ბიბლია გვეუბნება: რომ დოგმატი სამების შესახებ მცდარია:წმინდა წერილის კითხვისას, ჩვენ შემდეგ ჭეშმარიტებებს ვხედავთ:
1.ყოვლისშემძლე უზენაესი უფალი ღმერთი, რომელსაც თაყვანს უნდა ვცემდეთ - ყოველთვის ზეციერი მამაა.
2. ჩვენი უფალი, ვისაც ვემორჩილებით და ვისი მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს - არის ძე. იესო თავის მამას ყოველთვის - თავის და ჩვენ ღმერთად აღიარებს.
3..წმინდა სული - ყოველთვის ღვთის სულია,მისი მოქმედი ძალა რომლის მეშვეობითაც ის ზემოქმედებს, რომლითაც ასაჩუქრებს, რომლითაც სჯის და რომლითაც მოქმედებს.
ის არ არის პიროვნება ისევე, როგორც პიროვნება არ არის ბოროტების სული, ქვეყნიერების სული და ანტიქრისტეს სული
წიგნიდან: „სამება ქრისტიანობაში. დოგმატის წარმოშობის ისტორია“
ბიბლიური ჭეშმარიტება ღვთისა და მისი ძის შესახებ თავისთავად მარტივი და ხელმისაწვდომია. იგი გვამცნობს, რომ არსებობს ჭეშმარიტი ღმერთი, ზეციერი მამა, რომელიც ათასობით ცრუ ღვთაების ფონზე ადამიანებისთვის გამოჰყოფს თავს თავისი განსაკუთრებული სახელით — „იეჰოვა“ (ესაია 42:8; მათე 6:9; საქმეები 15:14). მამას ჰყავს ძე, რომელიც, ღვთის განზრახვის თანახმად, მოვიდა დედამიწაზე, „მიიღო მონის სახე, გახდა ადამიანთა მსგავსი და გარეგნობით კაცს დაემსგავსა“, და მიიღო სახელი „იესო“ (ფილიპელთა 2:7; იოანე 1:14). თავისი მსხვერპლშეწირული სიკვდილით ძემ ადამიანებს მისცა ცოდვის მონობისგან გამოსყიდვის შესაძლებლობა, რისთვისაც იგი აღადგინა მამამ და მიენიჭა კიდევ უფრო დიდი დიდება ზეცაში, ვიდრე ადრე ჰქონდა (ფილიპელთა 2:8–11). მაგრამ ზეცაში დაბრუნების შემდეგაც კი, ძე რჩება მამისადმი დაქვემდებარებულ მდგომარეობაში და მამას მიიჩნევს „თავის ღმერთად“ (იოანე 14:28; 17:3; 20:17; 1 კორინთელთა 11:3; 15:28; ეფესელთა 1:17; გამოცხადება 3:12).
ამრიგად, ბიბლია ასწავლის, რომ მამა და ძე სრულიად განსხვავებული, ცალკეული პიროვნებები არიან. ამასთან, ძე ყოველთვის იყო, არის და იქნება თავისი მამისადმი დაქვემდებარებული. იესო „ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად“ თვლის მხოლოდ თავის მამას და არავითარ შემთხვევაში თავის თავს (იოანე 17:3). ყველაფერი ძალიან მარტივი და ადვილად გასაგებია მათთვის, ვინც ეძებს ჭეშმარიტებას ჭეშმარიტი ღვთისა და მისი ძის შესახებ, ასევე მათ შორის არსებულ ურთიერთობებზე.
ამრიგად მამა ძეზე აღმატებული და მაღლადმდგომია:ცოდნით მდგომარეობით,სიდიადით,სიძლიერით ასაკით(მარადისობა). და კიდევ ბევრად აღმატებული (იობ36:26) მაშ ასე ვნახოთ ეს სხვაობები ბიბლიიდან:
1.ღმერთი ერთი პიროვნებაა და არა სამი:
1.(კან(რჯულის)5:7)-რამდენი პიროვნება საუბრობს ამ მუხლების მიხედვთ? სამი? რათქმაუნდა არა. და როცა ებრაელი ამ სიტყვებს კითხულობდა იქ სამებას ხედავდა? ნათელია არა. ან თუ ადამიანს არანაირი სამება არ გაუგია დაასკვნის რაიმე მსგავსს ამ მუხლიდან? გამორიცხულია შეადარეთ (ეს45:5)-ს ამ მუხლებიდან სავსებით ნათლად ჩანს რომ ღმერთი ერთი იყო და არა სამპიროვანი - «შენი სახელია უფალი [„იეჰოვა“, აქ], მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე» (ფსალმუნი 83:18).
2.(მარკ12:29)- აქ იესოს არ უთქვამს შენი ღმერთი, არამედ ჩვენი ღმერთი. ეს ერთი და მეორე: როდესაც ამბობს რომ ღმერთი ერთია ის არ უმატებს რაღაც ახსნას თუ რა არის სამება. მაშინ ის იტყოდა ღმერთი ერთია მაგრამ სამი სახისა. რატომ არ გამოიყენა იესომ თავისი დიდებული უნარი იმისთვის რომ აეხსნა სამების დოგმატი მინიმუმ თავის მოწაფეებისთვის? თუ მას უნდოდა რამის ახსნა ის ახსნიდა საუკეთესო სახით(ლუკ24:27)- მაგრამ დღეს თუ ჩვენ ვკითხავთ ქრისტიანს რომ გვითხრას ღმერთის შესახებ ის იტყვის რომ ღმერთი ერთია მაგრამ სამი სახის. და ასე შემდეგ. თუ ისინი ხსნიან ამგვარად მაშინ რატო ასე არ მოიქცა იესო ქრისტე? მან თქვა ღმერთი ერთია და მორჩა, მეტი არაფერია ნათქვამი იმიტომ რომ მეტი არც არაფერია სათქმელი
ასევე დავუკვირდეთ კონტექსტს 12:32-34 -ში მწიგნობარი გულისხმობდა ერთ (ერთადერთ)ღმერთს და არა ერთ ღვთიურ ბუნებას(იოან8:41)-ში ც ჩანს რომ ებრაელები აღიარებდნენ მხოლოდ ერთ ღმერთ მამას და ამ მოსაზრებას 34-ე მუხლში იესო დაეთანხმა. ამრიგად ჩვენც ვეთანხმებით იმას რომ არსებობს მხოლოდ ერთპიროვნული ღმერთი და ეს ღმერთი მამაა.და არა სამება
3.(კან32:39) ჩვენ თუ შვამოწმებთ ვნახავთ თუ ვინ ლაპარაკობს აქ ეს არის მამა იეჰოვა მხოლოდ ერთი პირი. (და მამა არეწოდება არც იესოს და არც სულიწმინდას ასერო მხოლოდ ერთი პირი საუბრობს) მე-6 მუხლი. აქ მამა ასახელებს რომ ღმერთი არ არსებობს ჩემ გარდაო და ჩემ გვერდითო.მარტო მე ვარ ღმერთიო სადარის მე-6 მუხლში ძე და სულიწმინდა?ან სამება? ამრიგად მამა არის ერთადერთი ჭშმარიტი ღმერთი.ნათლად და ცალსახად არის დანახვებული რომ უზენაესი ღმერთი არის მხოლოდ ერთპიროვანი და არა მრავალპიროვანი.შეადარეთ (მალ2:10)
4..(იოან17:3)-(იოან5:44)აქ იესო მამას ერთადერთ ღმერთს უწოდებს რაც გამორიცხავს იმ აზრს, რომ ძე ღვთაების პირი ერთარსი და თანასწორია. ის არასოდეს მიმართავდა მას როგორც მრავალპიროვნულ ღვთაებას. მას არუთქვამს მამაა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი იმდრომდე სანამ დედამიწაზე ვარ.მარადიული სიცოცხლის მისაღებად არიქნებოდა საჭირო ორი პიროვნების გაცნობა, თუ კი
სამება მართლაც არსებობს, მაშინ გამოდის რომ წმინდა სულის გაცნობა არ არის საჭირო მარადიული
სიცოცხლის მისაღებად, რაც ეწინააღმდეგება სამების იმ სწავლებას, რომ სამივე პირი არის თანასწორი და თანაბარუფლებიანი. ორების თაყვანისცემას მოაქ მარადიული სოცოცხლეო ამას ასწავლიდა იესო? რაადგან მხოლო მამას უწოდა ერთადერთი და ჭეშმარიტი ღმერთი და არა სულიწმინდას და საკუთარ თავს.გამოდის რომ მხოლოდ მამაა ეს ღმერთი.წინააღმდეგ შემთხვევაში იესოს არასწორი ფორმულა მოუწოდებია მარადიული სიცოცხლის. ამრიგად ვერ იქნება ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი თუკი არსებობს მისი თანასწორი ორი ღმერთი. ყველა სხვა ვისაც ღმერთი ეწოდება ან ცრუ ღმერთია (2კორ4:4) ან უბრალოდ ჭეშმარიტი ღვთის ანარეკლი (ფსალ82:1,6);(ებრ1:3);(იოან10:34-36);(გამოს4:16)
5.(საქ7:55,56)-სტეფანემ იესო ღვთის მარჯვნივ მისი მხარდამჭერის როლში დაინახა და არა როგორც სამერთიანი ღვთაების წევრი.გარდა ამისა სტეფანეს ღვთის გვერდით მესამე პირი არ დაუნახავს მან ორი სხვადასხვა პიროვნება დაინახა, და არა სამი!! და სად არის სულიწმინდა ამ დროს გამოეყო ღმერთს? მაგრამ ეს როგორ ღმერთი ხომ განუყოფელია?ამგვარად სწორედ წმინდა სულის, ღვთის მოქმედი ძალის, დახმარებით შეძლო სტეფანემ ამ ხილვის ნახვა.!
ერთი ღმერთის "მამად", "ძედ" და "სული წმინდად" დაყოფას, გაბედულად შეგვიძლია ვუწოდოთ ფილოსოფია. თუ ღმერთი – ისეთი ღმერთია, როგორადაც მას ბიბლია წარმოგვიდგენს, მაშინ მისი დაყოფა შეუძლებელია. იმიტომ რომ ის თავად უწოდებს საკუთარ თავს - ერთს! (მეორე რჯული 6:4). წინააღმდეგ შემთხვევაში, სამების მომხრეები მზად უნდა იყვნენ იმის საღიარებლად, რომ ღვთის მილიონობით ნაწილად დაყოფა შეიძლება.
2.ძე არ უთანასწორდება მამას:
დასაწყისშივე უნდა შევთანხმდეთ რომ თუ სამიდან (მამა,ძე,სულიწმინდა), ერთ-ერთი მაინც არ ფლობს სრულ ცოდნას დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ან რაიმე სახით არაა თანასწორი სამების "ჰიპოსტასებისა", და სამების დოქტრინის სწავლება გამოდის მცდარი
სანამ მუხლებს დავწერდეთ ყურადღება მივაქციოთ იმას რომ ამ მუხლებში საუბარია იმდროზე, როცა ზეცაში იყო იესო.და არანაირი ადამიანური ბუნება არ ქონდა(ეს იმისთვის რომ როცა მოგვყავს ბიბლიიდან მუხლები ამართლებენ თავიანთ შეხედულებას იმით რომ თითქოს ესათუ ისმუხლი სადაც იესოს მამაზე დაბლადმდგომად წარმოაჩენს ეს თითქოს იმიტომ წერია ასე რომ ის საუბრობს იესოს ადამიანურ ბუნებაზე)მაგრამ ეს მიდგომა აქ არგამოუვათ რადგან ცალსახად აჩვენებს ამადგილებში ბიბლია რომ მის ადამიანურ ყოფაზე და დროზე არსაუბრობს.არამედ მის ზეცად ყოფნის პერიოდზე.მაშ ასე:
1.(იოან8:28,38,40)1) ძე ამბობს, რომ მთელი ცოდნა მან მამისაგან მიიღო («რაც მისგან მსმენია», «რაც მასწავლა მამამ», »)
თუ ძე ღმერთია, მაშინ, როგორ გავიგოთ ის, რომ მას რაღაცის სწავლა სჭირდებოდა? და ისმენდა რომ ცოდნა და სიბრძნე გაეზარდა ?
2) ეთანხმებით თუ არა იმას, რომ ძეს შეიძლება რაიმე არ სცოდნოდა და მამა უხსნიდა მას? 3) რატომ არსად და არასოდეს წერია ბიბლიაში, რომ მამამ ისწავლა რაიმე ძისაგან, ან, რომ ძემ რაიმე აუხსნა მამას, არამედ ყოველთვის და ყველგან მხოლოდ მამა ასწავლის და უხსნის ძეს?
იესო პირდაპირ ამბობს რომ მისი დამმოძღვრავი იყო მამა
აქედან გამომდინარე იესოს ვიღაც ასწავლის თუ იესო ღმერთია როგორ შეიძლება ყოვლისშემძლე ღმერთს ვინმემ რამე ასწავლოს?
გარდა ამისა თუკსინი თანაარსები არიან შეუძლებელია ერთს ქონდეს იმაზე მეტი ცოდნა ან ერთი უზიარებდეს მეორეს რამეს
2.(იოან5:30,36)- თუ იესო ქრისტე ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლეა, რატომაა დამოკიდებული მამაზე? რატომაა, რომ „ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს“? ის, რომ მამა აჩვენებს ძეს , ნიშნავს თუ არა, რომ ძეს მანამდე არ უხილავს ის, რაც მამას უკვე უხილავს?რატომ აღწერს იესო ასეთ თანმიმდევრობას: ა) მამა აკეთებს. ბ) ძე ამას ხედავს. ვ) და მხოლოდ მას შემდეგ აკეთებს, რაც დაინახა. 4) რატომ ეკუთვნის ინიციატივა ყველა შემთხვევაში მამას, თუ სამების პირები თანაბარნი არიან? ძე რატომ არ აჩვენებს რამეს მამას, არამედ მხოლოდ მამა ძეს?
3.(იოან3:32)- 1) ვისთან იხილა და ვისგან მოისმინა ძემ? 2) თუ იესო – ყოვლისშემძლე ღმერთია, მაშინ რატომაა დამოკიდებული სხვის ცოდნაზე? 3) რატომ არ შეუძლია ძეს დამოწმება მანამ, სანამ ჯერ არ იხილავს და მოისმენს მამისაგან? 4) შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძეს ჯერ რაიმეს გაგება, ანუ სწავლა სჭირდებოდა?
4.(მარ13:32)- თუ მამა და ძე თანასწორი პიროვნებებია და ძე ღვთაების შემადგენელი პიროვნება როგორ შეიძლებოდა რომ ერთ მათგანს სცოდნოდა ისეთი რამ რაც მეორემ არ იცოდა?.რატომაა, რომ ქრისტემ, რომელიც ღმერთია, რაღაც არ იცის? შეულებელია მამა და ძე თანასწორნი იყვნენ რადგან ძემ არ იცის ის რაც მამამ იცის [ზოგი ამბობს რომ მას მაშინ ადამიანური ბუნება ჰქონდაო ). თუ მას რამის ცოდნაში ადამიანური ბუნება უშლის ხელს, ახსენით როგორ შეიძლება ბუნებამ ხელი შეუშალოს რამის ცოდნაში?] მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო რის თქმა შეიძლება წმინდა სულზე? თუ ისიც თავისი არსებით ღმერთია მაშინ მან რატომღა არ იცოდა? იესომ თქვა რომ ამის შესახებ მხოლოდ მამამ იცოდა! რატომ არ თქვა იესომ რომ წმინდა სულმაც იცის ის რაც მამამ იცის?(მათ11:27) ამის ერთადერთი ახსნა ის არის რომ მამა აღმატებულია ძეზეც და წმინდა სულზეც! ამრიგად აქედან აშკარად ვხედავთ იესო რომ ღვთაების ნაწილი ყოფილიყო მას უნდა სცოდნოდა ის რაც მამამ იცოდა. მაგრამ იესომ არ იცოდა,რადგან ის არ იყო ღვთის თანასწორი
საწინააღმდეგო აზრების განხილვა:
ზოგს მოყავს მათ 11:27 და 1 კორინთელთა 2:10, 11
ჯერ შევეხოთ 2 კორ 2:10,11 -ის უფრო დეტალური განხილვა აჩვენებს, რომ ეს არგუმენტი საფუძველს მოკლებულია. ამ ტექსტში მოციქული პავლე „წმინდა სულის“ ღმერთთან ურთიერთობას განმარტავს ადამიანის სულის ადამიანთან ურთიერთობის მაგალითზე. პავლე მსჯელობს, რომ ისევე, როგორც მხოლოდ ადამიანის სულმა იცის ადამიანის საქმეები, ასევე მხოლოდ „ღვთის სულმა“ იცის ღვთის საქმეები. რა არის „ადამიანის სული“? რაიმე ცალკეული პიროვნება ადამიანისგან დამოუკიდებლად? არა. ეს აშკარად არის რაღაც არაპერსონალური თვით ადამიანში, რაც მოიცავს მის გონებას, გრძნობებსა და ემოციებს. მსგავსად ამისა, ე.წ. „ღვთის სული“ არ არის სულიერი პიროვნება, არამედ ღვთის კუთვნილებაა, რომელიც მოიცავს მის გონებას, გრძნობებსა და ემოციებს. ამის დამტკიცებაა ის ფაქტიც, რომ მე-10 მუხლში საუბარია „თავის სულზე“, ხოლო მე-11 მუხლში აღნიშნული „სული“ მოხსენიებულია, როგორც „ღვთის სული“. ამრიგად, საუბარია რაღაცაზე, რაც ღმერთს ეკუთვნის და უშუალოდ ღვთის ნაწილია.
და ვინ არის ის „ღმერთი“, რომელსაც პავლე თავის წერილში მოიხსენიებს? კორინთელთა მიმართ პირველი წერილის პირველსავე მუხლში ვკითხულობთ: „პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქულად მოწოდებული.“ (1 კორინთელთა 1:1, ARIB). აშკარაა, რომ პავლე ტერმინ „ღმერთს“ მამის აღსანიშნავად იყენებს. მაშასადამე, „ღვთის სული“ არის მამის „სული“. ეს „სული“ არ არის მამისგან გამოყოფილი პიროვნება, ისევე როგორც „ადამიანის სული“ არ არის ადამიანისგან გამოყოფილი პიროვნება, არამედ წარმოადგენს ადამიანის შინაგან არსს. შესაბამისად, მამის „სული“ წარმოადგენს მამის შინაგან არსს. აშკარაა, რომ მხოლოდ მამის შინაგანი არსი — რაც მოიცავს მის აზრებს, გრძნობებსა და ემოციებს — იცნობს მას, რადგან ეს თავად ის არის. აქ საუბარი არ არის მისგან გამოყოფილ პიროვნებაზე. ეს არის ენობრივი ფიგურა (მეტაფორა), რომელიც აჩვენებს, რომ თითოეული არსების შინაგანი სამყარო ყველაზე უკეთ იცნობს ამ არსებას — იქნება ეს ადამიანის შინაგანი სამყარო თავად ადამიანთან მიმართებით, თუ ღვთის, მამის შინაგანი სამყარო თავად მასთან მიმართებით.
მეორე მხრივ, როგორც მათეს 11:27, ისე მათეს 24:36 ეხება მამისგან განსხვავებულ პიროვნებებს. მათეს 24:36-ში მოხსენიებულნი არიან ზეციერი ანგელოზები და ძე. იესომ განაცხადა, რომ არცერთმა მათგანმა არ იცოდა ის, რაც იცოდა მხოლოდ მამამ. ეს სირთულეს უქმნის ტრინიტარებს. რადგან თუ „წმინდა სული“ მამისგან განსხვავებული პიროვნებაა, მანაც არ იცოდა. ხოლო თუ ის ღვთის, მამის შიგნით არსებული რაღაც არაპერსონალურია, ეს ხსნის იმას, თუ რატომ იცის ასეთმა „სულმა“, გადატანითი მნიშვნელობით, ღვთის საქმეები.
ტრინიტარების მიერ მოყვანილი კიდევ ერთი ტექსტია გამოცხადების 19:12, სადაც განდიდებული უფალ იესო ქრისტეს შესახებ ნათქვამია: „და ეწერა სახელი, რომელიც არავინ იცოდა, მის გარდა. შემდეგ მსჯელობებ: ’ნუთუ მამამაც არ იცის ეს სახელი?’
ამ შემთხვევაში ტრინიტარები ერთმანეთში ურევს სიტყვების აბსოლუტურ და ფარდობით გამოყენებას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავინ იცის რაღაც, როდესაც ვგულისხმობთ ადამიანთა კონკრეტულ კონტექსტს და არა ყველა არსებულ პერსონალურ არსებას. სიტყვების ასეთი ფარდობითი გამოყენების მაგალითი გვხვდება კქნონის 34:6-ში, სადაც მოსეს შესახებ ნათქვამია: „არავინ იცის მისი დამარხვის ადგილი.“ ამ შემთხვევაში განუსაზღვრელი ნაცვალსახელი „არავინ“ გამოყენებულია ფარდობითი მნიშვნელობით. რადგან ღმერთმა იცოდა, ვინაიდან იმავე ტექსტში ნათქვამია, რომ სწორედ იეჰოვამ დამარხა მოსე. მიქაელ მთავარანგელოზმაც, აშკარაა, იცოდა, რადგან იუდას 9-ში ნათქვამია, რომ ის „ედავებოდა [ეშმაკს] მოსეს სხეულის გამო“.
იგივე ფარდობითი მნიშვნელობა გვხვდება გამოცხადების წიგნშიც. ერთგული გამარჯვებულები იესოსგან იღებენ სიმბოლურ „თეთრ ქვას რომელზეც „წერია ახალი სახელი, რომელიც არავინ იცის, გარდა მისი მიმღებისა“. (გამოცხადება 2:17) აშკარაა, რომ თავად იესომ იცის ეს „ახალი სახელი“, რადგან სწორედ ის იძლევა ასეთ „ქვას“, სადაც ეს ახალი სახელია დაწერილი. და თავად ღმერთმაც, რომელმაც „ყველაფერი იცის“, ასევე იცის ეს სახელი. (1 იოანე 3:20) „არავინ“ ამ შემთხვევაში ეხება სხვებს ღვთის, იესოსა და იმ ერთგული გამარჯვებულების გარდა, რომლებიც იღებენ ამ „ქვას
ასევე, გამოცხადების 19:12-ში გამოყენებულია სიტყვების ფარდობითი მნიშვნელობა. მე-13 მუხლში იესო მოხსენიებულია, როგორც „ღვთის სიტყვა“. შესაბამისად, ის ღვთის კუთვნილებაა. მან ყველაფერი ღვთისგან მიიღო, მათ შორის მე-12 მუხლში მოხსენიებული „სახელიც“.
თუმცა, მათეს 24:36-ში ვხვდებით ტერმინების აბსოლუტურ მნიშვნელობას. მხოლოდ ზოგადი და განუსაზღვრელი ტერმინის, „არავის“ გამოყენების ნაცვლად, ეს პასაჟი მოიხსენიებს კონკრეტულ პერსონაჟებს, რომლებმაც არ იცოდნენ დღე და საათი: ანგელოზებსა და იესო ქრისტეს. „მხოლოდ მამამ“ იცის რაღაც იმ კონტექსტში, სადაც იესომ მოიხსენია საკუთარი თავი და ანგელოზები. გარდა ამისა, ამ პერსონაჟების მოხსენიებისას ვხვდებით პროგრესიას (თანმიმდევრულ ზრდას): „არავინ“, „არც ზეციერმა ანგელოზებმა, არც ძემ“. „წმინდა სული“ არ არის მოხსენიებული ამ პერსონალურ არსებებს შორის, რადგან ის არ არის პიროვნება, არამედ არის ძალა, რომელიც თავად ღვთისგან გამოდის. ამრიგად, მამის გარდა არცერთ სხვა არსებას არ ეუწყებოდა „იმ დღისა და იმ საათის შესახებ“.
5.(იოან12:49) .რატომ წყვიტავს მხოლოდ ღმერთი, თუ რა უნდა ილაპარაკოს და ასწავლოს ქრისტემ?
და არამარტო ღმერთი წყვეტს ამსაკითხს არამედ აძლევს კიდეც იმსიტყვებს რაცუნდა ილაპარაკოს იესომ.უდიდესი აღმატებულება ჩანს აქ მამისა ძისმიმართ
6.(იოან15:15)აქ ძე წარსულზე ლაპარაკობდა და აცხადებს რომ ყველა მისი ცოდნა მიღებული აქვს მამისგან ამიტომ ბიბლია არსად არ ამბობს რომ მამა რამეს სწავლობს ძისგან(არც მას შემდეგ რაც იესო დედამიწაზე უამრავი შემთხვევების უშუალო მონაწილე იყო და კარგად სრულად აღიქვა რასნიშნავს იყო ადამიანი და გქონდეს პრობლემები) ასრომ იესოს მამამისი ასწავლიდა. ისიყო იესოს ცოდნის წყარო, იესო ღვთს მორჩილი მსახური იყო. ამრიგად ის არ აკეთებდა იმას რაც თვითონ სურდა არამედ ის აკეთებდა იმას რაც მამისგან ჰქონდა ნაბრძანები.
7.(გამოც1:1) 1) როგორ გავიგოთ «მისცა მას ღმერთმა»? 2) ფლობდა თუ არა ძე ამ ინფორმაციას ამ მომენტამდე? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ადრე არ იცოდა, შემდეგ კი გაიგო?
3) ასევე საყურადღებოა იერარქია მამა აძლევს გამოცხადებას ძეს ძე ანგელოზს ანგელოზი იოანეს
თვითონ იესო ღვთაების შემადგენელი ნაწილი რომ ყოფილიყო განა დასჭირდებოდა გამოცხადების მიღება ღვთაების სხვა პირისგან? უეჭველად მას ყველაფერი უნდა სცოდნოდა ამ გამოცხადების შესახებ როგორც ყოვლისშემძლე ღვთის განუყოფელ ნაწილს. მაგრამ ის არ ფლობდა ასეთ ცოდნას რამეთუ ის ყოვლისშემძლე ღმერთი არ იყო.
(ამ მუხლზე შეიძლება თქვან რომ ზეცად ამაღლებული იესოს ადამიანურ ბუნებას მისცა გამოცხადება ღმერთმაო .და ამიტო არიცოდაო.მაგრამ ესრო ასე არარი აჩვენებს კონტექსტი. 1:1 იდან მოყოლებული ამ გამოცხადებაში იესოს საუბარია და ასეთ რამეს ამბობს 3:14 ში რომ ის ვინც ესაუბრება იოანეს ღვთის შემოქმედების დასაწყისია. ასერომ ადამიანური ბუნება კიარ საუბრობს და ამბუნებას კიარ გადაეცა ეს გამოცხადება. არამედ იმ იესოს რომელიც შემოქმედების საწყისია.ხოლო იმდროს არავითარი ადამიანური ბუნება მასარქონდა.) ასეთი არაბიბლიური აზრების სროლა სამებისტების მხრიდან აჩვენებს რომ ძალიან სუსტია მათი რწმენა რასაც აუცილებლად ამხელს კონტექსტი. და არანაირი საპირისპირო დასაბუთება არაქვთ ერთადერთი ჭეშმარიტების წინააღმდეგ
8.(იოან7:16-18)- . 1) რატომ ამბობს იესო, რომ მისი სწავლება მისი არ არის? 2) მაშ ვინ წარმოადგენს ამ სწავლების წყაროს?
სამების“ სწავლების თანახმად, ღვთის ძე იესო ქრისტე ღვთის თანასწორია ყველაფერში. თუ ასეა, იბადება შემდეგი ლოგიკური კითხვები. ნუთუ სწავლება რომელსაც ქრისტე ასწავლიდა, ისევე არ უნდა ყოფილიყო ქრისტესთვისაც, როგორც ის ღვთისა იყო? ასწავლიდა იესო თავის იდეებს ? რასაკვირველია არა ის ასწავლიდა იმას რაც თავისმა გამომგზავნელმა დაავალა .თუ ქრისტე ყველა ასპექტში ღმერთის სწორია, რაშინ რატომ ამბობს ის, რომ მისი სწავლება - არა მისი , არამედ მისი გამომგზავნისაა? როგორ შეუძლია ღმერთს სხვისი სწავლება გადასცეს? აქ ნათლად ვხედავთ რომ ამ სწავლების წყარო იყო ღმერთი მე 18 მუხლში იესო პირდაპირ ამბობს რომ მისი მიზანია განდიდდეს მისი მამა და იმ სწავლებით ადამიანები ადიდებდნენ არა იესოს არამედ მამას
ბოლოს შეიძლება ასეთი არგუმენტი მოიყვანონ სამების მომხრეებმა:
ამ მუხლებიდან ჩანს რომ იესო ყოვლისმცოდნეაო და მოყავთ ეს ორი მუხლი:
იოან16:30; და21:17-
პასუხი: პირველრიგში ზემოთ მოყვანილი მუხლები აჩვენებს რომ ყოვლისმცოდნე არარი -მეორეც ყველაფერში არიგულისხმება აბსოლიტურად ყველაფერი ამის მაგალითია 1კორ15:27 ახლა ვნახოთ ვნახოთ მაგალითები რომ ყოვლისმცოდნე არიყო
1.(მარკ5:30-33)-ვიღაც შემეხოვო იკითხა
2.(მათ21:18,19)-მოშივდა და ეგონა ლეღვს შეჭამდა მაგრამ რომ მიუახლოვდა გამხმარი აღმოჩნდა
3.(საქ1:6,7) მხოლოდ მამის ძალაუფლებაშია დროებიდა ვადებიო აღიარა მეორედ.
და თუ მაინც იგივეს დაიჯინებენ მაშინ დავითიც ყოვლისმცოდნე ყოფილა და ღვთის თანასწორი არამარტო ის არამედ ანგელოზებიც.რადგან ასე წერია ანგელოზივით ბრძენია დავითი და ყველაფერი იცის ამ ქვეყანაზეო-იხილეთ (2სამ14:20)
3.ძე არ უთანასწორდება მამას:
ძალაუფლებითა და სიდიადით
1.(იოან6:37-39,65)-აქ საუბარია იმდროზე, როცა ზეცაში იყო და არანაირი ადამიანური ბუნება არ ქონდა)
37-)რატომ აძლევს მას მამა რაღაცას და რატომ არა აქვს ის მას თავისთავდ?
38- ამ მუხლიდან გამომდინარე იესო რომ ღმერთი ყოფილიყო ამ სიტყვებს იტყოდა? ყურადღება მივაქციოთ, იესომ თქვა რომ ზეციდა თავისი ნების შესასრულებლად არ ჩამოსულა მან თქვა რომ გამომგზავნელის ნების შესასრულებლად მოვიდა. მაგრამ თუ იესო არის ყოვლისშემძლე ღმერთი და ყოველივეზე მაღლადმდგომი (და ერთარსებაში არც მეტი არც ნაკლები)მაშ ვინ გამოგზავნა ის? და რატომ შეასრულა თავისი გამომგზავნელის ნება? ). როგორ შეიძლება ყოვლისშემძლე ღმერთი სხვის ნებას ასრულებდეს? აქ აშკარად ვხედავთ რომ ძე თავის ნებას კი არასრულებს არამედ მამის ნებას!
ასევე რატომ აყენებს იესო ღმერთის ნებას თავის ნებაზე მაღლა, თუ ისიც მამის თანასწორია? გარდა ამისა .რატომ ასრულებს ქრისტე მამის ნებას და არა მამა - ქრისტეს ნებას ან თუ ის ღმერთია და ღვთის თანასწორი მას უნდა ეთქვა მე მოვედი და არაა გამომგზავნეს და ჩემს ნებას ვასრულებ(როგორც ღმერთის) და არა პირიქით
ასევე მან თქვა რომ მამამ მისცა ძალაუფლებები და ის ძალიან უფრთხილდება ამ საჩუქარს რადგან არ დაკარგოს აქ რჩება ისმის ოდნავი შთაბეჭდილება კი რომ ის ღმერთია და მამის თანასწორი ერთარსი?
65-რატომ ჭირდება მამის ნებართვა იესოსთან მისასვლელად და რატომ არ შუძლია ამის გადაწყვე ტა თავად იესოს? საიდან ასეთი უპირობო მორჩილება?
2.(გამოც3:2,12)-იესო მკვდრეთით აღდგომისა და განდიდების შემდეგაც განაგრძობს ღვთისადმი იმგვარ მიმართვას როგორც იოანეს20:17-ში რომ ის არის მისი ღმერთი(თანაც ოთხჯერ უწოდებს ერთ მუხლში) და შესაბამისად ჩვენიც, ამისგან განსხვავებით ბიბლიაში მამა არსად უწოდებს ძეს ჩემს ღმერთს (ხოლო წმინდა სულს არც ერთი და არც მეორე)
რატომ უწოდებს იესო, როგორც დედამიწაზე ყოფნისას, ისე უკვე ზეცაში ყოფნისას, მამას «ჩემი ღმერთი»?
ამრიგად ეს ადასტურებს იმას რომ იესო ახლაც კიფიქრობს მამაზე როგორც თავის ღმერთზე და ამიტომ იგი არ არის ღმერთი [გარდა ამისა ამ ‘მძლეველებს’ აწერიათ იეჰოვას — თავიანთი ღმერთის და მისი ძის იესოს — სახელი. ეს ნათლად აჩვენებს, რომ იეჰოვა და იესო ორი სხვადასხვა პიროვნებაა და არა სამპიროვანი ღვთის ანუ სამების ორი პირი.ხოლო წმინდა სული ნახსენებიც კიარაა.
ყოვლისშემძლე ღმერთი არ იყო.
(ამ მუხლზე შეიძლება თქვან რომ ზეცად ამაღლებული იესოს ადამიანურ ბუნების ღმერთი ყო მამაო. თავიდანვე დიდი ფანტაზიის ნაყოფია ესაზრი ესერთი და მეორეც. იესოა სეთ რამეს ამბობს ორი მუხლის მერე - 3:14 ში ის ვინც ესაუბრება იოანეს ღვთის შემოქმედების დასაწყისია. ასერომ ადამიანური ბუნების ღმერთი კიარიყო თითქოს იესო დანაწევრებული იყოს ცალკე ადამიანური ნაწილით. . არამედ იმ იესოსი რომელიც შემოქმედების საწყისია.ხოლო იმდროს არავითარი ადამიანური ბუნება მასარქონდა.) ასეთი არაბიბლიური აზრების სროლა სამებისტების მხრიდან აჩვენებს რომ ძალიან სუსტია მათი რწმენა რასაც აუცილებლად ამხელს კონტექსტი. და არანაირი საპირისპირო დასაბუთება არაქვთ ერთადერთი ჭეშმარიტების წინააღმდეგ
3.(იოან17:4) .თუ ქრისტე და ღმერთი თანასწორნი არიან, მაშინ რატომ გზავნის ღმერთი ქრისტეს რატო ავალებს მას მამა თუ რაუნდა აკეთოს ის რატო აძლევს მითითებებს და რატო არ ამბობს იესო რომ ის საქმე დაასრულა რაც მის განზრახვაში და გეგმაში იყო და რაც მისი სურვილი იყო? ის ხომ წარსულზე საუბრობს სადაც არანაირი ადამიანური ბუნება არ ქონდა და სადაც არანაირი ძალაუფლება არუნდა ქონოდა მასზე მამას რო რამე დაევალებინა თუ მისი თანასწორი იყო..ნუთუ ღვთისადმი თანასწორობას ნიშნავს ღვთისადმი მორჩილება და მსახურება? იცით თუ არა მინიმუმ ერთი შემთხვევა ბიბლიაში სადაც ძე ავალებს მამას რამეს?
4.(იოან4:34)-ამ მუხლიდან გამომდინარე ასრულებდა იესო თავის ნებას? არა ის ასრულებდა გამომგზავნელის ნებას ასევე იესომ გამოყო რო ეს იყო მისი გამომგზავნელის საქმე რომელსაც იესო ერთგულად ასრულებდა და ამაზე იყო ის ფოკუსირებული
5.(იოან5:36)-იესომ მკაფიოდ განაცხადა რომ რა საქმეებსაც აკეთებდა ეს იმაზე კიარ მოწმობდა რომ რომ ის ღმერთი იყოარამედ იმაზე რომ მამამ გამოგზავნა ის მისი მორჩილი იყო და მისი მონიჭებული ძლიერებით მოქმედებდა
6.(მათ28:18)(იოან3:34,35) უნდოდა ამით იესოს იმის თქმა რომ ყოვველთვის ჰქონდა ძალაუფლება? პირიქით ის ამბობდა მთელი ძალაუფლება მე მაქვს მოცემული ესეიგი ის მისი არ იყო! ანუ ძლა და ძალაუფლება რაც ქრისტეს გააჩნდა ეს იყო ღმერთისგან მიცემული მინიჭებული. რომელიც მას ერთდროს არ ჰქონდა. ასევე აქვე ჩნდება კითხვა ანდა ვინ მისცემდა იესოს უფრო მეტ ძალაუფლებას თავადვე რომ ყოფილიყო ღვთის თანასწორი და ყოვლისშემძლე ღმერთი? .როგორ შეუძლია ღმერთს მისცეს რამე ქრისტეს თუ ისინი თანაბარნი არიან? ის ხომ ორივეს ყოველთვის უნდა ჰქონოდა?! თუ ერთი პიროვნება მეორეს რაღაცას აძლევს, ნუთუ ეს იმას არ ნიშნავს რომ მეორეს მანამდე ის რაღაც არ ჰქონდა? ანუ იმას რასაც მიღების შემდეგ დაეუფლა მიმღები, მიღებამდე არ გააჩნდა? ამისგან განსხვავებით ის ყოველთვის აღიარებდა რომ ძალაუფლება მამისგან ჰქონდა მიღებული. ამრიგად ძემ დიდება მამისგან მიიღო. მაშინ ვადიდოთ მამა ღმერთი(დან7:13,14)
(1მატ29:11-13
ამაზე შეიძლება შემოგვედაონ
[თუ იესოს ყველაფერი აქ მაშ ღმერთი ვინაა აბა?
პასუხი -(1კრ15:27,28აი რას ნიშნავს ყველაფერი ყველაფერი ზოგჯერ ბიბლიაში არ ნიშნავს აბსოლიტურად ყველაფერს ანუ მის აბსოლიტურ მნიშნელობასი არ გამოიყენება ყოველთვის როგორც ეს მუხლი ადასტურებს
მთავარია აქ რო იესოს ისეთი რაღაცეები მიეცა რაც არ ქონდა ესაა ცალსახა მაჩვენებელი მისი დაბლადმდგომობისა
ასევე. ზოგიერთი ტრინიტარი ციტირებს გამოცხადების 4:11-ს, სადაც ნათქვამია, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი არის „ღირსი [...] მიიღოს [...] ძალა“ (ARC). ამრიგად, ისინი ამტკიცებენ, რომ შესაძლებელია იყოთ ყოვლისშემძლე და მაინც მიიღოთ ძალა.
მოდით ვნახოთ, რატომ არ უძლებს ეს არგუმენტი კრიტიკას. ეს არის მცდარი შედარება. ორ ტექსტს შორის არსებობს სამი ფუნდამენტური განსხვავება.
პირველი განსხვავება არსებით სახელებშია. მიუხედავად იმისა, რომ ალმეიდას თარგმანი (Versão Almeida Revista e Corrigida) ორივე ტექსტში იყენებს სიტყვას „ძალა“ (poder), ორიგინალის ტერმინები ძალიან განსხვავებულია. გამოცხადების 4:11-ში გამოიყენება δυναμις (dýnamis), cuyo Bedeutung (რომლის მნიშვნელობაც არის) „ძალა, სიმძლავრე, უნარი“ (სტრონგის ლექსიკონი). ამის საპირისპიროდ, მათეს 28:18-ში გამოყენებულია ტერმინი ἐξουσία (exousía), რომლის უფრო ზუსტი თარგმანია „ხელმწიფება“ ან „ძალაუფლება/ავტორიტეტი“. ყოვლისშემძლე ღმერთი არავისგან იღებს ძალაუფლებას.
მეორე განსხვავება ზმნებშია. მათეს 28:18-ში იესოს განცხადებაში გვხვდება ზმნა δίδωμι (dídomi), რაც ნიშნავს „მიცემას, ბოძებას“ (ვაინის ლექსიკონი). ეს ზმნა ქრისტიანულ ბერძნულ წერილებში („ახალ აღთქმაში“) 25-ჯერ გვხვდება, სადაც ობიექტად გამოყენებულია ტერმინი exousía (რომელზეც წინა აბზაცში ვისაუბრეთ). ყველა ამ შემთხვევაში ასეთი ძალაუფლება გაიცემა „ზემოდან ქვემოთ“ — უფრო მაღალ პოზიციაზე მყოფი პირისგან უფრო დაბალ პოზიციაზე მყოფი პირის მიმართ [1] (იხილეთ მათე 9:8; 10:1; მარკოზი 6:7; 13:34; ლუკა 9:1; 10:19; იოანე 1:12; 5:27; 17:2; 19:11; საქმეები 8:19; 2 კორინთელები 10:8; 13:10; გამოცხადება 2:26). ბიბლიაში არასოდეს არის საუბარი იმაზე, რომ ვინმე „აძლევს ძალაუფლებას“ ყოვლისშემძლე ღმერთს [2]. ამის საპირისპიროდ, გამოცხადების 4:11-ში გამოყენებულია ზმნა λαμβάνω (lambáno), რაც, სხვა বিষয়ებთან ერთად, ნიშნავს „იმის აღებას, რაც ჩემია“ (სტრონგის ლექსიკონი); ანუ რაიმეს „მიღებას“ იმ აზრით, რომ აღიარებენ შენს უფლებას ამ რამეზე.
მესამე განსხვავება უბრალო ზედსართავ სახელშია, რომელიც არის მათეს 28:18-ში, მაგრამ არ არის გამოცხადების 4:11-ში, კერძოდ πάσα (pása, ფორმა სიტყვისა pãs), რაც ითარგმნება როგორც „მთელი/ყოველი“. სუვერენულ ღმერთს შეუძლია „მიიღოს ძალა“, რადგან მან გარკვეული ზომის ძალა უბოძა თავის ქმნილებებს (1 მატიანე 29:14). მაგრამ მას არასოდეს შეეძლო მიეღო „მთელი“ ძალა, რადგან მხოლოდ მას თავად გააჩნია მთელი ძალა. ილუსტრაციისთვის: მამამ შესაძლოა თავის პატარა შვილს მცირე ჯიბის ფული მისცეს. თუ შვილი, მამისადმი სიყვარულით მოტივირებული, ამ ფულით მამას საჩუქარს უყიდის, მამა მიიღებს იმას, რაც ისედაც მისგან იყო. ამის საპირისპიროდ, წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ მამას შვილისგან მიეღო მთელი თავისი ხელფასი!
ახლა, ზემოთ ჩამოთვლილი სამი პუნქტის საფუძველზე, ჩვენ უკვე შეგვიძლია სწორად გავოგოთ გამოცხადების 4:11. როგორ „იღებს ძალას“ ყოვლისშემძლე ღმერთი? ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ტერმინი „ძალა“ ასევე ნიშნავს „სიმძლავრეს, უნარს“. ყოველთვის, როდესაც მადლიერი ქმნილებები ღმერთს უძღვნიან თავიანთ ძალასა და უნარებს და აღიარებენ, რომ ეს ყველაფერი მისგან მიიღეს, ისინი, გარკვეული გაგებით, ‘აძლევენ თავიანთ ძალას ღმერთს’. 1 მატიანეს 29:14 აცხადებს: „რადგან შენგან არის ყოველივე და შენი ხელიდან მოცემულს გიბრუნებთ“ (Almeida Século 21). როგორც სწავლულ ჯონ გილის (John Gill) ბიბლიური კომენტარი განმარტავს:
„ღირსი [...] მიიღოს, ესე იგი, მიიღოს აღიარება და მიწერა თავისი დიდებისა, პატივისა და ძალისა. სხვაგვარად, შეუძლებელი იქნებოდა იმის თქმა, რომ ღმერთი ამ ნივთებს იღებს თავისი ქმნილებებისგან, თუ არა მათი აღიარებითა და დეკლარაციით, რომ ეს ყველაფერი მას ეკუთვნის.“
აქ ტრინიტარმა შესაძლოა ამტკიცოს, რომ იგივე განმარტება შეიძლება მიეცეს იესოს განცხადებას მათეს 28:18-შიც. ანუ, რომ ქრისტე საუბრობდა მხოლოდ მისი თანდაყოლილი ძალაუფლების აღიარებაზე. მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. რატომ? იმიტომ, რომ თვითონ იესომ განმარტა, თუ რას გულისხმობდა მათეს 28:18-ში.
ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ გამოცხადების 4:11-თან შედარება მცდარია, მაგრამ გამოცხადების წიგნში ნამდვილად არის ტექსტი, რომელიც შეიცავს თვით იესოს კიდევ ერთ განცხადებას, სადაც ის იყენებს ზუსტად იმავე ზმნასა და არსებით სახელს, რასაც მათეს 28:18-ში. ეს არის გამოცხადების 2:26, 27: „მძლეველს და ჩემი საქმეების ბოლომდე დამცველს მივცემ [δίδωμι; dídomi] ხელმწიფებას [ἐξουσία; exousía] ხალხებზე [...] ისევე, როგორც მე მივიღე ხელმწიფება ჩემი მამისგან.“ [3] დაიჭირეთ არსი? მამა იესოს აძლევს ძალაუფლებას იმავე წესით, როგორც იესო აძლევს ძალაუფლებას თავის მოწაფეებს. აშკარაა, რომ საუბარი არ არის იმაზე, თითქოს ქრისტე აღიარებს თავისი მოწაფეების თანდაყოლილ ძალაუფლებას, არამედ ის აძლევს მათ ისეთ ძალაუფლებას, რომელიც მათ მანამდე არ გააჩნდათ. იმავე ნაირად, მამა ძეს აძლევს ძალაუფლებას, რომელიც მას მანამდე არ გააჩნდა. (ეს იერარქიული ურთიერთობა ღმერთი-იესო-ქრისტიანები ასევე წარმოდგენილია მათეს 28-ე თავის კონტექსტში, რადგან 18-ე მუხლში გაკეთებული განცხადება წინ უძღვის მის ბრძანებას ქრისტიანებისადმი მომდევნო მუხლებში; იხილეთ ასევე 1 კორინთელთა 11:3.) ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ მამა აღემატება ძეს ძალითა და ძალაუფლებით, და რომ ისინი არ შეიძლება იყვნენ ერთი და იგივე ღმერთი.
ყველა განხილული პუნქტის გათვალისწინებით, დავასრულოთ თავად შემოქმედის განცხადებით იობის 41:11-დან
მომცა ვინმემ რამე პირველმა, მე რომ დავუბრუნო?! ცისქვეშეთში ყველაფერი ჩემია.
7.(1თს1:9,10) აქ როცა ღმერთზე საუბრობს პავლე და გამოყოფს ცრუ კერპებისგან ის მას მოიხსენიებს იესოს ღმერთად წესით თუ ღმერთი სამებაა და იესოც ღმერთია პავლე როცა ღმერთს იმოწმებს რატო მხოლოდ მამაზე ამახვილებს ყურადღებას?და არა იესოზეც ან სამებაზე ან სადარის აქ სულიწმინდა?
8.(იუდ:1,25)ანუ პავლეს ღმერთი იყო მამა და არა იესო ან სულიწმინდა იესოს მეშვეობით განდიდებას მამისას უჭერდა პავლე მხარს
და მერამდენედ ადასტურებს ამას
9..ფილ4:19,20 აქაც იგივე მკაფიო განაცხადი ვინიყო პავლეს ღმერთი? მხოლოდ მამა
10.(იოან17:6)- აქ იესო მამას ეუბნება რომ ყველაფერი რაც მომეცი შენგან არისო ეს იმას ნიშნავს რომ სულიწმინდისგან არ არის
ესერთი და მეორე სულიწმინდას არ აქვს არც იესოს ქონდა რადგან მხოლოდ მამიდან მოდიოდა და მან მისცა . აქაც მამის ღმერთობა და სწორუპოვრობა ჩანს
11.ებრაელები 1:2 -1) იესომ თავად რატომ არ დაადგინა საკუთარი თავი მემკვიდრედ, რატომ ადგენს მას მამა?
2) არსებობს თუ არა განსხვავება მათ შორის, ვინც ადგენს და ვისაც ადგენენ?
12.(იოან17:3) მარადიული სიცოცხლის მისაღებად არ იქნებოდა საჭირო ორი პიროვნების გაცნობა, თუკი ეს ორი პიროვნება იქნებოდა სამების ნაწილი. თუ კი
სამება მართლაც არსებობს, მაშინ გამოდის რომ წმინდა სულის გაცნობა არ არის საჭირო მარადიული სიცოცხლის მისაღებად, რაც ეწინააღმდეგება სამების იმ სწავლებას, რომ სამივე პირი არის თანასწორი დათანაბარუფლბიანი.
აქ იესო მამას ერთადერთ ღმერთს უწოდებს რაც გამორიცხავს იმ აზრს რომ ძე ღვთაების შემადგენელი ნაწილი, განუყოფელი ერთარსი და თანასწორია.ის არასოდეს მიმართავდა მას როგორც მრავალპიროვნულ ღვთაებას. გარდა ამისა ის ვერ იქნება ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი თუკი არსებობს მისი თანასწორი ორი ღმერთი! ეს მუხლი მამის გარდა სხვა ვინმეს ყოვლისშემძლე ღმერთობას გამორიცხავს!
მე მყავს ერთადერთი ვაჟი. რას ნიშნავს ეს? ხომ ნიშნავს იმას რომ თქვენ ერთადერთი ვაჟი გყავთ და მეტი არა? ცხადია დამეთანხმებით რომ სიტყვა ერთადერთი, ერთადერთს ნიშნავს, ანუ იმას, რომ მის მეტი სხვა არ არსებობს.
ამრიგად ამ მუხლიდან სავსებით ნათლად ჩანს რომ აშკარა განსხვავებაა ქრისტესა და მამა ღმერთს შორის.და თუ იესოსთვის მამა იყო ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი ჩვენთვის ვინ უნდა იყოს?
გარდა ამისა რატო მამა არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერრთი თუ სინამდვილეში ერთი ღმერთი მამა ძე და სულიწმინდაა?ასევე ბიბლოიში არსად ეწოდება სულიწმინდას ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი ამრიგად ერთადერთი ღმერთი არის მამა!
მას შემდეგ რაც იესომ განაცხადა,მამის ვინაობის საკითხი რომ ისარის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი.სხვა ვინმეს ღმერთობა ირიცხება.
ზოგი ამბობს აქ არ წერია მხოლოდ მამაა ერთადერთი ჭეშმარიტიღმერთიო სიტყვა მხოლოდ ყველაფერს ცვლისო და ამბობენ მაგალითს -აი დავუშვათ ვამბობთ მხოლოდ ბობმა იცის ინგლისური და მეორე ვარიანტი ბობმა მხოლოდ იცის ინგლისური. სიტყვა მხოლოდ ცვლის ყველაფერსო. თუ ვიტყვით მხოლოდ ბობმა იცის ინგლისურიგამოვრიცხავთ ყველას რომ მის გარდა იცის ვინმემ ინგლისური. მაგრამ თუ ვიტყვით ბობმა მხოლოდ იცის ინგლისური ჩვენ ვამბობთ რომ ბობმა მხოლოდ იცის ერთი რამ და ეს არის ინგლისურიო.
პასუხი ჯერეგერთი ცოდნა და ყოფნა მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება რომ ვთქვათ მხოლოდ ბობია მეფე და ბობია ერთადერთი ჭეშმარიტი მეფე ერტიდაიგივე აზრია
მაგალითად თუ ჩვენ ვამბობთ რომ მხოლოდ მამა არის შემოქმედი მაშინ მხოლოდ მამა არის ჭეშმარიტი შემოქმედი. და არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელი გზით განვაცხადებთ ამას.და თუ ვიტყვით მამა არის ერთადერთი ჭეშმარიტი შემოქმედი ესეიგი მარტო მამა არის ერთადერთი ჭეშმარიტი შმოქმედი.
სამების არგუმენტი უბრალოდ არ მუშობს. არა აქვს მნიშვნელობნა როგორ განაცხადებ ამას მამა არის ერთადერთი ჭეშმარიტი შემოქმედი თ უ მხოლოდ მამა არის ჭეშმარიტი შმოქმედი.აზრი ერთი და იგივეა. ასე რომ ეს იკითხება ორივე მხრიდან
და ამათ უნდათ სიტყვების მანიპულაციით სამების დოგმა.შემოგვაჩეჩონ და ყველა საღად მოაზროვნე მიხვდება ამ ბავშვურ არგუმენტის უუნარობას
გარდა ამისა რატო მამა არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერრთი თუ სინამდვილეში ერთი ღმერთი მამა ძე და სულიწმინდაა?
თიოთოეული ტერმინი გამოიყენება ინდივიდუალური ყოფის და რაობის აღსაწერად ტერმინი შენ ეხება მამას, ტერმინი ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი ეხება მამას,
.ტერმინი იესო ქრისტე თავის თვს .ვინც შენ გამოგზავნე,თავის თვს.თანმიმდევრულობა მოითხოვს რომთითოეული ტერმინი მოიცავს თვითმყოფადობას.მას შემდეგ რაც იესომ განაცხადა,მამის ვინაობის საკითხი რომ ისარის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი.სხვა ვინმეს ღმერთობა ირიცხება.
3 შეიძლება მოიყვანონ ასევე.(იუდ:4)
პასუხი: -მეოთხე მუხლი გვეუბნება რომ ეს ადამიანები ერთადერთ უფალს რომლის მეშვეობითაც ირწმუნეს სასიხარულო ცნობა უარყოფდნენ ამრიგად მუხლის შინაარსიდან ვიგებთ აქ პავლეს მიზანი არაა ის ღმერთად წარმოაჩინოს ამის ნათელი დასტურია25 მუხლი ამავე იუდას წიგნის თუ ვისმიიჩნევდა ღმერტად მოციქული
13.(1კორ8:6ა)--აქ პავლე გამოყოფს თუ ვინ არის ღმერთი და ესაა მამა. პავლე მამაზე ამბობს ”ვისგანაც არის ყოველივე”, ხოლო ძეზე”ვისი მეშვეობითაც არის ყოველივე”. ამ ორივე გამონათქვამს, სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს და
განასხვავებს იესოს იეჰოვასგან. რამეთუ იეჰოვასგან არის ყოველივე, ანუ ჩვენ უშუალოდ იეჰოვამ შეგვქმნა, რომ არა ის ჩვენ არ ვიარსებებდით. ხოლო იესოს მეშვეობით არის ყოველივე ნიშნავს, რომ
იესომ მიიღო მონაწილეობა ღვთის ქმნილებების შექმნაში, თუმცა ის არ არის შემოქმედი, განსხვავებით იეჰოვასგან. იესო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო იეჰოვას გვერდით, როგორც ოსტატი და იღებდა მონაწილეობას სამყაროს შექმნაში.
აქ ღმერთი და ქრისტე მოიხსენებიან ხაზგასმით ცალ-ცალკე და განსხვავებული როლებით მას შემდეგ რაც გაცხადდა რომ არის ერთი ღმერთი და ეს ერთი ღმერთი მამაა მხოლოდ მას შემდეგ აღნიშნავს ქრისტეს, ამგვარად ჩვენთვის ერთია ღმერთი ,-მამა! ასე რომ, იეჰოვას ყველასგან განსხვავებული მდგომარეობა უკავია
მოციქული პავლე ამბობს 'ერთი მამა ღმერთი გვყავსო' და არ უთქვამს: ერთი ღმერთი გვყავს სამპიროვანი მამა, ძე და სულიწმინდაო. ნუთუ მართლმადიდებელმა სამების დოგმატის მორწმუნეებმა უკეთ იცით ვინაა ღმერთი და მოციქული პავლე ცდებოდა?
ეხლა თავად განვსაჯოთ ბიბლია გვასწავლის ჩვენთვის ერთია ღმერთი მამა ტრინიტარები: ჩენთვის ერთია მამა ძე და სულიწმინდა.ამრიგად მიუხედავად იმისა რომ არსებობს ბევრი ღმერთი ჩვენთვის არის ერთი ღმერთი მამა, მიუხედავად იმისა რომ არსებობს ბევრი უფალი და ბატონი ჩვენთვის არის ერთი უფალი იესო. გარდა ამისა სად არის აქ სულიწმინდა?
ზოგჯერ ტრინიტარები გვეპასუხებიან რომ თუ გამოვრიცხავთ რომ იესო არის ღმერთი მაშინ უნდა გამოვრიცხოთ რომ ღმერთია უფალიო
პასუხი: ბევრი ღმერთების წინააღმდეგ საუბრობს ერთი ჭეშმარიტი ღმერთი ამ მუხლში და სამების მოსაზრება არ ჯდება კონტექსტში. აქ პავლე არ ამბობს არსებობს მრავალი მამები და მრავალი იესო ქრისტე ან მრავალი ღმერთი მამა ან მრავალი უფალი იესო მისი თქმით არსებობს ბევრი ღმერთები და ბევრი უფალი განსხვავებით ამ ბევრი ღმერთებისა და ბევრი უფლისგან ერთია ღმერთი და ერთია უფალი.ანუ მორწმუნეთათვის ერთია ღმერთი და ერთია უფალი.
სამების პასუხი არის არალოგიკური რადგან განმარტების მიხედვით ერთი ღმერთი არის სამების სამი პირი და არა ერთი ან ორი პირი. როცა არის ერთი ღმერთი სამპიროვანი თვალსაზრისით იქ არ ითქმის ერთი ღმერთი მამა და ერთი უფალი იესო ქრისტე და ესყველაფერი არაა აქ სულიწმინდა პავლეს არცკი უხსენებია მესამე პირი სამების.
ჩვენთვის ერთია უფალი იესო რადგან მამამ მისცა ძალაუფლება ცაში და დედამიწაზე და მამამ აქცია უფლად(საქ2:36)ამრიგად პავლე ამბობს რომ ჩვენთვის ერთია ღმერთი და ერთია უფალი და არ არსებობს იესო ღმერთი და იესო უფალი(ეფ1:20-22)
იესოს ტიტულმა, „უფალმა“, განსაკუთრებული მნიშვნელობა მისი სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ შეიძინა. მან თავისი მიმდევრები მოწამებრივი სიკვდილით შეიძინა და გახდა მათი „პატრონი“ (ინ. 15:13, 14; 1კრ. 7:23; 2პტ. 2:1; იუდ. 4; გმც. 5:9, 10). ის მათი მეფე და ნეფე იყო, ვისაც, როგორც უფალს, ისე ემორჩილებოდნენ (სქ. 17:7; ეფ. 5:22—27; შდრ. ინ. 3:28, 29; 2კრ. 11:2; გმც. 21:9—14).
მას შმდეგ რაც ღმერთმა მისცა მთელი უფლობა და ძალაუფლება იესოს ზეცაში ჩვენი ერთადერთი უფალი არის იესო და ერთადერთი ღმერთი არის მამა
4.ძე არ უთანასწორდება მამას:
ასაკით
1.(იოან6:57)-როგორც ამ მუხლიდან ვიგებთ იესოს მამამ მისცა არგუნა სიცოცხლე. ასე რომ სიცოცხლის მიმცემს მბოძებელსეს მუხლი ადასტურებს რომ იესო არ უთანასწორდება მამა ღმერთს. ხოლო სიტყვები მე მამით ვცოცხლობ რომელმაც გამომგზავნა საეჭვოა რომ ერთიან მარადისობას ამტკიცებდნენ რომლის შესახებაც სამების მომხრეები ამბობენ იესომ სიტყვებით აღიარა, რომ დასაბამი მას ღმერთმა მისცა: „მისით [მამით] ვცოცხლობ.(2კრ13:4)(1ტიმ6:13) როგორც კონტექსტიდან ჩანს, ეს სიტყვები იმას ნიშნავდა, რომ მისი სიცოცხლე მამაზე იყო დამოკიდებული, ისევე როგორც მოკვდავი ადამიანების სიცოცხლე იყო დამოკიდებული იმაზე, იწამებდნენ თუ არა იესოს მსხვერპლს (ინ. 6:56, 57).
რა დასკვნამდე მივდივართ იოანეს 6:57-თან მჭიდრო გაცნობის შედეგად? ის აშკარაა. იესო პირდაპირ ხსნის, რომ მისი არსებობის წყარო გამონაკლისის გარეშე მისი მამაა (შეადარეთ ფსალმუნი 35:10). „მე ვცოცხლებ მამის წყალობით“, - თქვა ღვთის ძემ. ზუსტად ისევე, როგორც იმავე ტექსტში მის მიერ ნახსენები ჩვეულებრივი ადამიანების სიცოცხლეა სრულად დამოკიდებული უფალზე, თავად ძის ყოფიერება სრულად არის დამოკიდებული მამის მხარდაჭერაზე. ძე ვერ იარსებებს თავისთავად, რადგან მისი სიცოცხლის წყარო არა მასთანაა, არამედ მის მამასთან, „ჭეშმარიტ ღმერთთან“ (იოანეს 17:3). და ეს ფაქტი ასევე განმარტავს იესოს სიტყვების მრავალრიცხოვან მაგალითებს, რომლებშიც ის შეაგონებდა, რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო თავისი თავისით, არამედ მხოლოდ იმის, რასაც ასწავლიდა და რასაც მოელოდა მისგან მისი ზეციერი მამა (შეადარეთ იოანეს 5:30; 8:28; 12:49
2..ებრაელები 2:11 1) როგორ გავიგოთ ის, რომ როგორც განმწმენდელი (იესო), ისევე განწმენდილნი (ქრისტიანები), ყველანი – ერთისაგან არიან (ანუ ღმერთისაგან)?
2) რატომაა ძე სხვების მსგავსად, ერთნაირად დამოკებული ღმერთზე? (გაუგებარია, თუ ვიფიქრებთ, რომ იესო იგივე ღმერთია!)
მე-10 თავიდან ჩანს რომ იმ იესოზეა საუბარი რომელის მეშვეობითაც არის ყოველივე და როცა არანაირი ადამიანური ბუნება არქონდა
3.(ებრ1:2) .თუ ქრისტე ღვთის ტოლია, და ერთდ იყვნენ მარადისობაში როგორ შეეძლო ღმერთს ის <<დაედგინა ყოვლის მემკვიდრედ>>?
4.(იოან3:16,18);(იოან1:14)(ებრ5:5)(1იოან5:1,18)-
1) რატომ ეწოდება ძეს მხოლოდშობილი? ნიშნავს თუ არა ეს, რომ ოდესაღაც ის არ არსებობდა, მაგრამ ის შობილი იქნა ღვთის მიერ?
2) ეთანხმებით თუ არა, ამ მუხლებიდან გამომდინარე, რომ ძე ჯერ კიდევ დედამიწაზე მოსვლამდე იყო მხოლოდშიბილი?
3) როდის მოხდა ძის შობა, თუ, ამ მუხლებიდან გამომდინარე, ღმერთმა დედამიწაზე ის უკვე «მხოლოდშობილი» გამოგზავნა?
ბიბლია იესოს მხოლოდშობილ ძეს უწოდებს ანუ ის შექმნილია (ანუ მას ჰქონდა საწყისი) და რაც იმას ნიშნავს რომ იესოს სიცოცხლე ღმერთმა უბოძა, რადგან უშუალოდ მისი შექმნილია. ამავე გაგებით ეწოდება პირველ ადამიანს, ადამს „ღვთის ძე“ (ლუკა 3:38). .თუ ქრისტე ღვთისგან<<შობილია>> (ებრ 5:5)(1იოან5:1) (ებრ1:5)როგორღა გამოდის იმის თანასწორი ანდა იმის ერთარსი, ვისგანაც იშვა? .გარდა ამისა: როგორ შეუძლია პიროვნებას იყოს ძე და ამავე დროს იმავე ასაკის რამდენისაც მამა? შეუძლია ვიმნმეს გახდეს ვაჟის მამა მისი შობის გარეშე? ასევე ვნახოთ(ებრ11:17)- ისაკისა და აბრაამის ურთიერთობის აღსაწერად, რატომ იყენებს ბიბლია იმავე ბერძნულ სიტყვას, რომელიც ნიშნავს „მხოლოდშობილს? იესოსა და ისაკთან დაკავშირებით „მხოლოდშობილის‘‘ მნიშვნელობით გამოყენებული ძირეული ბერძნული სიტყვა არის „მო•ნო•გე•ნეს΄“, რომელიც ნაწარმოებია სიტყვებისგან „მო΄•ნოს“, რაც ნიშნავს „მხოლოდ‘‘ (ერთადერთი) და „გი΄ნო•მაი“, რომლის ძირეული სიტყვის მნიშვნელობაა „წარმოშობა‘‘, „გახდომა“ (არსებობაში მოსვლა), — იუწყება სტრონგის „ამომწურავი სიმფონია“ (Strong’s Exhaustive Concordance). მაშასადამე, სიტყვა „მო•ნო•გე•ნეს΄“ ასე განიმარტება: „მხოლოდშობილი, ანუ ერთადერთი შვილი‘‘ („ახალი აღთქმის ბერძნული და ინგლისური ლექსიკონი“, ე. რობინსონის გამოცემა [A Greek and English Lexicon of the New Testament]) -
იერონიმეს ლათინურ ვულგატაში მონოგენეს გადმოტანილია როგორც უნიგენიტუს, რაც მხოლოდშობილსაც ნიშნავს და ერთადერთსაც. ბევრი ლექსიკოგრაფი ადასტურებს, რომ ეს სიტყვა უკავშირდება შობას ან წარმოშობას.
ამგვარად იესოს,მხოლოდშობილი ძის სიცოცხლეს ჰქონდა დასაწყისი(გამოც3:14) (კოლ1:15სსგ) •ბიბლიაში მოხსენიებულია ნაინელი ქვრივის „დედისერთა ბიჭი“, იაიროსის ერთადერთი ასული და ერთი კაცის ერთადერთი ვაჟი, რომლისგანაც იესომ დემონი განდევნა (ლკ. 7:11, 12; 8:41, 42; 9:38). ბერძნულ სეპტუაგინტაში მონოგენეს გამოყენებულია იფთახის ქალიშვილთან, რომელზეც ვკითხულობთ, რომ ის იყო „ერთადერთი შვილი“ და „მის გარდა იფთახს არც ვაჟი ჰყოლია და არც ასული“ (მსჯ. 11:34).
.ზემოთქმულისა და ბიბლიის ნათელი მოწმობის გათვალისწინების შემდეგ არანაირი საფუძველი არა გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ სიტყვა მონოგენესის იმ თარგმანში, რომლის მიხედვითაც იესო მხოლოდ ღვთის უნიკალური ან შეუდარებელი ძე კი არ არის, არამედ მისი „მხოლოდშობილი ძეც“ ანუ ღვთისგან წარმოშობილი, რადგან უშუალოდ ღმერთმა შექმნა. ამას ადასტურებს მოციქულების სიტყვებიც. ისინი მას მოიხსენიებდნენ „პირმშოდ ყველა ქმნილებას შორის“ და „ღვთისგან შობილად [გენნაოს ერთ-ერთი ფორმა]“ (კლ. 1:15; 1ინ. 5:18).
გიორგი მთაწმინდელი რომ წერს:
"ღმერთმა დაჰბადა ცა და დედამიწა"- გგონიათ რომ მანამდე არსებობდა ცა და დედამიწა?
პირველ თავს "დაბადება" ქვია ბიბლიის, რა გგონიათ შექმნას არ გულისხმობს?
იესოს საწყისი თუ მამაა, საწყისი ყოფილა და ეგაა... ანუ იესოს დასაბამი ყოფილა, მაშ მამის ტანასწორი არაა...
ბუნებითი ღმერთი არის არამხოლოდ შეუქმნელი, არამედ ასევე უშობელიც, ანუ ისევე როგორც ღმერთის შექმნაა შეუძლებელი, ასევე შეუძლებელია მისი შობაც. შობილს ბუნებრივია ყავს მშობელი, ანუ წყარო, და ამ წყაროს გარეშე იგი ვერ იარსებებდა. რადგანაც შობილი ყოველთვის მოსდევს თავის მშობელს, იგი არ შეიძლება ყოველთვის არსებულიყო ანუ მშობელი ყოველთვის შვილის უწინარესია. ღმერთი დაუსაბამოა, ხოლო ძეს დასაბამი აქვს მამისგან,( უშობელ უქმნელი მამისგან განსხვავებით შობილია )ამიტომ იგი არ შეიძლება იყოს ღმერთი
შეიძლება ამაზე შეგვეპასუხონ
1აბრაამს ისაკამდე ყავდა შვილი ის მხოლოდშობილი ვერიქნებოდა პირდაპირი გაგებითო
პასუხი: მიუხედავად, რომ აბრაამს ისაკის გარდა სხვა შვილებიც ჰყავდა — ისმაელი აგარისგან და რამდენიმე ვაჟი კეტურასგან (დბ. 16:15; 25:1, 2; 1მტ. 1:28, 32). მაგრამ ღვთის შეთანხმება მხოლოდ ისაკს, ღვთის დაპირებით გაჩენილ ერთადერთ ძეს ეხებოდა, რომელიც სარასთვისაც ერთადერთი ვაჟი იყო (დბ. 17:16—19). გარდა ამისა, იმ დროს, როცა აბრაამი ისაკს სწირავდა, ისაკი ერთადერთი ვაჟი იყო თავისი მამის სახლში. აბრაამს კეტურასგან მაშინ არ ჰყავდა ძეები, ისმაელი კი მამის სახლიდან უკვე 20 წლის წასული იყო და უკვე თავისი ოჯახი ეყოლებოდა (დბ. 22:2). ის იყო უკანონო შვილი ისმაელი არიყო მემკვიდრე(გალ4:22,23,30,31)
6.(გმცხ3:14) "დასაბამი ღვთის ქმნილებისა", ანუ იესო არის დასაბამი, მაგრამ როგორი დასაბამი?
ტრინიტარები ამბობენ რომ ის დსასაწყისი კიარააო დასაწყისის მიმცემიაო მაგრამ ეს დემაგოგიური ხრიკი მარტივად აშკარავდება
თუ იგი არის დასაწყისის მიმცემი - გამგრძელებელი აღარაა? ანუ დაიწყო და ვეღარ გაავრძელა თავად? ესხო აბსურდია ამ კონტექსტში აშკარაა რომარ მოიაზრება
ბიბლიის თანახმად იესო "ღვთის შემოქმედების დასაბამია" ნიშნავს რომ ღმერთმა თავისი ძით (განკაცებამდელი იესოთი) დაიწყო შემოქმედებითი საქმიანობა. სწორედ ამიტომ უწოდებს ბიბლია ღვთის ძეს ყვოველი ქმნილების პირმშოს, [კოლ.1:15]. იყო ყოველი ქმნილების პირმშო, ნიშნავს იმას, რომ იესო პირმშოა ღვთის ქმნილებათა შორის და მიეკუთვნება ღვთის ქმნილებებს.
გამოცხადების 3:14-ში იესოზე რომ არ წერებულიყო და სხვა ნებისმიერ ვინმეზე (მაგალითად გაბრიელზე) წერებულიყო "ღვთის შემოქმედების დასაბამიაო" ეგრევე იტყოდნენ მისით დაიწყო ღმერთმა თავისი ქმნილებების შემქნაო და ღმერთად არ გამოაცხადებდნენ ამ ფრაზის გამო გაბრიელს, მაგრამ რადგან იესოზე ამბობს ბიბლია რომ იესოა ღვთის შემოქმედების დასაბამიო, უკვე აღარ აწყობთ, რადგან ეკლესიის შექმნილ სამების დოგმატს ეწინააღმდეგება ბიბლიაში ჩაწერილი; ამიტომ ისღა რჩებათ, კონტექსტიდან ამოგლიჯონ ფრაზები და ისეთი ინტერპრეტაციები გაუკეთონ, რაც ეკლესიურ დოგმატებს მოერგება. როცა მასე იქცევიან, ზუსტად მაშინ ჩნდება "წინააღმდეგობები"
როცა ბიბლიის ამ სწავლებას ადამიანი აიგნორირებს იმ მიზნით რომ ეკლესიის მიერ შექმნილი სამების დოგმატის სწამდეს, ვერაფრით დაეხმარები, რადგან ასეთ ადამიანს წინასწარვე აქვს არჩეული რაც უნდა სწამდეს - ბიბლიის სწავლება თუ ეკლესიის მიერ შემუშავებული და დოგმატად დადგენილი სწავლება...
დასაბამი ღვთის ქმნილებისა»
ტრინიტარები ამ არგუმენტის ძალის მოსპობას ცდილობენ, როდესაც ამტკიცებენ, რომ აქ წაკითხული უნდა იყოს «დამწყები» ნაცვლად «დასაბამისა», მაგრამ ბერძნული სიტყვა arche მკვეთრად განსაზღვრავს «დასაბამს», რასაც ბერძნული ლექსიკონები ამტკიცებენ: ლიდელი და სკოტი შემდეგნაირად, ნათლად განსაზღვრავენ arche-ს: «დროის წერტილში, დაწყება, დასაწყისად ყოფნა», ტაიერი – «დასაბამი, პიროვნება ან საგანი, რომელიც იწყებს, პირველი პიროვნება ან საგანი რიგში, გამცილებელი». იანგისა და სტრონგის ლექსიკონი მას განსაზღვრავს, როგორც “დასაბამი”.
ტრინიტარები ასევე ამტკიცებენ, რომ arche შეიძლება ითარგმნოს როგორც «წყარო» ან «წამომწყები» და რომ იესო წარმოადგენს ღვთაებრივი შემოქმედების წყაროსა და წამომწყებს და არა ის, რომ ის მამის მიერ იქნა შექმნილი. მაგრამ 1 კორინთელების 8:6-ის საფუძველზე ნათელი ხდება, რომ მამა, და არა ძე წარმოადგენს ღვთაებრივი შემოქმედების ნამდვილ წამომწყებს.ასევე ებრ1:2 იესო იყო პირველი და ერთადერთი ვინც უშუალოდ ღმერთმა შექმნა; ყველა დანარჩენი შემოქმედებითი აქტები ძის მეშვეობით იქნა შესრულებული
. ამიტომ ეს სიტყვები გამოყენებული იქნა არა მარადიულობის განსასაზღვრად, არამედ იმისათვის, რათა მიეთითებინათ ღვთის სხვადასხვა ქმნილებების შექმნის პერიოდების დაწყების მომენტებზე.
7.(კოლ1:15)პირმშო ღვთის ქმნილებისა " აქ ჩვენ გვაქვს კვლავ საპირისპირო აზრი სამების შესახებ ცდომილებისა, რომელიც ამტკიცებს, რომ იესო მარადიული იყო, ისევე როგორც მისი მამა. მოაზროვნე ადამიანებისათვის გასაგებია, რომ პირმშო ნებისმიერ ოჯახში პირველი იბადება, და ზემოთმოყვანილი მუხლიც იმაზე საუბრობს, რომ იესო პირმშო იყო – პირველი, იეჰოვას დიდ და მრავალრიცხოვან ოჯახში. მის მიერ (1 კორინთელები 8:6) შექმნა ღმერთმა ცა და დედამიწა ებრ1:2(დაბადება 1:1 ) და ყველაფერი დანარჩენი, "რაც კი შეიქმნა"
ტრინიტარები სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ გამოძრომას, რათა კოლასელების 1:15-ის ნათელ ლოგიკას გაექცნენ. მაგალითად: ისინი ამტკიცებენ, რომ ტერმინი "პირმშო" მიუთითებს, ალბათ უფრო, მდგომარეობაში პირველობაზე და არა დროში პირველობაზე. მაგრამ ეს არ ეთანხმება კონტექსტს. მე-18 მუხლი ქრისტეს ეკლესიას ადარებს და მას უწოდებს "პირმშოს მკვდართაგან". ქრისტე, თავის მკვდრეთით აღდგომაში, დროში, პირველი იყო, რომელიც მკვდართაგან უნდა დაბადებულიყო. სიტყვა «პირმშოს» გამეორება მე-15 და მე-18 მუხლებში გვიჩვენებს, რომ მოციქული პავლე მე-15 მუხლში მიუთითებს უშუალო პარალელურობაზე ქრისტეს, ყველა ქმნილების მიმართ მდგომარეობაზე და ეკლესიის მიმართ მდგომარეობაზე მე-18 მუხლში. თუ "პირმშო მკვდართაგან" მკვდართაგან დაბადებულთა შორის პირველობაზე და მკვდრეთით აღდგენილთაგან პირველობაზე მიუთითებს, მაშინ "პირმშო ყოველთა დაბადებულთა" მიუთითებს პირველ შექმნილზე და ასევე ყველა ქმნილებას შორის პირველობაზე. ამ მუხლის განმარტების მცდელობას, როგორც "ყველა ქმნილებაზე უწინარესი" (სსგ), მივყავართ ტექსტით უსაფუძვლო მანიპულირებამდე.
ასევე შეიძლება ეს არგუმენტები წაგვიყენონ
1.კოლ1:15 ზე (ფსალ89:27)-დავითი პირმშო არიყო მანამდე საული მეფობდაო პირმშოც პირდაპირი გაგებით არუნდა გავიგოთო
პასუხი ეს ეხება წინასწარმეტყველურად იესოს.და იესოღვთის პირმშოა გარდა ამისა თუ კოლ1:18 პირდაპირი გაგებით პირმშოობას გულისხმობს მაშინ იგივენაირად რატო არუნდა გავიგოთ1:15?
2..პირმშო ეწოდება ეფრემსო რომელიც პირველი არიყოვო-(იერ31:9)
პასუხი ეფრემი ეწოდება ასევე ისრაელს და ამ თავში რასაც კონტექსტიც აჩვენებს საუბარიი მიდის ისრაელზე ანუ ეფრემზე(იერ31:7,18-20)ასევე(ოს11:1-3,8;12:8,9;14:5-8)
რატომაა ისრაელი პირმშო?-ის ერთადერთი ერი იყო ვინც ღმერთმა ამოირცია და ესე იყო ბოლომდე(გამ4:22)(კან7:6;14:12)(რმ9:4)
იოანე 1:14,18; 3:16
ამრიგად ზემოთ მოყვანილი ბიბლიური არგუმენტების შედეგად მილიონობით ქრისტიანი მივიდა მტკიცე დასკვნამდე, რომ სამსახოვანი ღმერთი - მხოლოდ და მხოლოდ არასრულყოფილი გონების წარმოსახვის ნაყოფია!
No comments:
Post a Comment