იეჰოვას მოწმეები 14 ნისანს ყოვწლწლიურად აღნიშნავენ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს. რადგან მიჰყვებიან თვით იესოს პირდაპირ მითითებას: "ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად" (ლუკა 22:19). ეს წლისთავი დაკავშირებულია არა აღდგომასთან, არამედ იესოს სიკვდილთან, როგორც ეს 1 კორინთელთა 11:26-დან ჩანს: "ყოველთვის, როცა ამ პურს შეჭამთ და ამ სასმისს შესვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ მის მოსვლამდე ". ეს დღესასწაული "გარდამავალია" და მისი თარიღის დადგენა იმავე მეთოდით ხდება, რომლითაც ძველი იუდეველები პასექის თარიღს ადგენდნენ. იეჰოვას მოწმეები გახსენების საღამოს მხოლოდ და მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ აღნიშნავენ, მთვარის კალენდრით 14 ნისანის დადგომისას, კვირის რომელ დღესაც არ უნდა ემთხვეოდეს ეს საღამო.
მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიები - ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე გავლენიანი დენომინაციები - თავის აღდგომას ყოველთვის იმ კვირა დღეს აღნიშნავენ , რომელიც გაზაფხულის ბუნიობის დღის შემდეგ პირველ სავსემთვარობას მოსდევს. განსხვავებული კალენდრების გამო მათი დღესასწაულები არასოდეს არ ემთხვევა ერთმანეთს და არასოდეს არ ემთხვევა იუდაურ პასექს (ასეა ჩაფიქრებული). საიდან იღებს სათავეს აღდგომის კვირა დღეს აღნიშვნის ჩვეულება? რა ჩვეულებას მისდევდნენ მოციქულები და ისინი ვინც მათ იცნობდა
Sunday, 1 August 2021
აღდგომის კვირა სამოციქულო ტრადიცია?
რა ბიბლიური საფუძველი აქვს და რას წარმოადგენს ხელმძღვანელი საბჭო და ერთგულიდა გონიერი მონა? (საქ 6:1-4, 15:1, 2, 6, 25–31), (მათ 24:45)
ნებისმიერ ორგანიზებულ კოლექტივში თავისი განსაზღვრებით არსებობს ხელმძღვანელობა.სხვაგვარად ის ვერ იქნებოდა ორგანიზებული. . კომპანიებში დირექტორთა საბჭოებია, პარტიებში – ცენტრალური კომიტეტები, რელიგიურ ორგანიზაციებში – სხვა და სხვა სინოდები, საბჭოები, ვატიკანები და ა.შ. იეჰოვას მოწმეების სულიერ ხელმძღვანელ ორგანოს ქართულ ენაზე ეწოდება ხელმძღვანელი საბჭო
Wednesday, 9 June 2021
საუბრობს თუ არა მათეს 10:28 სულის უკვდავების შესახებ?
Sunday, 25 April 2021
მართლმადიდებელი ეკლესია და ინკვიზიცია
Sunday, 11 April 2021
საქმეების 5:3,4,9. წმინდა სული – ღმერთია?
მათ, ვინც "სამების" იდეის ბიბლიით დამტკიცებას ცდილობენ, იმ შემთხვევით უყვართ სპეკულირება, რომელიც მოციქულთა საქმეების 5:3,4,9-შია აღწერილი. მათი ლოგიკა ასეთია: მოციქულმა ჯერ ის თქვა, რომ ანანიამ "მოატყუა სულიწმინდა", ოდნავ მოგვიანებით კი თქვა, რომ მან ღმერთი მოატყუა. ეს კი იმას ნიშნავს, ასკვნიან ისინი, რომ წმინდა სული თვითონ ღმერთია, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ერთგვარი ღმერთი სახელად "სულიწმინდა". მათი აზრით, ის, კიდევ ორ ღმერთთან ერთად ერთგვარ "ღმერთების კავშირს" ქმნის - ერთ "ღმერთში".
Monday, 22 February 2021
იოანეს1:1 - სიტყვა იყო: უზენაესი ყოვლისშემძლე ღმერთი, თუ (ღვთის მსგავსება, ღვთაებრივი)?
1.ბერძნული ენის გრამატიკული წესები
3.ბიბლიის სხვადასხვა თარგმანები
Sunday, 21 February 2021
შეიძლება თუ არა ნამდვილად უყვარდეს ღმერთი და მოყვასი მას, ვინც ხორცს ჭამს?
სრულიად ვუწევ თავს ანგარიშს იმაში, რომ ზოგიერთში შეკითხვის ასეთი სახით დასმამ შეიძლება გაურკვევლობა გამოიწვიოს: «რა კავშირია ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულსა და ხორცის ჭამას შორის?». თუმცაღა არსებობენ ისეთები, ვინც ასეთი კავშირის არსებობას დაჟინებით ამტკიცებენ და ამ შეკითხვას უარყოფით პასუხს სცემენ.
ბიბლია და ვედები: არსებობს თუ არა მათ შორის ჰარმონია?
ეს სტატია წარმოადგენს რეაქციას იმ ბროშურაზე, რომელიც მე, თითქმის ერთსაათიანი საუბრის შემდეგ, წასაკითხად ერთმა მამაკაცმა მომცა, რომელიც სამქადაგებლო მსახურებისას შემხვდა. მისი შეხედულებების თანახმად, ის «კრიშნას ცნობიერების საზოგადოების» კონცეფციის მომხრეა (ხალხი ამ რელიგიური ორგანიზაციის წევრებს კრიშნაიდებს ეძახის), თუმცა ამ ორგანიზაციის წევრი არ არის. «კრიშნას ცნობიერების საზოგადოების» მიმდევრებს, ხშირად შეიძლება შეხვდეთ მსხვილი დასახლებული პუნქტების ხალხმრავალ ადგილებში, სადაც ისინი კოლექტიურად ასრულებენ მანტრას «ჰარე კრიშნა…», და ასევე ვედური წერილების შეძენას სთავაზობენ ხალხს, ისეთების, როგორებიცაა «ბჰარაგავატ-გიტა», «შრიმად-ბხაგავატამ» და სხვა.
Sunday, 7 February 2021
ორგანიზაციისადმი ნდობის შესახებ
ნუ ენდობით იმედგაცრუებულებს. ისინი თითქმის ყოველთვის უძლურნი არიან».
დრო და დრო პრეტენზიული ხასიათის შეტყობინებები მომდის, რომელთა ძირითადი არსიც ასეთია: იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ჯერ კიდევ არასაკმარისად ახლოსაა იდეალურ მდგომარეობასთან; მასში არსებობს ორგანიზაციული წესები და გარემოებები, რომლებიც დაცული უნდა იქნას; კრებებში ვხვდებით პასუხისმგებელი ძმების მხრიდან საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ასეთი პრეტენზიის ავტორების აზრით, ორგანიზაცია არაფრით არ განსხვავდება «ქრისტიანული სამყაროს» სხვა რელიგიებისგან, ხოლო ხელმძღვანელ საბჭოში მყოფი ძმები კი, ალბათ უფრო, ძალაუფლებისაკენ ილტვიან, ვიდრე ღვთისა და კრების ინტერესების ნამდვილი დაცვისაკენ. და ასე შემდეგ... საკუთარი თავის შესახებ კი ასეთი კრიტიკოსები ისე საუბრობენ, როგორც მათ შესახებ, ვისაც გულწრფელად სურთ ღვთისადმი მსახურება და მისი ნების შესრულება სწორი სახით...
Sunday, 27 December 2020
კათოლიკური ინკვიზიცია
ისტორიკოსები გამოყოფენ ინკვიზიციის 4 ძირითად მონაკვეთს: შუა საუკუნეების ინკვიზიცია (1184 წ-XVI ს), ესპანური ინკვიზიცია (1478-1834 წწ), პორტუგალიური ინკვიზიცია (1536-1821 წწ) და რომაული ინკვიზიცია (1542-1860 წწ). თავად სიტყვა „ინკვიზიცია” გულისხმობდა იმ შემთხვევების გამოძიებას, რომლებიც ერესსა და ერეტიკოსებს ეხებოდათ. შესაბამისად, ინკვიზიცია დღესაც არსებობს, მხოლოდ გამოძიების მეთოდებში აღარ შედის წამება და დამნაშავეებსაც სიკვდილით არ სჯიან.
Monday, 21 December 2020
«რომაული პროპაგანდა»
მოდით წარმოვიდგინოთ I საუკუნის იუდეა. ზვიადმა რომმა იმ სახელმწიფოს ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა, რომელიც ასწლეულების წინ ღმერთმა შექმნა. იერუსალიმი, წარმართთა ფეხქვეშ მოექცა. ქვეყნის მოსახლეობა გაუსაძლისად დიდი გადასახადებითაა გატანჯული. ქვეყნის ხელისუფლება უკიდურესად კორუმპირებულია. იუდეის სხვადასხვა რეგიონებში აჯანყებები იწყება, იღვრება სისხლი. იერუსალიმში ძალაუფლებისათვის სხვადასხვა პატრიოტული ძალები იბრძვიან. ნაციონალისტური განხრის ცალკეული ჯგუფები ებრძვიან როგორც რომაელ აგრესორებს, ასევე შიდა «სამშობლოს გამყიდველებს».
Thursday, 13 August 2020
Tuesday, 4 August 2020
რატომ არ მწამს სამების?
სამების დოგმატის ჩამოყალიბების (გამოგონების) ისტორია
Monday, 3 August 2020
ტრინიტარული ბიბლეისტიკა მაგალითებით
როგორი ბუნება აქვს იესო ქრისტეს
იესო: მარადიულად შობილია თუ შექმნილი?
საიდან ვიცით, რომ იგავების 8:22—31-ში აღწერილი სიბრძნე განკაცებამდე მცხოვრებ იესო ქრისტეზე მიუთითებს?
აქ ვკითხულობთ: უფალმა შემიძინა აღმაგო“, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა] თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით; მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს; როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი“ (იგავნი 8:12, 22, 25, 26