Monday, 3 August 2020

წინასწარ არის განსაზღვრული თქვენი მომავალი?



მრავალს სჯერა, რომ მათი ცხოვრება და მომავალი წინასწარ არის განსაზღვრული ზებუნებრივი ძალის მიერ. მათი აზრით, ჩვენი ცხოვრება, დედის მუცლიდან სიკვდილამდე, ღვთის მიერ წინასწარ დაწერილი „სცენარის“ მიხედვით ვითარდება. ისინი ასე მსჯელობენ: „თუ ღმერთი ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნეა, მისთვის უთუოდ ცნობილი უნდა იყოს ყველა წვრილმანი წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ.


თქვენც ასე ფიქრობთ? წინასწარ განსაზღვრავს ღმერთი ჩვენს ბედ-იღბალს? მართლა გვაქვს ნების თავისუფლება, თუ ეს ყველაფერი ილუზიაა? რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ?


 განჭვრეტასა და წინასწარგანწესებაზე საუბრისას გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი.

პირველი, ბიბლია ნათლად ამბობს, რომ ღმერთს რისამე განჭვრეტისა და წინასწარ განწესების ძალა შესწევს. იეჰოვას თავისი ღვთაებრიობის დასამტკიცებლად მოჰყავს ის ფაქტი, რომ მას შეუძლია განჭვრიტოს ან წინასწარ განსაზღვროს ვინმეს ხსნასთან ან გათავისუფლებასთან, გასამართლებასთან ან დასჯასთან დაკავშირებული მოვლენები და განახორციელოს ისინი. მისი რჩეული ხალხი არაერთხელ გამხდარა ამის მოწმე (ეს. 44:6—9; 48:3—8). წინასწარმეტყველებების უტყუარობას სწორედ ღვთის ეს უნარი განაპირობებს (ეს. 42:9; იერ. 50:45; ამ. 3:7, 8). ღმერთი თავისი ხალხის მტრებს ედავებოდა და ეუბნებოდა, წარმოედგინათ თავიანთ დიდებულთა თუ კერპთა ღვთაებრიობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, ვინმეს ხსნის ან დასჯის შესახებ წარმოთქმული და შემდეგ შესრულებული წინასწარმეტყველებები. მათ არ შეეძლოთ ამის გაკეთება, რაც იმაზე მოწმობდა, რომ მათი კერპები „ქარი და არარაობა“ იყო (ეს. 41:1—10, 21—29; 43:9—15; 45:20, 21).

მეორე გასათვალისწინებელი ფაქტორი ღვთის მოაზროვნე ქმნილებებისთვის ბოძებული ნების თავისუფლებაა. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთმა თავის ქმნილებებს მისცა იმის უპირატესობა და პასუხისმგებლობა, რომ თავად გააკეთონ არჩევანი (კნ. 30:19, 20; იეს. 24:15), რის შედეგადაც ისინი ღვთის წინაშე პასუხისმგებელნი ხდებიან თავიანთი ქმედებებისთვის (დბ. 2:16, 17; 3:11—19; რმ. 14:10—12; ებ. 4:13). ასე რომ, ისინი დაპროგრამებული რობოტები არ არიან. ადამიანი ვერ იქნებოდა „ღვთის ანარეკლი“, თავისუფალი ნება რომ არ ჰქონოდა (დბ. 1:26, 27; იხ. თავისუფლება). ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ღმერთი განჭვრეტითა და წინასწარგანწესებით არ ხელყოფს თავისი მოაზროვნე ქმნილებების თავისუფალ ნებას.

მესამე ფაქტორი, რომელიც ხშირად მხედველობიდან რჩებათ, ღვთის ზნეობრივ ნორმებსა და თვისებებს, მათ შორის, სამართლიანობას, პატიოსნებას, მიუკერძოებლობას, სიყვარულს, წყალობასა და სიკეთეს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, იმის გაგება, თუ როგორ იყენებს ღმერთი განჭვრეტისა და წინასწარგანწესების უნარს, მხოლოდ ზემოხსენებული ყველა ფაქტორის (და არა მხოლოდ რომელიმე ერთის) გათვალისწინების შემთხვევაშია შესაძლებელი. ფაქტია, რასაც ღმერთი განჭვრეტს, უეჭველად შესრულდება. ამიტომაც ის „ისე მიმართავს არარსებულს, თითქოს არსებობდეს“ (რმ. 4:17).


წინასწარ იცის  და განსაზღვრავს ღმერთი ყველაფერს  რასაც ადამიანები გააკეთებენ?

იბადება შემდეგი კითხვები: ყოველთვის იყენებს ღმერთი განჭვრეტის უნარს? წინასწარ ჭვრეტს თავისი ქმნილებების, ადამიანებისა თუ ანგელოზების, ყველა ქმედებას? მათ გაჩენამდე განსაზღვრავს მათ ქმედებებსა და საბოლოო ხვედრს?

თუ შერჩევით და მიზნობრივად იყენებს განჭვრეტის უნარს ანუ მხოლოდ საჭიროებისამებრ განჭვრეტს მომავალს? და ნაცვლად იმისა, რომ თავის ქმნილებებს ბედი ჯერ კიდევ გაჩენამდე განუსაზღვროს, იქნებ ჯერ აფასებს მათი ცხოვრების კურსსა და გამოცდების დროს მათ რეაქციას და მხოლოდ შემდეგ წყვეტს მათ საბოლოო ხვედრს? ამ კითხვებზე პასუხები ბიბლიიდან უნდა მივიღოთ. უნდა ვიცოდეთ, რა არის მასში ნათქვამი ღვთის ქმედებებსა და ქმნილებებთან მის ურთიერთობაზე და რას მოეფინა ნათელი ღვთის ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით (1კრ. 2:16).

თუ განგება ნამდვილად არსებობს, გამოდის, რომ ღმერთმა ანგელოზებისა და ადამიანების შექმნამდე იცოდა, რა მოჰყვებოდა მათ შექმნას, კერძოდ ის, რომ ერთ-ერთი სულიერი ძე, შემდგომ კი ადამიანთა პირველი წყვილი, მის წინააღმდეგ წავიდოდა (დბ. 3:1—6; ინ. 8:44). მას მათი ურჩობით გამოწვეული ყველა სავალალო შედეგიც ეცოდინებოდა ძველი დროიდან მომავლის ჩათვლით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღმერთს კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ყველა ბოროტება (დამნაშავეობა, უზნეობა, ჩაგვრა და მისით გამოწვეული ტანჯვა, სიცრუე, თვალთმაქცობა, ცრუთაყვანისმცემლობა და კერპთაყვანისმცემლობა) ყოველივეს შექმნამდე ჰქონდა ჩაფიქრებული, რადგან წინასწარ უმცირეს დეტალებში იცოდა ყველაფერი.

თუ კაცობრიობის შემოქმედმა ადამიანის შექმნის დღიდან მოყოლებული ყველა მოვლენა წინასწარ განჭვრიტა, გამოდის, რომ მან თავად მისცა დასაბამი დღემდე ჩადენილ ყოველგვარ ბოროტებას, როცა თქვა: „შევქმნათ ადამიანი“ (დბ. 1:26).

 თუ დავფიქრდებით, ბედისწერის შესახებ მრწამსი სინამდვილეში შეურაცხყოფს ღმერთს. ასეთი მრწამსით ღმერთი გამოდის სასტიკი, უსამართლო და უსიყვარულო ანუ იმის საპირისპირო, რასაც ბიბლია ამბობს მასზე (კანონი 32:4).

 აქედან გამომდინარე, საეჭვო ხდება, რამდენად დასაბუთებული და თანამიმდევრულია დოგმატი განგების შესახებ, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მოწაფე იაკობის სიტყვებს, რომ უწესრიგობა თუ სხვა მანკიერებები ზეციერი ღმერთისგან კი არ არის, არამედ „მიწიერი, ხორციელი და დემონურია“ (იაკ. 3:14—18).


ვინც მიიჩნევს, რომ ღმერთი სრულყოფილი ვერ იქნება, თუ ის ყველაფერს წინასწარ უმცირეს დეტალებში არ განსაზღვრავს, გამოდის, რომ სრულყოფილებას თავისებურად განმარტავს. 
პირიქით, ეს ფაქტი მის სიდიადეზე მიუთითებს და უფრო გვაყვარებს მას. მისი უზენაესობა მხოლოდ მის ყოვლისმცოდნეობასა და ძალაში კი არა ჩანს, არამედ იმაშიც, რომ მას უყვარს თავისი გონიერი ქმნილებები და აფასებს მათ თავისუფალ ნებას.

სინამდვილეში სრულყოფილება ყოველთვის აბსოლუტური და ყოვლისმომცველი არ არის, ვინაიდან ამა თუ იმ რამის სრულყოფილება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეესაბამება უფლებამოსილი პირის მიერ მისთვის დადგენილ ნორმებს. ასე რომ, რა ჩაითვლება სრულყოფილად და რა არა, საბოლოოდ ღვთის ნებაზეა დამოკიდებული და არა ადამიანის შეხედულებებსა თუ წარმოდგენებზე (კნ. 32:4; 2სმ. 22:31; ეს. 46:10).


მაგალითად, არავინ უარყოფს იმას, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა ანუ მისი შესაძლებლობები და ძალა შეუზღუდავია (1მტ. 29:11, 12; იობ. 36:22; 37:23). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან ყოველთვის ბოლომდე უნდა წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები. ფაქტია, რომ ღმერთს თავისი ძალა ასე არასდროს გამოუვლენია. წინააღმდეგ შემთხვევაში ღვთის რისხვისა და გულისწყრომის მაჩვენებელი მოვლენების შედეგად (როგორც ეს წარღვნის დროს თუ სხვა შემთხვევებში მოხდა) მხოლოდ რამდენიმე უძველესი ქალაქი და ერი კი არ აღიგვებოდა პირისაგან მიწისა, არამედ თვით დედამიწაც და ყოველივე მასზე არსებულიც დიდი ხნის წინათ განადგურდებოდა (დბ. 6:5—8; 19:23—25, 29; შდრ. გმ. 9:13—16; იერ. 30:23, 24). აქედან გამომდინარე, ღმერთი უკონტროლოდ არასდროს იყენებს თავის უსაზღვრო ძალას. ის ყოველთვის თავისი განზრახვისამებრ მოქმედებს და, თუ საფუძველი აქვს, გულმოწყალებასაც ავლენს (ნემ. 9:31; ფს. 78:38, 39; იერ. 30:11; გდ. 3:22; ეზკ. 20:17).
ამრიგად მომავლის წინასწარ განსაზღვრის უნარს ღმერთი ისევე იყენებს, როგორც ძალას
ის იმავე პრინციპით მოქმედებს, როცა საქმე რაიმეს წინასწარ განჭვრეტას ან განსაზღვრას ეხება. იეჰოვა თავად საზღვრავს, როდის გამოიყენოს ეს უნარი, რათა არ წაგვართვას მისგანვე ბოძებული ნების თავისუფლება.
 აბა დაფიქრდით, დიდი ფიზიკური ძალის პატრონი რომ ყოფილიყავით, ნუთუ ნებისმიერი მძიმე საგნის აწევა მოგინდებოდათ, რაც გზად შეგხვდებოდათ? რასაკვირველია, არა. მსგავსად, მომავლის წინასწარ განჭვრეტის უნარი არ აიძულებს ღმერთს, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდეს, განსაზღვროს. ის თავის უნარს მაშინ იყენებს, როცა ამის საჭიროებას ხედავს. ნათელია, რომ ცრუ სწავლებები, მათ შორის რწმენა ბედისწერის შესახებ, არ განადიდებს ღმერთს.
მსგავსად ამისა, როცა ღმერთი თავისი ნებისამებრ რაიმეს განჭვრეტს, ვერავინ, ვერც ანგელოზი და ვერც ადამიანი, სამართლიანად ვერ ეტყვის: „რას აკეთებო?“ (იობ. 9:12; ეს. 45:9; დნ. 4:35). ამიტომ კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, შეუძლია თუ არა ღმერთს რისამე განჭვრეტა, წინასწარ განსაზღვრა ან განწესება, რადგან „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“ და ყველაფერს თავისი სურვილისამებრ აკეთებს (მთ. 19:26; ფს. 115:3), არამედ იმაში, თუ რის განჭვრეტას ან განსაზღვრას მიიჩნევს ის საჭიროდ.

ღმერთი თავად საზღვრავს, რა როდის განჭვრიტოს. განგების დოგმატისგან განსხვავებით, შეხედულება იმის შესახებ, რომ ღმერთი თავად წყვეტს, რა როდის განჭვრიტოს, შეესაბამება მის სამართლიან ნორმებსა და ბიბლიაში მის შესახებ მოცემულ ინფორმაციას. არაერთი ბიბლიური მუხლი მიუთითებს იმაზე, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში ღმერთი გადაწყვეტილებას მხოლოდ ყველაფრის კარგად აწონ-დაწონის შემდეგ იღებს, რაც აშკარად უპირისპირდება განგების თეორიას.

დაბადების 11:5—8-დან ჩანს, რომ ღმერთმა თვალი მიაპყრო დედამიწას იმის სანახავად, რა ხდებოდა ბაბილონში და ამის საფუძველზე გადაეწყვიტა, როგორ ჩაეშალა ეს უღვთო წამოწყება. სოდომსა და გომორაში ბოროტების მომძლავრების შემდეგ იეჰოვამ აბრაამს უთხრა, რომ ამ ქალაქების შემოწმებას (ანგელოზების მეშვეობით) აპირებდა: „ვნახავ, მართლა ისე იქცევიან, როგორი ხმაც მომდის მათზე?! თუ არა, ამასაც შევიტყობ“ (დბ. 18:20—22; 19:1). ღმერთი დაახლოებული იყო აბრაამთან, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ღვთისმოშიშმა კაცმა თავისი ძის, ისაკის, მსხვერპლად შეწირვა სცადა, იეჰოვამ უთხრა მას: „ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ, ვინაიდან არ დაგენანა ჩემთვის ერთადერთი ვაჟი“ (დბ. 18:19; 22:11, 12; შდრ. ნემ. 9:7, 8; გლ. 4:9).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ღმერთი თავისი ქმნილებების მომავლის შესახებ განურჩევლად ყველაფრის განჭვრეტას არ ცდილობს. ეს ნიშნავს, რომ შემოქმედების დასაწყისიდან განვითარებული მოვლენები ღვთის სცენარის მიხედვით დადგმული „სპექტაკლი“ არ ყოფილა. პირიქით, ღმერთი აბსოლუტურად გულწრფელი იყო, როცა პირველ ადამიანებს ყოველგვარი ბოროტების გარეშე დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების პერსპექტივა მისცა. პირველი სრულყოფილი და უცოდველი მიწიერი შვილებისთვის მიცემული მითითება, თავიანთი შთამომავლებით აევსოთ დედამიწა, სამოთხედ გადაექციათ ის და დაპატრონებოდნენ მიწის სხვა ბინადართ, ღვთის მიერ სიყვარულით ბოძებული უპირატესობა და მისი გულწრფელი სურვილი იყო და არა თავიდანვე წარუმატებლობისთვის განწირული დავალება. „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხით“ მათი გამოცდა და ედემის ბაღში „სიცოცხლის ხის“ აღმოცენება აზრმოკლებული ქმედება და ადამიანთა დაცინვა არ ყოფილა, რაც ასე იქნებოდა, თუკი ღმერთს წინასწარ ეცოდინებოდა, რომ პირველი ადამიანები შესცოდავდნენ და ვერასდროს იგემებდნენ „სიცოცხლის ხის“ ნაყოფს (დბ. 1:28; 2:7—9, 15—17; 3:22—24).

ვინმესთვის სასურველი რამის შეთავაზება რაიმე პირობით, რასაც ის ვერასდროს შეასრულებს, სისასტიკე და თვალთმაქცობაა. ღვთის სიტყვა მარადიულ სიცოცხლეს ყველა ადამიანისთვის რეალურ იმედად სახავს. როცა იესომ მსმენელებს ურჩია, ღვთის კურთხევები ეთხოვათ და ეძებნათ, იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ მამა პურის ან თევზის სათხოვნელად მისულ შვილს ქვას ან გველს არ მისცემდა. იმის ხაზგასასმელად, რომ ზეციერი მამისთვის მიუღებელია ვინმესთვის საფუძვლიანი იმედის გაცრუება, იესომ თავის მსმენელებს უთხრა: „თუ თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს მათ, ვინც სთხოვს!“ (მთ. 7:7—11).

აქედან გამომდინარე, ღმერთი ყველა ადამიანს სიწრფელით აძლევს სხვადასხვა შესაძლებლობას და მარადიულ კურთხევებს სთავაზობს (მთ. 21:22; იაკ. 1:5, 6). როგორც ძველ ისრაელს, ისე დღეს მცხოვრებთ გულწრფელად მოუწოდებს, მიატოვონ თავიანთი ცოდვები, რათა იცოცხლონ (ეზკ. 18:23, 30—32; შდრ. იერ. 29:11, 12). ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ის ამას არ გააკეთებდა, თუ წინასწარ ეცოდინებოდა, რომ ისინი მაინც არ მიატოვებდნენ ბოროტებას და დაიღუპებოდნენ (შდრ. სქ. 17:30, 31; 1ტმ. 2:3, 4). იეჰოვამ ისრაელს უთხრა: „არც იაკობის შთამომავლისთვის მითქვამს, ტყუილუბრალოდ მეძებეთ-მეთქი. მე ვარ იეჰოვა, სიმართლისა და სისწორის მთქმელი ... დამიბრუნდით და გადარჩით ყველანი, ვინც დედამიწის კიდეებში ხართ“ (ეს. 45:19—22).

ამ აზრს ეთანხმება პეტრე მოციქულის სიტყვები: „იეჰოვა არ აყოვნებს [მომავალი სასამართლო დღის შესახებ] დანაპირების შესრულებას, ზოგიერთებს დაყოვნებად რომ მიაჩნიათ, არამედ მომთმენია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2პტ. 3:9). თუ ღმერთმა საუკუნეებით ადრე განჭვრიტა და განსაზღვრა, ვინ მიიღებდა მარადიულ სიცოცხლეს და ვინ განადგურდებოდა, მაშინ იბადება კითხვა, რა აზრი აქვს ღვთის მოთმინებას და რამდენად გულწრფელია მისი სურვილი, რომ „ყველამ მოინანიოს“. ღვთის შთაგონებით მოციქული იოანე წერდა, რომ „ღმერთი სიყვარულია“, მოციქულმა პავლემ კი აღნიშნა, რომ სიყვარულს „ყველაფრის იმედი აქვს“ (1ინ. 4:8; 1კრ. 13:4, 7). ღმერთი სწორედ ამ გამორჩეული თვისებიდან და ადამიანთა გადარჩენის სურვილიდან გამომდინარე ეპყრობა ყველას მიუკერძოებლად და სიკეთით, სანამ ისინი თავად არ აღმოჩნდებიან უღირსები (შდრ. 2პტ. 3:9; ებ. 6:4—12). ამიტომაც წერდა მოციქული პავლე, რომ „ღვთის სიკეთეს მონანიებისკენ“ მივყავართ (რმ. 2:4—6).

დაბოლოს, შეუძლებელი იქნებოდა იმის თქმა, რომ იესო ქრისტეს მსხვერპლი ყველასთვის იყო გაღებული, თუ ღმერთმა მრავალი ადამიანის (შესაძლოა მილიონობით ადამიანის) შემთხვევაში ჯერ კიდევ მათ დაბადებამდე განჭვრიტა, რომ ისინი გამოსასყიდით ვერასგზით ვერ ისარგებლებდნენ, რადგან ვერ დააკმაყოფილებდნენ მის მოთხოვნებს (2კრ. 5:14, 15; 1ტმ. 2:5, 6; ებ. 2:9). ის, რომ ღმერთი მიუკერძოებელია, ცარიელი სიტყვები არ არის. „ყოველ ხალხში მისი [ღვთის] მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (სქ. 10:34, 35; კნ. 10:17; რმ. 2:11). სინამდვილეში ყველა ადამიანს მიესადაგება ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „რათა ეძებნათ ღმერთი, იქნებ როგორმე ეგრძნოთ იგი, და ეპოვათ, თუმცა ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (სქ. 17:26, 27). „გამოცხადების“ ბოლოს ღმერთი ტყუილუბრალოდ არ მოუწოდებს ყველას: «„მოდი!“ მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (გმც. 22:17).


რა განჭვრიტა და რა განსაზღვრა ღმერთმა წინასწარ. ბიბლიიდან ჩანს, რომ ღმერთი ყოველთვის თავისი განზრახვისა და ნებისამებრ იყენებს წინასწარგანჭვრეტისა და განსაზღვრის უნარს. განზრახვა ნიშნავს რაღაცის მიზნად დასახვას („განზრახვად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა პროთესის სიტყვასიტყვით ნიშნავს [რაღაცის] წინ მოთავსებას). შეუძლებელია, ღვთის განზრახვა არ შესრულდეს. ამიტომ მას შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, საბოლოოდ როგორ განხორციელდება მისი განზრახვები და რა ნაბიჯებს გადადგამს თავისი მიზნების მისაღწევად (ეს. 14:24—27). ამიტომაც ზოგ მუხლში, სადაც საუბარია იეჰოვას სამომავლო მიზნებზე, ებრაულ ტექსტში გამოყენებულია სიტყვა, რომელიც გამოსახვას, შექმნას ნიშნავს (ჲაცარ, უკავშირდება სიტყვას, რომელიც მეთუნეს ნიშნავს [იერ. 18:4]) (2მფ. 19:25; ეს. 46:11; შდრ. ეს. 45:9—13, 18). როგორც დიდებული მეთუნე, ღმერთი „ყველაფერს თავისი ნებისამებრ“ და თავისი განზრახვისამებრ ამოქმედებს (ეფ. 1:11) და „ყველაფერს ისე აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს მის მოყვარულთა ... კეთილდღეობას“ (რმ. 8:28). ამიტომ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მის განზრახვებს ეხება, ღმერთი „დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს და ძველი დროიდან იმას, რაც არ მომხდარა“ (ეს. 46:9—13).

ღვთის მიერ შექმნილი პირველი ადამიანები სრულყოფილები იყვნენ. ამიტომ ღმერთმა თავისი შემოქმედების დასრულების შემდეგ თქვა, რომ „ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დბ. 1:26, 31; კნ. 32:4). ღმერთი არ დაეჭვებულა და იმაზე არ დაუწყია ფიქრი, თუ რას გააკეთებდა პირველი წყვილი, არამედ, როგორც ბიბლია ამბობს, მან დაისვენა (დბ. 2:2). და ეს იმიტომ, რომ ის ყოვლისშემძლე ღმერთია და აღმატებულ სიბრძნეს ფლობს. აქედან გამომდინარე, ვერანაირი ქმედება, გარემოება თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევა ვერ შეუქმნის გადაულახავ დაბრკოლებას ან პრობლემას მისი უზენაესი განზრახვის განხორციელებას (2მტ. 20:6; ეს. 14:27; დნ. 4:35). ბიბლია მხარს არ უჭერს ღვთიური განგების მომხრეთა იმ მოსაზრებას, რომ მომავლის განჭვრეტის უნარის გამოუყენებლობა ღვთის განზრახვების შესრულებას შეუქმნიდა საფრთხეს. მათი აზრით, ღვთის განზრახვები მისი „წინდაუხედაობის გამო ყოველთვის წარუმატებლობისთვის იქნებოდა განწირული და ნების თავისუფლების მქონე ქმნილებათა არაპროგნოზირებადი ქმედებების გამო მას მუდმივად მოუწევდა მის მიერ შექმნილი სისტემის მწყობრში მოყვანა“. მიზნობრივად მომავლის განჭვრეტა არ ნიშნავს, რომ ღვთის ქმნილებები „ძალას დაუკარგავენ [მის მიერ] მიღებულ ზომებს, მუდმივად შეაცვლევინებენ აზრს, გააღიზიანებენ და საგონებელში ჩააგდებენ“, როგორც ამას ღვთიური განგების მომხრენი ამტკიცებენ (Cyclopædia, მაკ-კლინტოკი და სტრონგი, 1894, ტ. VIII, გვ. 556). თუ ღვთის მიწიერმა მსახურებმა არ უნდა იდარდონ ხვალინდელ დღეზე, მით უმეტეს მათ შემოქმედს არა აქვს, და არც ექნება, დარდის მიზეზი, ვისთვისაც ძლიერი ერები „სათლიდან გადმოვარდნილი წყლის ერთი წვეთივით“ არიან (მთ. 6:34; ეს. 40:15).

ადამიანთა ამა თუ იმ კატეგორიის შემთხვევაში. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ზოგ შემთხვევაში ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა, რა კურსს აირჩევდა ადამიანთა ესა თუ ის ჯგუფი, ერი ან კაცობრიობის დიდი ნაწილი. შესაბამისად, მან იწინასწარმეტყველა, რა იქნებოდა მათთვის დამახასიათებელი და განსაზღვრა, თავად რა საპასუხო ზომებს მიიღებდა. მაგრამ ეს ამ ჯგუფებში შემავალ ადამიანებს არ ართმევდა პირადი არჩევნის გაკეთების უფლებას. ამაზე შემდეგი მაგალითები მოწმობს.

ნოეს დროს იეჰოვამ წინასწარ გააცხადა, რომ წარღვნით აპირებდა ადამიანთა თუ ცხოველთა მოსპობას. მაგრამ, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ძალადობა, ბოროტება თუ სხვა მანკიერებები მომრავლდა, რამაც მისი ჩარევა მოითხოვა. გარდა ამისა, ადამიანთა გულთამხილავმა ღმერთმა ყველაფერი გამოიკვლია და დაინახა, რომ „მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო“ (2მტ. 6:30; დბ. 6:5). მიუხედავად ამისა, ცალკეულმა ადამიანებმა, კერძოდ, ნოემ და მისმა ოჯახის წევრებმა, ღვთის თვალში წყალობა პოვეს და გადარჩნენ (დბ. 6:7, 8; 7:1).

მსგავსად ამისა, ღმერთმა ისრაელ ერს შეთანხმების დაცვის შემთხვევაში „მღვდლების სამეფოდ და წმინდა ერად“ გახდომის შესაძლებლობა მისცა. მაგრამ დაახლოებით 40 წლის შემდეგ აღთქმული მიწის საზღვართან მისულ ისრაელებს უწინასწარმეტყველა, რომ ისინი შეთანხმებას დაარღვევდნენ, რის გამოც მათ უარყოფდა. ღმერთს ამის წინასწარ განჭვრეტა არ გაუჭირდებოდა, რადგან ისრაელები მანამდეც არაერთხელ ეურჩნენ მას. ამიტომაც თქვა იეჰოვამ მათზე: „ვიცი, რა ზრახვები აქვთ დღეს, სანამ იმ მიწაზე მივიყვანდე, რომლის მიცემაც დავუფიცე“ (გმ. 19:6; კნ. 31:16—18, 21; ფს. 81:10—13). მაგალითად, არავინ დაადანაშაულებს იმ ადამიანს, რომელმაც წინასწარ განჭვრიტა, რომ მდარე მასალით უხარისხოდ აშენებული ნაგებობა დიდხანს ვერ გაძლებდა. მსგავსადვე, ღმერთი არ ყოფილა პასუხისმგებელი ისრაელების საქციელის სავალალო შედეგებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ეს წინასწარ ჰქონდა განჭვრეტილი. ამ შემთხვევაშიც გამართლდა ღვთის მიერ დადგენილი პრინციპი: „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“ (გლ. 6:7—9; შდრ. ოს. 10:12, 13). ზოგიერთი წინასწარმეტყველი ხალხს ღვთის მომავალი სასჯელის შესახებ აფრთხილებდა. ამ შემთხვევებში სასჯელის აუცილებლობას არსებული ვითარება და მათ აზროვნებაში მიმდინარე ცვლილებები განაპირობებდა (ფს. 7:8, 9; იგ. 11:19; იერ. 11:20). მაგრამ ადამიანებს მაშინაც შეეძლოთ ყურად ეღოთ ღვთის რჩევა-დარიგება და გაფრთხილება და ეპოვათ ღვთის წყალობა. ზოგმა ისარგებლა კიდეც ამ შესაძლებლობით (იერ. 21:8, 9; ეზკ. 33:1—20).

ღვთის ძეს, რომელსაც შეეძლო ადამიანთა აზრების წაკითხვა (მთ. 9:4; მრ. 2:8; ინ. 2:24, 25), ღვთისგან ჰქონდა ბოძებული წინასწარგანჭვრეტისა და მომავალი მოვლენებისა თუ ღვთიური განაჩენის წინასწარმეტყველების უნარი. მან ფარისევლებსა და მწიგნობრებს გეენის სასჯელი უწინასწარმეტყველა (მთ. 23:15, 33), თუმცა არ უთქვამს, რომ ყველა ფარისეველი ან მწიგნობარი გასანადგურებლად იყო განწირული. ამაზე პავლე მოციქულის შემთხვევაც მოწმობს (სქ. 26:4, 5). იესომ იერუსალიმისა თუ სხვა ქალაქების მოუნანიებელ მოსახლეობას უბედურება უწინასწარმეტყველა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ღმერთმა ამ ქალაქების თითოეულ მცხოვრებს ეს განაჩენი წინასწარ გამოუტანა (მთ. 11:20—23; ლკ. 19:41—44; 21:20, 21). მან წინასწარ ისიც განჭვრიტა, რა შედეგები მოჰყვებოდა ადამიანთა აზროვნებასა და დამოკიდებულებას და იწინასწარმეტყველა, თუ რა მდგომარეობა იქნებოდა „ქვეყნიერების აღსასრულის“ დროს და როგორ განხორციელდებოდა ღვთის განზრახვა (მთ. 24:3, 7—14, 21, 22). ღმერთმა ადამიანთა გარკვეული ჯგუფების გამოჩენა და მათი საბოლოო ხვედრიც განჭვრიტა, რაზეც, მაგალითად, „ანტიქრისტეს“ შესახებ იესოს მოციქულების მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველებები მოწმობს (1ინ. 2:18, 19; 2ინ. 7; 2თს. 2:3—12; 2პტ. 2:1—3; იუდ. 4).

ცალკეულ პირთა შემთხვევაში. ღვთის წინასწარმეტყველებები არა მარტო ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს, არამედ ცალკეულ ადამიანებსაც უკავშირდებოდა, მაგალითად, ესავსა და იაკობს, „გამოსვლაში“ მოხსენიებულ ფარაონს, სამსონს, სოლომონს, იოშიას, იერემიას, კიროსს, იოანე ნათლისმცემელს, იუდა ისკარიოტელს და თვით ღვთის ძეს, იესოს.

იეჰოვამ ჯერ კიდევ სამსონის, იერემიასა და იოანე ნათლისმცემლის დაბადებამდე განჭვრიტა, თუ რა როლი დაეკისრებოდა მათ. მაგრამ მას წინასწარ არ განუსაზღვრავს მათი საბოლოო ხვედრი. იეჰოვამ მხოლოდ ის განსაზღვრა, რომ სამსონი ნაზირი იქნებოდა და ფილისტიმელთაგან ისრაელის გათავისუფლების საქმეს ჩაუდგებოდა სათავეში, იერემია წინასწარმეტყველად იმსახურებდა, ხოლო იოანე ნათლისმცემელი მესიის წინამორბედი და გზის გამკვლევი იქნებოდა (მსჯ. 13:3—5; იერ. 1:5; ლკ. 1:13—17). მართალია, მათ საპატიო საქმის შესრულება დაეკისრათ, მაგრამ ეს არ ყოფილა მათი მარადიული ხსნისა და სიკვდილამდე ერთგულების გარანტია (თუმცა სამივე ერთგული დარჩა). იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ დავითის ერთ-ერთ შვილს სოლომონი დაერქმეოდა და ის ააშენებდა ტაძარს (2სმ. 7:12, 13; 1მფ. 6:12; 1მტ. 22:6—19). მიუხედავად იმისა, რომ სოლომონს ასეთი პატივი ხვდა წილად და წმინდა წერილების რამდენიმე წიგნის დაწერის საშუალებაც მიეცა, ის სიბერეში მაინც განუდგა ღმერთს (1მფ. 11:4, 9—11).

ღმერთს წინასწარ არც ესავისა და იაკობის საბოლოო ხვედრი განუსაზღვრავს. მან მხოლოდ ის განსაზღვრა, მათი შთამომავლებისგან წარმოშობილი ერებიდან რომელი რომელზე იმძლავრებდა (დბ. 25:23—26). ეს იმასაც მოიცავდა, რომ პირმშოობის უფლება იაკობს მიეღო, რის შედეგადაც აბრაამისთვის დაპირებული შთამომავალი მისი საგვარეულო ხაზიდან მოვიდოდა (დბ. 27:29; 28:13, 14). ამგვარად, იეჰოვამ ცხადყო, რომ მისი არჩევანი დამოკიდებული არ არის დადგენილ ადათ-წესებზე ან იმაზე, გაამართლებს თუ არა მის მიერ არჩეული გზა ვინმეს მოლოდინს. ღმერთი ადამიანებს უპირატესობებს მხოლოდ მათი საქმეების მიხედვით არ ანიჭებს, რათა არავინ იფიქროს, რომ ესა თუ ის უპირატესობა დაიმსახურა ან მას ეკუთვნის. ამაზე მოციქულმა პავლემაც გაამახვილა ყურადღება, როცა აღნიშნა, თუ რატომ გამოავლინა ღმერთმა წყალობა არაებრაელების მიმართ და რატომ უბოძა მათ ერთი შეხედვით მხოლოდ ისრაელებისთვის განკუთვნილი უპირატესობები (რმ. 9:1—6, 10—13, 30—32).

პავლე ციტირებდა მალაქიას 1:2, 3-ში ჩაწერილ სიტყვებს: „იაკობი [ისრაელი] შევიყვარე, ესავი [ედომი] კი შევიძულე“. ეს სიტყვები იაკობისა და ესავის სიკვდილიდან კარგა ხნის შემდეგ დაიწერა. ბიბლიაში ცალსახად არსად წერია, რომ იეჰოვას ჯერ კიდევ მათ დაბადებამდე ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ზოგადად ბავშვის ხასიათსა და ტემპერამენტს ჩასახვისთანავე ორივე მშობლის გენეტიკური ინფორმაციის შერწყმა განაპირობებს. ცხადია, ღვთისთვის ეს ინფორმაცია დაფარული არ არის. დავითმა ასე მიმართა იეჰოვას: „შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი“ (ფს. 139:14—16; იხ. აგრეთვე ეკ. 11:5). დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ამ ფაქტორების გათვალისწინებით წარმოთქვა თუ არა იეჰოვამ წინასწარმეტყველება ტყუპებზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია, იაკობისთვის უპირატესობის მინიჭება იმას არ ნიშნავდა, რომ ესავი და მისი შთამომავლები, ედომელები, სასიკვდილოდ იყვნენ განწირულნი. თვით დაწყევლილ ქანაანელთაგან ზოგიერთმა ღვთის თვალში წყალობა პოვა, მასთან შეთანხმებით შეკრულ ხალხს შეუერთდა და კურთხევებიც მიიღო (დბ. 9:25—27; იეს. 9:27;  მართალია, ესავი „ცრემლებით ცდილობდა გადაწყვეტილების შეცვლას“, მაგრამ ეს იყო წარუმატებელი მცდელობა, დაებრუნებინა პირმშოსთვის განკუთვნილი კურთხევები, რომლებიც მამამისმა, ისაკმა იაკობს უბოძა. აქედან ჩანს, რომ ესავს თავისი ხორციელი აზროვნების გამო ღვთის წინაშე სინანული არ დაუფლებია (დბ. 27:32—34; ებ. 12:16, 17).

იეჰოვას წინასწარმეტყველების თანახმად, დავითის ერთ-ერთ შთამომავალს იოშია დაერქმეოდა და ის ბეთელში გაილაშქრებდა ცრუთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ (1მფ. 13:1, 2). დაახლოებით სამასი წლის შემდეგ ამ სახელით წოდებულმა მეფემ შეასრულა ეს წინასწარმეტყველება (2მფ. 22:1; 23:15, 16). მაგრამ სხვა შემთხვევაში მან „ყური არ დაუგდო ნექოს სიტყვებს, ღვთის ბაგიდან გამოსულს“, რის გამოც დაიღუპა (2მტ. 35:20—24). მართალია, ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა და განსაზღვრა, თუ რა საქმეს შეასრულებდა იოშია, მაგრამ მას არ წაურთმევია იოშიასთვის იმის უფლება, რომ თავად გადაეწყვიტა, გაითვალისწინებდა თუ არა რჩევას.

იეჰოვამ დაახლოებით ორასი წლით ადრე იწინასწარმეტყველა, რომ ებრაელებს დამპყრობი კიროსის მეშვეობით დაიხსნიდა ბაბილონის ტყვეობიდან (ეს. 44:26—28; 45:1—6). ბიბლიიდან არ ჩანს, რომ ის სპარსელი, რომელსაც წინასწარმეტყველების თანახმად კიროსი უწოდეს, იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი გახდა. ისტორიული წყაროები ადასტურებს, რომ ის ბოლომდე ცრუღმერთებს ეთაყვანებოდა.

ამგვარად, ის ფაქტი, რომ ღმერთმა ზოგიერთი ადამიანის დაბადებამდე განსაზღვრა მათ ცხოვრებაში მოსახდენი მოვლენები, არ ეწინააღმდეგება ბიბლიაში აღწერილ მის თვისებებსა და ნორმებს. ბიბლიიდან არც ის ჩანს, რომ ღმერთმა ვინმე აიძულა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოქცეულიყო. ფარაონისა და იუდა ისკარიოტელის გაჩენამდე და ღვთის ძის შექმნამდე იეჰოვას არ განუჭვრეტია, როგორ გამოიყენებდნენ ისინი ნების თავისუფლებას. მათი მაგალითები ცხადყოფს, რომელი პრინციპებით ხელმძღვანელობს იეჰოვა, როცა წინასწარ ჭვრეტს ან განსაზღვრავს რამეს.

ვიმსჯელოთ ერთ-ერთ პრინციპზე. ზოგჯერ ღმერთი უშვებს (ან განგებ მოქმედებს ისე), რომ ადამიანი ამა თუ იმ სიტუაციაში მოხვდეს ან მის ყურამდე მივიდეს ღვთის შთაგონებული ცნობა, რაც მას არჩევნის წინაშე დააყენებს. მისი გადაწყვეტილებიდან გამოჩნდება მისი გულის მდგომარეობა, რაც იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება (იგ. 15:11; 1პტ. 1:6, 7; ებ. 4:12, 13). ამ დროს ადამიანის დამოკიდებულება განაპირობებს, წაუძღვება თუ არა ღმერთი მას მისივე არჩეულ გზაზე (1მტ. 28:9; ფს. 33:13—15; 139:1—4, 23, 24). ასე რომ, სანამ იეჰოვა წარმართავს ადამიანის ნაბიჯებს, ჯერ „ადამიანის გული“ ირჩევს ამა თუ იმ გზას (იგ. 16:9; ფს. 51:10). ამ პროცესის დროს ადამიანმა შეიძლება დააფიქსიროს თავისი პოზიცია — ან გული გაიქვაოს და უმართლობა და ურჩობა ირჩიოს, ან იეჰოვა ღმერთის ერთგულება და მისი ნების შესრულება მოიწადინოს (იობ. 2:3—10; იერ. 18:11, 12; რმ. 2:4—11; ებ. 3:7—10, 12—15). როცა ადამიანი თავისი ნებით დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ღვთის მხრიდან არც უსამართლობა იქნება და არც ამ ადამიანის თავისუფალი ნების ხელყოფა, თუ ის წინასწარ განჭვრეტს, რა შედეგები მოჰყვება ამ ადამიანის არჩეულ კურსს (შდრ. იობ. 34:10—12).

ეს პრინციპი კარგად გამოჩნდა ერთგული აბრაამის შემთხვევიდან, რაც უკვე განვიხილეთ. განსხვავებული სიტუაცია იყო „გამოსვლაში“ მოხსენიებული ფარაონის შემთხვევაში. იეჰოვამ წინასწარ იცოდა, რომ ფარაონი ისრაელებს არ დართავდა წასვლის ნებას, თუ ძლიერი ხელი არ აიძულებდა (გმ. 3:19, 20). იეჰოვამ ისიც განსაზღვრა, რომ მოავლენდა სასჯელს, რომლის დროსაც პირმშოები დაიხოცებოდნენ (გმ. 4:22, 23). ზოგი არასწორად განმარტავს პავლეს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოეპყრო ღმერთი ფარაონს. მათი აზრით, ღმერთი თავისი განზრახვის შესასრულებლად თვითნებურად უქვავებს გულებს ადამიანებს იმისდა მიუხედავად, როგორია მათი გულის მდგომარეობა (რმ. 9:14—18). როგორც ბიბლიის მრავალ თარგმანში ვკითხულობთ, ღმერთმა მოსეს უთხრა, რომ გულს გაუსასტიკებდა ფარაონს (გმ. 4:21; შდრ. გმ. 9:12; 10:1, 27). თუმცა ზოგ თარგმანში ვკითხულობთ, რომ იეჰოვამ დაუშვა, „გული გაკადნიერებოდა“ (Ro), „გაჯიუტებოდა ფარაონს“ (აქ). როდერემისეული თარგმანის დანართში მოყვანილია ამგვარი თარგმანის მხარდამჭერი არგუმენტები. მასში ნათქვამია, რომ ებრაულ ენაში ხშირად ამა თუ იმ მოვლენის მიზეზად წარმოდგენილია ხელშემწყობი გარემო ან მისი განვითარების პროცესში ჩაურევლობა. ზოგჯერ „პირდაპირი მითითებაც კი სხვა არაფერია, თუ არა ნებართვის მიცემა“. მაგალითად, ებრაულ დედანში გამოსვლის 1:17-ში სიტყვასიტყვით ნათქვამია, რომ ბებიაქალები „აცოცხლებდნენ ბიჭებს“, სინამდვილეში კი ნებას რთავდნენ, რომ ეცოცხლათ ანუ არ კლავდნენ. ებრაისტების — კალიშის, გესენიუსისა და დეივისის — ციტირების შემდეგ როდერემი აღნიშნავს, რომ ფარაონთან დაკავშირებული ებრაული ტექსტის არსი შემდეგში მდგომარეობს: „ღმერთმა დაუშვა, რომ ფარაონს გაექვავებინა გული, დაინდო და საშუალება მისცა, გამოემჟღავნებინა თავისი ბოროტება. ეს არის და ეს“ (The Emphasised Bible, დანართი, გვ. 919; შდრ. ეს. 10:5—7).

ამგვარ ახსნას სხვა მუხლებიც უჭერს მხარს, სადაც ფარაონზე პირდაპირ არის ნათქვამი, რომ „გაისასტიკა გული“ (გმ. 8:15, 32, სსგ; „გაიჯიუტა გული“, აქ). ასე რომ, ის საკუთარი სურვილისა და სიჯიუტისამებრ მოქმედებდა, რისი შედეგებიც იეჰოვამ ზუსტად განჭვრიტა და იწინასწარმეტყველა. იეჰოვამ არაერთხელ მისცა ფარაონს არჩევნის გაკეთების საშუალება. ყოველი ახალი არჩევნის წინაშე მდგომი ფარაონი უფრო და უფრო ჯიუტდებოდა (შდრ. ეკ. 8:11, 12). მოციქულმა პავლემ გამოსვლის 9:16-ის ციტირებისას ახსნა, რომ იეჰოვამ თავისი ძალის საჩვენებლად და მთელი დედამიწისთვის თავისი სახელის საუწყებლად დაუშვა მოვლენების ასე განვითარება თვით ბოლო (მეათე) სასჯელამდე (რმ. 9:17, 18).

წინასწარ განსაზღვრა წინასწარმეტყველების შესასრულებლად ღმერთმა, რომ იუდა იესოს გასცემდა?

იუდა ისკარიოტელის ღალატით ღვთიური წინასწარმეტყველება შესრულდა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ღმერთსა და მის ძეს აქვთ წინასწარგანჭვრეტის უნარი (ფს. 41:9; 55:12, 13; 109:8; სქ. 1:16—20). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთმა წინასწარ განაწესა ან წინასწარ განსაზღვრა, რომ მოღალატე სწორედ იუდა იქნებოდა. წინასწარმეტყველებების თანახმად, იესოს ახლობელი გასცემდა, თუმცა კონკრეტულად არ იყო ნაწინასწარმეტყველები მისი ვინაობა. ბიბლიური პრინციპებიდან გამომდინარე შეუძლებელია, ღმერთს წინასწარ განესაზღვრა იუდას ქმედებები. მოციქულმა პავლემ ღვთიური პრინციპი ასე ჩამოაყალიბა: „არავის დაადო ხელი ნაჩქარევად და ნურც სხვათა ცოდვების თანამონაწილე იქნები. სუფთად დაიცავი თავი“ (1ტმ. 5:22; შდრ. 3:6). იესოს სურდა, გონივრულად და სწორად შეერჩია 12 მოციქული, რაც იქიდანაც ჩანს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მთელი ღამე ლოცვაში გაატარა (ლკ. 6:12—16). თუ ღმერთს წინასწარვე ჰქონდა განსაზღვრული, რომ გამცემი იუდა უნდა ყოფილიყო, ის თავისივე მითითებების წინააღმდეგ წასულა და, ზემოაღნიშნული პრინციპის თანახმად, ცოდვის თანამონაწილე გამხდარა.

აქედან გამომდინარე, მოციქულად არჩევის დროს იუდას გულში ვერაგობა არ ჰქონია. მან გულში შხამიან ფესვს გაუკვალა გზა, ამიტომ ღვთის ხელმძღვანელობის ნაცვლად, ეშმაკის ნებას დაჰყვა, რის შედეგადაც ქურდი და მოღალატე გახდა (ებ. 12:14, 15; ინ. 13:2; სქ. 1:24, 25; იაკ. 1:14, 15; იხ. იუდა №13). იუდას გულში განდგომილების პროცესის დაწყებიდან რაღაც ეტაპზე იესოს შეეძლო დაენახა, რა ხდებოდა მის გულში და განესაზღვრა, რომ მოღალატე ის გახდებოდა (ინ. 13:10, 11).

იოანეს 6:64-ში ნათქვამია, რომ ერთხელ იესოს ზოგიერთი მოწაფე მისმა სწავლებამ დააბრკოლა: „იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ იყვნენ ისინი, ვისაც არ სწამდა და ვინ გასცემდა მას“. ბერძნული სიტყვა, რომელიც ამ მუხლში ნათარგმნია როგორც „თავიდანვე“ (ბერძ. არქე), 2 პეტრეს 3:4-შიც გვხვდება და მიუთითებს შემოქმედების დასაწყისზე. ეს სიტყვა შეიძლება დროის სხვა მონაკვეთის დასაწყისზეც მიუთითებდეს (ლკ. 1:2; ინ. 15:27). მაგალითად, როცა მოციქული პეტრე ამბობდა, უცხოტომელებზე წმინდა სული ისე გადმოვიდა, „როგორც ჩვენზე თავდაპირველადო“, აშკარაა, რომ ის არ გულისხმობდა მოწაფეობის ან მოციქულობის დასაწყისს, არამედ მნიშვნელოვან თარიღს მის მსახურებაში, კერძოდ, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულს, როცა გარკვეული მიზნით წმინდა სული პირველად გადმოვიდა მოწაფეებზე (სქ. 11:15; 2:1—4). გერმანელი თეოლოგის, ლანგეს ერთ-ერთ ნაშრომში იოანეს 6:64-თან დაკავშირებით საინტერესო კომენტარია გაკეთებული: «სიტყვა „თავიდანვე“ ... არ ნიშნავს მეტაფიზიკური თვალსაზრისით ყოველივეს დასაწყისს ... არც მოწაფეებთან [იესოს] ნაცნობობის ... არც მოწაფეთა არჩევის და არც მისი მესიანური მსახურების დასაწყისს ... არამედ გულში გაჩენილი ურწმუნოების პირველ ნიშანწყალს [რამაც მოწაფეები დააბრკოლა]. იესომ ამ გაგებით იცოდა თავიდანვე, ვინ იყო მისი გამცემი» (Commentary on the Holy Scriptures, 1976, გვ. 227, მთარგმნელი და რედაქტორი ფ. შაფი; შდრ. 1ინ. 3:8, 11, 12).



არჩევანი თქვენზეა

თავისი მსახურის, მოსეს მეშვეობით, ღმერთმა ასეთი სიტყვები უთხრა ისრაელ ერს: „სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდე წინ . . . აირჩიე სიცოცხლე . . . თუ გეყვარება იეჰოვა, შენი ღმერთი, მოუსმენ მის ხმას და მიეკვრები მას. შენი სიცოცხლე და დღეგრძელობაა იგი“ (კანონი 30:19, 20). ღვთის ეს სიტყვები აზრმოკლებული და არაგულწრფელი იქნებოდა, მას რომ წინასწარ ჰქონოდა განსაზღვრული, ვის ეყვარებოდა ის და ვის არა. თქვენი აზრით, ასე უსამართლოდ მოიქცეოდა „სამართლიანობის მოყვარული“ და სიყვარულის ღმერთი?! (ფსალმუნი 37:28; 1 იოანე 4:8).

ისრაელისთვის ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვები ჩვენთვის უფრო აქტუალურია, რადგან ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულება იმაზე მოწმობს, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრული კარს არის მომდგარი (მათე 24:3—9; 2 ტიმოთე 3:1—5). ჩვენ როგორ უნდა ავირჩიოთ სიცოცხლე? საბოლოო ჯამში, ჩვენგანაც იგივე მოითხოვება, რაც ძველი ისრაელებისგან.


ჰკითხეთ საკუთარ თავს: „თუ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია და ღმერთმა ან ბედისწერამ უკვე განსაზღვრა ჩვენი მომავალი, რატომღა უნდა ვილოცოთ? რატომ ვიღებთ უსაფრთხოების ზომებს? რატომ ვიკრავთ უსაფრთხოების ღვედს მგზავრობისას? ან რატომ ვიკავებთ თავს ალკოჰოლისგან, როცა საჭესთან ვჯდებით?

ბიბლია არ იწონებს, როცა ადამიანი საკუთარ უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს. ნაცვლად იმისა, რომ ისრაელებს საკუთარი ცხოვრება ბედისთვის მიენდოთ, ბიბლია მოუწოდებდა მათ, რომ უსაფრთხოების ზომები მიეღოთ. მაგალითად, ღმერთმა უთხრა მათ, რომ სახლის ბანისთვის მოაჯირი გაეკეთებინათ, რათა ვინმე შემთხვევით არ გადმოვარდნილიყო და მომკვდარიყო. რატომ მისცა ღმერთმა ისრაელს ასეთი კანონი, თუ ადამიანს ეწერა, რომ ბანიდან გადმოვარდებოდა და მოკვდებოდა? (კანონი 22:8).

რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევებზე, როცა ვინმე სტიქიური უბედურების მსხვერპლი ხდება, რომლის გაკონტროლება ადამიანთაგან არავის შეუძლია? წინასწარ იყო მათი სიკვდილის დღე განსაზღვრული? რა თქმა უნდა, არა. ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, მეფე სოლომონი გვარწმუნებს, რომ „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11). რა უცნაურ ვითარებაშიც არ უნდა მოხდეს ტრაგიკული მოვლენები, ისინი წინასწარ განსაზღვრული არ არის.

ზოგი ფიქრობს, რომ სოლომონის ზემოხსენებული სიტყვები ეწინააღმდეგება მის მიერვე ნათქვამ აზრს: „ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველა საქმეს აქვს თავისი დრო ცისქვეშეთში: შობის დრო და სიკვდილის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 2). ბედისწერის მხარდასაჭერად მოიყვანა სოლომონმა ეს სიტყვები? განვიხილოთ, რა იგულისხმება ამ ნათქვამში.

სოლომონს არ უთქვამს, რომ სიკვდილისა და დაბადების დრო წინასწარ არის განსაზღვრული. ამ სიტყვებში ის იგულისხმება, რომ ბევრი სხვა ცხოვრებისეული მოვლენის მსგავსად, ადამიანის დაბადებაც და სიკვდილიც ჩვეულებრივი მოვლენაა. მართლაც, ცხოვრებაში ბევრი რამ კარგიც ხდება და ცუდიც. სოლომონის სიტყვების თანახმად, არის „ტირილის დრო და სიცილის დრო“. ამგვარად, სხვა საქმეების მსგავსად გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ჩვეულებრივი რამ არის ცისქვეშეთში (ეკლესიასტე 3:1—8; 9:11, 12). როგორც მან დასკვნით სიტყვებში აღნიშნა, ჩვენ ისე არ უნდა ჩავეფლოთ ყოველდღიურ საქმეებში, რომ შემოქმედი დავივიწყოთ (ეკლესიასტე 12:1, 13).

მართალია, ჩვენი სიცოცხლე შემოქმედის ხელშია, ის წინასწარ არ განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი მარადიულ სიცოცხლეს გვთავაზობს, თუმცა არ გვაიძულებს მის მიღებას. მის სიტყვაში ნათქვამია: „მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი“ (გამოცხადება 22:17).

ჩვენ თავად უნდა გვინდოდეს „სიცოცხლის წყლის“ მიღება. ამგვარად, ჩვენს მომავალს ბედისწერა არ განსაზღვრავს. ჩვენი მომავალი ჩვენს გადაწყვეტილებებსა და საქციელზეა დამოკიდებული.

როგორ უნდა „აირჩიოთ სიცოცხლე“?

ჩვენ სიცოცხლეს ავირჩევთ, თუ გვეყვარება იეჰოვა, მოვუსმენთ მის ხმას და მივეკვრებით მას. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ კარგად გავიცნობთ ღმერთს და შევასრულებთ მის მოთხოვნებს. ლოცვის დროს იესო ქრისტემ ასეთი სიტყვებით მიმართა ღმერთს: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

ამ ძვირფას ცოდნას ბიბლია გვაძლევს, რომელსაც მართებულად ეწოდება ღვთის სიტყვა (იოანე 17:17; 2 ტიმოთე 3:16). ღვთისგან ბოძებული ეს ძღვენი იმის დანახვაში გვეხმარება, რომ ღმერთს წინასწარ არ განუსაზღვრავს ჩვენი მომავალი. მას სურს, რომ ჩვენ გააზრებული გადაწყვეტილებები მივიღოთ იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ის გვაძლევს (ესაია 48:17, 18).

ბიბლიის მეშვეობით, ფაქტობრივად, ღმერთი გვეუბნება: „აი, რა მაქვს განზრახული ადამიანებისა და დედამიწისთვის და აი, რა უნდა გააკეთო მარადიული სიცოცხლის მისაღებად. ახლა შენზეა დამოკიდებული, მომისმენ თუ არა“. ღმერთი სრულყოფილად იყენებს მომავლის წინასწარ განსაზღვრის უნარს და, ამგვარად, აფასებს ჩვენს თავისუფალ ნებას. ახლა ჯერი თქვენზეა: „მოუსმენთ მის [ღვთის] ხმას და მიეკვრებით მას“, რათა იცოცხლოთ?!

ამიტომ, რაც უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში — კარგი თუ ცუდი — ეს წინასწარ განსაზღვრული არ არის. ხშირად ასეთი „შემთხვევები“ სხვა ადამიანების მიერ მიღებული გონივრული თუ არაგონივრული გადაწყვეტილებების შედეგად ხდება (ეკლესიასტე 9:11). თქვენი მომავალი არ არის წინასწარ განსაზღვრული და მას მხოლოდ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს.


საკვანძო მუხლები

1.იაკ1:13
2.იგ10:27 ადამიანის მომქვალი მის არჩევანზეა დამოკიდებული
3.დაბ2:16,17 გააფრთხილებთ შვილებს მოსალოდნელი საშიშროებია შესახებ თუ ყველაფერი ისე გექნებათ დაგეგმილი რომ მას გვერდს ვერ აუვლიან?
4.გალ6:7
5.დაბ18:20,21
6.დაბ22:12
7.იგ1:33
8.ინ17:3 ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი



არგუმენტების განხილვა რომლებსაც ბედისწერის მომხრეები იყენებენ

წინასწარ განსაზღვრა თუ არა ღმერთმა ჩვენი სიცოცხლის დღეები?



 ერთ-ერთ ასეთ ადგილს სბს-სტოკჰოლმი 2001-ში წარმოადგენს — ფსალმუნების 138:16 [139:16 სხვა თარგმანებში]. როგორც სპეციალისტები აღიარებენ, ეს ძალიან რთულად სათარგმნი ადგილია; ზოგიერთი იმასაც კი ვარაუდობდა, რომ ორიგინალი დამახინჯებული იყო. რაში მდგომარეობს სირთულე?

იმ აზრის მიხედვით, რომელსაც ამ მუხლში დებენ, ჩემთვის ხელმისაწვდომი ბიბლიის ყველა ინგლისური თარგმანი შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. შედარებით კონსერვატიული თარგმანები, მათ შორის King James Version, Darby Translation, Wycliffe Bible, Young's Literal Translation, ამ მუხლში არ დებენ ბედისწერის იდეას. და პირიქით, შედარებით თანამედროვე ვერსიები, როგორც წესი, პირდაპირ ან ირიბად მხარს უჭერენ აზრს წინასწარი განსაზღვრის შესახებ. მცირე გამონაკლისთა შორისაა — ახალი ქვეყნიერების თარგმანი, რომელიც, მიუხედავად თანამედროვეობისა, მოცემულ შემთხვევაში ტრადიციულ ინგლისურ თარგმანებთან უფრო ახლოსაა. მოდით მისი ქართული თარგმანი, თარგმანს სბს-სტოკჰოლმი 2001 შევადაროთ. ძირითადი განსხვავება იოლი შესამჩნევია:
1. ახალი ქვეყნიერების თარგმანი: «შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ, როცა ყველა ჩემი ნაწილი უნდა ჩამოყალიბებულიყო, მაშინ, როცა ჯერ არცერთი მათგანი არ არსებობდა». 
2. სბს-სტოკჰოლმი 2001: «ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავლისა ჩემისა, როცა ჯერ არ იყო არცერთი მათგანი».
სბს-სტოკჰოლმი 2001-ის მკითხველი აუცილებლად მივა დასკვნამდე, რომ თითოეული ადამიანის მომავალი ღვთის მიერ ზედმიწევნითაა წინასწარ განსაზღვრული, რაც ნიშნავს, რომ არჩევნის თავისუფლება არ არსებობს და ის ვერასოდეს გადაუხვევს წინასწარ განსაზღვრული გზიდან. ეს იდეა სრულიად ბიბლიურ სწავლებასთან მოდის დაპირისპირებაში. ახალი ქვეყნიერების თარგმანი კი სრულიად განსხვავებულ აზრს გადმოგვცემს — ადამიანის ორგანიზმის ეტაპობრივი განვითარების გეგმის შესახებ, რომელიც უჯრედის ბირთვშია ჩაწერილი და რომელიც მხატვრული ენით «წიგნსაა» შედარებული.

თუ ძველებრაულ მასორეტულ ტექსტს მივმართავთ, მასში არ არის სიტყვა «ნაწილი» (ინგლ. parts ან members), რომელიც ორგანიზმის ნაწილებზე მიუთითებდა. მაგრამ ნუ იჩქარებთ დასკვნის გაკეთებას, რომ სბს-სტოკჰოლმი 2001 უფრო ზუსტად გადმოსცემს ორიგინალის აზრს, რადგან სიტყვებს არ ამატებს. აზრის აღდგენის გამო ჩამატება — ნებისმიერი თარგმანისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, მათ შორის სბს-სტოკჰოლმი 2001-საც, სადაც ასეთი სიტყვები კურსივითაა აკრეფილი. აქ ყურადღება სხვა რამეს უნდა მივაქციოთ: სიტყვების ჩამატება რომ თავიდან აეცილებინათ, სბს-სტოკჰოლმი 2001-ისა და მისი მსგავსი თარგმანების რედაქტორებმა ერთი პატარა სიტყვის აზრი დაამახინჯეს «გადმოცემის გამართულობისათვის».

ეს ებრაული სიტყვაა კულლამ (כֻּלָּ֪ם), რომელიც ორი სიტყვისაგან შედგება (כל და הם) და პირდაპირი გაგებით ნიშნავს «ყველა ისინი». თუ მოთმინება გეყოფათ, შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ, რომ ბიბლიაში ამ სიტყვის გამოყენების აბსოლუტურად ყველა 80 შემთხვევაში ეს სიტყვა  ეხება ანტეცედენტს, ანუ არსებით სახელს, რომელიც ცოტა ადრე იყო მოხსენიებული თხრობაში. ეს ყველაზე ლოგიკური სიტყვების წყობაა.

მაგრამ ანტეცედენტი წინამდებარე მუხლებში არ არის. კერძოდ, ზუსტად ამაში მდგომარეობს მთელი პრობლემა. ებრაული ტექსტი რომ სიტყვასიტყვით ეთარგმნათ, ის ძალიან არეულად გაიჟღერებდა, როგორც ეს რობერტ იანგის ვერსიიდან ჩანს: «ჩემი ჩამოუყალიბებელი არსება შენმა თვალებმა იხილეს, და შენს წიგნში ყველა ისინი ჩაწერილია, დღეები [როდესაც] ისინი ჩამოყალიბდნენ — და არც ერთი მათგანი». დააკვირდით, რომ სიტყვათაკავშირს «ყველა ისინი» იანგი აკავშირებს არა დღეებთან (პოსტცედენტთან), არამედ რაღაც სხვასთან — თუ კონკრეტულად რასთან, ის არ მკითხაობს, და ამას არც ითხოვს სიტყვასიტყვითი თარგმანი.

აზრობრივმა თარგმანებმა, ბუკვალური თარგმანებისაგან განსხვავებით, აზრები ნათლად და სრულად უნდა გადმოსცენ და მოცემულ შემთხვევაში მათი ავტორები არცთუ იოლი არჩევნის წინაშე აღმოჩნდნენ:

1) გამოეტოვათ უხერხული ნაცვალსახელი «ისინი», ისე რომ გამოსულიყო «ყველა [...] დღეები», ან...
2) შეეცვალათ ეს ნაცვალსახელი  ნაგულისხმები ანტეცენდენტით და არ შეეცვალათ სინტაქსისი.

უმრავლესობა პირველი გზით წავიდა, სინტაქსისის წესები დაარღვიეს, მაგრამ სამაგიეროდ ბედისწერის დოქტრინას მხარი დაუჭირეს. მეორე ჯგუფი ჩასანაცვლებლად სხვადასხვა ვარიანტებს წარმოადგენდა, მაგრამ ყველაზე ხშირად ჟღერდა მოსაზრება, რომ «ისინი» — ეს ემბრიონის ნაწილები ან ორგანოები იყო, რომლის შესახებაც მუხლის დასაწყისშია საუბარი.

ამგვარი დეტალებისა და ასევე ფსალმუნის მონტექსტის გათვალისწინებით, სავსებით გონივრული გვეჩვენება დავეთანხმოთ ასეთ ლამაზ და გააზრებულ თარგმანს:
«ხოტბას შეგასხამ, რადგან შიშს მინერგავს ის, 
თუ რა საოცრად ვარ შექმნილი.
საოცარია შენი საქმეები
და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა. 
არ დაფარულა შენგან ჩემი ძვლები,
როცა დაფარულში შევიქმენი,
როცა დედამიწის სიღრმეებში ვიყავი მოქსოვილი. 
შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი
და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ,
როცა ყველა ჩემი ნაწილი უნდა ჩამოყალიბებულიყო,
მაშინ, როცა ჯერ არც ერთი მათგანი არ არსებობდა».
ფსალმუნები 139:14–16, ახალი ქვეყნიერების თარგმანი



წიგნი გოდებიდან 3:37, 38:
«ვის თქმაზე აღსრულდება რამე, თუ უფალმა არ ბრძანა? განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე?» (საპატრიარქოს თარგმანი)
ასეთ ფორმაში დასმული რიტორიკული კითხვები თითქოსდა განსჯის მათ, ვისაც შემთხვევითი მოვლენების შესაძლებლობის სჯერა. მუხლი გაიგება შემდეგნაირად: რომ ვითომდა არ ხდება ისეთი არაფერი, რაც ღმერთის ნება არ არის. ეს იდეა ახლოსაა ფატალიზმთან, უარყოფს შემთხვევითობას და ადამიანის არჩევანის თავისუფლებას, და ასევე ყველანაირი ბოროტბისა და «უბედური შემთხვევების» პასუხისმგებლობას სრულიად ღმერთს აკისრებს.
 საპატრიარქოს თარგმანში აზრი არასწორადაა გადმოცემული. აი მაგალითისთვის 37-ე მუხლის რამოდენიმე ვერსია:

ვის შეუძლია თქვას და დაუშვას იმის შესრულება, რის შესრულებასაც უფალი არ ინებებს? (აღმოსავლური აზრობრივი თარგმანი, CARS)
ვის შეუძლია თქვას და ასეც შესრულდეს, როდესაც უფალს არ უნებებია ეს? (King James Version)
ვის შეუძლია თქვას - და შესრულდეს, თუ უფალს არ უნებებია ამის შესრულება? (ახალი ბიბლიური თარგმანი МБО)
Хто то скаже і станеться це, як Господь того не наказав? (Огиенко, укр.)
ვინ თქვა, რომ უნდა შესრულდეს რაიმე, [თუ] თვით იეჰოვამ არ ინება? (NWT, ინგ.)

აქ არავითარი მინიშნებაც კი არ არის ღვთის მიერ ყველა მოვლენების კონტროლის შესახებ, მუხლი საერთოდ სხვა რამეზეა. თქვენ შეამჩნიეთ, რაშია განსხვავება? რაში მდგომარეობს ძირითადი აზრი?

ადამიანების მომავლის განსაზღვრის შესაძლებლობა უპირისპირდება იეჰოვას შესაძლებლობას. ადამიანებს არ ძალუძთ წინასწარმეტყველების წარმოთქმა და მისი სისრულეში მოყვანა, თუ ღმერთს სხვაგვარადა აქვს ჩაფიქრებული. ამასთანავე მას შეუძლია უბრალოდ არ ჩაერიოს და დაუშვას გარკვეული მოვლენები, ისე რომ არ გახდეს მათი თანამონაწილე. გარდა ამისა, თუ ღმერთმა წინასწარმეტყველს უფლება მისცა რაიმეს წინასწარმეტყველებისა და ის შესრულდა, ასეთმა წინასწარმეტყველმა არ უნდა მიიწეროს საკუთარ თავზე ძალიან დიდი როლი. ასეთი სახით, ეს სიტყვები შეგვიძლია აღვიქვათ როგორც იერემიას თავმდაბლობის გამოხატულება, რომელიც მისივე პირით წარმოთქმული წინასწარმეტყველებების შესრულების მოწმე გახდა.

იგავნი 19:21: ...კაცი გულში ბევრ რამეს გეგმავს, 
მაგრამ შესრულდება ის, რასაც იეჰოვა განიზრახავს.


3.დაბ 25:23
ფს139:16  როგორც ამ მუხლიდან  ვხედავთ ღმერთს შეეძლო წაიკითხა ჯერ არშობილი ტყუპების გენეტიკური კოდი ამის საფუძველზე მას შეეძლო განესაზღვრა რა თვისებები იქნებოდათ ძმებს და ეწინასწარმეტყველებინა შედეგები აქ არაფერი მეტყველებს იმაზე რომ ღმერთმა განსაზღვრა მათი მარადიული მომავალი ან ის თუ როგორ განვითარდებოდა თითოეული მოვლენა მათ ცხოვრებაში. ღმერთი ასე რომ არ მოქმედებს ამას ადასტურებს დაბადების 22: 12 იც  გარდა ამისა მაგალითად იმის საფუძველზე რასაც აკვირდება სინოპტიკოსმა შეიძლება ზუსტად განსაზღვროს თუ როგორი ამინდი იქნება მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას რომ მას სურდა ასეთი ამინდი ან  მან განაპირობა ის
4.კან32:20,21  ღმერთს შეეძლო წინასწარ დაინახა თუ რა მოყვებოდა მათ საქციელს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ის იყო დამნაშავე ამაში ან მას სურდა ეს მაგალითად იმის საფუძველზე რასაც აკვირდება სინოპტიკოსმა შეიძლება ზუსტად განსაზღვროს თუ როგორი ამინდი იქნება მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას რომ მას სურდა ასეთი ამინდი ან  მან განაპირობა ის ფს 33:15
5.ფს41:9 ინ13:18 ამ წინასწარმეტყველებაში არ არის ნათქვამი კონკრეტულად ვინ გასცემდა იესოს ღმერთმა იცოდა რომ ეშმაკმა დავითის წინააღმდეგ მისი მრჩეველი ახითოფელი გამოიყენა ეს შემთხვევა იმის საჩვენებლად ჩაიწერა თუ როგორ მოქმედებდა ეშმაკი და რას გააკეთებდა მომავალში. იუდა ისკარიოტელს ღმერთმა კი არა  ეშმაკმა ჩაუდო გულში იესოს გაცემა ინ13:2
6.ეს46:9,10  ის აცხადებს თავის განზრახვას და წინასწარ საზღვრავს ან განზრახვასთან დაკავშირებულ საკითხებს თავის განუსაზღვრელ ძალას კი მათ განსახორციელებლად იყენებს. მაგეამ დიდი ფიზიკური ძალის პატრონი რომ ყოფილიყავით ნუთუ ნებისმიერი მძიმე საგნის აწევა მოგინდებოდათ რასაც გზად შეხვდებოდით? რასაკვირველია არა. მსგავსად მომავლის წინასწარ განჭვრეტის უნარი არ აიძულებს მას რომ ყველაფერი წინასწარ იცოდეს და განსაზღვროს ის თავის უნარს მაშინ იყენებს როცა ამის საჭიროებას ხედავს 1ინ4:8
7.ინ6:64   სიტყვაში თავიდანვე არ იგულისხმება მაინცდამაინც შემოქმედების დასაწყისი ან იესოს დაბადების დრო იესომ იცოდა თავიდანვე ან იმ დროიდან როცა იუდას ორგულობის პირველი ნიშნები გამოვლინდა. ლუკ1:12. ამ მუხლში სიტყვას თავიდანვე პირობითი  მნიშვნელობა აქვს და არ გულისხმობს ქვეყნიერების დასაბამიდან ან იესოს დაბადების დროიდან
8.რმ8:28-30 
2პეტრ1:10 ამავე ქრისტიანებზე ნათქვამია თუ წინასწარ განსაზღვრული იყო მათი გადარჩენა რაც უნდა გაეკეთებინათ არასოდეს დაეცემოდნენ. ვინაიდან მათი მხრიდან მცდელობა იყო საჭირო ლოგიკურია რომ წინასწარ განსაზღვრული იყო არა ცალკეულ ადამიანთა ვინაობა არამედ ქრისტიანთა ჯგუფის არსებობა. მათ კი ვისაც ღმერთი ამ ჯგუფის წევრად აირჩევდა ჯილდოს მისაღებად ერთგულება უნდა შეენარჩუნებინათ რომ 2:6-8 ფილ2:12
9.ეფ1:4,5,11 
ლუკ11:50,51 აღსანიშნავია რომ იესო ქვეყნიერების შექმნას აკავშირებს აბელს აბელი იყო პირველი ადამიანი რომელსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე არ დაუკარგავს ღვთის კეთილგანწყობა ადამისა და ევას ურჩობის შემდეგ და აბელის ჩასახვამდე ღმერთმა გადაწყვიტა შთამომავლობის მეშვეობით ეხსნა ადამიანები ღვთის განზრახვით შთა მომავლო ბის მთავარი წარმომადგენელთან ანუ იესო ქრისტესთან ერთად მის ერთგულ მიმდევართა ჯგუფი უნდა ყოფილიყო ამრიგად აქ წინასწარ ცნობილი იყო ჯგუფის  ვინაობა და არა ცალკეულ ქრისთიანთა ვინაობა ამავე ქრისტიანებზე ნათქვამია 2პეტრ1:10  თუ წინასწარ განსაზღვრული იყო მათი გადარჩენა რაც უნდა გაეკეთებინათ არასოდეს დაეცემოდნენ. ვინაიდან მათი მხრიდან მცდელობა იყო საჭირო ლოგიკურია რომ წინასწარ განსაზღვრული იყო არა ცალკეულ ადამიანთა ვინაობა არამედ ქრისტიანთა ჯგუფის არსებობა. მათ კი ვისაც ღმერთი ამ ჯგუფის წევრად აირჩევდა ჯილდოს მისაღებად ერთგულება უნდა შეენარჩუნებინათ რომ 2:6-8 ფილ2:12
10.1პტ1:19,20  იგივე რაც ზემოთ 
11.ეკლ3:1,2 აქ არ იგულისხმება ის რომ ადამიანი სიცოცხლე წინასწარ არის განსაზღვრული. არაგონივრული მოქმედებით შეიძლება ადამიანმა უშუალოდ მოესწრო სიცოცხლე აქ ლაპარაკია იმაზე რომ არასრულყოფილ ქვეყნიერებაში ყველას სიცოცხლე სიკვდილით მთავრდება არის შობის დრო  და დგება სიკვდილის დრო  ჩვეულებრივ 70-80 წელიწადში   ზოგჯერ უფრო ადრე ან გვიან მაგალითად მიწათმოქმედმა იცის როდის დათესოს თესლი რა მოხდება თუ ისეთი დროცლს დათესა რა დროსაც თესვის სეზონი არაა ? ღმერთს უნდა მიეწეროს თუ მძიმე შრომის მიუხედავად კარგ მოსავალს ვერ აიღებს ? რასაკვირველია არა რადგან მიწათმოქმედს  თესლი თავის დროზე არ დაუთესავს. იგი იმ შემთხვევაში არიღებდა კარგ მოსავალს თუ შემოქმედის მიერ ბუნებაში დადგენილ წესებს დაემორჩილებოდა. ასე რომ ღმერთმა ჩვენი მომავალი წინასწარ კი არ განსაზღვრა არამედ დაადგინა კანონები და წესები რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი ცხოვრება. ადამიანი რომ წარმატებული იყოს თავის საქმეში უნდა ესმოდეს რა არის ღვთის მიერ დადგენილი წესები და კანონები და მათ თანახმად მოქმედებდეს წინასწარ განსაზღვრული და შეუცვლელი ღვთის განზრახვაა და არა ადამიანის ბედი. როგორც იმის დაჯერებაა არალოგიკური რომ ღმერთი წინასწარ  უდგენს მიწათმოქმედს დღეს როდის უნდა დაიწყოს დარგვა ისე არაგონივრულია რომ ღმერთმა ადამიანს წინასწარ დაუდგინოს  როდის მოკვდება ეს55:11
12.ეფ3:11 მრავალ თარგმნაში წერია მარადიული განზრახვა ღმერთს აქვს მარადიული განზრახვა და არა შედგენილი გეგმა თითქოს ღმერთი სამომავლო მოქმედების მონახაზს აკეთებდეს ნაცვლად ამისა საუბარია ღვთის გადაწყვეტილებაზე შეასრულოს ის რაც კაცობრიობასა და დედამიწასთან დაკავშირებით თავიდანვე ქონდა ჩაფიქრებული დაბ1:28
13იერ1:5 კონკრეტულ პიროვნებას ეუბნება 
იერემიას შემთხვევა განსაკუთრებული იყო, რადგან თვით სამყაროს შემოქმედი იყო დაინტერესებული იმით, თუ როგორ იცხოვრებდა და რას გააკეთებდა ის (წაიკითხეთ იერემიას 1:5 ).

 იეჰოვამ იერემიას დაბადებამდე იცოდა, რომ ის შეძლებდა წინასწარმეტყველად მსახურებას. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ბავშვს, რომელიც უნდა დაბადებულიყო იერუსალიმის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქში მცხოვრები მღვდლის ოჯახში. ისინი ცხოვრობდნენ ძვ. წ. მე-7 საუკუნის შუა ხანებში ბოროტი მეფე მენაშეს, მმართველობის დროს





No comments:

Post a Comment