მთავარანგელოზი: ნიშნავს-ანგელოზთა მთავარს,მეთაურს (მთავარ მაცნეს-მალ3:1)-(და ამაში არიგულისხმება მაინდამაინც ანგელოზობრივი ბუნების ქონა რაზეც ბევრს აქ ჩვენთან პრეტენზია, თითქოს ასე ვასწავლით-ანგელოზთა მთავარი ღმერთიცაა, მაგრამ მას ანგელოზობრივი ბუნება კიარ აქვს)
მიქაელი: ნიშნავს-ვინ არის ღვთის მსგავსი? ებრ1:3
ერთადერთია მთავარანგელოზი?
დიახ.სახელი „ მიქაელი“, როცა მთავარანგელოზია ნაგულისხმევი, ბიბლიაში მხოლოდ ხუთჯერ გვხვდება. მიქაელის გარდა ბიბლიაში მთავარანგელოზად არავინ არის მოხსენიებული; საღვთო წერილში სიტყვა „მთავარანგელოზი“ მხოლოდ მხოლობით რიცხვშია გამოყენებული რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი პიროვნება მხოლოდ ერთია.
თავად სახელწოდება გვეუბნება, რომ ის არის ყველა სხვა ანგელოზისგან გამორჩეული, მთავარი, უფროსი ანგელოზი. (მთავარი მაცნე) ამიტომ ბიბლიაში „მთავარანგელოზი“ არასდროს გვხვდება მრავლობით რიცხვში
ბერძნულ ორიგინალში იუდას 9-ში მთავარანგელოზის წინ განსაზღვრული არტიკლია დასმული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მხოლოდ მიქაელს ეკუთვნის ეს წოდება. გონივრულია დავასკვნათ, რომ იეჰოვა ღმერთმა თავისი ზეციერი ქმნილებებიდან მხოლოდ ერთადერთს მისცა იმის სრული უფლება, სხვა დანარჩენი ანგელოზებისთვის ხელმძღვანელობა გაეწია.
ვინ არის მიქაელი?
მიქაელი, ბიბლიაში მხოლოდ რამდენიმეჯერ არის მოხსენიებული. მაგრამ ყველგან, სადაც კი მოხსენიებულია, ის მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს. ზოგან ბოროტ ანგელოზებს უპირისპირდება; “ ეშმაკსა და მის დემონებს ებრძვის.და ზეციდან ყრის. მასზე ასევე ნათქვამია რომ ბოლო დღეებში აღსდგება კიდევ ერთხელ თავისი ხალხის გულისთვის და რასაც მკვდრეთით აღდგომაც მოყვება.
ამიტომ ისმის კითხვა ვინ არის მიქაელი სინამდვილეში? ბიბლიის კარგად გამოკვლევის საფუძველზე ცხადი ხდება რომ ეს არის იესო.
ბევრ ქვეყანაში მიღებულია, რომ ადამიანს ერთზე მეტი სახელი ჰქონდეს. ბიბლიურ დროშიც ასე იყო. მაგალითად, იაკობს ისრაელიც ერქვა (დაბადება 35:10). მოციქული პეტრე ოთხი სხვადასხვა სახელითაა ცნობილი — სიმონი, პეტრე, კეფა და სიმონ-პეტრე (მათე 10:2; 16:16; იოანე 1:42; საქმეები 15:7, 14). თავად იესოსაც ეწოდება:კრავი, ვაზი სიტყვა და ა.შ
მსგავსად ამისა, ბიბლიიდან ჩანს, რომ მიქაელი ეწოდება იესო ქრისტეს — დედამიწაზე ცხოვრებამდე და მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა. განვიხილოთ, თუ რომელი ბიბლიური მუხლების საფუძველზე მივდივართ ამ დასკვნამდე.
ახალ აღთქმაში, მიქაელი ადვილად იდენტიფიცირებულია, როგორც იესო, ქრისტე როდესაც რამდენიმე ბიბლიური ადგილი ერთმანეთთან შედარებულია:
1.(1თეს4:16)ამ მუხლში ვხედავთ კავშირს იესოსა და მთავარანგელოზის მდგომარეობას შორის.აქ მკვდრეთით აღდგენილი უფალი იესო ქრისტეს შესახებ ვკითხულობთ, რომ იესო „მთავარანგელოზის ხმით“ გასცემს მკვდრეთით აღდგომის დაწყების ბრძანებას. „. ამგვარად, იესოს ხმა მთავარანგელოზის ხმად არის მოხსენიებული.
ლოგიკურია, რომ იესო ქრისტეს ხმის დასახასიათებლად მისი ძალაუფლების დამაკნინებელი სიტყვა არ იქნებოდა გამოყენებული (მთ. 28:18; გმც. 17:14). ის არ აღწერს ხმას იმ სიტყვით რომლიც იესოს ძალაუფლებას შეამცირებდა. მთავარანგელოზში სხვა ანგელოზი რომ იგულისხმებოდეს, „მთავარანგელოზის ხმის“ შედარება იესო ქრისტეს ხმასთან მიზანშეწონილი არ იქნებოდა, რადგან გამოვიდოდა, რომ ღვთის ძე თავისზე დაბლა მდგომის ხმით ილაპარაკებდა. ამრიგად იესოს ხმის შედარება მის ხმასთან, ვისაც იესოზე ნაკლები ძალაუფლება აქვს არასათანადო, არალოგიკური და დამამცირებელია მხოლოდ მთავარანგელოზს შეუძლია დაიძახოს „მთავარანგელოზის ხმით“.
ამრიგად: ერთი ხმა ისმის და არა ორი. და ეს ხმა რომელიც მკვდრებს აღადგენს, იესოსია და არა კიდე სხვისი. მკვდრეთით აღდგომა იესოს ხმით ხდება და იესოს მიერ. ამრიგად იესოს ხმა რომელსაც მთავარანგელოზის ხმად მოიხსენიებს ბიბლია ნიშნავს იმას, რომ იესო არის მთავარანგელოზ მიქაელი. ასე რომ პავლე საუბრობს კონტექსტში აღდგომაზე და მის სისრულეში მომყვან იესოზე
და თუ იესო თავისი ხმით აღადგენს მკვდარს შესაბამისად ის ხმა რომლითაც საუბრობს: არის იესო ქრისტესი და არა სხვისი.
კონტექსტი გვანახვებს მაგ 4:15 რომ იესოს მმართველობის დაწყების დროს ხდება ეს ყველაფერი
დედამიწაზე ყოფნისას იესომ რამდენიმე მიცვალებული აღადგინა. ამას ის ყოველთვის ხმის საშუალებით აკეთებდა. მაგალითად, ქალაქ ნაინში მცხოვრები ქვრივის ვაჟის აღდგენისას მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექ!“ (ლუკა 7:14, 15). მოგვიანებით, როდესაც თავისი მეგობარი ლაზარე უნდა აღედგინა, იესომ „დიდი ხმით დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“ (იოანე 11:43). მაგრამ ამ შემთხვევებში იესოს ხმა მხოლოდ სრულყოფილი მამაკაცის ხმა იყო.
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ზეცაში ‘ამაღლდა’, როგორც სულიერი ქმნილება (ფილიპელთა 2:9). ამ დროს ის კვლავ მთავარანგელოზის ხმით ამეტყველდა. ასე რომ, როდესაც ღვთის საყვირის ხმა გაისმა ‘ჯერ ქრისტეში მკვდართა აღდგენისთვის’, რომ ზეცად ამაღლებულიყვნენ, იესომ ‘ბრძანების სიტყვა’ ამჯერად ‘მთავარანგელოზის ხმით’ თქვა
2.დან12:1 თავდაპირველად უნდა აღინიშნოს რომ დანიელის წიგნში სიტყვა „აღსდგება“ ხშირ შემთხვევაში მიუთითებს მეფის ქმედებაზე (დანიელი 11:2—4, 21). იესო ქრისტე, რომელსაც ბიბლიაში ღვთის სიტყვა ეწოდება, იმოქმედებს, როგორც „მეფეთა მეფე“ — გაანადგურებს ღვთის მტრებს და დაიცავს ღვთის ხალხს (გამოცხადება 19:11—16). ეს მაშინ მოხდება, როცა დადგება „დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან“(დან12: 1) შეადარეთ (მათე 24:21, 42).ს
ასევე ესაიას 55: 4-ში ნათქვამია, რომ მესია "ხალხთა მეთაური და მმართველია".
, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მთავარანგელოზი მიქაელი გარდა თესალონიკელებისა ამ მუხლშიც( დან12:1) - ში მკაფიოდ აღინიშნება მკვდრეთით აღდგომის კონტექსტში, როცა უშუალოდ მისი მოქმედების შედეგად ხდება მკვდრეთით აღდგომა ისე როგორც 1(თეს4:16) - ში
ამგვარად, დანიელი, რომელიც დასასრულზე საუბრობს , გვიჩვენებს, რომ მას შემდეგ, რაც "დედამიწის მტვერში ბევრი მძინარეა გაღვიძებს" (დანიელი 12: 1,2). ასეთი თანმიმდევრობა არ არის შემთხვევითი. მართლაც, თესალონიკელთა პირველი წერილშიი მოციქული პავლე აღნიშნავს იმავე მოვლენას. ორივე წინასწარმეტყველება ლაპარაკობს - მკვდრეთით აღდგომის დასაწყისზე (დანიელი 12: 1,2; 1 თესალონიკელთა 4:16). ეჭვგარეშეა, რომ ყველა ეს წინასწარმეტყველება საუბრობს ერთიდაიმავე მოვლენებზე და ერთიდაიმავე პიროვნებაზე
კიდევ ერთ მოწმობას რომელიც კიდე უფრო განამტკიცებს ამ შხედულებას ვხედავთ იოანეს სახარებაში სადაც საუბარია იმაზე რომ მხოლოდ ორ პიროვნებას შეუძლია სიცოცხლის მიცემა მამას და იესოს (იოანე 5: 21,26).
მხოლოდ იესო ქრისტეს მისცა ღმერთმა უფლება, მისცეს სხვებს სიცოცხლე მათ ვისაც მომავალში აღადგენს. და თუ მთავარანგელოზი მიქაელი და იესო განსხვავებული პიროვნებებია, მაშინ ამ მთავარანგელოზს სულ ცოტა ერთი ადამიანი მაინც აღუდგენია? ცხადია არა. რატომ აღინიშნა მიქაელი ორჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველების აღდგომის შესრულებაში? ამ კითხვაზე პასუხი მოცემულია ქრისტეს სიტყვებში:
(იოანე 5: 28,29). რას ნიშნავს ეს?.. თუ ბოლო დროს მხოლოდ ქრისტე აღადგენ მკვდრებს. თუ მკვდრეთით აღდგომა მხოლოდ მისი ხმით ხდება , მაშინ პავლე წერდა, რომ აღდგომის დროს მთავარანგელოზის ხმას ვიგებთ მაგრამ არა იესოსი? თუ იესოს ხმაუნდა გავიგოთ იმისთვის რომ აღდგომა მოხდეს? თუ მიქაელი არ არის ქრისტე, მაშინ შეუძლია მთავარანგელოზის ხმას, მკვდრების აღდგომა? ცხადია არა. ეს უფლებამოსილება იესოსია . ამ კითხვებზე ერთადერთი გონივრული პასუხი ის არის, რომ მთავარანგელოზ მიქაელი იესო ქრისტეა!
საბოლოო ჯამში, ეს ფაქტი აჩვენებს ყველა საოცარ მსგავსებას იესო ქრისტესა და მიქაელს შორის და ასეთ საინტერესო გამოკვლევის შედეგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ბიბლიის წიგნების უზარმაზარ თანმიმდევრულობას.
3.(გმცხ12:7-9)ამ მუხლში ნათქვამია, რომ „მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს . . . და მის ანგელოზებს. როგორც ვხედავთ, მიქაელი ერთგულ ანგელოზთა ლაშქრის მეთაურია. წიგნ „გამოცხადებაში“ იესოც არის აღწერილი ერთგულ ანგელოზთა ლაშქრის მეთაურად (გამოცხადება 19:14—16). მოციქული პავლე კონკრეტულად მოიხსენიებს „უფალ იესოს“ თავის ძლიერ ანგელოზებთან ერთად (2 თესალონიკელები 1:7).
პეტრემ კი მკვდრეთით აღმდგარი იესოს მდგომარეობა შემდეგნაირად აღწერა: „რომელიც ღვთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი“ (1 პეტრე 3:22).
ამგვარად გამოდის რომ მხოლოდ ღმერთს და იესოს აქ ძალაუფლება ანგელოზებზე.
ასე რომ, ბიბლია ლაპარაკობს როგორც მიქაელსა და მის ანგელოზებზე, ისე იესოსა და მის ანგელოზებზე (მათე 13:41; 16:27; 24:31; 1 პეტრე 3:22) ღვთის სიტყვაში კი არსად არის ნათქვამი, რომ ზეცაში არსებობს ერთგულ ანგელოზთა ორი ლაშქარი, რომელთაგან ერთს მიქაელი მეთაურობს, მეორეს კი — იესო. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ მიქაელი არის ზეცაში მყოფი იესო ქრისტე
სატანისა და ბოროტი ანგელოზების გადმოგდება.ეს მოვლენა დაკავშირებული იქნებოდა ქრისტეს გამეფებასთან. „გამოცხადებაში“ შემდეგ აღწერილია, რომ იესო მიუძღვება ზეციერ ლაშქარს ომში ქვეყნიერების წინააღმდეგ (გამოცხ. 19:11—16). განა ლოგიკური არ არის, რომ „ქვეყნიერების მმართველის“, სატანა ეშმაკის წინააღმდეგაც იესო მიიღებდა ზომებს? (იოან. 12:31). დანიელის 12:1-ში (სსგ) დრო, როცა მიქაელი ძალაუფლებით იმოქმედებდა, უკავშირდება „მძიმე დროს“, როგორიც „ხალხის გაჩენის დღიდან . . . არ ყოფილა“. სწორედ ასეთი დრო დაუდგება ქვეყნიერებას, როცა ქრისტე ზეციდან დაიწყებს განაჩენის სისრულეში მოყვანას.
ამრიგად როდესაც გამოცხადების 12 თავი ამბობს, რომ მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ეშმაკს და მის ანგელოზებს და ზეციდან გადმოაგდეს, ეს არის ნათელი მითითება იესო ქრისტეზე." რიმელიც ბოლოს უღებს ეშმაკს თავისი სიკვდილოთ (ებრაელთა 2:14).
ზემოთ მოყვანილ თითოეულ შემთხვევაში მიქაელი აღწერილია მებრძოლ ანგელოზად, რომელიც ღვთის ხალხის დასაცავად იბრძვის და იეჰოვას დაუძინებელ მტერს, სატანასაც კი ერკინება.მისი მოქმედება ასევე დაკავშირებულია მკვდრეთით აღდგომასთან.რომლის უფლებამოსილება მხოლოდ იესოს აქვს.
ამგვარად როგორც ვხედავთ, ღვთის ძეს მიქაელი ეწოდებოდა დედამიწაზე მოსვლამდე და ამ სახელით არის ცნობილი ზეცაში დაბრუნების შემდეგაც, სადაც ის ღვთის განდიდებული სულიერი ძეა
1.პირველ რიგში ცდილობენ ჩვენ მიერ მოყვანილი მუხლი 1თეს4:16 გამოუსადეგარი გახადონ ამ საკითხის მტკიცებისთვის. ამ მუხლზე ოპონენტებისგან შეიძლება მოვისმინოთ ასეთი აზრი:
1.ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ იესო ღვთის საყვირის ხმითაც მოდის, მაგრამ არავინ ამტკიცებს მის ღვთაებრიობას ამის საფუძველზეო
2. თუ მთავარანგელოზის ხმა უფალს მთავარანგელოზად აქცევს, მაშინ ღვთის საყვირი მას ღმერთად ხდისო.ეს მუხლი უფრო იმას ამბობს რომ იესო მთავარანგელოზის თანხლებით მოვაო
პასუხი: ტრინიტარები ბევრი აბსტრაქტული შედარებებით ცდილობენ იესოს ღმერთობის დამტკიცებას. ამიტომ არაა გასაკვირი ამის საფუძველზეც დაიწყონ მტკიცება იესოს ღმერთობის. რაც შეეხება სხვა არგუმენტებს ამ მუხლზე:
საბოლოო ჯამში, ეს ფაქტი აჩვენებს ყველა საოცარ მსგავსებას იესო ქრისტესა და მიქაელს შორის და ასეთ საინტერესო გამოკვლევის შედეგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ბიბლიის წიგნების უზარმაზარ თანმიმდევრულობას.
3.(გმცხ12:7-9)ამ მუხლში ნათქვამია, რომ „მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს . . . და მის ანგელოზებს. როგორც ვხედავთ, მიქაელი ერთგულ ანგელოზთა ლაშქრის მეთაურია. წიგნ „გამოცხადებაში“ იესოც არის აღწერილი ერთგულ ანგელოზთა ლაშქრის მეთაურად (გამოცხადება 19:14—16). მოციქული პავლე კონკრეტულად მოიხსენიებს „უფალ იესოს“ თავის ძლიერ ანგელოზებთან ერთად (2 თესალონიკელები 1:7).
პეტრემ კი მკვდრეთით აღმდგარი იესოს მდგომარეობა შემდეგნაირად აღწერა: „რომელიც ღვთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი“ (1 პეტრე 3:22).
ამგვარად გამოდის რომ მხოლოდ ღმერთს და იესოს აქ ძალაუფლება ანგელოზებზე.
ასე რომ, ბიბლია ლაპარაკობს როგორც მიქაელსა და მის ანგელოზებზე, ისე იესოსა და მის ანგელოზებზე (მათე 13:41; 16:27; 24:31; 1 პეტრე 3:22) ღვთის სიტყვაში კი არსად არის ნათქვამი, რომ ზეცაში არსებობს ერთგულ ანგელოზთა ორი ლაშქარი, რომელთაგან ერთს მიქაელი მეთაურობს, მეორეს კი — იესო. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ მიქაელი არის ზეცაში მყოფი იესო ქრისტე
სატანისა და ბოროტი ანგელოზების გადმოგდება.ეს მოვლენა დაკავშირებული იქნებოდა ქრისტეს გამეფებასთან. „გამოცხადებაში“ შემდეგ აღწერილია, რომ იესო მიუძღვება ზეციერ ლაშქარს ომში ქვეყნიერების წინააღმდეგ (გამოცხ. 19:11—16). განა ლოგიკური არ არის, რომ „ქვეყნიერების მმართველის“, სატანა ეშმაკის წინააღმდეგაც იესო მიიღებდა ზომებს? (იოან. 12:31). დანიელის 12:1-ში (სსგ) დრო, როცა მიქაელი ძალაუფლებით იმოქმედებდა, უკავშირდება „მძიმე დროს“, როგორიც „ხალხის გაჩენის დღიდან . . . არ ყოფილა“. სწორედ ასეთი დრო დაუდგება ქვეყნიერებას, როცა ქრისტე ზეციდან დაიწყებს განაჩენის სისრულეში მოყვანას.
ამრიგად როდესაც გამოცხადების 12 თავი ამბობს, რომ მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ეშმაკს და მის ანგელოზებს და ზეციდან გადმოაგდეს, ეს არის ნათელი მითითება იესო ქრისტეზე." რიმელიც ბოლოს უღებს ეშმაკს თავისი სიკვდილოთ (ებრაელთა 2:14).
ზემოთ მოყვანილ თითოეულ შემთხვევაში მიქაელი აღწერილია მებრძოლ ანგელოზად, რომელიც ღვთის ხალხის დასაცავად იბრძვის და იეჰოვას დაუძინებელ მტერს, სატანასაც კი ერკინება.მისი მოქმედება ასევე დაკავშირებულია მკვდრეთით აღდგომასთან.რომლის უფლებამოსილება მხოლოდ იესოს აქვს.
ამგვარად როგორც ვხედავთ, ღვთის ძეს მიქაელი ეწოდებოდა დედამიწაზე მოსვლამდე და ამ სახელით არის ცნობილი ზეცაში დაბრუნების შემდეგაც, სადაც ის ღვთის განდიდებული სულიერი ძეა
ახლა კი განვიხილოთ მიქაელის მოწმეებისეული გაგების საწინააღმდეგო არგუმენტები ბიბლიის შუქში:
1.პირველ რიგში ცდილობენ ჩვენ მიერ მოყვანილი მუხლი 1თეს4:16 გამოუსადეგარი გახადონ ამ საკითხის მტკიცებისთვის. ამ მუხლზე ოპონენტებისგან შეიძლება მოვისმინოთ ასეთი აზრი:
1.ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ იესო ღვთის საყვირის ხმითაც მოდის, მაგრამ არავინ ამტკიცებს მის ღვთაებრიობას ამის საფუძველზეო
2. თუ მთავარანგელოზის ხმა უფალს მთავარანგელოზად აქცევს, მაშინ ღვთის საყვირი მას ღმერთად ხდისო.ეს მუხლი უფრო იმას ამბობს რომ იესო მთავარანგელოზის თანხლებით მოვაო
პასუხი: ტრინიტარები ბევრი აბსტრაქტული შედარებებით ცდილობენ იესოს ღმერთობის დამტკიცებას. ამიტომ არაა გასაკვირი ამის საფუძველზეც დაიწყონ მტკიცება იესოს ღმერთობის. რაც შეეხება სხვა არგუმენტებს ამ მუხლზე:
იესოს ხმა მთავარანგელოზის ხმადაა მოხსენიებული და არა ღვთის ხმად. ასე რომ მისი ღმერთობა ამთ ვერ დამტკიცდება. ხოლო მთავარანგელოზობა კი . ამასგარდა იესოს ხმის მასზე დაბლადმდგომის ხმად წარმოჩენა მისი დამაკნინებელია ასე რომ მიქაელთან მისი გაიგივება გამართლებულია ღმერთთან კი არა.
ასევე გავითვალისწინოთ კონტექსტში რაზე საუბრობს პავლე. მკვდრეთით აღდგომის იმედზე და ამ იმედის განმახორცილებელ იესოზე ამახვილებს ყურადღებას, და არა იმაზე ვინ ეხლება თან იესოს- მითუმეტეს სიტყვა ეხლება და მასთან ერთად მოვა არსად გამოიყენება და არც ასეთ აზრს ტოვებს. ( ეს ტრინიტარების ფანტაზიიის ნაყოფია, როგორმე იესო არ გამოიყვანონ ღმერთზე დაბლადმდგომად) იესოს მთავარანგლოზი კი არა მთელი ანგელოზთა ლაშქარი ეხლება. ასე რომ პავლეს იმის თქმა თუ უნდოდა, მეორედ მოსვლისას ვისთან ერთად მოვაო იესო, ისე იტყოდა როგორც იოანეში წერია მთელი ანგელოზებით გამოგვეცხადებაო. მაგრამ როგორც აღვნიშნეთ პავლე კონტექსტში სულ სხვარამეზე საუბრობს
როცა მოისმენენ მთავარანგელოზის ხმას, "ვინც ქრისტეში მკვდარია, უნდა აღდგეს (1 თესალონიკელთა 4:16). იოანე 5:28, 29 გვეუბნება: "ყველა, ვინც საფლავებშია, მოიისმენს მის ხმას[ქრისტეს ხმას და არა მისი ანგელოზის] ან მთავარანგელოზის თანხლებით მოსვლის დანახვაზე აღდგება მკვდრებიო. არამედ იესოს ბრძანებლური ხმის მეოხებით.
კრიტიკოსები იმ მეთოდს მიმართავენ რაშიც მოწმეებს ადანაშაულებენ, რომ პირდაპირ რაღან არ წერია აქ იესოა მთავარანგელოზი რომელიც იძახისო. და რატო აკეთებთ თქვენ ამგვარ დასკვნასო.არადა მათი განმარტებით კი ხმით დაიძახებს ნიშნავს: თურმე მთავარანგელოზის თანხლებით მოსვლას.
გასაოცარი ფანტაზია უნდა გქონდეს რომ ეს ნათქვამი ასე გადააკეთო.
იქ ის მაინც წერია, რომ იესო მიქაელის ხმით იძახის (მოსი ხმა მიქაელის ხმად მოიხსენიება) და აქედან გამომდინარე ლოგიკურია რომ მას იუესოსთან ვაიგივებთ ამ და სხვა მიზეზების გამო. ხოლო მათ რის საფუძველზე გადააკეთეს პავლეს სიტყვები გაუგებარია.
აშკარად ორმაგი სტანდარტების მსჯელობას აქვს ადგილი.რაშიც სხვას ადანაშაულებენ, იგივეს თავად აკეთებენ. ამიტომაც რჩებიან მცდარ სწავლებებში
რაც შეეხება საყვირს: ღვთის საყვირის ქონა ღმერთობა არ არის ან საყვირობა. მაშინ გამოდის გამოცხადების 8:2 ში მოხსენიებული საყვირი, რომელიც ანგელოზს მიეცა ნიშნავს: რომ ანგელოზი ღმერთია. ან ის ანგელოზი აღარაა და საყვირია რადგან სხვისი საყვირი აქვს. ასევე საყვირი და ხმა განსხვა დება ერთმანეთისგან: საყვირი შეიძლება ინათხოვრო და გაანათხოვრო, აჩუქო
ხოლო ხმა არა. ან თუ სხვისი ხმით დაიძხებ იმისთვის რომ რაიმე მნიშვნელოვანი რამ გააკეთო ის შენზე მაღლადმდგომი და ავტორიტეტული უნდა იყოს და თან ის ვისაც უფლება აქვს მიცემული და მისი პრეროგატივაა ამა თუ იმ საქმის გაეთება {ამ შემთხვევაში მკვდრების აღდგენა} ასე რომ ამათი იდენტურ მნიშვნელობაში წარმოჩენა მით უმეტესდ მუხლის კონტექსტის გათვალისწინებით გაუმართლებელი და დემაგოგიურია
ასეთი მსჯელობები მიმართულია იმისკენ, რომ თავიანთ მრწამსს ნებისმიერი გზით მოუძებნონ გამართლება.ეს გამართლება თუ მათთვის დამაკმაყოფილებელია.ობიექტური ადამიანისთვის ნამდვილად არ არის.
2.დან 10:13 ერთ ერთი მთავარი ეწოდება მიქაელსო და იესო ერთ ერთიაო?
პასუხი: პირველ რიგში იმის გარკვევაა აუცილებელი, თუ რომელ «მთავრებზეა» საერთოდ საუბარი
პირველი, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ესაა ამ მუხლებში არაერთხელ მოხსენიებული სიტყვა «მთავარი». ბერძნულ ენაზე ის ჟღერს როგორც «არხონ» (άρχων, სტრონგის № 758 / שַר, ებრაულად - სტრონგის № 8269). ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობაა – «მეთაური, მმართველი, მთავარი».
მოცემული სიტყვა დანიელის 10:13, 20,21-ში არაერთხელ გვხვდება და გამოყენებულია - როგორც მიქაელთან მიმართებით, ასევე სპარსეთისა და საბერძნეთის «მთავრებთან» მიმართებით. ვინ არიან ეს «მთავრები», რომლებიც ამ ძლევამოსილი სახელმწიფოების «მეთაურებს» წარმოადგენენ და რომლებიც მიქაელს ებრძვიან? აშკარაა, რომ მათში იგულისხმებიან დემონები, რომლებსაც ძალაუფლება და ხელმძღვანელობა გააჩნიათ წარმართ ერებზე. არსებითად, ეს ანგელოზი-«მთავრები» მართავდნენ ღვთისგან გაუცხოებულ ცალკეულ ერებს და ამავდროულად ერთმანეთს შორის იბრძოდნენ ძალაუფლებისათვის.
დანიელის წიგნში მიქაელზეც არაერთხელაა საუბარი, როგორც «მთავარზე» (მეთაურზე). ვის მთავარზე? პასუხი დანიელის 10:21-სა და 12:1-შია მოცემული, სადაც მიქაელი მოხსენიებულია როგორც «თქვენი მთავარი [ანუ ღვთის ხალხის]» და «დიდი მთავარი, შენი [ანუ დანიელის] ხალხის შვილთა მფარველი». ეს საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მიქაელი ღვთის ხალხის დამცველისა და ხელმძღვანელის როლს ასრულებდა, რომელსაც დანიელის სიცოცხლის პერიოდში ისრაელი ერი წარმოადგენდა.
ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ რომ: მიქაელს «ერთერთი პირველ მთავართაგანი» ეწოდება, ბიბლიის იმ კონტექსტიდან გამომდინარე რომელიც სხვა ერების მეთაურ ანგელოზ-«მთავრებს» აღწერს და რომლებთანაც მას უწევდა ბრძოლა, როდესაც ღვთის ერის უსაფრთხოებას იცავდა. ამის განსაზღვრულ მტკიცებულებას ჩვენ ვპოულობთ ანგელოზის სიტყვებში რომელიც დანიელის 10:21-შია ჩაწერილი, სადაც ის მიქაელის, ღვთის ერის მთავრის შესახებ ისე საუბრობს, როგორც ერთადერთზე, ვინც მხარს უჭერს ამ ბრძოლაში. სხვა არცერთ რომელიმე «მთავრებზე», რომლებიც ღვთის ერის დასაცავად მდგარიყვნენ, დანიელის წიგნში საუბარი არ არის. ამის გათვალისწინებით ფრაზას «ერთერთი პირველ მთავართაგანი» შეიძლება ყველა «მთავრებს» შორის «ერთადერთის» მნიშვნელობა ჰქონდეს.
აღსანიშნავია, რომ იგივე სიტყვა «ერთი» («ე·ხად», ებრ.) ზის ცნობილ ლოცვაში «შმა» (მეორე რჯული 6:4). მისი ცნობილი სიტყვები «ერთია იეჰოვა — ჩვენი ღმერთი იეჰოვა» მიუთითებს ღმერთის განსაკუთრებულობაზე, უნიკალურობაზე და არა უბრალოდ იმაზე, რომ ის მრავალ ღმერთთაგან ერთია.
ასევე ვნახოთ როგორ იყენებს ბიბლია მსგავს გამოთქმას იმპიროვნების მიმართ ვისაც აქ ს ყველაზე მაღალი მდგომარეობა სამეფო კარზე.( ესთერის 6:9-11)-ში, ჰამანს ერთ ერთი მთავარი ეწოდება მთავრებს შორის. მაგრამ ვნახოთ თუ რა თანამდებობა ეკავა ჰამანს ესთ3:1"ბიბლია ამბობს რომ მას ყველა სხვა მთავარზე მაღალი მდგომარეობა ეკავა
თუ ანგელოზის მიერ მიქაელის შესახებ ნათქვამ სიტყვებს, «ერთერთი პირველ მთავართაგანი», ამ შუქში გავიგებთ, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მიქაელი ერთადერთი ღვთისმოსაწონი «მთავარი» იყო სხვა დანარჩენი ანგელოზი-«მთავრების» ფონზე, რომლებიც თავის მხრივ, ღვთის ერის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ის იყო ერთადერთი «მმართველი», რომელსაც იეჰოვას და მისი მიწიერი მსახურების ინტერესების დაცვა შეეძლო.
დანიელის 12:1-ში ისევ ვხვდებით სიტყვებს მიქაელის შესახებ:
«იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი».
ამ სიტყვებს იმიტომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებს შეეხებიან. მიქაელს კვლავ «მთავარი» ეწოდება, რომელიც კვლავ ღვთის ჭეშმარიტი მსახურების დამცველად დგას.
ბიბლია მოგვითხრობს, რომ იესომ განსაკუთრებული ძალაუფლება მიიღო, როდესაც ღმერთმა «მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში, ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც» (ეფესოელები 1:20,21).
იმავე წერილში, როგორც უკვე ვნახეთ კიდეც, ხაზი ესმება, თუ უშუალოდ ვინ იგულისხმებიან ტექსტში მოხსენიებულ «მთავრობებში, ხელმწიფებებში, ძალებსა და უფლებებში»(ეფესოელები 6:12. შეადარეთ ეფესოელები 2:1,2).
ამგვარად განდიდებულმა მიქაელმა, იესო ქრისტემ, ღვთისგან მიიღო იმის ძალაუფლება, რომ დაამარცხოს ბოროტი სულიერი «მთავრები» და მათი მთავარი «მმართველი» სატანა (ლუკა 10:18; იოანე 12:31; 14:30; 1იოანე 5:19).
ასევე გამოცხადების 12: 7-ის თანახმად, მიქაელი ზეციერი ანგელოზის უზენაესი ლიდერია,და მის დაქვემდებარწბაში არიან ანუ მათი მთავარი". საჭიროების შემთხვევაში, ის პირადად ეხმარება ანგელოზებს მათ მიერ დანიშნული დავალებების შესრულებაში.(დან10:21)ის სატანაზე ბატონობს და ზეციდან აგდებს.(როცა ამის დრო მოდის)
გარდა ამისა( გამოცხ1:5 ში მეფეთა მთავარი ეწოდება იესოს და არა მთავართა მთავარი ან უფრო ამაღლებული წოდება ადამიანებისგან მაგრამ ეს იმას ნიშნავს რო ადამიანურ მეფეებზე მაღალი არშეიძლება იყოს იესო?
იესო ერთერთი მთავარია მთავრებიდან მაგრამ ერთადერთი "მთავარანგელოზი" ანგელოზთა შორის და მხოლოდშობილი ძე ღვთის მიერ შობილ ძეებს შორის.
ასევწ უნდა იყვნენ კრიტიკოსები თანმიმდევრულები თუკი ერთერთი მთავარის მოხსენიებით იესო ქრისტეობა ირიცხება მაშინ მთავარანგელოზობაც ირიცხება .რადგან ანგელოზთა მთავარია მთავარანველოზი და არა ერთერთი.ხოლო მთავარანველოზი მხოლოდ ერთია მხოლობით რიხვში საუბრობა ბიბლია მასზე.ამრიგად გამოდის არც მთავარანგელოზია აქ მოხსენიებული მთავარი.ნათელია რომ ბიბლია ამას სხვა დატვირთვით მოიხსენიებს და მარტო ერთი მუხლის საფიძველზე ვერდავასკვნით.
დემონს ეწოდება მთავარი დანიელში.ხოლო მიქაელს ერთერთი მთავარი .მაშინ გამოდის მიქაელი ამდემონზე დაბლადმდგომი ანგელოზი ყოფილა.(მასზე დაბალი რანგის აბსურდია დან12:1 გმცხ12:7
რომელსაც მთავარანგელოზი ეწოდება ხოლო დემონი ვერიქნება მთავარანგელოზი ასერო მიქაელზე მაღლადმდგომი კიარა მისი სწორი ვერიქნება არადა ის მთავრად მოიხსენიება ხოლო მიქაელი ერთერთ მთავრად
დაბოლოს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თავად ღმერთს ეწოდება "მთავრების მთავარი" (დანიელი 8:25).აქედან გამომდინარე, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ორი "მთავარი" არ შეიძლება იყოს ღმერთი და ქრისტე;
3.იუდას:9 თუ იესოა მიქაელი რატომ ვერგაბედა სატანის შერისხვაო
პასუხი:ის ფაქტი, რომ ის ვერ ბედავდა შეურაცმყოფელი სიტყვებით გასამართლებას არ ადასტურებს, რომ მიქაელი არ არის ქრისტე
მიქაელი წინ აღუდგა სატანას, მაგრამ საოცარი თავშეკავებაც გამოავლინა. სატანა ნამდვილად იმსახურებდა შერისხვას, მაგრამ მიქაელს სატანასთან კამათის დროს ჯერ არ ჰქონდა „მთელი სასამართლო“ გადაცემული. ამიტომ მან ჩათვალა, რომ სატანა მხოლოდ იეჰოვას უნდა შეერისხა (იოანე 5:22
როგორც კი მიიღო ესუფლება ვხედავთ შედეგს რადღე დამართა არამარტო სატანას არამედ მთელ მის ლაშქარს გამოცხ12:7-9
მართალია, ქრისტე საყვედურობს დემონებს, მაგრამ ის ნამდვილად არ წყევლიდა .მათ
იუდამ ეს სიტყვები ღვთის შთაგონებით დაწერა. იმ დროს ზოგი ქრისტიანი არ ავლენდა თავმდაბლობას და ქედმაღლურად, ‘შეურაცხყოფით ლაპარაკობდა ყოველივე იმაზე, რაც სინამდვილეში არ იცოდა’ (იუდა 10
ასერო იუდას თავმდაბლობის მაგალითად მოყავს მიქაელმთავარანგელოზი და არა მისი უუნარობის მაგალითად
ზუსტად თავმდაბლობაა საჭირო რომ შეგიძლია შერისხო მარა შენზე მაგლადმდგომ ღმერთს ანდობ
შეადარეთ (იაკ4:7)
იობის ამბავი რომ ავიღოთ ეშმაკი თუ სატანა თვითონ "მამა" ღმერთს ეკამათება იობის ერთგულებაში, ღმერთის მიმართ. კითხვა : ეშმაკს თუ სატანას იესოსი უფრო ეშინია ვიდრე მამამისის???
იმ დროს მამა ღმერთსაც კიარ გაუსამართლებია და დაუსჯია ეშმაკი იმიტორო არიყო დრო დამდგარი მისი გასამართლების.გამოდის ვერც ღმერთი ასამართლებს მას. ცოტა ხანში ასეთები ღმერთზე მაღლადმდგომად გამოიყვანენ ალბათ სატანას.
ახლა რაც შეეხება იმ მუხლებს სადაც საუბარია თუ იესომ როგორ გაუწია წინააღმდეგობა თურმე მიქაელისგამ განსხვავებით დემონებს
1.მათეს4:10 ს იესომ მოიცილა და არა განაჩენი გამოუტანა და შეურაცყო და გაასამართლა
2.მათ16:22,23 ცდუნებას ცდილობდა და არდაუშვა იაკ4:7
და მეორეც მას არსურდა პეტრე დაღუპულიყო იუდას წიგნში კი არიყო ცდუნება
3. მარკოზი. 9 :25 უწმინდური სული იყო და არა სატანა
4 (მათე 8:29). ლუკა 8:31 შეადარეთ გგამოცხადების 20: 1-3 ასერო ქრისტეა ესანგელოზი
ეს ერთი და მეორეც მთავარანგელოზი ვერ რისხავს და უბრალო ანგელოზი სატანას ბოჭავს და უფსკრულში მოისვრის?
ხოუნდა მიხვდნენ რომ მათი მიდგომა რომ მიქაელად არგამოიყვანონ იესო კრახით დამთავრდება
და იმასაც უნდა მიხვდნენ რომ ყველაფერი არის დამოკიდებული მამა ღმერთზე თუ ვის რადროს მიცემს უფლებამოსილებას იმდროს და იმდონით იმოქმედებსს და უბრალო ანგელოზს კიარა
ადამიანს რომ მისცეს ძალაუფლება ის მოახდენს საოცარ საქმეებს სატანის წინააღმდეგ
ლუკ12:14 ვინ დამადგინა თქვენს მოსამართლედო? ანუ იესო არყოფილა ღმერთი და რატო მიიჩნევთ? ესეიგი ადამიანს ვერასამართლებს ხოლო დემონს ასამართლებს ესეიგი ადამიანი დემონზე აღმატებულია?
მათეს 20:23 მომავალშიც კიარ ქონდა ზეცად ამაღლებულ იესოს მის მარჯვნივ და მარცხნივ მისნებაზე ადგილების გამაწილების მაშ რატო გწამთ რომ ის ღმერთია? აქ არ მოქმედებს თქვენი ლოგიკა?
აშკარად ორმაგი სტანდარტების აზროვნებას აქ ადგილი
4 .ებრ 1:5,6 ანგელოზებისგან გამოყოფსო ეს მუხლი იესოს
პასუხი: აქ არაფერია ნათქვამი მთავარანგელოზის შესახებ, რომელიც არის უფროსი, მთავარი ანგელოზი) ებრაელთა, პირველი თავი, გვიჩვენებს აღდგომის შემდეგ ქრისტეს ამაღლებული პოზიციას ისარსაუბრობს მიქაელია თუარა იესო
ახლა კი გადავხედოთ კონტექსტს 3,4 მუხლებში პავლე ამბობს რომ როცა იესო შეეწირა და განგვწმინდა ცოდვებისგან.და ამგვარად დიდებული სახელი და მდგომარეობა დაომკვიდრა.ამის მაგალითად მე-5 მუხლში პავლეს მოყავს ღვთის ნათქვამი ძეზე ,მე მამა ვარ და ის ძე და როცა ქვეყნად კვლავ შემოიყვანა(საინტერესოა პირველ შემოყვანამდე სად იყო იესო ან რატო დაჭირდა მამისგან შემოყვანა ) და იესომ თავისი ერთგული სამაგალითო ცხოვრებით განგვწმინდა და მე 4 მუხლის თანახმად ამის გამო ანგელოზებზე უკეთესი სახელი დაიმკვიდრა.ანუ მანამდე არქონდა უკეთესი სახელი.
და შემდეგ ის გამოკვეთავს დანარჩენი ანგელოზებისგან რადგან მათზე დიდებული გახდა1პეტრ3:22
ღმერთმა ისეთი პატივი არგუნა რაც სხვა ანგელოზებს არ ქონია
ამას აჩვენებს კონტექსტი და არუნდა ვციტირებდეთ ერთ კონკრეტულ ფრაზებს თითქოს კუნძულზე მყოფი მუხლი ოყოს.
ამრიგად გაითვალისწინეთ, რომ თავისთავად კიარ ქონდა ეს სახელი რამედ შეიძინა თავისი დამსახურებით და არა ის რომ ყოველთვის ჰქონდა. როდესაც ებრაელები, თავი 1 ეხება ანგელოზებს, ეს ნიშნავს ზოგადად ანგელოზებს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტე არ შეიძლება ეწოდოს ანგელოზი(რაც მაცნეს ნიშნავს და არა მაინდამაინც ანგელოზობრივ ბუნებას). როდესაც ლუკა 21:29 მიუთითებს "ლეღვის ხეზე და ყველა ხეზე", ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლეღვის ხე არ არის ხე. ანალოგიურად, როდესაც ბიბლია ქრისტესა და ანგელოზებს ეხება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არის ანგელოზი.
შეადარე( ფსალმუნის82:7 ისე დაეცემით როგორც ადამიანები ეცემიანო ესეიგი ისინი ადამიანები არ ყოფილან
ასევე საქ23:9 ნიშნავს ეს იმას რომ ანგელოზი სული არა რი? რაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა ებრ აელების1:14 თან
რაც შეეხება 1:6 ს სადაც მოუწოდებს ღმერთი რომ თაყვანი სცენ
პირველ რიგში ღმერთი უბრძანებს რომ თაყვანი სცენ განდიდებულ იესოს რაც იმას ნიშნავს რომ ამ ბრძანების მიცემიდან იწყებენ მის განსაკუთრებულ პატივმიგებას და არა მანამდე და რაც ღმერთის ბრძანებით ხდება და არა იესოსი
ისრო ანგელოზებს მდაბლად არცემდენ თაყვანს სიცრუეა შეადარეთ იესონავეს ძის 5:14 ესარი პატივმიგების ნიშნით და არა ღვთის თაყვანისცემის კონტექსტში თუ ღვთის თაყვანისცემის კონტექსტში განვიხილავთ ყველა ისპიროვნრბა რომელსაც მდაბლად თაყვანისცეს ღმერთებად უნდა ვაღიაროთ ასეთი
მაგალითები ბევრია:
1 მეფეების 1:23(დაბ43:28)(დაბ27:24,29)(2მეფ2:15)(2მეფ4:37)რუთ2:10(დან2:46)9)(ეს45:14ასევე იხილეთ: ესაია 49:23; 60:14
მეორე მხრივ, ის, რომ სატანის სინაგოგის წევრები ქრისტიანთა ფეხებთან ემხობიან და მდაბლად თაყვანს სცემენ, არ ნიშნავს მათ თაყვანისცემას (გმც. 3:7,9)ესეიგი ლოტი აბრაამი ისაკი იაკობი იოსები დავითი იესო ნავეს ძე ყველა სცოდავდა როცა პროსკინეოს ფორმით თაყვანი სცეს სხვებს და უფრო მეტიც მთელი ისრაელი სცოდავდა როცა საჯაროდ მეფეს და ღმერთს ცეს თაყვანი(1მატ29:20))ზემოხსენებული მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ მდაბლად თაყვანისცემის აღმნიშვნელი სიტყვა მაინცდამაინც რელიგიური მნიშვნელობით არ გამოიყენება და მხოლოდ თაყვანისცემას არ ნიშნავს .
არც ანგელოზი შეეწინააღმდეგება იესო ნავეს ძეს მარა რა ის ანგელოზი ღმერთად ჩავთვალოთ? .ამ ფაქტების მხედველობაში მიღებით უკეთ შეგვიძლია გავიგოთ,პროსკინეოს მნიშვნელობა
და თუ მაინც ჯიუტად გააგრძელებენ სამებისტები მტკიცებას მაშინ თუ სხვაზე არ შეიძლება მდაბლად თაყვანისცემა ესეიგი ისანგელოზი რომელსაც ცა იესო ნავეს ძემ თაყვანი იესო ყოფილა და მაინც იესოს ანგელოზობამდე მივდივართ
იმის გამოკლებით რომ ასეთებს მდაბლად თაყვანისცემა არესმით რას. ნიშნავს კერძოდ იმას რომ პატივმიგებას მოიაზრებს
ამ თემაზე პროსკინეოს ფორმის თაყვანისცემაზე უფრო ვრცლად დაიდება თემა და ლინკსაც მივუთითებ აქ
5. ებრაელები 1:13 აქაც გამოყოფს იესოს ანგელოზებისგანო
პასუხი: იგივე შეიძლება ითქვას ამ მუხლზეც რაც 1:5 ზე აქ არაფერია ნათქვამი მთავარანგელოზის შესახებ, რომელიც არის უფროსი, მთავარი ანგელოზი)ეს გვიჩვენებს აღდგომის შემდეგ ქრისტეს ამაღლებული პოზიციას ისარსაუბრობს მიქაელია თუარა იესო
არცერთი ანგელოზისთვის უთქვამს გარდა მხოლოდშობილი ძისა ანგელოზთა მთავრისა
რომელსაც უფლება და პატივი არგუნა მის მარჯვნივ ყოფნისა
ისეკი არექნებოდა ეს პრივილეგია ნათელია
ასერო რომელ ღმერთობაზე და მამის თანასწორობაზეა საუბარი
ასევე ღმერთი აქცევს იესოს მტრებს მის ფეხსადგამად ღმერთი უმორჩილებს
ნათწლია თუ ისინი თანაარსები არიან ერთად გააკეთებდნენ ამას თანადროულად
ნათელია რომ მამა აჯილფოებს ძეს პრივილეგიებით და არა თავისთავად იღებს ძე
6.ებრ2:2,3,5თუ იესო არის მიქაელ მთავარანგელოზი, რატომ ამბობს ებრაელები 2: 5, რომ ანგელოზებისთვის არ დაუმორჩილებიაო? ესეიგი ანგელოზი კიარა ღმერთიაო
პასუხი: ებრ2:2,3 აქ ის კიარ წერია რომ ანგელოზები და იესოა განსხვავებულიო ანუ ანგელოზებისდა იესოს შეადარებას კიარ აკეთებს. ის საუბრობს იმ სიტყვებზე რაც ანგელოზებმა გადასცეს ისრაელს და რომელთა დარღვევას რა შედეგი მოქონდა,და იმ ხსნაზე რომელზეც იესომ ილაპარაკა
აქ ადარებს იმ სიტყვებს რაც ძველმა ისრაელმა მოისმინა და იმ დიდებულ ხსნას რომელიც იმ კანონებს აღემატებოდა.და არა ანგელოზებისდა იესოს დაპირისპირება შედარებას
აქ საუბარია იმაზე რომ იესოს მიერ დასახელებული ხსნის იმედის უარყოფა ძალიან დიდი დანაშაულია, ვიდრე იმკანონების რაც ადრე იყო
და ეს კაცის ძე იესომ გააკეთა
და თუ ცალკე ჯერ ანგელოზების მოხსენიება და მერე იესოსი ნიშნავს ერთმანეთისგან გამოყოფას და გამიჯვნას
მაშინ იყონ ტრინიტარები თანმიმდევტულები და გამოყონ ღმერთი იესოსგან რადგან მე-4 მუხლის მეორე ნაწილში ანგელოზების და იესოს მოხსენიების მერე ღმერთს ახსენებს ცალკე კიდე
რაც შეეხება ებრ2:5ს თუკი ამ მუხლის თანახმად იესო მთავარანგელოზი არარი მითუმეტეს ღმერთი არარი
ეს მუხლი არაფერს ამბობს იმაზე რომ მთავარანგელოზს მათ მთავარს არდაუმორჩილაო.ანგელოზებისთვის არდაუმორჩილებია მთავარანგელოზს მათ მთავარს დაუმორჩილა ღმერთმა .ქვეყნიერება და მათ შორის მასზე დაქვემდებარებული ანგელოზები და მასზე დაბალი სახელის მქონე
აქვე 2:10 იც გვანახებს რომ იესოს მეშვეობით არიან ანგელოზები და ნათელია როგორც მხოლოდშობილს და მათზე უწინარესს ცალკეულად მოიხსენიებს მათგან
ხოლო ისრო არა იესო იმორჩილებს არამედ მას უმორჩილებენ მის ღმერთო ბას უარყოფს. ღმერთს არჭირდება ვინმ ემ რამე დაუმორჩილოს
და როცა პრეტენზია აქვთ იმაზე რომ ამ მუხლის თანახმად( რომელიც არაფერს ამბობს იმაზე რომ მთავარანგელოზისთვის არდაუმორჩილებია ღმერთსო)არამედ მხოლოდ ანგელოზებს ახსენებს და არა მათ მთავარს
და რატომ მიგაჩნიათ რომ იესო არის მთავარანგელოზიო მაშინ ვიყოთ თანმიმდევრულები
მაშინ უფრო მეტი სიცხადით შეიძლება იმის დანახვა რომ იესო ღმერთი არაა და ისაა ვისაც უმორჩილებენ და აღაზევებეენ და მაინც მიიჩნევთ უზენაეს ღმერთად
როცა მანამდე მოწმეებთან გაქვთ პრეტენზია ეს არარის ორმაგი სტანდარტები?
და თუ იესო მთავარანგელოზი არიყო
მაშ ღმერთი იყო ამ მუხლების თანახმად?
ვნახოთ რას ამბობს კონტექსტი 2:7-შენ ნახელავზე დანიშნეო. თუ იესო ღმერთია და (ღმერთი არის სამება და არა ცალკეულად აღებული რომელიმე პირი)მაშ ვინდანიშნა იესო და რაში ჭირდებოდა ღმერთს დანიშვნა ან ვისუნდა დაენიშნა როცა არავის აქ ღმერთზე მეტი ძალაუფლება?
და. მეორე 2:8 ამბობს რომ დანიშვნის მერე დაუმორჩილა
განა იესო თუ მამის თანასწორი ღმერთი იყო არუნდა ყოფილიყო მორჩილებაში ისედაც და როგორც მამას ემორჩილებოდნენ ისეთ პოზიციაში არიქნებოდა იესო?
მაშ რაში ჭირდება ღმერთს ვინმეს მიერ დამორჩილება და ვინუნდა დაუმორჩილოს როცა მასზე მაღლადმდგომი არავინააა?
ნათელია რომ იესო არიყო უზენაესი ღმერთი არამედ ღვთის მხოლოდშობილი განსაკუთრებული ძე ანგელოზთა მთავარი
იესო ქრისტემ, რომელიც „ანგელოზებზე ოდნავ დაბლა“ დადგა, „სიკვდილის განცდის გამო დიდებისა და პატივის გვირგვინი მიიღო [ და როგორც სულიერი ქმნილება, ანგელოზებზე მეტად განდიდდა]“იმდენად რამდენადაც მათზე უკეთესი სახელი მოიხვეჭა (ებ. 2:5—9
ასევე ცდილობენ ამ თემაზე საუბრისას ებრ 1 თავიდან მონახონ კონტექსტიდან ამოგლეჯილი მუხლები და იესო ღმერთად წარმოაჩინონ და მისი მთავარანგელოზობა უარყონ ეს მუხლებია:
1. ებრ1: 3 ხატი ეწოდება იესოსო და ხატი არაა ანგელოზიო
პასუხი: ჯერერთი ანგელოზში მაინდამაინც ანგელოზობრივი ბუნება არიგულისხმება. ანგელოზი მაცნეს ნიშნავს. მეორეც ისრო იესო ღვთის მსგავსია და მიქაელი ნიშნავს ვინ არის ღვთის მსგავსი სწორედ იესოა მიქაელი
თუ იესო თავად ღმერთია და სამებისნაწილი როგორ შიძლება მამის ანარეკლი იყოს?
შეიძლება ადამიანის პორტრეტი დავხატოთ, რომელიც მისი «ხატი» იქნება, მაგრამ ადამიანისა და პორტრეტის «ბუნება» ძლიერ განსხვავდება
ავრეთვე ღვთის ხატება ჩვენც ვართდაბ1:27 და თუ ანგელოზებზე არშეიძლება ამის თქმა გამოდის ჩვენ აღმატებული ვყოფილვართ მათზე.
და ისრო ებრ 1:7 ის თანახმად სულები არიან ანგელოზები და ღმერთიც სულია და ისრომ ღვთის მსგავსი თვისებები აქვთ .შეგვიძლია ვთქვათ რომ ისინი ღვთის მსგავსები ანუ ხატები არიან
და მაგით არაფერი მტკიცდება პირიქით ადამიანი ყოფილა ხატი და ანგელოზი არა
2.ებრ1:8 ამ მუხლის საფუძვლიანი განხილვა არის ამ ლინკზე https://m.facebook.com/story.php?story_fbid=111621153027878&id=100025399805402&anchor_composer=false
3.ებრ1:10-12
ფსალმუნის 102:25—27, ში ღმერთზეა ლაპარაკი. რატომ არის ეს მუხლები ციტირებული ებრაელების 1:10—12-ში ძესთან დაკავშირებით? თუ ის რმერთი არაა?
პასუხი: ფსალმუნის დამწერი ეხება ღვთის შემოქმედებას, ღმერთმა კი ძის მეშვეობით ძის მიერ შექმნა ყველაფერი ებრ1:2 შეადარე კოლოსელების 1:15, 16; იგავების 8:22, 27—30) და ამ ძეს ყავს ღმერთი თავისი ღმერთი რომელმაც ცხო ებრ1:9
ასე რომ ეს მუხლი. ვერ გამოდგება იესოს ღმერთობის მტკიცებად და არც კონტექსტი არგვაძლევს ამის საშუალებას
ებრაელების 1:5ბ-ში 2
(2 სამუელი 7:14) იდან მოყვანილი ციტატა დაკავშირებულია ღვთის ძესთან. 2სამ 7:14-ში ჩაწერილი სიტყვები თავდაპირველად ეხებოდა სოლომონს. ნიშნავს ეს იმას, რომ სოლომონი იესო ქრისტეა? ან მისი თანასწორი? რათქმაუნდა არა
ასევე ფსალ22:1 ეხება დავითს ხოლო შემდეგ ქრისტეს მათ27:46
ანუ დავითი იესოა? იესოს სწორია?
12 მუხლიდან გამომდინარე ამბობენ რომ იესო იგივეაო ანუ როგორც ღმერთია უცვლელი იეს იესოაო ასევე(ებრ13:8)
მაგრამ აქ საუბრობს იმაზე პავლე რომ განსხვავებით ციური სხეულებისგან რომლებოც იცვლებიან და შეიძლება განადგურდნენ დროის გასვლის მერე იესო უცვლელია უკვდავია არ მოისპობა
ეს მუხლი არაფერს ამბობს მის მარადიულ არსებობაზე და უცვლელობაზე ისრო იესო შეიცვალა ამას ადასტურებს ებრ2:7 არიყო ანგელოზებზე დაბალი და გახდა ანგელოზებზე დაბალი.მასარქონდა ადამიანური სხეული და მიიღო ადამიანური სხეული
No comments:
Post a Comment