Friday, 24 April 2020

მოგვიწოდებს ახალი აღთქმა თაყვანისმცემლობაში სანთლების და საკმევლის გამოყენებისკენ?



1.სანთელი განმარტება: ცვილისგან დამზადებული პატრუქიანი ღერო. რელიგიური დანიშნულების სანთლებს იყენებენ როგორც „ქრისტიანულ“, ისე არაქრისტიანულ რელიგიებში. ბევრი მორწმუნე თვლის, რომ სანთელი შესაწირავია.


მოგვიწოდებს ბიბლია თაყვანისცემის მიზნით სანთლების დანთებისკენ?

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს ის, რომ არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ღვთის თაყვანისმცემლები ძველად იყენებდნენ ისეთ სანთლებს, როგორიც დღესაა გავრცელებული. თანამედროვე სანთელი, რომელსაც ცვილისგან ან სხვა ცხიმოვანი ნივთიერებებისგან ამზადებენ, მყარი სხეულია და თხევად მდგომარეობაში გარკვეულ ტემპერატურაზე გადადის, ბიბლიურ დროში კი თხევად ნივთიერებას, ზეთს იყენებდნენ.

ზოგ თარგმანში „სანთლად“, როგორც წესი, ნათარგმნია ებრაული სიტყვა „ნერ“ და ბერძნული სიტყვა „ლიქნოს“ (მაგალითად, 1 სამ. 3:3, სსგ; გამ. 25:37, მხ; ლუკ. 11:33, სსგ, ბთი, ბსგ). მაგრამ ეს სიტყვები ნიშნავს „ლამპარს“ და არა „სანთელს“ (სიტყვა „ნერ“ სსგ-ში ბევრგან არის ნათარგმნი „ლამპრად“. მაგალითად, გამოსვლის 25:37; 27:20; 30:7, 8; ბსგ-ში ხშირ შემთხვევაში წერია „კანდელი“ ან „ლამპარი“). ლამპარი იყო აალებადი სითხით, ჩვეულებრივ, ზეთით ავსებული გასანათებელი ჭურჭელი. მასში ჩადებული იყო სელისგან, კანაფისგან ან სხვა მასალისგან დამზადებული პატრუქი, რომელიც იწოვდა საწვავად საჭირო ზეთს.

მსგავსად ამისა, ებრაული სიტყვა „მენოჰრა“ და ბერძნული სიტყვა „ლიქნია“ ნიშნავს „სალამპრეს“ და არა „სასანთლეს“ (გამ. 25:31; 40:24; 1 მეფ. 7:49; 2 მატ. 4:20; ლუკ. 11:33). ამგვარად, ბიბლიაში არაფერია ნათქვამი თაყვანისმცემლობაში სანთლის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ამგვქრად არანაირი ანალოგი არაა დღეს არსებული სანთლები იმისი რასაც ადრე იყენებდნენ

რატომ ანიჭებს ზოგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას თაფლის სანთელს?

ბევრი მორწმუნე ადამიანი სანთლის დანთებას სხვადასხვა სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს, რასაც აშკარად არა აქვს ბიბლიური საფუძველი. 

„მითოლოგიურ ლექსიკონში“ აღნიშნულია, თუ რისი სიმბოლო იყო თაფლი და ფუტკარი წარმართობაში. დასკვნისას კი ნათქვამია: „ასეთივე მნიშვნელობა შემორჩა ქრისტიანულ რელიგიაში თაფლსა და ცვილის სანთელ-საკმეველს“ (ა. გელოვანი, თბილისი, 1983, გვ. 306). ერთი სასულიერო პირი თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ ბევრი რამ, მათ შორის სანთლები, „წარმართობიდან მოდის, მაგრამ წმინდაა, რადგან ეკლესიისთვის მისაღები გახდა მათი გამოყენება“ („Essay on the Development of Christian doctrine“, ჯონ ჰენრი ნიუმენი, გვ. 373) 


2.საკმეველი: აქვს თუ არა ბიბლიური საფუძველი საკმევლის კმევას თაყვანისმცემლობის მიზნით?
რა არის საკმეველი? ეს სიტყვა მიუთითებს როგორც სურნელებაზე, რომელიც საკმევლის წვის დროს იფრქვევა, ისე თვით სურნელოვან ნივთიერებაზე, რომელსაც წვავენ ანუ აკმევენ

წმინდა საკმეველი, რომელიც უდაბნოში აღმართულ კარავში უნდა ეკმიათ, კრებულის მიერ შეწირული ძვირფასი მასალისგან იყო დამზადებული (გმ. 25:1, 2, 6; 35:4, 5, 8, 27—29). იეჰოვას მითითებით მოსეს საკმეველი ოთხი კომპონენტისგან უნდა დაემზადებინა. „აიღე სურნელებანი: შტახსი და სურნელოვანი ონიკა, სურნელოვანი ქალბანა და სუფთა გუნდრუკი, . იმის ხაზგასასმელად, თუ რაოდენ წმინდა და განსაკუთრებული იყო ეს საკმეველი, იეჰოვამ თქვა: „ვინც მის მსგავსს გააკეთებს, რომ დატკბეს მისი სურნელით, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან“ (გმ. 30:34—38; 37:29
ძველ ისრაელში საკმევლის კმევა მხოლოდ მღვდლების მოვალეობაში შედიოდა. კანონში, რომელიც ღმერთმა ისრაელებს მისცა, იყო კონკრეტული მითითებები საკმეველთან დაკავშირებით. მან თვითონ უთხრა მოსეს, თუ როგორ უნდა დამზადებულიყო საკმეველი (გამ. 30:34—38). ბიბლიიდან იმასაც ვხედავთ, რომ საკმევლის კმევას ღმერთი ყოველთვის არ იწონებდა . ის სჯიდა მათ, ვინც მღვდელი არ იყო და კადნიერად იღებდა საკუთარ თავზე საკმევლის კმევის მოვალეობას (რიცხვნი 16:16—18, 35—40; 2 ნეშტთა 26:16—20).( ეს. 1:13, 15)
  კორახი და მისი თანამოაზრენი ჯერ კიდევ აკმევდნენ საკმეველს, როცა ცეცხლმა შთანთქა ისინი (რც. 16:6, 7, 16—18, 35—40). გარდა ამისა, იეჰოვამ მეფე უზიას კეთრი შეჰყარა, როცა გაკადნიერებულმა მეფემ ტაძარში საკმევლის კმევა მოინდომა (2მტ. 26:16—21).

დღეს საკმევლის კმევა საკმაოდ გავრცელებულია ქრისტიანულ სამყაროში. საკმეველს აკმევენ ბუდისტურ ტაძრებშიც. მაგრამ ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ეს მოითხოვება ქრისტიანებისგან. მოსეს კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება, რომელიც წმინდა საკმევლის კმევასაც ითვალისწინებდა, გაუქმდა და ახ. წ. 33 წელს ახალმა შეთანხმებამ შეცვალა (კოლ. 2:14). არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ პირველი ქრისტიანები საკმეველს აკმევდნენ რელიგიური მიზნით. საეკლესიო ჭურჭლის ჩამონათვალში საცეცხლური საერთოდ არ გვხვდება პირველი ოთხი საუკუნის განმავლობაში. ისტორიულ წყაროებში მეექვსე საუკუნის მეორე ნახევრამდე კონკრეტულად არაფერია აღნიშნული ღვთისმსახურების დროს საკმეველის გამოყენებასთან დაკავშირებით.


ამ საკითხთან დაკავშირებით მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედია აღნიშნავს: „დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ [პირველი საუკუნის ქრისტიანები] საკმეველს არ აკმევდნენ. მისი გამოყენება იმ დროს წარმართობის მაჩვენებელი იყო . . 
ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ოთხი საუკუნის ისტორიულ წყაროებში ეკლესიის ნივთებს შორის საცეცხლურები არ არის მოხსენიებული. მხოლოდ გრიგოლ დიდის (VI ს. II ნახ.) დროიდან ხდება ცნობილი, რომ ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს საკმეველს აკმევდნენ. ქრისტეს მოსვლისა და წამების ბოძზე კანონისა და მისი დადგენილებების „მილურსმვის“ (კლ. 2:14), განსაკუთრებით კი ტაძრის განადგურებისა და აარონის შტოს სამღვდელოების გაუქმების შემდეგ ღვთისმსახურების დროს საკმევლის კმევა შეწყდა. ქრისტიანულ კრებას არ მიუღია არანაირი დადგენილება საკმევლის კმევის შესახებ. არც ქრისტიანები და არც ებრაელები ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად არ უკმევდნენ ღმერთს საკმეველს


რა მნიშვნელობა ჰქონდა ძველ დროში საკმევლის გამოყენებას?

 კანონის შეთანხმება მომავალ კურთხევათა ჩრდილი იყო (ებ. 10:1). საკმეველი, რომლის კმევასაც კანონი ითვალისწინებდა, როგორც ჩანს, ღვთის ერთგულ მსახურთა ლოცვებს განასახიერებს. ფსალმუნმომღერალი ამბობდა: „საკმეველივით მომზადდეს ჩემი ლოცვა შენ წინაშე [იეჰოვა]“ (ფს. 141:2). სიმბოლური მნიშვნელობის მქონე წიგნ „გამოცხადებაში“ ნათქვამია, რომ ღვთის ზეციერი ტახტის გარშემო მდგომთ საკმევლით სავსე ოქროს თასები ჰქონდათ. ეს „საკმეველი წმინდათა ლოცვებს ნიშნავს“. „[ანგელოზს] ბევრი საკმეველი მიეცა, რათა მიეტანა მსხვერპლად ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ, როცა წმინდები ლოცულობდნენ“ (გმც. 5:8; 8:3, 4). საკმეველი სათანადო სიმბოლოა ლოცვების, რომელთაც წმინდები დღედაღამ აღავლენენ და რომლებიც იეჰოვასთვის სასურველია (ებ. 5:7; 1თს. 3:10; იგ. 15:8).

თავისთავად ცხადია, რომ საკმეველი ცრუთაყვანისმცემელ ისრაელთა ლოცვებს ღვთისთვის მისაღებს ვერ გახდიდა (იგ. 28:9; მრ. 12:40). მხოლოდ მართალთა ლოცვას აქვს დიდი ძალა (იაკ. 5:16). მაგალითად, როცა ღმერთმა ისრაელების ჟლეტა დაიწყო, აარონმა მაშინვე „საკმეველი მოაყარა [საცეცხლურს] და ხალხისთვის გამოსყიდვის წესის შესრულება დაიწყო“ (რც. 16:46—48)

 ქრისტიანები დღეს პირდაპირი გაგებით არ აკმევენ საკმეველს, მაგრამ აღავლენენ ლოცვებს, რომლებშიც ზეციერი მამისადმი მადლიერებასა და პატივისცემას გამოხატავენ. ტაძარში მომსახურე მღვდლების მიერ დაკმეული საკმევლის სასიამოვნო სურნელების მსგავსად, ბიბლიის თანახმად, ‘წრფელთა ლოცვა სათნოა ღვთისთვის’ (იგავები 15:8, სსგ).

 წიგნ „გამოცხადების“ თანახმად, „საკმეველი წმინდათა ლოცვებს ნიშნავს“ (გამოცხადება 5:8; 8:3, 4). დავითმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „საკმეველივით მომზადდეს ჩემი ლოცვა შენ წინაშე“ (ფსალმუნი 141:2). ამგვარად, ქრისტიანობაში სურნელოვანი საკმეველი ნიშნავს იეჰოვასთვის მისაღებ ლოცვებსა და მისთვის ხოტბის შესხმას (1 თესალონიკელები 3:10; 1 პეტრე 2:20, 21).

No comments:

Post a Comment