Friday, 7 June 2019

რაზე გააკრეს სინამდვილეში იესო, და უნდა გამოვიყენოთ თუ არა ის საგანი თაყვანისმცემლობაში?



მილიონობით ადამიანი უდიდეს პატივს მიაგებს ჯვარს და სათაყვანებელ სიმბოლოდ მიიჩნევს. 
 სხვები მას ამულეტად იყენებენ, რადგან ფიქრობენ, რომ ის ბოროტებისგან დაიცავს მათ.
ამის გათვალისწინებით მოდი დავფიქრდეთ კითხვებზე
1. ნამდვილად ჯვარზე გააკრეს იესო?
2. საიდან იღებს დასაბამს ჯვარი?  
3. როგორ შეაღწია ჯვარმა ქრისტიანობაში?
4.. თაყვანს უნდა სცემდნენ ქრისტიანები იმ საგანს, რაზეც ქრისტე ეწამა?

1.ნამდვილად ჯვარზე გააკრეს იესო?

წამების ბოძი: ბერძ. σταυρός (სტავროს)

 დავიწყოთ იმით რომ ბიბლიაში დეტალურად არ არის აღწერილი ის საგანი, რაზეც იესო გააკრეს. ამგვარად, არავის შეუძლია დაბეჯითებით თქვას, როგორი ფორმა ჰქონდა მას.მაგრამ ბიბლიაში მოცემულია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ იესო ჯვარზე კი არა, ვერტიკალურ ძელზე გააკრეს. 

საქმეების მე-5 თავის 30-ე მუხლში ნათქვამია, რომ იესო ქრისტე ძელზე დაჰკიდეს (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, სსგ). იესოს წამების იარაღის აღსაწერად ბიბლიის დამწერებმა გამოიყენეს ორი სიტყვა „სტავროს“ და „ქსილონ“; ორივე მიუთითებს ერთ და არა ორ ძელზე. 
ბიბლია აგრეთვე პარალელს ავლებს იესოს დასჯის მეთოდსა და ებრაელების დასჯის მეთოდს შორის, რომელიც კანონით მოითხოვებოდა. კანონში ასეთი რამ ეწერა: „თუ კაცმა ისეთი ცოდვა ჩაიდინა, რის გამოც სიკვდილს იმსახურებს . . . მოკლავენ და ძელზე ჩამოჰკიდებენ . . . ძელზე დაკიდებული ღვთისგან არის დაწყევლილი“ (კანონი 21:22, 23). მოციქულ პავლეს სწორედ ეს კანონი ჰქონდა მხედველობაში, როცა აღნიშნა, რომ იესო «თვითონ გახდა დაწყევლილი ჩვენ ნაცვლად, რადგან დაწერილია: „დაწყევლილია ყოველი ძელზე [ქსილონ] დაკიდებული“» (გალატელები 3:13). პავლე მოციქულმა ამგვარად ხაზი გაუსვა იმას, რომ იესო მოკლეს ძელზე ანუ ბოძზე.
„ბოლოს, ძელზე დაკიდეს და მოკლეს“ (საქმეები 10:39, სსგ).
ბიბლია, როგორც წესი, როცა იესოს სიკვდილით დასჯაზე საუბრობს, იყენებს სიტყვა „სტავროსს“ (მათე 27:40; იოანე 19:17). მართალია, ბიბლიის ბევრ თარგმანში ეს სიტყვა „ჯვრად“ არის გადმოტანილი, მაგრამ ბევრი მეცნიერების აზრით, ამ სიტყვის ძირითადი მნიშვნელობაა „ვერტიკალური ბოძი“და . „არასოდეს ნიშნავს რაიმე კუთხით ურთიერთგადამკვეთ ორ ძელს“ . და ამის მტკიცება, არსად მოიპოვება.

კლასიკურ ბერძნულ ენაზე სიტყვა სტავროს ნიშნავდა ვერტიკალურ ბოძს ან ძელს, რომელიც, ჩვეულებრივ, საყრდენად გამოიყენება. ზმნა სტავროო კი ნიშნავდა სარებით შემოღობვას, მესრის ან ზღუდის შემოვლებას. ღვთისგან შთაგონებულმა დამწერებმა, რომლებმაც ქრისტიანულ-ბერძნული წერილები საერთო ბერძნულზე (კოინე) დაწერეს, სიტყვა სტავროს იმავე მნიშვნელობით გამოიყენეს, რა მნიშვნელობითაც კლასიკურ ბერძნულში გამოიყენებოდა, კერძოდ, ჩვეულებრივი ბოძის ან ძელის აღსანიშნავად, რომელსაც არავითარი განივი ძელი არ ჰქონდა მიმაგრებული არანაირი დახრილობით.
  მსგავსი კომენტარი მოჰყავს სიტყვა «სტავროს»-ის მნიშვნელობის შესახებ უ. ე. ვაინს თავის ნაშრომში «ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი»: «სტავროს (σταυρός) ძირითადად ვერტიკალურ ბოძს ან ძელს აღნიშნავს. ასეთ ბოძებზე სჯიდნენ დამნაშავეებს, მათ ლურსმებით მიაჭედებდნენ ხომლე მასზე. როგორც არსებითი სახელი [სტავროს], ასევე ზმნა სტავროო („ბოძზე ან ძელზე მიმაგრება“) თავისი პირვანდელი მნიშვნელობით არ გულისხმობენ ეკლესიურ სიმბოლოს ორი ერთმანეთის გადამკვეთი ძელის სახით» (W.E.Vine «An Expository Dictionary of New Testament Words», ლონდონი, 1962, ტ. I, გვ.256).
ამრიგად თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არსებითი სახელი [სტავროსი, ძელი, ბოძი] და ზმნა სტავროო, ნიშნავს ბოძზე ან ძელზე გაკვრას, შეუძლებელია მისი გაიგივება ორ გადაჭდობილ ძელთან ანუ ეკლესიურ ჯვართან
აქედან გამომდინარე, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მკითხველს ანახვებს ბერძნულ ტექსტში გამოყენებული სიტყვა სტავროსის ზუსტ მნიშვნელობას და მას წამების ბოძად თარგმნის, ხოლო ზმნა სტავროოს ძელზე გაკვრად. ამგვარად კარგად არის ნაჩვენები სხვაობა სტავროსსა და ეკლესიურ ჯვარს შორის 
  ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორმა პაულ ვილჰელმ შმიდტმა თავის ნაშრომში „იესოს ისტორია“ ბერძნული სიტყვა სტავროს : «სახარებების თანახმად, გაშოლტვის გარდა, იესოს დასჯის ერთადერთი საშუალება იყო წამების უბრალო რომაული მეთოდი, ანუ შიშველი სხეულის ჩამოკიდება ბოძზე,  დასჯის სხვა ნებისმიერი მეთოდის გამოყენება თავისთავად უნდა გამოირიცხოს, ვინაიდან, უმთავრესად, ასეთ ჩამოკიდებას ჰქონდა მიცემული მასობრივი ხასიათი: სწორედ ასე დასაჯეს ერთდროულად 2 000 კაცი ვარუსმა (იოსებ ფლავიუსის „იუდეველთა სიძველენი“, XVII 10. 10), კვადრატუსმა („იუდეველთა ომები“, II 12. 6), 
 ფელიქსმა („იუდეველთა ომები“, II 15. 2 [13.2]) 
 ტიტუსმა („იუდეველთა ომები“, VII. 1 [V 11. 1])» (Die Geschichte Jesu, ტ. II, ტიუბინგენი — ლაიფციგი, 1904 წ., გვ. 386—394).

 ხერმან ფულდა წიგნში «ჯვარი და ჯვარცმა». ის წერს: ხეები ყველგან როდი იყო, სადაც სიკვდილით დასჯის აღსრულება საჯაროდ ხდებოდა. ჩვეულებრივ, მიწაში ბოძს არჭობდნენ, რაზეც ბოროტმოქმედებს მაღლა აწეული ხელებით აბამდნენ ან ლურსმნებით აკრავდნენ. საკმარისი არგუმენტების მოყვანის შემდეგ ფულდა ასეთ დასკვნას აკეთებს: „იესო ჩვეულებრივ ბოძზე მოკვდა“ (Das Kreuz und die Kreuzigung, ბრესლაუ, 1878 წ., გვ. 109, 219, 220).
  სხვადასხვა ძველებურ გამოსახულებებზე, ჩვენ ვნახულობთ ბოძზე გაკრული ადამიანების ასეთ მაგალითებს, რაც ამ სასჯელის მეთოდის ძველად პრაქტიკაში გამოყენების დამატებით მტკიცებულებას წარმოადგენს.
  

აგრეთვე  «იმაში დასარწმუნებლად თუ ზუსტად  ჯვარზე – თუ უბრალო ბოძზე , იქნა გაკრული ქრისტე, ჩვენ დაგვეხმარება ერთი პატარა, მაგრამ ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. როდესაც იესო უკვე მოკვდა «ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა» (იოანე 19:34). ასე რომ, იესოს ჭრილობიდან წყალი იმიტომ წამოვიდა, რომ მას დაემართა ფილტვების შეშუპება. ხოლო, როგორც ცნობილია, იესოს ფილტვების შეშუპება ვერ დაემართებოდა 6 საათში (მარკოზი 15:25.34-37) მისი ხელები თუ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იქნებოდა მილურსმული, არამედ ეს შეიძლება მხოლოდ ვერტიკალურად მილურსმული ხელების შემთხვევაში მომხდარიყო. ამ ჭეშმარიტებას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტიც კი დაგიდასტურებთ, თუ თქვენ წერილის არ ქჯერათ, სადაც ნათქვამია, რომ იესო და დამნაშავეები გაკრული იყვნენ «ძელზე (ბოძზე)» (ლუკა 23:39; საქმეები 5:30; 10:39).
  ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი რომ გავაკრათ ხელების ჰორიზონტალური მდგომარეობით, როგორც ჯვარცმულ იესოს გამოსახავენ, მასაც დაემართება ფილტვების შეშუპება, მაგრამ არა უადრეს 48 საათისა. ». 
დამნაშავეებს, რომლებიც იესოსავით ხელებით თავსზევით «დაკიდეს ძელზე», წვივები იმისათვის დაუმტვრიეს, რომ მათ სხეულს დასაყრდენი დაეკარგა და ხელებზე დაკიდებულიყვნენ, რის შედეგადაც მათი მკერდი შეიკუმშებოდა და უფრო მალე დაიხოცებოდნენ ფილტვების შეშუპებით. ჯვარზე რომ დაეკიდათ წვივების გადატეხვის მცდელობას აზრი არ ექნებოდა რადგან ამ დროს ფილტვებით სუნთქვა არანაირად არ გართულდებოდა. რადგანაც ძელზე ჰკიდებდნენ ამიტომაც უმტვრევდნენ წვივებს რათა საყრდენი არ ჰქონოდა.
ასევე  «იესომ თქვა: «და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა» (იოანე 3:14). მოსემ კი როგორ აღმართა გველი უდაბნოში? მოსემ გააკეთა «სპილენძის გველი და დაამაგრა იგი კეტზე » (რიცხვნი 21:8,9).


როგორც ისრაელიანების რწმენა ღვთის ძალის მიმართ, რომელიც აღმართული «სპილენძის გველისათვის» შეხედვით გამოიხატებოდა, არ გულისხმობდა თავად ამ ძელზე აღმართული «გველის» მცირედ თაყვანისცემასაც კი, ასევე იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენა არ გულისხმობს იმ «ჯვრის» რაიმე სახით თაყვანისცემას, რომელზეც ის გააკრეს. როდესაც დაინახა, თუ ისრაელიანებმა ცრურწმენებზე დაფუძნებული ღვთისმოსაობის გამო როგორი დიდებით შეამკეს ოდესღაც მათი გადარჩენის საგანი, ღმერთმა ამ საგნის განადგურება ბრძანა. და განა ბევრი შეიცვალა დღეს, როდესაც ისინი, რომლებიც საკუთარ თავს «მორწმუნეებს» უწოდებენ, ასეთივე მონდომებით განადიდებენ საკუთარი გადარჩენის საგანს? (აქცენტი – სიტყვაზე «საგანს»). ისე ხომ არ გამოდის, რომ, პავლე მოციქულის გაფრთხილების თანახმად, ასეთ ადამიანებს «ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით»» (რომაელები 10:2).  

ქრისტიანი ნათლად აცნობიერებს, რომ ის გადარჩენას თავად იესოსადმი რწმენით იღებს და არა რაიმე საგნის მიმართ, რომელსაც ოდესღაც მის ცხოვრებასთან თუ სიკვდილთან ჰქონია კავშირი. ეს ზუსტად ისევეა, მაგალითად რომელიმე ადამიანს ჩემთვის რომ სიცოცხლე გაეღო, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილისაგან გადავერჩინე, მაგრამ ამავდროულად თავად რომ მომკვდარიყო. რას იფიქრებდნენ საღად მოაზროვნე ადამიანები, მე რომ ამის შემდეგ მთელი ცხოვრება იმ მანქანისათვის მეცა თაყვანი და მეკოცნა მისთვის?! ან უფრო მეტიც, მასზედ რომ მელოცა?

ამგვარად პირველ საუკუნეში სახარებებში გამოყენებულ სიტყვას სტავროსს ძელის მნიშვნელობა ჰქონდა და არა ჯვრის. სახარებები კოინე ბერძნულზე დაიწერა და არა მოგვიანებით ცლილებებ განცდილ ბერძნულზე. ასე რომ, როცა კოინე ბერძნულზე მოსაუბრე ადამიანი სახარებაში ჩაწერილ სტავროსს კითხულობდა, ძელზე გაკრული იესოს წამების ისტორიას ეცნობოდა და არა ჯვარზე გაკრულისას. ხოლო ის რასაც  დღეს ამბობენ სტავროსმა ჯვრის მნიშვნელობა მოგვიანებით შეიძინა

აგრეთვე »იმის აღსანიშნავად, რაზეც იესო აწამეს, ბიბლიის დამწერებმა რამდენიმე მუხლში ასევე გამოიყენეს სხვა ბერძნული სიტყვა — „ქსილონ“ ξύλον (საქმეები 5:30; 10:39; 13:29; გალატელები 3:13; 1 პეტრე 2:24)მოდი ამის მნიშვნელობაც განხვილიოთ

      ქსილონ - ეს სიტყვა ნიშნავს „მოჭრილ ხეს“, „ძელს“ და „ბოძს“. ის ფაქტი, რომ ლუკაც, პეტრეცა და პავლეც ქსილონს იყენებენ სტავროსის სინონიმად დამატებითი მტკიცებაა იმისა, რომ იესო გააკრეს ვერტიკალურ ბოძზე, რომელსაც არ ჰქონია განივი ძელი, რადგან ქსილონ სწორედ ძელის მნიშვნელობით გამოიყენება (სქ. 5:30; 10:39; 13:29; გლ. 3:13; 1პტ. 2:24). გალატელების 3:13-ში პავლეს მოჰყავს ციტატა კანონის21:23 იდან  სადაც აშკარად ძელზეა საუბარი და არა ჯვარზე-ვინაიდან ადამიანი ასეთი სახით ისჯებოდა არ იქნებოდა მართებული ქრისტიანს სახლში წამებული ქრისტეს გამოსახულება ჰქონოდა

ძელს, რომელზეც ბოროტმოქმედს სჯიდნენ, ლათინურად „კრუქს სიმპლექსი“ ეწოდება 
  და ხანდახან იესოს სიკვდილის იარაღის აღსანიშნავად ამ ლათინურ სიტყვას «კრუკს» (crux) იყენებენ. 
თუმცა,უნდა აღინიშნოს რომ ის არ გვხვდება ძველ ბიბლიურ ტექსტებში, რომლებიც როგორც ცნობილია, ძველ-ებრაულ, არამეულ და ძველ-ბერძნულ ენეზე დაიწერა. ის მხოლოს მოგვიანებით გაკეთებულ ლათინურ თარგმანებში გვხვდება. 
თუმცაღა, რას აღნიშნავს ეს სიტყვა?
   «ლუისის (Lewis) და შორტის (Short) ლათინური ენის ლექსიკონში განმარტებულია, რომ კრუკს უმთავრესად, ნიშნავს — «ხეს, სახრჩობელას ან სიკვდილით დასჯისთვის განკუთვნილ ხის საგანს, რომელზეც ბოროტმოქმედებს ჰკიდებდნენ ან აკრავდნენ». კრუკს-მა ჯვრის მნიშვნელობა მხოლოდ მოგვიანებით შეიძინა. (დანართი №5. «წამების ბოძი»).
ამრიგად თუ ვინმე მაინც დაიჯინებს რომ სტავროს ჯვრად უნდა ითარგმნოსო. მაშინ წარმოადგინოს იმის არგუმენტი, რომ სახარებაში გამოყენებული "სტავროსი" ჯვრის მნიშვნელობას ატარებდა პირველ საუკუნეში. კოინე ბერძნულზე

2.საიდან იღებს დასაბამს ჯვარი? 

 ჯვარს მხოლოდ ისინი კი არ ეთაყვანებიან, ვინც ეკლესიის მრევლია და ამტკიცებს, რომ ბიბლიას მიჰყვება, არამედ ის ხალხებიც, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ბიბლიასთან და რომელთა თაყვანისმცემლობაც „ქრისტიანული“ ეკლესიების დაარსებამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა.

ჯვარი, როგორც რელიგიური სიმბოლო, თითქმის ყველგან გამოიყენებოდა ქრისტემდე და დღემდე გამოიყენება არაქრისტიან ერებს შორის. ბევრ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია ბუნების ძალების თაყვანისცემასთან» (Encyclopædia Britannica, 1946, ტომი VI, გვ 753).

დანიელი ისტორიკოსი, რელიგიური სიმბოლოების მკვლევარი, სვენ ტიტო აკენი ერთ-ერთ თავის წიგნში აღნიშნავს, რომ წარმართები ჯვარს იყენებდნენ როგორც „მაგიურ სიმბოლოს . . , რომელიც იცავდა მათ და კარგ ბედ-იღბალს უქადდა“ (Symbols Around Us). ამიტომ გასაკვირი არ არის ის, რაც „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ წერია: „ქრისტიანობამდე და არაქრისტიან ხალხებს შორის ჯვარი, ძირითადად, სამყაროსა და ციური სხეულების სიმბოლოდ მიიჩნეოდა“.
ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი, უ. ვაინი უტყუარ ფაქტებს გვაწვდის: „ახ. წ. III საუკუნის შუახანებში . . . წარმართებს ეკლესიებში იღებდნენ და, ძირითადად, ნებას რთავდნენ, რომ შეენარჩუნებინათ თავიანთი წარმართული ნიშნები და სიმბოლოები. ამრიგად, T (ტაუ), რომელსაც ჰორიზონტალური ნაწილი ქვემოთ ჰქონდა ჩამოწეული, ჯვრის სიმბოლოდ იქნა გადმოღებული“ („ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების ვაინის განმარტებითი ლექსიკონი“).

  «ეს ნიშანი უძველესი დროიდან მისტიკურად ითვლებიდა ინდოეთში. შესანიშნავი ძველი ჯარი იქნა აღმოჩენილი ელეფანტის გამოქვაბულში, ბომბეისთან ახლოს. ინდური ღმერთი მაია, გამოისახებოდა ჯვარზე დასვენებული თავით და თავს გარშემო მანათობელი დისკოთი. 


მაშ ასე, ჩვენ მეორე ფაქტორს შევეხეთ, რომელიც იმის სერიოზულ მიზეზს წარმოადგენს, რაც მრავალ პატიოსან ქრისტიანს, უფლებას არ არძლევს, რომ ჯვარი როგორც რელიგიური სიმბოლო ცხოვრებაში გამოიყენონ. ამ ფაქტს წარმოადგენს ჯვრის წარმართული წარმომავლობა და მისი თაყვანისცემის, მრავალ ცრუ რელიგიაში გამოყენება.

3. როგორ შეაღწია ჯვარმა ქრისტიანობაში?

  ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ისევ ისტორიკოსთა დასკვნებს მივმართოთ, რომლებიც ეკლესიის შეხედულებებისა და სწავლებების ევოლუციის გრძელ გზას იკვლევენ.
  წიგნის, «ქრისტიანული ეკლესიის საწყისებთან» თანახმად, ქრისტიანებში ეს ნიშანი «მაშინვე როდი იქცა ახალი რელიგიის მნიშვნელოვან სიმბოლოდ. ადრეულ ქრისტიანობაში,  I, II და III საუკუნეშიც კი, ჯვარი როგორც იესოს სიკვდილის იარაღი, მორწმუნეებს ეზიზღებოდათ. ამასთან დაკავშირებით მინუციუს ფელიქსი წერდა: „რაც შეეხება ჯვრებს, ჩვენ მათ თაყვანს არ ვცემთ; ჩვენ ისინი არ გვჭირდება, ჩვენ ქრისტიანებს; ეს თქვენ ხართ წარმართები, თქვენ, რომელთათვისაც წმინდაა ხის კერპები, თქვენ სცემთ თაყვანს ჯვრებს» (Голубцова Н.И. «У истоков христианской церкви», М, Наука, 1967, გვ. 83).
ასეთივე აღიარება კეთდება «ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში», სადაც შემდეგია ნათქვამი: «ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, სიმბოლიკურ ხელოვნებაში, არ გამოისახებოდა ქრისტეს გოლგოთაზე მსხვერპლშეწირვით სიკვდილი. პირველ ქრისტიანებს, რომლებიც ძველი აღთქმის მცნების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, რომელიც კერპის გაკეთებას კრძალავდა, არ სურდათ უფლის სიკვილის იარაღის გამოსახვაც კი». («New Catholic Encyclopedia», 1967, ტომი. IV, გვ. 486).

  მაგრამ როგორ მოხდა, რომ ჯვარი მე-4 საუკუნის ქრისტიანულ სფეროში შეიჭრა, ანუ იესოსა და მოციქულთა შემდგომ მთელი სამი ასწლეულის შემდეგ? 
  "ქრისტიანობაში" ჯვრის  შემოტანის მთავარ ინიციატორად კი, როგორც ცნობილია, ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე დიდი ითვლება. რომელიც თავისი სიცოცხლის ბოლომდე, გაღმერთებული მზის თაყვანისმცემლად დარჩა. კონსტანტინემ თავის იმპერიაში "ქრისტიანობის დაკანონება" გადაწყვიტა და ის ტრადიციული რელიგიის სიმაღლეზე დააყენა. ამ იმპერიული რელიგიის მთავარ სიმბოლოდ, კონსტანტინემ ზუსტად ჯვარი გახადა.
  რალფ ვუდროუ აღნიშნავს, რომ ქრისტიანულ პრაქტიკაში ჯვრის თაყვანისცემა «მანამდე არ შეიმჩნეოდა, სანამ ქრისტიანები არ გაწარმართდნენ ». შემდეგ ავტორი განმარტავს:  «ეს კი 431 წელს მოხდა, როდესაც ეკლესიებში და მზგავს დაწესებულებებში, ხმარებაში, ჯვრების შემოსვლა დაიწყო, თუმცა ჯვრების ეკლესიების სახურავის ცენტრში აღმართვა, 586 წლამდე არ იკვეთება. ჯვარცმის სახე კათოლიკურმა ეკლესიამ მეექვსე ასწლეულში დაამტკიცა. ეფესოს მეორე მსოფლიო კრების შემდგომ მოითხოვებოდა, რომ კერძო სახლებში ჯვრები ყოფილიყო» («ნამდვილად ქრისტიანული სიმბოლოა ჯვარი?»).
   კი მაგრამ, საეკლესიო თემების ბელადებს ნუთუ არ ესმოდათ, რომ ეკლესიის მიერ ჩანერგილი ჯვრის სიმბოლო, თავისი ფესვებით რომ ძველი წარმართული კულტებიდან იღებდა სათავეს და არა სახარებისეული სწავლებიდან? ეჭვგარეშეა, ესმოდათ. მაგრამ, როგორც ჩანს, იმის ცდუნება, რომ ქრისტიანობაში საკუთარი, ხილული, განსაკუთრებული სიმბოლო ჰქონოდათ, რომელიც ამავდროულად უკვე დიდი ხნის განმავლობაში, მოწონებით სარგებლობდა ქვეყნიერებიდან ეკლესიაში შესული წარმართების თვალში, ყველაფერზე მაღლა დგებოდა. ასეთი მდგომარეობის გარდაუვალობიდან გამომდინარე, ისინი, რომლებსაც «ეკლესიის მამებად» მოიხსენიებენ, ცდილობდნენ დოგმატური გამართლება ეპოვათ, ეკლესიაში კულტივირებული ძველი წარმართული სიმბოლოსათვის. 
რა მოტივებიც უნდა ჰქონოდა კონსტანტინეს, ჯვარი არანაირად არ იყო დაკავშირებული იესო ქრისტესთან. სინამდვილეში ჯვარი, როგორც სიმბოლო, წარმართობიდან მოდის. 

4. უნდა სცემდნენ ქრისტიანები თაყვანს ჯვარს ან ძელს?  

  კიდევ ერთი მიზეზს, რის გამოც ჭეშმარიტი ქრისტიანები ღვთისადმი მათ თაყვანისცემაში ჯვარს ვერ გუობენ, წარმოადგენს ის, რომ საეკლესიო დოგმატიკაში ეს სიმბოლო თაყვანისცემისა და გაღმერთების ობიექტად იქცა. მრავალი ადამიანი ჯვარს აღიქვამს როგორც თილისმას, და გონიათ  რომ თითქოსდა ის მათ ბოროტისაგან და უბედურებისაგან იცავს. 
  თუმცა შეიძლება თუ არა ქრისტეს ჭეშმარიტ მოწაფეს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს უსიცოცხლო საგნის მიმართ? წარმოადგენს თუ არა «ქრისტიანულს» ასეთი ნივთის თილისმად ან ფეტიშად გადაქცევა? ყოველივე ეს წარმართულ ტრადიციას უფრო შეესაბამება, მაგრამ არანაირად ბიბლიის სულს.


  აქედანვე წამოვიდა საკუთარი თავის ან სხვისი, პირჯვრის გადაწერის რელიგიური ჩვევა, რომელსაც სხვაგვარად «ჯვრით დაჩრდილვა» ეწოდება. 
 «რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისათვის მოსაწონად ყოფნა» (ებრაელთა 11, 6). რწმენის გარეშე ვერანაირი პირჯვარი ვერ გვიშველის, ხოლო თუ რწმენა გვაქვს, მაშინ არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს პირჯვრის წერა. «იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც...» (საქმეები 16, 31). თვითონ ლოგიკა გვკარნახობს, რომ ადამიანმა შეიძლება დაკარგოს მარჯვენა ხელი, ორივე ხელიც კი, მაგრამ, იესო ქრისტეს რწმენით, პირჯვრის წერის გარეშეც იქნება გადარჩენილი. წმინდა წერილებში ჩვენთვის არ არის დატოვებული არც მითითება, არც რჩევა იმის შესახებ რომ გადავიწეროთ პირჯვარი და ვეთაყვანოთ ჯვარს».
 ამასთანავე ეკლესიები განავითარებდნენ თავის დოქტრინებსა და წესებს იმის შესახებ, როგორ უნდა მოხდეს ჯვრის ტარება, როგორი უნდა იყოს ის, როგორ უნდა მოხდეს პირჯვრის გამოსახვა, რომელი და რამდენი თითით უნდა შესრულდეს ეს და ა.შ. საიდან წარმოიშვა ეს ყველაფერი? უბრალოდ დაფიქრდით, იმის გამო, თუ როგორ აწყობდნენ ადამიანები თითებს პირჯვრის გამოსახვისას, მრავალი იდევნებოდა და მრავალს ხოცავდნენ კიდეც! ეს ეკლესიებისა და სახელმწიფოების დაყოფასაც კი იწვევდა.
  თუმცა მოდით დავფიქრდეთ, ნუთუ ნივთის თაყვანისცემა ღვთის ცნობილი მცნების დარღვევა არ არის «(გამოსვლა 20:4,5).
 თაყვანისმცემლობაში ჯვრის გამოყენება არაფრით განსხვავდება გამოსახულებების თაყვანისცემისგან, რასაც ბიბლია გმობს  იოანე მოციქულმა, ქრისტიანული სწავლებების თანახმად, თანამორწმუნეებს ურჩია: „თავი დაიცავით კერპებისგან“ (1 იოანე 5:21).
  
ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, მართებულია თუ არა თაყვანისმცემლობაში იმ საგნის გამოყენება, რომელზეც იესო მოკლეს. რაც უნდა ყოფილიყო მკვლელობის იარაღად გამოყენებული — ვერტიკალური ბოძი, ჯვარი, სარი, შუბი თუ სხვა ნებისმიერი რამ — განა ასეთი საგანი უნდა გამოიყენებოდეს თაყვანისმცემლობაში?
დავუშვათ, თქვენი საყვარელი ადამიანი მხეცურად მოკლეს და იარაღი, რომლითაც მკვლელობა იყო ჩადენილი, სასამართლოს წინაშე ნივთიერ მტკიცებულებად იქნა წარდგენილი. ნუთუ მოისურვებდით, ამ იარაღის მფლობელი გამხდარიყავით, სურათები გადაგეღოთ და მისი ეგზემპლარები გაგევრცელებინათ? გააკეთებდით ამ იარაღის სხვადასხვა ზომის ასლს და გააფორმებდით მას ძვირფასი ლითონებით ან ქვებით? გამოიყენებდით ასეთ იარაღს კომერციული მიზნებისთვის და მიჰყიდიდით მას, როგორც თაყვანისცემის საგანს, ნათესავებსა და მეგობრებს? ალბათ, თქვენ კატეგორიულ უარს იტყოდით ამაზე! სინამდვილეში, სწორედ ასე ხდება, როცა ადამიანები თაყვანის საცემად ჯვარს იყენებენ.

რა არის ჯვარი? ესაა ადამიანის მკვლელობის საშუალება.   რად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის მიერ სასიკვდილო იარაღის თაყვანისცემის ფაქტი? ვინაიდან ჯვარი ხომ (თუ ეკლესიის თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, რომლის თანახმადაც ღვთის ძე ზუსტად ჯვარზე იყო გაკრული) სხვა არაფერია, თუ არა იარაღი, რომლითაც იესო მოკლეს; ასეთ შემთხვევაში ხალხი ამ იარაღს განადიდებს! ამის შედეგად, ხალხი, რომელებიც თავს «ქრისტიანებად» მიიჩნევენ, ამ იარაღს ოქროთი ფარავენ, ყვავილებით ამკობენ, თავისი სახლის კედლებზე და კისერზე იკიდებენ, კოცნიან მას და ლოცულობენ მისი მეშვეობით. ნუთუ სასიკვდილო იარაღის მიმართ ასეთი დამოკიდებულება სრულ აბსურდს და ელემენტარული საღად აზროვნების ნაკლოვანებას არ წარმოადგენს?

ძველად მრავალი განსხვავებული იარაღი არსებობდა დამნაშავეთა დასასჯელად და მოსაკლავად  მოდით იმაზე დავფიქრდეთ, რას გააკეთებდნენ «ქრისტიანები», იესო რომ, არა ჯვარცმით, არამედ რაიმე სხვა მეთოდით მოეკლათ. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ შემთხვევაში «ქრისტიანობის» სიმბოლოდ სავსებით შესაძლებელია მოგვვლენოდა სახრჩობელა, შოლტი ან ცული! და ყოველივე ამის შედეგად, «ქრისტიანები» ამ ნივთებზე ილოცებდნენ, ამ ნივთებს დაადგავდნენ სახურავზე თავის ეკლესიებს, მათ დაფარავდნენ ოქროთი და მათდამი ისეთ თაყვანისცემას ასწავლიდნენ, როგორც კაცობრიობის «გადარჩენის» სომბოლოსთვის. შეიძლება ასეთი რამის წარმოდგენა?

მოდი დავუსვათ თავს კითხვა სასიამოვნოა იესოსთვის  იმის დანახვა რომ მისი მოწაფეები განადიდებენ იმ იარაღის გამოსახულებას რომელზეც უდანაშაულო იესო მოთმინებით იტანდა ტანჯვასა და სირცხვილს? ისევ დავსვათ კითხვა როგორ მოიქცეოდით თუ თქვენს უახლ;ოეს მეგობარს ცრუ ბრალდებებს წაუყენებდნენდა სიკვდილით დასჯიდნენ? გააკეთებდით მის დასასჯელად გამოყენებული იარაღის ასლს?შეიყვარებდით ამ, იარაღს? 
იარაღის განდიდება, რომლითაც ადამიანი მოკლეს, არსებითად, თვითონ მკვლელობის მოწონებაზე მიუთითებდა. მაგრამ ნუთუ იესოს შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა? ჯვრის წინაშე დაჩოქებითა და მისადმი განსაკუთრებული პატივის გამოვლენით, «ქრისტიანები» «კვლავინდებურად ჯვარს აცვამენ ძეს ღვთისას და ჰგმობენ» (ებრაელთა 6:6, საპატ. თარ.). ეს კი დაუშვებელი და მკრეხელობაა!
ებრაელების 6:6-ში, ჩანს, რომ ისინი, ვინც ჭეშმარიტებიდან უხვევენ, ასრულებენ დაუშვებელ ქმედებებს რომლებიც ღვთის ძეს შეურაცხყოფს. თუ ებრაელების 6:6-ის ორიგინალ ბერძნულ ტექსტს წავიკითხავთ, მაშინ გამოდის, რომ ისინი «საჯაროდ, ყველას წინაშე ჯვარს აცვამენ საკუთარ თავში ღვთის ძეს». თავად ღვთის თვალსაზრისით, ეს მკრეხელობასა და განდგომილებას (ჭეშმარიტების მიტოვებას) წარმოადგენს. 

ამ ყოველივეს შუქში კითხვას ვუსვავ საკუთარ თავს: როგორი ასოციაცია მომდის პირველ რიგში თავში, როდესაც საუბარი ჯვარცმული იესოს საჯაროდ დემონსტრირებას ეხება (მნიშვნელობა არ აქვს, საჯაროდ კისერზე, საჯაროდ სახლში თუ საჯაროდ ეკლესიაში)? თუ ამგვარი ადამიანები, თუნდაც უბრალოდ საკუთარ თავში ღვთის ძის «ჯვარცმით», ღვთის უკმაყოფილებას იწვევენ, მაშინ იმათზე რაღა უნდა ვთქვათ, ვინც ამ ჯვარცმის საჯაროდ, საკუთარ თავზე, დემონსტრირებას ახდენს? შემიძლია თუ არა აქედან გამომდინარე კისერზე ჯვარი დავიკიდო და ამასთანავე სუფთა სინდისი მქონდეს? უნდა ვისახავდე თუ არა კვლავ და კვლავ პირჯვარს და ამ ყველაფრით კვლავ და კვლავ «ჯვარს ვაცვამდე» ღვთის ძეს? 
პირადად ჩემთვის დაუშვებელია ამგვარი «საკრალური» ნივთებისა და ქმედებების გამოყენება, რომლებიც ჩემი უფლის ჯვარცმის იმიტაციას ახდენს. 

  ჯვრისადმი თაყვანისცემის სიტუაცია უფრო უარესდება იმის გამო, რომ, ბიბლიის თვალსაზრისის თანახმად, «ძელზე დაკიდებული ღვთისგან არის დაწყევლილი» (მეორე რჯული 21:23). იესოს სიკვდილთან მიმართებაში, ეს პრინციპი მოციქულმა პავლემ ასეთი სიტყვებით განმარტა: «ქრისტემ გამოსასყიდით გაგვათავისუფლა კანონის წყევლისგან - თვითონ გახდა დაწყევლილი ჩვენს ნაცვლად, რადგან დაწერილია: «დაწყევლილია ყოველი ძელზე დაკიდებული» (გალატელთა 3:13; 1 პეტრე 2:24).  საკუთარი ყურადღების სამარცხვინო და საშინელი სიკვდილის იარაღზე აქცენტირებით, ისინი , როგორც ჩანს, უფრო მეტ სიამოვნებას ჯვრის წყევლისგან იღებენ, რომელმაც იესოს ტანჯვა და სიკვდილი მოუტანა, და არა იმ დიდებისაგან, რომელსაც უფალი ადამიანების გადასარჩენად და მათი რწმენის გასამაგრებლად იყენებს. ნუთუ ეს არ ააშკარავებს მსგავსი "ქრისტიანების" საშინელ სულიერ სიბრმავეს?

და მე არ მჭირდება ჯვარი იმისათვის, რათა, როგორც ზოგიერთები ამბობენ, იესოს შესახებ შევახსენო საკუთარ თავს. მე საერთოდ არ მესმის, ჩემი რწმენა, თუ ის მართლაც რეალურია, რატომ უნდა საჭიროებდეს რაიმე სახის შემახსენებლებს, ხელთქმნილი საგნების სახით. განა ღვთის სიტყვა არ უსვამს ხაზს ქრისტიანისათვის ისეთი რწმენის ქონის მნიშვნელოვნებას, რომელიც დამოკიდებული არ უნდა იყოს რაიმე ხილულზე და ფიზიკურზე?

«ბედნიერნი არიან, რომლებიც ვერ ხედავენ, მაგრამ სწამთ» (იოანე 20:29).

 «ხილულს კი არ ვუყურებთ, არამედ უხილავს; ხილული დროებითია, უხილავი კი - მარადიული… რადგან რწმენით დავდივართ და არა ხილვით» (2 კორინთელები 4:18; 5:7). 
(შეადარეთ იოანე 4:23,24; 1 პეტრე 1:8; რომაელები 8:24,25; ებრაელები 11:1).

 თუ იესოსადმი ჩემი რწმენა გულწრფელი და უთვალთმაქცოა, განა დამავიწყდება ღვთისადმი ჩემი მიძღვნა და მის წინაშე ჩემი პასუხისმგებლობები? თუ ქრისტე ჩემი პიროვნების ნაწილი გახდა, რაში მჭირდება ამის შესახებ გამუდმებული შეხსენებები? როგორც ერთმა მოაზროვნე ადამიანმა თქვა, ქალს არაფერი სჭირდება იმის შესახსენებლად, რომ ის დედაა და მას რომ შვილი ჰყავს. და არც ადამიანს სჭირდება არავითარი გარეგანი განმასხვავებელი ნიშნები, რათა ახსოვდეს, რომ ის ადამიანია.  ხოლო, მე რომ ქრისტეს შესახებ რაიმე სახის ხელთქმნილი ნივთით გამუდმებული შეხსენება მჭირდებოდეს, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ჩემი რწმენა უკიდურესად სუსტია, თავად მე კი – ჭეშმარიტებისაგან შორს ვდგავარ. და მაშინ ვაი მე როგორც «მორწმუნეს»…   

ზუსტად ასევე გაუგებარია ჩემთვის აზრი, თითქოსდა «ჯვარი» შეიძლება გახდეს გარეგანი ნიშანი, რომელიც ჩემს რწმენას გაუსვამს ხაზს. განა ახალ აღთქმაში ვხედავთ ამგვარი «გარეგანი ნიშნების» მაგალითებს, რომლებიც იმის დასტური იქნებოდნენ, რომ მოცემული ადამიანი – იესოს ჭეშმარიტი მოწაფეა? რათქმაუნდა არა

 თუმცა იესოს ჭეშმარიტი მოწაფეების წინაშე საერთოდ არ დგას საკითხი, სცენ თუ არა თაყვანი იარაღს, რომლითაც უფალი იქნა მოკლული. ისინი მას თაყვანს არ სცემენ, იმის მიუხედავად, რა ფორმაც არ უნდა ჰქონდეს მას. აქ მნიშვნელობა არა აქვს: ბოძი იქნება ეს თუ ჯვარი. იარაღის განდიდება – მკრეხელობაა! ხოლო უსულო საგნის თაყვანისცემა კი დამატებით – კერპთაყვანისმცემლობაც!

 დასკვნა


1.ღმერთს თავის სიტყვაში არავითარი მითითება არ მოუცია მისი ძის სასიკვდილო იარაღის რაიმე სახით რელიგიური და რიტუალური მიზნებისათვის გამოყენების შესახებ. 
2..     ჯვარი წარმოადგენს უძველეს წარმართულ სიმბოლოს, რომელსაც, ქრისტიანობადმე დიდი ხნით ადრე,  მრავალი ერის რელიგიურ პრაქტიკაში იყენებდნენ და თაყვანს სცემდნენ.

3.ღვთის ძემ, რომელიც ძელზე დაკიდეს, როგორც ბიბლია გვიჩვენებს, საკუთარ თავზე აიღო ცოდვილი კაცობრიობის წყევლა და სირცხვილი. შესაბამისად, ის, რასაც «ჯვარს» უწოდებენ, წარმოადგენს არასრულყოფილი კაცობრიობის წყევლის სიმბოლოს 

4. თავად ქრისტესათვის «ჯვარი» იქცა ყველაზე მძიმე ტანჯვად და წამებად, რომელმაც ის საშინელ სიკვდილამდე მიიყვანა. შესაბამისად, მე არ შემიძლია ჩემი უფლის სიკვდილის იარაღის მიმართ მოწიწების გამოვლენა. ჩემი გაგებით, ეს იმის ტოლი იქნებოდა, მაგალითად, თაყვანი მეცა იმ ავტომობილისათვის, რომლემაც ის ადამიანი გაჭყლიტა, რომელმაც სიკვდილს გადამარჩინა. როგორ გამოჩნდებოდა ადამიანების თვალში, მე რომ ამის შემდეგ მთელი ცხოვრება იმ მანქანისათვის მეცა თაყვანი და მეკოცნა მისთვის?! ან უფრო მეტიც, მასზედ რომ მელოცა?

5.ბიბლია ქრისტიანის გადარჩენას უკავშირებს უშუალოდ იესოს გამომსყიდველურ მსხვერპლს, მის დაღვრილ სისხლს და არა თავად «ჯვარს». მკვდრეთით აღმდგარ იესოს არ წაუღია «ჯვარი» ზეცაში, იმიტომ რომ ის იქ საერთოდ არ არის საჭირო; წამების ბოძის როლი ქრისტეს დედამიწაზე ცხოვრების ბოლო საათებში დაიწყო და იქვე დამთავრდა.
6.ბიბლიური მაგალითები ნათლად ამტკიცებენ, რომ ღმერთი მიუღებლად მიიჩნევს დაუშვებელი დიდების მიგებას იმ საგნებისადმიც კი, რომლებიც ოდესღაც მისი მითითებით იყვნენ შექმნილნი. მაგალითად «სპილენძის გველი», რომელიც ძელზე დაკიდებული ღვთის ძის წინასახეობას წარმოადგენდა, ამის ნათელი დადასტურებაა.


7.ებრაელების 6:4-6-ში ჩაწერილი გაფრთხილების თანახმად, ჭეშმარიტებას «ჩამოშორებულნი» კვლავ სახალხოდ გააგრძელებდნენ ქრისტეს ხელახლა ჯვარცმას, რაც ღვთის უკმაყოფილებას იწვევს. მე არ მსურს არც პირდაპირ და არც ირიბად დავემსგავსო იმ ხალხს, რომლებიც ასეთ ქმედებებს სჩადიან თუნდაც პირობითად.

8.მე არ აღვიქვავ ხელთქმნილ ნივთებს, და მათ შორის «ჯვარს», რაიმე სახით იმის შემხსენებლად, თუ რა ურთიერთობა მაქვს ღმერთთან და მის ძესთან. ბიბლია შემახსენებს, რომ ჩემი რწმენა არ უნდა იყოს დამოკიდებული რაიმე სახის გარეგან ნივთებზე. «რადგან რწმენით დავდივართ და არა ხილვით» (2 კორინთელები 5:7).


ჯვრის თაყვანისცემის მომხრეების არგუმენტების გაბათილება

1.(მრკ8:34)(მათ16:24;10:38)(მრკ8:34)(ლუკ9:23;14:27) 
პასუხი:დავიწყოთ  იმით რომ რომ აქ მოხსენიებულია თავისი წამების ბოძი ატაროსო პიროვნებამ და არა ჩემი წამებისო,  ან ის რაც ჩემი წამების იარაღის მსგავსად იქნებაო გაკეთებული.  ან იმ პერიოდში როგორ ატარებდნენ როცა ქრისტე არ იყო მასზე ჯერ ნაწამები?ასერომ იესო  ვერ იგულისხმებდა იმ წამების იარაღს  რაზეც მას მოუწია საშინელი ტკივილებით ტანჯვა რადგან ჯერ ამის პრეცედენტი არ იყო 
მეორე თუ პირდაპირი გაგებით გესმით მაშინ ზუსტად იმ ზომის ჯვარი უნდა ატარო რაც იესომ  და ისე ეწამო ჯვარზე როგორც ის   
 მესამე თუ ამას პირდაპირი გაგებით გავიგებთ მაშინ წინააღმდეგობაში მოვალთ ქრისტიანობასთან და ბიბლიასთან რადგან ამ სიტყვებამდე იესო ამბობს (ლკ14:26)- ვისაც არ სძულს ყველა ახლობელიიც და საკუთარი თავიც  ვერიქნებოდა მისი მოწაფე ანუ რაგამოდის უნდა გძულდეს ყველა და ყველაფერი მაშინ როცა ღმერთი ამბობს ვისაც თავისი ძმა ძულს როგორ ეყვარება ღმერთი რომელსაც ვერ ხედავს ის მატყუარაა
ამრიგად რა სიძულვილზე საუბრობდა იესო? იმაზე, რომ თუ იესოსა და ოჯახს შორისაა არჩევანი აირჩიე იესო თუ შენს სიცოცხლესა და იესოს შორის დადგა არჩევანი აირჩიე იესო სწორედ ამ მაგალითს მოაყოლა იესომ ეს სიტყვები
ქრისტიანებს იმ გაგებით „სძულთ“ ოჯახის წევრები, რომ ისინი იესოზე ნაკლებად უყვართ (მათ. 10:37).

 და რა წამების ჯვარზე ლპარაკობდა იესო? ამას კარგად აჩვენებს მარკ8:32-38) კონტექსტიდან ვიგებთ შემდეგს იესო უცხადებს მათ რომ უნდა ეტანჯა და მომკვდარიყო პეტრე ურჩევს რომ თავი შეიბრალოს იესო მას უწყრება და და მოწაფეებს ეუბნება: რომ თუ ვინმეს უნდა რომ გაყვეს ისიც მზად უნდა იყოს ტანჯვისთვის .პეტრესგან განსხვავებით რადგან ვისაც სურს სულის ხსნა განსაცდელების გარეშე ის დაკარგავს მაგრამ ვინც იესოს და სასიხარულო გულისთვის იქნება მზად რომ დაკარგოს ის შეიძენს. აი ამ მზადყოფნას გულისხმობდა იესო   ამრიგად ქრისტიანებმა უნდა ატარონ ბოძი რომ მზად იყვნენ შერცხვენისთვის ტანჯვისდა და სიკვდილისთვისდ.ამგვარად თუ აუცილებელია ქრისტიანი მზად არის იტანჯოს ან იყოს შერცხვენილი ან წამებული ან მოკლულიც კი იმის გამო რომ ის ქრისტეს მიმდევარია (2ტიმ3:2)(1პტ2:21) სწორედ წამების ბოძში შედის ეს ყოველივე რაც იესომ ამ მუხლებში მოიხსენია 

2.(1კრ1:17,18)23;24) პასუხი:კონტექსტში კარგად ჩანს რომ აქ იესოს მსხვერპლის გაღებაზეა საუბარი და არა ჯვრის თაყვანისცემაზე. ის რომ იესო ეწამა ეს არის ხნა და არა ჯვარი. იესოს მიერ გაღებულ მსხვერპლს ქონდა გამომსყიდველური ფასი და არა საწამებელ და სატანჯველ იარაღს.ამ მსხვერპლის მიღებით ღმერთმა რჯული და მისი წყევლა ასე ვთქვათ ძელს მიაჭედა (და საინტერესოა ამის შემდეგ კიდე რამდენად წმინდაა ეს სიკვდილით დასჯის იარაღი თუ ცოდვები აცვეს მას? მითუმეტეს რომ არაა წმინდა.)
ამ ფაქტის გაცნობიერებით პავლეს შეეძლო ღვთაებრივ სიბრძნედ მიეჩნია წამების ძელი რომელიც იუდეველთათვის საცდური იყო(კოლ2:14)  შედეგად  პავლე საუბრობდა რომ მათთვის იესოს მოწამეობრივი სიკვდილი არაფერს ნიშნავდა.  სულ რაღაც ოთხი მუხლის შემდეგ ის ამბობს 22-ე მუხლი: "იუდეველები ნიშნებს ითხოვენ, ბერძნები სიბრძნეს ეძებენ  და ყურადღება მივაქციოთ , 23-ს  ჩვენ კი ვქადაგებთ  ბოძზე(საპატრიარქოს გამოცემა -ჯვარზე) გაკრულ ქრისტეს, რაც იუდეველებისთვის დაბრკოლებაა, უცხოტომელებისთვის — უგუნურება"
დავუკვირდეთ აქ კონტექსტი ვისზე ამახვილებს ყურადღებას და როგორ გვიხსნის -17,18 მუხლებს და როგორ უჭერს დასაწყისში მოყვანილ აზრს რომ აქ იესოს მსხვერპლის გაღებაზეა საუბარი და არა ჯვრის თაყვანისცემაზე. ყურადღებით დავუკვირდეთ 23 მუხლში პავლე ამბობს რომ ჩვენ ვქადაგებთ ბოძზე(მათი თარგმანით-ჯვარზე) გაკრულ ქრისტესო ანუ ქრისტეს შესახებ ვქადაგებო  და არა ჯვარსო ამრიგად ის ქადაგებდა იმას იესო  რომ  ეწამა ეს არის ხნაო და არა ჯვარი ამრიგად ჩვენ ნათლად ვხედავთ თუ რა ქონდა აქ პავლე მოციქულს მხედველობაში რომ სისულელედა უგნურებაა ქრისტეს შესახებ საუბარი და ქადაგება  დაღუპვის ძეთათვის  ამას უჭერს მხარს კონტექსტი და მთელი ბიბლია შეადარეთ(ესაიას8:14)(საქ17:32)
 ასე რომ საგანს კიარა  რაზეც აწამეს საწამებელ იარაღს ქრისტეს მსხვერპლსაქ მნიშვნელობა და ხსნის ძალა საოცარია ისრომ ქრისტეს მსხვერპლის გამომსყიდველურ ფასს ქრისტეს წამების იარაღით ჩრდილავენ 
ვნახოთ რას ამბობს  რომ. 1:16 "ვინაიდან არა მრცხვენია სასიხარულო ცნობის გამო, რადგან ის ღვთის ძალაა ყველა მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველის, მერე კი ბერძნისა" დიახ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის ფასია ღვთის ძალა ის ფასობს და არა ჯვარი
ასე რომ ჯვრის თაყვანისცემის მცდელობაში პავლეს ნუ გავრევთ.
 ახლა ისიც აღვნიშნოთ როგორაა დაბრკოლება წამების ბოძზე საუბარი:
წამების ბოძზე იესოს სიკვდილი კანონის გაუქმების საფუძველი გახდა, რამაც წაშალა ზღვარი ებრაელებსა და არაებრაელებს შორის. იესოს სიკვდილით ღმერთთან შერიგებულ ებრაელებსა და არაებრაელებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ ერთი სხეული „წამების ბოძის მეშვეობით“ (ეფ. 2:11—16; კლ. 1:20; 2:13, 14). ეს დაბრკოლება აღმოჩნდა მრავალი ებრაელისთვის, რადგან მათი აზრით წინადაცვეთა და მოსეს კანონის დაცვა ღვთის კეთილგანწყობის მოპოვების აუცილებელი პირობა იყო. ამიტომაც წერდა პავლე მოციქული: „ძმებო, თუ კვლავინდებურად წინადაცვეთას ვქადაგებ, რატომღა მდევნიან? მაშ, ნამდვილად გაუქმებულა წამების ბოძით გამოწვეული დაბრკოლება“ (გლ. 5:11)

3.(ფილ3:18) პასუხი: ამ მუხლში საუბარია იმაზე რომ „ქრისტეს წამების ბოძის“ მტერი გახდა   ის, ვინც გაქრისტიანების შემდეგ უზნეო ცხოვრების წესს დაუბრუნდა, ანუ თავიანთი ცხოვრებით ისინი ამტკიცებდნენ, რომ არ აფასებდნენ იმას, რაც წამების ბოძზე იესოს სიკვდილმა გახადა მათთვის შესაძლებელი. მათ გათელეს ღვთის ძე და სათანადოდ არ დააფასეს შეთანხმების სისხლი, რომლითაც განიწმინდნენ (ებ. 10:29).
 (ეფ2:16)(კოლ2:14)

4.(გალ6:14) პასუხი:ვნახოთ გალ6:12 მაშ ასე  ებრაელები პავლეს დევნიდნენ, რადგან ის წამების ბოძზე იესოს სიკვდილს გადარჩენის მთავარ საშუალებად მიიჩნევდა. თავისი მრწამსის გამო მოციქული ქვეყნიერებას ბოძზე გაკრულად, დაგმობილად და მკვდრად თვლიდა, ქვეყნიერებას კი ის ძელზე გაკრული დამნაშავესავით სძულდა.და როგორც მე-13 მუხლიდან ვიგებთ იუდაიზმის დამცველებს სურდათ, ქრისტიანებს წინადაეცვითათ არა იმიტომ, რომ გალატელების სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ, არამედ გარეგნული იერსახის შექმნით იუდეველების გულის მოგება და მათი მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობისთვის თავის არიდება უნდოდათ. მათ არ სურდათ, ქრისტესთვის ყოფილიყვნენ დევნილები (გლ. 6:12, 13). ამიტომაც პავლე წერდა ყველა, ვისაც ხორციელად კარგი შთაბეჭდილების მოხდენა სურს, ცდილობს გაიძულოთ, რომ წინადაიცვითოთ, ოღონდაც ქრისტე იესოს წამების ბოძისთვის არ იყვნენ დევნილნი.. ნუ მოხდება, რომ მე რაიმეთი ვიამაყო, გარდა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წამების ბოძისა, ვისი მეშვეობითაც ქვეყნიერება ბოძზეა გაკრული ჩემთვის და მე — ქვეყნიერებისთვისო (გალ5:24)(ებრ6:6)

5.დაფა და ლურსმნები იესოს თავს ზემოთ იყო წარწერა «იუდეველთა მეფე» (მათე 27:37). ამტკიცებენ, რომ იესოს ხელები რომ მაღლა ჰქონოდა აწეული, მაშინ ბიბლიაში ეწერებოდა «ხელებს ზემოთ» და არა «თავს ზემოთო». შესაბამისად მისი ხელები არ ყოფილა მაღლა აწეულიო.
პსსუხი:ჩაატარეთ უბრალო ექსპერიმენტი. დადექით რომელიმე საგნის ქვეშ, მაგალითად ნათურის. ხელები მაღლა ასწიეთ. სად იმყოფება ნათურა – თავს ზემოთ თუ ხელებს ზემოთ? ის ერთდროულად თავსზემოთაც იმყოფება და ხელებს ზემოთაც, ხომ მართალია? ორივე აღწერა სწორი იქნებოდა. იმიტომ რომ ხელების აწევისას ყველაფერი, რაც თავს ზემოთაა, ასევე ხელებს ზემოტაცაა და პირიქით. ეს იმდენად ნათელია, რომ მე ყოველთვის მიკვირს, როცა ამის განმარტება მიწევს. სახარების დამწერს შეეძლო დაეწერა როგორც «თავს ზემოთ», ასევე «ხელებს ზემოთ», ორივე გამოთქმა სწორია და არანაირად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
აქ კიდევ ერთი მომენტიცაა, სუფთა ლინგვისტური. რუსულ ენაში (ისევე როგორც ქართულში) ფრაზა «ხელებს მაღლა» არაბუნებრივია და იშვიათად გამოიყენება. წაარმოიდგინეთ, რომ ვინმე სავარჯიშო ტურნიკზე ჰკიდია და თქვენ იმის აღწერა გსურთ, რაც მის ზევით, ჭერზეა განლაგებული, მაგალითად ლურსმანი. როგორ იტყვით «ხელებს ზემოთ»? საეჭვოა. ასეთი სიტყვათა კავშირი ფრაზეოლოგიურად არადამახასიათებელია რუსული ენისათვის (ასევე ქართულისთვისაც). მეტია იმის ალბათობა, რომ თქვენ იტყვით «თავს ზემოთ». სავსებით შესაძლებელია, რომ მასშიც ასეთივე სიტუაცია იყო. შესაძლოა, სახარების დამწერმა იმიტომ დაწერა «თავს ზემოთ», რომ ბერძნული ენისთვის ეს უფრო ბუნებრივი იყო.
გარდა ამისა, დაფა შესაძლოა მართლა თავს ზემოთ იყო მიკრული და არა ხელებს ზემოთ. თუ ქრისტეს ხელები გვერდებიდან იყო ძელზე ცალცალკე მილურსმული, მათ შორის სავსებით შესაძლებელი იქნებოდა დაფის მიმაგრება, მით უმეტეს, თუ ხელებს ზემოთ საკმარისი ადგილი აღარ იყო. მაშინ ის იყო არა ხელებს ზემოთ, არამედ მათ შორის. ასე რომ, დაფა, ქრისტეს სიკვდილის იარაღის ფორმის შესახებ, ფაქტიურად არაფერს არ გვეუბნება.

2. თომამ თქვა: «უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი», და არა «სამსჭუალისაი» (იოანე 20:25 გ.მთაწმინდელი). ამის საფუძველზე ამტკიცებენ, რომ ლურსმანი ორი იყო და არა ერთი, და შესაბამისად, იესოს ხელები იქით-აქეთ ჰქონდაო გაშლილი.

 (აქვე  უნდა აღვნიშნოთ, რომ ლურსმნებს მრავლობით რიცხვში მხოლოდ გ. მთაწმინდელის თარგმანი მოიხსენიებს. სხვა ქართული თარგმანები ამ მუხლს ასე გადმოსცემს: "თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმევს").
1.აქ ერთი საინტერესო კითხვა იბადება: თვითონ თომამ თუ იცოდა, რამდენი ლურსმანი იყო ნახმარი? საეჭვოა, იმიტომ რომ ის არ დასწრებია ქრისტეს სიკვდილით დასჯას. მან უბრალოდ თქვა «სახე იგი სამსჭუალთაი», ყოველგვარი კონკრეტიზაციის გარეშე. ეს უბრალო ფაქტი სრულიად ანგრევს თომას მეშვეობით ჯვრის მტკიცებულების ხაზს, იმიტომ რომ არ შეიძლება იმ ადამიანის ციტირება, რომელმაც თავადაც არ იცის, თუ რამდენი ლურსმანი იყო სინამდვილეში ნახმარი. ლურსმანი შეიძლება ერთიც კი ყოფილიყო. ამიტომ თომაზე და ლურსმნებზე საუბარი თავიდანვე აზრს მოკლებულია, .
2.ეს არგუმენტი ყოველგვარი ლოგიკის არარსებობით მაოცებს. პირველი, ფრაზა «სახე იგი სამსჭუალთაი» არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ლურსმანი მაინცდამაინც ორი იყო და ვთქვათ, არა რვა. ის მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ლურსმანი ერთზე მეტი იყო. თომას არც ის უთქვია, თუ რამდენი ლურსმანი იყო, არც ის თუ კონკრეტულად რა ადგილებში ჰქონდა ისინი იესოს ჩაჭედებული და არც ის თუ კონკრეტულად როგორი იყო ქრისტეს ხელების განლაგება სასიკვდილო იარაღზე. თომას ამაზე საერთოდ არაფერი უთქვამს. ამიტომ წარმოუდგენლად უცნაური ისაა, რომ ადამიანები კვლავ და კვლავ თომას მიმართავენ სასიკვდილო იარაღის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
3.შემდეგ, აბსოლუტურად შეუძლებელია ლურსმნების რაოდენობით ხელების განლაგების დადგენა. ლურსმნებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება დარწმუნებით: ლურსმანი თუ ერთი იყო, მაშინ ხელები ვერანაირად ვერ იქნებოდნენ გაშლილი (რადგან ერთი ლურსმნით იყვნენ მიჭედებული). ამის მეტი არანაირი მტკიცებულების მოყვანა არ შეიძლება. ხოლო რამდენადაც, თომას სიტყვების თანახმად, ლურსმანი ერთზე მეტი იყო, ხელები შეიძლება ყოფილიყო როგორც გაშლილი, ასევე შეერთებული, ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცით. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენთვის უცნობია, თუ კონკრეტულად როგორ იყო მილურსმული ხელები ძელზე. ისინი შეიძლება გვერდი-გვერდ იყვნენ მილურსმული, ცალცალკე (აი ასე), შეიძლება ძელის ორივე მხრიდან ყოფილიყვნენ მიჭედებული (აი ასე). არსებობს ვერსია იმის შესახებაც, რომ შესაძლოა ქრისტეს ხელები ოდნავ გაშლილი ყოფილიყო, როგორც ასო-ბგერა Y. ყველა ამ შემთხვევაში მინიმუმ ორი ლურსმანი იქნებოდა საჭირო.
ასეა თუ ისე, ჩვენ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს ძელზე სიკვდილით დასჯის რომაულ მეთოდებზე, იმისათვის რომ კატეგორიული დასკვნები გავაკეთოთ ამ თემასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ ჩვენ ვიცით, რომ ეს მეთოდები თვითნებური და სავსებით მრავალფეროვანი იყო. რომაელები სიკვდილით სჯიდნენ არა აუცილებელი დადგენილი წესით, არამედ როგორც მოუხერხდებოდათ. მთავარ მიზანს ის წარმოადგენდა – რომ საიმედოდ დაემაგრებინათ ადამიანი ძელზე (სტაუროსზე), და ამ მიზანს ისე ასრულებდნენ, როგორც შეეძლოთ. რომელიმე რომაელს შეიძლება რამოდენიმე დამატებითი ლურსმანიც კი ჩაერტყა საიმედოობისათვის.
ფაქტი ფაქტად რჩება: ბიბლიაში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ ქრისტეს სიკვდილის იარაღი ჯვრისმაგვარი ფორმის იყო.

6.ჯვრის თაყვანისმცემელთა მხრიდან, ხანდახან ასეთი მტკიცებულება ისმის, რომ თითქოსდა ეს სიმბოლო, ქრისტიანობისთვის, ამ სწავლების წარმოშობიდანვე იყო დამახასიათებელი. და ამის «დამადასტურებელ» საბუთად მოჰყავთ, არქეოლოგების მიერ პომპეისა და ჰერკულანიუმის ძველ ქალაქებში აღმოჩენილი ჯვრის გამოსახულებები, რომლებიც, როგორც ცნობილია, 79  წელს ვულკანმა ვეზუვიმ გაანადგურა. მაგრამ ნიშნავს კი ეს გამოსახულებები, რომ მოცემული სიმბოლოები მართლა იმ ქალაქში მცხოვრებმა ქრისტიანებმა გამოსახეს? არანაირად.

პასუხი:მკვლევართა უმეტესობა მართლიანად აღნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ჯვარი დახატა, არ არის აუცილებელი რომ ქრისტიანი ყოფილიყო. რადგან ჯვარი როგორც რელიგიური სიმბოლო, ჯერ კიდევ ცივილიზაციის ალიონზე გაჩნდა. ნივთები, რომლებსაც სხვადასხვა ჯვრის ფორმის ორნამენტები ჰქონდათ, შუმერისა და ბაბილონის ქალაქების ნანგრევებში იქნა ნაპოვნი მესოპოტამიაში, ინდოეთში, სირიაში, სპარსეთში. ის ხშირად იმ ბარელიეფებშიც კი გვხვდება, რომლებიც ორივე ამერიკაში ინდიელთა ნაგებობებს ამშვენებენ. . და გამორიცხული არ არის, რომ ამ უძველესმა ტრადიციამ, რომელმაც ასე ღრმად გაიდგა ფესვები თაობათა აზროვნებაში, გარკვეული როლი ითამაშა ჯვრის ქრისტიანულ სიმბოლოდ გადაქცევაში».

 თუმცა ჯვართან ერთად, საცხობში, სხვა, აბსოლუტურად არაქრისტიანული გამოსახულებებიც იყო, მაგალითად, გველის მსგავსი ღვთაების. «ასევე რთულია ზოგიერთი უკიდურესად უხამსი რამეების, საცხობის მეპატრონის სავარაუდო ქრისტიანობასთან დაკავშირება»,— ძველად ხალხი თვლიდა, რომ ჯვარი მათ იმაში ეხმარებოდა, რომ თავი დაეცვათ ან განთავისუფლებულიყვნენ ბოროტი ზეგავლენისაგან და ყველაზე ხშირად ის თილისმის როლს ასრულებდა.
.
ქვემოთ მოყვანილ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ, გერკულანუმში აღმოჩენილ ჯვართაგან ერთერთი


 სადაც  თვალში გვხვდება მნიშვნელოვანი დეტალი. ჯვრის გამოსახულების წინ აშკარად ვხედავთ  საკურთხეველს. თუმცა, როგორც ცნობილია, 1-ლი საუკუნის ქრისტიანების ღვთისმსახურების პრაქტიკაში საკურთხეველი არ იყო; ეკლესიაში ასეთი სარიტუალო  ელემენტი დიდი ხნის მოგვიანებით გამოჩნდა. ეს მდგომარეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოცემული ნაგებობა, ჯვრის გამოსახულებით, რელიგიური მიზნებისათვის გამოიყენებოდა, მაგრამ არა ქრისტიანების მიერ, არამედ წარმართული კულტის მიმდევრების მიერ.
ასევე ცნობილია რომ ქრისტიანები იდევნებოდნენ. სახლში მით უმეტეს არ გააკეთებდნენ საკურთხეველს, ასეთ შემთხვევაში ადვილად ამოიცნობდნენ.

7.როდესაც წამოიჭრება კითხვა იმასთან დაკავშირებით, იესო ჯვარზე იყო გაკრული თუ ჩვეულებრივ ბოძზე, პირველი ვარიანტის მომხრეები აუცილებლად ახსენებენ ხოლმე ე.წ. «პალატინის გრაფიტოს» მაგალითს. მიიჩნევა, რომ ესაა ჯვარცმული იესოს ყველაზე ადრეული გამოსახულება. რა არის მის შესახებ ცნობილი და ნამდვილად შეიძლება თუ არა ის ჩაითვალოს წყაროდ, რომელიც დროით სახარებისეული მოვლენების "ახლობელია"?

ქვემოთ ვხედავთ თავად გამოსახულებას სახელწოდებით «პალატინის გრაფიტო»:




მაშ ასე, მოცემულ გამოსახულებაზე შეგვიძლია დავინახოთ ერთგვარი ტანსაცმელში გამოწყობილი ფიგურა ვირის თავით, რომელიც, როგორც ჩანს, ვიწრო Т-ს მსგავს ნივთზეა მიმაგრებული. ამ ფიგურის ფეხები დამაგრებული არ არის და თავისუფლად დგანან ისეთივე ვიწრო სადგომზე. მისგან მარცხნივ ჩანს ადამიანი, რომელიც ამ არსებისადმი თაყვანისცემის პოზაში დგას. გამოსახულების ქვედა მხარეს მოცემულია წარწერა "დამტვრეულ" ბერძნულ ენაზე, რომელიც მიუთითებს, რომ ადამიანს სახელად ჰქვია ალექსამენოსი და ის თავის ღმერთს სცემს თაყვანს. ფიგურიდან მარჯვნივ მოცემულია იდუმალი ნიშანი «Y».

მოცემული სურათის აზრის ყველაზე გავრცელებული ვარაუდი: ესაა კარიკატურა ქრისტიანზე, რომელიც ჯვარზე გაკრულ იესოს სცემს თაყვანს. ამასთანავე ამტკიცებენ, რომ მოცემული გრაფიტო ჯვრის ფორმის საგანზე გაკვრის ყველაზე ადრეულ გამოსახულებას წარმოადგენს. შედეგად კეთდება დასკვნა, რომ ეს არტეფაქტი იმის მტკიცებულებად შეიძლება იყოს გამოყენებული, რომ ქრისტე ჯვარზე იყო გაკრული.   


შეუსაბამობები გაგებებში


თუმცაღა, ასეთი განმარტების მომხრეები, როგორც წესი, არ ჩქარობენ იმის თქმას, რომ მკვლევართა შორის «პალატინის გრაფიტოსთან» მიმართებით ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება არ არსებობს. და ამის რამოდენიმე მიზეზი არსებობს. ჩვენ ძალიან არ ჩავუღრმავდებით დეტალებს, არამედ მხოლოდ ძირითად ნიუანსებს გავახმოვანებთ.

პირველი, თავად ის ფაქტი, რომ სატირული ხასიათის სურათი უშუალოდ რომში იქნა გაკეთებული, წარმოშობს შეკითხვას: მასზე თუ ჯვარცმული ადამიანია გამოსახული, მაშინ რატომაა ის ჩაცმული, და არა რომის წესების მიხედვით, რომლის თანახმადაც დამნაშავეს შიშველს აკრავდნენ? თანაც, ეს ტანსაცმელი აშკარად ისეთივეა, როგორიც გვერდით მდგომ ალექსამენოსს აცვია. ან იქნებ სურათზე სულაც არ არის სიკვდილით დასჯის სცენა ასახული? 

მეორე, სურათზე «ჯვარცმულის» ტანის განლაგება რატომ არ შეესაბამება რეალურად ჯვარცმული ადამიანის მდგომარეობას? მაგალითად, «ჯვარცმულის» ფეხები ბოძზე მიმაგრებული კი არ არის, არამედ თავისუფლად დგანან დამატებით ჰორიზონტალურ სადგამზე. მაშინ როდესაც, როგორც სახარება გვეუბნება, იესოს ფეხები ძელზე იქნა მილურსმული.

მესამე, რატომაა თავად «ჯვარცმა» იმდენად წვრილი, რომ უფრო მეტად იმ ჩვეულებრივ ხის ძელებს ჰგავს, რომლებზეც, მაგალითად, რაიმე ნივთებს ჰკიდებენ? შესაძლებელია თუ არა, რომ სურათი გამოსახავს არა რომელიმე სიკვდილით დასჯილს, არამედ კარკასზე დამაგრებულ რომელიმე ღვთაებას ვირის თავით, რომლის გამოსახულებასაც ეთაყვანებოდა ეს ალექსამენონი?

შედარებისთვის, ყურადღება მიაქციეთ რომის პერიოდის გამოსახულებებს ჯვრისმაგვარი «საკიდებით», რომლებსაც შესაბამისი მიზნებისთვის იყენებდნენ და რომელიც ძალიან ჰგავს მოგვიანებით გამოჩენილ «ჯვარცმას»:



დავშვათ რომ ჯვარია

ჩვეულებრივ ჯვრის მომხრეები იშველიებენ პალატინის გრაფიტოს და მას ლამის ახ.წ. I საუკუნის ბოლოთი და II საუკუნის დასაწყისით ათარიღებენ. თუმცა რეალობა ისეთია, რომ სპეციალისტები ძირითადად ამ გამოსახულებას მხოლოდ ახ.წ. III საუკუნეს მიაკუთვნებენ. ეს გარემოება კი ძირეულად ცვლის სიტუაციას. 


ისტორიკოსები თანხმობაში არიან იმასთან დაკავშირებით, რომ ქრისტიანთა პირველი თაობები პალესტინასა თუ ევროპაში არ იყენებდნენ ჯვრის სიმბოლოს. სამოციქულო ეკლესია არ იცნობდა და პრაქტიკაში არ იყენებდა ამ გამოსახულებას. თუმცა ახ.წ. III საუკუნეში ეგვიპტელი ქრისტიანი-კოპტები, რომლებიც ისტორიულად იცნობდნენ ეგვიპტის უძველეს და ყველაზე პოპულარულ რელიგიურ სიმბოლოს - ჯვარ "ტაუ"-ს ფორმით და განსაკუთრებით კი "ყულფიან ტაუს" ("ანხი") - საკუთარი პრაქტიკისთვის სესხულობენ მას და, ასე ვთქვათ "ქრისტიანულად ნათლავენ". მალევე, ჩრდილოეთი აფრიკიდან ჯვრის სიმბოლო დანარჩენ ქრისტიანულ თემებშიც აღწევს და ხდება სიმბოლო, რომელიც ვითომდა ჯვარცმული ქრისტეს ფორმას აღწერს. 
  
«[ორი ძელისაგან შემდგარი ჯვრის ფორმამ] დასაბამი აიღო ძველ ქალდეაში და გამოიყენებოდა როგორც იქ, ასევე მეზობელ ქვეყნებში, ეგვიპტის ჩათვლით, როგორც ღმერთი თამუზის სიმბოლო (მისტიკური ასო ტაუს, მისი სახელის პირველი ასოს სახით). ახ.წ. III საუკუნის შუა პერიოდისთვის ეკლესიებმა ან გადაუხვიეს ქრისტიანული რწმენის ზოგიერთი სწავლებებიდან, ან დაამახინჯეს ისინი. იმისათვის, რათა განდგომილი საეკლესიო სისტემის პოზიციები გაემაგრებინათ, ეკლესიები წარმართებს სულიერი ხელახალი შობის გარეშე იღებდნენ და საკუთარი წარმართული ნიშნებისა და სიმბოლოების შენარჩუნების უფლებას აძლევდნენ. ამგვარად, ასო ტაუ, ანუ Т, ... ქრისტეს ჯვრის აღსანიშნავად იქნა გადმოღებული» (ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი» უ.ე. ვაინი / Vine W.E. «An Expository Dictionary of New Testament Words». ლონდონი, 1962, ტ. I, გვ.256).

«ასო «ტაუ»-ს ფორმის ჯვარი ფართოდ გამოიყენებოდა ეგვიპტეში. მოგვიანებით ეგვიპტელმა ქრისტიანებმა (კოპტებმა), რომლებიც მოხიბლულნი იყვნენ მისი ფორმით და შესაძლოა მისი სიმბოლური მნიშვნელობითაც კი, ის ისე აღიქვეს, როგორც ჯვრის ნიშანი» (რალფ ვუდროუ «მართლა ქრისტიანული სიმბოლოა ჯვარი?»).

«ქრისტიანებმა ის ეგვიპტელებისაგან დაისესხეს როგორც მომავალი საიქიო, ნეტარი სიცოცხლის ემბლემა. ასე რომ «ტაუ-ჯვრის» გამოსახულება, რომელიც ძირითადად ქრისტიანულ სამარხებზე გვხვდება, სულაც არ აღნიშნავს იესო ქრისტეს ჯვარს» (ა. დრევსი «მითი ქრისტეს შესახებ»).
ამგვარად, ახ.წ. III საუკუნეში ჯვრის პოპულარიზება ხდება "ქრისტიანთა" შორის. და ზუსტად ამ დროს მიაწერენ მეცნიერები პალატინის ნახატის გამოჩენას, რომელზეც, როგორც ზოგიერთებს მიაჩნიათ, ჯვარცმული იესოა გამოსახული ვირის თავით. და მაშინაც კი, თუ თეორიულად წარმოვიდგენთ, თითქოსდა ამ ნახატის ავტორს მართლაც ჯვარზე გაკრული იესო ჰყავდა მხედველობაში, მაშინ ასეთი გარემოება არანაირად არ გამოდგება "ყველაზე ადრეულ მტკიცებულებად". იმიტომ რომ ამ გრაფიტოს გამოჩენის თარიღი ემთხვევა მხოლოდ "კოპტურ პერიოდს", იმაზე გაცილებით გვიან პერიოდს, ვიდრე მოციქულთა პერიოდი იყო.

8.ზოგჯერ ამბობენ :იესო ქრისტე რიგითი მოკვდავივით ძალით კი არ შეიპყრეს და აწამეს, არამედ იგი წინასწარგანზრახვით, თავისი ნებით ავიდა ჯვარზე. იესო ამბობს: „იმისთვის ვუყვარვარ მე მამას, რომ დავდებ ჩემს სულს, რათა კვლავ დავიბრუნო იგი. ვერავინ წაიღებს მას ჩემგან, არამედ დავდებ მას ჩემით“ (იოან. 10, 17-18).
ს“ (მათ. 16, 23).“ (მათ. 26, 52-54).პილატეს წინაშე მდგარი ქრისტე კი ამბობს: „არ გექნებოდა არავითარი ხელმწიფება ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდაო“ (იოან. 19, 11). ასევეთავისი ნებით ჯვარზე ასული ქრისტეს შედარება უსუსურ ადამიანთან, რომელსაც სიცოცხლე სწყურია, მას კი მაინც კლავენ დანით და, თანაც ამ დანის ჯვართან შედარება მკრეხელობააო
პასუხი: ვინთქვა რო ძალით კლავენ ? თავისი ნებით გადაარჩინა ადამიანი იხსნა და რაღან თავისი ნებით ვიხსენი ჩემმა შვილებმა დანა უნდა განადიდონ გმირობისთვის თუ მე?

თავისი ნებით სიცოცხლე რომ გაიღო მაგაზე არავინ დაობს.. ის რაც იესოს გაუკეთეს სამართლიანი იყო?_მთავარი ესაა..
შენი მეგობარი რომ შენი გულისთვის მოკლან დანით (თუ ის თავისი ნებით წავიდა რისკზე) დანა იქნებოდა შენთვის მისი გმირობის სიმბოლო???
იესომ ასევე თავისი ნებით აიტანა შეურაცყოფა დამცირება შეფურთხება და ასე შემდეგ საზიზღრული მოპყრობები ანუ მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ რაღან იესო თავისი ნებით და სურვილით იტანდა ამ ყოველივე დამცირებასდა შეურაწყოფას ანუ არაა პრობლემა რო თუ ადამიანი მის შეურაცყოფას მოინდომებს. ასეთი ადამიანები ვინც ამით ამართლებს ჯვრის თაყვანისცემას რაღან იესო მზადიყო ჩვენთვის შეწირულიყოდგესრო იესო აქიყოს მის წამებას სიამოვნებით მოიწონებდით და მისი წამების იარაღს მთელი სიყვარულით და ფოფინით მოეპყრობოდით რა მკრეხელობადა მარაზმია

9. ზოგი ამბობს- ქრისტე გაასამართლეს რომაული და არა ებრაული კანონებით. ისტორიულად კი ცნობილია, რომ ძველ რომში სიკვდილით დასჯის ფორმა იყო ჯვარზე გაკვრა და არა ბოძზე ზეზეულად მიკვრა:

პასუხი: რომაელებს ძელზე გაკვრის მეთოდიც ჰქონდათ და ჯვარზე გაკვრის მეთოდიც. ბიბლიის თანახმად, იესო ძელზე მიალურსმნეს.

 ზოგ ძველ ნახატზე გამოსახულია, როგორ სჯიან რომაელები დამნაშავეებს ხის ვერტიკალურ ბოძზე.


„ასეთი დასჯა სახალხოდ ხდებოდა; ის ძალიან დამამცირებელი და მტკივნეული იყო. მიზანი ის იყო, რომ დაეშინებინათ ყველა, ვინც გაბედავდა და საფრთხეს შეუქმნიდა სტატუს ქვოს [არსებულ ხელისუფლებას]“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Palestine in the Time of Jesus). ძველ დროში მცხოვრები ერთი რომაელი მწერალი დამნაშავეების დასჯასთან დაკავშირებით აღნიშნავს: „ისინი ყველაზე ხალხმრავალ გზებს არჩევდნენ, რათა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაენახა და შიშის ზარი დასცემოდა“.
როგორც იოსებ ფლავიუსი იტყობინება, ახ. წ. 70 წელს ქალაქის გალავნის წინ ამავე მეთოდით დასაჯეს ერთი სამხედრო ტყვე, რომელიც იერუსალიმის ალყის დროს ტიტუსის მეომრებმა შეიპყრეს. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ქალაქის მცველებს შეშინებოდათ და დამორჩილებოდნენ. ბოლოს, როცა ქალაქი დაეცა, ამგვარად ბევრი დასაჯეს.
ამ მეთოდით დასჯის ყველაზე მასიური შემთხვევა მოხდა სპარტაკის აჯანყების შემდეგ (ძვ. წ. 73—71). იმ დროს 6 000 მონა და გლადიატორი აწამეს კაპუადან რომისკენ მიმავალ გზაზე
საკითხში გასარკვევად შეგიძლია მიმართო ისტორიულ წიგნებსა, ბიბლიურ ენციკლოპედიებს ანდა ლექსიკონებს. მაგალითად წაიკითხე: " An Expository Dictionary of New Testament Words", მასში დეტალურადაა ახსნილი თუ როდის, როგორ და რა სახით აწამებდნენ ადმიანებს რომაელები დამნაშავეებს პირველ საუკუნეში. 

სწორედ ასე დასაჯეს ერთდროულად 2 000 კაცი ვარუსმა (იოსებ ფლავიუსის „იუდეველთა სიძველენი“, XVII 10. 10), კვადრატუსმა („იუდეველთა ომები“, II 12. 6), 
 ფელიქსმა („იუდეველთა ომები“, II 15. 2 [13.2]) 
 ტიტუსმა („იუდეველთა ომები“, VII. 1 [V 11. 1])» (Die Geschichte Jesu, ტ. II, ტიუბინგენი — ლაიფციგი, 1904 წ., გვ. 386—394).

10.ის წმინდაა იმიტო რო იესოს სისხლი ეპკურაო 

პასუხი: მაგლოგიკით ვინც მას შეეხო და ლურსმანი დაჭედა ის ადამიანიც წმინდაა თუ რაშია საქმე?

11.დაშავდება რამე, თუ ადამიანი მოწიწებით ეპყრობა ჯვარს, მაგრამ თაყვანს არ სცემს მას?
პასუხი:როგორ მოიქცეოდით, თუ თქვენს უახლოეს მეგობარს ცრუ ბრალდებებს წაუყენებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ? გააკეთებდით მის დასასჯელად გამოყენებული იარაღის ასლს? შეიყვარებდით ამ იარაღს? და მოწიწებით მოექცეოდით?
ძველ ისრაელში ორგული იუდეველები ცრუღმერთ თამუზს დასტიროდნენ. იეჰოვამ მათ მოქმედებას „სისაძაგლე“ უწოდა (ეზეკ. 8:13, 14). როგორც ისტორიიდან ვიგებთ, თამუზს, რომლის სიმბოლოც ჯვარი იყო, ბაბილონელები ეთაყვანებოდნენ. ნიმროდის დროიდან მოყოლებული, ბაბილონი უპირისპირდებოდა იეჰოვას და ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას (დაბ. 10:8—10; იერ. 50:29). ამგვარად, თუ ადამიანი მოწიწებით ეპყრობა ჯვარს, ის პატივს მიაგებს იმ თაყვანისმცემლობისთვის ჩვეულ სიმბოლოს, რომელიც ჭეშმარიტი ღმერთისთვის მიუღებელია.

რაც უნდა ყოფილიყო გამოყენებული იესოს საწამებლად და მოსაკლავად, ქრისტიანმა თაყვანისმცემლობაში არ უნდა გამოიყენოს არც მისი გამოსახულება და არც მისი სიმბოლო. ბიბლია მოგვიწოდებს: „გაექეცით კერპთაყვანისმცემლობას“ (1 კორინთელები 10:14). 

No comments:

Post a Comment