ბიბლია გვპასუხობს:
ღვთის სიტყვა კონკრეტულად არაფერს ამბობს აზარტულ თამაშებზე, მაგრამ ბიბლიის პრინციპების საფუძველზე შეგვიძლია დავინახოთ, რომ ღვთის თვალში აზარტული თამაში ცოდვაა (ეფესოელები 5:17).
ღვთის სიტყვა კონკრეტულად არაფერს ამბობს აზარტულ თამაშებზე, მაგრამ ბიბლიის პრინციპების საფუძველზე შეგვიძლია დავინახოთ, რომ ღვთის თვალში აზარტული თამაში ცოდვაა (ეფესოელები 5:17).
ღმერთმა ადამიანები მამაკაცად და დედაკაცად შექმნა და მთელი თავისი ქმნილება „ძალიან კარგად“ მიიჩნია (დაბადება 1:31). მან განიზრახა ცოლ-ქმრის შეერთება ერთი ხორცად სქესობრივი კავშირის მეშვეობით (დაბადება 2:24) და ქორწინებას ღირსეულს უწოდებს (ებრაელები 13:4).
ბიბლია მხარს არ უჭერს იმ მოსაზრებას, რომ თუ ადამიანი ქრისტეს ირწმუნებს, მას გარანტირებული აქვს სამუდამო ხსნა. ვინც ქრისტე ირწმუნა და ხსნის იმედი მოიპოვა, შესაძლოა დაკარგოს რწმენა და შესაბამისად, ხსნის იმედიც. ბიბლია ამბობს, რომ რწმენის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა და ბრძოლაა საჭირო (იუდა 3, 5). პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომლებიც ქრისტესადმი რწმენას უკვე ავლენდნენ, პავლემ მოუწოდა: „იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით“ (ფილიპელები 2:12).
ალკოჰოლური სასმელების ზომიერად დალევა ცოდვა ნამდვილად არ არის. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღვინო ღვთის საჩუქარია, რაც ჩვენს ცხოვრებას ხალისს სძენს (ფსალმუნი 104:14, 15; ეკლესიასტე 3:13; 9:7) (დაბ27:25(. ღვთის სიტყვა იმასაც უსვამს ხაზს, რომ ღვინოს სამკურნალო თვისებები აქვს (1 ტიმოთე 5:23).
ბიბლიის თვალსაზრისი
ბიბლიაში არსად არის მოხსენიებული სიტყვა „მოწევა“ ან თამბაქოსთან დაკავშირებული სხვა სიტყვები. თუმცა მასში მოცემული პრინციპებიდან ჩანს, რომ ღმერთი არ იწონებს უწმინდურ და ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევებს. აი, ამიტომ ითვლება მოწევა ცოდვად.
ზეციერი სამეფოს მნიშვნელობის შესახებ
ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ სიკვდილის შემდეგ ყველანი ზეცაში მივდივართ. ამიტომ, როდესაც ადამიანები კვდებიან, ყოველი შემთხვევისთვის, ამბობენ «ზეცაში წავიდა» რაც იმას ნიშნავს, რომ, ალბათ, ახლა ისინი ზეცაში იცხოვრებენ. მაგრამ რას ამბობს ბიბლია ზეციერ სამეფოზე? ისინი, ვინც იქ მოხვდებიან, რეალურად ზეცაში იცხოვრებენ?
ქრისტე და მისი მნიშვნელობა
ჩემი საყვარელი მუხლი ბიბლიაში: «მე ვარ – გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე» (იოანე 14:6). ამ მუხლში – ყველაფერია, იმიტომ რომ იესო ქრისტე – სიცოცხლის უდიდესი მასწავლებელია, რომელიც კი ცნობილია კაცობრიობისთვის. ძალიან ბევრს, მათ შორის თვითონ ქრისტიანებს, ბოლომდე არ ესმით მისი სწავლების გიგანტური სულიერი, ზნეობრივი და ეთიკური როლი. ეს ისეთი კოლოსია, რომელსაც ვერავინ შეედრება.
ჩვენ, როგორც იეჰოვას მოწმეები, ვცდილობთ, ქრისტიანული ცხოვრების ისეთ გზას მივყვეთ, რომლის შესახებაც იესო ასწავლიდა და რომელი გზითაც მისი მოციქულები დადიოდნენ. ამ სტატიაში მოკლედ არის ახსნილი იეჰოვას მოწმეთა ძირითადი სწავლებები.
"ჟამი" თუ "საათი"?
მოციქული პავლე განდგომილებაზე და იმის შესახებ «ვინც ახლა მას აკავებს»
«გზიდან... იქნება ჩამოცილებული» - ყველა მოციქულის სიკვდილი
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის "უკანასკნელი საათი"
ბეთ სარიმთან დაკავშირებით ბევრი ცრუ ბრალდებები ისმის წლების განმავლობაში. რომ თითქოს პირადი კომფორტისთვის აიშენა რუტერფორდმა საგუშაგო კოშკის ფულით და რომ თითქოს ცრუ მოლოდინებიდან გამომდინარე 1925 წლისთვის ააშენეს, რომ ძველი დროის მკვდრეთით აღმდგარ ადამიანებს ეცხოვრათ. რეალობა არის შემდეგი სახლი აშენდა 1929 წელს, ამიტომ ის ნაკლებად თუ აშენდა იმათთვის, ვინც 1925 წელს უნდა გაცოცხლებულიყო.
რას ნიშნავს იესოს
სიტყვები «მახვილი იყიდოს»?
(ლუკა 22:36)
«სახლში რომ მტრები შემოგივარდნენ?» ძველი ისრაელის ომებს რა ვუყოთ? მოსეს კანონით თუ ქრისტეს
კანონით? იესო გვასწავლის...
ღვთის სამეფო თუ ქვეყნიერების სამეფო?
«...განა ხორციელნი არა
ხართ?» (1 კორინთელები 3:3) შეპასუხებები და მათი
პასუხები
რატომ ამბობს ამდენი ადამიანი, რომ პატივს სცემს ბიბლიას, მაგრამ არ ცხოვრობს მისით?
რატომ თვლის ბევრი მას „ყველაზე დიდ მემკვიდრეობად“, მაგრამ არ ჩქარობს მასში ჩამოყალიბებული მორალური სტანდარტების „მემკვიდრეობას“?
რატომ, ხშირად, მათთვის, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, ბიბლია არის არა სახელმძღვანელო, არამედ „სართული“, ე.ი. აგროვებს მტვერს თაროზე?
იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ბიბლიას იკვლევენ, პოპულარობით სარგებობს მოსაზრება, რომ გამოცხადების 12:7-9-ში აღწერილ მოვლენებს შორეულ წარსულში ჰქონდა ადგილი, პირველი ადამიანების, ადამისა და ევას შეცოდებამდე ცოტა ხნით ადრე ან შეცოდების შემდეგ მალევე. მათი აზრით, ზუსტად მაშინ მოხდა სატანისა და მისი დემონების დედამიწაზე გადმოყრა. ასეთი მოსაზრების მტკიცებულებად, როგორც წესი, იესოს სიტყვები მოჰყავთ, რომლებიც მან I საუკუნეში, მისი მიწიერი მსახურების დროს თქვა: «ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან» (ლუკა 10:18). ამასთან დაკავშირებით კითხვა იბადება: სატანა თუ ჯერ კიდევ კაცობრიობის შექმნის განთიადზე იქნა დედამიწაზე გადმოგდებული, მაშინ, როგორ შეიძლებოდა მის მიმართ გამოყენებულიყო იესოს ქმედებები, რომელიც 1914 წელს გამეფდა? გამეფებულ იესოსა და სატანას და მის დემონებს შორის გამართულ რომელ ომზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი?