Monday, 3 August 2020

საიდან ვიცით, რომ იგავების 8:22—31-ში აღწერილი სიბრძნე განკაცებამდე მცხოვრებ იესო ქრისტეზე მიუთითებს?


აქ ვკითხულობთ: უფალმა შემიძინა აღმაგო“, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა] თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით; მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს; როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი“ (იგავნი 8:12, 22, 25, 26

შეუძლებელია წმინდა წერილები ამ შემთხვევაში, უბრალოდ, ღვთის სიბრძნეზე ან აბსტრაქტულ სიბრძნეზე ლაპარაკობდეს. რატომ? იმიტომ, რომ აქ აღწერილი სიბრძნე ‘შეიქმნა’ და ის შემოქმედებითი გზის დასაწყისი იყო. იეჰოვა ღმერთი ყოველთვის არსებობდა და მას ყოველთვის ჰქონდა სიბრძნე (ფსალმუნები 89:1, 2). ღვთის სიბრძნეს არც დასაწყისი ჰქონია და არც შექმნილა. ის არ დაბადებულა „მშობიარობის ტკივილებით“. გარდა ამისა, ამ სიბრძნეზე ნათქვამია, რომ ლაპარაკობს და მოქმედებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის პიროვნებაა (იგავები 8:1).
იგავების წიგნი ამბობს, რომ უხსოვარი დროიდან სიბრძნე იეჰოვას, შემოქმედის, გვერდით იყო, როგორც „ოსტატი“. ეს აშკარად იესოზე მიუთითებს. დედამიწაზე მოსვლამდე დიდი ხნით ადრე იესო ისე ახლოს თანამშრომლობდა იეჰოვასთან, რომ მის შესახებ ღვთის სიტყვა ამბობს:  (ღმერთი) ამ დღეების დასასრულს თავისი ძის მეშვეობით გველაპარაკა, რომელიც ყოვლის მემკვიდრედ დააყენა და რომლის მეშვეობითაც შექმნა ქვეყნიერება -(ებრ1:2)
ამრიგად ჩვენმა შემოქმედმა იეჰოვამ თავისი ძის მეშვეობით შექმნა ყველაფერი (გმცხ3:14)
ღვთის ძის სიბრძნედ მოხსენიება მართებულია, რადგან იესო იყო ერთადერთი, რომელმაც გაგვიმჟღავნა იეჰოვას ბრძნული განზრახვები და კანონები. განკაცებამდე იესო ღვთის სიტყვა, ანუ ღვთის სიტყვის გადამცემი, იყო. მას  ღვთის სიბრძნე“ ეწოდება (1 კორინთელები 1:24, 30). მართლაც, რა შესანიშნავად არის აღწერილი ღვთის ძე, რომელიც ადამიანებისადმი სიყვარულმა აღძრა, თავისი სიცოცხლე მათ გამოსასყიდად გაეღო (იოანე 3:16). . ბევრი ღვთისმეტყველი იზიარებს იმ აზრს, რომ ამ მუხლში „სიბრძნე“ გაპიროვნებულია და მასში ღვთის ძე იგულისხმება. ღვთის ძე ამბობს: „იეჰოვამ შემქმნა“ („უფალმა შემიძინა“, სსგ).
„იგავების“ ამ მუხლებიდან კარგად ჩანს, რომ დედამიწის შექმნის დასაწყისში ძე მის გვერდით იყო „როგორც ოსტატი“. აღსანიშნავია, რომ ებრაულში არსებით სახელებს აქვთ სქესი (როგორც სხვა მრავალ ენაში). სიტყვა „სიბრძნე“ ყოველთვის მდედრობითი სქესისაა. ეს ასეა გაპიროვნებული სიბრძნის შემთხვევაშიც, რაც არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ სიბრძნით ღვთის მხოლოდშობილი ძეა წარმოდგენილი. ბერძნული სიტყვა „სიყვარული“, რომელიც გვხვდება ფრაზაში „ღმერთი სიყვარულია“ (1ინ. 4:8), მდედრობითი სქესისაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთიც მდედრობითი სქესისაა. სოლომონმა, „იგავების“ დიდი ნაწილის დამწერმა (იგ. 1:1), სიტყვა კოჰელეთ (შემკრები) საკუთარ თავთან მიმართებით გამოიყენა (ეკ. 1:1) მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვაც მდედრობითი სქესისაა.
სიბრძნე ყოველთვის რაღაცაში ვლინდება. ღვთის სიბრძნე მის ქმნილებებში გამოვლინდა (იგ. 3:19, 20) მისი ძის მეშვეობით (შდრ. 1კრ. 8:6). კაცობრიობასთან დაკავშირებული ღვთის ბრძნული განზრახვაც ცხადი გახდა მისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით. მასშია თავმოყრილი ღვთის სიბრძნე. ამიტომაც ამბობდა მოციქული პავლე, რომ „ქრისტე ღვთის ძალა და ღვთის სიბრძნეა“ და რომ ის „გახდა სიბრძნე ღვთისგან, სიმართლე, სიწმინდე და გამოსასყიდით გამათავისუფლებელი“ (1კრ. 1:24, 30; შდრ. 1კრ. 2:7, 8; იგ. 8:1, 10, 18—21).
ამრიგად იგავნის“ მე-8 თავში სიბრძნე მხოლოდ იმიტომ კი არ არის გასულიერებული, რომ აბსტრაქტული თვისების დამახასიათებელი თავისებურებები აღგვიწეროს, არამედ იმიტომაც, რომ სიმბოლურად იეჰოვას ყველაზე მნიშვნელოვან ქმნილებაზე მიგვანიშნოს.







ეს ჩვეულებრივ აღინიშნა ქრისტიანობის პირველი საუკუნეების საეკლესიო მამების ნაწერებში (მათ შორის ისეთი ცნობილების როგორებიცაა  ორიგენე, ირინე ოისტინე მარტვილელი, კლიმენტ ალექსანდრიელი, ტერტულანე და ა.შ.)

ამის სესახებ შემდეგ ტრინიტარული ლექსიკონიც საუბრობს: We even find the extremely trinitarian New Bible Dictionary, 1982, p. 1257, saying:
ათანასეც კიარ უარყოფდა რომ იესოს უკავშირდებოდა იგავების 8:22
p. 165 (173), Eerdman's Handbook.
დღეს ადამიანები რომლებმაც შექმნეს საუკეთესო სამეცნიერო ტექსტები აღიარებენ რომ იგავების 8:22 უკავშირდება გმცხ 3:14 ს რომელიც იესოზე საუბრობს და როგორც საწყისზე შემოქმედების
1) The Student's Edition of the New Testament in Greek, by Westcott and Hort, p. 613.
(2) The Greek New Testament, 3rd ed., by the United Bible Societies, p. 844.
(3) Novum Testamentum Graece, by Dr. Eberhard Nestle, p. 665.
(4) Novi Testamenti Biblia Graeca et Latin, by Joseph M. Bover, p. 725.

ახლა კი ბიბლიის ავტორიტეტული თარგმანები ჩამოვთვალოთ სადაც საუბარია რომ  გაპიროვნებული სიბრძნე იეჰოვამ შექმნა. და არა ფლობდა როგორც  ახალი ქვეყნიერების თარგმანია მოწინააღმდეგეებს უნდათ წარმოაჩინონ იმის საჩვენებლად რომ
1. აქ დამახინჯებულია
2. რომ ღვთის სიბრძნეზეა საუბარი რომელსაც მუდამ ფლობდა და არა და არა იესოზე. ამიტომ ისინი შექმნის ნაცვლად ფლობას წერენ

თუმცა.მათი თარგმანი არაფრის საზომი არ არის აქ კი ავტორიტეტული მსოფლიოში ცნობილი თარგმანები რომლებიც აქს მსგავსად შემქმნას წერენ და არა ფლობას რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან უამრავი თარგმანიდან
1.. "The LORD [Jehovah] created me at the beginning of his work" - RSV, and NRSV.
(Footnote in NRSV says "Or [created] me as the beginning [of his work].").
2."The LORD made me..." - MLB).
3."The Lord formed me..." - Living Bible.
4. "I was made in the very beginning." - Good News Bible.
5."Yahweh [Jehovah] created me..." - Jerusalem Bible and NJB.
6."The LORD created me..." - New English Bible and REB.
7."Jehovah framed me first" - Byington.
8."The LORD created me..." - The Reader's Digest Bible, 1982.
9."I was the first thing made, long ago in the beginning." - Holy Bible: Easy-to-Read
Version, World Bible Translation Center, 1992.
10."The Eternal [Jehovah] formed me first of his creation" - Moffatt.
11."The Lord made me the beginning [arkhe] of his ways for his works" - The Septuagint,
Zondervan, 1976.
ანალოგიურად იტარგმნა ებრაული ბიბლიები

1."The LORD made me as the beginning of His way, the first of His works of old." - JPS, Margolis, ed., 1917.

2."The LORD created me at the beginning of His course as the first of His works of old." - Tanakh, JPS,

No comments:

Post a Comment