Sunday, 14 April 2019

რას ნიშნავს "მოერიდეთ... სისხლს" (საქმეები 15:20,29)




 

სისხლისადმი ქრისტიანების დამოკიდებულება განპირობებულია ბიბლიური მითითებებით, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად კრძალავენ მის 
 გამოყენებას : „ოღონდ ხორცი მის სულთან — სისხლთან — ერთად არ ჭამოთ“ (დაბადება 9:3, 4); „გამოადინოს სისხლი და მტვრით დაფაროს“ (ლევიანები 17:13, 14); „მოერიდონ. . . სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს“ (საქმეები 15:19—21) 1.

ეს მუხლები სამედიცინო ენით არ არის დაწერილი, მაგრამ,    იეჰოვას მოწმეებს ესმით,რომ მითითებაში, მოერიდონ სისხლს,      გამორიცხავს როგორც მთლიანი სისხლის, ისე სხლის ოთხი ძირითადი კომპონენტის — წითელი უჯრედების, თეთრი უჯრედების, თრომბოციტებისა და პლაზმის — გამოყენებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოწმეები რელიგიური შეხედულებების გამო  არ ამბობენ უარს  ისეთი ფრაქციების გამოყენებაზე, როგორიცაა ალბუმინი და იმუნოგლობულინი, თუმცა თითოეული მოწმე თავად წყვეტს, მიიღებს თუ არა ამ პრეპარატებს

ასევე მრავალი მოწმე თანხმდება ხელოვნური თირკმლისა და სისხლის ხელოვნური მიმოქცევის (სისხლის შემცვლელებით შევსებული) აპარატის გამოყენებაზე, აგრეთვე ოპერაციის დროს სისხლის დაზოგვაზე იმ შემთხვევაში, თუ ექსტრაკორპორალური ცირკულაცია შეუფერხებლად ხდება. და სისხლის შემცვლელ პრეპარატებზე.
მოწმეებმა იციან, რომ ბიბლია პირდაპირ  არაფერს ამბობს ორგანოებისგადანერგვაზე. ამიტომ, თითოეული მოწმე თავად წყვეტს ამ საკითხს



მოწმეების პოზიცია სისხლთან დაკავშირებით
 ღმერთი სიცოცხლის წყაროა და გვაძლევს კონკრეტულ მითითებებს სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით. რისი უფლება გვაქ და რისი არა. ამის ცოდნამ გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენს აზროვნებასა და მოქმედებაზე
 ბიბლიაში არის ისეთი მცნება, რომლის არსიც მთელი ბიბლიური ისტორიის განმავლობაში მეორდება, ნოედან - პირველ ქრისტიანულ კრებამდე:
..არამედ მივწეროთ მათ, მოერიდონ კერპებით შებილწულს, სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს. (საქმეები 15:20)
 ღმერთმა არაერთხელ გაიმეორა ეს პრინციპი (ლევიანები 3:17; 17:10, 11, 14; მეორე რჯული 12:16, 23).

სისხლი წმინდაა, რადგან ღვთის თვალში ის ცოცხალი არსების სიცოცხლეს ანუ სულს წარმოადგენს ).
 სული სისხლშია, რადგან იგი უშუალოდ მონაწილეობს სასიცოცხლო პროცესებში
სულსა და სისხლს შორის კავშირზე ბიბლია პირდაპირ ამბობს: 





დაბადება 9: 3-5  საჭმელად გაძლევთ ყველა ცხოველს, როგორც მწვანე მცენარეულობა მოგეცით,  ოღონდ ხორცი მის სულთან — სისხლთან — ერთად არ ჭამოთ.  ნებისმიერს, ვინც თქვენს სისხლს დაღვრის, პასუხს მოვთხოვ. პასუხს მოვთხოვ ყველა ცოცხალ არსებას; ყველა ადამიანს, ვინც თავისი მოძმის სიცოცხლეს ხელყოფს, პასუხს მოვთხოვ.  

რაზე მიუთითებს ეს ტექსტი? არა მხოლოდ ხორციანი სისხლის ჭამის პირდაპირ აკრძალვაზე, არამედ მნიშვნელოვან პრინციპზეც - ღმერთისთვის სული = სისხლი = სიცოცხლე, ანუ სიცოცხლე და სისხლი ძალიან ახლო ცნებებია. 

ლევიანები 17:13,14 თუ რომელიმე ებრაელი ან თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი ნადირობისას გარეულ ცხოველს ან ფრინველს დაიჭერს, რომელიც იჭმება, გამოადინოს სისხლი და მიწით დაფაროს.   ყოველი ხორციელის სიცოცხლე მისი სისხლია, ვინაიდან მასშია სიცოცხლე. ამიტომ ვუთხარი ისრაელებს, არ ჭამოთ ხორციელის სისხლი, რადგან ყოველი ხორციელის სიცოცხლე მისი სისხლია და ვინც მას შეჭამს, უნდა მოკვდეს-მეთქი.  

შეიცვალა თუ არა ღმერთის შეხედულება მოსეს დროს? არა. ჩანს, რომ მაშინაც სისხლი ღმერთისთვის სიცოცხლის სიმბოლო იყო.  

საქმეები 15:28,29 წმინდა სულმა და ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, მეტი აღარაფერი დაგვეკისრებინა თქვენთვის იმ აუცილებლის გარდა,  რომ მოერიდოთ კერპთშენაწირს, სისხლს, დამხრჩვალს და უზნეობას. თუ ამ ყოველივეს მოერიდებით, ხელი მოგემართებათ. მშვიდობით!
უკვე მესამედ, ახლა ქრისტიანებისთვის მეორდება სისხლის მოხმარების აკრძალვა.  


როგორია ამ ბიბლიური მუხლების ანალიზი?
 ცხადია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღმერთისთვის სისხლის გამოყენების საკითხი. ეს აშკარაა იმ ფაქტიდან, რომ იეჰოვამ ეს აკრძალვა სამჯერ გაიმეორა სხვადასხვა თაობისთვის 

პატრიარქების დროს: (დაბ. 9:3, 4);
ისრაელიანების დროს: (ლევ. 17:1
ქრისტიანების დროს:(საქ15:20,29)


 ნათელია, რომ ღვთის სიტყვა წმინდად მიიჩნევს სიცოცხლესდა სისხლს.
რატომ არის ჩვენთვის სასარგებლო ღვთის კანონი, რომელიც სისხლს სიცოცხლესთან აიგივებს? მისი წყალობით შესაძლებელი გახდა ჩვენი ცოდვების პატიება (წაიკითხეთ ლევიანების 17:11—13; ებრაელების 9:22).
ამრიგად ღვთის წმინდა სიტყვა ბიბლია ნათლად გვამცნობს ღვთის შეხედულებას სისხლთან დაკავშირებით





სისხლის მართებულად გამოყენება.

ყურადღება მიაქციეთ, რატომ არ ჭამდნენ ისრაელები სისხლს? ღმერთმა თქვა: «ამიტომ ვუთხარი მე ისრაელის ძეთ: „არც ერთი თქვენგანი არ უნდა ჭამდეს სისხლს“». რატომ? «მე სამსხვერპლოსთვის მოგეცით [სისხლი], თქვენი სიცოცხლის შენდობისთვის [„გამოსასყიდად“, აქ]».(ლევ17:11,12 ხედავთ, როგორ გვეხმარება ეს ინფორმაცია იმის უკეთესად გაგებაში, თუ რატომ უთხრა ღმერთმა ნოეს, არ ეჭამათ სისხლი?   შემოქმედმა სისხლს დიდი მნიშვნელობა მიანიჭა და ერთი განსაკუთრებული მიზნისთვის გამოყო — მისი საშუალებით უნდოდა, ეხსნა მრავალთა სიცოცხლე. სისხლს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა ცოდვების დასაფარავად (გამოსასყიდად). ამგვარად, რჯულის თანახმად, ღმერთი სისხლთან დაკავშირებით მხოლოდ იმაზე იძლეოდა ნებას, რომ ის სამსხვერპლოზე დაეღვარათ იმ ისრაელთა სიცოცხლის გამოსასყიდად, რომლებიც იეჰოვას მიტევებას სთხოვდნენ.

ამრიგად სისხლის გამოყენებას ღმერთი მხოლოდ ერთ შემთხვევაში ამართლებდა — მსხვერპლშეწირვისთვის
 რადგან ღმერთი მხოლოდ მსხვერპლშეწირვის დროს იწონებდა სისხლის გამოყენებას.  კანონის თანახმად შეწირული ცხოველური მსხვერპლი ქრისტეს მსხვერპლის პირველსახე იყო,
 იესო ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლი, რომელიც ადამიანურ სიცოცხლეს წარმოადგენდა და კაცობრიობის სასარგებლოდ იქნა გაღებული, არის ქრისტიანული იმედის საძირკველი. მისი წყალობით შესაძლებელია ცოდვების მიტევება და მარადიული ცხოვრების იმედის ქონა. როდესაც ქრისტიანი ერიდება სისხლის გამოყენებას, ის ავლენს რწმენას, რომ მხოლოდ იესო ქრისტეს დაღვრილ სისხლს შეუძლია მისი გამოსყიდვა და მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება (ეფესოელები 1:7).
 ამიტომ თუ ქრისტიანები დაარღვევდნენ მოთხოვნას, თავი შეეკავებინათ სისხლისგან, ისინი იესო ქრისტეს გამოსასყიდისადმი დიდ უპატივცემულობას გამოავლენდნენ

ბიბლია ნათლად გვეუბნება, რომ ღვთისადმი მორჩილმა ადამიანმა არ უნდა ჭამოს ხორცი, რომლიდანაც სისხლი არ არის გამოსული. ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ საგანგებო მდგომარეობაში ყოფნის დროსაც კი ისრაელებს სერიოზულ ცოდვად ჩაეთვალათ სისხლგამოუშვები ხორცის ჭამა (კანონის 12:15,16;და 15:23 1 მეფეთა 14:31

 დააკვირდით, აქ არა მხოლოდ აკრძალვაა, არამედ ასევე მოთხოვნაც: სისხლი უნდა დაიღვაროს, ანუ უნდა მოიშორონ ის. 
ღვთის კანონი სისხლის გამოყენებაზე კრიზისულ მდგომარეობაშიც კი არ უნდა დავარღვიოთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვაგვარად ფიქრობს. ომის დროს ისრაელი მებრძოლები ცხოველებს ხოცავდნენ და ხორცს სისხლიანად ჭამდნენ. დასაშვები იყო ხორცის სისხლიანად ჭამა, რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა? არა. მათმა მხედართმთავარმა თქვა, რომ ისინი მაინც სცოდავდნენ (1 სამუელი 14:31—35). მართალია, სიცოცხლე ვირფასია, მაგრამ ჩვენს შემოქმედს არასოდეს უთქვამს, რომ კრიზისულ მდგომარეობაში მისი ნორმების უგულებელყოფა შეიძლებოდა.
 ზემოთ განხილულის საფუძველზე, ალბათ ხვდებით, თუ რატომ მოითხოვს იეჰოვა ჩვენგან, რომ არ ვჭამოთ სისხლი (ლევ. 17:10). გესმით, რატომ მიიჩნევს ღმერთი სისხლს წმინდად? ღვთისთვის სისხლი სიცოცხლის ტოლფასია (დაბ. 9:4). ნუთუ არ ღირს, რომ გავითვალისწინოთ ღვთის თვალსაზრისი და თავი შევიკავოთ სისხლისგან? ღმერთთან მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შევინარჩუნებთ მშვიდობას, თუ რწმენას გამოვავლენთ იესოს გამოსასყიდისადმი და გავიაზრებთ, რომ სისხლს ჩვენი შემოქმედისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს (კოლ. 1:19, 20).
ხოლო სისხლის გადასხმა ბღალავს მის სიწმინდეს და ჩვენ არ გვაქვს უფლება თვითნებურად გამოვიყენოთ ის
მედიკოსებიდა სისხლის გადასხმის მომხრენი ხალხს მოუწოდებენ რომ სხვების გადასარჩენად სისხლი ჩააბარონ. თუმცა იეჰოვას ხალხმა კარგად ვიცით, რომ მხოლოდ შემოქმედს აქვს იმის განსაზღვრის უფლება, თუროგორ უნდა იქნას გამოყენებული სისხლი. მისთვის სისხლი წმინდაა. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ სისხლთან დაკავშირებულ ღვთის კანონს. წმინდა საქციელით ღმერთს ვუმტკიცებთ, რომ ძლიერ ვაფასებთ იესოს სისხლს, რომელსაც ადამიანთათვის ხსნა, ცოდვების პატიება და მარადიული სიცოცხლე მოაქვს (იოან. 3:16).

რას გვამცნობს ქრისტიანების ისტორია ამაზე?

 არც ადრეული ქრისტიანები და არც ებრაელები, ქრიტიანობამდელ პერიოდში, სისხლს არასოდეს არ იყენებდნენ სამედიცინო მიზნებისთვის, რაც ძალიან იყო გავრცელებული ძველ მსოფლიოში.

1.ახ.წ. მე-2 საუკუნის ქრისტიანი მოაზროვნე კლიმენტ ალექსანდრიელი წერს: «ადამიანს სისხლთან შეხების უფლება არ აქვს, რადგან თვითონ მისი ორგანიზმი სხვა არაფერია, თუ არა სისხლისაგან წარმოქმნილი ხორცი». სხვა წყაროებიც არსებობენ, რომლებიც ადასტურებს, რომ პირველი ქრისტიანებისათვის მიუღებელი იყო ორგანიზმში სხვისი სისხლის მიღება.
2.მოციქულების დადგენილება დიდხანს რჩებოდა ძალაში. ევსები მოგვითხრობს მეორე საუკუნის მიწურულს მცხოვრებ ახალგაზრდა ქალზე, რომელიც უნდა ეწამებინათ. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ქალმა თქვა, რომ ქრისტიანებისთვის „დაუშვებელი იყო სისხლის საკვებად გამოყენება, თუნდაც ცხოველის სისხლისა“. მას არ უნდოდა სიკვდილი. მას სურდა სიცოცხლე, მაგრამ არა თავისი პრინციპების დარღვევის ფასად. განა პატივისცემას არ იმსახურებენ ის ადამიანები, რომლებიც გარკვეულ პრინციპს საკუთარ ინტერესებზე მაღლა აყენებენ?!

დასაშვებია სისხლის გამოყენება მკურნალობის მიზნით?


 





 მიუხედავად ამისა, კრიტიკოსთა მხრიდან მაინც ისმის ბრალდებები ქრისტიანების მისამართით, იმის გამო, რომ ისინი უარს ამბობენ არა მხოლოდ სისხლის საკვებად გამოყენებაზე, არამედ ასევე ვენაში მის გადასხმაზეც. კრიტიკოსები შემდეგს ამბობენ: «რა თქმა უნდა, ღმერთმა აკრძალა სისხლის ჭამა და დალევა. მაგრამ განა ბიბლიაში სადმე წერია მითითება იმის შესახებ, რომ მისი გადასხმაც არ შეიძლება?»
როდესაც მსგავს შეკითხვებს პასუხობენ, ქრისტიანები, რა თქმა უნდა, საქმეების წიგნს ეყრდნობიან, რომელშიც სამჯერ მეორდება მოციქულთა დადგენილება "მოერიდეთ... სისხლს" (საქმეები 15:20,29; 21:25). კრიტიკოსთა საყვარელ შეპასუხებას წარმოადგენს იმის მტკიცება, რომ თითქოსდა, აქ სისხლზე საუბარია, როგორც საკვებზე, მაგრამ ამ სიტყვებში განა სადმე არის სისხლის გადასხმაზე უარის თქმისათვის საფუძველი? მათი აზრით, თუ მოცემულ მუხლებში არ არის ფრაზა «გადასხმა», ეს ნიშნავს, რომ არავითარი მიზეზი არ არსებობს საიმისოდ, რომ სისხლის გადასხმა ბიბლიური პრინციპებისათვის შეუსაბამოდ ჩაითვალოს.
აბა თქვენ რას ელოდით? მაშინ პრაქტიკაში არ არსებობდა სისხლის გადასხმა და მაგიტომაც არ[ვერ] ჩაწერეს.

ბიბლიაში წერია, რომ "ღვინით ნუ დათვრებიო", მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს, რომ არყით დათრობა შეიძლება? ეს სიტყვაც არ წერია ბიბლიაში, ხომ მართალია? მაგრამ არის პრინციპები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, რომ ბიბლია თანამედროვე რეალიებში გამოვიყენოთ. ზუსტად პრინციპების გაგება ხდის ადამიანს სულიერად მოწიფულს.
მათ ავიწყდებათ, რომ ბიბლია ადგენს არა მხოლოდ კანონებს (რომლებიც შეიძლება შეიცვალონ, მაგალითად, წინადაცვეთისკანონი), არამედ ამ კანონების საფუძველში არსებულ პრინციპებსაც.
(რომლებიც, სხვათა შორის, ურყევია). ხოლო თუ სისხლის საკვებად გამოყენების აკრძალვა კანონია, მაშინ მოციქულთა  საქმეებში ჩამოყალიბებულია პრინციპი: „თავშეკავება... სისხლისაგან“. 

 ან კლასიკური მაგალითი ექიმთან დაკავშირებით, რომელიც ავადმყოფს ალკოჰოლის გამოყენებას უკრძალავს: ნიშნავს ეს იმას, რომ ალკოჰოლის ვენაში შეყვანა დაშვებულია? რაღა თქმა უნდა, არა.


ან დავუშვათ, რომ გაქვთ საშიში ალერგიული რეაქციები წამალზე და გაგაფრთხილეს, რომ თავი შეიკავოთ ამ წამლისგან. მედიკამენტს არ დალევთ, მაგრამ შეძლებთ მის უსაფრთხოდ შეყვანას ვენიდა ? Რათქმაუნდა არა. მთავარი არ იქნება ორგანიზმშიშეყვანის მეთოდი, არამედ ის, რომ თქვენ საერთოდ უნდა შეიკავოთ თავი ამ მედიკამენტისგან.

ზუსტად იგივე პრინციპი გამოიყენება ქრისტიანების შესახებ დადგენილებასთან დაკავშირებით, რომ „თავი შეიკავონ სისხლისაგან“ პირის ღრუს მეშვეობით თუ უშუალოდ ვენიდან.

 საგულისხმოა, რომ მსგავს შემთხვევებში კრიტიკოსები სავსებით წარმატებულად ხელმძღვანელობენ ბიბლიური პრინციპებით და არ აკეთებენ განსხვავებას ადამიანის მიერ საკუთარ ორგანიზმში არასასურველი ნივთიერებების მიღების მეთოდებს შორის. უცნაური მხოლოდ ისაა, რომ მსგავსი გაგება უეცრადვე სადღაც ქრება, როგორც კი საუბარი სისხლის გამოყენების შესახებ ბიბლიურ აკრძალვას შეეხება. 
მოდი უშუალოდ საქმეების 15:20,29 მუხლებს დავუბრუნდეთ, რომლებშიც ქრისტიანებს მითითება ეძლევათ "მოერიდეთ... სისხლს". მათში მოყვანილი სიტყვა "მოერიდეთ" («απέχεσθαι» - «აპეხესტხაი») პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს "შორს ყოფნას" ან "თავის შორს დაჭერას". იმავე სიტყვას სხვა ბიბლიურ მუხლებშიც ვხვდებით. მაგალითად, …
.«საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და დროებით მცხოვრებლებს: ერიდეთ ხორციელ სურვილებს, რომლებიც სულს ებრძვიან» (1 პეტრე 2:11).
«ღვთის ნებაა, რომ განიწმინდოთ, მოერიდოთ სიძვას» (1 თესალონიკელები 4:3).
ზოგი ამბობს ამ სიტყვას ისეთივე აზრი აქვს, როდესაც ამბობენ ცხიმიანს და ტკბილს უნდა მოვერიდოთ, რადგან ის გვასუქებს, მავნეა, მაგრამ თუ ძალიან გვინდა, მაშინ ხანდახან შეიძლებაო. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ: ეს, იგივე აზრი არაა. თუ სტრონგის ბერძნულ ლექსიკონში ჩავიხედავთ და იმ სიტყვის მნიშვნელობას ვნახავთ, რომელიც ნათარგმნია როგორც "მორიდება", მაშინ კიდევ რამოდენიმე მნიშვნელობის დანახვას შევძლებთ:
რთული არაა იმის მიხვედრა, რომ გამოთქმა "მოერიდეთ"-ს («აპეხესტხაი») კატეგორიული ფორმა აქვს, და გულისხმობს აბსოლუტურად შორს ყოფნის მდგომარეობას ან რამეზე უარის თქმას მის ნებისმიერ ფორმაში. ზუსტად ისევე, როგორც ქრისტიანი ყველანაირად შორს უნდ იყოს («აპეხესტხაი») ბოროტისაგან, სიძვისა და ხორციელი სურვილებისაგან, ყოველგვარი გამონაკლისისა და გამართლების გარეშე, ღვთის მსახური ასევე უნდა მოერიდოს («აპეხესტხაი», საქმეები 15:20,29) სისხლსაც. ზუსტად ისევე, ყოველგვარი გამონაკლისებისა და გამართლების გარეშე!
ალბათ არ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ სიძვისაგან მორიდება რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ თუ ძალიან მოგინდება, მაშინ ერთხელ მცნების დარღვევაც შეიძლება? შემდეგ კი ისევ მოერიდები...როგორც ყველანაირი სიძვისგან უნდა დავიჭიროთ შორს თავი ასევე ყველანაირი სისხლისგან. სამთო ქადაგებისას იესომ ღვთიური მითითებების გაგების თვალნათელი მაგალითი მოგვცა. როდესაც განიხილავდა მითითებას «არ მოკლა!», იესომ განმარტა, რომ ის ეხებოდა არა მხოლოდ ვინმეს მკვლელობას, არამედ მას მოქმედების გაცილებით ფართო სპექტრი ჰქონდა, განრისხებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ჩათვლით. იგივე ეხებოდა მითითებას «არ იმრუშო!». საკმარისი არ იყო მხოლოდ კანონის სიტყვა-სიტყვით მიყოლა და მხოლოდ ღალატისაგან და მრუშობისაგან მორიდება – ღვთის მსახურებისაგან მოითხოვებოდა, რომ საკუთარ გულებშიც კი არ გაევლოთ მსგავსი ბინძური სურვილები (მათე 5:21-31).
საქმეების 15:20,29-ში სხვებთან ერთად სიძვაცაა მოხსენიებული. დაიწყებენ კრიტიკოსები იმის მტკიცებას, რომ მითითება «მოერიდეთ... სიძვას» მხოლოდ დაუშვებელ სექსუალურ ქმედებებს გულისხმობს, მაგრამ ამასთანავე არ განსჯის უწმინდური საქციელის სხვა სახით გამოვლინებას, პორნოგრაფიის ყურებასა და სხვა მსგავს საქციელს? საეჭვოა. ასევე ეს მითითებაც უნივერსალურ ხასიათს ატარებს. მაშინ რატომ იწვევს იმავე მუხლში მოხსენიებული სისხლი კრიტიკოსების მხრიდან აბსოლუტურად საპირისპირო შეფასებას და სრულიად საპირისპიროს მტკიცებას? ვაი რომ, საქმეების 15:20,29-ში მოცემული დადგენილება ამ მხრივ არავითარ ჩასწორებებს არ აკეთებს, მოსწონთ ეს კრიტიკოსებს თუ არა.
საქმეების 21:25-ში ჩვენ მესამედ ვხვდებით სისხლის შესახებ მოციქულების დადგენილებას. ამ მუხლში უკვე სხვა ფრაზა დგას «თავი დაიცვან… სისხლისაგან». ბერძნულ ტექსტში აქ ზის სიტყვა «φυλάσσεσθαι» («ფიულასსესტხაი»), რაც პირდაპირ ნიშნავს «ვიყოთ დაცული», «უფრთხილდეთ», «წმინდად დავიცვათ თავი». იესო ნავეს ძის წიგნში ეს სიტყვა გულისხმობს მყარ უპირობო გადაწყვეტილებას შეასრულო ღვთის კანონი. საქმეების 23:35-ში იგივე სიტყვა გამოიყენება მოციქული პავლეს «ჰეროდეს პრეტორიუმის სასახლეში დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ» ყოფნის აღსაწერად. მოცემული მაგალითები მხოლოდ გვეხმარებიან იმ აზრის გაგებაში, რომელიც სისხლის შესახებ მოციქულების დადგენილებაშია ჩადებული – მთელი სიწმინდით დავიცვათ თავი მისგან.
ბიბლიის ამ მუხლებში გამოყენებული სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობის უკეთ გაგებით, ჩვენთვის უფრო გასაგები ხდება სისხლის შესახებ ახალაღთქმისეული მითითების უნივერსალურობა. ქრისტიანები ღვთის მიერ მოწოდებულნი არიან გაექცნენ სისხლს, თანაც, არა მხოლოდ მისი საკვებად გამოყენების ფორმით, არამედ სხვა ნებისმიერი ფორმითაც. ამ მუხლებში საერთოდ არ არის ფრაზები «ჭამა» ან «სმა». პრინციპში საუბარია იმაზე, რომ შორს დავიჭიროთ თავი სისხლისაგან. ეს ლოგიკურიცაა, რადგან შეუძლებელია რაიმესაგან თავი შორს გეჭიროს და ამავდროულად მასთან გქონდეს რაიმე სახით შეხება. ზუსტად ისევე, როგორც არ შეიძლება «თავი შორს დაიჭირო» ბოროტებისაგან, სიძვისაგან და ცოდვილი სურვილებისაგან, და ამავდროულად საკუთარი თავისათვის ამ დაუშვებელი ქმედებებში გარკვეულ დათმობებზე და გამონაკლისებზე წახვიდე. აი რატომ იკარგება ყოველგვარი აზრი გაგებებით მანიპულირებისას «სისხლის ჭამა არ შეიძლება, მისი გადასხმა კი დასაშვებია». ბიბლია ამასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვან დადგენილებას იძლევა – «მოვერიდოთ» სისხლს.
კრიტიკოსები ცალკეულ შემთხვევებში  ბიბლიური პრინციპების სავსებით გონივრულ გაგებას ავლენენ, მაგალითად, როდესაც საუბრობენ ნებისმიერი ფორმით «კერპებით შებილწულისაგან» ან «სიძვისაგან» თავის შორს დაჭერაზე (რომლებიც, სხვათაშორის, სისხლთან ერთად არიან მოხსენიებულნი საქმეების 15:20,29; 21:25). მაგრამ როგორც კი საუბარი ეხება უშუალოდ სისხლს, იგივე პრინციპები კრიტიკოსებისთვის მოულოდნელად რატომღაც აბსოლუტურად «გაუგებარი» ხდება. მაშინვე იწყება სიტყვებისა და ტერმინების ეკვილიბრისტიკა.



მართალია, სისხლის გამოყენების თანამედროვე მეთოდები იმ დროს უცნობი იყო, მაგრამ სამკურნალოდ სისხლს მაინც იყენებდნენ.
დაახლოებით 2 000 წლის განმავლობაში ეგვიპტესა და ზოგ სხვა ქვეყანაში ადამიანის „სისხლი კეთრის საუკეთესო წამლად ითვლებოდა“. ერთი ექიმის სიტყვებიდან ჩანს, თვითონ რა მეთოდს იყენებდა მეფე ასარხადონის ვაჟის სამკურნალოდ (მეცნიერული თვალსაზრისით იმ დროს ასურეთი ყველაზე პროგრესულ ქვეყნად ითვლებოდა). მან თქვა: „[უფლისწულის] მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა; ჩემს მეფე-ბატონს შეუძლია მშვიდად იყოს. 22-ედღიდან სისხლს ვასმევ და სამი დღე უნდა დალიოს. შემდეგ კიდევ სამი დღე დავალევინებ“. მართალია, ასარხადონს ისრაელებზეც ჰქონდა გავლენა, მაგრამ ისინი ღვთის კანონს იცავდნენ და სამკურნალოდ სისხლს არ იღებდნენ.
რომაელები თუ იყენებდნენ სისხლს სამკურნალოდ? ბუნებისმეტყველი პლინიუსი (მოციქულების თანამედროვე) და მეორე საუკუნეში მცხოვრები ექიმი არეთეუსი აღნიშნავდნენ, რომ ადამიანის სისხლი ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
როგორც ტერტულიანეს ნაშრომებში შეინიშნება (ახ. წ. II და III საუკუნეები), ძველ დროში უმეტესობას არ აწუხებდა ის, რომ სისხლს ჭამდა. ქრისტიანების მიერ სისხლის ჭამის შესახებ ცრუ ბრალდებაზე საპასუხოდ ტერტულიანემ მოიხსენია ტომები, რომლებიც ხელშეკრულებების დადების დროს სისხლს სვამდნენ. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ „არენებზე გამართული საბრძოლო სანახაობების შემდეგ, [ზოგი] მსხვერპლის სისხლს ხარბად ეწაფებოდა . . . რათა ეპილეფსიისგან განკურნებულიყო“.
ასეთი მოქმედება (მაშინაც კი, თუ რომელიმე რომაელი ამას ჯანმრთელობისთვის აკეთებდა) მიუღებელი იყო ქრისტიანებისთვის: „ჩვენ ცხოველთა სისხლსაც კი გამოვრიცხავთ ჩვენი კვების რაციონიდან“, — წერდა ტერტულიანე

ტერტულიანე განაგრძობდა: „ახლა გეკითხებით თქვენ, რა ჰქვია ამას, როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ მათთვის [ქრისტიანებისთვის] ყოვლად მიუღებელია ცხოველთა სისხლიც, თქვენ კი მათ ადამიანის სისხლის სმაში ადანაშაულებთ?“
ერთ წიგნში ნათქვამია: „სისხლს შემდგომშიც ფართოდ იყენებდნენ როგორც მედიცინაში, ისე მაგიაში“ („Flesh and Blood“). «1483 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XI სიკვდილის პირასიყო. „მონარქის მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა; უჩვეულო მკურნალობამაც კი ვერაფერია რგო; გამოჯანმრთელების იმედით მეფე ხარბად ეწაფებოდა ბავშვების სისხლს“».
როგორც ვხედავთ, გასული საუკუნეების მოაზროვნეებს ესმოდათ, რომ ბიბლია კრძალავდა სისხლის მიღებას, მნიშვნელობა არ ჰქონდა ვენაში შეუშვებდნენ მას თუ დალევდნენ. „რა მ ნიშვნელობააქვს, როგორ გამოიყენებ [სისხლს] — ავადმყოფის გამოსაკვებად თუ გამოსაჯანმრთელებლად?!“

დიახ, წარსულში არ იცოდნენ თუ რა იყო სისხლის გადასხმა, მაგრამ ნუთუ არსებობს პრინციპული განსხვავება, თუ როგორი სახით მივიღებთ ორგანიზმში სისხლს: პირიდან თუ რაიმე სხვა გზით? საინტერესოა, რომ მე-2 საუკუნის სხვა ქრისტიანი მოაზროვნე, მინუციუს ფელიქსი, სისხლის სამედიცინო მიზნებით გამოყენებასაც განსჯიდა: «სხვებმა დაცემული ავადმყოფობის კურნება ისწავლეს ადამიანის სისხლით, ანუ დიდი ბოროტებით». ვიცით რა ადრეული ქრისტიანების ასეთი დამოკიდებულება სისხლისადმი, ეჭვიც კი არ შეიძლება არსებობდეს, რომ ისინი არ დასთანხმდებოდნენ ორგანიზმში მისი ქირურგიული მეთოდით მიღებას. იგივე ეხებათ ასევე ძველ ებრაელებს, რომელთაც კონკრეტული კანონი ჰქონდათ: «ოღონდ სისხლს ნუ შეჭამთ: წყალივით დაღვარეთ მიწაზე» კან12:16; 15:23). დააკვირდით, აქ არა მხოლოდ აკრძალვაა, არამედ ასევე მოთხოვნაც: სისხლი უნდა დაიღვაროს, ანუ უნდა მოიშორონ ის. ნათელია, რომ სისხლის ნებისმიერი სხვა სახით გამოყენება ამ მცნების მეორე ნაწილის დარღვევა იქნებოდა.

  ამ ყველაფრიდან კარგად ჩანს, რომ ადრეული ქრისტიანები დაუშვებლად მიიჩნევდნენ სისხლის გამოყენებას მძიმე დაავადებებისაგან განკურნების მიზნითაც კი! ამასთანავე, ქრისტეს მოწაფეები სისხლს არ ჭამდნენ მაშინაც კი, თუ მათ შიმშილით სიკვდილი ელოდათ! ისინი უფრო მზად იყვნენ საკუთარი სიცოცხლეები გაეღოთ, ვიდრე სხვისი სისხლი გამოეყენებინათ.

იეჰოვას მოწმეები უარს არ ამბობენ საერთოდ მკურნალობაზე, არამედ ისეთ მკურნალობას ეძებენ, რომელიც სისხლის გადასხმის პროცედურას არ შეიცავს. ეს დიდი განსხვავებაა როგორც არსით, ისე შემადგენლობით. მოწმეები მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების გამოყენებას მოითხოვენ, რომლებიც არ შეიცავენ სისხლის გადასხმის პროცედურას და ასეთი მეთოდების დიდი რაოდენობა არსებობს; უფრო მეტიც, ისინი უფრო უსაფრთხო და ეფექტურია. ეს გააზრებული რელიგიური პოზიციაა, რომელიც პაციენტის ინფორმირებული არჩევნის უფლების პრინციპს შეესაბამება. ასეთი უფლება – მკურნალობის ფორმის არჩევა – ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობითაა დაცული.


 მოცემულ თემაზე მსჯელობისას მრავალი მცდარად ზღუდავს საკუთარ თავს შეკითხვით «მისცა თუ არა ღმერთმა ადამიანს უფლება, რომ სისხლი გადაისხას საკუთარ ორგანიზმში?» მაგრამ სინამდვილეში, ძირითადი შეკითხვა ცოტა სხვა სახით უნდა ჟღერდეს: სისხლის კონკრეტულად როგორ გამოყენების უფლება მისცა ღმერთმა ადამიანებს? მხოლოდ რა მიზნებისთვის? ბიბლიაში იეჰოვა მხოლოდ ერთადერთ მითითებას იძლევა ამასთან დაკავშირებით – სისხლი მსხვერპლშეწირვისთვის უნდა გამოყენებულიყო (გამონაკლისს ეგვიპტეში ებრაელების მიერ კრავის სისხლით სახლების წირთხლების დანიშვნა იყო, გამოსვლა 12:5-7, 21-23).

თანაც, ეს მითითება მხოლოდ კარვისა და იერუსალიმის ტაძრის მოქმედების დროით იყო შემოფარგლული. ქრისტეს მსხვერპლთან ერთად, რომელმაც საკუთარი სისხლით გამოისყიდა კაცობრიობა ცოდვებისაგან, სისხლის გამოყენების ამ ერთადერთმა შესაძლებლობამაც დაკარგა მნიშვნელობა (ებრაელები 13:20; 1 პეტრე 1:2,18,19).
 ორგანიზმიდან გამოსული სისხლი ყოველთვის მიწაზე უნდა დაღვრილიყო! (კანონი 12:16,23-25; 15:23). არ შეიძლებოდა მისი შენახვა რომელიმე ცალკეულ ჭურჭლებში. სამსხვერპლოსათვისაც კი მხოლოდ მაშინათვე მოკლული ცხოველების სისხლი გამოიყენებოდა

რას ეუბნება ეს ყოველივე თანამედროვე ქრისტიანებს?

 1) ადამიანს უფლება არ აქვს სისხლი ისე გამოიყენოს როგორც მას მიაჩნია სწორად. თუ ადრე, ძველი ისრაელის ეპოქაში ღვთის მსახურებს სისხლის მხოლოდ ერთი მიზნით გამოყენების უფლება ჰქონდათ – სამსხვერპლოზე სასხურებლად, – დღეისათვის ამგვარად გამოყენების საფუძველიც არ არსებობს.
2) ბიბლიური მითითების თანახმად, ორგანიზმიდან გამოსული სისხლი მიწაზე უნდა იქნას დაღვრილი და არა ცალკე სადმე შენახული. გადაწყვეტილებას, რომელიც სისხლთან დაკავშირებით მოციქულებმა მიიღეს, ამ მხრივ არაფერი ახალი არ დაუმატებია. ქრისტიანებს კვლავ შორს უნდა დაეჭირათ თავი სისხლისაგან. ყოველივე ეს, ბიბლიის თვასაზრისით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აზრის შეუმდგარობას, თითქოსდა ქრისტიანებისათვის დასაშვებია სისხლის გადასხმა. «ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს» (მარკოზი 4:9).




სისხლის გადასხმა, ფაქტები, რომლებზე ლაპარაკიც მიღებული არ არის

1) რამდენად საიმედოა სისხლის ვირუსებზე შემოწმების დონე?

 მიუხედავად სისხლის აივ-ზე და ჰეპატიტზე საგულდაგულო კონტროლისა, ექიმებს არ შეუძლიათ სახიფათო ვირუსებისაგან სისხლის აბსოლუტური «სისუფთავის» გარანტიის მიცემა.
«ჩვენ ძალიან კარგად და ყველა წესის დაცვით ვამოწმებთ სისხლს ჰეპატიტზე. მაგრამ მიუხედავად ამისა [დასნებოვნების] სტატისტიკა მომაკვდინებელია» (ა.ი. ვორობიოვი, РАМН-ის ჰემატოლოგიური სამეცნიერო ცენტრის დირექტორი. «Диа-Новости», «მომავალი უსისხლო მედიცინისაა»)

სელივანოვი სისხლის ვირუსებით დასნებოვნების დადგენის სირთულის მიზეზებს ხსნის:
«დონორი შეიძლება იმუნოლოგიური ფანჯრის პერიოდში მოვიდეს, როდესაც სისხლში ვირუსი აქვს, ხოლო ანტისხეულები ჯერ არ წარმოქმნილან, ან მცირე ტიტრში წარმოიქმნენ. ანუ სისტემა მათ ვერ აღმოაჩენს, და ჩვენთვის ასეთი დონორი – უსაფრთხოა. ჩვენ დავამზადებთ სისხლის კომპონენტებს, გადავუსხავთ მათ და ამავდროულად შესაძლებელია, გამორიცხული არაა, პაციენტს დავასნებოვნებთ. ასეთი რამ პერიოდულად ხდება, სამწუხაროდ».

ამრიგად ვირუსულ ინფექციებზე უარყოფითი ანალიზი, რომელიც დონორისაგან სისხლის ჩაბარების მომენტში კეთდება, სისხლში ამ დაავადებების გამომწვევების არარსებობის გარანტიას არ იძლევა. მედიკოსების განცხადებები იმის შესახებ, რომ ჩაბარებული სისხლის უსაფრთხოება, ნახევარი წლის შემდეგ დონორების ხელახალი ვიზიტის წყალობით მოწმდება, თავისთავად დიდ ეჭვებს იწვევს. უკვე მხოლოდ იმიტომ, რომ მოცემული წესი მხოლოდ რეგულარულ დონორებს შეიძლება შეეხებოდეს. ამასთანავე, იმის არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ მსგავსი პირები ნახევარი წლის შემდეგ აუცილებლად წარდგებიან სისხლის გადასხმის პუქტის თანამშრომელი მედიკოსის წინაშე, განმეორებითი სკრინინგისათვის. იმის უამრავი მიზეზები არსებობს, რის გამოც ვერ შეძლებს დონორი ამის გაკეთებას.

სიტუაცია კიდევ უფრო კრიტიკულად გამოიყურება, თუ იმ აღიარებას გავითვალისწინებთ, რომ «მთელი ჩაბარებული სისხლის მნიშვნელოვანი ნაწილი შემთხვევითი დონორებისაგან მიიღება», რომლებიც «მას შემდეგ რაც სისხლს ჩააბარებენ და მის საფასურს მიიღებენ, უბრალოდ ქრებიან». და განმეორებით შემოწმების საშუალებას არ არსებობს .გონივრული შეკითხვა ჩნდება: რა ბედი ეწევა შემთხვევითი დონორებისაგან მიღებულ იმ სისხლს მას შემდეგ, რაც მისი შენახვის ვადა უკიდურეს ზღვარს მიაღწევს, მაგრამ მისი დონორის ხელმეორედ შემოწმება სრულიად შეუძლებელია? თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დღეისათვის მაგალითად  რუსეთში ძალიან მძიმე სიტუაციაა დონორებთან დაკავშირებით (სტატისტიკის მიხედვით, ორჯერ და სამჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე საჭიროა), ძალიან ნაკლებსავარაუდოა, რომ ისეთი მოთხოვნადი პროდუქტი, როგორიც სისხლია, უბრალოდ უნიტაზში გადაღვარონ. მით უმეტეს, რომ, აკადემიკოსი ა.ი. ვორობიოვის სიტყვების თანახმად, «სისხლის გადასხმა ათობით ათასი რუბლი ღირს»ამასთანავე, დონორული სისხლის კარანტინიზაციის საკითხს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი გააჩნია. უხეშად რომ ვთქვათ, კარანტინს ექვემდებარება არა სისხლის ყველა კომპონენტი, არამედ მხოლოდ პლაზმა (გაყინულ მდგომარეობაში). ისეთი დონორული კომპონენტები, როგორებიცაა ერითროციტები, თრომბოციტები და ლეიკოციტები, კარანტინს არ გადიან, ისინი ვერ ინახებიან დიდი ხნის განმავლობაში, რადგან სწრაფად კარგავენ საკუთარ თვისებებს. როგორც პლაზმის შემთხვევაში, «ვირუსულ სისუფთავეზე» შემოწმების პრინციპი, მოცემული კომპონენტების შემთხვევაში ვეღარ გამოიყენება. ამის გამო მედიკოსები რეციპიენტებს ამ კომპონენტებს ისე უსხავენ, რომ სრულიადაც არ არიან ბოლომდე დარწმუნებულნი, რომ მათში სახიფათი ვირუსები ნამდვილად არ არის. 

აი, კერძოდ სულ ესაა. როგორც ვხედავთ, სისხლის კომპონენტების დონორად გახდომა არსებითად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელად ჩათვლიან. რა თქმა უნდა, არავითარი საფუძვლიანი შემოწმება, სისხლის ნახევარწლიანი კარანტინის მსგავსი, მოცემულ შემთხვევაში არ ჩატარდება. ხოლო, როგორც ჩვენ უკვე ვიცით, სისხლის პირველადი ანალიზი ვერანაირად ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ მასში სახიფათო ვირუსები არ არის.
ერთ-ერთი ანდაზა ამბობს: «რამდენიც არ უნდა იძახო «ხალვა», პირი არ დაგიტკბებაო». თუ მის პერეფრაზირებას მოვახდენდით, შეგვეძლო ასე გვეთქვა: რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ მედიკოსებმა: «სისხლი, რომელსაც ავადმყოფებს უსხავენ, შემოწმებულია და სუფთაა ვირუსებისაგან», სამწუხაროდ, რეალური მდგომარეობა სხვაგვარად გამოიყურება. ამის ერთ-ერთ ნათელ მაგალითს ჰემოფილიით დაავადებულების სიტუაცია წარმოადგენს. რითაა ის საყურადღებო? იმით, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ჯგუფს ეკუთვნიან, რეგულარულად უტარებენ სისხლის გადასხმას. და სარგებლობენ იმ პრეპარატებით, რომლებსაც სისხლისაგან ამზადებენ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ჰეპატიტითაა ინფიცირებული. სრულიად უკრაინის ჰემოფილიით დაავადებულთა საზოგადოების თავჯდომარე, ალექსანდრე შმილო, თვლის: "იმ ადამიანთა შორის, რომლებიც უკრაინაში ჰემოფილიით არიან დაავადებულნი, არა ნაკლებ 85% აქვს ჰეპატიტი С და 99% - ჰეპატიტები А ან В".

როგორც ვხედავთ, სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი შოკისმომგვრელი მონაცემები სრულ წინააღმდეგობაში მოდის სისხლის გადასხმის შედეგად ვირუსული დასნებოვნების მიზერული ალბათობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებთან.
ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებენ. და ამ ფაქტების ფართო საზოგადოების ყურამდე მიტანა მიღებული არ არის.

2) სისხლის ტესტის შეზღუდულობა

«დაახლოებით 60 ინფექცია არსებობს, რომელიც გადასხმული სისხლის ან მისი კომპონენტების საშუალებით შეიძლება გადაეცეს, მაგრამ სახელმწიფო, სისხლის მხოლოდ რამოდენიმე ინფექციაზე შემოწმებას ავალდებულებს. სხვა და სხვა ქვეყნებში, სხვა და სხვაგვარად — 4-დან 7-მდე. სისხლის გადასხმისას დანარჩენი ხუთი ათეულით დასნებოვნების შემთხვევაში, არავითარი იურიდიული პასუხისმგებლობა არ არის დადგენილი» (ვლადიმერ ლუკიანჩენკო, კლინიკა «ოჯახის ექიმი»-ს დირექტორი).

სისხლის გადასხმის ვირუსოლოგიური საფრთხის გარდა, საჭიროა ასევე ვისაუბროთ რეციპიენტების მიერ დონორულ სისხლთან ერთად დაავადებების გამომწვევი სოკოების, გელმინტებისა და სხვა სახის პარაზიტების მიღების უკიდურესად მაღალი ალბათობის შესახებ. თანამედროვე მეცნიერებისათვის ცნობილია 250-ზე მეტი სახეობის პარაზიტი, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში შეიძლება "ცხოვრობდეს". ჰემოტრანსფუზიის პროცესისას ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, პარაზიტებს სერიოზული დაავადებების გამოწვევა (კერძოდ, ალერგია, ასთმა, ჰეპატიტი), და ასევე ორგანოებისა და ქსოვილების ერთიანობის ნგრევის პროვოცირება შეუძლიათ, რაც საბოლოო ჯამში სიკვდილს იწვევს.

რეალობაში რას ნიშნავს ეს ფაქტები? იმას, რომ, გადასასხმელად პაციენტისათვის შეთავაზებული ე.წ. შემოწმებული, «სუფთა» სისხლი, სინამდვილეში მხოლოდ ვირუსების რამოდენიმე სახეობაზეა შემოწმებული და აბსოლუტურად არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ დანარჩენი ვირუსებისგანაც სუფთაა (აღარაფერს ვამბობ სოკოებსა და პარაზიტებზე). ასეთი სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გვაგონებს «რუსულ რულეტკას», დაავადებების მრავალრიცხოვანი სახეობებით დასნებოვნების პოტენციური რისკით. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტის (ФМБА РФ) დირექტორის, ევგენი სელივანოვის აღიარების თანახმად, «ყოველთვის არსებობს დასნებოვნების რისკი… სისხლის ყველაზე უსაფრთხო დოზა ისაა, რომელიც არ გადასხმულა».

3) სტატისტიკის პირობითობა

დროდადრო გახმოვანებული სტატისტიკა აივ-ინფექციითა და ჰეპატიტებით რეციპიენტების დასნებოვნების მინიმალური რიცხვების შესახებ, როგორც წესი, მხოლოდ იმ შემთხვევებს მოიცავს, რომლებიც ოფიციალურად იქნენ დაფიქსირებული ან უშუალოდ ავადმყოფის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, ან უშუალოდ გაწერის შემდეგ. ანუ პაციენტის ორგანიზმში სახიფათო ვირუსების შეტანის ის შემთხვევები, რომლებიც, როგორც იტყვიან, ცხელ კვალზე იქნა გაკეთებული. თუმცა რეალური სურათი, როგორც წესი, ავადმყოფის სახლში დაბრუნებიდან გარკვეული დროის შემდეგ ვლინდება: რამოდენიმე თვიდან – რამოდენიმე წლამდე ვადაში. 
თუმცაღა, ჰემოტრანსფუზიის შედეგად დასნებოვნებული ყველა ადამიანი არაა მზად, მედიკოსებთან ხანგრძლივი და დამღლელი იურიდიული ბრძოლის დასაწყებად, თანაც, მოგების განსაკუთრებული შანსის გარეშე. იმის დამტკიცება, რომ ვირუსი ადამიანის ორგანიზმში უშუალოდ საოპერაციო მაგიდაზე წოლისას მოხვდა და არა სხვაგან და სხვაგვარად, გაწერის შემდეგ, - ზეურთულესი ამოცანაა. 

ამასთან დაკავშირებით სამაგალითოა იმ პროცესის შემთხვევა, რომელიც ეკატერინბურგში მიმდინარეობდა ელიტარული კლინიკის სამი ქალბატონი პაციენტის საჩივრის საფუძველზე, სადაც 2011 წელს დონორულ სისხლთან ერთად მათ ორგანიზმში აივ-ინფექცია მოხვდა. მხოლოდ 2016 წლისთვის მოხერხდა ბოლოს და ბოლოს მედიკოსების ბრალის დამტკიცება და კლინიკისათვის ბრალის წაყენება. თანაც, როგორც გაირკვა, დონორი ამავე კლინიკის აივ-ინფიცირებული მედდა ყოფილა. მაგრამ უფრო მეტად რაც იწვევს შოკს, ესაა ის გარემოება, რომ სინამდვილეში რეალურად ინფიცირებულთა რიცხვი შეიძლება 100 ადამიანზე მეტი ყოფილიყო!

მაშ ასე, უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც გვესმის განცხადება იმის შესახებ, რომ სისხლის გადასხმის შედეგად ინფექციებით დასნებოვნების დადასტურებული შემთხვევების პროცენტი – შედარებით დაბალია, უნდა გვესმოდეს, რომ ამგვარ სტატისტიკაში მხოლოდ ოფიციალურად დაფიქსირებული შემთხვევებია შესული. ანუ მხოლოდ ისინი, რომლებიც უშუალოდ სამკურნალო დაწესებულებაში ან გაწერიდან მალევე იქნა დადგენილი, ანდა სასამართლო წესით იქნა დადგენილი. თუმცა, როგორც თავად მედიცინის მუშაკებივე აღიარებენ, თუ რეციპიენტმა ჰემოტრანსფუზიის პროცესში დასნებოვნებული სისხლი მიიღო, მოცემული დასნებოვნების ნიშნები, როგორც წესი, სახლში დაბრუნებიდან საკმაოდ გვიან დაიწყებენ გამოვლინებას. ხდება კი მსგავსი ფაქტების აღრიცხვა და ხვდება ეს ფატები ზემოთაღნიშნულ სტატისტიკაში, თუ თავად ექიმები არ აღიარებენ პაციენტის ინფიცირებაში საკუთარ ბრალეულობას? რაღა თქმა უნდა, არა. მაშინაც კი თუ მსგავსი დაზარალებული გადაწყვეტს, რომ იმ ექიმების წინააღმდეგ, რომლებმაც მას «ბინძური» სისხლი გადაუსხეს, საჩივარი შეიტანოს,ასეთ შემთხვევაში მათი ბრალეულობის დამტკიცება ძალიან რთული იქნება.

4) პრობლემების კომპლექსი

პირობითად ისიც რომ დავუშვათ, რომ პაციენტს ძალიან მაგრად «გაუმართლოს» და მას ვირუსებისაგან, ბაქტერიებისა და პარაზიტებისაგან აბსოლუტურად «სუფთა» სისხლი გადაუსხან, ავტომატურად წამოიწევა სხვა პრობლემა. უჩვეულოდ რთული შემადგენლობის გამო, მეცნიერები სისხლს უნიკალურ ორგანოდ მიიჩნევენ, ერთადერთ ორგანოდ თხევადი სახით. მაგრამ ზუსტად ამ თავისებურებიდან გამომდინარე, სისხლი, რომელიც სხვა ადამიანის ორგანიზმში ხვდება, ამ უკანასკნელის მიერ ისე აღიქმენა, როგორც გენეტიკურად უცხო ორგანო. რეციპიენტის ორგანიზმის იმუნური სისტემის ბუნებრივი რეაქციას ასეთ ჩარევაზე, წარმოადგენს – უარყოფის (უკუგდების) მცდელობა, რომელიც ზოგჯერ ჰემოლითიურ შოკს იწვევს. მაშინაც კი თუ იმუნური სისტემის მხრიდან ჰემოტრანსფუზიაზე ამგვარი მკვეთრი რეაქციის თავიდან აცილება ხერხდება, ისეთი სიმპტომები როგორებიცაა სიცხე, ციება, პირღებინება და სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქციები, ორგანიზმის მიერ უცხო სისხლის მიღებაზე ჩვეულებრივ რეაქციას წარმოადგენს.
განკურნების ნაცვლად ძალიან დიდი უსიამოვნებების ჩუქება შეუძლია»

«სისხლის ჯგუფებით - ისინი 4-ია , პლუს 2 ქვეჯგუფი, -  და რეზუს-ფაქტორით არ მთავრდება ადამიანთა შორის არსებული იმუნოლოგიური განსხვავებები. ამიტომ, სწორად შეთავსებულ სისხლსაც კი შეუძლია იმუნური გართულებების გამოწვევა. ისეთი სისხლის შერჩევა, რომელიც ყველა სახის იმუნური მარკერებით იდეალურად თავსებადი იქნებოდა, შეუძლებელია, ერთადერთი მხოლოდ ერთი და იგივე კვერცხუჯრედული ტყუპისცალისაგან. ისეც ხდება, რომ მშობლების სისხლიც კი არ არის ხოლმე ყველაზე თავსებადი მათი ბავშვისათვის. რადგან სისხლი - ესაა ქსოვილი, და ის, რომ ორგანო გადანერგილი პაციენტები იძულებულნი არიან მთელი ცხოვრების განმავლობაში წამლები მიიღონ, რომლებიც იმუნიტეტს თრგუნავენ, ყველამ იცის» (პ.ა. მურატოვი, ექიმი-რეანიმატოლოგი, სანკტ-პეტერბურგი. ReligioPolis, «უცხო სისხლი»).

«დღეს დავას აღარ იწვევს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ორ განსხვავებულ ადამიანს არ აქვთ აბსოლუტურად ერთნაირი სისხლი, ზუსტად ისევე, როგორც ორი ერთნაირი თითის ანაბეჭდი არ არსებობს. სისხლიც ისევე ინდივიდუალურია, როგორც ადამიანის პიროვნებაა ინდივიდუალური» (ვლადიმერ ლუკიანჩენკო, კლინიკა «ოჯახის ექიმი»-ს დირექტორი).

ვ. ლუკიანჩენკო ასევე სხვა მნიშვნელოვან ნიუანსსაც აქცევს ყურადღებას:

«სისხლი მაშინ წარმოადგენს სისხლს, როდესაც ის ორგანიზმში იმყოფება. როდესაც ორგანიზმს ტოვებს, ის «მავნე აგრესიულ სითხედ» იქცევა. სისხლი — ორგანიზმის განსაკუთრებული ქსოვილია, ის მაშინვე «კვდება», როგორც კი ორგანიზმს ტოვებს. იმის რწმენა, რომ სისხლს გადარჩენა შეუძლია — ეს მხოლოდ და მხოლოდ ექიმის რწმენაა. მაგრამ დადასტურებულია თუ არა ეს რწმენა ფაქტებით? კითხვა: მზად ხართ თუ არა თქვენ, რომ სრულიად ჩააბაროთ თქვენი სიცოცხლე ექიმს, რომელიც დარწმუნებულია, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გადაისხათ სისხლი?»



ალტერნატიული საშუალებებით მკურნალობა:
მას საფუძვლად უდევს 3 პრინციპი


1.ანემიის გადატანა

არსებობს სისხლის გადასხმის 30 ზე მეტი ალტერნატიული საშუალება. უპირველესი მიზანი სისხლდენის შეჩერებაა. ასეთ პაციენტს აღენიშება სისხლში წითელი უჯრედების დაბალი შემცველობა, ანემიის კომპენსაცია შესაძლებელია სისხლის მოცულობის აღდგენით  რადგან ეს სისხლის წნევის შესანარჩუნებლად აუცილებელი ფაქტორია. დღეს ხელმისაწვდომია სისხლის მოცულობის აღმდგენი იაფი პრეპარატები. ამ პრეპარატებით  ადამიანს შეუძლია მწვავე ანემიის ატანა

2.წითელი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირება
მაგალითად იყენებენ გენური ინჟინერიით მითღბულ პრეპარატ ერითროპიეტინს. რომელიც ხელს უწყობს სისხლში წითელი უჯრედების სწრაფად წარმოქმნას 50 % ით.. ის ხელს უწყობს ძვლის ტვინში ერითროპოეზს. რადგან ერითროიდული უჯრედების გადარჩენის დიფერენცირებისა და მომწიფების სტიმულაციას ახდენს, ერითროპოეზის ბოლო ეტაპზე უჯრედები გამოდევნის ბირთვებს და გარდაიქმნება ერითროციტებად რომლებიც შემდეგ სისხლის მიმოქცევის სისტემაში გადადის

3.სისხლის დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანა (სისხლდენის კონტროლი)
მაგ: იყენებენ ელექტრო კოაგულატორებს (მაგ: არგონსხივურ კოაგულატორს). ისინი ქირურგებს ქსოვილის სწრაფი გაჭრისა და სისხლძარღვების სწრაფადვე მოწვის საშუალებას აძლევს. ასევე არსებობს სხვა თანამედროვე პრეპარატები რომლებიც ამცირებს სისხლდენას. ზოგიერთს უშუალოდ სიხლმდენ ქსოვილს ადებენ მაგ: ფიბრინის წებო. ასევე სისხლძარღვთა გაკერვა. მართვითი ჰიპოტენზია( ოპერაციის დროს არტერიული სისხლის საშუალო წნევის შემცირება). ასევე სისხლის დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანაა შესაძლებელი სელსეივერის აპარატით. ამ დროს სისხლს რომელსაც  ქირურგი კარგავს პაციენტისთვის დაკარგული  არ არის . ამ დროს სისხლი არ წყვეტს ცირკულირებას ორგანიზმში. ამ დროს სიხლთან ერთად შემცვლელ სითხესაც უშვებენ.  მთელი ამ დროის განმავლობაში სისხლი განიწყვეტლივ ცირკულირებს,  შედეგად ვიღებთ განზავებულ სისხლს და პაციენტი კარგავს მხოლოდ განზავებულ სისხლს





ახლა კი განვიხილოთ ოპონენტების არგუმენტები რომლებიც სისხლის გამოყენების მტკიცებისთვის მოჰყავთ:

1.პირველი, და ყველაზე ძლიერი მითი სისხლის გადასხმის შესახებ: არსებობს შემთხვევები, როდესაც სისხლის გადასხმის გარეშე თავის გართმევა შეუძლებელია, მხოლოდ სისხლის გადასმას შეუძლია კრიტიკულ დროს ადამიანის სიცოცხლის ხსნა!

პასუხი: ვინც ასეთ განაცხადა აკეთებს 100 % იანი გარანტით უნდა თქვას რომ გადასხმის შემთხვევაში უეჭველად გადარჩება და არანაირი სასიკვდილო დაავადებით არ დასნებოვნება  ამის გარანტიას კი ვერავინ მოგვცემს.შესაბამისად იმის თქმა რომ სისხლის გადასხმა სიცოცხლეა ხოლო არ გადასხმა სიკვდილი თავშივე მცდარია
მოდი ექიმებს მოვუსმინოთ
"მე არ შემიძლია არცერთი შემთხვევის დასახელება, როდესაც ავადმყოფი სისხლის არ გადასხმის გამო მომკვდარიყოს, სამაგიეროდ შემიძლია რიგი შემთხვევების დასახელება, როდესაც ავადმყოფი სისხლის გადასხმის შედეგად მოკვდა." (ა.ი. ვორობიოვი, РАН-ის და РАМН-ის აკადემიკოსი, РАМН-ის ჰემატოგენური სამეცნიერო ცენტრის დირექტორი)

"ისინი ვინც გადაუდებელ ქირურგიაში, ტრამვატოლოგიაში, რეანიმატოლოგიაში მუშაობს, განსაკუთრებით თანამედროვე ცხოვრების რეალიებში, მშვენივრად იციან, რომ მძიმე ავადმყოფების მიღების შემდეგ, უახლოესი საათების განმავლობაში, ჩვეულებრივ კლინიკებში სისხლის მარაგი არ არის.

გასაგებია, რომ არსებობს ერთეული შემთხვევები, როდესაც პაციენტი, რომელმაც უარი თქვა და არ გადაისხა სისხლი, მოკვდა. მაგრამ უმეტეს შემთხვევებში ასეთი ადამიანები იმიტომ დაღუპულან, რომ მათი მდგომარეობა უკვე სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო ან იმის გამო, რომ ექიმებმა არ ინდომეს ან ვერ შეძლეს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება.
ბუნებრივია, რომ მატყუარა პრესა, რომელსაც "სისხლი" და სანახაობა სწყურია, ამ შემთხვევებს მაშინვე ასე აშუქებს: "სექტანტმა რელიგიური მრწამსის გამო სისხლი არ გადაისხა და ამის გამო მოკვდა".

წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს გარკვეული პრეპარატი, რომელიც 50% შემთხვევაში კურნავს გარკვეულ დაავადებას, ხოლო 50% კი, პირიქით, კლავს. შესაბამისად, ზოგი ადამიანი მისი მიღების გადაწყვეტილებას იღებს, სხვები კი – უარს ამბობენ. იქნებოდა თუ არა ამ სიტუაციაში გამართლებული იმ ადამიანების განურჩეველი და შეურაცმყოფელი კრიტიკა, რომლებმაც უარი თქვეს პრეპარატის მიღებაზე? რაღა თქმა უნდა, არა. სისხლთან დაკავშირებით ზუსტად ასეთი სიტუაციაა: ზოგ შემთხვევებში გადასხმა შველის, სხვა შემთხვევებში ის უსარგებლოა (ბოლოდ დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ გადასხმის გაუმართლებლ დანიშვნებზე), მესამე შემთხვევაში – აშკარად საზიანოა, ზოგჯერ კი სასიკვდილო. ამ შემთხვევებს შორის შეფარდება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა, მაგრამ მთლიანობაში იმ სიცოხლეების რაოდენობა, რომლებიც პირდაპირ სისხლის გადასხმის შედეგად იქნა გადარჩენილი, ძალიან მცირეა. ციტირებას გავუკეთებ რუსეთის ერთერთ უდიდეს ჰემატოლოგს, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ა. ი. ვორობიოვს, რომელიც ოფიციალურ წერილში იეჰოვას მოწმეების პოზიციას იცავს:

სტატისტიკა ასევე შემდეგზე საუბრობს. აშშ-ში 1970-იან წლებში მართო ჰეპატიტით, რომელიც გადასხმით იყო გამოწვეული, 3 500 ადამიანი კვდებოდა წელიწადში. თანაც ეს ოცდაათი წლის წინანდელი მონაცემებია, როდესაც ასე ჯერ არ დანავარდობდა შიდსი – თანამედროვე მსოფლიოში სისხლის გადასხმის საწინააღმდეგო ერთერთი მტავარი არგუმენტი. დღეს აივ-ინფექციით ინფიცირებულთა ნახევარი ისეთ ქვეყნებში, როგორც მაგალითად პაკისტანია, გადასხმის შედეგად იქნენ ინფიცირებულნი.
«უკურნებელი დაავადებებით დასნებოვნების რამოდენიმე შემთხვევამ ფართო რეზონანსი გამოიწვია ჟურნალისტების წყალობით. მაგრამ იმ ფაქტების რიცხვი, რომელიც არ ხმაურდება, გაცილებით დიდია. 2005 წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური განვითარების კოლეგიის მონაცემების თანახმად, დარეგისტრირებულია В ჰეპატიტით დასნებოვნების დაახლოებით 1400 შემთხვევა, С ჰეპატიტით - 3500, აივ-ით - 12, მაგრამ ეს ციფრები შეგვიძლია გაბედულად გავამრავლოთ, როგორც მინიმუმ, ათზე. დღეს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ ათასობით ადამიანები, რომლებიც აივ-ით, ვირუსული ჰეპატიტებით, ციტომეგალოვირუსული ინფექციითა და სხვა დაავადებებით დასნებოვნდნენ სისხლის გადასხმის შედეგად, თანაც მრავალ მათგანს წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ დაავადებელები არიან. რუსეთში ამ გზით ინფექციების გავრცელების ზუსტი ოფიციალური სტატისტიკა ჯერ-ჯერობით არ არსებობს» («სამედიცინო მაცნე», «სისხლისა და მისი კომპონენტების უსაფრთხოება»).


. თუ ყურადღებას ჰემოტრანსფუზიის შედეგად მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში დასნებოვნებულთა მონაცემებს მივაპყრობთ და მას მინიმუმზე (!), ანუ ათზე გავამრავლებთ, ჩვენ შოკისმომგვრელ შედეგებამდე მივდივართ. გამოდის, რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იმ ოპერაციებისას, რომლების დროსაც სისხლი გამოიყენებოდა, В ჰეპატიტით დასნებოვნებული იქნა 14000 ადამიანი, ხოლო კიდევ 35000 ადამიანი – С ჰეპატიტით. თანაც ეს კიდევ ყველაზე მოწიწებული მონაცემებია!
 რატომაა ასე, თუ პაციენტი სისხლის გადასხმის შემდეგ კვდება, ყოველთვის მოიძებნება მომხდარის ასახსნელად მრავალი ობიექტური მიზეზი, მაგრამ როდესაც ის სისხლის გადასხმაზე უარის თქმის შემდეგ კვდება, მხოლოდ ერთი მიზეზი მოჰყავთ?
რატომ არ გიყვებათ არცერთი სექტათმცოდნე ისეთ ისტორიებს, როგორიცაა შემთხვევა ვინიპეგის (კანადა) ბავშვთა საავადმყოფოდან, როდესაც იეჰოვას მოწმეების ორ ბავშვს, მშობლების თანხმობის გარეშე გადაუსხეს სისხლი, რის შედეგადაც ისინი დაიხოცნენ, რის შემდეგაც სამედიცინო ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მშობლები მართლები იყვნენ და სისხლის გადასხმის აუცილებლობა არ არსებობდა. არც ასეთი შემთხვევებია ცოტა.

ცნობილმა ბავშვთა ექიმმა ვიტალი ჯულაიმ, რომელიც თვითონაა იეჰოვას მოწმე, არაერთი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა – გადასხმების გარეშე. მაგრამ მის პრაქტიკაში ტრაგიკული შემთხვევებიც იყო. მაგალითად, ერთხელ ის მკურნალობდა ბავშვს, რომელიც მძიმე, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაში იყო. თუმცა ისე მოხდა, რომ მას დროებით სადღაც გასვლა მოუწია და მის არყოფნაში ბავშვს სისხლი გადაუსხეს. ამის შემდეგ მას ყურებიდან სისხლი წამოუვიდა და წუთების განმავლობაში მოკვდა. დაწერეს თუ არა გაზეთებმა მრისხანე სტატიები სათაურებით: «ბავშვი სისხლის გადასხმის შედეგად მოკვდა»? არა, რა თქმა უნდა. თუმცა ასეთი შემთხვევები, მათ შორის ბავშვების მონაწილეობით ხომ – ათასობითაა. მაგრამ მათ შესახებ პრესა არასოდეს არ წერს, იმიტომ რომ ისინი არ ითვლება რუტინულ სტატისტიკად და ამის გამო მათ შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. თუმცა ეს ყოველდღე ხდება მრავალრიცხოვან რაიონულ, ქალაქის და სოფლის საავადმყოფოებში მთელი ქვეყნის მაშტაბით. სამაგიეროდ ყველა – ყველა! – შემთხვევა, სისხლის გადასხმაზე უარის გამო სიკვდილის შესახებ, პრესის და ტელევიზიის მიერ ყველაზე ისტერიკულ ინტონაციებში იქნება ტირაჟირებული. ასეთი არაპროპორციული გაშუქება იშვიათობას სულაც არ წარმოადგენს.

აი რა თქვა ერთერთ სასამართლო სხდომაზე რამნ-ის აკადემიკოსმა ვიქტორ კალნბერზმა:

სამწუხაროდ, სისხლის გადასხმის შედეგად უფრო მეტი სიკვდილი მინახავს, ვიდრე მისი არ გადაუსხმელობით… ვფიქრობ, რომ ახალი ათასწლეულის ქირურგია – ეს იქნება შემნახველი ქირურგია… მე ჩემს კლინიკაში მყავდა - იეჰოვას მოწმე პაციენტები და მე მათ შეხედულებებს ძალიან კორექტულად და დიდი პატივისცემით ვეპყრობი, ისევე როგორც დიდი პატივისცემით ვეპყრობი საერთოდ ადამიანის უფლებებს.

მაგრამ კრიტიკოსები მაინც შეუპოვრად გააგრძელებენ თქვენთვის იმის მტკიცებას, რომ სისხლის გადასხმა – სიცოცხლეა, არ გადასხმა კი – სიკვდილი. კრიტიკოსები არასოდეს მოუყვებიან თავის მსმენელებს იმის შესახებ, რომ მსოფლიოს 150 ქვეყანაზე მეტში  არის 100 ათასზე მეტი ექიმი, რომლებიც მზად არიან ჩაატარონ ოპერაციები სისხლის გადასხმის გარეშე და ამასთანავე კარგი შედეგის გარანტია მოგცენ. კრიტიკოსებს სურთ, თქვენ იფიქროთ, რომ სისხლის გადასხმა სიცოცხლის გადარჩენას უდრის, მაგრამ ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებენ: მაგალითად, აშშ-ში არის საავადმყოფოები, სადაც ყოველწლიურად ასობით ადამიანი იკეთებს უსისხლო ოპერაციას, მათ შორის იეჰოვას მოწმეებიც, და სიკვდილიანობის დონე ასეთ საავადმყოფოებში უფრო დაბალია, ვიდრე საშუალოდ ქვეყანაში! ეს უბრალო ფაქტი კვლავ იმაზე მეტყველებს, რომ გადასხმების რიცხვის შემცირება, ფატალური შედეგების შემცირებას იწვევს, და არა პირიქით.

სექტათმებრძოლნი ასევე დამალავენ თქვენგან იმ ფაქტს, რომ ჩეჩნეთში მიმდინარეობდა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ტრავმატოლოგიის განყოფილების პაციენტთა ერთ ჯგუფს სისხლის კომპონენტებს უსხამდნენ, სხვებს კი – სისხლის შემცვლელებს; შედეგად მეორე ჯგუფში სიკვდილიანობა პირველ ჯგუფთან შედარებით 3-ჯერ შემცირდა, გართულებების რიცხვი კი – 2-ჯერ.
პაციენტი, რომელიც სისხლის გადასხმის გარეშე ოპერაციას თანხმდება, იღებს რაც კი შესაძლებელია, ყველაზე ხარისხიან მკურნალბას

დიახ, ხანდახან იეჰოვას მოწმეები ან მათი შვილები იღუპებიან სისხლის გადასხმაზე უარის თქმის შემდეგ. თუმცა «შემდეგ» და «შედეგად» – ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. შეიძლება იოგურტი შევჭამოთ, სახლიდან გამოვიდეთ, მანქანამ დაგვარტყას და მოვკვდეთ, მაგრამ არავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ სიკვდილი იოგურტიტ მოწამვლის შედეგი იყო. სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით ხშირად ხდება ისე, რომ მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე იეჰოვას მოწმემ უარი თქვა სისხლის გადასხმაზე და შემდგომ გარკვეული დროის შემდეგ დაიღუპა. ის ნებისმიერი მიზეზის გამო შეიძლება მომკვდარიყო: ექიმების არაპროფესიონალიზმი, საჭირო წამლების არარსებობა, ინფექციები, გართულებები და ა.შ. მაგრამ პრესა ამას აუცილებლად ისე წარმოაჩენს, რომ თითქოს გადასხმასა და სიკვდილს შორის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს.
  იეჰოვას მოწმეებს არ სურთ ბიბლიით განსწავლული საკუთარი სინდისისა და ღვთის წინააღმდეგ წავიდნენ,რომელთან ურთიერთობასაც ისინი ძალიან უფრთხილდებიან. მათთვის მთავარი — ღვთის თვალსაზრისია და არა ადამიანების. ამიტომ ისინი უფრთხილდებიან საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, რომლის შენარჩუნებასაც ისინი იმ გზებით ცდილობენ, რომლებიც არ არღვევენ მათ პირად ურთიერთობას ღმერთთან.
  და ბოლოს ექიმების საქმე არაა სუფთა რელიგიურ სფეროში და ადამიანების პირად შეხედულებებში ჩარევა. ისინი ისე უნდა მივიღოთ როგორებიც არიან და პატივისცემით მოვებყროთ ადამიანის პიროვნებასა და მის ფასეულობებს, იმით რომ გამოვიყენებთ საკუთარ პროფესიონალურ შესაძლებლობებს, რათა აღმოვუჩინოთ კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარება ადამიანთა ყველა კატეგორიას, რომელთაც თვითგანსაზღვრისა და სამედიცინო მკურნალობის სახეობის არჩევის კანონიერი უფლება აქვთ.»
მაგრამ მაშინ რა, თუ ჩვენ არჩევნის წინაშე დავდგებით: ან სისხლი გადავისხათ, რითაც ღვთის მცნებას დავარღვევთ, ან მოვკვდეთ? იესო როგორ პასუხს გასცემდა ამ შეკითხვას? როგორს და აი ასეთს:
ვისაც სურს თავისი სულის ხსნა, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემი და სასიხარულო ცნობის გულისთვის დაკარგავს სულს, იხსნის მას.  (მარკოზი 8:35)
ფანატიკოსი იყო იესო? არა, ის ყველაფერს ღვთის თვალით უყურებდა. ღმერთს შეუძლია ადამიანი მკვდრეთით აღადგინოს, თუ ის მისი ერთგული დარჩება. ქრისტიანი ხარ? გჯერა ამის? ეს იოლი შეკითხვები არაა მათთვის, ვისთვისაც ღვთისადმი რწმენა მხოლოდ ფორმალობაა.
ასევე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქართველოში და ზოგ ქვეყანაში მოწმეებისა და სისხლის გარშემო შექმნილი პრობლემა, ხელოვნურადაა გაბერილი. რეალური შემთხვევები, როდესაც ვინმე დადასტურებულად იმისაგან მოკვდა, რომ მას სისხლი არ გადაუსხეს, ერთეულებია, სამაგიეროდ სისხლის გადასხმის შედეგად, საშიში ინფექციების და ლეტალური შედეგების რიცხვი უზარმაზარია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ პრობლემის 99%  საეკლესიო-პროპაგანდულ ხასიათს ატარებს, და მხოლოდ 1% – სამედიცინო-სამართლებრივს. მოდით ამ თემის რამოდენიმე ასპექტი განვიხილოთ.
ზოგიერთ ებრაულ წრეებში უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე. მრავალი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც ციმბირში ებრაელები უარს ამბობდნენ ირმის სისხლის დალებაზე, რომელიც ვიტამინებით მდიდარია, და ავიტამინოზით კვდებოდნენ. იუდაიზმში და ისლამში დიდი დავები მიდის ორგანოების გადანერგვის საკითხებთან დაკავშირებით. წინადაცვეთისაგან მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად 117 ადამიანი კვდება, ძირითადად ჩვილები (THYMOS: Journal of Boyhood Studies, Vol. 4, No. 1, Spring 2010, 78-90). ან ავიღოთ ისლამის ისეთი წესი, როგორიცაა გვამის გაკვეთის აკრძალვა – კვლავ იურიდიული, სამედიცინო და ეთიკური პრობლემების მთელი კონა. ისლამში სპირტის აკრძალვის გამო რატომ არავინ სცემს განგაშის ზარებს? და საერთოდ, მართლმადიდებლობაშიცაა ცნობილი ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები რელიგიური თვალსაზრისით უარს ამბობდნენ მკურნალობაზე და იხოცებოდნენ. მართლადიდებლობაში აკრძალულია აბორტები, რომლებიც ზოგიერთ სიტუაციებში აუცილებელია დედის სიცოცხლის გადასარჩენად. ამგვარად, სამედიცინო-სამართლებრივი პრობლემატიკა მრავალ რელიგიაში არსებობს, თუ ყველაში არა, მაგრამ ის არსად არ იწვევს ისეთ დიდ აღშფოთებას, როგორსაც საქართველოში, სადაც ის მოხერხებულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად გამოიყენება, არასასურველი რელიგიური უმცირესობებია წინააღმდეგ.

ამავდროულად, საკითხს თუ ბიბლიური პრინციპების თვალსაზრისით შევხედავთ, მაშინ მსგავსი პრეტენზიების წამოყენება, ალბათ, ღვთის სხვა მრავალი მოთხოვნებისადმიც შეიძლება. მაგალითად, ჰუმანურია თუ არა ქრისტიანისათვის არ ჭამოს დამხვრჩალი ან სისხლის ძეხვი, როდესაც შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას? (საქმეები 15:20,29). რამდენად ჰუმანურია ღმერთმა ქრისტიანს სისხლის დალევა აუკრძალოს, თუ ის წყურვილის გამო სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას? (ლევიანები 17:10-12). ჰუმანურია თუ არა ჯადოქრებთან და ექსტრასენსებთან მიმართებით არსებული აკრძალვა, მაშინ როდესაც ავადმყოფს არანაირი შანსი არ აქვს, რომ ტრადიციული მედიცინის დახმარებით დაამარცხოს მძიმე დაავადება? (კანონი 18:10-12). ჰუმანურია თუ არა ქრისტიანის მიმართ არსებული მოთხოვნა, რომ დაქორწინდეს «მხოლოდ უფალში», თუ ის თავის კრებაში ვერ პოულობს შესაფერის ცხოვრების თანამგზავრს? (1 კორინთელები 7:39). და ასე შემდეგ…
 ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ ასეთი ფონის შემთხვევაში ბიბლიური მითითებებისა და პრინციპების უდიდესი ნაწილის მიკუთვნება შეიძლება «არაჰუმანურის» კატეგორიისადმი. კერძოდ, ლუკას 14:26,27, იოანეს 12:25 ან მათეს 10:16-22. თავად ქრისტიანის სიცოცხლის ღვთისათვის მიძღვნის იდეა, არანაირად არ ჯდება ჰუმანიზმის ჩარჩოებში. ისევე, როგორც ზემოთ დასმული შეკითხვაც…
ასერო იეჰოვას მოწმეების დადანაშაულება უსაფუძვლოა

შეკითხვა:  არ გეჩვენებათ, რომ ისინი, ვინც ჰემოტრანსფუზიის ნეგატიურ შედეგებს უფრთხიან, ძალიან ამუქებენ  ფერებს? 
ყველაზე თანამედროვე საზღვარგარეთული აპარატებიც კი, სისხლს მხოლოდ 7-8 დაავადებაზე ამოწმებენ, ყველაზე გავრცელებული 40 დაავადებიდან.
თანაც, ამ 7-8 დაავადების აღმოჩენის პროცენტი არ შეადგენს 100%-ს. ჩვენს ჩამორჩენილ ქვეყანაზე რაღა უნდა ვთქვათ? თანაც ნახევარწლიან ინკუბაციურ პერიოდსაც თუ გავითვალისწინებთ, როდესაც, მაგალითად, იმავე შიდსის ამოცნობაც კი შეუძლებელა? თანაც თუ იმასაც გავიხსენებთ, თუ რა კატეგორიის ადამიანები აბარებენ ძალიან ხშირად სისხლს, პირადად მე ჟრუანტელი მივლის. სხვისი კბილის ჯაგრისით თუ გაიხეხავდით კბილებს? ფუუ, რა თქმა უნდა, არა! და "ბომჟის", ლოთის ან ნარკომანის სისხლის გადასხმა არ იწვევს თქვენში ზიზღს?

შეიძლება ვინმემ კარგი, მე არაფერი ვიცი, მაგრამ ნუთუ ექიმებმაც არ იციან, რომ სისხლის გადასხმა ასეთი სახიფათოა?
იციან, თანაც ძალიან კარგად. მაგრამ ისინი ამის შესახებ თქვენ არაფერს გეტყვიან, თუ თქვენ არ ჰკითხავთ 

გარდა ამისა ვის ეხალისება ყოველ ჯერზე ამ ახალი, პროგრესული მეთოდებით აიტკიოს თავი? სისხლის გადასხმა უფრო იოლია, ხოლო თუ რამე ისე ვერ წავიდა როგორც საჭიროა, თავის მართლების მიზეზებს რა დალევს, ყველაფერი ხდება... ექიმისათვის თავის საქმეში გაუმჯობესება - უფრო მეტი სიცოცხლის ხსნას ნიშნავს, ხოლო ყველაფრის ძველებურად კეთება - საკუთარი თავის არასაჭირო რისკებისაგან ხსნას.




დასკვნები:

1. ექიმებს ისეთი საშინელი ვირუსებისგანაც კი არ შეუძლიათ სისხლის «სისუფთავის» გარანტირება, როგორებიცაა აივ-ი, В და С ჰეპატიტი და სიფილისი. სეროდიაგნოსტიკას არ ძალუძს მათი აღმოჩენა ე.წ. ნაცრისფერი ნეგატიური ფანჯრისას, რომელიც ნახევარ წლამდე გრძელდება! შედეგად, როგორც ექიმები, ისევე პაციენტები, შეიძლება დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ აბსოლუტურად სუფთა და «შემოწმებული» სისხლის გადასხმა ხდება, მაშინ, როდესაც სინამდვილეში ის სისხლი, რომელიც საოპერაციოებს სისხლის გადასხმის ცენტრებიდან მიეწოდება, დიდი ალბათობით შეიძლება ვირუსების მატარებელი იყოს.

2. დონორული სისხლის შემოწმების ტესტური ნორმატივები, როგორც წესი, მხოლოდ ისეთი დაავადებების გამომწვევების გამოვლინებას ეხებიან, როგორებიცაა აივ-ი, В და С ჰეპატიტი და სიფილისი. თუმცაღა ათობით სხვა სახიფათო ვირუსებზე, დაავადების გამომწვევ სოკოებსა და პარაზიტებზე, რომლებიც ჰემოტრანსფუზიის საშუალებით გადაეცემიან, ტესტური ლაბორატორიები სისხლს არც კი ამოწმებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფორმალურად (!) ის დონორული სისხლი, რომელიც რეციპიენტს გადასასხმელად ეძლევა, შეიძლება «სუფთად» ითვლებოდეს, სინამდვილეში კი, მრავალი სახის დაავადებების გამომწვევ ვირუსებსა და პატაზიტებს შეიცავდეს.

3. მედ-მუშაკების განცხადებები იმის შესახებ, რომ სისხლის გადასხმის შედეგად დასნებოვნების რეალური რიცხვი, შედარებით დაბალია, როგორც წესი, შეეხება მხოლოდ აივ-ის, В და С ჰეპატიტისა და სიფილისის გადაცემის შემთხვევებს, და იგნორირებას უკეთებს ათობით სხვა სახიფათო ვირუსებით დასნებოვნების მაგალითებს. ამასთანავე მხოლოდ იმ მონაცემების დაფიქსირება ხდება, რომლებიც ჰემოტრანსფუზიის გამოყენებით ჩატარებული ოპერაციიდან უშუალოდ ახლო პერიოდში იქნა დაფიქსირებული. თუმცა, როგორც თავად მედიცინის სპეციალისტებივე ამბობენ, პაციენტის ორგანიზმში დონორულ სისხლთან ერთად სახიფათო ვირუსების შეყვანიდან, დასნებოვნების პირველი ნიშნების გამოვლინებამდე, «საკმაოდ დიდი დრო გადის» (რამოდენიმე თვიდან - რამოდენიმე წლამდე). შედეგად ძალიან რთული ხდება იმის დამტკიცება, რომ დაავადების გამომწვევი ზუსტად სისხლის გადასხმის შედეგად იქნა მიღებული და არა სადმე სხვაგან და სხვა დროს. შედეგად, მსგავსი შემთხვევები ოფიციალურ სტატისტიკაში არ ხვდება.

4.რეციპიენტის ორგანიზმში ჰემოტრანსფუზიის საშუალებით დაავადებების გამომწვევი ვირუსების
მოხვედრის პრობლემას იგნორირებაც რომ გავუკეთოთ, სერიოზულ პრობლემათა რიცხვში კვლავ რჩება იმუნური სისტემის რეაქცია დონორულ სისხლზე, როგორც უცხო სხეულზე. უცხო სისხლის უკუგდებას, ისევე როგორც ავადმყოფის იმუნური სისტემის მკვეთრ დასუსტებას, შეუძლია არა მხოლოდ სერიოზულად დაასუსტოს მისი ჯანმრთელობა, არამედ ლეტალური შედეგიც კი გამოიწვიოს.



სხვა კითხვები სისხლის გადასხმის შესახებ


1.1კრ10:25-27თქვა პავლემ ამ ტექსტში, რომ ქრისტიანებს შეეძლოთ სისხლის ჭამა? არა. . და საიდან ვიცით ეს? ჩვენ უბრალოდ უნდა წავიკითხოთ შემდეგი მუხლი
(1 კორინთელთა 10:28). "
მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: „ეს მსხვერპლშენაწირია“, ნუ შეჭამთ ნურც იმის გულისთვის, ვინც ეს გაგიმხილათ, და ნურც სინდისის გამო

 ქრისტიანი, შესაბამისად, არ იყო ვალდებული ეკითხა მისი წარმოშობა.
როგორც ეს კერპთშენაწირის ჭამის დაშვებას არ ნიშნავს მსგავსადვე არ ნიშნავს სისხლის მიღების თანხმობას.

იესო ქრისტეს სიტყვები პერგამოსა და თიატირის კრებების მიმართ ასევე ცხადყოფს, რომ ასეთი კანონი არ იყო „დროებითი შეთანხმება“. ისინი მიუთითებენ, რომ ზოგიერთმა ვერ შეასრულა სამოციქულო ბრძანებულება და არ განთავისუფლდა კერპებისთვის შესაწირავისაგნ

(გამოცხადება 2:14,20). ””

ამრიგად, ნათელია, რომ კერპთაყვანისმცემლურ ცერემონიებში მონაწილეობის მიღება არ იყო "დროებითი შეთანხმება", არც სისხლისა და სიძვისგან თავის შეკავება არ იყო დროებითი

2.რატომ იღებთ იმ პრეპარატებს რომლებიც სისხლის შემცვლელებად სახელდება და შეიცავს რაგაც კომპონენტებს სისხლისა?ან რატომ არის აკრძალული ისეთი კომპონენტები, როგორიცაა თრომბოციტები და სისხლის თეთრი უჯრედები (სისხლის მოცულობის 1%), ხოლო ალბუმინის უფრო დიდი კომპონენტი (2.2%) დაშვებულია, ეს არ არის წინააღმდეგობრივი?

ბიბლია არ აკონკრეტებს, ეხება თუ არა სისხლის აკრძალვა მეორეხარისხოვანი კომპონენტებს.
მოწმეები, რომლებიც არჩევენ ფრაქციის მიღებას, დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი არ არღვევენ სისხლის მცნებას. მათთვის, ფრაქციის ნაწილი არ არის სისხლი, ისევე როგორც წყალბადი და ჟანგბადი მხოლოდ წყალი არ არის. ამასთან, სხვებს ურჩევნიათ უარყონ ყველაფერი, რაც სისხლის წარმოშობისაა, მაშინაც კი, თუ მას არ შეიძლება ეწოდოს "სისხლი

მაგალითად, რისგან არის კვერცხი?ის, რომ ზოგი ადამიანი იყენებს ალბუმინს, როგორც დიეტურ ცილებს, ფიზიკური ვარჯიშისას კუნთის გასაზრდელად, ეს ნიშნავს, რომ ის კვერცხს მოიხმარს? არა,  ამ შემთხვევაში ისინი კვერცხის ნაწილები იქნებოდნენ, მაგრამ ერთი ცილა არ შეესაბამება კვერცხს,  ის სხვადასხვა საკვები ნივთიერებებისგან შედგება . ამის გამო, ბევრი თავს იკავებს კვერცხის მოხმარებისგან , რადგან ისინი შეიცავს ცხიმებს, ამიტომ ზოგიერთს ურჩევნია, ექსკლუზიურად გამოიყენოს ცილა.ანალოგიურად, მეორე ხარისხის ფრაქციების გამოყენება არ წარმოადგენს მთელ სისხლს, რადგან ის ბევრ ერთეულს შორის მხოლოდ ერთ კომპონენტს წარმოადგენს
ისევე როგორც ცალკე აღებული ზამბარა ან მეტალი არ არის იარაღი.
სისხლის პლაზმა შეიცავს მრავალ ჰორმონს, არაორგანულ მარილებს, ფერმენტებს და საკვებ ნივთიერებებს — მინერალებსა და შაქარს თუმცა ეს ნივთიერებები სისხლი არ არის.

პლაზმა თავისთავად 90% - წყლისგან შედგება, და ყველა დათანხმდება, რომ წყალი არ არის სისხლი.
ზოგიერთ ფრაქციას დედასთან მუცლადყოფნისას იღებს შვილი
ორსული ქალის სისხლის პლაზმის ცილები (ფრაქციები) გადადის ჩანასახის სისხლში, რომელსაც დამოუკიდებელი სისხლის მიმოქცევის სისტემა აქვს. ამგვარად, დედა იმუნოგლობულინს გადასცემს შვილს, რითაც მას ასე ძვირფასი იმუნიტეტით უზრუნველყოფს. თავის მხრივ, როდესაც ჩანასახის წითელი უჯრედები თავისი ნორმალური სიცოცხლის ციკლს დაასრულებს, მასში შემავალი ჟანგბადის მატარებელი ნივთიერება გარდაქმნას განიცდის. მისი გარკვეული ნაწილი გარდაიქმნება ბილირუბინად; ეს უკანასკნელი პლაცენტის გავლით დედის ორგანიზმში ხვდება და მისი ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებთან ერთად გამოიყოფა.

ამრიგად ზოგმა ქრისტიანმა შეიძლება დაასკვნას, რომ, ვინაიდან სისხლის ფრაქციები ბუნებრივად შეიძლება ერთი ადამიანის ორგანიზმიდან მეორეში გადავიდეს, მათაც შეუძლიათ მიიღონ სისხლის ფრაქციები, რომლებიც სისხლის პლაზმიდან


3.ადრე არ არსებობდა გადასხმაო
მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბიბლიური პრინციპები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა მიმდინარე მოქმედებებთან დაკავშირებით. კანონში ეწერა : „არ უნდა იყოს არავინ თქვენს შორის, ვინც ყენებს მაგიას, ან ჯადოქარობას  ვიტყვითრომ ეს არ ეხება ტელევიზიით ჯადოქრობისა და მაგიის ყურებას?რადგან ბიბლიურ დროში არ იყო ტელეფონები და ტელევიზია? არცერთი რაციონალური ადამიანი ამას არასდროს გააკეთებს! მაგრამ რატომ უშვებენ ადამიანები ამ ტიპის არგუმენტებს, როდესაც საქმე ეხება ბიბლიურ კანონს სისხლის წინააღმდეგ?


აკრძალვის მიზეზი არის არა ის , როგორ ჭამ ან გადასცემ მას, არამედ თვით სისხლშია ,
აკრძალვა სისხლის არ ჭამის  ეხება არა მხოლოდ ცხოველების სისხლს, არამედ ადამიანის სისხლს. აკრძალვის მიზეზი არა მისი ჭამა არის, არამედ თავად სისხლი და ის, რაც მას წარმოადგენს.

თუ ცხოველთა სისხლი არ შეიძლება იქნას გამოყენებული რადგან  ცხოველების სიცოცხლეა წარმოდგენილი სისხლით  მსგავსადვე ადამიანის  სისხლი წარმოადგენდეს ადამიანის სიცოცხლეს.და დაუშვებელია მისი მიღება

ვინც ადამიანის სისხლს სვამს, ვამპირია და არა ქრისტიანი
ამრიგად .იმის თქმა, რომ სისხლის აკრძალვის კანონი არ შეიცავს გადასხმას, რადგან ის იმ დროს არ არსებობდა ეს იქნებოდა ივივეს  თქმა, რომ კანონი "არ მოკლა არ გულისხმობს ვინმეს ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობას, რადგან ის იმ დროს არ არსებობდა.

4.ცხოველების სისხლის დალევა მოითხოვს მათ სიკვდილს.სისხლის გადასხმა არ საჭიროებს მათ სიკვდილს.
სისხლშია მთავარი არსი და არა რა მდგომარეობაში იმყოფება სისხლის მქონე ობიექტი

5.იმის გათვალისწინებით, რომ გაჭირვებულ ისრაელს შეეძლო ეჭამა ცხოველი, რომელიც მოკვდა [ლევ. 17:15]  რატომ არ იღებენ მოწმეები საჭიროების შემთხვევაში სისხლს?
 ღმერთმა იცოდა, რომ ისრაელელს უნებურად შეეძლო მოსვლოდა ასეთი შეცდომა.ამრიგად, ლევიანების 17:15 შეიძლება გავიგოთ, როგორც ამგვარი შეცდომის მაგალითი ლევ 17:16.
ვინც განზრახ გააკეთებდა რამეს ის მკაცრად ისჯებოდა. (რიცხვები 15:30,31) ეს საქმეები 21:25

6.თუ მოწმეები ამბობენ, რომ უნდა დაიღვაროს სისხლი, რომელიც სხეულიდან გამოდის, რატომ აკეთებენ სისხლის ანალიზს?ანალიზის შემდეგ სისხლი იღვრება იგი არ გამოიყენება ორგანიზმში გადასხმისთვის

7.როდესაც ხორცს მაღაზიაში ყიდულობთ, ის სისხლით გაჟღენთილია. ამ გზით სისხლს ჭამთ.
პასუხი:
 .[იეჰოვას მოწმეები არ ჭამენ უმ ხორცს, ისინი ჭამენ  მოხარშულ ხორცს რომელსაც სისხლი არ აქვს
მსგავსადვე მოკლულ ცხოველს რომელსაც სისხლს აცლიდნენ იარაელში რაღაც უჯრედი შეძლება დარჩენილიყო მაგრამ იღებდნენ.და ეს არ ეწინააღმდეგებოდა აკრძალვას
კანონი მორალური იყო და არა ბიოლოგიური
8.წარსულში იეჰოვას მოწმეებს ნეგატიური დამოკიდებულება ქონდათ ვაქცინების მიმართ
მაგრამ შემდგომ შეიცვალა შეხედულება
ხომ შეიძლება მსგავსად შეიცვალოს სისხლზეც?

პასუხი: ვაქცინების საკითხთან დაკავშირებით, მოწმეების პოზიცია ემყარებოდა იმ დროს გაბატონებულ სამედიცინო პოზიციას  რომელიც ასევე წინააღმდეგი იყო ასეთი უაღრესად საშიში პროცედურების . ასეთი დამოკიდებულება - მოწმეების და ექიმების მიმართ - შეიცვალა, როგორც კი ამგვარი თერაპიები გახდა უსაფრთხო. გადასხმის შემთხვევაში, მოწმეების პოზიცია არ ასახავს გაბატონებულ სამედიცინო მდგომარეობას, არამედ ბიბლიურ სწავლებას.

9.“ (საქმეები 15:29).იეჰოვას მოწმეების აზრით, სისხლის კანონისადმი დაუმორჩილებლობა შედარებულია სექსუალური უზნეობის პრაქტიკასთან. თუმცა, მათი თქმით, მათ ინდივიდუალური სინდისის საშუალებით შეუძლიათ გადაწყვიტონ, გამოიყენონ თუ არა სისხლის ფრაქციებს. მაშ, შეიძლება გამოიყენოს ქრისტიანმა „სექსუალური უზნეობის ფრაქციები“, ანუ შეუძლია გააკეთოს რაიმე სექსუალური პრაქტიკა მანამ, სანამ ეს არ არის თვით სექსუალური აქტი?
პასუხი
არარელევანტური შედარებაა. სისხლის ფრაქციები არ არის სისხლი, ისევე როგორც  ცალკე აღებული ზამბარა და მეტალი არ არის იარაღი. რადგან ჩვენ წმინდა წერილებში
ამის მაგალითია "კერპებისაგან თავის შეკავების მაგალითი.

ქრისტიანები თავს იკავებდნენ კერპის ნებისმიერი ნაწილისგან, რომელიც ლოგიკურად იყო აღიარებული კერპად.იგივე ხდება სისხლთან მიმართებით. ქრისტიანები თავს იკავებენ ნებისმიერი ნაწილისგან, რომელიც  ლოგიკურად განიხილება როგორც სისხლი.

დარწმუნებული ვარ, იქნებოდნენ ისეთებიც, რომელთა სინდისიც ხელს უშლიდა კერპის თუნდაც მცირე ნაწილების გამოყენებას.

სხვებს არ ექნებოდათ პრობლემა "რომელიმე" ნაწილის გამოყენების, რომელიც აღარ იყო კერპის სახელით. ყველა ეს არჩევანი სწორი იქნებოდა და თითოეულს ექნებოდა ლოგიკური მიზეზები, რის გამოც მათ მიიღეს გადაწყვეტილებები.   ბიბლიური პრინციპები მხოლოდ იმ ნაწილებზე ვრცელდება, რომლებიც გონივრულად შეიძლება იყოს  კერპი.

ახლა ქრისტიანებმა "თავი უნდა შეიკავონ" კერპებისგან სრულად, მათ არც კი შეეხონ (2 კორ. 6: 15-17; ეს. 52:11). თუმცა, თუ კერპი დაიშალა და ნაწილი გამოიყენებოდა ხელოვნების ნიმუშად, ქრისტიანებს, რა თქმა უნდა, პრობლემა არ ექნებოდათ. იგი კერპი აღარ არის.მსგავსადცეა სისხლის შემთხვევაშიც

10.თუ იეჰოვას მოწმეებს არ შეუძლიათ სისხლი მიიღონ, რატომ შეიძლება ღვიძლის გადანერგვა, თუ ღვიძლის 60% -ზე მეტი სისხლი შედის?
, ღვიძლი არის სრული და ჩამოყალიბებული ორგანო, რომელსაც აქვს საკუთარი ფუნქცია სხეულში და არ შეიძლება "დაიღვაროს", როგორც ეს შეიძლება იყოს სისხლი. (წაიკითხეთ ლევიანები 17: 13-14). კიდევ ერთი დეტალი, რომლის თანახმად, აკრძალვის მიზეზი მორალურია და არა ბიოლოგიური. ღვთის კანონი, რომელიც კრძალავს სისხლის გამოყენებას, არ მოითხოვს ყველა სისხლის უჯრედს მოხმარებას. უბრალოდ ნათქვამია: „... მხოლოდ ჭამა ცხოველის ხორცი მისი სისხლით, ეს არის მისი სიცოცხლე.“ (დაბადება 9: 3, 4). თუ საჭირო იყო თითოეული სისხლის უჯრედების ამოღება, ასეთი კანონი იქნება ალოგიკური, არაპრაქტიკული და, შესაბამისად, უსარგებლო
გონივრულად გადაწურვის სისხლი, რომელიც შეიძლება დაიწიოს, ღვთის ერთგული მსახურები გამოიჩენენ პატივისცემას იმ ფაქტზე, რომ სიცოცხლე - რომელიც წარმოადგენენ სისხლს - ქმნიდა შემოქმედიდან და იბრუნებდა მას. სინამდვილეში, არ ყოფილა ბიოლოგიური მოთხოვნა, რომ ამოიღონ ყოველი სისხლის უჯრედი ხორციდან, არამედ ზნეობრივი მოთხოვნა მიიღონ იმის აღიარებით, რომ სისხლი წმინდაა და მიეკუთვნება შემოქმედს და, შესაბამისად, მან აუკრძალა სისხლის გამოყენება. იგივე თანმიმდევრული პრინციპი ეხება ორგანოთა გადანერგვას.



11.მოწმეები თვითნებურად წყვეტენ, რომ გარკვეული კომპონენტები დაშვებულია, რადგან ისინი ძალიან მცირე რაოდენობითაა. თუმცა, ისინი კრძალავენ სისხლის თეთრი უჯრედებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეადგენენ სისხლის მოცულობის მხოლოდ 1%-ს. ეს არ არის წინააღმდეგობა?

პასუხი: საკითხი არ არის სისხლის რაოდენობა დიდი თუ მცირე (მოწმეები თანმიმდევრულად უარყოფენ მთლიან სისხლს და მის ძირითად კომპონენტებს, დიდს თუ პატარას), არამედ ის არის რომ არის თუ არა კომპონენტების ფრაქციები სისხლი.მოწმეები, რომლებიც გადაწყვეტენ ფრაქციის მიღებას, დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი არ არღვევენ სისხლის შესახებ ბრძანებას. ფრაქციის ნაწილი მათთვის სისხლი არ არის, ისევე როგორც წყალბადი და ჟანგბადი თავისთავად წყალი არ არის. სხვებს კი ურჩევნიათ უარი თქვან ყველაფერზე, რასაც სისხლიანი წარმოშობა აქვს, მაშინაც კი, თუ მას ცალსახად არ შეიძლება ეწოდოს „სისხლი“.

12.ორგანიზაცია ასევე კრძალავს სისხლის ნებისმიერი ძირითადი კომპონენტის გადასხმას: სისხლის წითელი უჯრედები, სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები), თრომბოციტები ან პლაზმა, მაგრამ უშვებს უმნიშვნელო კომპონენტებს, როგორიცაა ალბუმინი, იმუნოგლობულინები და ა.შ. რა უფლებამოსილებით წყვეტს „საგუშაგო კოშკი“ სისხლის რომელი კომპონენტია ძირითადი და რომელი უმნიშვნელო?
პასუხი მოწმეები არ იყენებენ პარამეტრებს იმის დასადგენად, თუ რომელი კომპონენტებია ძირითადი ან უმნიშვნელო. ვინც ამას კითხულობს, ალბათ სკოლაში შეისწავლა, რომ სისხლის ოთხი კომპონენტია სისხლის წითელი უჯრედები, სისხლის თეთრი უჯრედები, თრომბოციტები და პლაზმა .  ეს არ არის მოწმეების ფაბრიკაცია . ასე რომ, კითხვა მეცნიერებს უნდა დაუსვან და არა მოწმეებს.
მოკლედ, სისხლი განისაზღვრება, როგორც სითხე, რომელიც მოიცავს პლაზმას, სისხლის წითელ და თეთრ უჯრედებს და თრომბოციტებს. მაშასადამე, თითოეული ეს ნაწილი თავისთავად არის სისხლის ძირითადი კომპონენტი და ამიტომ მიჩნეულია არასათანადო. და კომპონენტების კომპონენტები? ისევ სისხლია? ეს არის თითოეული მოწმის პირადი გადაწყვეტილება და ზუსტად ის, რასაც ჩვენი პუბლიკაციები აკეთებენ არ არის ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებაზე პრეტენზია, არამედ პირიქით: მიანდეთ ეს თითოეულის სინდისს.

13.რატომ არის აკრძალული სისხლის თეთრი უჯრედები (ან ლეიკოციტები), როდესაც ცნობილია, რომ ისინი ცირკულირებენ მთელ  არა მხოლოდ სისხლში, არამედ გადანერგილორგანოში ან ნ დედის რძე ში გადანერგვა და რძეც არ უნდა აიკრძალოს?

ლეიკოციტები, სამედიცინო მეცნიერების მიხედვით, სისხლის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია ; მაგალითად, Espasa- ს ლექსიკონი ლეიკოციტს განსაზღვრავს, როგორც "სისხლის თეთრ უჯრედს". და ამბობენ, რომ ისინი ცირკულირებენ ძირითადად სისხლის მეშვეობით , თუმცა მათ შეუძლიათ აგრეთვე გადაკვეთონ სისხლძარღვების კედლები და იმოქმედონ ქსოვილებზე; ამიტომ არის თანმიმდევრული აკრძალვის შენარჩუნება (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკაში ლეიკოციტების გადასხმა ჩვეულებრივ არ ხდება). 
ცალკე შემთხვევაა რძის ლეიკოციტები. ისინი განსხვავდებიან სისხლის ლეიკოციტებთან და განსხვავდებიან თავიანთი ფუნქციებით. ფაქტობრივად, მათი გამოყენება თერაპიებში არ შეიძლება, ლეიკოციტების გადასხმა რძიდან ლეიკოციტების ინექციით არავის შეეძლო. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მას შემდეგ ბიბლიური აკრძალვა დაკავშირებულია სისხლთან და არა რძესთან , იეჰოვას მოწმეები უარყოფენ მხოლოდ ლეიკოციტებს სისხლიდან და არა იმ ლეიკოციტებს, რომლებიც შეიძლება იყოს რძეში ან ტრანსპლანტაციის ორგანოში  ან ცხოველებში  რომლებსაც ჩვენ ვჭამთ (თუ შემთხვევით არის ლეიკოციტები ან სისხლის სხვა კომპონენტები. სხვაგან ქრისტიანს არ სჭირდება აკვიატება; როცა ისრაელებს უბრძანეს ცხოველების სისხლდენა, ყველამ იცოდა, რომ სისხლის კვალი ყოველთვის რჩება ხორცში; მაგრამ საკმარისი იყო სისხლის დაღვრა გონივრულ დონეზე).

14.რატომ შეუძლიათ მოწმეებს სარგებლობა იმ სისხლით, რომელსაც სხვები სწირავენ მცირე ფრაქციების მისაღებად, მაგრამ თავად ვერ იქნებიან სისხლის დონორი?
ჩვენ არ ვიცით მოწმეთა პუბლიკაციების შესახებ, რომლებიც კრძალავს სისხლის დონაციას. მაგრამ რადგან დონორს არ შეუძლია იცოდეს, რა კონკრეტულ გამოყენებას აპირებს მის სისხლს , ლოგიკურია, რომ ის თავს არიდებს ამას, თუ ჩათვლის, რომ ზოგიერთი გამოყენება არღვევს მის სინდისს.

15.თუ საკუთარი სისხლის შენახვა გადასხმისთვის არასწორია, რადგან სისხლი მიწაზე უნდა დაიღვაროს, რატომ ხდება  სისხლის ფრაქციების გამოყენება რომლებიც საჭიროებენ სისხლის შეწირვას და შენახვას და არა დაღვრას?
ის, რაც აუტოლოგიურ ტრანსფუზიაში მიჩნეულია, არის სისხლის შენახვა ხელახლა გამოყენებისთვის, როგორც ასეთი . მაგრამ თუ ის აპირებს დაშლას ისე, რომ აღარ იყოს სისხლი, ბევრი მოწმე არ ჩათვლის ამას არასწორად.

16.როგორ უნდა გავიგოთ, რომ მოწმე არ იღებს სისხლის გადასხმას და მეორეს მხრივ შეუძლია მიიღოს ორგანოს გადანერგვა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სხვა ადამიანის სისხლს?
ხშირ შემთხვევაში, სისხლის გადასხმა ხშირად ხდება ტრანსპლანტაციის ოპერაციების დროს, რასაც მოწმე აშკარად არ ეთანხმება. მაგრამ თუ გადანერგილ ორგანოში რჩება სისხლის კვალი ,ეს არ არის სისხლი,  რაღაც კვალი რჩება დასისხლიანებულ ხორცშიც, როგორც ზემოთ აღინიშნა მაგრამ ამ ხორცის აკრძალვა არ დაუწესებია ღმერთს

17.თუ სისხლის მოხმარება კარდინალური ცოდვა იყო, რატომ არ მოკლეს საულის კაცები, როცა ხორცთან ერთად სისხლი ჭამეს? [1 სამუელი 14:31-35]
ეს იყო დიდი ცოდვა , ნათლად არის ნათქვამი ბიბლიაში, ლევიანთა 17:10-14-ში. მაგრამ  არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ისინი არ დაემორჩილნენ განზრახ ამ კანონს. ჩანაწერში ნათქვამია, რომ ხალხი ცხოველებს მიწაზე კლავდა და სისხლთან ერთად ჭამდა“. ასე რომ, ისინი შესაძლოა ცდილობდნენ ცხოველების სისხლდენას კანონისადმი პატივისცემის გამოხატვის მიზნით. თუმცა, დაღლილობისა და შიმშილის გამო (კონტექსტიდან ჩანს, რომ მათ საულის  ფიცის გამო მძიმე სტრესი ქონდათ), და ცხოველებს არ აძლევდნენ საკმარის დროს მათ სათანადო სისხლდენისთვის. ცხვარს და პირუტყვს კლავდნენ "მიწაზე", რაც აფერხებდა სისხლდენას,  ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აპირებდნენ ღვთის კანონის დაცვას, სათანადო ხარისხით არ ასრულებდნენ მას . მათი მიზანი არ იყო სისხლის მიზანმიმართული ჭამა, მაგრამ საბოლოოდ მათ ნაჩქარევად შეჭამეს ცხოველების ხორცი, რომლებიც სათანადოდ არ იყო დაცლილი სისხლისგან . ამართლებდა თუ არა ის ფაქტი, რომ ეს იყო "გადაუდებელი"? არა. მათ ქმედებას ეწოდა „იეჰოვას წინააღმდეგ ცოდვა, სისხლთან ერთად ჭამით“

ამგვარად საგანგებო მდგომარეობა არ ამართლებს ღმერთის ურჩობას.

18.იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელს საჭიროების შემთხვევაში შეეძლო ეჭამა უსისხლო ცხოველი, რომელიც თავისთავად მოკვდა [ლევ. 17:15] და ამის შედეგი იყო მხოლოდ საზეიმო უწმინდურება, რატომ არ იღებენ მოწმეები სისხლს საჭიროების შემთხვევაში?
ლევიანთა 17:15 -ში ისრაელს არ აქვს უფლება შეჭამოს სისხლიანი ცხოველი. ლევ 17:10 მიუთითებს, რომ არც ერთ ისრაელს ან პროზელიტს არ შეეძლო რაიმე სახის სისხლი მიეღო ,  (კანონის 14:21 აკონკრეტებს, რომ იეჰოვას არც ერთ თაყვანისმცემელს არ შეეძლო ეჭამა ცხოველი, რომელიც უკვე მკვდარი იპოვა ასე რომ, ლევ 17:10-14-ის სიკვდილით დასჯასა და ლევ 17:15-ის „ცერემონიალურ სასჯელს“ შორის აშკარა წინააღმდეგობის გასაგებად, უნდა მივმართოთ ლევ 5:2-ს, სადაც გამოთქმა „ თუმცა ის იმალებოდა ამ ინდივიდისგან “ . ეს გვიჩვენებს, რომ ღმერთმა გააცნობიერა, რომ ისრაელს შეეძლო შეცდომა დაეშვა  ამის გაცნობიერების გარეშე. ამიტომ, ლევიანების 17:15 შეიძლება ჩაითვალოს დებულებად, თუ როდის დაშვებული იყო ასეთი შეცდომა. მაგალითად, თუ ისრაელი ჭამდა ხორცს, რომელიც მას მიართვეს და მოგვიანებით გაიგებდა, რომ ხორცი არ იყო სისხლ გამოსული, ის ცოდვაში იყო. მაგრამ, რადგან მან ეს გააკეთა გაუცნობიერებლადმე შეეძლო ნაბიჯების გადადგმა მონანიებისთვის. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ ის უარს იტყოდა ამ ნაბიჯების გადადგმაზე, „მაშინ მოუწევდა პასუხის გაცემა თავის შეცდომებზე“, ლევიანთა 17:16-ის თანახმად.
19.თუ მოწმეები ამბობენ, რომ სხეულიდან ამოღებული სისხლი უნდა დაიღვაროს, რატომ აძლევენ საშუალებას სისხლის ანალიზის გაკეთებას?
ანალიზის შემდეგ სისხლი იშლება, არ გამოიყენება სხეულში მისი ხელახალი შეყვანისთვის

20.რატომ აცხადებენ მოწმეები, რომ ტრანსფუზიაზე უარის თქმა პირადი გადაწყვეტილებაა, როცა ყველამ იცის, რომ ეს მათი ორგანიზაციის ზოგადი პოზიციაა და ვინც მას მხარს არ უჭერს, გარიცხულია?
გადაწყვეტილება, არ მიიღოს მთლიანი სისხლი ან მისი ოთხი ძირითადი კომპონენტი, არის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს ადამიანი ინდივიდუალურად და ბიბლიის შესწავლის პროცესში, სანამ აღიარებს სარწმუნოებას, როგორც იეჰოვას მოწმეს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება აღნიშნული ბიბლიური კონცეფციის გულდასმით გაანალიზების შემდეგ, ვერავინ მიიღებს მას სხვას ან დააკისრებს მას.მართალია, ის ჩვენი დოქტრინული სხეულის განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც რწმენა ერთიანი, არასამი ღმერთის ან სამოთხეულ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის რწმენა. ეს ჰგავს თქვა: „ჩვენ, მოწმეები არ ვეწევით“; თუმცა, მწეველმა, რომელიც ისწრაფვის იყოს მოწმე, უნდა გადაწყვიტოს მოწევის შეწყვეტა პირადად და ინდივიდუალურად

21.რატომ ამბობენ მედიაში, რომ გადასხმის მიმღებ მოწმეებს არ აძევებენ, როცა სიმართლე სულ სხვაა?
თუ მოწმე განზრახ და მოუნანიებლად გადაწყვეტს უარყოს ისეთივე ფუნდამენტური სწავლება, როგორიც არის სისხლის სიწმინდე, ითვლება, რომ მან გადაწყვიტა თავად მიატოვოს თავისი რელიგია.

22ჟურნალში „გამოიღვიძეთ! 1994 წლის 22 მაისს, რომლის გარეკანზე წერია „ახალგაზრდები, რომლებიც პირველ ადგილზე აყენებენ ღმერთს“, საუბრობს ახალგაზრდებზე, რომლებიც გადასხმაზე უარის თქმის გამო იღუპებიან. რატომ არის ეს წახალისებული მოწმეებს შორის?

ამ ჟურნალის გარეკანს ხშირად იყენებენ, რათა უფრო დრამატული ეფექტი მისცენ მოწმეების წინააღმდეგ ბრალდებებს. მართალია, „ გამოიღვიძეთ! მოგვითხრობს ახალგაზრდების ხუთ შემთხვევას, რომლებიც იბრძოდნენ მკურნალობის არჩევის უფლებისთვის და მათი სხეულის ხელშეუხებლობის პატივისცემისთვის (კანონით დაცული უფლება). მაგრამ სინამდვილეში, ხსენებული ხუთი შემთხვევიდან, მხოლოდ ორი მათგანი გარდაიცვალა , და მათ ეს გააკეთეს რისკების არჩევის პირობებში, რომელთა უფლებაც აღიარებული იყო მათი შესაბამისი ქვეყნის უმაღლესი სასამართლოების მიერ.
ამ ორი შემთხვევიდან პირველთან დაკავშირებით, ნიუფაუნდლენდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რობერტ უელსმა განაცხადა: ”სისხლის გადასხმა ან სისხლის პროდუქტების ინექცია არ არის ნაჩვენები, როგორც არსებითი და, ამ შემთხვევის კონკრეტულ ვითარებაში, შეიძლება იყოს საზიანო . ” და მან დაასკვნა: ”ვფიქრობ, სამართლიანია უარი თქვას  მკურნალობაში სისხლის პროდუქტების გამოყენების შესახებ”. (ეს განცხადებები გამოქვეყნდა Human Rights Law Journal- ში 1993 წლის 30 სექტემბერს.)
მეორე შემთხვევაში, რომელიც იყო ლეიკემია, სიცოცხლის მხოლოდ სამიდან ექვს თვემდე იყო გარანტირებული სისხლის გადასხმის შემთხვევაში . ამ გარემოების აღიარებით და რისკის შერჩევის საკითხის წინაშე, ველის პედიატრიული ჰოსპიტალის ეთიკის კომიტეტის მხარდაჭერით, სისხლის გადასხმის იძულებით დაწესების შესახებ სასამართლოს ბრძანებაც კი არ იყო მოთხოვნილი.
დარჩენილი სამი შემთხვევიდან ერთ-ერთში სისხლის გადასხმა დაწესდა პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ, რომელიც გარდაიცვალა . მოსამართლე დევიდ მეინმა, ტორონტოდან, აღწერა ეს საქმე, როგორც პაციენტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, როგორც მისი რელიგიის, ასევე ასაკის გამო; მან თქვა: „ სისხლის გადასხმით დაირღვა მისი პირადი უსაფრთხოების უფლება“. ბოლო ორი შემთხვევა ეხება ახალგაზრდებს, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან  2020 წლისთვის

23.სინამდვილეში,  ბრძანება ეხება მხოლოდ მოკლულ ცხოველებს  მაგრამ ტრანსფუზიის დროს დონორი არ კვდება.

თუ ბრძანება ეხება მხოლოდ მოკლული ცხოველის სისხლს,  ღვთის მსახურებს შეეძლებოდათ  აეღოთ სისხლი თავიანთი ცოცხალი ცხოველებისგან და დაელიოთ იგი (ამით აქცევდნენ მათ ცხოველებს სისხლის „ცოცხალ დონორებად“). ან თუნდაც გამოეყენებინათ იგი შეღებვისთვის ან ნებისმიერი სხვა გამოყენებისთვის, რაც  იდეაც მათ გაუჩნდებოდათ. მართლა ამას გულისხმობენ ისინი, ვინც ამ ინტერპრეტაციას უწყობს ხელს? დაუშვებს ღმერთი ასეთ რამეს ცოცხალ ცხოველზე?

ასევე რადგან  სისხლის არ მიღების მიზეზი არის ის, რომ იგი წარმოადგენს სიცოცხლეს (ანუ სულს), რომელიც ღმერთს ეკუთვნის, განა თანაბრად არ ვრცელდება, ის ორივეზე?მკვდარზეც და დლცოცხალზეც  მით უმეტეს, თუ სისხლის მფლობელი ცოცხალია? და, რა თქმა უნდა, ეს ემთხვევა სამოციქულო ბრძანებულებას, რომელიც ბრძანებსუბრალოდ "თავი შეიკავეთ სისხლისგან" .

24.იეჰოვას მოწმე მზად არის დაკარგოს სიცოცხლე, ვიდრე სისხლი მიიღოს, რადგან ამბობს, რომ სისხლი სიცოცხლის სიმბოლოა და ამიტომ წმინდაა. მაგრამ შეიძლება სიმბოლო იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ის წარმოადგენს? შეიძლება სისხლი (სიცოცხლის სიმბოლო) იყოს უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სიცოცხლე?

მაგალითად: კანონი ან ზოგადად ბიბლია განსაზღვრავს რაიმეს დათმობას  სიკვდილის საფრთხის შემთხვევაში? არა. ფაქტობრივად, 1 სამუელის 14:32-ში მოხსენიებული ცნობა აჩვენებს, რომ  ღმერთმა საგანგებო მდგომარეობა არ მიიჩნია ღვთის კანონის უგულებელყოფის საბაბად .

აღსანიშნავია, რომ  ყველას, ვინც მოსეს კანონის მიხედვით სისხლის სიწმინდეს არღვევდა, სასჯელი სიკვდილი იყო  (ლევიანები 17:10). ნიშნავს თუ არა ეს, რომ ღმერთისთვის სიმბოლო უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე სიცოცხლე?

კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი: შეთანხმების კიდობანი იყო იეჰოვას ყოფნის სიმბოლო. თუ წავიკითხავთ 2 სამუელის 6:6 და 7-ს, აღმოვაჩენთ, რომ როგორც ჩანს, ეს სიმბოლო მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე უზას სიცოცხლე. ეს იყო პატივისცემის ნაკლებობა, შემოქმედის პოზიციის უპატივცემულობა.

დაფიქრების კიდევ ერთი მაგალითი მოცემულია რიცხვების 15:32-36-ში.

დავუბრუნდეთ ედემს. ადამმა და ევამ აკრძალული ხილის ჭამით აიღეს ის, რაც მათ არ ეკუთვნოდათ. მხოლოდ ღმერთს ჰქონდა ამ ნაყოფის განკარგვის უფლება. ეს იყო მისი ავტორიტეტის სიმბოლო. ადამი და ევა და მათ შემდეგ მთელი კაცობრიობა კვდება ამ ხილის ჭამის გამო. იყო ეს სიმბოლო უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე მთელი კაცობრიობის სიცოცხლე?

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს; მაგრამ თუ უცნაურად ჟღერს, ეს იმიტომ ხდება, რომ კითხვა სხვაგვარად უნდა დაისვას: 
არის თუ არა იეჰოვასადმი მორჩილება სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი? რათქმაუნდ ადიახ

თუ არას ვუპასუხებთ, უნდა დავასკვნათ, რომ დანიელის წიგნში ჩაწერილი სამი ებრაელი არასწორად მოიქცა, რომ მოციქულები და სტეფანეს მსგავსი სხვა ქრისტიანები არასწორად მოიქცნენ,

საქმე იმაშია, რომ თუ  ღმერთი თვლის, რომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა უნდა დავემორჩილოთ მას,  , არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ სისხლის საკითხი გამონაკლისია. ბიბლიის თანახმად, სისხლის სიწმინდე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დროებითი ცხოვრება, რომლითაც ამჟამად ვსარგებლობთ. ამის უარყოფა ბიბლიის უარყოფაა.


25.განა იესომ არუთხრა დაელიათ მისი სისხლი?

პური და ღვინო სიმბოლოა მისი სხეულის და სისხლის,
 ისინი რომ ნამდვილი ყოფილიყო, ეს უდავოდ იქნებოდა კანიბალიზმის მოქმედება
მაგრამ ის მალე მოწაფეებს უხსნის, რომ "ხორცი" და "სისხლი" გახდებოდა მხოლოდ ხსნის სიმბოლო,



No comments:

Post a Comment