოდება «განადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულებით»? რა თქმა უნდა, ამის გაკეთება მხოლოდ ცოცხალ ადამიანებს შეუძლიათ და არა მკვდარ გვამებს.
გარდა ამისა, ბიბლია ძალიან ხშირად მიუთითებს ქრისტიანებს ადამიანის სხეულის ძალზე შეზღუდულ შესაძლებლობებზე, ცოდვაზე, რომელსაც ის ექვემდებარება, ზოგჯერ ხორც სულსაც კი უპირისპირებს. მაგალითად...
სული მონდომებულია, ხორცი კი სუსტი» (მათე 26:41). «ხორცისაგან შობილი ხორცია, სულისგან შობილი კი - სული» (იოანე 3:6). «ვიცით, რომ კანონი სულიერია, მე კი ხორციელი ვარ, ცოდვისთვის მიყიდული... საწყალი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის სხეულისგან, რომელიც ამ სიკვდილით კვდება?» (რომაელები 7:14,24). «ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს ხორცში კარგი არაფერი მკვიდრობს. კარგის კეთების სურვილი კი მაქვს, მაგრამ ვერ ვაკეთებ» (რომაელები 7:18). «მაგრამ გეუბნებით, ძმებო, რომ ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს, ვერც ხრწნა დაიმკვიდრებს უხრწნელობას» (1 კორინთელები 15:50). «ჩვენი მიწიერი სახლი, ეს კარავი დაიშლება... ამიტომაც ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად» (2 კორინთელები 5:1,16). «ყოველი ხორციელი მინდვრის ბალახივითაა, ხოლო მთელი მისი დიდება — ბალახის აბიბინებასავით. ბალახი ხმება და ყვავილი სცვივა» (1 პეტრე 1:24).
ბოლო სამი მუხლი ნათლად გვიჩვენებს, რომ მოციქულები არანაირად არ განიცდიდნენ ილუზიებს, სიკვდილის შემდეგ მათი ხორცის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. პირიქით, ისინი მოელოდნენ, რომ მათი ხორცი«დაიშლება» და «ვერ ... დაიმკვიდრებს უხრწნელობას». რამდენად ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი, ეკლესიებში მოქმედ „წმინდა ნაწილების“ კულტს!
როგორც შეგვიძლია დავრწმუნდეთ, ბიბლია ასწავლის, იმედი არ დავამყაროთ სხვა ადამიანის ხორცზე (შეადარეთ იერემია 17:5). ღვთის მოწონების საწინდარი კი — საკუთარი შინაგანი სულის განახლებაშია და არა ვინმეს გვამის ნარჩენების შეძენაში.
6.ბოლო არგუმენტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ესაა „წმინდა ნაწილების“ „უხრწნელობა“. მოცემული ლოგიკის თანახმად, „წმინდა ნაწილები“ თუ უხრწნელია, ეს მათში ღვთის სულის არსებობის მტკიცებულებას წარმოადგენს.
პასუხი:თუმცა, ეს განაცხადი მრავალ კითხვასა და წინააღმდეგობას ეჯახება. ჩვენ, კვლავდაკვლავ, ზემოთმოყვანილ იმ მუხლებთან დაპირისპირებას ვხედავთ, რომლებიც ჩაწერილია: 1 კორინთელების 15:50, 2 კორინთელების 5:1,16 და 1 პეტრეს 1:24, რომლებშიც საუბარია ქრისტიანთა სიკვდილის შემდეგ ხორცის განადგურებაზე და უხრწნელობის ფაქტის არარსებობაზე.
მეორეს მხრივ კი, საერთოს რას წარმოადგენს მრავალი „წმინდა ნაწილის“ ყბადაღებული «უხრწნელობა»? მცირე გამონაკლისებით, სავსებით არაესთეტიური იერის მქონე, ძვლებზე გადაკრული შავ-ყვითელი ფერის გამხმარ ტყავს. თანაც, მოცემული იერის ყურებას ღრმა ზიზღის გრძნობის გარეშე, ყველა როდი შეძლებს. უხეშად რომ ვთქვათ, მსგავს საეკლესიო „წმინდა ნაწილებს“ უნდა უწოდებდნენ არა «უხრწნელებს», არამედ, ალბათ უფრო, «ჯერ ბოლომდე არ გახრწნილებს». საგულისხმოა ისიც, რომ ზოგიერთი „წმინდა ნაწილი“, რომლებიც «უხრწნელებად» ითვლებოდნენ, დროის განსაზღვრული მომენტიდან მაინც გაიხრწნა, რაც სავსებით გასაგებ კითხვებს იწვევს.
გარდა ამისა, რა ვუყოთ „წმინდა ნაწილების“ იმ ანალოგიურ შემთხვევებს, რომლებსაც არაქრისტიანულ რელიგიებში აქვთ ადგილი? მგონი, ამის ყველაზე გამოჩენილ მაგალითს - ბუდისტური «წმინდანის» ხამბო-ლამა დაშა-დორჯო იტიგილოვას „წმინდა ნაწილებია“ (http://pastor.vadim.sumy.ua/o-moshhah-tolko-li-v-pravoslavii)/. თანაც, ამ ჯერ კიდევ 1928 წელს გარდაცვლილი ადამიანის «სასწაული» უფრო მეტად იკვეთება «ქრისტიანული წმინდანების» ფონზე.
«ყველაზე ძველი მონათხრობი ამ ფენომენის შესახებ ნაპოვნი იქნა ჩინურ მატიანეებში «ბუდისტური წმინდანების ცხოვრება». იქ საუბარია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პატრიარქზე, დინასტიისა სუნ გუი ნენე. ის 712 წელს მოკვდა და დამარხულ იქნა მონასტერში კუო-ენ. დინასტია სუნ-ის დაცემის ეპოქაში, 1276 წელს, მონღოლმა მეომრებმა ამოთხარეს სხეული, რადგან სხეულის სასწაულებრივად შენახვის შესახებ გავრცელებულ ჭორებში უნდოდათ დარწმუნებულიყვნენ. სიკვდილიდან 564 წლის შემდეგ, მასტერის კანი ელასტიური და შეუცვლელი, ყოველგვარი გამოშრობისა და გახრწნის ნიშნების გარეშე იყო შემონახული. მაშინ მონღოლებმა სხეული გაფატრეს და იხილეს, რომ გული და ღვიძლი მშვენიერ მდგომარეობაში იყო. სრულიად გაოგნებულებმა, მათ საუკეთესო გამოსავლად ჩათვალეს, რომ თავი დაენებებინათ ამ მკრეხელობისათვის და გაქცეულიყვნენ» (სვეტლანა კუზინა «რატომ ინახება უხრწნელი ნაწილები?»).
უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანთა გვამების ე.წ «უხრწნელობა» სავსებით ცნობილი მოვლენაა და მხოლოდ რელიგიასთან როდია ის დაკავშირებული. მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში, მეცნიერები და უბრალო ადამიანები გარდაცვლილი ადამიანების მრავალ შენახულ სხეულს პოულობდნენ, რასაც სხვადასხვაგვარად ხსნიდნენ. ერთერთი მათგანია — იმ გარემოს თავისებურებები, რომელშიც გვამი იმყოფება. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ «უხრწნელი წმინდა ნაწილების» უმრავლესობა დღემდე ჩვეულებრივ პირობებში კი არ ინახება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღრმა სარდაფებში. გარდა ამისა, მოცემულ ეფექტს მეცნიერები ხსნიან რადიაციით, საპონიფიკაციით, გარდაცვლილთა სხეულების გარკვეული ნაერთებით დამუშავებით და ა.შ. როგორც ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, საეკლესიო წეს-ჩვეულებების სპეციალისტი გიორგი შიშკოვეცი აღიარებს, «ისეთი შემთხვევები, როდესაც ნაწილები ჭეშმარიტად უხრწნელად შეიძლება ვაღიაროთ, ძალიან იშვიათია».
წყარო:sergeiivanov.blogspot.com (კორექტირებული)
No comments:
Post a Comment