ეს ფრაზა ხშირად მათ ესმით, ვინც თავისთვის გადაწყვიტა, რომ არ აღნიშნოს საყოველთაოდ მიღებული დღესასწაულები მათი უსანდომო წარმომავლობის გამო. ეს ეხება ისეთ რელიგიურ დღესასწაულებს, მაგალითად, როგორებიცაა შობა ან აღდგომა. ეს ასევე ეხება იმ დღესასწაულებსაც, რომლებსაც ტრადიციულად რელიგიურებად არ აღიქვავენ, მაგალითად, ახალი წელი.
და მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, განა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორი წარმომავლობა აქვს დღესასწაულს?
სიტუაცია წარმოვიდგინოთ:
რომელიღაც ქვეყანაში, ძალაუფლებით აღჭურვილი პირები ადოლფ ჰიტლერს ძალიან დიდ პატივს სცემენ, მათთვის ის გმირია და ა.შ. მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ სახელმწიფო დღესასწაულის სახით — მისი დაბადების დღე — 20 აპრილი დანიშნონ. თუმცა, რადგან ესმით, რომ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ეს იდეა საერთოდ არ მოეწონება, ეს ჯგუფი წყვეტს, რომ ჰიტლერის დაბადების დღე «შენიღბოს», მაგალითად როგორც «საყოველთაო სიხარულის დღედ», რათა ყველასათვის ადვილი იყოს მისი მიღება. ხალხი მზადყოფნით იღებს ამ დღესასწაულს და მრავალი წლის განმავლობაში აღნიშნავს. ხალხისთვის ის «შინაური», საოჯახო დღესასწაული ხდება. თუმცა რამოდენიმე წლის შემდეგ ის ფაქტი აშკარავდება, რომ ეს ზეიმი ადოლფ ჰიტლერის საპატივცემულოდ იყო ჩაფიქრებული და მისი აღნიშვნის თარიღი, რეალურად ჰიტლერის დაბადების დღეა და ა.შ. აქვს თუ არა მნიშვნელობა მოცემულ შემთხვევაში დღესასწაულის წარმომავლობას? დღესასწაულს ხომ სიხარული მოაქვს ხალხისთვის, ის ხომ ოჯახებს კრებს ერთად?... გონიერ ადამიანებში დღესასწაულის წარმომავლობის ამგვარი ფაქტების გამოაშკარავება, აღშფოთებასა და გაუცხოებას გამოიწვევდა. მოაზროვნე ადამიანები უარს იტყოდნენ ამგვარ დღესასწაულზე.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, მსგავსი სქემა მუშაობს დღეს პოპულარული დღესასწაულების უმრავლესობის შემთხვევაში. ხალხი ამ დღესასწაულებს შეეჩვია, ისინი «კულტურის» ნაწილი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობის წარმომავლობა უკეთესი როდია. თუმცა მოყვანილ მაგალითზე დაფიქრებისას, შეგვიძლია ის განვსაზღვროთ: «აქვს რაიმე მნიშვნელობა იმას, თუ როგორი წარმომავლობა აქვს იმ დღესასწაულს, რომელსაც მე ავღნიშნავ? სინამდვილეში ვის მივაგებ პატივს მისი აღნიშვნისას?»
თურმე, მნიშვნელობა აქვს.
ღმერთს სურს, რომ გავიხაროთ ცხოვრებით და დროდადრო ახლობლებთან ერთად მოვილხინოთ კიდეც. თუმცა ისმის კითხვა: ყველა დღესასწაულს იწონებს ღმერთი? როგორ გავითვალისწინოთ ამ საკითხში მისი აზრი და, ამგვარად, დავუმტკიცოთ სიყვარული?
მაგრამ ბევრი დღესასწაული ღმერთის თვალში მიუღებელია. ბევრ დღესასწაულს წარმართული ფესვები აქვს ან არაბიბლიური შეხედულებები უდევს საფუძვლად. მაგალითად, ზოგი სპირიტიზმთანაა დაკავშირებული, ზოგი კი ეფუძნება შეხედულებას, რომ სული უკვდავია. ზოგს სხვადასხვა ცრურწმენა უდევს საფუძვლად, ზოგსაც შეხედულება, რომ ბედისწერა არსებობს (ესაია 65:11). ღმერთი თავის თაყვანისმცემლებს ასეთ მითითებას აძლევს: „უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“ (2 კორინთელები 6:17).
ზოგიერთი დღესასწაულის დროს ადამიანებს განადიდებს ნაგალითადმმართველებსა თუ ჯარისკაცებს, ზოგის დროს კი ეროვნულ სიმბოლოებს მიაგებენ პატივს ან დამოუკიდებლობის მოპოვების დღეს აღნიშნავენ (1 იოანე 5:21). არსებობს ისეთი დღესასწაულებიც, რომლებიც ამა თუ იმ პოლიტიკურ ან სოციალურ მოძრაობას უწევს პოპულარიზაციას. როგორ ფიქრობთ, რას იგრძნობს ღმერთი თუ ადამიანებს ან ორგანიზაციებს განვადიდებთ, მით უმეტეს მაშინ, როცა მათი იდეოლოგია უპირისპირდება ღვთის თვალსაზრისს?
კიდევ რის გამოა ზოგი დღესასწაული ღვთისთვის მიუღებელი? ღმერთი განსჯის „ლოთობას, ღრეობას [და] უზომო სმას“ (1 პეტრე 4:3). ზოგი დღესასწაულის დროს ხალხი თავაშვებულად იქცევა და ყველაფრის უფლებას აძლევს თავს. თუ ღმერთთან მეგობრობა გვინდა, საერთო არაფერი უნდა გვქონდეს ასეთ უწმინდურებასთან
მაშ როგორ განსაზღვრავენ იეჰოვას მოწმეები, რომელი დღესასწაულია ღვთისთვის მისაღები და რომელი — არა?
იეჰოვას მოწმეები ბიბლიას მიმართავენ ხელმძღვანელობისთვის, როცა საქმე ეხება იმას, აღნიშნონ თუ არა ესა თუ ის დღესასწაული. ისინი არ ზეიმობენ ისეთ დღესასწაულებს, რომლებიც ცალსახად ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს. სხვა დანარჩენ შემთხვევებში კი თითოეული იეჰოვას მოწმე თავად წყვეტს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა დღესასწაულში ისე, რომ სუფთა სინდისი შეინარჩუნოს „ღვთისა და ადამიანების წინაშე“ (საქმეები 24:16).
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე კითხვა და ამ კითხვებზე პასუხები, რომლებიც ეხმარება იეჰოვას მოწმეებს, განსაზღვრონ, მიიღონ თუ არა მონაწილეობა ამა თუ იმ დღესასწაულში. a
ხომ არ იღებს დღესასწაული სათავეს რომელიმე არაბიბლიური სწავლებიდან?
ბიბლიური პრინციპი: „გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“ (2 კორინთელები 6:15—17).
ბოლომდე რომ გამოეყონ სულიერად უწმინდურ სწავლებებს, ანუ იმას, რასაც ბიბლია აშკარად ეწინააღმდეგება, იეჰოვას მოწმეები არ ზეიმობენ ისეთ დღესასწაულებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია შემდეგი ნიშან-თვისებები:
დღესასწაულები, რომლებიც დაკავშირებულია ცრუ ღმერთების თაყვანისცემასთან. იესომ თქვა: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“ (მათე 4:10). ამ რჩევის გათვალისწინებით, იეჰოვას მოწმეები არ ზეიმობენ ისეთ დღესასწაულებს, როგორებიცაა: შობა, აღდგომა და პირველი მაისის დღესასწაულიც კი, ვინაიდან ეს დღესასწაულები ცრუ ღმერთების თაყვანისცემაზეა დაფუძნებული და არა — იეჰოვას თაყვანისცემაზე
ახალი წელი. ამ დღესასწაულის წარმოშობასთან დაკავშირებით ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ნათქვამია: „რომაელმა მმართველმა, იულიუს კეისარმა, ძვ. წ. 46 წელს დაადგინა, რომ ახალი წელი 1 იანვრიდან დაიწყებოდა. ამ დღეს რომაელები იანუსს, კარიბჭეების, შესასვლელ-გასასვლელისა და ყოველივეს დასაბამის ღვთაებას, უძღვნიდნენ. იანუსის პატივსაცემად წლის პირველ თვეს იანვარი დაარქვეს. იანუსს ორი სახე ჰქონდა, ერთი წინ იყურებოდა მეორე — უკან
დღესასწაულები, რომლებიც დაფუძნებულია ცრურწმენაზე ან ბედისწერისა და იღბლის მოძღვრებაზე. ბიბლიაში ნათქვამია: „თქვენ კი მიატოვეთ იეჰოვა ... იღბლიანობის ღმერთს უშლით სუფრას“ (ესაია 65:11). აქედან გამომდინარე, იეჰოვას მოწმეები არ აღნიშნავენ „ბედობას“.
ბედობა (ბედობის დღე). „მეორე დღე ახალი წლის დადგომის შემდეგ — 2 იანვარი (გავრცელებული აზრით, როგორც ამ დღეს დაებედება ადამიანს, მთელ წელიწადს ისე იცხოვრებს) (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ახალი რედაქცია, ტ. 1; გვ. 989).
დღესასწაულები, რომლებიც დაფუძნებულია სულის უკვდავების შესახებ სწავლებაზე: ბიბლიაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ სული კვდება (ეზეკიელი 18:4). ასე რომ, იეჰოვას მოწმეები არ აღნიშნავენ ისეთ დღესასწაულებს, რომლებშიც სულის უკვდავების იდეაა ჩადებული.
მიცვალებულთა ხსენების დღეები. „მიცვალებულთა მოხსენიების დღესთან დაკავშირებული, ფართოდ გავრცელებული ზოგიერთი წარმოდგენა წარმართობიდან, უხსოვარი დროიდან მოდის. ბევრ კათოლიკურ ქვეყანაში ხალხს სჯერა, რომ ამ დღესასწაულის ღამეს მიცვალებულები თავიანთ სახლებს უბრუნდებიან და ცოცხლებთან ერთად ჭამენ საჭმელს“ („ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ ტ. 1, გვ. 709).
საკურთხი. „საკურთხი არის მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზი, რომელსაც მღვდელი აკურთხებს. ამ დროს მიცვალებულთა სულის შესავედრებლად კითხულობენ ლოცვებს, ანთებენ სანთელს, აკმევენ საკმეველს, ასხურებენ აიაზმას [ნაკურთხ წყალს]“ (ჟურნალი „კარიბჭე“, № 2, 2004 წ.).
დღესასწაულები, რომლებიც უკავშირდება ოკულტიზმს. ბიბლიაში წერია: „არ იყოს შენში თავისი ვაჟის ან ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი. ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“ (კანონი 18:10—12). ოკულტიზმთან, მათ შორის, ასტროლოგიასთან (მკითხაობის ერთ-ერთი ფორმა) რომ არაფერი ჰქონდეთ საერთო, იეჰოვას მოწმეები არ ზეიმობენ ისეთ დღესასწაულებს,
ჰელოუინი. „ენციკლოპედია ამერიკანაში“ ვკითხულობთ: „ჰელოუინთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები დრუიდთა [ძველი კელტების ქურუმები] ქრისტიანობამდელი რიტუალებიდან მომდინარეობს. კელტები ორი მთავარი ღვთაების — მზის ღმერთისა და მიცვალებულთა ღმერთის — პატივსაცემად დღესასწაულებს მართავდნენ. მიცვალებულთა ღმერთის დღესასწაულს აღნიშნავდნენ 1 ნოემბერს, როდესაც კელტებისთვის ახალი წელი იწყებოდა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებული რიტუალები თანდათანობით ქრისტიანობაში დამკვიდრდა“ (1977, ტ. XIII, გვ. 725).
ჭიაკოკონობა. „ამ დღესასწაულს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებული რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული, კუდიანებისგან იწმინდება, მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია. ამ ტრადიციის ფესვები უფრო შორს მიდის და წარმართულ პერიოდს სწვდება“ (ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.).
დღესასწაულები, რომელთა დაცვაც მოსეს კანონით მოითხოვებოდა და რომლებიც იესოს მსხვერპლის გაღებით გაუქმდა. ბიბლიაში ნათქვამია: „კანონის დასასრული ქრისტეა“ (რომაელები 10:4). დღევანდელი ქრისტიანებისთვის კვლავაც სასარგებლოა იმ პრინციპების დაცვა, რომლებიც ისრაელისთვის მიცემულ მოსეს კანონში ეწერა. თუმცა ისინი არ ზეიმობენ კანონში ჩაწერილ დღესასწაულებს, რომელთაგან ზოგიერთი შეახსენებდა ხალხს მესიის მოსვლას, რადგან ქრისტიანებს სწამთ, რომ მესია უკვე მოვიდა. „ეს ყველაფერი მომავლის ჩრდილია — ნათქვამია ბიბლიაში, — სინამდვილე კი — ქრისტესი“ (კოლოსელები 2:17). ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და ამასთანავე იმ მიზეზის გამო, რომ ზოგიერთმა დღესასწაულმა შეითავსა არაბიბლიური წეს-ჩვეულებები, იეჰოვას მოწმეები არ აღნიშნავენ
ხომ არ უწყობს ხელს ესა თუ ის დღესასწაული რელიგიების გაერთიანებას?
ბიბლიური პრინციპი: „რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან?“ (2 კორინთელები 6:15—17).
იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, ყველასთან მშვიდობიანები იყვნენ და პატივი სცენ ადამიანის უფლებას, იწამოს ის, რაც სურს. თუმცა არ აღნიშნავენ ისეთ დღესასწაულებს, რომლებიც ხელს უწყობს რელიგიების გაერთიანებას შემდეგ საკითხებში:
დღესასწაული, რომელიც ეძღვნება რომელიმე რელიგიურ პირს ან მოვლენას და ხელს უწყობს სხვადასხვა სარწმუნოებაში მყოფი ადამიანების გაერთიანებას. როდესაც იეჰოვა ებრაელებს მიუძღვოდა აღთქმული მიწისკენ, რომელთა მკვიდრნიც სხვა რელიგიის მიმდევრები იყვნენ, გააფრთხილა: „არ დადო შეთანხმება არც მათთან და არც მათ ღმერთებთან ... თუ მათ ღმერთებს ემსახურები, მახედ გექცევა ეს“ (გამოსვლა 23:32, 33). აქედან გამომდინარე, იეჰოვას მოწმეები არ ღებულობენ მონაწილეობას ისეთ დღესასწაულებში
დღესასწაულები, რომლებსაც საფუძვლად არაბიბლიური რელიგიური რიტუალები უდევს. ერთხელ იესომ უთხრა რელიგიურ ლიდერებს: „თქვენ თქვენივე ადათ-წესებით ძალა დაუკარგეთ ღვთის სიტყვას“. შემდეგ კი მათ თაყვანისმცემლობას ფუჭი უწოდა, „რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიდნენ, როგორც სწავლებებს“ (მათე 15:6, 9). იეჰოვას მოწმეები ითვალისწინებენ იესოს ამ გაფრთხილებას და არ აღნიშნავენ იმ უამრავ რელიგიურ დღესასწაულს, რომელთაც დღეს ქვეყნიერება აღნიშნავს.
ქალწული მარიამის ზეცად ამაღლების დღე (ღვთისმშობლის მიძინების დღე, მარიამობა). ამ დღესასწაულზე ზეიმობენ იესოს დედის, მარიამის ზეცად ამაღლებას ხორციელად. ნაშრომში „რელიგია და საზოგადოება — ფუნდამენტალიზმის ენციკლოპედია“ ნათქვამია: „ეს სწავლება უცხო იყო პირველი ქრისტიანებისთვის და მას არანაირი საერთო არ აქვს წმინდა წერილებთან“.
უბიწოდ ჩასახვის დღესასწაული. [მარიამის] უბიწოდ ჩასახვის შესახებ სწავლება აშკარად არ გვხვდება წმინდა წერილებში ... ეს ეკლესიური მოძღვრებაა“ („ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“).
დიდმარხვა. „ახალი კათოლიკური ენციკლოპედიის“ მიხედვით, მონანიებისა და მარხვის ეს პერიოდი დაწესდა „მეოთხე საუკუნეში“, 200 წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც ბიბლიის წერა დასრულდა. დიდმარხვის პირველ დღესთან დაკავშირებით ზემოაღნიშნულ ენციკლოპედიაში ნათქვამია: ნაცრის ოთხშაბათს მღვდლები თავიანთ მრევლს ნაცრით შუბლზე ახატავენ ჯვარს, რაც იმის შეხსენებაა, რომ მონანიებას საჭიროებენ. ეს წესი თავდაპირველად შემოიღეს კათოლიკურ ეკლესიაში 1091 წელს“.
ხომ არ განადიდებს დღესასწაული რომელიმე ადამიანს, ორგანიზაციას ან ეროვნულ სიმბოლოს?
ბიბლიური პრინციპი: „აი რას ამბობს იეჰოვა: „წყეულია ის, ვინც ადამიანზე ამყარებს იმედს, ხორციელის მკლავს ენდობა და ვისი გულიც შორდება იეჰოვას“ (იერემია 17:5).
მართალია, იეჰოვას მოწმეები დიდ პატივს სცემენ ყველა ადამიანს და ლოცულობენ კიდეც მათთვის, მაგრამ ისინი არ მონაწილეობენ ამა თუ იმ ღონისძიებასა და დღესასწაულში თუ:
დღესასწაული პატივს მიაგებს და განადიდებს რომელიმე მმართველს ან საზოგადო მოღვაწეს. ბიბლიაში წერია: „თქვენდა სასიკეთოდ, თავი შორს დაიჭირეთ ადამიანისგან, რომლის სუნთქვაც მის ნესტოებშია. ვინ არის იგი, რომ ღირდეს მისთვის ყურადღების მიქცევა?“ (ესაია 2:22). სწორედ ამიტომ, იეჰოვას მოწმეები არ იღებენ მონარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას.
სახელმწიფო დროშის დღე. იეჰოვას მოწმეები არ ზეიმობენ დროშის დღეს. რატომ? ბიბლიაში წერია: „შვილებო, თავი დაიცავით კერპებისგან“ (1 იოანე 5:21). დღეს ზოგი დროშას არ მიიჩნევს კერპად და თაყვანისცემის ობიექტად; თუმცა ამასთან დაკავშირებით ისტორიკოსი კარლტონ ჰეიზი შენიშნავს: „დროშა არის ნაციონალიზმის უმთავრესი სიმბოლო და თაყვანისცემის საგანი“.
დღესასწაული, რომელიც განადიდებს წმინდანებს. გახსოვთ, რა მოხდა ერთხელ, როცა ერთმა ღვთისმოშიშმა კაცმა მდაბლად თაყვანი სცა მოციქულ პეტრეს? ბიბლიაში ვკითხულობთ: „პეტრემ წამოაყენა და უთხრა: ადექი, მეც ადამიანი ვარ“ (საქმეები 10:25, 26). ვინაიდან პეტრესთვის და სხვა მოციქულებისთვისაც მიუღებელი იყო განსაკუთრებული პატივისცემა და თაყვანისცემა, იეჰოვას მოწმეებიც არ მონაწილეობენ ისეთ დღესასწაულებში, რომლებშიც განდიდებულნი არიან წმინდანებად შერაცხული ადამიანები.
დღესასწაულები, რომლებიც დაკავშირებულია პოლიტიკურ ან სოციალურ ღონისძიებებთან. „იეჰოვასთან თავის შეფარება სჯობია ადამიანზე მინდობას“ (ფსალმუნი 118:8, 9). იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ მსოფლიო პრობლემებს ღმერთი გადაჭრის; ამიტომ ისეთი შთაბეჭდილება რომ არ შეიქმნას, თითქოს რომელიმე ადამიანზე ან ადამიანთა რომელიმე ჯგუფზე ამყარებენ იმედს, ისინი არ აღნიშნავენ „ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს“ ან „ქალთა დღეს“; ამ დღესასწაულებს საფუძვლად უდევს პოლიტიკური ან სოციალური მოვლენები. ამის გამო იეჰოვას მოწმეები არ იღებენ მონაწილეობას ეროვნულ განმათავისუფლებელ ან სხვა მსგავსი შინაარსის დღესასწაულებში. ნაცვლად ამისა, მათ სწამთ, რომ ღვთის სამეფო გადაჭრის იმ უამრავ პრობლემას, რომლებიც დაკავშირებულია რასიზმთან და უთანასწორობასთან (რომაელები 2:11; 8:21).
ანიჭებს დღესასწაული ერთ რომელიმე ერს ან ეთნიკურ ჯგუფს უპირატესობას?
ბიბლიური პრინციპი: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).
მართალია, იეჰოვას მოწმეებს უყვართ თავიანთი სამშობლო, მაგრამ ერიდებიან ისეთ დღესასწაულებში მონაწილეობას, რომელიც რომელიმე ერს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და გამოარჩევს სხვა ერებისგან, მაგალითად:
დღესასწაული, რომელიც პატივს მიაგებს და განადიდებს სამხედრო ძალებს. იესო არ ამართლებდა ომს. მან თავის მიმდევრებს უთხრა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათე 5:44). ამგვარად, იეჰოვას მოწმეები არ ზეიმობენ დღესასწაულებს, რომლებშიც განდიდებულნი არიან ჯარისკაცები და მებრძოლები. ა
ქვეყნის ისტორიისა და დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი დღესასწაულები. იესომ თავის მიმდევრებზე თქვა: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:16). მართალია, იეჰოვას მოწმეებს აინტერესებთ თავიანთი ქვეყნისა და ერის ისტორია, მაგრამ ისინი არ მონაწილეობენ ქვეყნის ისტორიისა და დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ დღესასწაულებში.
დამოუკიდებლობის დღე. ზოგიერთ ქვეყანაში „ზეიმობენ ეროვნულ დღესასწაულებს, რომლებიც დაკავშირებულია თარიღთან, როდესაც ამა თუ იმ ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა“ (Merriam-Webster’s Unabridged Dictionary).
ხომ არ არის დღესასწაულისთვის დამახასიათებელი აღვირახსნილობა და უზნეობა?
ბიბლიური პრინციპი: „თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წინათ ქვეყნიერების ნებისამებრ იქცეოდით: ეძლეოდით თავაშვებულობას, ვნებებს, ღვინის უზომოდ სმას, ღრეობას, სმაში შეჯიბრებასა და კანონით დაუშვებელ კერპთაყვანისმცემლობას“ (1 პეტრე 4:3).
ამ ბიბლიური რჩევის გათვალისწინებით, იეჰოვას მოწმეები არ მონაწილეობენ ისეთ დღესასწაულებში, სადაც ხდება უზომო სმა და ღრეობა. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით იკრიბებიან მეგობრებთან ერთად; ისინი ალკოჰოლსაც სვამენ, ოღონდ, რა თქმა უნდა, ზომიერად. ისინი ყველანაირად ცდილობენ, გაითვალისწინონ შემდეგი ბიბლიური რჩევა: „ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორინთელები 10:31).
ამიტომ იეჰოვას მოწმეები არ დადიან კარნავალებსა და სხვა მსგავს დღესასწაულებზე, სადაც ადგილი აქვს უხამსობას და უზნეობას, რომელსაც განსჯის ბიბლია. ასეთ დღესასწაულთა რიცხვს განეკუთვნება „იუდაური ფურიმის ფესტივალი“. ამ დღესასწაულს დიდი ხნის ისტორია აქვს. ის ძვ. წ. მე-5 საუკუნეში დაარსდა და დაკავშირებული იყო ისრაელი ერის ხსნასთან. თუმცა „მან იცვალა პირველსახე და დღეს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „მარდი გრასის კარნავალის“ იუდაური ვერსია,— ნათქვამია წიგნში „იუდაიზმის არსი“. ამ დღესასწაულზე მონაწილეები კოსტიუმებში არიან გამოწყობილები; ხშირად მამაკაცები ქალის ტანსაცმელს იცვამენ; დამსწრეები უზომოდ სვამენ და თავაშვებულად და ხმაურიანად ერთობიან“.
No comments:
Post a Comment