აქ განვიხილავთ იმ ბიბლიურ ადგილებს რომლებიც ადასტურებენ ორი ჯგუფის არსებობას, რომლებიც მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს: ისინი ვინც უკვდავ ცხოვრებას მიიღებს ზეცაში და ვინც მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს დედამიწაზე სამოთხეში. ეს კვლევა ცხადყოფს, რომ ეს კონცეფცია კარგად არის გაცხადებული ღვთის სიტყვაში.
1.შთამომავალი" და "დედამიწის ერები"
(დაბადება 22:18) -.შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხებადედამიწის ყველა ერი
ამრიგად იეჰოვამ იესოს წინაპარ აბრაამს უთხრა: „რომ შენი შთამომავლის ანუ [პატარა ჯგუფის] მეშვეობით იკურთხებოდა დედამიწის ყველა ერიანუ [დიდი ჯგუფი]“
ვინ არის ეს „შთამომავალი“? პავლემ განმარტა, რომ "დაპირებები რომლებიც მოეცა აბრაამს და მის შთამომავლობას ... ეს ქრისტეა" (გალატელები 3:16). შემდეგ კი დასძინა: "უფრო მეტიც, თუ ქრისტესნი ხართ, ნამდვილად აბრაამის შთამომავლები ხართ და დაპირების თანახმად მემკვიდრეები "(გალატელები 3:29).ამრიგად შთამომავალი იესო ქრისტე და ხელახლა შობილი ღვთის შვილებია.რა კურთხევებს იღებენ „შთამომავლის“ მეშვეობით ყველა ერის ადამიანები? მათ შესაძლებლობა ეძლევათ, ღვთის კეთილგანწყობა მიიღონ და დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლით გაიხარონ. ფსალმუნმომღერალმა დავითმა იწინასწარმეტყველა: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29; ესაია 45:18; გამოცხადება 21:1—5).
აქ ნათლად ვხედავთ ორ ჯგუფს განსხვავებული მომავლით
2.ღვთის შვილები" და მთელი ქმნილება
მოციქული პავლე წერდა: . (რომაელები 8:19-23).მთელი ქმნილება მოუთმენლად მოელის ღვთის ძეების გამოცხადებას, .ჩვენ თვითონაც, ვისაც გვაქვს პირველი ნაყოფი ანუ სული, ვოხრავთ და მოუთმენლად ველით შვილებას, ჩვენი სხეულებიდან გათავისუფლებას გამოსასყიდით
ამგვარად პავლე მოციქულმაც დაწერა: „მთელი ქმნილება ანუ [დიდი ჯგუფი] მოუთმენლად მოელის ღვთის ძეების ანუ[პატარა ჯგუფის] გამოცხადებას“ (რომაელები 8:19—21).
აქ ვხედავთ ორ განსხვავებულ ჯგუფს: "ქმნილებას" და "ღვთის შვილებს". ამ მონაკვეთში ტერმინი "ქმნილება" არ ეხება ცხოველებს, რადგან მათ არ გააჩნიათ ინტელექტი "და მოლოდინი
ქმნილებაში“ იგულისხმებიან მიწიერი იმედის მქონე ადამიანები — ისინი, რომლებსაც სარგებლობას მოუტანს ღვთის სულითცხებულ შვილთა გამოცხადება
ისინი, ვინც ასეთ "ქმნილებას" ქმნიან, ვერ გახდებიან სულიერი "ღვთის შვილები" ზეციური იმედით. ეს უკანასკნელი განსხვავებული ჯგუფია.
მას შემდეგ რაც მოციქულმა პავლემ დაწერა სულითცხებული „ღვთის ძეების“, როგორც ქრისტეს „თანამემკვიდრეების“ დიდებული იმედის შესახებ. ამის შემდეგ მან მოიხსენია ბრწყინვალე იმედი, რომელსაც იეჰოვა აძლევს ურიცხვ სხვა ცხვარს: „მთელი ქმნილება [კაცობრიობა] მოუთმენლად მოელის ღვთის ძეების [ცხებულების] გამოცხადებას, ვინაიდან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის ნებით იმ იმედის საფუძველზე, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომ. 8:14—21).
"ჩვენც გვაქვს პირველი ნაყოფი, სული(რომაელები 8:23) ეს სიტყვები "ასევე" აჩვენებს ამ ორ კლასს შორის მკაფიო განსხვავებას. ისინი, ვინც ქმნიან "ქმნილებას" დაიმკვიდრებენ, დედამიწას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან "ღვთის ძეები", ზეცაში უკვდავი ცხოვრების მიღებისას მათ ექნებათ "ღვთის შვილების დიდებული თავისუფლება"
იეჰოვამ კაცობრიობას „იმედის საფუძველი“, მისცა, როცა დაჰპირდა, რომ „ძველი გველის“, სატანა ეშმაკისგან „შთამომავლის“ მეშვეობით გაათავისუფლებდა (გამოცხ. 12:9; დაბ. 3:15). და ამ იმედის განხორციელება დაკავშირებულია „ღვთის ძეების გამოცხადებასთან“. რაც ხსნას მოუტანს სხვა ცხვარს, რომლებიც დიდ გასაჭირს გადაიტანენ (გამოცხ. 7:9, 10, 14).
3. ქრისტეს "ძმები" და "ცხვრები
მათეს 25: 31-46-ში ჩაწერილი ცხვარი და თხების იგავიდან აგრეთვე ჩანს ორი კატეგორიის ადამიანები..მაგალითში, რომელიც იესომ ცხვრებისა და თხების გამოცალკევებაზე მოიყვანა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ვინც მის ძმებს კარგად მოექცეოდა, მას მოექცეოდა კარგად და გადაარჩენდა ებრ2: 11-13
ამგვარად, ისინი, ვინც ზეცაში ქრისტესთან ერთად მეფობენ, "ძმები" არიან, რადგან ისინი "ღვთის ძეებად" მიიღეს. (1 იოანე 3: 2, რომაელები 8:16, 17, ეფესელთა 1: 5). ამგვარად, იესო ქრისტე გახდა "მრავალი ძმათა შორის პირმშო". რომაელები 8:29).. იესოს იგავიში"ცხვრები", რა თქმა უნდა, არიან ისინი, ვინც დაიმკვიდრებენ დედამიწას
ამრიგად იესო ცხვრებს თხებისგან იმის მიხედვით გამოარჩევდა, თუ ვინ რას გაუკეთებდა თუნდაც მის „უმცირეს ძმას“. ამიტომ, დედამიწაზე ცხოვრების მოიმედეები მხარს უჭერენ ერთგულ მონას, რითაც ამტკიცებენ, რომ იესოსთან მეგობრობა სურთ.
4.ახალი ცა და ახალი დედამიწა
2 პეტრეს 3: 13-ში ნათქვამია: ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე
რა არის „ახალი ცა“? ბიბლია ცას ანუ ზეცას მმართველობას უკავშირებს (საქმეები 7:49). „ახალი ცა“ ახალი მთავრობაა, რომელიც დედამიწას უხელმძღვანელებს. ეს მთავრობა ახალია იმიტომ, რომ ის შეცვლის მმართველობის დღევანდელ სისტემას; მისი ამოქმედება ღვთის განზრახვის განხორციელების ახალი ეტაპია. იესო ქრისტე სწორედ ამ სამეფოს შესახებ გვასწავლიდა ლოცვას (მათე 6:10). მას „ზეციერი სამეფო“ ეწოდება, რადგან ღმერთია მისი დამფუძნებელი, ის კი ზეცაში ცხოვრობს (მათე 7:21).
რა არის „ახალი დედამიწა“? ამაში არ იგულისხმება ახალი პლანეტა, რადგან ბიბლია ნათლად ამბობს, რომ დედამიწა მარადიულად იქნება დასახლებული. „ახალი დედამიწა“ ახალი საზოგადოებაა. ეს საზოგადოება ახალი იქნება იმიტომ, რომ მასში აღარ იქნებიან ბოროტი ადამიანები (იგავები 2:21, 22). ყველა, ვინც მაშინ იცხოვრებს, პატივს მიაგებს შემოქმედს და მისი მორჩილი იქნება. ისინი ყოველთვის მისი მოთხოვნების თანახმად მოიქცევიან (ფსალმუნები 21:28). ყველა ეროვნების ადამიანებს
ყველა შემთხვევაში ვხედვთ რომ გარდა ზეცისა დედამიწაც დასახლებულია
5. 144 000 და "უამრავი ხალხი"
144 000-ის ხსენების შემდეგ, გამოცხადების 7: 9-ში ნახსენებია "უამრავი ხალხი, რომელთა დათვლა არავის შეუძლია". თუ 144 000 რიცხვი არ იყო პირდაპირი. არ იქნებოდა უამრავი ხალხი ცალკე მოხსენიებული., 144000-ის ხსენების ფაქტი გვიჩვენებს, რომ "უამრავი ხალხი" არ არის იგივე ჯგუფი. გარდა ამისა, 144 000 აქვს მიცემული კონკრეტული რიცხვი, ხოლო "დიდ ხალხს" არ აქვს მითითებული კონკრეტული რიცხვი, ის ურიცხვია. ამ განსხვავებას არ ექნებოდა აზრი, თუ ორივე იყო ერთიდაიგივე ჯგუფი.
ამრიგად აქაც აქ ნათლად ვხედავთ ორ ჯგუფს განსხვავებული მომავლით
6.უზენაესი წმინდები" და მმართველობა კაცთა სამეფოზე
დანიელი 7:13, 14-ში ნათქვამია, რომ "კაცის ძე" (უფალი იესო ქრისტე) იღებს იეჰოვასგან სამეფოს. სხვა პარალელური ტექსტებიც ადასტურებს ამას. (ესაია 9: 6, 7, ლუკა 1:32, 33, გამოცხადება 11:15). დანიელის 7:27 ში უზენაესის წმიდანები მიიღებენ სამეფოს“, — თქვა ანგელოზმა (დანიელი 7:18, 22, 27). იესო ქრისტე პირველია ამ წმიდათაგან (საქმეები 3:14; 4:27, 30). სხვა „წმიდანებს“ ანუ ქრისტეს თანამმართველებს 144 000 სულითცხებული ქრისტიანი წარმოადგენს (რომაელთა 1:7; 8:17; 2 თესალონიკელთა 1:5; 1 პეტრე 2:9). ისინი სულიერ ქმნილებებად არიან მკვდრეთით აღდგენილი, რომ ქრისტესთან ერთად იმეფონ ზეციერი სიონის მთაზე (გამოცხადება 2:10; 14:1, სსგ; 20:6). წიგნ „გამოცხადებაში“ იესო ამბობს: „მძლეველს ნებას მივცემ, ჩემთან ერთად დაჯდეს ჩემს ტახტზე, როგორც მე გავხდი მძლეველი და მამაჩემთან ერთად დავჯექი მის ტახტზე“. ეს აღდგენილი ‘მძლეველები’, რომელთა რაოდენობაც 144 000–ს შეადგენს, იესოსთან ერთად, მთელი დედამიწის მმართველები იქნებიან (გამოცხადება 3:21; 5:9, 10; 14:1, 3, 4; 1 კორინთელები 15:53).ასე რომ, კაცობრიობა იესო ქრისტემ და მკვდრეთით აღდგენილმა ცხებულმა ქრისტიანებმა უნდა მართონ.
ჩვენ კვლავ ვხედავთ ორ განსხვავებულ ჯგუფს: ისინი, ვინც მართავენ (უფალი იესო ქრისტე და "უზენაესი წმინდები") და მათ, ვისზეც მმართველობენ 14-ე მუხლი
7.ახალი იერუსალიმი და კაცობრიობა
გამოცხადების 21: 2-4-ში ვკითხულობთ: ვიხილე აგრეთვე წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ზეციდან, ღვთისგან ჩამომავალი და გამზადებული, როგორც ქმრისთვის მორთული პატარძალი. გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან
ფრაზაში „ახალი იერუსალიმი“, რომელიც ბიბლიაში ორჯერ გვხვდება, იგულისხმება სიმბოლური ქალაქი, რომლითაც წარმოდგენილია იესოს მიმდევრების ერთი კონკრეტული ჯგუფი; ამ ჯგუფის წევრები იესოსთან ერთად იმმართველებენ ზეციერ სამეფოში (გამოცხადება 3:12; 21:2). ბიბლიაში ამ ჯგუფს ქრისტეს პატარძალიც ეწოდება ახალ იერუსალიმს ეწოდება „პატარძალი, კრავის ცოლი“ (გამოცხადება 21:9,10). ამ სიმბოლურ სიტყვებში „კრავი“ იესო ქრისტეზე მიუთითებს (იოანე 1:29; გამოცხადება 5:12). „კრავის ცოლი“ ქრისტეს პატარძალია, რომელიც წარმოადგენს იმ ქრისტიანებს, რომლებიც იესოს შეუერთდებიან ზეცაში. ბიბლია იესოსა და ამ ქრისტიანების ურთიერთობას ცოლქმრულ ურთიერთობას ადარებს (2 კორინთელები 11:2; ეფესოელები 5:23—25).
მაგრამ სხვა ჯგუფი ნახსენებია გამოცხადებაში, თავი 21: "კაცობრიობა" . გამონათქვამი "აღარ იქნება სიკვდილი", გვიჩვენებს, რომ ეს დედამიწაზე სრულდება, რადგან ზეცაში არასოდეს ყოფილა სიკვდილი.
ახალ იერუსალიმზე ნათქვამია, რომ არის „ზეციდან, ღვთისგან ჩამომავალი“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ღმერთი მისი მეშვეობით ზეცის გარდა სხვაგანაც მოაგვარებს საქმეებს (გამოცხადება 21:2). ეს გამოთქმა ახალ იერუსალიმს აკავშირებს ღვთის სამეფოსთან, სამეფოსთან რომლის მეშვეობითაც ღმერთი შეასრულებს თავის ნებას „როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10). ღვთი
8.პატარძალი" და "მეგობარი
იოანე ნათლისმცემელმა თქვა იესო ქრისტეზე: "ვისაც პატარძალი ჰყავს ნეფეა". შემდეგ იესომ დასძინა: "ხოლო ნეფის მეჰობარს როცა უსმენს მეფის ხმას განსაკუთრებით უხარია
მეც ამიტომ მიხარია"(იოანე 3:29)." ნეფე "ქრისტეა. "პატარძალი 144 000 ქრისტიანი.". მაგრამ იოანე თავის თავს "ნეფის მეგობრაი" უწოდა სინამდვილეში იოანე 144 000 ჯგუფში არ იქნებოდა, მოკვდა მანამდე და ელოდა მკვდრეთით აღდგომას დედამიწაზე სამოთხედში, ისევე როგორც ყველა, ვინც ქრისტეს წინაშე ცხოვრობდა დედამიწაზე.შეადარეთ მათ11:11 ფსალმუნი 45:16.
9.პატარძალი" და მწყურვალი '
"(გამოცხადება 22:17)." პატარძალი ", როგორც უკვე განმარტა, არის ტერმინი, რომელიც ზეციერ იმედეს ეხება ქრისტიანებისთვის -და წარმოადგენს 144,000. ვის იწვევდნენ ისინი? ცხადია, თავიანთ თავს არა. პატარძლის კლასი იწვევს მათ, ვისაც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი აქვს.ამრიგად პატარძალი და ისინი, ვინც "მოისმენენ" "პატარძლის" მოწვევას, სხვადასხვა ჯგუფია
და ეს უნკანასკნელი იცხოვრებს დედამიწაზე
10.სამეფოში ნაკლები და იოანე ნათლისმცემელი
მათ11: 11 ში იესომ თქვა ქალის მიერ ნაშობთა შორის არავინ ყოფილა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ის, ვინც მცირეა ზეციერ სამეფოში, მასზე დიდია. ამ ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ იოანე ნათლისმცემელი ზეცაში არ მიდის, არამედ დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრობს (იუდა 9, ესაია 6: 2, 6, დაბადება 3:24, ფსალმუნი 34: 7).
იესო ამბობს, რომ ზეციერ სამეფოში ყველაზე მცირეც კი იოანეზე დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ დაიმკვიდრებს ზეციერ სამეფოს. იოანემ გზა მოუმზადა იესოს, მაგრამ ის მანამდე მოკვდა, ვიდრე ქრისტე ზეცისკენ მიმავალ გზას გახსნიდა (ებრაელები 10:19, 20). იოანე ღვთის ერთგული წინასწარმეტყველი იყო და დედამიწაზე ღვთის სამეფოს ქვეშევრდომი იქნებაამგვარად, ის არ იყო მათ შორის, ვისთანაც მოგვიანებით იესომ შეთანხმება დადო სამეფოზე (მათ. 11:7—12; ლუკ. 7:27, 28; 22:28—30).
11.წმინდების მეფობა დედამიწაზე
გამოცხადებაში 20: 2-ში ვკითხულობთ, რომ "ეშმაკი" უფსკრულში იქნება "ათასი წლის განმავლობაში". ბიბლია ამბობს, რომ ამ ათასი წლის განმავლობაში წმინდები"მეფობენ ქრისტესთან" და ზეცაში იქნებიან "ღვთისა და ქრისტეს მღვდლები". (გამოცხადება 20: 4, 6). გამოცხადებაში ნათქვამია, რომ იგივე ერთგული ქრისტიანები „მეფობენ დედამიწაზე “ (გამოცხადება 5:10)
აქაც ნათელია ზეციური და მიწიერი ცხოვრება
12.ზეციერისა და მიწიერის თავმოყრა
"(ეფესოელები 1: 9, 10)." ზეცაში არსებები "არ იგულისხმებიან ერთგული ანგელოზები, რადგან მათ არ ჭირდებათ შეკრება , რადგან ისინი არასდროს არ დაშორებულან ღმერთს.
პავლემ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ღმერთმა ადამიანთა ორი განსხვავებული ჯგუფი შემოირიგა. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება „ყოველივე არსებული ზეცაში“, ხოლო მეორეს — „ყოველივე არსებული დედამიწაზე“ (კოლასელთა 1:19, 20, აქ; ეფესელთა 1:10). პირველ ჯგუფში შედის 144 000 ქრისტიანი, რომლებიც ზეცაში მღვდლებად იმსახურებენ და როგორც თანამეფეები, დედამიწაზე მმართველობას ქრისტესთან ერთად განახორციელებენ (გამოცხადება 5:9, 10; 7:4; 14:1—3). კურთხევები, რომლებიც გამოსყიდვას მოაქვს, მათი მეშვეობით თანდათანობით გავრცელდება მორჩილ ადამიანებზე ათასი წლის განმავლობაში (1 კორინთელთა 15:24—26; გამოცხადება 20:6; 21:3, 4).
საინტერესოა, რომ ორ «სამყოფელ»-ზე – ზეციური და მიწიერი (სამოთხის) – წერს მეორე საუკუნის ქრისტიანი მოაზროვნე წმინდა ირინეოს ლიონელი:
ხოლო როდესაც გაივლის ეს სახე და ადამიანი განახლდება და გამაგრდება უხრწნელობისთვის ისე, რომ ვეღარ შესძლოს შემდგომ გაუარესება, მაშინ იქნება ცა ახალი და მიწა ახალი, სადაც დარჩება ახალი ადამიანი, რომელიც მუდამ ახალზე ესაუბრება ღმერთს.და, როგორც პრესვიტერები ამბობენ, იმ დროს, ისინი ვინც ციური მმართველობის ღირსები გახდებიან გადავლენ იმ სამყოფელში, ანუ ზეცაში, სხვები კი სამოთხის ნეტარებით დატკბებიან, რომელიც შემკილი იქნება ქალაქის სილამაზით, მაგრამ ყველაფერში ღმერთი გამოჩნდება. (მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა)
ამგვარად, ბიბლია განმარტავს თუ როგორი მომავალია განსაზღვრული ღვთის მიერ მისადმი ერთგული ადამიანებისათვის. უამრავი ადამიანი იქნება გათავისუფლებული ცოდვისა და სიკვდილის მონობისაგან და მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ განახლებულ დედამიწაზე (მათე 5:5; 6:10). ქრისტიანთა სხვა ჯგუფის – «მცირე სამწყსოსთვის» – ზეციური სამეფოსკენაა გზა გახსნილი, საიდანაც ისინი «მეფეების», «მოსამართლეების» და «მღვდლების» ფუნქციას შეასრულებენ განახლებული დედამიწის მკვიდრთა საკეთილდღეოდ (მათე 19:28; ლუკა 12:32).
ამგვარად, ბიბლია განმარტავს თუ როგორი მომავალია განსაზღვრული ღვთის მიერ მისადმი ერთგული ადამიანებისათვის. უამრავი ადამიანი იქნება გათავისუფლებული ცოდვისა და სიკვდილის მონობისაგან და მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ განახლებულ დედამიწაზე (მათე 5:5; 6:10). ქრისტიანთა სხვა ჯგუფის – «მცირე სამწყსოსთვის» – ზეციური სამეფოსკენაა გზა გახსნილი, საიდანაც ისინი «მეფეების», «მოსამართლეების» და «მღვდლების» ფუნქციას შეასრულებენ განახლებული დედამიწის მკვიდრთა საკეთილდღეოდ (მათე 19:28; ლუკა 12:32).
No comments:
Post a Comment