Thursday, 4 April 2019

უნდა გამოვიყენოთ ხატები თაყვანისმცემლობაში?



განმარტება: ხატი არის გამოსახულება ანუ სიმბოლო, რომელსაც თაყვანს სცემენ სხვადასხვა რელიგიის წევრები. მოწიწებით ეპყრობიან და ლოცვისას იყენებენ: გამოსახულებების რიცხვს მიეკუთვნება ჯვარი, ქანდაკებები, სურათები და სხვა ნებისმიერი რამ, რაც ცაში თუ დედამიწაზე არსებულის გამოხატულებაა რომლებსაც ლოცვებში და თაყვანიამცემლობაში იყენებენ - (დროშაც შეიძლება თაყვანისცემის ობიექტი იყოს).(7 მსოფლიო კრებამ 8 საუკუნეში დაამტკიცა ხატების თაყვანისცემა)

ისევე როგორც ძველად წარმართები, თანამედროვე "ქრისტიანების" უმეტესობა დარწმუნებულია: ღმერთთან დასაკავშირებლად საჭიროა გარკვეული რელიგიური ნივთი, რომელიც ტელეფონის მსგავსად, მათ ზეცასთან აკავშირებს. თანაც, რაც უფრო მორთულ-მოკაზმულია ასეთი "ზეციური ტელეფონი", მით უფრო უკეთესი კავშირია ღმერთთან. და უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი "ზეციური ტელეფონით" ისინი არა მხოლოდ ღმერთთან ცდილობენ დაკავშირებას, 
არამედ სხვადასხვა წმინდანებთანაც.
რას გვეუბნება ამაზე ბიბლია?

ბიბლიის თვალსაზრისი:

ბიბლიაში არსად წერია, რომ ადამიანმა ღმერთთან საშუამავლოდ გამოსახულებები უნდა გამოიყენოს. მათი გამოყენება ეწინააღმდეგება იმ პრინციპს, რომლის თანახმადაც ღვთის მსახურების მსურველნი თაყვანს უნდა სცემდნენ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით (ინ. 4:24; 2კრ. 4:18; 5:6, 7). ბიბლიაში არსად წერია, რომ იეჰოვას ერთგულ მსახურებს ლოცვისას ოდესმე საგნები გამოეყენებინათ ან ღმერთისთვის რაიმე საგნის მეშვეობით ეცათ თაყვანი. 
არათუ არიყენებდნენ და არმოითხოვდა ღმერთი მეტიც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ასეთ პრაქტიკას
მაშ ასე გავეცნოთ ღვთის თვალსაზრისს ამ საკითხზე

1.(გამ20:4) აქ ღმერთი ცალსახად აფრთხილებს ისრაელებს,  რომ თაყვანისმცემლობისთვის არ გაეკეტებინათ და  არ გამოეყენებინათ( მე_5 მუხლი)
არანაირი  ქანდაკება  რაც კი შეიძლება არსებობდეს სამყაროში.
რაც ცაშია და რაც მიწაში(მე_4 მუხლი)
არანაირი მიწიერის გამოსახულება არც წმინდნის, არც არაწმინდანის და არც  პოტენციური წმინდანის, არავის.
ამ გაფრთხილებით მათ ორი ნათელი რამ ანახა:
1 თავის ხალხს თაყვანისცემის მიზნით არ უნდა გაეკეთებინა არანაირი გამოსახულება
2.ისრაელებს ‘თაყვანი არ უნდა ეცათ’ ამ გამოსახულებებისთვის
ამგვარად დაანახა ყოველგვარი გამოსახულების გამოყენების უსარგებლობა და რომ არათუ არმოითხოვს მის თაყვანიამცემლობაში  გამოყენებას ან მათი მეშვეობით ტაყვანისცემას, არამედ სასტიკად ეწინააღმდეგება ამ იდეას და მოქმედებას,და სასტიკად დასჯის ამის გამკეტებელს

იმათი მხრიდან კი ვინც ცდილობს ღვთის თაყვანისმცემლობაში გამოსახულებები შეიტანოს  იმავეს აკეთებენ, რასაც ის ისრაელები რომლებსაც ცხვირტან მიქონდათ ღვთისთვის საძაგელი ყლორტი რომელიც ეზეკიელის 8:17 შია მოხსენიებული.
და რათქმაუნდა ჭეშმარიტ თაყვანიამცემლებს არაფერი ესაქმებათ ესეთ მოქმედებებთან .
ღმერთი ერთმნიშვნელოვნად ეუბნება რომ მევარ თქვენი ღმერტი, ახლოს ვარ თქვენთან, აბრაამს მეგობარს უწოდებს ის უშუალოდ ურთიერთობს ადამიანებთან და მას რაში ჭირდება ვიღაცის გაკეტებული გამოსახულებით თაყვანისცემა?
ან რომელ წმინდანობაზეა საუბარი როცა გარდაცვლილის გვამს ვინც მიეკარებოდა იარაელში უწმინდური ხდებოდა და განწმენდის პროცესს სჭიროებდა?  რაში სჭირდება ღმერთს მოკვდავი ადამიანების მიჩეჩება მის თაყვანისმცემლობაში და მასთან ურთიერთობაში? არაფერში და ამას უმკაცრესადაც განჯის შემდეგ  მუხლებშიც

მაშ ასე, მეორე მცნებაში ღმერთი მართლა მხოლოდ და მხოლოდ წარმართული ღვთაებების გამოსახულებების დამზადებას გულისხმობდა? თუ ეს გაფრთხილება ასევე ჭეშმარიტი ღმერთის გამოსახულებებსაც ეხებოდა?

კანონის მე-5 თავში ჩაწერილი, «ქანდაკების და ... მსგავსების იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ»  შესახებ ღვთის გაფრთხილების სათანადო აზრის გაგებაში, დახმარებას წინა მე-4 თავი გვიწევს. მასშიც იმის ანალოგიური დეტალებია გამოყენებული, რაც მე-5 თავში. მაგალითად, ღმერთი ხაზს უსვამს, რომ მცნებები ისრაელიანებს მიეცათ, როდესაც ისინი «იეჰოვას წინაშე იდ[ნენ] ხორებთან» (შეადარეთ კანონი (მეორე რჯული) 4:10,15 და კანონი (მეორე რჯული) 5:2). 

მე-4 თავი პირდაპირ მიუთითებს ათ მცნებაზე:

«შეთანხმება დაგიდოთ და ათი მცნების დაცვა გიბრძანათ. მან ეს მცნებები ორ ქვის ფილაზე დაგიწერათ. მაშინ მიბრძანა იეჰოვამ, რომ თქვენთვის წესები და სამართალი მესწავლებინა, რათა დაგეცვათ იმ მიწაზე, რომლის დასაპატრონებლადაც მიდიხართ» (კანონი (მეორე რჯული) 4:13,14).


ამავდროულად, კანონის (მეორე რჯული) მე-4 თავში (მუხლები 15-19), ცალკე ესმება ხაზი ზუსტად იმ გაფრთხილებას, რომელიც მე-5 თავში მეორე მცნებად ითვლება. ეს იმის დამატებით და გაცილებით მკაფიო შესაძლებლობას იძლევა, თუ უშუალოდ რა აზრი ჩადო ღმერთმა მითითებაში «ქანდაკების და ... მსგავსების» შესახებ.

ამგვარად, რას ვხედავთ ამასთან დაკავშირებით? კანონის (მეორე რჯული) 4:12 ხაზს უსვამს, რომ ისრაელებს «ხმა ესმოდათ, მაგრამ ვერაფერს ხედავდ[ნენ], მხოლოდ ხმა ესმოდათ». რა თქმა უნდა, ეს აზრი ეხებოდა არა ცრუ ღვთაებების გამოსახულებებს, არამედ უშუალოდ იეჰოვას, რომელიც ადამიანებისთვის უხილავი რჩებოდა. შემდეგ, მე-15 მუხლში კვლავ ანალოგიური შეხსენება კეთდება: «იმ დღეს, როცა იეჰოვა ხორებთან ცეცხლის შუაგულიდან დაგელაპარაკათ, არანაირი გამოსახულება არ გინახავთ; ამიტომ ფრთხილად იყავით…» მოცემული წინადადება კი არ მთავრდება, არამედ ნელა «ქანდაკების და ... მსგავსების» ზუსტად იმ გაფრთხილებაზე გადადის, რომელიც შემდეგ კიდევ ერთხელ მეორდება მეორე მცნების სახით მე-5 თავში.

კანონის (მეორე რჯული) მე-4 თავის 23, 24 მუხლებში, კიდევ ერთხელ მეორდება ჩვენთვის საინტერესო მცნება:

«იფრთხილეთ, რომ არ დაივიწყოთ შეთანხმება, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, დაგიდოთ; არ გაიკეთოთ ქანდაკება, არაფერი იმის მსგავსი, რაც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, აგიკრძალათ. იეჰოვა, თქვენი ღმერთი, შთამნთქმელი ცეცხლია, არ იწყნარებს ორგულობას».


მოცემული სიტყვები პირდაპირ უკავშირდება კანონის (მეორე რჯული) 5:8,9-ში ჩაწერილ დარიგებას...

ამგვარად, კანონის (მეორე რჯული) მე-4 თავში მოცემული ანალოგიური მითითების გამოკვლევის წყალობით, ორი მომენტი ხდება ნათელი: 

1) ამ სიტყვების კონტექსტში იეჰოვა თავის მითითებას არ უკავშირებს ცრუ ღვთაებების რაიმე გამოსახულებებს. ისინი მოცემულ მონაკვეთში საერთოდ არ არიან ნახსენები.

2) «ქანდაკების და ... მსგავსების» შესახებ მითითების კონტექსტი, არაერთგზის უკავშირდება ჭეშმარიტი ღმერთის გამოსახულებას, რომელიც ხორებში ისრაელიანთათვის უხილავი იყო. ზუსტად ეს გარემოება – ადამიანებისთვის ღმერთის იერის უხილავობა – წარმოადგენს კანონის (მეორე რჯული) მე-4 თავში იმის აკრძალვის საფუძველს, რომ თაყვანისცემაში ღვთის გამოსახულების აკრძალვა მომხდარიყო.

ეს დასკვნები აშკარაა, რაც თავის მხრივ აბათილებს ზემოთ გადმოცემულ იმის მცდელობებს, რომ მეორე მცნება ისე წარმოადგინონ, როგორც ვითომდა ცრუ ღვთაებების გამოსახულებების დამზადებისა და გამოყენების აკრძალვა და არა ჭეშმარიტი ღმერთის გამოსახულებების. მეორე მცნების უახლოესი კონტექსტი უშუალოდ იეჰოვას გამოსახულებას შეეხება და ასეთი მითითების დადგენის დაწვრილებით განმარტებას წარმოადგენს. თანაც მოცემულ ტექსტში ის არანაირად არ არის დაკავშირებული უცხო ღმერთებთან. ბუნებრივი დასკვნა, რომელიც მოსეს დროს მცხოვრებმა ისრაელიანებმა გააკეთეს და, რომელსაც იუდეველები დღემდე მისდევენ ისაა – რომ ღმერთი კრძალავს ნებისმიერი სახის მისი გამოსახულებების დამზადებას და გამოყენებას.

იმავე პრინციპს იცავდნენ პირველი ქრისტიანებიც, რომელთა ღვთის თაყვანისცემის ფორმა და თაყვანისცემის გზა კიდევ უფრო გამარტივებული იყო, ვიდრე ებრაელების. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სამოციქულო კრება არ იყენებდა არც ხატებს და არც ქანდაკებებს ღვთის თაყვანისცემისას (1 კორ. 10:14; 2 კორ. 6:16,17). „ადრეული ქრისტიანები გრძნობდნენ დაუძლეველ ზიზღს რელიგიურ რიტუალებში გამოსახულების გამოყენების მიმართ... [...] ქრისტიანობის დამცველებმა თავიანთი გონება მიმართეს უგუნური კერპთაყვანისმცემლების წინააღმდეგ, რომლებიც ქედს იხრიან საკუთარი ხელის შემოქმედების წინაშე“ (ისტორიკოსი ედვარდ გიბონი, "რომის იმპერიის დაცემა და დაცემა"). „ქრისტიანობის ისტორიის პირველ სამ საუკუნეში ეკლესიას... არ გააჩნდა საკუთარი ხელოვნების ნიმუშები და ჩვეულებრივ, როგორც შეეძლო, აფერხებდა მათ გაკეატებასს. მაგალითად, კლიმენტი ალექსანდრიელი აპროტესტებდა რელიგიურ (წარმართულ) სახვით ხელოვნებას, რადგან ეს იწვევს ქმნილების თაყვანისცემას და არა შემოქმედს... მხატვრობა გაჩნდა და თანდათანობით შეაღწია ქრისტიანულ ეკლესიაში III საუკუნის შუა ხანებში,  მხოლოდ IV საუკუნის დასაწყისში, როდესაც ქრისტიანობამ მიიღო ლეგალური სტატუსი რომის იმპერიაში იმპერატორ კონსტანტინეს დროს, ეკლესიებში დაიწყო გამოსახულებების გამოჩენა, მტკიცედ დაიკავეს ადგილი ქრისტიანთა რელიგიურ ცხოვრებაში“ (ენციკლოპედია ბრიტანიკა). უფალმა იესომ მისცა მკაფიო მითითებები, რომ ღმერთს უნდა სცემდნენ თაყვანს „სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:24). ამის დასტურად ღვთის ძეს არასოდეს მიუტანია გამოსახულებები და არ ასწავლიდა თავის მიმდევრებს სახლებში ხატების განთავსებას. 
2.(ლევ26:1) საუბრობს როგორც ცრუ ღმერთების გამოსახვაზე ისე ქანდაკებაზე და ესქანდაკება წმინდანის იყო თუ უწმინდურის არქონდა მნიშვნელობა. წმინდა სვეტზე  და მოხატულ ქვაზე თაყვანსაცემად. და ეს მოხატული ქვა წმინდანების იქნებოდა (ისინი ეხატებოდნენ) თუ არაწმინდანების, უსაგებლო რამიყო და არაფერში ჭირდებოდა ღმერთს. ასეთი ნახატების გამოყენება თაყვანიამცემლობაში.მაგრამ სწავლობს რმეს მარტლმადიდებლობა და კათოლიკები ამით ? პირიქით  ისინი განზრახ ეწინააღმდეგებიან ღვთის ამ მკაცრ აკრძალვას.

3.(კანონის(რჯულის) 4:14,15,19) აქ ძალიან მკაფიო განაცხადს აკეთებს ღმერთი, რომ-არანაირი გამოსახულება არგინახავთო ჩემთან საუბრის დროს. და ეს არგჭირდებათ რადგან  არცეთ თაყვანი სხვა რამეებსაც.
15-მუხლში ნათქვამი ღვთისსიტყვები რომ არგინახავთ არანაირი  გამოსახულება. რას გვამცნობს? განა იმას არა, რომ ღმერთთან საუბარში საჭირო არაა გამოსახულებები?! და იმას რომ ღმერთთან საუბრისას და თაყვანისმცემლობისას არუნდა გაეკეთებინათ გამოსახულებები.ასერომ ორივე საკითხს ნათელს ფენს ბიბლიის ეს მონაკვეთი, ვისაც დანახვა სურს
(გამოსახულების გაკეთება თაყვანისმცემლობის გარეშე არაა პრობლემა)მაგრამ მეორემხრივ თაყვანისცემის მიზნით არც უნდა გაეკეთებინათ და არც გამოეყენებინათ
19-მუხლი ასევე ამბობს და მიზეზსაც ხსნის:რომ ისრაელებს  არ სჭირდებოდათ ღმერთთან საუბრისას გამოსახულებები და იმიტომაც რომ მერე სხვა გამოსახულებებზეც არგადახვიდეთ და მათზე არ გადაიტანოთო ყურადღება

ასერომ ესმუხლი ცალსხად ანახებს გამოსახულების უვარგისობას ღმერთის თაყვანისცემისას, და იმის მაგალითსაც ანახებს ღმერთი როგორ ესაუბრათ მათთან_ყოველგვარი გამოსახულების გარეშე. ეს იმის მიზეზი არარის რომ მივხვდეთ ღმერთმა როგორი თაყვანისცემა დაადგინაა? არამარტო აკრძლა გამოყენება გამოს20:4 ში ასევე ლევ26:1 შიი არამედ კან 4:15,19 ში მაგალითითაც აჩვენა როგო ეცათ თაყვანი. ყოველგვარი ნახატების გამოსახულებისა და ჩუქურთმების გარეშე. მას არ სჭირდება  არც წმინდანების გამოსახულებით დაკავშირება და არც არაწმინდანების  და ამას ეუბნება პირდაპირ 15 მუხლში . და თუ ადამიანზე 2კორ 4:4 არმოქმედებს ის ამას მარტივად მიხვდება.

 იმ დროს, როცა ღმერთი მოსეს ამ მითითებებსს აძლევდა, ისრაელებმა ოქროს ხბო ჩამოასხეს. მათ მიჰბაძეს ეგვიპტელებს, რომლებიც ცხოველებს სცემდნენ თაყვანს. ისრაელებმა ჩამოსხმულ ქანდაკებას ეგვიპტელთა ღმერთის სახელით კი არ მიმართეს, არამედ იეჰოვას სახელით (გამოსვლა 32:5, 6). მოიწონა ღმერთმა მათი საქციელი? რა თქმა უნდა, არა! აენთო იეჰოვას რისხვა მათზე, ვინც კერპს სცემდა თაყვანს. მოსემ კერპი საკუთარი ხელით გაანადგურა (გამოსვლა 32:9, 10, 19, 20).

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც რომ  ცხადია, ეს აკრძალვა იმას არ ნიშნავდა, რომ ისრაელებს არც დეკორატიული ნივთები უნდა გაეკეთებინათ. თავად იეჰოვას ნება იყო, რომ სავანე მცენარეების, ცხოველებისა და ქერუბიმების გამოსახულებებით შეემკოთ (გამოსვლა 25:18; 26:31). მაგრამ არ უნდა განედიდებინათ და არც თაყვანი უნდა ეცათ მათთვის. მათ მიმართ არავის უნდა წარმოეთქვა ლოცვა და არ უნდა შეეწირა შესაწირავი. ღვთის აღთქმა კრძალავდა თაყვანსაცემად ნებისმიერი გამოსახულების გაკეთებას. გამოსახულებების თაყვანისცემა ან მათ წინაშე ქედის მოხრა კერპთაყვანისმცემლობას ნიშნავს (1 იოანე 5:21).

ეს გამოსახულებები კერპები არ ყოფილა. კარავში, მოგვიანებით კი ტაძარში არსებულ გამოსახულებებს მხოლოდ მღვდლები ხედავდნენ. წმინდათაწმინდაში შესვლა მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო და ისიც მარტო გამოსყიდვის დღეს (ებ. 9:7). ამიტომ ისრაელებს საწმინდარში მდგარი ოქროს ქერუბიმების გაკერპების საცდური არ ჰქონიათ. ეს ქანდაკებები უბრალოდ ზეციერი ქმნილებების, ქერუბიმების გარეგნული სახე იყო (შდრ. ებ. 9:23, 24). ისრაელებს ქერუბიმების გამოსახულებებისთვის თაყვანი არ უნდა ეცათ, რადგან ცოცხალი ანგელოზების თაყვანისცემაც კი იკრძალებოდა (კლ. 2:18; გმც. 19:10; 22:8, 9).(ასერომ ქერუბიმევით აპელირება და ხატთაყვანისცემის გამართლების ძიება აბსურდია)

4.(საქმეების 10:25,26)-თუ პეტრემ არ მოიწონა კორნელიუსის მოქმედება, როცა მას უშუალოდ სცა თაყვანი, მისი ხატის თაყვანიაცემას მოიწონებს? რასაკვირველია არა.(შეადარეთ (გამოცხ22:8,9)

5.(1ტიმ2:5)- ამ მუხლიდან კარგად ჩამს რომ ქრისტიანული კრების წევრებისთვის სხვა შუამავალი არუნდა არსებობდეს.შეადარეთ(რომ8:34)

დამატებით შეგიძლიათ იხილიოთ: ესაია 40:18-20; 44:9-20 ან იერემია 10:1-5,8,9,14,15. წმინდა წერილის ამ მუხლებში დანახვებულია ღვთის თვალსაზრისი ადამიანის მიერ შემოქმედის რაიმე სახის გამოსახულების დამზადების მცდელობასთან დაკავშირებით. ასეთი «შემოქმედებისადმი» ღვთის თვალსაზრისი უკიდურესად ნეგატიურია.


ამავე პრინციპს მისდევდნენ პირველი ქრისტიანებიც, რომელთაც ღვთისადმი თაყვანისცემის და ღვთისმსახურების ფორმები, კიდევ უფრო უბრალო ჰქონდათ, ვიდრე იუდეველებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოციქულთა კრება, ღვთისადმი საკუთარ თაყვანისმცემლობაში არც ხატებს იყენებდა და არც სტატუეტებს (1 კორინთელები 10:14; 2 კორინთელები 6:16,17).

«პირველი ქრისტიანები დაუძლეველ სიძულვილს გრძნობდნენ რელიგიურ წეს-ჩვეულებებში გამოსახულებების გამოყენების მიმართ... [...] ქრისტიანობის დამცველები საკუთარ გონებას სულელი კერპთაყვანისმცემლების წინააღმდეგ მიმართავდნენ, რომლებიც მუხლს საკუთარი ნახელავის წინაშე იდრეკდნენ» (ისტორიკოსი ედვარდ გიბონი «რომის იმპერიის დაცემა და დანგრევა»).

«ქრისტიანობის ისტორიის პირველი სამი ასწლეულის განმავლობაში, ეკლესიას... არ გააჩნდა საკუთარი ხელოვნების ნიმუშები, და ჩვეულებრივ, როგორც შეეძლო, წინააღმდეგობას უწევდა მათ გაჩენას. კლიმენტი ალექსანდრიელი, მაგალითად, რელიგიური (წარმართული) სახვითი ხელოვნების წინააღმდეგი იყო, იმიტომ რომ ამას ქმნილების თაყვანისცემამდე მიჰყავდა და არა შემოქმედის… ფერწერა ეკლესიაში დაახლოებით III საუკუნის შუა პერიოდში გამოჩნდა და თანდათან შეაღწია, თუმცა, სიმართლე ითქვას, ამას ზოგიერთ თემებში სასტიკი წინააღმდეგობის გარეშე არ ჩაუვლია. მხოლოდ IV საუკუნის დასაწყისში, როდესაც იმპერატორი კონსტანტინეს დროს ქრისტიანობამ რომის იმპერიაში კანონიერი სტატუსი მიიღო, დაიწყო ეკლესიაში გამოსახულებებმა გამოჩენა და მყარად დაიწყო ადგილის დაკავება ქრისტიანების რელიგიურ ცხოვრებაში» («ბრიტანული ენციკლოპედია»).

უფალმა იესომ ნათელი მითითება მოგვცა, რომ ღმერთს «სულითა და ჭეშმარიტებით» უნდა ვემსახუროთ (იოანე 4:24). როგორც ამის მტკიცებულება, ღვთის ძეს არასოდეს უტარებია თან გამოსახულებები და არც თავისი მიმდევრებისთვის უსწავლებია სახლებში ხატების გამოფენა. იესოს მიბაძვით, ქრისტიანებმა «უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი თავისი წარმოსახვით ოქროსგან, ვერცხლისგან თუ ქვისგან ღმერთს ვერ გამოსახავს» (საქმეები 17:29). როგორც ღვთის შვილებმა, ჩვენ «თავი შორს [უნდა] დავიჭიროთ კერპებისგან» (1 იოანე 5:21).


ღვთის ნებისმიერი გამოსახულება სიცრუეს წარმოადგენს. ღვთის გამოსახულების გაკეთება შეუძლებელია 
«ვის მიამსგავსებ ღმერთს და რომელ მსგავსებას დაუყენებ გვერდით? ხელოსნის ჩამოსხმულია კერპი, ოქრომჭედლისგან ოქროთი დაფერილი და ვერცხლის შიბებით შემკული. ვისაც ენანება ეს შესაწირავი, ულპობელ ხეს ირჩევს, და ეძებს მარჯვე ოსტატს ისეთი კერპის გასაკეთებლად, რომ არ ბარბაცებდეს» ესაია 40:18-20 (სგ).

«ვის შემადარებთ, რომ გამისწოროთ? ვის გამიტოლებთ რომ ვემსგავსო? ქისიდან ჰყრიან ოქროს და ვერცხლის სასწორზე წონიან; ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ მისგან ღმერთი გააკეთებინონ. მერე ქედს უხრიან და თაყვანს სცემენ. მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე ჩამოდგამენ თავის ადგილზე. დგას და ადგილიდან არ იძვრის, შესძახიან და პასუხს არა სცემს, გასაჭირში ვერ ეშველება» ესაია 46:5-7 (სგ).

«ღმერთი არავის არასოდეს უხილავს» 1იოანე 4:12 (სგ).

«რა სარგებლობა აქვს მოქანდაკის გამოკვეთილ კერპს, ტყუილის მოძღვარს, მაგრამ მოქანდაკე ესავს თავის ნაქანდაკევს, თუმცა მუნჯებია მისი შექმნილი ღმერთები» აბაკუმი 2:18 (სგ).

«თავს ირცხვენს მდნობელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი ქანდაკი, სული არ უდგას» იერემია 10:14 (სგ).


როდესაც იესო ლოცულობდა ზეციერი მამის მიმართ, მის წინ არავითარი გამოსახულება არ იდო 
«...იესომ, ცას მიაპყრო თვალი და თქვა…» იოანე 17:1 (სბს-2013).

«აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა...» მათე 14:19 (სგ).


პირადი ლოცვისას ღმერთი უხილავი რჩება -
«შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად» მათე 6:6 (სგ).

პირველი ქრისტიანები არ ლოცულობდნენ გამოსახულებების წინ -
«ეს რომ მოისმინეს, ყველამ ერთხმად შეჰღაღადა ღმერთს…» საქმეები 4:24 (სგ).

«იმ დღეებმა რომ განვლო, გამოვედით და გავწიეთ. ყველამ ცოლშვილითურთ გამოგვაცილა ქალაქგარეთ. ზღვის პირას მუხლი მოვიხარეთ და ვილოცეთ» საქმეები 21:5 (სგ).

«შვილებო, დაიცავით თავი კერპთაგან» 1იოანე 5:21 (სგ).


გარდა ზემოთ მოყვანილი ბიბლიური მტკიცებებისა იესოს სიტყვებიდან კარგად გამოჩნდა, რომ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანსაცემად არც ხილული ნივთების გამოყენებაა საჭირო და არც რომელიმე გეოგრაფიულ ადგილზე ყოფნა. ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი არ არის დაიმედებული ხილულზე. მას აქვს რწმენა და სადაც უნდა იყოს, მზად არის, ღმერთს პატივი მიაგოს. აქედან გამომდინარე, ის ღმერთს თაყვანს სცემს სულით და არა ხილული ნივთების გამოყენებით. ვინაიდან მან იცის ღვთის მიერ გაცხადებული ჭეშმარიტება, იგი ამ ჭეშმარიტების თანახმად სცემს ღმერთს თაყვანს. ბიბლიის მეშვეობით მან გაიცნო ღმერთი და ხედავს, როგორ მოქმედებს ღვთის წმინდა სული მის ცხოვრებაში. ამიტომ სულითა და ჭეშმარიტებით ღვთის თაყვანისმცემელმა იცის, რას სცემს თაყვანს. (მათე 4:10).
ვინც თაყვანისმცემლობაში გამოსახულებებს იყენებს, ღმერთს „სულით“ არ სცემს თაყვანს, რადგან იმაზეა დამოკიდებული, რასაც თვალით ხედავს).. ასე რომ, როდესაც გულწრფელ ადამიანს სურს, გაიგოს, რამდენად სწორია თაყვანისცემის დროს ხატების გამოყენება, ამ საკითხზე ზუსტი ინფორმაციის მისაღებად ღვთის სიტყვას უნდა მიმართოს.
განა, საერთო ჯამში, ღმერთი არ უნდა წყვეტდეს იმას, რა არის მისაღები და გამოსაყენებელი მის თაყვანისმცემლობაში და რა — არა? იესომ განმარტა, თუ რა შეხედულება აქვს ღმერთს ამასთან დაკავშირებით: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“ (იოანე 14:6). მხოლოდ ეს სიტყვებიც კი კმარა იმის დასანახად, რომ ღმერთი კრძალავს ხატების ან სხვა წმინდა საგნების გამოყენებას.
პავლემ განაცხადა, რომ „ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი — კაცი, ქრისტე იესო“; „ქრისტე . . . გვშუამავლობს“ (1 ტიმოთე 2:5; რომაელები 8:34). გარდა ამისა, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ქრისტეს შეუძლია „სრულიად იხსნას ისინი, რომლებიც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ის მარად ცოცხალია, რათა უშუამავლოს მათ“ (ებრაელები 7:25

თუ წმინდადები არიან დღეს ადამიანისა და ღმერთს შორის შუამავალი, მაშინ ვინ არის დღეს ადამიანისთვის იესო ქრისტე? .
ესეიგი დღეს ადამიანები (გარდაცვლილები) დგანან იესოს ადგილას და ისმენენ ადამიანთა სათხოვრებს მიწიდან? ეს ხომ ქრისტეს სახელის ცრუდ წარმოჩენაა?
 ბიბლია მიგვანიშნებს იმაზე, რომ არამხოლოდ ადამიანების, არამედ ანგელოზების თაყვანისცემაც დაუშვებელია: „ (გამოცხადება 22:8-9).

 ღმერთს სურს, რომ ჩვენ მას ვესაუბროთ, როგორც ცოცხალ ღმერთს, არა გამოსახულების, არამედ ჩვენი გულის მეშვეობით: „მეძიეთ მე და მიპოვნით, როდესაც მეძიებთ მთელი თქვენი გულით.“ იერემია (29:13). ეს არის მოწოდება რომ მიატოვო კერპები და ეძიო ღმერთი
„ადრეულ ქრისტიანებს შიშის ზარს სცემდა იმის გაფიქრებაც კი, რომ ეკლესიებში გამოსახულებები დაედგათ. მათ წინაშე დაჩოქება და ლოცვა მათთვის სხვა არაფერი იყო, თუ არა კერპთაყვანისმცემლობა“, — აღნიშნულია წიგნში „ქრისტიანული ეკლესიის ისტორია
თაყვანისმცემლობაში ხატების გამოყენება სახიფათოა. ამან ადამიანები ადვილად შეიძლება შეიტყუოს ღვთის ნაცვლად იმ საგნისადმი თაყვანისმცემლობაში, რომელიც თითქოსდა მისი განსახიერებაა.
იმის მტკიცება, რომ ხატი თაყვანისცემაში მხოლოდ დამხმარე საშუალებაა, ძალიან საეჭვოაჯერერთი როგორც ზემოყ განვიხილეთ ღმერტმა მისი თაყვანისმცემლონაში გამოყენების უსარგებლობა დაგვანახა და მეორეც .  განა სინამდვილეში მარიამის ან „წმინდანების“ ზოგიერთი ხატი უფრო მეტ მოწიწებას არ იმსახურებს და უფრო ძლიერად არ ითვლება, ვიდრე მათივე სხვა ხატები? მაგალითად, ტინოსის (საბერძნეთი) მარიამის ხატს თავისი გულმოდგინე მართლმადიდებელი თაყვანისმცემლები ჰყავს, რომელთაც ჩრდილოეთ საბერძნეთში მდებარე სოუმელას მონასტრის მარიამის ხატის ასეთივე ერთგული თაყვანისმცემლები უპირისპირდებიან. ორივე ჯგუფის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი ხატი სხვებზე უმჯობესია, მეორეზე უფრო დიდი სასწაულების მოხდენა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხატზე ერთი და იგივე პიროვნებაა გამოსახული. ამგვარად, ფაქტობრივად, ადამიანები ფიქრობენ, რომ გარკვეულ ხატებს ძალა აქვთ და მათ ემსახურებიან.

როგორი დასკვნის გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრიდან?

«ღმერთი, ცისა და დედამიწის უფალი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს, არც ადამიანთაგან საჭიროებს რამეს, პირიქით, თვითონ აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყველაფერს» (საქმეები 17:24,25).


ღმერთს არ სჭირდება ადამიანის მიერ დამზადებული რაიმე სახის მისი გამოსახულება და მისადმი მსახურებაში მსგავსი გამოსახულებების გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევს (გამოცხადება 9:20; 21:8). როგორც შედეგი, ვლინდება სრული უსარგებლობა და, გარდა ამისა, მორწმუნე ადამიანების მიერ «წმინდა» გამოსახულებების, ხატებისა და სტატუეტების გამოყენების დაუშვებლობა. ათი მცნების მეორე მცნება ამის უსიტყვო მტკიცებულებას წარმოადგენს.

წარმოშობა

ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ ამბობს, რომ „ქრისტიანული ეკლესიის ჩამოყალიბებიდან პირველი სამი საუკუნის განმავლობაში . . . ქრისტიანულ ეკლესიაში არ იყო განვითარებული ხატწერა და ეკლესია ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა მის დამკვიდრებას. მაგალითად, კლემენტ ალექსანდრიელი აკრიტიკებდა რელიგიურ (წარმართულ) ხელოვნებას, რადგან ასეთი ხელოვნება ხალხს აღძრავდა შემოქმედის ნაცვლად, ხელით შექმნილისთვის ეცათ თაყვანი“.

 იქიდან გამომდინარე, რომ "დაინტერესებულ" მორწმუნეებს "უცხო" წყაროების არ სჯერათ, მათ ავტორიტეტებს მივმართოთ, მაგალითად, პირველ საეკლესიო ისტორიკოსს ევსები კესარიელს (დაახ. 263-დაახ. 339), იმისათვის რომ გავიგოთ, თუ საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია. ის წერს:

"არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ ძველად, ჩვენი მხსნელის მიერ გაკეთილშობილებულმა წარმართებმა, ეს გააკეთეს (ქრისტეს ქანდაკება). მე ხომ მოგიყევით, რომ შემონახულია პავლეს, პეტრესა და თავად ქრისტეს გამოსახულებები, რომლებიც საღებავებითაა ფიცრებზე დახატული. ბუნებრივია, რომ ძველები მიჩვეულნი არიან, განსაკუთრებული დაფიქრების გარეშე, წარმართული წეს-ჩვეულებების მიხედვით სცენ თაყვანი ამგვარად თავის მხსნელებს."

აი თურმე სადაა ძაღლის თავი დამარხული! საღებავებით თავისი წმინდანების დაფებზე დახატვის ტრადიცია წარმართებს ჰქონიათ!
ცალი თვალით მაინც თუ წაიკითხავთ ეკლესიის ადრეულ მამებს, მაშინ ნათლად დაინახავთ, რომ იმ დროს სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობდა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ. და ერთ-ერთმა ყველაზე პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამაც, რომელიც 306 წელს შეიკრიბა ქალაქ ელვირაში (გრანადა), სასტიკად აკრძალა ხატთთაყვანისცემა, რადგამ მასში სხვა ვერაფერი დაინახა, გარდა ეკლესიაში უხეში წარმართობის შეღწევისა. აბა როგორ მოხდა, რომ ეს ჩვეულება მაინც მჭიდროდ "შეხორცდა" ქრისტიანობასთან?
ამას მე-7 საუკუნეში მცხოვრები, ხატთთაყვანისცემის მხურვალე დამცველი, იოანე დამასკელი განმარტავს:
"მაგრამ რადგან ყველამ არ იცის წერა-კითხვა და არ შეუძლიათ რაიმე წაიკითხონ, მამებმა გადაწყვიტეს, რომ ყოველივე ეს, როგორც ზოგიერთი საგმირო საქმეები, ხატებად დახატულიყო მოკლე შეხსენებებისათვის."

როგორც თავად ავტორი აღიარებს, თავიდან ხატი სხვა არაფერი იყო, გარდა წერა-კითხვის არმცოდნეთათვის განათლების მისაცემი საშუალება (თუმცა უცნაურია, რა საჭირო იყო დახატვა, როცა მოყოლა შეეძლოთ? თუ წერა-კითხვის არმცოდნეები ყრუებიც იყვნენ?), და მხოლოდ შემდგომ დაიწყეს ამ გამოსახულებების თაყვანისმცემლობაში გამოყენება.
მაგრამ ეს კულტი მაშინვე ვერ მოერგო ეკლესიას და ძველებურად დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა იმ დროის 

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იმპერატორმა ლეონმა 727 წელს, შემდეგ კი საეკლესიო კრების 348 ეპისკოპოსმა 754 წელს ერთსულოვნად დაგმეს და თავისი დადგენილებებით აკრძალეს ხატთთაყვანისცემა.

თუმცა, 33 წლის შემდეგ, 787 წლის მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილეებმა, გააუქმეს ეს გადაწყვეტილება და სპეციალური კანონის გზით «ბრძანეს» ხატების თაყვანისცემა, იმის ყოველგვარი შესაბამისი ახსნა-განმარტებების გარეშე, თუ რატომაა ეს აუცილებელი. ამ დროიდან იწყება ასევე ჯვრის გამოსახულების ტაყვანისცემისაკენ მოწოდება. მაგრამ ამით ბრძოლა არ დამთავრებულა.

პარიზის საეკლესიო კრებამ, 825 წელს, ისევ აკრძალა ხატთთაყვანისცემა. 17 წლის გასვლის შემდეგ, 842 წელს, იმპერატორი თეოდორას, გარყვნილი და ზნედაცემული ქალის დაჟინებით, ხატების თაყვანისცემის კულტი საბოლოოდ იქნა დადგენილი და აუცილებელს წარმოადგენს როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ეკლესიებში.
ბუნებრივია, რომ ხატთმებრძოლი საეკლესიო კრებები შემდგომ კანონგარეშე იქნა გამოცხადებული და მათ "ავაზაკურებიც" კი უწოდეს.(ისევე როგორც კრეტის  მე-8 საეკლესიო კრებას)ხალი ცოცხი ახლებურად გვის...

   მაშ ასე, ისტორია ერთმნიშვნელოვნად მოწმობს, და ამის წინააღმდეგ ვერაფერს ვერ იტყვის ვერცერთი პატიოსანი მეცნიერი, რომ პირველი სამი საუკუნე ეკლესია ეწინააღმდეგებოდა რაიმე სახის გამოსახულების წარმოშობას. რელიგიური ომი ბიზანტიაში, რომელიც 100 წელზე მეტი გრძელდებოდა - ხატმებრძოლეობა დასრულდა ცრურწმენის გამარჯვებით, რომელმაც ევროპა ჩააგდო შუასაუკუნეების ბნელ უფსკრულში.      საუკუნეების შემდეგ გაისმის პავლე მოციქულის სიტყვები: „...რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლი შესწირეს, არამედ ფუჭი გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და შეიშალნენ, და უხრწნელი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის,... მათ ღმერთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.“ (რომაელთა 1:21-25).


წარმართული სიმბოლოები ხატებზე

შარავანდი

ნათების პირობითი გამოსახვა თავის გარშემო. ერთერთი უძველესი წარმართული სიმბოლოა, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა მზის ღმერთების გამოსახულებებში.
ძველ საბერძნეთში ოლიმპის ღმერთების ატრიბუტი. ინდუიზმსა და ბუდიზმში ფართოდ გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცვამდე და მისი ნახვა შეიძლება ბრაჰმას, შივას, ბუდას, კალისა და მრავალი სხვა ღვთაების გამოსახულებებზე.

მე-4 საუკუნის შემდეგ ჩნდება იმპერიის ეკლესიაში პირველ ხატებთან ერთად. აშკარაა, რომ შარავანდი წარმართული ღმერთების გამოსახულებებიდან იქნა დასესხებული, განსაკუთრებით მითრაიზმის იკონოგრაფიიდან, რომელიც რომის იმპერიაში ქრისტიანობას უწევდა კონკურენციას.
  

  
ხელებისა და თითების ჟესტები

მუდრი (სანსკრიტიდან - სიმბოლო, ნიშანი, ჟესტი თითებით, ანაბეჭდი).
აღმოსავლურ რელიგიებში ხელებისა და თითების განლაგება რიტუალური პრაქტიკების შესრულებისას.
ინდუიზმში მიიჩნევა, რომ მუდრი - გაცილებით მნიშვნელოვანი და მძლავრი პრაქტიკებია, ვიდრე ასანები და პრანაიამები, რადგან ის ადამიანში მიძინებული ძალის - კუნდალინი შაკტის - გამოღვიძებაში ეხმარება.
მუდრის დროს მანტრების წარმოთქმა, მათ ეფექტურობას ზრდის.
მიიჩნევა, რომ თავად "უფალმა" შივამ მოუყვა იოგასა და მუდრებზე თავის მეუღლეს და მოსწავლეს პარვატის: "ო დევი, მე შენ გიამბე მუდრებზე, რომელთა ცოდნაც ყველა სიდხის (ძალებს) გაჩუქებს შენ". (გხერანდა-სამხიტა).

როგორც რთული არაა ამის მიხვედრა, იმ მუდრების ხილვა, რომელთა შესახებაც პირველად შივამ მოყვა, ყველა მართლმადიდებლურ ხატზეა შესაძლებელი.












ყოვლისმხედველი თვალი

მართლმადიდებლობაში გამოისახება სამკუთხედში ჩასმული თვალის სახით ან ხატის სახით, რომელზეც გამოსახულია მზე ოთხი თვალით.
სინამდვილეში, «ყოვლისმხედველი თვალი» - უძველესი წარმართული სიმბოლო, რომელიც ცნობილია როგორც «ჰოროსის თვალი», მართლმადიდებლობაში ხატწერის ერთერთ სახეობად იქცა. ასევე, ოკულტიზმსა და სატანიზმში, სამკუთხედში ჩასმული თვალი – სატანის ყოვლისმხედველობის სიმბოლოს წარმოადგენს.








პენტაგრამა

პირველი პენტაგრამები ძვ. წ. 3500 წლით თარიღდება.
ეგვიპტელები პენტაგრამას ძაღლის თავიანი ანუბისის და ისიდას ვარსკვლავს ეძახდნენ.
ეს ნიშანი აქტიურად გამოიყენება წარმართულ რელიგიებში, ოკულტიზმში, სატანიზმში და ასევე მართლმადიდებლურ ხატწერაში.





ხატთაყვანისცემის მომხრეების არგუმენტების გაბათილება

1.ამბობენ: «ჩვენ თვითონ ხატებზე კი არ ვლოცულობთ, არამედ მათზე, ვინც ხატებზეა გამოსახული» და რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ხატებს თაყვანს კი არა, პატივს სცემენ

პასუხი: გარდა იმისა რომ ზემოტ დავინახეტ გამოსახულების ტაყვანისცემაში გამოყენების უსარგებლობა უნდა აღინიშნოს რომ  ზუსტად ამავე თავის მართლებას იყენებდნენ ასევე წარმართებიც. მაგალითად, ანტიკური ქრისტიანობის ცნობილი კრიტიკოსი ცელსი, როდესაც ქრისტიანთა მხრიდან მომდინარე ბრალდების გაბათილებას ცდილობდა იმის შესახებ, რომ წარმართები თაყვანისმცემლობაში კერპებს იყენებდნენ, ასეთ რამეს ამბობდა: «მხოლოდ სრული იდიოტი თუ მიიჩნევს მათ ღმერთებად და არა ღმერთების შესაწირავად და მათ გამოსახულებად» («მართალი სიტყვა»). როგორც ვხედავთ, წარმართი-კერპთაყვანისმცემლებისათვის აბსოლუტურად უცხო იყო აზრი, რომ მათ ტაძრებში და სახლებში მდგარი კერპები არსებითად ღმერთებს წარმოადგენდნენ. პირიქით, მათ ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ თავისი კერპების მიმართ, როგორიც დღევანდელ მართლმადიდებლებს აქვთ ხატების მიმართ. მათ გაგებაში კერპები მათი ღმერთების მხოლოდ ანარეკლები, მსგავსებები (ბერძნულიდან «eikon», «икона», «ხატი») იყვნენ. 
  ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდათ გამოსახულებების მიმართ ასევე მრავალ სხვა წარმართულ ცივილიზაციაში. ეგვიპტის რელიგია, რომელიც სახელგანთქმულია ღმერთების გამოსახულებების სიმრავლით, ზუსტად ასევე მოიაზრებდა გამოსახულებების უკან არა თავად ღვთაებრივ არსს, არამედ მხოლოდ მის მსგავსებას. ღმერთები კი თავად ეგვიპტელების გაგებით ცხოვრობდნენ, როგორც ერთ-ერთი პირამიდის ტექსტში წერია, «ცაში, მიწაზე და წყალზე, ჩრდილოეთში და სამხრეთში, დასავლეთში და აღმოსავლეთში». 
  მაშ ასე, ახლით რითი სურს თავი იმართლოს მართლმადიდებლობამ, საკუთარ რელიგიურ პრაქტიკაში დამკვიდრებული, ხატებისა და სხვადასხვა «წმინდანების» გამოსახულებების წინაშე ლოცვის გასამართლებლად?
მართლმადიდებლური თავის მართლებები ერთი-ერთში ემთხვევა ზემოთ მოყვანილ წარმართ-კერპთაყვანისმცემლების თავის მართლებებს!  ასეთი თავის მართლებები ძალიან დიდი ხნის წინ ჟღერდა და თავიდან წარმართები ცდილობდნენ მისით თავი ემართლებინათ პირველი ქრისტიანების წინაშე. შემდგომ კი... ქვეყნიერებასთან შერწყმული «ქრისტიანების» შედარებით გვიანდელმა თაობამ, თავადაც დაიწყეს უკვე ძალიან კარგად ნაცნობი ფრაზების გამოყენება, უკვე საკუთარი კერპების პრაქტიკის დასაცავად, რომლებიც წარმართთაგან გადმოიღეს, მაგრამ თითქოსდა უკვე «ქრისტიანული» წესით. მაგრამ რაც არ უნდა უწოდო ამ პრაქტიკებს, გინდა «უძველესი საეკლესიო ტრადიცია», გინდა «ღვთისშეცნობის საშუალება», გინდა კიდევ ათასგვარად, თავად ღმერთი თავისი სიტყვის მეშვეობით ამ საქმეს პირდაპირ უწოდებს: კერპთაყვანისმცემლობას! და არა სხვა რამეს!  

  ღმერთი წმინდა წერილებში მრავალჯერ მიუთითებს თაყვანისმცემლობაში რელიგიური გამოსახულებების გამოყენების აბსოლუტურ უაზრობაზე. ბიბლიური მითითების საპირისპიროდ, მართლმადიდებლობამ "ბრძნული" ნისლით მოცული მოსაზრებების მთელი ბიბლიოთეკები შექმნა «ღირსი მამებისა» და «წმინდანების» სახელით, რათა დაამტკიცოს, რომ ღვთის ეს მითითებები ყველას და ყველაფერს ეხება, მართლმადიდებლობის გარდა. , ყველა სხვას — კერპები აქვთ, აი ჩვენ კი — «წმინდა ხატები», რომელზეც ღვთიური აკრძალვა არ შეიძლება რომ ვრცელდებოდეს»...  
  უკაცრავად, მაგრამ, მაშინ რა განსხვავებაა ასეთ შემთხვევაში მართლმადიდებელთა თავის მართლებასა და ძველი ისრაელების აზროვნების მანერას შორის, რომელთაც ოქროს ხბო ჩამოასხეს «იეჰოვას დღესასწაულისათვის»? (გამოსვლა 32:3-5). მათი გაგებით, მათ მიერ გაკეთებული გამოსახულება ზუსტად ის ღმერთი იყო, იეჰოვა, რომელმაც ისინი ეგვიპტიდან გამოიყვანა. ისინი მოსეს ელოდნენ, რომელიც ღვთის წინაშე იყო წარმდგარი, მაგრამ ვერ მოითმინეს და გადაწყვიტეს თავად დაედგინათ ღვთისადმი თაყვანისცემის წესები და სახე. 
მაგრამ სწავლობს თუ არა მართლმადიდებლობა რამეს მაინც მსგავსი მაგალითებიდან? როგორც ჩანს, არა. უგუნური ისრაელების მსგავსად, მართლმადიდებელი მღვდლები აგრძელებენ ნივთთათაყვანისცემის პრაქტიკას და იგნორირებას უკეთებენ ღვთის აზრს. ამიტომ გასაკვირი არ არის ღვთის სიტყვები რომლებიც ასეთ ადამიანებზე თქვა: (ესაია 44:18-20).

გარდა ამისა ამაზეც დავფიქრდეთ რატომ ანიჭებენ ერთი და იმავე პიროვნების გამოსახულებებიდან ზოგს უპირატესობას, თუ სინამდვილეში მას სცემენ თაყვანს, ვისი სახეც არის გამოსახული?
მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მორწმუნის დამოკიდებულება. რატომ? იმიტომ რომ, ძირითადად ამით განისაზღვრება, რა იქნება „გამოსახულება“ და რა — „კერპი“.
ანიჭებს მორწმუნე ერთი და იმავე პიროვნების გამოსახულებებიდან რომელიმეს უპირატესობას? თუ ასეა, გამოდის, რომ მისთვის გამოსახულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, ვისი სახეც მასზეა გამოსახული. რატომ მიდიან სალოცავად ამა თუ იმ წმინდა ადგილზე, თუნდაც ძალიან შორს? განა იმიტომ არა, რომ იქ „სასწაულთმოქმედი“ ხატი ან სხვა რამ ეგულებათ? მაგალითად, შარტრის (საფრანგეთი) საკათედრო ტაძარში არსებული მარიამის გამოსახულებების შესახებ ერთ წიგნში ნათქვამია: «ეს სკულპტურული, ფერწერული თუ ფერადი მინებისგან გამოყვანილი გამოსახულებები ერთნაირი პოპულარობით არ სარგებლობს . . . ფაქტობრივად, მათგან მხოლოდ სამს სცემენ თაყვანს: კრიპტეს ღვთისმშობელს, სვეტის ღვთისმშობელსა და „ბელ ვერიეს“ ღვთისმშობელს» („Les Trois Notre-Dame de la Cathédrale de Chartres“, ივ დელაპორტე). თუ მორწმუნისთვის მთავარი გამოსახულება არ არის, განა ყველა გამოსახულებას ერთნაირი მნიშვნელობა არ უნდა ენიჭებოდეს?!

ასევე დავფიქრდეთ წმინდა წერილის ორ ადგილზე ამ თემასთან დაკავშირებით.


საქმეები 10:23-26

პეტრემ ისინი სახლში შეიპატიჟა და გაუმასპინძლდა.
მეორე დღეს ადგა და გაჰყვა მათ. ზოგი იოპელი ძმაც მასთან ერთად წავიდა. 
მომდევნო დღეს ის კესარეაში შევიდა. კორნელიუსი ელოდა მათ. ნათესავებისა და ახლო მეგობრებისთვისაც დაეძახა. პეტრე რომ შევიდა, კორნელიუსი შეეგება, მის ფეხებთან დაემხო და მდაბლად თაყვანი სცა, მაგრამ პეტრემ წამოაყენა და უთხრა: „ადექი, მეც ადამიანი ვარ“.

აი აქ კორნელიუსის დამხობა პატივისცემის აღმნიშვნელი იყო თუ თაყვანისცემის?

მეორე შემთხვევა გამოცხადება 22:8,9

მე, იოანემ, მოვისმინე და ვიხილე ეს ყველაფერი და, როცა მოვისმინე და ვიხილე, თაყვანსაცემად დავემხვე ანგელოზის ფეხებთან, რომელიც ამას მაჩვენებდა, მაგრამ მან მითხრა: „იცოდე, ნუ იზამ ამას! მეც ისეთივე მონა ვარ, როგორც შენ, შენი ძმები —წინასწარმეტყველები — და ამ გრაგნილის სიტყვების დამცველნი. ღმერთს ეცი თაყვანი“.


აი აქ მოციქული იოანე ანგელოზის წინაშე პატივსაცემად დაემხო თუ  თაყვანსაცემად, რომელიც მხოლოდ უხილავ ღმერთს ეკუთვნის?

არადა მოციქული, გამოცდილი ქრისტიანი იყო! ხანდახან რა რთულია არ შეცდე!

თუმცა ნათელია, რომ არასწორად მოიქცა, რადგან შეგონება დაიმსახურა.

ეხლა კი დავფიქრდეთ. როდესაც მოციქული პეტრეს ან ანგელოზის სურათს აკეთებენ და მის წინ იჩოქებენ, კოცნიან და ა.შ. ეს ნამდვილად ნორმალურია? არადა თავად პეტრე არ იყო ამის მომხრე, როგორც ზემოთ წავიკითხეთ. კიდევ ჯანდაბას მოციქულის ან ანგელოზის  წინაშე დაიჩოქო შეცდომით, მაგრამ მათი სურათის წინ - ეს საერთოდ ზღვარს მიღმაა. 

როდესაც ერთი და იგივე წმინდანის სხვადასხვა ხატები არსებობს და ამავდროულად ერთი გაცილებით "სასწაულმოქმედად" მიიჩნევა, ვიდრე მეორე... როდესაც მორწმუნეები სალოცავად მიდიან იმ ადგილებში, სადაც, როგორც მიიჩნევა, გაცილებით სასწაულმოქმედი გამოსახულება ინახება... ეს მართლა არ არის კერპთაყვანსმცემლობა? იმიტომ რომ ისე გამოდის, ერთი და იმავე პიროვნების სხვადასხვა გამოსახულებები, მორწმუნეთა თვალში ერთნაირად ძვირფასი არ არის. გამოდის, რომ მორწმუნეები თვითონ გამოსახულებას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, და არა იმას, ვინც მასზეა წარმოდგენილი. 

როდესაც ავტომობილის სალონში აკრავენ ხატებს, ლოცვებს აკერებენ ტანსაცმლის კიდეებში - ეს ნამდვილად ღვთის სიტყვაზე მსჯელობისთვისაა? ნამდვილად არ არის ეს ერთგავი მაგიური თილისმების ქრისტიანული ვარიანტი?

ხოლო რაც შეეხება იუდეველების მხრიდან მათი ტაძრისადმი დამოკიდებულებას, ვინ ამბობს საპირისპიროს? იქ ღმერთი იყო დავანებული. დღეს მისი მსგავსი ადგილები აღარ არის. არავის შეუძლია გამოსახულება გააკეთოს და განაცხადოს, რომ აი ეხლა ღმერთი აქ არის დავანებულიო, როგორც ეს იერუსალიმის ტაძარში იყო. თუმცა იმ დიდებულ ტაძარსაც კი არ ეპყრობოდნენ იუდეველები ისე, როგორც დღეს მრავალი ხატებს ეპყრობა. არ არსებობდა მეტად ან ნაკლებად სასწაულმოქმედი ტაძრის გამოსახულებები. მათ სახლებში არავინ ჰკიდებდა და არც მათზე ლოცულობდა ვინმე და არც მათ წინ.


ჩვენ ხატებს კი არ ვეთაყვანებით, უბრალოდ პატივს ვცემთ»
პასუხი -

მართლმადიდებლობაში თუ თაყვანს არ სცემენ ხატებს, მაშინ გაუგებარია რატომ აქვთ დადგენილი სხვადასხვა ხატების სახელობის უამრავი დღესასწაულები? რატომ მიმართავენ ხატებისკენ თავის განსაკუთრებულ ლოცვებსა და გალობებს?
მაგალითად, «ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატს» მიმართავენ თვალის სნეულებების დროს, მასვე სთხოვენ ახლადდაქორწინებულთა ოჯახის ლოცვა-კურთხევას. «ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატს» მიმართავენ არეულობებისა და დახლეჩვების დროს, კარდიოლოგიური დაავადებებისას. ხოლო ხატს «დაულევნებელი ბარძიმი» მიმართავენ ლოთობისაგან, ნარკომანიისაგან და თამბაქოს მოწევისაგან განკურნების სათხოვნელად და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას.

მართლმადიდებლობაში თუ თავად ხატებს არ სცემენ თაყვანს, მაშინ რატომ ასრულებენ მომლოცველობას ასობით კილომეტრ მანძილებზე რომელიმე ხატთან მისასვლელად, როდესაც სახლთან ახლოს ზუსტად ასეთივე ხატი აქვთ?

გარდა ამისა, რატომ ახლავს უსულო საგნების თაყვანისცემას ლოცვები, რომლებიც უშუალოდ ამ საგნებისკენაა მიმართული? მაგალითად, «ცხოველმყოფელი ჯვრის» მიმართ -

«ჯვარსა წმიდასა პატიოსანსა, რომელსა აქებენ ანგელოსნი და ძალნი ზეცათანი, ჩვენცა მათთანა თაყვანის-ვცემთ და ვადიდებთ, და ვითხოვთ მისგან ხსნასა ყოველთა ვნებათაგან»?

«ღვთისმშობლის» ჩუსტების ან სარტყელის მიმართ -

http://hram-kupina.ru/cerkovnyj-kalendar/polozhenie-chestnogo-poyasa-bogorodicy/molitvy-i-akafist-svyatomu-i-prechestnomu-poyasu-presvyatoj-bogorodicy/#молитвы


იმაში კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად, რომ მართლმადიდებლობაში უშუალოდ ხატებს სცემენ თაყვანს, შეგვიძლია გავხსნათ ნებისმიერი მართლმადიდებლური მომლოცველობის საიტი, მაგალითად 
http://kovceg.ru/node/2930, მოგზაურობა ათონში.

პროგრამაშია:

1 დღე - რეგისტრაცია.


2 დღე - .. ხატის «ძუძუსმაწოვებელი» თაყვანისცემა.. მოციქული ანდრია პირველწოდებულის თავის თაყვანისცემა.


3 დღე - ივერიის ღვთისმშობლის ხატის თაყვანისცემა («კარის მცველი»)..ღვთისმშობლის უსახელო ხატის, პეტრესა და პავლეს სასწაულმომქმედი ხატის თაყვანისცემა, ასევე წმინდამოწამე გედეონის ხატის თაყვანისცემა, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებებს კურნავს..ათანასე ათონელის წმინდა ნაწილების თაყვანისცემა, სასწაულმოქმედი ხატების «იკონომისის» და «კუკუზელისის» თაყვანისცემა.


4 დღე - ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატის თაყვანისცემა..ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის თაყვანისცემა..ყაზანის სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატის თაყვანისცემა...ღვთისმშობლის სარტყელის, იოანე ოქროპირის თავის და შვიდი სასწაულოქმედი ხატის თაყვანისცემა.


5 დღე - პირველმოწამე და არქიდიაკვანი სტეფანეს სასწაულმოქმედი ხატის თაყვანისცემა, ღვთისმშობლის ხატების «ოდიგიტრია» და «ანდიფონიტრია» თაყვანისცემა..მარიამ მაგდალელის უხრწნელი წმინდა ნაწილების თაყვანისცემ, რომლებიც დღემდე (თითქმის 2000 წლის განმავლობაში) ცოცხალი სხეულის ტემპერატურას ინარჩუნებენ..დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონის ხატისა და თავის თაყვანისცემა.


6 დღე - წმინდა გიორგის სამი სასწაულმოქმედი ხატის თაყვანისცემა. (მხოლოდ ერთის რატომ არა :)? )..სასწაულმოქმედი ხატი «სამხელიანი»-ს თაყვანისცემა, საბა სერბელის წმინდა ნაწილების..სასწაულმოქმედი ხატი «მსწრაფლშემსმენელი»-ს თაყვანისცემა..ღვთისმშობლის ხატის «ოდიგიტრია» (გზის მაჩვენებელი) და წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატების თაყვანისცემა..

როგორც ვხედავთ, სიტყვა "თაყვანისცემა" არაერთხელ გვხვდება რომელიმე ხატის ან ვინმეს გვამურ ნარჩენებთან მიმართებით. 


ასევე, საძიებო სისტემაში თუ ავკრეფთ "სასწაულმოქმედი ხატის თაყვანისცემა", შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, რომ მოცემულ მომსახურებას მართლმადიდებლური ტაძრებისა და მონასტრების უზარმაზარი რაოდენობა გვთავაზობს.

ასე რომ, მართლმადიდებლობაში ზუსტადაც რომ გამოსახულებებს სცემენ თაყვანს -





 
იოანე შანხაელის სავარძლის თაყვანისცემა -




მართლმადიდებელი აპოლოგეტების მტკიცება, იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლობაში «ხატებს თაყვანს კი არ სცემენ, არამედ უბრალოდ პატივს მიაგებენ» – მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერ თავის დაძვრენას წარმოადგენს.
ბიბლიის საპატრიარქოს თარგმანში სიტყვები «თაყვანისცემა» და «პატივისცემა», ერთი და იგივე სიტყვის თარგმანს წარმოადგენს. ძველ აღთქმაში - ესაა სიტყვა SHAW-KAW, რაც ნიშნავს «მუხლებზე დაცემა, თაყვანისცემა, პატივისცემა».
ახალ აღთქმაში ბერძნული სიტყვა პროსკინეო, რაც ნიშნავს «მუხლებზე დაცემას (ტანსაცმლის ბოლოზე კოცნა), მისალმება, მიწამდე თავდახრა; ღვთისმოსავად თაყვანისცემა, თაყვანისცემა, პატივის მიგება, პატივისცემა». (ი.ხ. დვორეცკი, ძველბერძნულ-რუსული ლექსიკონი. М., 1958. ტ 2. გვ. 1414)

ძველ აღთქმაში სიტყვა SHAW-KAW 170 ჯერ გვხვდება, შემთხვევათა ნახევარში ის ადამიანებთან მიმართებით გამოიყენება. მაგალითად: «ადგა აბრაამი, მდაბლად თაყვანი სცა (SHAW-KAW) იქაურებს» დაბადება 23:7,12. ანუ იგულისხმება პატივისცემა, რომელსაც ის მისი დროის ჩვეულებისამებრ ავლენდა.

თუ მეორე მცნებას მივმართავთ, დავინახავთ, რომ ღვთის სურვილია რათა გამოსახულებებს არა მხოლოდ თაყვანი არ სცენ, არამედ მათ მიმართ არ ავლენდნენ პატივისცემის რაიმე სახის ნიშნებსაც კი -
"არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი (SHAW-KAW) მათ, არც ემსახურო". გამოსვლა 20.4-5.



არგუმენტი №5 -

«ჩვენ თვითონ ხატს კი არ ვცემთ თაყვანს, არამედ მხოლოდ მას, ვინც მასზეა გამოსახული. ის თაყვანისცემა, რომელიც გამოსახულების წინაშე სრულდება, გამოსახულების პირველწყაროს ეკუთვნის.»

პასუხი -

და რა განსხვავებაა ამ შემთხვევაში წარმართებისგან?

ბიბლიური და ანტიკური დროის წარმართებიც უშუალოდ გამოსახულებებს კი არ სცემდნენ თაყვანს, არამედ იმ ღმერთებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენდნენ. ღმერთების გამოსახულებები მათი სურვილისდამიხედვით იცვლებოდა, მაშინ როდესაც თავად ღმერთები უცვლელები რჩებოდნენ. გარდა ამისა, თითოეულ მათ ღმერთს მრავალი გამოსახულება ჰქონდა, თუმცა ამავდროულად იმას არასოდეს ამტკიცებდნენ, რომ იმდენივე ღმერთი არსებობდა, რამდენი გამოსახულებაც ჰქონდათ. წარმართები ყოველდღიურად ახალ კერპებს აღმართავდნენ, თუმცა ამ ყველაფრით ახალი ღმერთების შექმნას როდი ცდილობდნენ.
მაგალითად, მსაჯულების 3:7-ში და 1მეფეების 12:10-ში, ღმერთს ჩამოცილებული ებრაელები ბაალსა და ასტარტას სცემდნენ თაყვანს მათი მრავალრიცხოვანი გამოსახულებების საშუალებით, ზუსტად ისევე როგორც მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმში სცემენ თაყვანს მარიამს, ანგელოზებსა და «წმინდანებს» მრავალრიცხოვანი კერპებისა და ხატების მეშვეობით.

ანტიკური წარმართობის აპოლოგეტებს, პირველ ქრისტიანებთან პოლემიკისას, კერპების თაყვანისცემის დასაცავად ზუსტად ისეთივე არგუმენტი მოჰყავთ, როგორსაც დღეს მართლმადიდებელი აპოლოგეტები იყენებენ ხატების თაყვანისცემის დასაცავად.
მაგალითად, ანტიქრისტიანული ლიტერატურის ერთერთ ცნობილ ძეგლში, ცელსუსის «მართალ სიტყვაში», წარმართი ფილოსოფოსი ამბობს -

«ისინი (ქრისტიანები) ვერ იტანენ ტაძრებს, სამსხვერპლოებსა და გამოსახულებებს…ისინი თავგამოდებით აძაგებენ სტატუეტებს...ისინი თუ ასე იმიტომ ფიქრობენ, რომ ქვა, ხე, ბრინჯაო ან ოქრო, რომელიც რომელიმე ხელოსანმა დაამუშავა, ღმერთი არ არის, მაშინ ეს სასაცილო სიბრძნეა. რადგან ნამდვილი სულელის გარდა ვინ მიიჩნევდა მათ ღმერთებად და არა მათდამი მიტანილ მსხვერპლად და მათ გამოსახულებებად»

ნეოპლატონისტი პორფირი (III-IV ს.) წერს:

«მათ, ვინც ამგვარად მიაგებს პატივს ღმერთებს, სულაც არ მიაჩნიათ, რომ ღმერთი ის ხე, ქვა ან ბრინჯაოა, რომლისგანაც სტატუეტია დამზადებული, და არც იმას ფიქრობენ, რომ თუ გამოსახულებას ნაწილი მოტყდა, ამის გამო ღვთის ძალა მცირდება. იმიტომ რომ ძველებმა სტატუეტები და ტაძრები ხსოვნისათვის აღმართეს, იმისათვის, რათა გამვლელებმა, როდესაც იქ მივლენ, საკუთარი აზრები ღვთისაკენ მიმართონ, ან რათა დღესასწაულებზე, ყოველივე ზედმეტისაგან განწმენდის შემდეგ, აღთქმები და ლოცვები აღავლინონ და ღმერთს ის სთხოვონ, ვისაც რა უნდა. რადგან ვინმე თუ მეგობრის გამოსახულებას აკეთებს, ის ხომ არანაირად არ ფიქრობს, რომ ეს მეგობარი ამ გამოსახულებაშია ან რომ მისი სხეულის ცალკეული ნაწილებია მოქცეული პორტრეტის (შესაბამის) ნაწილებში, არამედ ის გამოსახულების მეშვეობით უბრალოდ მეგობრისადმი საკუთარ პატივისცემას ააშკარავებს».

ნეტარი ავგუსტინეს თანახმად, მისი დროის წარმართების ჩვეული თავის მართლება იმაში მდგომარეობდა, რომ მატერიალური გამოსახულება, იმის ნიშანს წარმოადგენს, ვისი თაყვანისცემაცაა საჭირო. (ავგუსტინე. ფსალმუნების განმარტება, ფს113(
), 3-4) .

კალვინი, ავგუსტინეზე დაყრდნობით, წერდა:

"წმ. ავგუსტინეს მიერ მოყვანილ, მისი დროის კერპთაყვანისმცემლების თავის მართლებებს მივმართოთ, რომლებიც იმაში მდგომარეობდა, რომ, ვითომდა, ყველაზე უკანასკნელი უმეცრებიც კი ეთაყვანებიან არა ამ ფორმებს, არამედ მათში უხილავად არსებულ ღვთაებას. კერპთაყვანისმცემლობაში მეტნაკლებად ჩაძირულნი იტყოდნენ, რომ თაყვანს სცემენ არა კერპს და იმ სულს რომელსაც ის გამოსახავს, რადგან ამ მატერიალურ გამოსახულებას იმის ნიშნად მიიჩნევენ, რისი თაყვანისცემაცაა საჭირო."

როგორც ჩანს, არც პირველი საუკუნის ქრისტიანობის დროინდელი წარმართები სცემდნენ თაყვანს თავად გამოსახულებებს. მათი თაყვანისცემა, რომელიც «გამოსახულებისაკენ იყო მიმართული, პირველწყაროზე გადადიოდა».
ჩვენი დროისთვის არაფერი შეცვლილა. მართლმადიდებლობამ უბრალოდ დაისესხა წარმართების მეთოდიკა და, მიიღო როგორც კერპთაყვანისმცემლობის პრაქტიკული მხარე, ასევე მისი გამართლების საშუალებები.


2.ძველი ებრაელებიც იყენებდნენ თაყვანისმცემლობაში საგნებს, რომლებიც ადამიანის ხელით იყო შექმნილიო: კარავს, კიდობანს, ტაძარს, რომლებიც ასევე წარმოადგენდნენ ზეციურის გამოსახულებებს, რომელთა წინაშეც მუხლებზე ეცემოდნენ და ლოცულობდნენ.

პასუხი: მაგრამ უკაცრავად, კიდობანი ნამდვილად წმინდა ნივთი იყო: მასში ინახებოდა ფილები ათი მცნებით, რომელიც პირადად ღმერთმა დაწერა, მასთან მოსე ღმერთს ელაპარაკებოდა, მან დასცა ძირს ფილისტიმელთა კერპი და უბედურება დაატეხა თავს თვითონ ფილისტიმელებს, ერთმა ადამიანმა კი სიცოცხლით ზღო კიდობნის უპატივცემულობა. ტაძარში სასწაულებრივად გადმოდიოდა ცეცხლი და ბოლი და შთანთქავდა მსხვერპლს, ხოლო ტაძრის განადგურება ყოველთვის ღვთის რისხვის შედეგს წარმოადგენდა. ელისეს ნაწილებმა ნამდვილად აღადგინა მკვდარი, და პავლეს ტანსაცმელმაც ნამდვილად განკურნა ზოგი. როგორ და რატომ მოხდა, ეს სულ სხვა საკითხია: უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთ მოვლენებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი.
ნუთუ რაიმე მზგავსი დღესაც ხდება? ნუთუ ღმერთი ელაპარაკება ხალხს ხატებთან, ან ხატი ძირს დასცემს კერპს გვერდიგვერდ რომ დააყენო ისინი, ან თანამედროვე ტაძრებში გადმოდის ცეცხლი, ბოლი ან ღვთის ხმა (ზოგი იტყვის, სანთლები თვითონ ინთებაო), ან ვთქვათ ვინმე განკურნეს ან აღადგინეს წმინდა ნაწილებმა (მაგალითად წმინდა სპირიდონ ტრიმიფურტელის)? ასეთი სერიოზული შედარებების გასაკეთებლად, როგორიცაა «ხატი = იეჰოვას კიდობანი», ანალოგია სრული უნდა იყოს, შედეგის ჩათვლით. სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს არავითარი უფლება მსგავსი შედარებების გასაკეთებლად, რომელიც, მსუბუქად რომ ვთქვათ, თავხედური გამოვა. ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ სოლომონივით ბრძენია ან სამსონივით ძლიერი, მაგრამ კეთილი ინებეთ და მტკიცებულებები წარმოადგინეთ, ანუ შედეგი

3.ასევე მოყავთ მაგალითები იმისა რომ  ადრე ადამიანებს თაყვანს ცემდნენ მაგალითად აბრაამმა თაყვანი სცა ხეთის ძეებს(პატივმიგების მიზნით)(დაბ23:7)


პასუხი:დასაწყისშივე უნდა აღვნიშნო რომ არაობიექტურიდა არაგონივრულია ბიბლიის ფონზე რასაც იძახით 1.როცა მოგყავს ცოცხალი ადამიანთა მაგალითი ძველი აღთქმიდან ესარის ადამიანების მისამართით და არა ხატების. ხატებს არავინ ცემდა თაყვანს და ემხობოდა ისრაცა ბრაამმა გტააკეთა იმკონტექსტშიც კი. და არცარავის ქონდა სახლებში ხატები. და ამორსშორის დიდი სხვაობაა და არანაირი საფუძველი ხატების ჯერ ქონისა და მერე მათმიმართ ანალოგიურად მოქცევისა როგორც ადამიaენების მიმართ იყო  არარსებობს ასე რომ  აქ ადამიანებზეა საუბარი და არა ხატებზე. და ნუ მკრეხელობთ და ხატებს ნუაყენებთ მათ გვერდით. 2.ესიყო ძველი დროის ტრადიცია რომლის მიხედვითაც ასე გამოხატავდნენ პატივისცემას . ახლა 21 საუკუნეა მინდა შეგახსენოთ და არაფერიაქ საერთო მაგმეთოდს . ახლა ეგეტი რამ არის თაყვანისცემა და მეტიარაფერი . .გარდა იმისა რომ 21 საუკუნეა ახლა, პირველ საუკუნეში არავინ ემდა ხატებს არც პატივს და არც თაყვანს. და ახლა არც პრაქტიკაში მსოფლიოში ადამიანთა მიმართ
მსგავსი პატივისცემა და მითუმეტეს ხატების.ანგელოზმაც კიარ მიიღო პატივისცემა ალბათ იოანეც აღმერთებდა ხო3. დამისახელეთ მაგალითი ბიბლოიიდან რომ ვინმეს ხატები ქონდა სახლში და აყვცანს სცემდა თუვერასახელებთ მაშინ ქრისტიანობას მისდევთ თუ საკუთარ შეხედულებებს? 4. თუკი პატივმიგებად უნდა გავიგოთ ასეთი მოქმედებები ხატების მიმართ; მაშინ როცა ღმერთი გამოსვლის20 თავში ამბობს რომ არგაიკეთო ხატი და არცე თაყვანი.გამოდის რომ მკაფიოდ აკრძალა იმდროინდელი პატივმიგების ფორმაც კი ხატების მიმართ


4.ფსალამუნი 5:7-ით ტაძრის და რელიქვიების თაყვანისცემის არგუმენტირება?

პასუხი: პირველი, ყველა თარგმანი როდი გადმოსცემს ამ მუხლს როგორც «თაყვანსვცემ ტაძარს», ხშირად ის ნათარგმნია როგორც «თაყვანსვცემ ტაძრის წინ». მაგრამ რათქმაუნდა, ყოველთვის შეიძლება თქმა, რომ ხატებს კი არ სცემენ თაყვანს, არამედ «მათ წინ» სცემენ თაყვანს. ტაძარს ვცვლით სხვა წმინდა საგნის ან პიროვნების გამოსახულებით და ამით მივიღებთ ასპროცენტიან ბიბლიურ პარალელს. ასეა? არც მთლად ეგრეა საქმე.
მოდი ჯერ თარგმანზე ვისაუბროთ და მერე დანარჩენზე
1.1. ვესმინსტერის ლენინგრადის კოდექსი, WLC
თარგმანი: ხოლო მე, შენი მრავალი მოწყალებით, შევალ შენს სახლსა, შენი წმიდა ტაძარის მიმართულებით მუხლს მოვიდრეკ (თაყვანისცემა) შენი მოშიშებით.

2.. სეპტუაგინტა LXX
თარგმანი: მაგრამ მე შემოვალ შენს სახლში შენი წყალობის სიმრავლით: მუხლს მოვიდრეკ  შენი მოშიშებით შენი წმიდა ტაძრის მიმართულებით.
3. ვულგატა
თარგმანი: მაგრამ მე შენი წყალობის სიმრავლით, შევალ შენს სახლში, მუხლს მოვიდრეკ შენი ტაძრის მიმართულებით, შენი მოშიშობით.

 ეხლა გადავხედოთ ინგლისურ ვარიანტებს. 
1. English Standard Version (ESV)

2. International Standard Version

3. American Standard Version (ASV

4. Darby Bible Translation
5. Webster's Bible Translation

იმისთვის რომ გავიგოთ, რამდენად უსაფუძვლოა ტაძარსა და ხატებს შორის გავლებული პარალელები, შევადგინოთ მათ შორის არსებული სხვაობების სია. (გავითვალისწინოთ ის, რომ დავითს, ტაძარში, მხედველობაში ჰქონდა კარავი. მათ შორის ბევრი საერთია, და ამიტომ ჩვენ კონტექსტში ისინი დროდადრო ცვლიან ერთმანეთს.)

1) ტაძარი შექმნილი იყო ღვთის დავალებით. იეჰოვამ პირადად აკურთხა სოლომონი, რათა მას ტაძარი აეშენებინა (1 ნეშტთა 17:12; 3 მეფეთა 9:3). მსგავსს ვერაფერს ვკითხულობთ ხატებზე, წმინდა ნაწილებზე და ჯვრებზე. ტაძრისგან განსხვავებით, ხატები ღვთის კურთხევის გარეშე იქმნება.

2) ტაძარი – ერთი იყო. ტაძარი უნიკალური ობიექტი იყო, რომელსაც ანალოგი არ გააჩნდა მსოფლიოში. ძველი სამყარო მრავალ ტაძარს იცნობდა, მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთის ტაძარი მხოლოდ ერთ ეგზემპლიარად იყო წარმოდგენილი. ებრაელთაგან არავინ ატარებდა კისერზე ტაძრის პატარა მაკეტს და არც სახლში აწყობდა კუთხეს ტაძრის გამოსახულებებით. მილიონობით ცალკეული ხატი არსებობს, მრავალ წმინდანს მრავალნაირი ხატები აქვთ, თან ყოველ ხატს უამრავი კოპია გააჩნია და ა.შ. რა საერთო აქვთ ხატებს ტაძართან, თუ ის მილიონობით ეგზემპლარშია?

3) ღმერთმა თვალნათლივ აჩვენა, როდესაც ტაძარი მოიწონა. სოლომონმა როცა ტაძრის მშენებლობა დაასრულა, ღმერთმა აჩვენა, რომ მოიწონა ის, ღრუბლის სახით, ხოლო შემდეგ მოავლინა ცეცხლი, რომელმაც შთანთქა მსხვერპლი (3 მეფეთა 8:10). ეს იყო ღვთისგან კურთხევის დამაჯერებელი მტკიცებულება. ვერაფერ მზგავსს ვერ ვხედავთ თანამედროვე რელიქვიებთან დაავშირებით. ღმერთს არაფერი უშლიდა ხელს რომ ისტორიის განმავლობაში ერთხელ მაინც, ვთქვათ, ხატის წინ სანთლები აენთო სასწაულებრივად, მაგრამ ასეთიც კი არ მომხდარა.

4) ტაძარი წარმოადგენდა ღვთის თანდასწრების სიმბოლურ ადგილს. ძალიან მნიშვნელოვანი მუხლია 3 მეფეთა 9:3: «მე ვაკურთხე ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად უკუნისამდე; ჩემი თვალი და გული მუდამჟამს მანდ იქნება». თუ ღმერთის «თვალი და გული» იმყოფება რომელიმე ადგილზე, შეიძლება ღმერთს თაყვანი სცე ასეთ ადგილთან? რათქმაუნდა! მაგრამ, ნუთუ ღვთის «თვალები და გული» ყველა იმ მილიონობით ხატშია, რომლებიც ეკლესიებში და საეკლესიო მაღაზიებშია?

5) ტაძარს არავინ ყიდდა. დღევანდელ ხატებზე მშვენიერი ბიზნესია აწყობილი. საინტერესოა, რას იტყოდა ღმერთი, ებრაელებს რომ ტაძრის მინიატურული მაკეტების დამზადება დაეწყოთ და შემდეგ მათი გაყიდვის ბიზნესი აეწყოთ?

ბიბლიაში კიდევ ერთი წმინდა საგნის მაგალითია, თანაც უფრო ნათელი, ვიდრე ტაძარი, კიდობანი ან ქერუბიმები კიდობანზე. ამ საგანს განკურნების ძალაც კი ჰქონდა. ესაა მოსეს სპილენძის გველი: (რიცხვნი 21:8, 9).
ყურადღება მივაქციოთ, რომ აქ ღმერთმა პირადად უთხრა მოსეს რომ სპილენძის გველი გაეკეთებინა და პირადად უბრძანა მისთვის შეეხედათ განსაკურნავად. შეიძლება იმაზე დიდი სიწმინდე იყოს რამე, რომელიც ღვთისმოშიშმა ადამიანმა, პირადად ღვთის დავალებით შექმნა, მითუმეტეს რომ ის საშუალებას აძლევდა ხალხს სიკვდილისგან ესნათ თავი? მაგრამ, მიუხედავად ამისა, არცერთ ხატის დამცველს არ მოჰყავს ის პარალელის სახით. ამის მიზეზი ჩაწერილია 4 მეფეთა 18:4:
მან (ხიზკიამ) გააუქმა გორაკები, დალეწა სვეტები, აჩეხა აშერა და დაამტვრია სპილენძის გველი, მოსეს გაკეთებული, რადგან იმ დრომდე საკმეველს უკმევდნენ მას ისრაელიანები და ნეხუშთანს უწოდებდნენ.

სპილენძის გველის შემთხვევაში ვხედავთ საგნის ტიპიურ ევოლუციას, სიწმინდიდან კერპამდე. იმან, რაც თავიდან სანქცირებული იყო ღმერთის მიერ, დროთა განმავლობაში ტიპიური წარმართული კერპის თვისებები შეიძინა: მასიური თაყვანისცემა, საკუთარი სახელის შეძენა (ნეხუშთანი) და ამ საგნის გარშემო სპეციალური რიტუალის ფორმირება (საკმევლის კმევა). მართალმა ხიზკიამ შენიშნა ეს ტენდენცია და აღკვეთა იგი, მაგრამ ალბათ ეს არ იყო იოლი, სპილენძის გველი ხომ მნიშვნელოვანი ისტორიული რელიქვია იყო. თანამედროვე რელიქვიებიც იკრებენ თავის გარშემო მილიონიან აუდიტორიებს; გააჩნიათ საკუთარი სახელები, განსხვავებული მათზე გამოსახული პიროვნების სახელისა (მაგალითად:«ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი»); მათაც უკმევენ ყოველ ტაძარში. სახეზეა ზუსტად მსგავსი ტენდენცია, ისაც რომ დავუშვათ, რომ თავიდან ამ საგნებში არ იყო არაფერი ცუდი.
როდესაც ხატების დასაცავად ბიბლიური პარალელები მოჰყავთ, ერთი რამ არ მესმის: მთავარი პრობლემა თვითონ გამოსახულება არაა როგორც ასეთი, პრობლემა ისაა, თუ რა ხდება მის გარშემო. სპილენძის გველის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, რომ ნებისმიერი საგანი, თუნდაც თავიდან ღვთისმოსაწონი, შეიძლება გადაიქცეს კერპად და სისაძაგლედ, თუ ძალიან დიდ ყურადღებას მიიქცევს. ღმერთი ტყუილად როდი იცავდა ასე თავგამოდებით, თავის ერს მეზობელთა წარმართული კერპთაყვანისმცემლობისაგან. გავიხსენოთ, რომ არც კარავში და არც ტაძარში არ იყო არაფერი, თანამედროვე ხატთა მსგავსი. ცოდვილი ადამიანი მიდრეკილია ხილვით სიარულისკენ, და არა რწმენით
ქრისტიანული სამყაროს ლიდერებს შეუძლიათ მიჰბაძონ ხიზკიას და მტკიცედ გაასუფთაონ თავისი თაყვანისმცემლობა ნებისმიერი, კერპთაყვანისმცემლობის ცალკეული გამოვლინებებისგანაც კი.

5.გავრცელებული აზრი„სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ადრეული ქრისტიანები იყენებდნენ გამოსახულებებს“, — აღნიშნულია „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“. „ქრისტიანული კატაკომბები ადრეული ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების გალერეებია . . . წმინდა თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი ოთახები და სამარხები მითოლოგიური გმირების გამოსახულებებითაც კი იყო შემკობილი“.
პასუხი: ამ კატაკომბებში აღმოჩენილი უძველესი გამოსახულებები თარიღდება მესამე საუკუნით, ანუ იესოს სიკვდილიდან დაახლოებით 200 წლის შემდგომი პერიოდით. აქედან გამომდინარე, ის რასაც „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ „ადრეულ ქრისტიანულ თაყვანისმცემლობას“ უწოდებს, სინამდვილეში სრულებითაც არ არის ის თავდაპირველი ქრისტიანული
თაყვანისმცემლობა, რომელსაც პირველი საუკუნის მოწაფეები ასრულებდნენ. ამ მოწაფეების თაყვანისმცემლობა აღწერილია ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში, რომელსაც უმრავლესობა „ახალი აღთქმის“ სახელით იცნობს. 

6.ლოცვისას წმინდანთა მოხმობის თაობაზე
მართლმადიდებელი ქრისტიანები ლოცვისას ხშირად უხმობენ წმინდანებს, რადგანაც მუდამ სჭირდებათ მათი შემწეობა და სწამთ, რომ „ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვასო“ (იაკ. 5, 16). ასეთ რწმენას თვით უფალი გვინერგავსო. მან თავად უბრძანა იობის მეგობრებსო:

„მიდით ჩემ მორჩილ იობთან... და ჩემი მორჩილი იობი ილოცებს თქვენთვის, რადგან შევიწყნარებ მას და ავად არ მოგექცევით“ (იობ. 42, 8).

პასუხი:ამ მუხლებში ერთმანეთისთვის ლოცვაზეა საუბარი თანაც ცოვხლები ლოცულობენ ერტმანეტისთვის  და არა იმაზე გარდაცვლილს რომ თხოვოს ვინმემ ჩემტვის ილოცეო
რა შეგვიძლია ვისწავლოთ იეჰოვას მოთხოვნიდან, რომ იობს ელოცა თავის წინააღმდეგ შემცოდველთათვის? (იობი 42:8).
იეჰოვამ, სანამ იობს ჯანმრთელობას აღუდგენდა, მისგან მოითხოვა, რომ მის წინააღმდეგ შემცოდველთათვის ელოცა. ეს აჩვენებს, რომ იეჰოვა, სანამ ცოდვებს მოგვიტევებს, მოითხოვს, რომ ჩვენც მივუტევოთ ჩვენ წინააღმდეგ შემცოდეებს (მათე 6:12; ეფესელთა 4:32) (01.05, გვერდი 31).
7. (გამოცხ. 5, 8-9). ამიტომაც შეუძლიათ მართლებს სიკვდილის შემდეგ ლოცვა, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ჩვენთვის - ოდედამიწაზეო

პასუხი:აქ არსად წერია რომ გარდაცვლილთა ლოცვებს განასახიერებს საკმეველიო.
ზეცაში მყოფ უხუცესებს ქონდათ საკმეველი ტომელიც ლოცვებს განასახიერებდა ქ გარდაცვლილები არსად წერია და არც გარდაცვლილთა ლოცვები ქონდათო არცის
ასსვე არცისწერია რომ ისინი დედამიწაზე მყყოფი ხალხისთვის ლოცულობდნენო
ესარის მარტლმადიდებლებისდა კათოლიკებია ილუზია რომ თავი დაიმშვიდონ ცრუ დოგმატების გამო
ფსალ 141:2 ში წერია რომ ცოცხალი ადამიანის ლოცვა იყო საკმეველივით  და არა გარდაცვლილების

8.(გამოცხ. 6, 9-10). 
პასუხი:და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შუამდგომლობითი ლოცვაა? ეს ხომ ბოლო დროს დახოცილთა ვედრებაა? რომელთაც იციან რა მათ სიცოცხლეში დედამიწაზე არსებული სიტუაცია, რაც მათ მეხსიერებაში გაჰყვა ( და აი ამის გამო ითხოვენ ისინი, რომ აღსრულდეს სამართალი და ეს არაფერს არ ამბობს იმაზე, რომ წმინდანებმა ვინმეს ლოცვა გაიგონეს ზეცაში.

აქ ჯეერთი რომ არსად წერია დედამიწაზე მცხოვრების კეტილდგეობისთვის ლოცულობდნენო ესერთი
მეორე ისინი შურისძიებისთვის ლოცულობდნენ მაგრამ ღმერტი ეუბნება11 მუხლში  რომ დაესვენათ და დალოდებოდნე  ზეცაში საცხოვრებლად განუკთვნილი ადამიანების რიცხვის შევსებას და ამის შემდეგ აღსრულდებოდა განაჩენი. 
შესაბამისად მანამდე არც უნდა ელოცათ 
ანუ აქ ვხედავთ იმას რომ სანამ  განაჩენის აღსრულების დრო არდადგება მეორედ მოსვლამდე ლოცვას არაქ აზრი და შეაწყვეტინა ღმერთმა
ასერომ ამ მუხლებში არათუ ლოც ის აუცილებლობას პირიქით ლოცვის შეწყვეტაზეა საუბარი
იმიტომ რომ დადგენილ დრომდე არაფერი შეიცვლებოდა შესაბამისად დაესვენათ ანუ არ ელოცათ არეთხოვათ რამე რადგან არშესრულდებოდა მანამდე
ამრიგად აქ საპირისპირო აზრებია იმისა რასაც წმინდანების ლოცვით მიმარტვის ან მათი ლოცვების მოიმედეები აცხადებენ და დემაგოგიას ეწევიან კონტექსტიფან ამოგლეჯილი მუხლებით
(მესამე  აქვე განვმარტავ სიკვდილის მერე რატომ იყვნენ ისინი ზეცაში და ყველა მიდის თუარა ამ მუხლების მიხედვითესენი ისინი იყვნენ  რომლებიც ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგნენ და რომელტა რიცხვიც განსაზღვრული იყო
და რომლებზეც წერია 11 მუხლში რომ მაღთი რიცხვი ეს განსაზღვრული რიცხვი უნდა შევსებულიყო ესრიცხვი კიდე იქვე წერია  7: 4ში)144 000  ასევე (გამცოხ14:1)ასერომ ყველა კიარა განსაზღვრული რიცხვი მიდის ზეცაში რომლებიც მღვდლებად იმსახურებენ გამო ცხ 5:10)

9.ზოგმა შეიძლება კათოლიკური „დუეს ბიბლიიდან“ მოიყვანოს ებრაელების 11:21, რომელშიც წერია, რომ „რწმენით აკურთხა მომაკვდავმა იაკობმა იოსების ძენი და თაყვანი სცა იოსების კვერთხის თავს“.
 ამავე მუხლის სქოლიოში ვკითხულობთ, რომ იაკობმა ღმერთს პატივი მიაგო და თაყვანი სცა მას იოსების კვერთხის მეშვეობით. იქვე ასეთი შენიშვნაა გაკეთებული: «ზოგმა მთარგმნელმა, რომლებიც არ იზიარებენ რაიმეს მეშვეობით თაყვანისცემის აზრს, დაამახინჯა ტექსტი და ეს მუხლი შემდეგნაირად თარგმნა: „მან თაყვანი სცა თავის კვერთხზე დაყრდნობილმა“». მაგრამ ამ სქოლიოში გამოთქმული აზრის საწინააღმდეგოდ შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს უკანასკნელი თარგმანი და სხვა მისი მსგავსი აზრობრივად შეესაბამება დაბადების 47:31-ის ებრაულ ტექსტს და მსგავსადვეა ნათარგმნი რამდენიმე კათოლიკურ ბიბლიაში, მათ შორის „იერუსალიმის ბიბლიაში“.

10.მაგრამ ჩვენ გვაქვსო მიახლოებითი მაგალითები: მოსე და ელია ჩამოვიდა მთაზე და იესოს ესაუბრებოდა. ეს ხომ გარდაცვლილებთან საუბარი იყოვო? 
პასუხი: აქ არსად არ ჩანს ის, რომ ვინმემ ილოცა ზეცაში გარდაცვლილი ადამიანისადმი. ეს იმდენად მარტივია რომ განმარტებასაც კიარ საჭიროებს და ამ მუხლის მოყვანა არგუმენტების ძალიან დიდი დეფიციტის მაჩვენებელია

11. - ებრაელთა მიმართ 12:22 
პასუხი: აქ  არის წარმოჩენილი, რომ ჩვენ მივეახლეთ მათ ვინც ზეცაშია. რას ნიშნავს მიახლება თუარა იმას, რომ ჩვენ მათ წინაშე წარვსდექითო 
 - თუ კონტესტს დავაკვირდებით ეს იმის წინასახეა, რაც მოელოდა პავლეს  წინამდებარე მუხლებში საუბარია იმაზე თუ რა იყო ადრე და შემდეგში საუბარია იმაზე, თუ რა მოელოდა ასევე 12:28  ნათლად აჩ ენებს რომ მომქვალ სამეფოზე საუბრობს პავლე და ეს არანაირად არ ამტკიცებს იმას, რომ გარდაცვლილ ადამიანების სახელით ლოცვა მართებულია, როცა იესო გვყავს უკვე შუამდგომელი მამის წინაშე. 

12.თავად ადამიანიც ღვთის მსგავსებადაა შექმნილი და ამიტომ, არსებითად პირველ ხატს წარმოადგენს. (ამ პუნქტმა გულიანად გამაცინა.)
და ამით რა ღმერთი უნდა გამოვსახოთ თუ ადამიანებს მივაგოთ ის თაყვანისცემა რაც ღმერთს? . თუ ღმერთმა თქვა ჩემხატად როშევქმენი ჩემსავეთ ეცით თაყვანიო?


არგუმენტი №7 -

«გამოსვლის 30:29-ში ღმერთი წმინდა გამოსახულებებისა და ნივთების თაყვანისცემას გვავალებს: "განწმინდე ისინი და წმიდათა წმიდა გახდება ყველაფერი; წმინდა გახდება ყველა, ვინც კი მათ შეეხება". როგორც ჩანს, მათთან შეხება ადამიანს განწმენდს!»

პასუხი -

გამოსვლის 30:29-ში, ღმერთი ბრძანებას აძლევს, რომ პატივისცემით მოეპყრონ ყველა იმ ნივთს გამონაკლისის გარეშე, რომლებიც კარავში იმყოფება - საბანელს, კოვზებს, სამსხვერპლოს… ყველაფერი, რაც კარავში იმყოფებოდა, წმინდა იყო, რადგან ღვთის რეალური თანდასწრებით განიწმინდებოდა.

ღვთის კანონის თანახმად, ადამიანების განწმენდა მხოლოდ იმ შემთხვევებში ხდებოდა, როდესაც ისინი ღვთისადმი მსახურებას უძღვნიდნენ თავს (შეადარე ლევიანები 8:12). და არა იმ კოვზთან ან ჩანგალთან რაიმე შემთხვევითი ან განზრახ შეხების გამო, რომლებიც კარავს ეკუთვნოდა. უწმინდური ადამიანი თუ ტაძრის ნივთებს შეეხებოდა, ამით ის წმინდა ვერ გახდებოდა.
ამიტომ გამოსვლის 30:29-ის გაცილებით სწორი თარგმანი ასეთი იქნება: წმინდა უნდა იყოს ის, ვინც მათ შეეხება" (სიტყვა קדשׂ-ის თარგმნის ერთერთი ვარიანტი არის - "წმინდად მოქცევა"). და არა: «წმინდა გახდება ყველა, ვინც მათ შეეხება
»


არგუმენტი №8 -

«ხატი – ეს უბრალოდ ნახატია»

პასუხი -

ეს ასე არ არის. ხატი, ჩვეულებრივი სურათებისაგან განსხვავებით, წარმოადგენს სპეციალურ გამოსახულებას, რომელიც უშუალოდ თაყვანისმცემლობისთვისაა განკუთვნილი, და ამიტომ ის ხატწერის მკაცრი კანონების დაცვით იქმნება
 (იხილეთ ი.პ. სერგეევი, ხატწერის ხელოვნების საიდუმლოებები).


არგუმენტი №9 -

«როდესაც მლოცველი გამოსახულებას უყურებს, მას ლოცვა უფრო უადვილდება»

პასუხი -

ეს მცდარი მოსაზრებაა, რომელიც შეიძლება იმ ადამიანებმა გამოთქვან, რომლებიც არც წმინდა წერილს იცნობენ და არც ქრისტეს სწავლებას. ის, ვინც მთლიანად აძლევს საკუთარ გულს ღმერთს და სულითა და ჭეშმარიტებით ლოცულობს (იოანე 4:24), არ საჭიროებს ხელქმნილ კერპებს და თავის შემოქმედთან საკუთარ დამოკიდებულებაში «რწმენით [ხელმძღვანელობს] და არა ხილვით» (2კორინთელები 5:7, შეადარეთ ებრაელები 11:6). ბიბლიური დროის ან ქრისტეს მოციქულების პერიოდის არცერთი ღვთის მსახური – არასოდეს ემსახურებოდა ღმერთს გამოსახულებების მეშვეობით. ხატების თაყვანისცემა უცხოა ბიბლიური რელიგიისათვის.

«არაფერი იციან მათ, ვინც ხისგან გამოთლილ გამოსახულებას ატარებს» (ესაია 45.20)

No comments:

Post a Comment