ბიბლიის დედნისეულ ტექსტში, გამოსვლის 3:14-ში წერია ებრაული ფრაზა: „אֶהְיֶה אֲשֶׁר אֶהְיֶה“ (ეჰიეჰ აშერ ეჰიეჰ), (მე ვიქცევი იმად რადაც ვიქცევი)რომელიც ბიბლიაში დაახლოებით 7000-ჯერ ჩაწერილი ღვთის სახელის „იეჰოვას“ მნიშვნელობას გამოხატავს.
საეკლესიო ბიბლიებში გამოსვლის 3:14-ში იეჰოვა ღმერთის სიტყვები გადმოცემულია შემდეგნაირად: „მე ვარ, რომელიც ვარ“. იმის ნაცვლად რომ ეს მუხლი დედნისეული ებრაული ხელნაწერიდან ეთარგმნათ, სამების მომხრეებმა ის თარგმნეს LXX-დან, ანუ ბერძნულენოვანი თავისუფალი თარგმანიდან,(თან იმ ხელნაწერიდან რომელიც იესოს პეეიოდიდან საუკუნეების შემდეგ მომზადდა და რომწლშიც ამოღებულია ღვთის სახხელი) რაც იმას ნიშნავს, რომ საეკლესიო თარგმანები გახლავთ თარგმანის თარგმანები და არაა დედნისეული ხელნაწერის თარგმანი. ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ მუხლის დედნისეულ ტექსტში წერია სრულიად სხვა რამ: „אֶהְיֶה אֲשֶׁר אֶהְיֶה“ (ეჰიეჰ აშერ ეჰიეჰ) რომლის სიტყვა-სიტყვითი თარგმანია: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ რომელ სიტყვებსაც ბიბლიის ავტორიტეტული მთარგმნელები აგრეთვე თარგმნიან ამგვარი შინაარსითაც: „მე გავხდები ის, რადაც მოვისურვებ, რომ გავხდე“
ბიბლიის ძველებრაული ენის ერთი სპეციალისტი ასე განმარტავს ამ გამოთქმას: «როგორიც უნდა იყოს მდგომარეობა, ანდა საჭიროება რისამე… ღმერთი „იქცევა“ ამ საჭიროების დამაკმაყოფილებლად».
ღვთის სახელს ხალხი მოსეს დაბადებამდე გაცილებით ადრე, საუკუნეების მანძილზე ახსენებდა.
უდავოდ, როცა მოსე გამოსვლის 3:14 ში ღმერთს სახელს ეკითხებოდა, მას ამ სახელით წარმოდგენილი პიროვნება უფრო აინტერესებდა. ის, ფაქტობრივად, ამბობდა: „რა ვუთხრა შენზე შენს ხალხს, ისრაელს, შენდამი რწმენის მოსამატებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად იხსნი მათ?“.
უდავოდ, როცა მოსე გამოსვლის 3:14 ში ღმერთს სახელს ეკითხებოდა, მას ამ სახელით წარმოდგენილი პიროვნება უფრო აინტერესებდა. ის, ფაქტობრივად, ამბობდა: „რა ვუთხრა შენზე შენს ხალხს, ისრაელს, შენდამი რწმენის მოსამატებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად იხსნი მათ?“.
მოსეს ამ შეკითხვით სურდა გაეგო ისეთი რამ, რაც მას ღვთისადმი რწმენას განუმტკიცებდა, კერძოდ, როგორი იყო ღმერთი, რომელსაც იეჰოვა ერქვა, და რაზე მიანიშნებდა მისი სახელი. მოსემ, როგორც ჩანს, ეს კითხვა იმ ვითარების გამო დასვა, რომელშიც ისრაელის ძეები აღმოჩნდნენ. ისინი ათწლეულების განმავლობაში მძიმე მონობაში იმყოფებოდნენ და საშველიც არსაიდან ჩანდა.
ღვთის სახელის ყველაზე გავრცელებული ფორმა, „იეჰოვა“, მომდინარეობს მოქმედების გამომხატველი ებრაული ზმნიდან „გახდომა“, „გადაქცევა“. ვინაიდან ზმნა „ჰავაჰ“ („გახდომა“,„გადაქცევა“) კაუზატიურ (ჰიფილის) ფორმაში დგას, შემოქმედის პირადი სახელი სიტყვასიტყვით ნიშნავს: „აქცევინებს“.
იეჰოვას პასუხიდან „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“ გამოჩნდა მისი ბუნების საოცარი მხარე.ნებისმიერ სიტუაციაში ის იქცევა იმად, რაც მისი განზრახვის შესასრულებლად არის საჭირო მართლაც, ერთ დროს მონობაში მყოფი ისრაელებისთვის, იეჰოვა იყო მხსნელიც, დამცველიც, წინამძღოლიც და მარჩენალიც, რომელიც თავისი ხალხის როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნავდა.
მაშასადამე, იეჰოვა იქცევა იმად, რადაც საჭიროა თავისი ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესასრულებლად. თუმცა იეჰოვას შეუძლია არა მხოლოდ თავად იქცეს იმად, რადაც მოინდომებს, არამედ თავისი ქმნილებებიც აქციოს იმად, რადაც საჭიროა თავისი განზრახვების შესასრულებლად.ამრიგად ის ყოველთვის ისე მოქმედებს, რომ მისი განზრახვები რეალობად იქცეს(ეს55:11)
ახლა კი დეტალურად განვიხილოთ მოსესა და ღმერთს შორის შემდგარი დიალოგი, რომლის დროსაც ღმერთმა თავისი სახელის მნიშვნელობა პირველად განუცხადა ადამიანს.
მოსეს კითხვა, უპირველესად იმას იუწყება, რომ ღმერთს აქვს სახელი, რომელსაც უგულისყუროდ არ უნდა მოეკიდონ ადამიანები. (წაიკითხეთ გამოსვლა 20:7). თუმცა, ბევრი ღვთის სახელისადმი უპატივისმცემლობას ავლენს. მათ ღვთის სახელი ბიბლიის უამრავი თარგმანიდან ამოიღეს და ისეთი წოდებებით შეცვალეს, როგორიცაა „უფალი“ და „ღმერთი“.მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი უხილავია, ადამიანს შეუძლია ახლოს გაეცნოს მის პიროვნებას და იცოდეს, რომ მას აქვს სახელი — იეჰოვა, რომელიც ღრმა მნიშვნელობის მატარებელია.
უფრო მეტიც, ღვთის მიერ საკუთარი სახელის გამჟღავნება რაღაც დიდებულსა და ამაღელვებელს მოასწავებს. ამგვარი ქმედებით, ღმერთი თავისთან გასაცნობად იხმობს ადამიანებს. მას სურს, საუკეთესო არჩევანი გააკეთონ ადამიანებმა თავიანთ ცხოვრებაში — დაუახლოვდნენ ღმერთს. სინამდვილეში ღმერთმა ადამიანებისთვის თავისი სახელის გამჟღავნებაზე მეტი გააკეთა. მან თავისი სახელის მნიშვნელობაც ახსნა.
ამის გათვალისწინებით უფრო გასაგები ხდება იეჰოვას მიერ მოსესთვის მოგვიანებით ნათქვამი სიტყვები: „მე ვარ იეჰოვა. მე ვეცხადებოდი აბრაამს, ისაკსა და იაკობს, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთი, მაგრამ ჩემი სახელით, იეჰოვათი არ გამიმჟღავნებია მათთვის ჩემი თავი“ (გმ. 6:2, 3). მართალია, სახელი „იეჰოვა“ არაერთხელ გამოუყენებიათ ამ მუხლში ნახსენებ პატრიარქებს, მოსეს წინაპრებს, მაგრამ ღმერთი ამ შემთხვევაში იმას გულისხმობდა, რომ მას თავისი სახელის სრული მნიშვნელობა მათთვის არ გაუმჟღავნებია. მაგალითად, ვინც აბრამს იცნობდა, ვერ იტყოდა, რომ იცნობდა მას როგორც აბრაამს (ნიშნავს „მამა სიმრავლისა“), ვიდრე მას მხოლოდ ერთი ძე, ისმაელი ჰყავდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მას ისაკი და სხვა ვაჟები შეეძინა და მათაც შთამომავლობა ეყოლათ, სახელი „აბრაამი“ უფრო მრავლისმეტყველი გახდა. იმავეს თქმა შეიძლება სახელ „იეჰოვაზე“. ისრაელებისთვის ის მეტ მნიშვნელობას შეიძენდა.
ამრიგად ეს სიტყვები ღვთის სახელის ცვლილებაზე კიარ მიუთითებდა. არამედ ამით მეტი ნათელი მოეფინა იმას, თუ როგორი პიროვნებაა ღმერთი, რაც კარგად გამოჩნდა მისი შემდგომი სიტყვებიდან: „ასე უთხარი ისრაელის ძეებს: იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა გამომგზავნა-თქო თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობაში“ (გმ. 3:15; შდრ. ფს. 135:13; ოს. 12:5). . მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს შეიძლება მართებულად ეწოდოს ეს სახელი.
მაშასადამე, „იცნობდე“ მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ იცოდე ან ინფორმაცია გქონდეს ვიღაცის ან რაღაცის შესახებ. მაგალითად, უგუნურმა ნაბალმა იცოდა დავითის სახელი, მაგრამ მაინც იკითხა: „ვინ არის დავითი?“, სინამდვილეში კი ამგვარ კითხვას სვამდა: „რას წარმოადგენს იგი?“ (1სმ. 25:9—11; შდრ. 2სმ. 8:13). იმავეს გულისხმობდა ფარაონიც, როდესაც მოსეს უთხრა: „ვინ არის იეჰოვა, რომ მოვუსმინო მის ხმას და გავუშვა ისრაელი? მე არც იეჰოვას ვიცნობ და არც ისრაელის გაშვებას ვაპირებ“ (გმ. 5:1, 2). ამ სიტყვებით ფარაონს, როგორც ჩანს, იმის თქმა უნდოდა, რომ არ ცნობდა იეჰოვას ჭეშმარიტ ღმერთად, და არ აღიარებდა, რომ მასზე, როგორც ეგვიპტის მეფეზე, ძალაუფლება ჰქონდა. ის იმასაც უარყოფდა, რომ ღმერთს მოსესა და აარონის პირით გაცხადებული ნების განხორციელების ძალა შესწევდა. მაგრამ ფარაონი, ეგვიპტელები და ისრაელები გაიგებდნენ ღვთის სახელის ნამდვილ მნიშვნელობას და დაინახავდნენ, როგორი პიროვნება ატარებდა ამ სახელს. როგორც იეჰოვამ უთხრა მოსეს, ეს მაშინ მოხდებოდა, როცა განახორციელებდა ისრაელ ერთან დაკავშირებულ თავის განზრახვას: გაათავისუფლებდა მათ, მისცემდა აღთქმულ მიწას და ამით შეასრულებდა მათ წინაპრებთან დადებულ შეთანხმებას. ამგვარად შესრულდებოდა ღვთის მიერ ნათქვამი: „გეცოდინებათ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“ (გმ. 6:4—8; იხ. ყოვლისშემძლე).
ახლაკი გამოსვლის 3:14 ის თარგმანზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ რადგან ქართულ თარგმანებში განსხვავებულად გადმპიცემა რაც ღვთის სახელის ზუსტ მნიშვნელობას არ ასახავს.
როგორც ზემოთ აღვნიშენთ ღვთის სახელი დაკავშირებულია შემოქმედის განზრახვასთან და არა უბრალოდ მის არსებობასთან.
ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის თარგმანთა უმრავლესობაში გამოსვლის 3:14 თარგმნილია როგორც „მე ვარ, რომელიც ვარ“, ბიბლიის მთარგმნელთა გარკვეული ნაწილი გამოსვლის 3-ე თავის 14-ე მუხლის სქოლიოში შენიშვნას აკეთებს, რომ ამ მონაკვეთში ჩაწერილი ებრაული სიტყვების „אֶהְיֶה אֲשֶׁר אֶהְיֶה“ (ეჰიეჰ აშერ ეჰიეჰ) სიტყვა-სიტყვითი თარგმანია: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“. მაგალითის სახით მხოლოდ რამოდენიმე ასეთ თარგმანს და ავტორიტეტულ წყაროს დავასახელებ:
1. „American Standard Version“ გამოსვლის 3:14-ის სქოლიოში ამ მუხლის სიტყვასიტყვით თარგმანს სთავაზობს მკითხველს: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be).
2.მსგავსადვე, „New International Version Study Bible“-ში გამოსვლის 3:14-ის სქოლიოში ვკითხულობთ: „მე ვიქნები რაც ვიქნები“ (I will be what I will be).
3.ამერიკული ბიბლიის საზოგადოების მიერ გამოცემული „Today’s English Version“-ის , გამოსვლის 3:14-ის სქოლიოში ვკითხულობთ: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be).
4.მსგავსადვე, 1978 წელს გამოცემულ ბიბლიის თარგმანში „New International Version“-ის , გამოსვლის 3:14-ის სქოლიოში ვკითხულობთ: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be).
5.იუდაური პუბლიკაციების საზოგადოების მიერ (The Jewish Publication Society) გამოცემული, ებრაელი სწავლულის ისააკ ლესსერის ბიბლიის თარგმანში, გამოსვლის 3:14-ში ვკითხულობთ: „მე ვიქნები ვიც ვიქნები“ (I will be who I will be).
6.ბენიამინ დეივიდსონის ნაშრომი „Analytical Hebrew and Chaldee Lexicon“, გამოსვლის 3:14-ის ზუსტი თარგმანი შემდეგნაირადაა მოცემული: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be).
7.1915 წელს გამოცემული ნაშრომი „საერთაშორისო სტანდარტული ბიბლიის ენციკლოპედია“ (International Standard Bible Encyclopedia) მკითხველს ამცნობს, რომ გამოსვლის 3:14-ის უფრო ზუსტი თარგმანია „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be).
ამგვარად, სამეცნიერო ნაშრომებში და ავტორიტეტულ ლექსიკონებში გამოსვლის 3:14-ში ჩაწერილი ებრაული ფრაზა: „אֶהְיֶה אֲשֶׁר אֶהְיֶה“ (ეჰიეჰ აშერ ეჰიეჰ), — რომელიც ღვთის სახელის მნიშვნელობას გადმოგვცემენ — ითარგმნება როგორც „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be) და არა „მე ვარ რომელიც ვარ“ — რაც ბიბლიების უმეტეს გამოცემებში ტრადიციულ არაზუსტ თარგმანს წარმოადგენს. ქართულ ენაზე გამოცემული ბიბლიებიდან მხოლოდ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გადმოსცემს გამოსვლის 3:14-ში ჩაწერილი ებრაული ფრაზის ზუსტ არსს „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“, რაც მკითხველს იმის გაგებაში ეხმარება, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში მოსესთვის გაცხადებული ღვთის სახელი.
No comments:
Post a Comment