მოდით ერთად ვნახოთ, რა სურათს წარმოგვიდგენენ ბიბლიის ყველაზე უძველესი და სანდო ხელნაწერები ფილიპელების 2:6-ე მუხლთან დაკავშირებით.
ახალი აღთქმის ძველბერძნული ხელნაწერების, როგორიცაა, სინური და ვატიკანური, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ხელნაწერების შეჯერებული, სამეცნიერო კრიტიკული გამოცემები, ზემოაღნიშნული მუხლის გადასათარგმნად, მთარგმნელებს ზუსტ, სანდო და მზა ტექსტს სთავაზობს. ასეთ სამეცნიერო გამოცემებს შორისაა უესტკოტი-ჰორტის სამეცნიერო კრიტიკული გამოცემა და ნესტლე ალანდის სამეცნიერო კრიტიკული გამოცემები.
ეს გახლავთ ფილიპელების 2:6-ე მუხლის ძველბერძნული ტექსტის სიტყვა-სიტყვითი ქართული თარგმანი:
ὃς(ვინ) ἐν(ში) μορφῇ(ფორმა) θεοῦ(ღვთის) ὑπάρχων(არსებობა) οὐχ(არ) ἁρπαγμὸν(მიტაცება) ἡγήσατο(ფიქრად მოსვლა, ჩათვლა) τὸ([ეს გახლავთ განსაზღვრული არტიკლი, რომელსაც არ აქვს შესატყვისი ქართულ ენაში]) εἶναι(ყოფნა) ἴσα(თანასწორად) θεῷ(ღვთის)
აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში მკაცრი სიზუსტით შესრულებული სიტყვა-სიტყვითი თარგმანი მკითხველისთვის გაუგებარია რადგან ამგვარი თარგმანი ვერ გადმოსცემს ტექსტში ჩადებულ შინაარსს, და ეს ასეა ბიბლიის თითქმის დანარჩენ მუხლებთან დაკავშირებითაც. მიზეზი, თუ რატომ ვერ გადმოსცემს სიტყვა-სიტყვითი თარგმანი ტექსტის შინაარს, გახლავთ ის, რომ არ არსებობს ერთნაირი გრამატიკის, ლექსიკისა და წინადადების წყობის მქონე ორი ენა. ამასთან ერთად, სიტყვის ან გამოთქმის მნიშვნელობა შეიძლება იცვლებოდეს იმისდა მიხედვით, რა კონტექსტში გამოიყენება ესა თუ ის სიტყვა. მაგალითად, სიტყვა ‘ხელი’ ბიბლიის თარგმანებში სხვადასხვა მნიშვნელობით ითარგმნება. ის ზოგჯერ ‘ძალაუფლებადაა’ თარგმნილი, ზოგჯერ პირდაპირ ‘ხელად’, ზოგჯერ ‘ხელგაშლილობად’, ზოგჯერ კი უბრალოდ ‘ძალად’. (2 სამუელი 8:3; 1 მეფეები 10:13; ფსალმუნი 63:10).
ამ ფაქტიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ბიბლიური მუხლების თარგმნა უფრო მეტ რამეს მოიცავს, ვიდრე სიტყვების ყოველთვის ერთნაირად გადმოტანას.
სამწუხაროდ, სამების მომხრეები ფილიპელების 2:6-ე მუხლს, ბერძნული გრამატიკის წესის დარღვევით თარგმნიან, ისე რომ აღნიშნული მუხლი თავიანთ დოგმატებს მოარგონ; ტექსტი ისე გადმოაქვთ, თითქოს მასში ნათქვამი იყოს, რომ იესო ღვთის თანასწორი იყო და ამგვარად ყოფნას, ანუ თანასწორად ყოფნას არ თვლიდა მიტაცებად: „მოდით ერთად ვნახოთ, როგორაა თარგმნილი ფილიპელების 2:6-ე მუხლი ბიბლიის იმ თარგმანებში, როლებშიც არაა გრამატიკული წესი უარყოფილი და ტექსტში ჩადებული შინაარსი, ზუსტადაა გადმოთარგმნილი:
1.„პიროვნება, რომელიც ღვთის ხატება იყო, მიტაცებად მიიჩნევდა მის თანასწორად ყოფნას“ („ახალი აღთქმა‘‘, ნოიზის მიერ [“The New Testament” by G. R. Noyes]). 1869 წ.
2.„ის — ჭეშმარიტად ღვთიური ბუნების! — თავდაჯერებულად თავს არასდროს ხდიდა ღვთის თანასწორად‘‘ („ახალი აღთქმა“, გადამუშავებული გამოცემა [Das Neue Testament, revised edition, by Friedrich Pfäfflin]).
3.„ვინც, თუმცა ღვთის ხატება იყო, ღვთის თანასწორად ყოფნას არ მიიჩნევდა იმად, რასაც ხარბად თავის საკუთრებად აქცევდა‘‘ (La Bibbia Concordata).
4.„მას ყოველთვის ჰქონდა ღვთის ბუნება, მაგრამ არ ფიქრობდა, რომ ძალით უნდა ეცადა, გამხდარიყო ღვთის თანასწორი‘‘ („დღევანდელი ინგლისური თარგმანი‘‘ [Today’s English Version]).
5.„ვინც, ღვთის ხატება იყო, ღმერთთან თანასწორობას არ თვლიდა მისატაცებელ რამედ‘‘ („ახალი იერუსალიმური ბიბლია‘‘)
და მაინც ზოგი პრეტენზიას აცხადებს რომ ეს უფრო ზუსტი თარგმანებიც კი გულისხმობენ რომ1) იესო უკვე იყო თანასწორი მაგრამ არ სურდა მყარად ჩაჭიდებოდა მას ან2) მას არ სჭირდებოდა თანასწორობის მიტაცება იმიტომ,რომ უკვე იყო თანასწორი
ამ მხრივ:
● კათოლიკე დოქტორი რალფ მარტინი თავის ავტორიტეტულ ნაშრომში „პავლეს ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ‘‘ (The Epistle of Paul to the Philippians) ამბობს: «მაინც საკითხავია შეიძლება თუ არა გვერდი აუარო ამ ზმნის ნამდვილ მნიშვნელობას, „მიტაცებას“, „ძალით წაგლეჯას“, და მიაწერო ისეთი მნიშვნელობა, როგორიცაა „მტკიცედ პყრობა‘‘».
● ჯეისონ ბე დიუნი გახლავთ რელიგიურ მეცნიერებათა პროფესორი, რომელმაც „ახალი აღთქმის“ რამოდენიმე თარგმანის სიზუსტე საგულდაგულოდ შეამოწმა. თავის წიგნში მან ფილიპელების 2:5,6-ე მუხლებზეც იმსჯელა. მას შემდეგ რაც მთარგმნელთა ორი საპირისპირო მხარის საფუძვლები გააშუქა, აღნიშნა, რომ ‘ლექსიკური გამოკვლევის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ . . . მთარგმნელები, რომლებიც თავიანთ თარგმანში იმდაგვარი შინაარსით გადმოსცეს სიტყვა ἁρπάζω [ჰარ•პა΄ზო] თითქოს ის იმის პყრობას ნიშნავს, რაც უკვე აქვს პიროვნებას, არის არაკეთილსინდისიერი ქმედება’ და დაამატა: „ხოლო მეორეს მხრივ, ა[ხალი] ქ[ვეყნიერების] მთარგმნელებმა სიტყვა ἁρπάζω [ჰარ•პა΄ზო] სწორად გაიგეს… ქრისტეს ფიქრადაც კი არ მოსვლია ღვთის თანასწორად ყოფნა“. — „Truth In Translation: Accuracy and Bias in English Translations of the New Testament“, გვ. 61.
ამრიგად ნათელია რომ «არც [„არპაზო“-ს] და არც მისგან ნაწარმოებ რომელიმე სიტყვას [მაგალითად „არპაგმონ“] არა აქვს „ფლობის“ ან „კუთვნილის შენარჩუნების“ მნიშვნელობა. როგორც ჩანს, ის ყოველთვის „მიტაცებას“, „ძალით წართმევას“ ნიშნავს. მაშასადამე, დაუშვებელია „კუთვნილის შენარჩუნების“ მნიშვნელობა მივანიჭოთ იმას, რასაც სინამდვილეში აბსოლუტურად განსხვავებული, „მიტაცების“ მნიშვნელობა აქვს» („The Expositor’s Greek Testament“, უ. რობერტსონ ნიკოლი, ტ. III, გვ. 436, 437
● აგრეთვე იხილეთ აბოთ სმიტის ნაშრომის „Manual Greek Lexicon of the New Testament“-ის 3-ე გამოცემა, გვ. 60.
მკითხველს აგრეთვე დაეხმარება იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ ამ მიხლის საეკლესიო, სახეშეცვლილი თარგმანი წინააღმდეგობაში მოდის არა მარტო დედნისეულ ტექსტთან, არამედ მთლიანად წმინდა წერილთან, რომლის თანახმადაც იესო ქრისტე ღვთის პირმშო პირველი ქმნილება და მორჩილი მსახურია კოლ. 1:15-17; საქმ. 3:13; გამოცხ. 1:1; 3:14).
სწორი თარგმანის ამოსაცნობად მკითხველს აგრეთვე დაეხმარება ამ მუხლის კონტექსტი (3–5, 7, 8-ე მუხლები) რაც ნათელს ხდის, თუ როგორ უნდა იყოს აღქმული ფილიპელების 2:6-ე მუხლი.
მე-5 მუხლი ქრისტიანებს ურჩევს, მიჰბაძონ ქრისტეს იმაში, რაზეც ამ მონაკვეთშია საუბარი,იმეში რომ ‘თავმდაბლობით, საკუთარ თავზე მეტად შეერაცხათ ერთმანეთი’. ამ სიტყვების შემდეგ, პავლე ასეთი პოზიციის თვალსაჩინო მაგალითად იესო ქრისტეს ასახელებს და ამბობს: „ის აზრები, რაც ქრისტეშია, იყოს თქვენს შორისაც. რა „აზრები‘‘? ‘ღვთის თანასწორად ყოფნას მიტაცებად რომ არ თვლიდა’?‘‘ განა შეიძლება, ეს მუხლი ქრისტიანებს იმისკენ მოუწოდებდეს, რომ ღვთისთვის თავის გატოლება „ნაძარცვად“ (ან მიტაცებად) არ მიიჩნიონ და თავიანთ უფლებად ჩათვალონ? არა.ბუნებრივია, ამგვარი აზრები ქრისტიანებს ცოდვაში ჩაეთვლებოდათ!
სინამდვილეში, პავლე მოციქული საპირისპიროზე მიუთითებდა მათთვის მისაბაძი უნდა იყოს ის, ვისაც „ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება, ანუ ღვთის თანასწორად ყოფნა“ (აქ) (შეადარეთ დაბადების 3:5). ასეთი თარგმანი აგრეთვე შეესაბამება იესო ქრისტეს სიტყვებს: „ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია“ (იოან. 14:28).
კონტექსტი არაორაზროვნად ადასტურებს, რომ სამების მომხრეთა მიერ შესრულებული ქართული თარგმანი დამახინჯებულია და არ შეესაბამება ახალი აღთქმის დედნისეულ ტექსტს. პავლე საუბრობს თავმდაბლობაზე და არა იესოს ბუნებაზე.
იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, დღემდე გამოცემული ბიბლიის ქართული თარგმანებიდან, საუკეთესოა, რადგან ის, დედნისეულ ტექსტს ზედმიწევნით და ზუსტად მიჰყვება
No comments:
Post a Comment