წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ავად ხართ და გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებთ. ცხადია, სანდო და კვალიფიციური ექიმის ძებნას დაიწყებთ, რადგან მას თქვენი სიცოცხლე უნდა ანდოთ. ეს ასეა მაშინაც, როცა საქმე რელიგიის არჩევას ეხება. თუ უკვე ხართ რომელიმე რელიგიის წევრი, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი სულიერი ცხოვრება ამ რელიგიას მიანდეთ. ნამდვილად ღირს, კარგად გამოიკვლიოთ თქვენი რელიგია, რადგან თქვენი მომავალი ამაზეა დამოკიდებული. მაგრამ ზოგი ფიქრობს:
არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება?
უდავოდ, არის ზოგი რამ, რის არსებობაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ. თქვენ დარწმუნებული ხართ იმაში, რომ არსებობთ და რომ ყველაფერი თქვენ გარშემო რეალურია. ხეები, მთები, ღრუბლები, მზე და მთვარე — მატერიალური სამყარო — ეს ყველაფერი თქვენი წარმოსახვის ნაყოფი არ არის.
ცხადია, თქვენ ეჭვი არ შეგაქვთ ბუნების კანონების არსებობაში. მაგალითად, თუ კლდიდან გადახტებით, ძირს დაენარცხებით; თუ ჭამაზე უარს იტყვით, მოგშივდებათ; ხოლო თუ დიდი ხანი არ შეჭამთ საჭმელს,ან არ დალევთ წყალს მოკვდებით. ცხადია თქვენ არ ფიქრობთ, რომ ეს კანონები მხოლოდ ზოგიერთებზე ვრცელდება, და არა ყველაზე. ეს კანონები ყველა ადამიანს ერთნაირად ეხება და ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ისინი საყოველთაოა.
ბიბლიაში სწორედ ასეთ საყოველთაო კანონებს ვხვდებით, რომლებიც კარგისკენ მოგვიწოდებს — მაგალითად, ბიბლია ქმრებს ეუბნება, რომ უყვარდეთ ცოლები, ცოლებს კი მოუწოდებს, რომ პატივი სცენ ქმრებს; გარდა ამისა, ღვთის სიტყვა აღგვძრავს, რომ სიკეთე გავუკეთოთ ყველას (მათე 7:12; ეფესოელები 5:33). ამ მითითებების მიყოლას სასიკეთო შედეგები მოაქვს. როგორ ფიქრობთ, ამ ზნეობრივი კანონების დაცვა მხოლოდ ზოგისთვისაა სასარგებლო თუ ყველასთვის? იცავს ადამიანი ბიბლიის ზნეობრივ კანონებს თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში ის შესაბამის შედეგებს იმკის. ამ ფაქტით მტკიცდება ის, რომ ბიბლიის კანონები ყველაზე ერთნაირად ვრცელდება და სხვა ალტერნატივა არ არსებობს. .
აბსოლუტური, უნივერსალური ჭეშმარიტების უარყოფის კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ის არ შეესაბამება ჩვენს ცოდნას, საკუთარ ცნობიერებაში, გამოცდილებაში და იმაში, რასაც რეალურ სამყაროში ვხედავთ. თუ არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, მაშინ არაფერია გადამწყვეტად სწორი და არასწორი. რაც შენთვის სწორია, ჩემთვის შეიძლება არასწორი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის რელატივიზმი ზედაპირულად მომხიბვლელია, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველას ექნება საკუთარი წესები და იფიქრებს, რომ რასაც აკეთებს, ყველაფერი სწორია. ერთი ადამიანის სისწორე გარდაუვალად შეეჯახება მეორისას. რა მოხდება, თუ ჩემთვის შუქნიშნის წითელი ფერი „არასწორია" და უყურადღებოდ დავტოვებ მას? უამრავი ადამიანის სიცოცხლეს შევუქმნი საფრთხეს. ან შესაძლოა ვიფიქრო, რომ რაღაცის მოპარვა სწორია, შენ კი ფიქრობდე, რომ არასწორია. ცალსახად, ჩვენი სწორი და არასწორი სტანდარტები დაუპირისპირდება ერთმანეთს. თუ არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, სწორი და არასწორი სტანდარტები, რომელსაც ყველა მივყვებით, მაშინ ვერაფერში ვიქნებით დარწმუნებული. ადამიანები იმას გააკეთებენ რაც მოუნდებათ — მკვლელობა, გაუპატიურება, ქურდობა, ტყუილი და ა. შ., და ვერავინ იტყვის, რომ ეს არასწორია. არ იქნება ხელისუფლება, წესები და სამართალი, რადგან იმის უფლებაც არ გვექნება, რომ უმრავლესობამ გაიმარჯვოს უმცირესობაზე. აბსოლუტიზმის გარეშე სამყარო საშინელი იქნებოდა.
არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტების დამადასტურებელი? დიახ. პირველი, არსებობს ადამიანის სინდისი, რომელიც გვკარნახობს კარგსა და ცუდს. სწორედ სინდისი გვკარნახობს, რომ ცუდია ტანჯვა, შიმშილი, ძალადობა, ტკივილი და ბოროტება. ამით ვაცნობიერებთ, რომ სიყვარული, სულგრძელობა, თანადგომა და მშვიდობა არის ის დადებითი, რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ. ეს უნივერსალური ჭეშმარიტებაა, ყველა კულტურასა და დროში. ადამიანის სინდისის როლს ბიბლია აღწერს რომაელთა 2:14-16-ში. „რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ, – იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეს მიერ."
საბედნიეროდ, არსებობს შემოქმედი, რომელმაც ჭეშმარიტება გადმოგვცა თავისი სიტყვით, ბიბლიით. აბსოლუტური, უნივერსალური ჭეშმარიტების შეცნობა შესაძლებელია, მხოლოდ მასთან პირადი ურთიერთობით, რომელიც ამ ჭეშმარიტებას ამტკიცებს – ეს იესო ქრისტეა. იესო ამტკიცებდა, რომ თავად იყო ერთადერთი გზა, ერთადერთი ჭეშმარიტება და ერთადერთი სიცოცხლე, უფალთან მისასვლელად (იოანეს 14:6). აბსოლუტური ჭეშმარიტების არსებობის ფაქტს მივყავართ ჭეშმარიტებამდე – უზენაესი ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა, რომელმაც გვიჩვენა საკუთარი თავი, რათა შევძლოთ მისი პირადად გაცნობა, მისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით. ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება.
არის თუ არა შესაძლებელი რელიგიური ჭეშმარიტების პოვნა?
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესო ქრისტემ რომაელ მმართველს, პონტიუს პილატეს უთხრა: „ყველა, ვინც ჭეშმარიტების მხარეზეა, ისმენს ჩემს ხმას“. ამაზე პილატემ, როგორც ჩანს, ცინიკურად ჰკითხა იესოს: „რა არის ჭეშმარიტება?“ (იოანე 18:37, 38). იესო პირდაპირ და გაბედულად ლაპარაკობდა ჭეშმარიტებაზე. მას არასოდეს დაუყენებია ეჭვქვეშ ჭეშმარიტების არსებობა. დავფიქრდეთ, მაგალითად, იესოს სიტყვებზე, რომლებიც მან სხვადასხვა დროს უთხრა ადამიანებს.
„მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა“ (იოანე 18:37).
„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14:6).
„ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“ (იოანე 4:23, 24).
„თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:31, 32).
აუცილებელია მივეკუთვნებოდეთ რომელიმე რელიგიას?
„ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“ (ებრაელები 10:24, 25). ეს მუხლი იწყება სიტყვებით: „ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ღვთის სურვილია, ადამიანებმა მას გაერთიანებულად და ორგანიზებულად სცენ თაყვანი. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ თითოეულმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორია ღმერთი და რას მოითხოვს ის ჩვენგან? რა თქმა უნდა, არა! ბიბლიაში ნათქვამია, რომ ისინი, ვინც ღმერთს მისთვის მოსაწონი სახით სცემენ თაყვანს, ერთსა და იმავეს უნდა ლაპარაკობდნენ და გაერთიანებულნი იყვნენ გონებითა და აზრით (1 კორინთელები 1:10). აგრეთვე უნდა იყვნენ ორგანიზებული, როგორც ჯგუფი და უყვარდეთ „მთელი საძმო“ (1 პეტრე 2:17; 1 კორინთელები 11:16). სწორედ ასეთ გაერთიანებულ და ორგანიზებულ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი.
ჭეშმარიტება საყოველთაოდაა აღიარებული?
შეიძლება ბევრს აკვირვებს ის, რომ, როდესაც საქმე რელიგიას ეხება, აღიარებული ხშირად არასწორია. თვითონ იესო ქრისტე ასწავლიდა: „შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“ (მათე 7:13, 14).
ნოეს დღეებში მხოლოდ რვანი — ნოე, მისი ცოლი, სამი ვაჟი და მათი ცოლები — აცხადებდნენ ღვთიურ ჭეშმარიტებას. გამაფრთხილებელი ცნობისა და კიდობნის შენების გამო მათ დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ კიდეც. მიუხედავად ამისა, ნოესა და მის ოჯახს არ ეშინოდათ; ისინი განაგრძობდნენ ქადაგებასა და შენებას (დაბადება 6:13, 14; 7:21–24; 2 პეტრე 2:5). მსგავსად ამისა, მხოლოდ სამი კაცი ემორჩილებოდა ღვთის მითითებებს და გადაურჩა სოდომისა და გომორის განადგურებას (დაბადება 19:12–29; ლუკა 17:28–30).
რა შეიძლება ითქვას დღევანდელ დღეზე? თავად იესომ დასვა კი თხვა პოვებს კაცის ძე რწმენას დედამიწაზე მისი მოსვლისასო? (ლუკ18:8)
მხოლოდ ერთი რელიგიაა ჭეშმარიტი?
იესომ ცხადყო, რომ თაყვანისმცემლობის ზოგიერთი ფორმა ღვთისთვის არ არის მისაღები. ამ დროს მან მოიხსენია „ცრუწინასწარმეტყველები“ და ისინი შეადარა უვარგისი ნაყოფის მომცემ ხეს, რომელსაც „ჭრიან და ცეცხლში აგდებენ“. იესომ აგრეთვე თქვა: «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში» (მათე 7:15—22).
იესომ ისიც თქვა, რომ ცრუწინასწარმეტყველები გახრწნიდნენ ქრისტიანობას. ისინი, ერთი შეხედვით, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები გეგონებათ.(2ტიმ3:5,7) წმინდა წერილი ასევე გვეუბნება „ისინი ყველას წინაშე აღიარებენ, რომ იცნობენ ღმერთს, მაგრამ საქმეებით უარყოფენ მას“ (ტიტე 1:16) მრავალი რელიგიის მიმდევარი თავს ქრისტიანად მიიჩნევს. მაგრამ რთული არ არის ამ ხალხის რეალური სახის დანახვა. როგორ? ჭეშმარიტი ქრისტიანი თავისი თვისებებითა და საქმეებით ამოიცნობა. წაიკითხეთ მათეს 7:13—23.
ფაქტობრივად, ზოგიერთი მათგანის შესახებ, ვინც აცხადებდა, რომ იესოს მიმდევარი იყო, მან თქვა: „მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!“ (მათე 7:23). გარდა ამისა, როდესაც იესო თავისი დროის რელიგიური წინამძღოლების შესახებ საუბრობდა, მან გაიმეორა ის სიტყვები, რომლებიც ღმერთს განდგომილ ისრაელზე ჰქონდა ნათქვამი. იესომ თქვა: „ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან, როგორც სწავლებებს“ (მარკოზი 7:6, 7).
ბიბლია პირველ საუკუნეში არსებული ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის წევრების შესახებ ამბობს: „ვუმოწმებ მათ, რომ ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით, რადგან რაკი არ იცოდნენ ღვთის სიმართლე და საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ, არ დაემორჩილნენ ღვთის სიმართლეს“ (რომაელები 10:2, 3). დღესაც მრავალი რელიგია „ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლის, როგორც სწავლებებს“ (მარკოზი 7:7).
როგორც ვხედავთ, იესო ქრისტე არ ასწავლიდა, რომ ყველა რელიგია გადარჩენისკენ მიმავალი სხვადასხვა გზაა. მთაზე წარმოთქმული ცნობილი ქადაგების დროს იესომ თქვა: „შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“ (მათე 7:13, 14). რამდენადაც ადამიანთა უმრავლესობა არასწორად სცემს თაყვანს ღმერთს, დაღუპვის გზაზე იმყოფებიან. მხოლოდ მცირედნი იმყოფებიან სიცოცხლის გზაზე.
აქვე ისმის კითხვა ნიშნავს ეს იმას, რომ მხოლოდ ერთი რელიგია ასწავლის ჭეშმარიტებას? თუ ღმერთი ზოგ რელიგიას იწონებს, ზოგს კი უარყოფს? ან ისე ხომ არ ხდება, რომ ღმერთი იწონებს ან უარყოფს ცალკეული ადამიანების თაყვანისმცემლობას, იმისდა მიუხედავად, თუ რომელ რელიგიას მიეკუთვნებიან ისინი?
პავლე მოციქულმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით შეგაგონებთ, რომ ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობდეთ და არ იყოს განხეთქილება თქვენ შორის, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებითა და აზრით“ (1 კორინთელები 1:10). აგრეთვე ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ ‘ჰქონდეთ ერთი აზრი, ერთნაირი სიყვარული, იყვნენ ერთსულოვანნი და ერთი აზრისანი’ (ფილიპელები 2:2).
მაშასადამე, სადაც ასეთი ერთიანობაა, იქ რელიგიაც ერთი უნდა იყოს. ბიბლიაც სწორედ იმას ამბობს, რომ „ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლობა“ (ეფესოელები 4:4, 5).
შეიძლება თუ არა 1+1=3? ჩემი გამომთვლელი გამუდმებით მიჩვენებს იმას, რომ 1+1=2, მაგრამ ნუთუ ჩემი გამომთვლელი იმიტომ არის შეზღუდული, რომ ეზიზღება ციფრი 2? რათქმაუნდა არა, ის შეზღუდულია იმიტომ, რომ ჭეშმარიტება ბუნებით ვიწროა, აი, სიცრუე კი − პირიქით. მე თუ დავსვამ კითხვას: რამდენი იქნება1+1? მრავალი პასუხი შეიძლება მივიღო, მაგრამ მხოლოდ ერთი პასუხი იქნება სწორი. როგორც ეს მათეს7:14 ში წერია
არსებობს უთვალავი არასწორი გზა და ყოველი ადამიანი გზაზე დადის. აი, ამიტომ არის დაღუპვის გზა ფართო. არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა. ის ვიწროა, რადგან უნიკალურია. მსგავსადვე ერთია ჭეშმარიტი რელიგია რომელსაც ღმერთი იწონებს და რომელიც მიდის ღმერთამდე
ჩვენ ზემოთ ვახსენეთ რომ ღმერთი არ იწონებდა ისრაელის გარშემო მცხოვრები ერების თაყვაისმცემლობას მაგრამ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სხვა ერებს განეკუთვნებოდნენ, მაგრამ სურდათ, რომ ჭეშმარიტი ღვთისთვის ეცათ თაყვანი? მათ ჯერ ცრუ თაყვანისმცემლობა უნდა მიეტოვებინათ და შემდეგ ისრაელს უნდა შეერთებოდნენ იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემლობაში. მრავალმა მათგანმა დაიმსახურა ღვთის მოწონება და მისი ერთგული მსახური გახდა. მათ შორის იყვნენ ქანაანელი რახაბი, მოაბელი რუთი, ხეთელი ურია, ეთიოპი ებედ-მელექი და გაბაონელების მთელი ერი. ისრაელის მეფე სოლომონი მთელი გულით ლოცულობდა მათთვის, ვინც ზემოხსენებული ადამიანების მსგავსად ღვთის ხალხს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში შეუერთდა (2 მატიანე 6:32, 33).
ზემოთ განხილულიდან გამომდინარე ცალსახაა რომ ღმერთი დღეს მხოლოდ ერთ რელიგიას იწონებს,
განვიხილოთ 8 ნიშანი, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია გავიგოთ, თუ ვინ სცემს ღმერთს თაყვანს მისთვის მისაღები სახით.
სანამ ნიშნებზე ვისაუბრებდეთ უნდა აღვნიშონთ ერთი რამ, იმისათვის რომ გაარჩიო სწორი თაყვანისმცემლობა, რომელსაც იეჰოვა იწონებს, არასწორისგან საჭირო არაა, რომ შეისწავლო და ერთმანეთს შეადარო ყველა რელიგიის სწავლებები. საკმარისია გაიგო, თუ რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში ჭეშმარიტი რელიგიის შესახებ. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ბევრ ქვეყანაში არსებობს ყალბი ფულის პრობლემა. როგორ მოიქცეოდი, შენი მოვალეობა ყალბი ფულის ამოცნობა რომ ყოფილიყო? დაიწყებდი შენი მოვალეობის შესრულებას ყველა სახის ყალბი კუპიურის შესწავლით? არა. უმჯობესი იქნებოდა, რომ დრო ნამდვილი ფულის შესწავლისთვის დაგეთმო. როცა იცი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ფული, ყალბის ამოცნობასაც შეძლებ. მსგავსად ამისა, როცა ვიცით, თუ როგორ უნდა ვიპოვოთ ჭეშმარიტი რელიგია, იმის განსაზღვრასაც შევძლებთ, თუ რომელი რელიგიებია არასწორი.დედამიწაზე ყოფნისას იესომ შეკრიბა თავისი ერთგული მიმდევრები და მათ ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრება ასწავლა. დღესაც არსებობენ იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები, კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, იცხოვრონ ქრისტიანული ნორმების თანახმად.
ამრიგად თაყვანისმცემლები შეგვიძლია ვიცნოთ იმით, თუ რა სწამთ მათ და როგორ იქცევიან. მართალია, ისინი არასრულყოფილები არიან და შეცდომებსაც უშვებენ, მაგრამ, როგორც ჯგუფი, ღვთის ნების შესრულებას ცდილობენ. ახლა კი განვიხილოთ 8 ნიშანი:
1. ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები ბიბლიას ღვთის სიტყვად უნდა მიიჩნევდნენ. და მასზე აფუძნებდნენ სწავლებებს მათი ამოსავალი წერტილი ბიბლიაა. წაიკითხეთ (იოან17:17)- ანუ, ჭეშმარიტება - ეს არის ღმერთის სიტყვა. ყველაფერში ეყრდნობა ბიბლიას. ასევე ვნახოთ (1კრ4:6)(1თეს2:13)
იესოს მაგალითი. იესომ თქვა: „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, იგი შეიტყობს ამ მოძღვრებას, ღვთისგანაა იგი თუ ჩემით ვლაპარაკობ“. შემდეგ კი ისიც თქვა: „ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს“ (იოანე 7:16, 17; 8:47). ცხადია, ისინი, ვისაც ღმერთი უჭერს მხარს, უნდა ასწავლიდნენ მხოლოდ იმას, რასაც ღმერთი თავის სიტყვაში უმხელს მათ და უარყოფდნენ მოძღვრებას, რომელიც ადამიანურ სიბრძნესა და ტრადიციებზეა დაფუძნებული (ესაია 29:13; მათე 15:3—9; კოლასელთა 2:8).
ბიბლიისადმი პატივისცემას იესო იმითაც ავლენდა, რომ ცხოვრობდა მის სწავლებებთან შეთანხმებულად. ის არასოდეს შეურაცხყოფდა ბიბლიის ავტორიტეტს.
ჭეშმარიტი რელიგის მიმდევრები ცდილობენ ბიბლიური პრინციპების თანახმად იცხოვრონ. სწორედ ამით განსხვავდება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა სხვა რელიგიებისგან, რომლებიც ადამიანთა სწავლებებზეა დაფუძნებული (მათე 15:7—9). (მაგალითად სად წერია ბიბლიაში რომ იესო 25 დეკემბერს დაიბადა?,რომ ღმერთი სამებაა? სად არის ნათქვამი რომ სული უკვდავია? ან ის რომ ღმერთი თავის ქმნილებას მარადიულად აწამებს ჩაუქრობელ ცეცხლში მიუხედავად თავიანთი ცოდვების სიმძიმისა? და ასე შემდეგ)
კითხეთ თავს რომელი რელიგიის მიმდევრები აფუძნებენ მთლიად ბიბლიაზე მათ სწავლებებს? .
2. ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები (ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად) უნდა იყვნენ მთელ დედამიწაზე ყველა ერში და აერთიანებდეთ ერთი სწავლება და ერთი ღმერთი (საქ1:8)(კოლ1:23)(1კრ1:10)
8 მილიონზე მეტი მოწმე 240 ქვეყანაში მოღვაწეობს და 1000 ზე მეტ ენაზე ავრცელებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას რასაც მსოფლიოში ანალოგიი არა აქვს
იცით სხვა რელიგია რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოღვაწეობს იესოს წინასწარმეტყველების თანახმად?
3. ჭეშმარიტი რელიგია ხალხს ღვთის გაცნობაში უნდა ეხმარებოდეს იყენებდეს განადიდებსდეს და ამცნობდეს ღვთის სახელს, ყველას.
იესოს მაგალითი. იესომ თქვა: „იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“ (მათე 4:10). ამიტომ ღვთის მსახურები იეჰოვას გარდა არავის და არაფერს სცემენ თაყვანს. ღვთის თაყვანისცემა იმასაც მოიცავს, რომ მათ ხალხს ასწავლონ, თუ რა ჰქვია ღმერთს და რა თვისებები აქვს მას
(ესაია 12:4, 5).(ფს83:18)
ღმერთის ჭეშმარიტი მსახურები მოქმედებენ იესოს ლოცვასთან შეთანხმებულად, რომელიც ნიმუშად მისცა მან თავის მოწაფეებს. პირველი, რაც იესომ ლოცვაში მოიხსენია იყო შემდეგი
„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“ (მათე 6:9)
სხვა დროს მან თქვა: „შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებიდან“ (იოან. 17:6).
დიახ, იესო ამცნობდა სხვებს ღმერთის სახელს, იეჰოვას. ის არ უშვებდა შესაძლებლობას, გამოეყენებინა ეს სახელი. იესომ იცოდა, რომ მამის განზრახვაა, განადიდოს თავისი სახელი მთელ დედამიწაზე. ამიტომ, მან მაგალითი მოგვცა იმით, რომ განადიდებდა და წმინდად იცავდა ღმერთის სახელს (იოანე 12:28; ესაია 12:4, 5).
. იესომ იცოდა, რომ მამის განზრახვაა, განადიდოს თავისი სახელი მთელ დედამიწაზე. ამიტომ, მან მაგალითი მოგვცა იმით, რომ განადიდებდა და წმინდად იცავდა ღმერთის სახელს (იოანე 12:28; ესაია 12:4, 5).
ბიბლიაში ნაჩვენებია, რომ თვით ქრისტიანთა კრების არსებობაც კი ღმერთის სახელთანაა დაკავშირებული. მოციქულმა პეტრემ ახსნა, თუ „როგორ მოხედა ღმერთმა პირველად წარმართებს, რომ წარმართთაგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისათვის“ (საქმეები 15:14). ამიტომ, ღმერთის ჭეშმარიტმა ხალხმა წმინდად უნდა დაიცვას და ამცნოს მისი სახელი მთელ დედამიწაზე. სინამდვილეში, ამ სახელის ცოდნა აუცილებელია ჩვენი გადარჩენისთვის, რადგან ბიბლია ამბობს: „ყოველი, ვინც უფლის [იეჰოვას, აქ] სახელს მოუხმობს, გადარჩება“ (რომაელთა 10:13, 14).
. ასე რომ, იუდეველები იქნებოდნენ თუ არაიუდეველები, ქრისტიანებს უნდა ემსახურათ როგორც ‘ხალხს ღვთის სახელისათვის’ (საქმეები 15:14). ღმერთი აშკარად დიდი სიამოვნებით უჭერს მხარს მათ, ვისაც ეამაყება, იყოს ‘ხალხი მისი სახელისათვის’.
წინასწარმეყველებისა და იესოს მაგალითის მიყოლით. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ღვთის სახელს აუწყებენ და მისი განზრახვისა და თვისებების შესახებ ასწავლიან
პირველი ქრისტიანები: პეტრე მოციქულმა იერუსალიმში უფროს მამაკაცებს უთხრა, რომ ღმერთმა ყველა ერიდან გამოყო „ხალხი თავისი სახელისთვის“ (საქმეები 15:14). მოციქულები და ღვთის სხვა მსახურები ქადაგებდნენ, რომ „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობდა, გადარჩებოდა“ (საქმეები 2:21; რომაელები 10:13). მათ აგრეთვე გამოიყენეს ღვთის სახელი თავიანთ წერილებში. „თოსეფთაში“, ზეპირი კანონების წერილობით კრებულში, რომლის შედგენაც დაახლოებით ახ. წ. 300 წელს დასრულდა, ქრისტიანული ხელნაწერების შესახებ, რომლებიც შეიძლებოდა შაბათ დღეს ცეცხლს გაენადგურებინა, ნათქვამია: «მახარებელთა წიგნები, აგრეთვე „მინიმის“ [ვარაუდობენ, რომ ებრაელ ქრისტიანთა] წიგნები ცეცხლისგან არ უნდა გადაერჩინათ. ისინი შეიძლებოდა ისევე დამწვარიყო, როგორც ეწყო . . . ეს ხელნაწერები და, თავისთავად ცხადია, ის ადგილები, სადაც ღვთის სახელი ეწერა, დაიწვებოდა».
ვინ მიყვება დღეს მათ კვალს? რომელი რელიგიის მიმდევრები მიმართავს დღეს ღმერთს სახელით და აუწყებს ღვთის პირად სახელს თქვენს ქვეყანაში? იოანეს 17:26
ჩვეულებრივ, ეკლესიები ერიდებიან ღმერთის სახელის, იეჰოვას, გამოყენებას, ზოგიერთებმა კი საერთოდ ამოიღეს იგი ბიბლიის თავიანთი თარგმანებიდან. რომელ ორგანიზაციას მიგაკუთვნებდნენ, თუ მეზობლებთან საუბრისას ხშირად გამოიყენებდი ღმერთის სახელს? არის მხოლოდ ერთი ხალხი, რომელიც ამ მხრივ ნამდვილად მისდევს იესოს მაგალითს. მათი ცხოვრების უმთავრესი მიზანია, ემსახურონ ღმერთს და დაამოწმონ მისი სახელის შესახებ ისე, როგორც ამას აკეთებდა იესო. ამიტომაც მიიღეს მათ ბიბლიური სახელი „იეჰოვას მოწმეები“ (ესაია 43:10–12).
გასწავლით თქვენი რელიგია, რომ იეჰოვას უნდა სცეთ თაყვანი? იცით მისი განზრახვები და თვისებები? გაქვთ მასთან ახლო ურთიერთობა?
4. ჭეშმარიტი რელიგია განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს იესო ქრისტეზე, როგორც ღვთისგან მოვლენილ კაცობრიობის მხსნელზე ამრიგად მათ უნდა სწამდეთ, რომ ხსნა იესო ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი. (იან14:1)(საქმეები 4:10, 12). ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები ემორჩილებიან იესოს მითითებებს და ყველანაირად ცდილობენ, მიჰყვნენ მის ნაკვალევს (იოანე 13:15; 15:14
ეს არ ნიშნავს მხოლოდ გწამდეს, რომ ის ცხოვრობდა ან გამოჩენილი პიროვნება იყო. ეს შეიცავს მადლიერებას იმისთვის, რასაც გვასწავლის ბიბლია იესოს სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვის ფასეულობასთან და დღეს მისი მდგომარეობის, როგორც ზეციერი მეფის, აღიარებასთან დაკავშირებით (ფსალმუნი 2:6–8; იოანე 3:16; გამოცხადება 12:10)
თუ უერთდები მათ, ვინც ცხოვრებაში ჭეშმარიტ რელიგიას მისდევს, მაშინ იცი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი კეთილსინდისიერად ცდილობენ დაემორჩილონ იესოს, მიბაძონ მის მაგალითს და პირადად მიიღონ გულმოდგინე მონაწილეობა საქმიანობაში, რომელიც მან თავის მოწაფეებს დაავალა (მათე 28:19, 20; იოანე 15:14; 1 პეტრე 2:21). თუ შენი თანამორწმუნეები არ აკეთებენ ამას, მაშინ ჭეშმარიტება სხვაგან უნდა ეძებო.
ვისაც ნამდვილად სწამს ქრისტე, დაემორჩილება მის მითითებას მიბაძავს მას და გულმოდგინედ მიიღებს მონაწილეობას საქმეში, რომლის შესრულებაც მან თავის მიმდევრებს დაავალა. ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები ასეთ რწმენას საქმეებით ამტკიცებენ (იაკ. 2:26).
ვინაიდან . ბიბლიაში ნათქვამია: „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს“ (იოანე 3:36).
ვინ აღიარებს დღეს იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის ძალას და იესოს როგორც ღვთის სამეფოს მეფეს?
5. ჭეშმარიტი რელიგია უნდა ქადაგებდეს ყველასთან რომ ადამიანებს მხოლოდ ღვთის სამეფოზე შეუძლიათ იმედის დამყარება. (მათე 10:7; 24:14).
ღმერთმა იესო დედამიწაზე იმისთვის გამოგზავნა, რომ ღვთის სამეფოს შესახებ ექადაგა. ღვთის სამეფო არის კაცობრიობის ერთადერთი იმედი. იესო სიკვდილის ბოლო წუთამდე ამ სამეფოს შესახებ საუბრობდა (ლუკა 4:43; 8:1; 23:42, 43).
იესომ ლოცვის ნიმუშში ასევე ხაზი გაუსვა ღმერთის სამეფოს მნიშვნელობას. ის ასწავლიდა ადამიანებს ელოცათ: „მოვიდეს სამეფო, შენი“ (მათე 6:10)
იესოს მაგალითი
რთ-ერთი სახარების დამწერმა ლუკამ გვაცნობა, რომ იესო „დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკა 8:1). იესომ საკუთარ თავზე თქვა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკა 4:43). მან თავისი მოწაფეები გააგზავნა, რომ ექადაგათ სასიხარულო ცნობა ქალაქებსა და სოფლებში, და უთხრა: „იქნებით ჩემიმოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8; ლუკა 10:1).
ღმერთის სამეფო იყო მათი ქადაგებისა და მოძღვრების თემა.
პირველი ქრისტიანები: მოწაფეებმა უმალვე დაიწყეს იესოს დავალების შესრულება. „ტაძარში და კარდაკარ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (საქმეები 5:42). ქადაგებდა განურჩევლად ყველა, კრების თითოეული წევრი. ქრისტიანების ერთ-ერთი პირველი მტერი, მწერალი ცელსუსიც კი წერდა: „მატყლის მბერტყავები, მეწაღეები, მეტყავეები, ყველაზე გაუნათლებელი და მდაბიო ხალხი სახარების გულმოდგინე მქადაგებლები იყვნენ“. ჟან ბერნარდი თავის წიგნში აღნიშნავს: „[ქრისტიანები] ვალდებულნი იყვნენ, ყველგან და ყველასთვის ექადაგათ — იქნებოდა ეს მთავარ გზაზე, ქალაქის ქუჩებში, მოედნებსა თუ სახლებში, იმის მიუხედავად, მსმენელები გამოეხმაურებოდნენ თუ არა . . . მათ მთელი დედამიწა უნდა შემოევლოთ“ (The Early Centuries
დღეს ვის მიაქვს ხალხთან მსოფლოს მაშტაბით ცნობა, რომელიც მოიტანა ქრისტემ, კერძოდ, ცნობა ღვთის სამეფოსა და სასწაულ ცვლილებებზე? ადამიანისთვის, ვისაც წინასწარაკვიატება არ სჭირს, ეს რიტორიკული კითხვაა.
არასოდეს, ისტორიის განმავლობაში, ღვთის სამეფოს შესახებ არ ქადაგებულა ამ მაშტაბით და არასოდეს მიუღწევია მსოფლიოში იმდენი ადამიანის ყურამდე, როგორც ჩვენ დროში. თუმცა წარსულში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ სამეფოს ჭეშმარიტების შესახებ, მაგრამ მათ ამ ცნობის მიტანა მხოლოდ ადამიანთა შეზღუდულ რაოდენობამდე შეეძლოთ. მაგრამ მეოცე საუკუნეში ეს სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. მოხდა ხალხში, ღვთის შესახებ ინფორმირებულობის უცაბედი ზრდა, ერთდროულად, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. არაფერი მზგავსი არ ყოფილა ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეშიც კი. ეს პრაქტიკულად სასწაულია.
იეჰოვას მოწმეების ქადაგება ოთხი საკვირველი ფაქტორით ხასიათდება:
•მოცულობა: ისინი წარმოადგენენ ერთადერთ ქრისტიანულ ჯგუფს, რომელიც აქტიურად ქადაგებს ღვთის სამეფოს შესახებ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში (ზოგიერთი ტოტალიტარული რეჟიმის გარდა, სადაც ასეთი საქმიანობა აკრძალულია). ჯამში 240ქვეყანა
•მაშტაბი: ისინი გამოსცემენ ბიბლიას და ბიბლიური ლიტერატურის რეკორდულ ტირაჟებს, ენათა რეკორდულ რაოდენობაზე. 800 ზე მეტ ენაზე
•სისწრაფე: ისინი რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში იქცნენ მრავალ მილიონიან საძმოდ.
•დრო: ყველაფერი ეს როდესღაც კი არ მოხდა, არამედ მოხდა დროის იმ კონკრეტულ პერიოდში, რომელზეც სრულდება სხვა წინასწარმეტყველებებიც, ბოლო დღეებთან დაკავშირებით და რომელიც მრავალ ქრისტიანულ ჯგუფსაც ბოლო დღეებად მიაჩნია (თუმცა თვითონ არ ქადაგებენ სამეფოს შესახებ).
ჩვენ მის შესრულებამდე ან მისი შესრულების მერე კი არა, პირდაპირ მისი შესრულებისას ვცხოვრობთ. ეს ძალიან იშვიათი დრო და იშვიათი პრივილეგიაა.
გავიხსენოთ იესომ თქვა, რომ მისი მიმდევრებიც ამავე საქმეს გააგრძელებდნენ. თუ ვინმე მოდის თქვენთან და ღვთის სამეფოზე გესაუბრებათ, როგორ ფიქრობთ, რომელი რელიგიის მიმდევარია? წაიკითხეთ მათეს 24:14. (ლუკას10:1,2) რომელი რელიგია ქადაგებს,მთელს მსოფლიოში რომ კაცობრიობის პრობლემებს მხოლოდ ღვთის სამეფო გადაჭრის და არა ადამიანთა მიერ შექმნილი რომელიმე ხელისუფლება?შეეკითხე საკუთარ თავს: „რომელ ორგანიზაციას მივაკუთვნებდი იმ პიროვნებას, რომელიც მოვიდოდა კართან და მეტყოდა, რომ ღმერთის სამეფო არის კაცობრიობის ჭეშმარიტი იმედი?“ იეჰოვას მოწმეების გარდა, თუ უსაუბრია შენთან რომელიმე რელიგიის წარმომადგენელს ღმერთის სამეფოს შესახებ? გეხმარებათ თქვენი რელიგია იმაში რომ შეძლოთ ამ საქმის შესრულება და იქადაგოთ კარდაკარ დასაზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რისკენაც იესომ მოუწოდა მოციქულებს? (მათ10:7,11-13)(საქ5:42;20:20)
დიახ სხვები არ დააკაკუნებენ თქვენს კარებზე, მათ არ სურთ ხალხის "მოსაბეზრებელი" ქადაგებით შეწუხება. და სწორიცაა, აბა რისი მოყოლა შეუძლიათ მათ ხალხისათვის? ღმერთზე "სამი ერთში", რომელსაც თვითონაც ვერაფერს უგებენ? თუ გაუგებარ უკვდავ სუბსტანციაზე, რომელიც არავის უნახია არც რეალურად და არც ბიბლიაში? ან, იქნებ, ციურ სამოთხეზე, რომელშიც სიკვდილის შემდეგ უნდათ მოხვედრა, მაგრამ ამავდროულად ის ვერ გაუგიათ, მაშინ მიწიერი აღდგომა რაღა საჭირო იქნება? ან იქნებ ცეცხლოვან ჯოჯოხეთზე, სადაც ეშმაკები "მოსიყვარულე" ღმერთის დავალებით მარადიულად აწამებენ ადამიანებს დედამიწის შუაგულში? ან იქნებ იმაზე, რომ ისინი არიან - ის "რჩეულები", რომლებიც ხანდახან, დღესასწაულებზე, სასწაულებს ახდენენ და არაადამიანურ ენებზე საუბრობენ, რომელიც თავადაც კი არ ესმით?ძნელია იმის შესახებ მოყოლა, რაც არც ბუნებაში არსებობს და არც ბიბლიაში.
მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავ, რომ ორგანიზაცია მთელ თავის ძალებს კაცობრიობამდე ბიბლიური ცნობის მიტანისაკენ მიმართავს. და ამას ისე აკეთებს, როგორც სხვა არავინ. მხოლოდ ზოგიერთი ფაქტი...
1. მსოფლიოში სასიხარულო ცნობის რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ხალხამდე მისატანად, იეჰოვას მოწმეებმა თავის დროზე შექმნეს ფოტოაკრეფის მრავალენოვანი ელექტრონული სისტემა (MEPS), რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ერთდროულად ასობით ენაზე ბეჭდვა.
2.იეჰოვას მოწმეებმა შექმნეს რამოდენიმე ანბანი და დამწერლობა რამოდენიმე მილიონი ადამიანისათვის სხვადასხვა ერებიდან.
3. იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის წყალობით, მრავალ ქვეყანაში გაჩნდა ბიბლია, რომელიც მანამდე მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო.
4. ბიბლიური ჟურნალები "საგუშაგო კოშკი" და"გამოიღვიძეთ!" ყველაზე გავრცელებადი და მაღალტირაჟიანი პერიოდული ჟურნალებია მსოფლიოში
ჟურნალი "საგუშაგო კოშკი" გამოიცემა ტირაჟით 95 000 000 ეგზემპლარი 380 ენაზე.
ჟურნალი "გამოიღვიძეთ!" გამოიცემა ტირაჟით 95 000 000 ეგზემპლარი 220 ენაზე.
5. ქვეყნები და ტერიტორიები სადაც იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ: 240
6.ენების რაოდენობა, რომელზეც ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა გამოიცემა: 800
7.მსახურთა რიცხვი, რომლებიც ბიბლიას ასწავლიან (მქადაგებლები): 8 500 000
8. იეჰოვას მოწმეების შეხვედრებსა და კონგრესებზე დამსწრეთა რიცხვი: 20 მილიონზე მეტი
9.ბიბლიის ეგზემპლარების რაოდენობა, რომლებიც იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს 160 ენაზე: 200 000 000-ზე მეტი (60 მილიონი მხოლოდ 5 წლის განმავლობაში).
10. ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურის ეგზემპლარების რაოდენობა, რომელიც იეჰოვას მოწმეების მიერ მხოლოდ ბოლო 10 წლის მანძილზე იქნა გამოცემული: 20 000 000 000.
11.ბიბლიური ონლაინ-ბიბლიოთეკა გამოიცემა 700 ენაზე.
12. ენების რაოდენობა, რომელზეც ხელმისაწვდომის საიტი - 1000 ზე მეტი
13.სმენის პრობლემების მქონეთათვის გამოიცემა ვიდეომასალა თითქმის 70 ჟესტურ ენაზე.
14.იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ყოველწლიურად შედის 1 000 000 მომხმარებელი (600-ზე მეტი მომხმარებელი წუთში).
15. იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ყოველდღიურად შედის 100 ზე მეტი თხოვნა ბიბლიის შესწავლის შესახებ.
6 . ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები არ უნდა იყვნენ ამ ბოროტი ქვეყნიერების ნაწილი და მისგან ცალკე იდგნენ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ და არ ერეოდნენ პოლიტიკაში (იოანე 17:16; 18:36)
იესოს მაგალითი. როცა დაინახეს, რომ იესო სასწაულებს ახდენდა, ზოგიერთმა მისი გამეფება მოინდომა. რა რეაქცია ჰქონდა ამაზე იესოს? „იესომ გაიგო, რომ აპირებენ მოსვლას და მის მოტაცებას, რათა გაამეფონ იგი, და ხელახლა განმარტოვდა მთაზე“ (იოანე 6:15, სსგ).
მას შემდეგ, რაც იესო დააპატიმრეს და პოლიტიკურ აგიტაციაში დასდეს ბრალი, მან თქვა: „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა. ჩემი სამეფო რომ ამ წუთისოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი სამეფო არ არის სააქაო“ (იოანე 18:36, ბსგ).
იესო მოწაფეებისთვის ლოცულობდა: „მე მათ მივეცი შენი სიტყვა და წუთისოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან წუთისოფლისანი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა“ (იოანე 17:14, ბსგ).
იესო ქრისტემ უარყო, გამხდარიყო პოლიტიკური მმართველი (იოანე 6:15). თუ გაიხსენებ ბიბლიის სიტყვებს, რომ სატანა ეშმაკი არის წუთისოფლის მთავარი მიხვდები, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ განცალკევებულად იდგე წუთისოფლისგან (იოანე 12:31; 2 კორინთელთა 4:4). თუ რამდენად სერიოზულია ეს, გამომდინარეობს ბიბლიის შემდგომი გამოთქმიდან: „ვისაც წუთისოფლის მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (იაკობი 4:4).
როგორც იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები, ისინი ყოველმხრივ ცდილობენ, არ იყვნენ ქვეყნიერების ნაწილი; ისინი გულწრფელ სიყვარულს ავლენენ მოყვასისადმი, მაგრამ არ ერევიან პოლიტიკაში და არ მონაწილეობენ ომებში; ისინი ზრუნავენ ოჯახის წევრების მატერიალურ მოთხოვნილებებზე, თუმცა არ ბაძავენ ქვეყნიერებას და არ ისწრაფვიან ქონების დაგროვებისკენ, დიდებისა და ზღვარგადასული სიამოვნებისკენ.
. მიუხედავად ამისა, ისინი ბიბლიაში მოცემული მითითების თანახმად, პატივს სცემენ და ემორჩილებიან იმ ქვეყნის მმართველებს, სადაც ცხოვრობენ: „კეისრისა კეისარს [ხელისუფლების წარმომადგენელი] მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მარკოზი 12:17; რომაელები 13:1, 2).
გარდა ამისა, ისინი შორს დგანან ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი მავნე და არასწორი საქმეებისა და აზროვნებისგან. იაკობის 4:4. იესომ თქვა, რომ მისი ჭეშმარიტი მიმდევრები არ იქნებოდნენ „ქვეყნიერების ნაწილი“ (იოან. 15:19). ღმერთს მის მოსაწონად რომ ვცეთ თაყვანი, „უმანკოდ [უნდა] დავიცვათ თავი ქვეყნიერებისგან იაკობის 1:27-შეიძლება ამის თქმა იმ რელიგიებზე რომელთა სამღვდელოება და მრევლი ერევა პოლიტიკაში და უარს არ ამბობს მატერიალისტურ თუ ხორციელ მისწრაფებებზე?(1 იოან2:15-17)
იეჰოვას მოწმეების რელიგია ეროვნული რელიგია არ არის ის ზეეროვნული საერთაშორისო ოჯახია რომელიც ამსხვრევს ეროვნულ ბარიერებს
ნეიტრალიტეტის დაცვის ნაცვლად, ეკლესიის წინამძღოლებმა, როგორც ირლანდიელი მწერალი ჰიუბერტ ბატლერი აღნიშნავს, „საომარი და პოლიტიკური იდეოლოგია“ შემოიღეს. ის წერს: „ქრისტიანობა, რომელიც პოლიტიკაში ერევა, სახელმწიფოს თითქმის ყოველთვის უწყობს ხელს სამხედრო საკითხებში. და, როდესაც სახელმწიფო მოღვაწეები და რელიგიური წინამძღოლები შეთანხმებამდე მიდიან, ეკლესია ქვეყნის სამხედრო ძალებს აკურთხებს“.
‘გიყვარდეთ ერთმანეთი’
ომის დროს ნეიტრალური პოზიციის დაკავება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ამოსაცნობი ნიშანია. იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35). მილიონობით ადამიანი ბედნიერია, რომ იმ ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის არიან, რომლებიც ასეთ სიყვარულს ავლენენ და დაცინვის, დაპატიმრებისა თუ სიკვდილით დასჯის მუქარის მიუხედავად იარაღს არ იღებენ და ომში არ მონაწილეობენ.
ევროპაში ნაცისტური რეჟიმის დროს ქრისტიანული ნეიტრალიტეტის შენარჩუნების გამო დაახლოებით 10 000 იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს. მათგან დაახლოებით 3 000 საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. ამავე პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 300-ზე მეტი მოწმე დააპატიმრეს იმის გამო, რომ ომში მონაწილეობაზე უარი თქვეს. არც გერმანელმა და არც ამერიკელმა მოწმეებმა არ აიღეს იარაღი და ერთმანეთისა თუ სხვების წინააღმდეგ არ აღმართეს ხელი. თუ იბრძოლებდნენ, როგორ დაამტკიცებდნენ, რომ უყვარდათ ერთმანეთი და მოყვასი?
დღეს ბევრი ფიქრობს, რომ საკუთარი თავის დასაცავად საომარ მოქმედებებში ჩაბმა აუცილებელია. დაფიქრდით: პირველი საუკუნის ქრისტიანებს სასტიკად დევნიდნენ, ისინი კი თავიანთ მდევნელებს სამაგიეროს არ უხდიდნენ. მიუხედავად ამისა, ქრისტიანთა უმრავლესობა გადარჩა. რომის ძლევამოსილმა იმპერიამ ვერ შეძლო ქრისტიანობის აღმოფხვრა. ჭეშმარიტ ქრისტიანთა რიცხვი დღესაც იზრდება და ისინი კვლავაც ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს. ქრისტიანები სამაგიეროს არავის უხდიან, არამედ ღმერთზე არიან მინდობილნი და მისი მხარდაჭერის იმედი აქვთ. ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში ნათქვამია: «ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას, რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (რომაელები 12:19).
კითხვა: ჰბაძავენ ამ რელიგიის მიმდევრები იესოს და ერიდებიან პოლიტიკაში ჩარევას მაშინაც კი, თუ ზოგი პოლიტიკოსი მტრულად განეწყობა მათ მიმართ?
7. ჭეშმარიტი რელიგია უანგარო სიყვარულს უნდა ასწავლიდეს (იოანე 13:35). ▪ ნამდვილ ქრისტიანებს განსაკუთრებულად უნდაუყვართ ერთმანეთი(იოანე 13:35).
იესოს მაგალითი. ქრისტემ უთხრა თავის მიმდევრებს, რომ ისე ყვარებოდათ ერთმანეთი, როგორც მან შეიყვარა ისინი. როგორ უყვარდა იესოს ისინი? მას განურჩევლად უყვარდა ყველა, კაცი თუ ქალი, მათი წარმოშობის მიუხედავად, რაც უჩვეულო იყო იმ დროისთვის (იოანე 4:7—10). ქრისტეს სიყვარული აღძრავდა, არ დაეშურებინა დრო და ძალ-ღონე, სხვებს რომ დახმარებოდა და საკუთარ კეთილდღეობაზე წინ სხვების კეთილდღეობა დაეყენებინა (მარკოზი 6:30—34). ბოლოს ქრისტემ ყველაზე დიდებული სახით გამოავლინა სიყვარული. „მე კარგი მწყემსი ვარ, — თქვა მან. — კარგი მწყემსი თავის სულს სწირავს ცხვრისთვის“ (იოანე 10:11).
ამგვარად ჭეშმარიტი რელიგია მოუწოდებს ხალხს, პატივი სცენდა შეიყვარონ ყველანაირი წარმომავლობის, კულტურის, ეთნიკური ჯგუფისა თუ რასისადამიანი (საქმეები 10:34, 35). ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, რომელთაც სიყვარული ამოძრავებთ, არ მონაწილეობენ ომებში (მიქა 4:3; 1 იოანე 3:11, 12).
ამიტომ წარმოუდგენელია, ქრისტეს მოწაფეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ იომონ.
ღვთის სიტყვიდან ისინი სწავლობენ, რომ ყველა ეროვნების ადამიანს სცენ პატივი. ცრუ რელიგია ხშირად აქტიურად უჭერს მხარს ერებს შორის გაჩაღებულ ომებს; ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები კი არ ერევიან ომებში (მიქა 4:1—3). ნამდვილი ქრისტიანები უანგაროდ იყენებენ თავიანთ დროსა და სახსრებს სხვების დასახმარებლად თუ გასამხნევებლად. წაიკითხეთ 1 იოანეს 4:20.
ასეთი სიყვარული აერთიანებს ნებისმიერი რასის, სოციალური ფენისა თუ ეროვნების ადამიანებს. ეს სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ მათ ყველასგან გამოარჩევს. ჭეშმარიტ ქრისტიანებს უყვართ სხვა ქვეყნებში მცხოვრები თანაქრისტიანები და არ იღებენ იარაღს ხელში თანაქრისტიანების ან თუნდაც სხვების დასახოცად იმის მიუხედავად ამის გამო მათ უცნაურებად შერაცხავენ დამცირებენ თუ დააპატიმრებენ ასე იქცეოდნენ პირველი ქრისტიანებიც.
იესომ მოუწოდა თავის მოწაფეებს: „თქვენ, ჩემს მსმენელთ გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ“ (ლუკ. 6:27, სსგ).
ჯარისკაცები იესოს შესაპყრობად რომ მივიდნენ, მოციქულმა პეტრემ მის დასაცავად მახვილი იშიშვლა, მაგრამ იესომ უთხრა: „ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგან ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება“ (მათე 26:52, სსგ).
მოციქულმა იოანემ დაწერა: „ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც კი არ იქმს სიმართლეს, იგი არ არის ღვთისაგან, და ისიც, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს. რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა“ (1 იოანე 3:10—12, ბსგ).
1იოან3:10-12)(1იოან4:20,21) თუ ვინმეს უყვარს თავისი მოძმე (მოყვასი) აიღებს იარაღს და მოკლავს მას?იესომ მტრების სიყვარულისკენაც კი მოგვიწოდა განა გონივრულია ქრისტიანს თან თან უყვარდეს თავისი მტერი და ლოცულობდეს მისთვის და თან მის წინააღმდეგ იბრძოდეს და კლავდეს მას?(მათ5:43-45,46ა,47ა)
„ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8, ბსგ). მაშასადამე, ჭეშმარიტი რელიგია ძმური სიყვარულისკენ უნდა აღგვძრავდეს.
მისასალმებელია, რომ მრავალი რელიგია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ავადმყოფებზე, მოხუცებულებსა და ღარიბებზე ზრუნვას. ამ რელიგიების მიმდევრებს მოუწოდებენ, მიჰყვნენ მოციქულ იოანეს რჩევას: „ვისაც აქვს სიმდიდრე ამ ქვეყნად, და ხედავს თავისი ძმის გაჭირვებას, მაგრამ გულს იხშობს მისთვის, როგორღა დაემკვიდრება მასში ღმრთის სიყვარული? შვილნო ჩემნო, მოდით, გვიყვარდეს, მაგრამ არა სიტყვით და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“ (1 იოანე 3:17, 18, სსგ).
მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ერები ერთმანეთს ებრძვიან? ნუთუ ღვთის მცნებას „გიყვარდეს მოყვასი შენი“ მხოლოდ მშვიდობიან დროს უნდა ვიცავდეთ და როგორც კი ერებს შორის კონფლიქტი წარმოიშობა, ვივიწყებდეთ? (მათე 22:39, სსგ)
დალევთ ერთ ჭიქა მოწამლულ წყალს, თუ ვინმე გეტყვით, რომ მასში წყალი გაცილებით მეტია, ვიდრე საწამლავი?
მსგავსი რამ დღემდე გრძელდება. ერებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ქრისტიანები არიან, დიდი წვლილი მიუძღვით მე–20 საუკუნეში ორი მსოფლიო ომის დროს ადამიანთა ხოცვა–ჟლეტაში. არც ისე დიდ ხნის წინ, 1994 წელს ეგრეთ წოდებული ქრისტიანული ეკლესიის წევრებმა დიდი როლი ითამაშეს რუანდაში მომხდარ საშინელ გენოციდში.
.
იეჰოვას მოწმეები თითქმის ყველა ქვეყანაში არიან. ამიტომ, როდესაც რომელიმე ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი წამოიჭრება, მოწმეები ყველაფერს აკეთებენ, რომ სიყვარული იყოს მათი ამოსაცნობი ნიშანი.
მაგალითად, 1994 წელს რუანდაში ჰუტუსა და ტუტსებს შორის ეთნიკურმა კონფლიქტმა იფეთქა. იეჰოვას მოწმეებმა სრული ნეიტრალიტეტი შეინარჩუნეს. ერთი ტომის მოწმეები მეორე ტომის მოწმეებს იფარავდნენ და ხშირად საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ. როდესაც ორი ჰუტუ მოწმე იმის გამო დაიჭირეს, რომ მათ ტუტსი მოწმეები შეიფარეს, ჰუტუ „ინტერაჰამუე“ მილიციამ მათ უთხრა: „თქვენ უნდა მოკვდეთ, რადგან ტუტსებს გაქცევაში დაეხმარეთ!“. სამწუხაროდ, ორივე ჰუტუ მოწმე მოკლეს (იოანე 15:13).
ცხადია, გულწრფელი სიყვარული მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ სხვის მოსაკლავად ხელში იარაღი არ აიღო.).ჭეშმარიტი ქრისტიანები უანგაროდ იყენებენ თავიანთ დროსა და სახსრებს სხვების დასახმარებლად თუ გასამხნევებლად. წაიკითხეთ 1 იოანეს 4:20.
გასაჭირში ისინი მხარში უდგანან ერთმანეთს და სხვებთან ურთიერთობისას პატიოსნები არიან. ჭეშმარიტი ქრისტიანები ცხოვრებაში იყენებენ ბიბლიის რჩევას იმის შესახებ, რომ „ყველას სიკეთე გავუკეთოთ“ (გალატელები 6:10).
რას ფიქრობთ: არ ადასტურებს იეჰოვას მოწმეების საქციელი იმას, რომ ისინი მტკიცედ იცავენ იესოს სიტყვებს და თავგანწირულ სიყვარულს ავლენენ მოყვასის მიმართ?
ჰკითხეთ თავს: ნებისმიერ დროს ავლენენ ამ რელიგიის მიმდევრები სიყვარულს ყველას მიმართ როგორც სიტყვით, ისე საქმით?
8.ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები
ისევე არიან ორგანიზებული, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანთა კრება. რაც იმას ნიშნავს რომ მათ არ ჰყავთ სამღვდელოება, რომელიც მსახურებისთვის გასამრჯელოს იღებს. ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს შორის არავის ანიჭებენ საპატიო წოდებებს (მათე 23:8—12; 1 პეტრე 5:2, 3).
ისევე არიან ორგანიზებული, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანთა კრება. რაც იმას ნიშნავს რომ მათ არ ჰყავთ სამღვდელოება, რომელიც მსახურებისთვის გასამრჯელოს იღებს. ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს შორის არავის ანიჭებენ საპატიო წოდებებს (მათე 23:8—12; 1 პეტრე 5:2, 3).
იესომ თავის მიმდევრებს მისცა პრინციპი: „ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი — ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზედ, ვინაიდან ერთი მამა გყავთ — ზეციერი. ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ — ქრისტე. უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს“ (მათე 23:8—11). კრებაში, ძმებს შორის, არ არის ამაყი სამღვდელოების კლასი, რომელიც თავს განსაკუთრებულ ტიტულებს ანიჭებს და საკუთარ თავს იმაღლებს მრევლზე (იობი 32:21, 22). ღვთის სამწყსოს მწყემსებს ეთქვათ, რომ ეს საქმე ეკეთებინათ ‘არა იძულებით, არამედ ნებით და ღვთისათვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებისათვის, არამედ გულმოდგინებით. ისინი არ უნდა დაუფლებოდნენ ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი უნდა ყოფილიყვნენ სამწყსოსათვის’ (1 პეტრე 5:2, 3). ჭეშმარიტი ქრისტიანი მწყემსები ცდილობენ, არ იუფლონ სხვების რწმენაზე. როგორც ღვთისადმი მსახურების ხელშემწყობნი, ისინი კარგი მაგალითის მიცემას ცდილობენ (2 კორინთელთა 1:24).
დასკვნა
შეეკითხეთ საკუთარ თავს: რომელი რელიგიური ჯგუფი გამოირჩევა ღვთის სიტყვის ზედმიწევნით დაცვით, მაშინაც კი, როდესაც მისი სწავლებები ადამიანთა უმეტესობის მრწამსისგან განსხვავდება? ვინ ამახვილებს ყურადღებას ღვთის პირადი სახელის მნიშვნელოვნებაზე და თავიანთი ვინაობის განსასაზღვრავადაც კი იყენებს მას? ვინ მიუთითებს ღვთის სამეფოზე, როგორც მთელი კაცობრიობის პრობლემების გადამჭრელ ერთადერთ საშუალებაზე? ვინ იცავს ბიბლიის ზნეობრივ ნორმებს, თუმცა იცის, რომ შეიძლება ამისათვის ძველმოდურ ადამიანად მიიჩნიონ? ვის აქებენ იმისათვის, რომ კანონის მორჩილი მოქალაქეები არიან, თუმცა პოლიტიკაში არ ერევიან?
რომელი რელიგიის მიმდევრები ავლენენ ერთმანეთის მიმართ ნამდვილ სიყვარულს და უარს ამბობენ ომებში მონაწილეობაზე?
რომელი ჯგუფია ცნობილი იმით, რომ არა ჰყავს სამღვდელოება, რომელსაც ფულს უხდიან და რომელი ჯგუფის ყველა წევრია მქადაგებელი? სიყვარულით ვინ ხარჯავს დროსა და სახსრებს, რათა სხვებს ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ ასწავლონ? და ყველა ამ დადებითი თავისებურების მიუხედავად, ვის დაჰყურებენ ზემოდან, ვის დასცინიან და დევნიან?
ამგვარად ქრისტიანული ჯგუფის შეფასების მხოლოდ ერთი კრიტერიუმი არსებობს – მისი ნაყოფი. იეჰოვას მოწმეებთან მე ვხედავ ნაყოფს, რომელსაც მე სხვაგან ვერსად ვერ ვხედავ. მე არ ვიცნობ დამსაქმებლებს, რომლებიც სამუშაოზე მხოლოდ მართლმადიდდებლებს იყვანენ, მაგრამ ვიცნობ ისეთებს, რომლებიც მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს ასაქმებენ. მე არ გამიგია იეჰოვას მოწმეებს შორის ეთნიკური, პოლიტიკური ან კომერციული კონფლიქტების შესახებ, მაგრამ გამიგია ასეთი რამ სხვა კონფესიებში. მე არ ვიცი სხვა ეკლესია, რომელიც ამდენ ყურადღებასა და ძალისხმევას ახმარს თავის მრევლში ჯანმრთელი სულიერი თვისებების განვითარებას, რომლებიც ასე ზედმიწევნით მოითხოვდნენ მაღალი ზნეობრივი ნორმების დაცვას, მაშინაც კი თუ ეს რთული და უხერხულია (იმიტომ რომ, ამით ხომ მთელ მრევლს-კლიენტურას დაკარგავენ). მე არ ვიცი სხვა ქრისტიანული ჯგუფები, რომლის წევრებიც საკუთარი ხარჯებით ჯდებიან ავტობუსზე, თვითმფრინავზე და გემზე და მიემგზავრება ცხრა მთას იქით, იმისათვის რომ კეთილი ცნობა უქადაგონ აბორიგენებს რომლებმაც წერა-კითხვაც კი არ იციან. მე მომწონს იეჰოვას მოწმეების ორგანიზებულობა და ეფექტურობა, მათი მისიონერული, საგამომცემლო, სამშენებლო და სხვა წარმატებები. მე მომწონს მათი კატეგორიული ნეიტრალიტეტის პოზიცია პოლიტიკურ და ნაციონალურ საკითხებში, ყველა სახის სიბინძურის მიმართ შეუწყნარებლობა, მათი ერთობისადმი და კოლექტიური თანამშრომლობისადმი სერიოზული დამოკიდებულება, მათი განდგომილების მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულება, ასეთი არადემოკრატიული, მაგრამ ქრისტიანულად სავსებით სწორი. ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მათი საქციელი ომებისა და კონფლიქტების დროს. მე აღმაფრთოვანებს მათი სწავლებისა და ფასეულობების ერთიანი გაგება; რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ჩავიდე, მე ყველგან ვიპოვი იგივე ქცევის მანერებს, იგივე ცხოვრებისეულ პოზიციას, იგივე განწყობას და სულს. ყოველივე ეს არცერთ სხვა კონფესიაში არ არის, ისეთ ცენტრალიზებულშიც კი, როგორც რომაულ-კათოლიკურია. თუ ეს ყველაფერი – ქრისტიანული ნაყოფი არაა, მაშინ სადაა ეს ნაყოფი და ვის აქვს?
მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა შეაფასა ფაქტები და დარწმუნდა, რომ მხოლოდ იეჰოვას მოწმეების რელიგიაა ჭეშმარიტი. ისინი ამ დასკვნამდე მიიყვანა იეჰოვას მოწმეების სწავლებასა და ქცევაზე დაკვირვებამ, და იმ სარგებლობის დანახვამ, რომელიც ამ რელიგიას მოაქვს (ესაია 48:17). ფაქტობრივად, მილიონები ამბობენ სიტყვებს, რომლებიც ზაქარიას 8:23-შია ნაწინასწარმეტყველები: „თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“.
ძალიან კარგი სტატიაა.გმადლობთ :)
ReplyDelete