Thursday, 13 August 2020

არის მამა (იეჰოვა) და ძე (იესო) ერთიდაიგივე პიროვნება?





არა. და ამის დასტურია უამრავი ბიბლიური ადგილი რომლებიდანაც ზოგიერთს მოვიხსენიებთ:

Tuesday, 4 August 2020

რატომ არ მწამს სამების?



სამების შესახებ სწავლების მიღება ძალიან რთულ საქმედ მიმაჩნია. და არა მარტო იმის გამო, რომ რთულია მისთვის ბიბლიური საფუძვლის პოვნა. და არა მარტო მისი არალოგიკურობის გამო. სამწუხაროდ, ჩემთვის ეს სწავლება მიუღებელია თუნდაც იმიტომ, რომ მე ის ჩიხურ სწავლებად მიმაჩნია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას არა მხოლოდ არ მივყავარ ღმერთთან, არამედ, პირიქით, მაშორებს კიდეც მას.

სამების მომხრეების არგუმენტების გაბათილება (მამის და ძის თანასწორობის შესახებ)


ბიბლიური მუხლები რომლებსაც არასწორად იყენებენ სამების დასამტკიცებლად: 

სამების დოგმატის ჩამოყალიბების (გამოგონების) ისტორია


ბიბლიის წერა ახ. წ. პირველ საუკუნეში დასრულდა. ორ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ახ. წ. 325 წელს ნიკეაში (დღევანდელი იზნიკი, თურქეთი) გამართულ კრებაზე ოფიციალურად ჩამოყალიბდა სწავლებები, რომლებიც საფუძვლად დაედო სამების დოგმატს. 
იმ დროისთვის, როდესაც კონსტანტინე რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა, მათ, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევდა, განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა ეკავათ ღმერთსა და იესოს. ღმერთი იყო იესო? თუ ღვთის მიერ იყო შექმნილი? ამ საკითხის გადასაჭრელად კონსტანტინემ ნიკეაში ეკლესიის წინამძღოლები მოიწვია. მაგრამ მისი მიზანი ჭეშმარიტების დადგენა არ ყოფილა. მას უბრალოდ არ სურდა, რომ რელიგიური განხეთქილების გამო მისი იმპერია დაყოფილიყო.

Monday, 3 August 2020

ტრინიტარული ბიბლეისტიკა მაგალითებით



სამების მტკიცებულების ერთერთი პოპულარული მეთოდი არის ასეთი: იღებენ რომელიმე ეპითეტს ან სიტუაციას, რომელიც ღმერთთანაა დაკავშირებული, ხოლო შემდეგ ბიბლიის სხვა ადგილას პოულობენ იგივე ეპითეტს ან სიტუაციას, სადაც უკვე ქრისტეა ნახსენები. ამის შემდეგ მათ შორის თანასწორობას ავტომატურად ესმება ხაზი.

როგორი ბუნება აქვს იესო ქრისტეს



სამების მტკიცებულებები ხშირადაა აგებული სიტყვაზე «ბუნება» და გაგებაზე «ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება». . ეს ძალიან უცნაური არგუმენტაციაა რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი, გაუგებარია, რა არის ეს – «ღვთაებრივი ბუნება». ? (სიტყვა არსს თავი დავანებოთ მსგავსი სიტყვა არ გვხვდება ბიბლიაში). ეს არის ბერძენ ფილოსოფოსთა ტერმინები, რომლებიც ბიბლიაში არ გვხვდება [ღმერთთან დაკავშირებით]. .. განვიხილოთ  ბუნების  განსაზღვრების სამი ვარიანტი.

იესო: მარადიულად შობილია თუ შექმნილი?



 ბუნებითი ღმერთი არის არამხოლოდ შეუქმნელი, არამედ ასევე უშობელიც, ანუ ისევე როგორც ღმერთის შექმნაა შეუძლებელი, ასევე შეუძლებელია მისი შობაც. შობილს ბუნებრივია ყავს მშობელი, ანუ წყარო, და ამ წყაროს გარეშე იგი ვერ იარსებებდა. რადგანაც შობილი ყოველთვის მოსდევს თავის მშობელს, იგი არ შეიძლება ყოველთვის არსებულიყო ანუ მშობელი ყოველთვის შვილის უწინარესია. ღმერთი დაუსაბამოა, ხოლო ძეს დასაბამი აქვს მამისგან, ამიტომ იგი არ შეიძლება იყოს ღმერთი.

საიდან ვიცით, რომ იგავების 8:22—31-ში აღწერილი სიბრძნე განკაცებამდე მცხოვრებ იესო ქრისტეზე მიუთითებს?


აქ ვკითხულობთ: უფალმა შემიძინა აღმაგო“, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა] თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით; მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს; როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი“ (იგავნი 8:12, 22, 25, 26

სულის უკვდავების მომხრეების არგუმენტების გაბათილება

1(დაბ1:26,27)-V(რომ1:23)მაგრამ ჩვენ არ ვართ შექმნილები მისი მსგავსი ფიზიკური სხეულით არამედ მან ჩვენში ჩადო ის თვისებები რაც თვითონ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც ყოვლისშემძლე ღმერთები ვიქნებოდით

წინასწარ არის განსაზღვრული თქვენი მომავალი?



მრავალს სჯერა, რომ მათი ცხოვრება და მომავალი წინასწარ არის განსაზღვრული ზებუნებრივი ძალის მიერ. მათი აზრით, ჩვენი ცხოვრება, დედის მუცლიდან სიკვდილამდე, ღვთის მიერ წინასწარ დაწერილი „სცენარის“ მიხედვით ვითარდება. ისინი ასე მსჯელობენ: „თუ ღმერთი ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნეა, მისთვის უთუოდ ცნობილი უნდა იყოს ყველა წვრილმანი წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ.

რას ნიშნავს ცოდვის გამოსყიდვა




გამოსასყიდის (ან ხსნის, გააჩნია თარგმანს) შესახებ სწავლება შეიძლება რთული და ძნელად ასახსნელი მოგვეჩვენოს, მაგრამ სათანადოდ თუ გავერკვევით მასში, მისი სამი მოკლე თეზისით გადმოცემა შეიძლება.

ღმერთზე სამართლიანი?

         

 დღეს სადღაც მაინც მოისმენთ მოსაზრებას, რომ ძველი აღთქმის ღმერთი არის სასტიკი, შეუწყნარებელი, აიძულებს ბავშვების დახოცვას, აწყობს ერთა გენოციდს (1 სამუელი 15:3), ხოლო ახალი აღთქმის ღმერთი - ეს უკვე სიყვარული და მიტევებაა. ეს მრავალს აბნევს, ხოლო ზოგი, ამის გამო, ბიბლიის მიმართ გულგრილი ხდება. 

რატომ უშვებს ღმერთი უბედურებას და ტანჯვას?



თუ ღმერთი მოსიყვარულე, სამართლიანი და ძლიერია, რატომღა არსებობს ამდენი ბოროტება?