სამების მტკიცებულებები ხშირადაა აგებული სიტყვაზე «ბუნება» და გაგებაზე «ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება». . ეს ძალიან უცნაური არგუმენტაციაა რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი, გაუგებარია, რა არის ეს – «ღვთაებრივი ბუნება». ? (სიტყვა არსს თავი დავანებოთ მსგავსი სიტყვა არ გვხვდება ბიბლიაში). ეს არის ბერძენ ფილოსოფოსთა ტერმინები, რომლებიც ბიბლიაში არ გვხვდება [ღმერთთან დაკავშირებით]. .. განვიხილოთ ბუნების განსაზღვრების სამი ვარიანტი.
1) «ღმერთის ბუნება».
ზუსტად რა იგულისხმება რაიმეს ბუნების ქვეშ: აგებულება, ფუნქციები, როლი, სტატუსი, შესაძლებლობები, ტიტული, თვისებები, და კიდევ რაღაც თუ ეს ყველაფერი ერთად? როგორი ფაქტორები წარმოადგენენ «ბუნების» ჩამომყალიბლებლებს და როგორი – არა? ზოგი პარამეტრით, იესოსა და იეჰოვას ბუნება შეიძლება ემთხვეოდეს, ზოგით განსხვავდებოდეს – გაგება «ვიღაცის ბუნება» უბრალოდ ძალიან ფართოა და კონკრეტულად რით განისაზღვრება ღმერთისბუნება როგორც განსხვავებული მკვეთრად გამორჩეული სხვებისგან?
2) «ისეთივე ბუნება, როგორც ღმერთს აქვს». მთლად იგივე არაა, მაგრამ ანალოგიურია.
აქაც მსგავსი პრობლემაა. კონკრეტულად რომელი პარამეტრითაა ქრისტეს ბუნება ღვთის ბუნების ანალოგიური? ყოვლისშემძლეობით? ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. შეუქმნელობით? ანალოგიურად. საწყისის არ ქონით (დაუსაბამობით, მარადიულობით)? ანალოგიურად. ან იქნებ მას სულიერი ბუნება აქვს? მაგრამ ზუსტად ასეთივე ბუნება აქვთ ანგელოზებს, დემონებს და ციური ცხოვრებისათვის აღდგენილ ქრისტისნებს. ბიბლიაში არ არის ისეთი ატრიბუტები ან მახასიათებლები, რომლებიც იესოს რაიმე უნიკალურს გახდიდნენ და მკვეთრად განასხვავებდნენ სხვა ქმნილებებისაგან.ბიბლიაში აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია არ არის ქრისტეს ბუნებაზე. და რის საფუძველზე აკეთებთ დასკვნას იესოს ღვთის ბუნების ფლობასთან იდენტურობასთან დაკავშირებით?
3) «ბუნება სახელწოდებით ღმერთი», ანუ ტრინიტარული ტერმინი «თანაარსის» გაგებით.
კი მაგრამ «ღმერთი» – ეს ბუნების სახელწოდება არაა. ლინგვისტიკის თვალსაზრისით ესაა ტიტული ან სტატუსი, როგორც «პრეზიდენტი». პრაქტიკაში, ჩვენ ამ სახით უფრო ხშირად ავღნიშნავთ პიროვნებას, რომელიც კონტექსტით წინასწარ ცნობილია. ვთქვათ, საქართველოში მოცემულ მომენტში, როდესაც ვამბობთ «პრეზიდენტი», ჩვენ ტიტულს კი წარმოვთქვამთ, მაგრამ ვგულისხმობთ გიორგი მარგველაშვილს, თუნდაც პირდაპირ არც კი ვახსენოთ ის (თუმცა გამონაკლისები არსებობს, მაგალითად კომპანიის პრეზიდენტი – ყველაფერი გამოთქმის კონტექსტზეა დამოკიდებული). ზუსტად ასევეა ქრისტიანობაშიც, როდესაც ვამბობთ «ღმერთი», ჩვენ ტიტულს კი წარმოვთქვავთ, მაგრამ ვგულისხმობთ ყოვლისშემძლე შემოქმედის პიროვნებას სახელად იეჰოვა (ისევ და ისევ რამოდენიმე გამონაკლისით სხვა კონტექსტისას).
როგორც არ არსებობს «ბუნება სახელწოდებით პრეზიდენტი», ასევე არ არსებობს «ბუნება სახელწოდებით ღმერთი». როგორც არ არსებობს «ბუნება გიორგი მარგველაშვილი», ასევე არ არსებობს «ბუნება იეჰოვა»
. ყველა ამ შემთხვევაში ესაა ერთი კონკრეტული პიროვნების აღმნიშვნელი და არა საერთო რიგითი გაგება, რომელიც პიროვნებათა ჯგუფს ახასიათებს. პრეზიდენტის ძე ავტომატურად პრეზიდენტი არ ხდება, ისევე როგორც ღმერთის ძე არ ხდება ავტომატურად ღმერთი.
შემდეგ, ბიბლიაში აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია არ არის ქრისტეს ბუნებაზე. მაგალითად, ავიღოთ საპატრიარქოს თარგმანი, სიტყვა «ბუნება» (და მისი ბრუნვითი ფორმები) ახალ აღთქმაში 8-ჯერ გვხვდება, მაგრამ არცერთ მათგანში, არცერთხელ არაა ქრისტე ნახსენები: 2 პეტრე 2:12; იუდა 1:10; რომაელები 2:14; 2:27; 11:24; 1 კორინთელთა 11:14; გალატელთა 2:15; ეფესელთა 2:3 ძალიან უცნაურია, იმის ყურება, თუ როგორ ბჭობენ ადამიანები ჭკვიანური სახით იმის შესახებ, რის შესახებაც ჩვენ არც ბიბლიური და არც მეცნიერული მონაცემები არ გვაქვს. ამის შესახებ ასობით სამეცნიერო ნაშრომის დაწერა შეიძლება, მაგრამ ეს ერთი მილიმეტრითაც ვერ მიგვაახლოვებს ჭეშმარიტებასთან, იმიტომ რომ ჩვენ არანაირი საშუალება არ გაგვაჩნია იმისათვის, რომ ჩვენი შეგრძნების ორგანოებით ან ლოგიკით განვსაზღვროთ ეს ჭეშმარიტება. ასეთ საკითხებში ჩვენ სრულიად ღვთის სიტყვაზე ვართ დამოკიდებული, ის კი ამ თემაზე სდუმს. ეს 100%-ით ფილოსოფიური სპეკულაციაა.
და რაც უფრო საკვირველია, იგივე ადამიანები შესაძლოა ამტკიცებდნენ, რომ ღმერთი – საიდუმლოა და მისი შეცნობა შეუძლებელია. მაგრამ ღმერთი თუ საიდუმლოა, ესე იგი მისი ბუნებაც საიდუმლოა და მაშინ საიდან ვიცით, აქვს თუ არა ის ქრისტეს? ქრისტიანობაში ბუნების საკითხებზე, ბიბლიის დაწერიდან საკმაოდ მოგვიანებით დაიწყეს ბჭობა, მოციქულები მისით არც დაინტერესებულან და არც თვლიდნენ მას მნიშვნელოვნად. ამ საკითხს შეხება არ აქვს არაფერ ისეთთან, რაც ქრისტიანობაში მნიშვნელოვნად ითვლება. ესაა ხელოვნურად შექმნილი გაგება, რომლის, აბსოლუტურად საჭიროების გარეშე, ქრისტიანობაში ჩანერგვასაც ცდილობენ. ქრისტიანობაში არის ღმერთი და არის მისი ძე, რომელიც მან მოუვლინა კაცობრიობას, და ეს საკმარისია ყველა თვალსაზრისით.ზოგჯერ «ღვთაებრივი ბუნების» დამტკიცებას ცდილობენ სიტყვა «ხატით», და ამისათვის მოჰყავთ მუხლები 2 კორინთელთა 4:4 და კოლოსელთა 1:15, სადაც იესოს «ღვთის ხატი» ეწოდება. მაგრამ ადამიანიც ღვთის ხატს წარმოადგენს (1 კორინთელთა 11:7; დაბადება 1:26). «ღვთის ხატი» – ესაა უბრალოდ ღვთის მსგავსი, რაიმეში ღვთის მსგავსება (გავიხსენოთ ფრაზა «ღვთის ხატად და მზგავსებად»). შეიძლება ადამიანის პორტრეტი დავხატოთ, რომელიც მისი «ხატი» იქნება, მაგრამ ადამიანისა და პორტრეტის «ბუნება» ძლიერ განსხვავდება.ტრინიტარებს არ ვურჩევდი სამების ბუნებრივი არგუმენტების დახმარებით მტკიცებას
. მაგალითად, პანთეიზმის თვალსაზრისით ღვთაებრივი ბუნება აბსოლუტურად ყველაფერს გააჩნია, იმიტომ რომ ყველაფერი ღვთის შექმნილია და ამ თვალსაზრისს აქვს თავისი ლოგიკა. ადამიანური ბუნება ყველას გვაქვს, მაგრამ ჩენ ერთმანეთთან არ ვაიგივებთ მათ და არც ეთნაირი ასაკის გვგონია და ერთნაირი შესაძლებლობების. საიდან ასეთი გულუბრყვილო მტკიცე რწმენა იმისა, რომ ჩვენ დამოუკიდებლად შეგვიძლია ასეთ საკითხებში გარკვევა?
. ბიბლია არც ადასტურებს და არც უარყოფს ბუნების საკითხებს, უბრალოდ იმიტომ რომ ეს საკითხები მასში უბრალოდ არ განიხილება. ბიბლიის მწერლებს ეს არ აინტერესებდათ. მოციქულმა პავლემ მთელი თავები მიუძღვნა ცოდვის, გამოსყიდვის, მოსეს კანონის და საკვების პრობლემებსაც კი, მაგრამ არაფერი დაუწერია ქრისტეს ბუნების პრობლემაზე
«წმინდა მამებს» სჯობდა რომ მათგან აეღოთ მაგალითი, მაგრამ ისინი ზუსტად საპირისპიროთი დაკავდნენ. თავიდან მათ ბუნება დასჭირდათ, შემდეგ ერთ ადამიანში ორი ბუნების პრობლემის მოგვარება მოუწიათ, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბუნებათა ერთმანეთთან ურთიერთქმედების საკითხების გარკვევა იყო საჭირო და ა.შ. და ა.შ. – მუდმივად ზრდადი სირთულეების ზვავი. წარმოიშვა აბსურდული პარადოქსები, როდესაც გაგებას ურთიერთგამომრიცხავი მახასიათებლები მიეწერება, მაგალითად იესოს ორი ბუნების «შეურწყმელობა» და «განუყუფლობა» ქალკედონური რწმენის სიმბოლოში (შედეგად ჩვენ მივიღეთ რელიგია, რომლის აღსარებაც შეუძლებელია მასში არსებული კოლოსალური სირთულეების გამო. გასაკვირი არცაა, რომ უბრალო ხალხს წმინდანების თაყვანისცემა უფრო უადვილდება.
ტერმინების თამაშით არაფერი გამოვა...
ღმერთი არ არის ბუნება
რომც იყვნენ ბუნებით ერთი ჰიპოსტასური თვისებებით განსხვავდებიან როგორც ადამიანები ერთი ადრე დაბადებოლი მეორე არა ერთი მეტად ძლიერი მეორე არა ერთი მეტად გაბრწყინებული მეორე არა და ასე შემდეგ
რაც შეეხება იმას რომ იესოში ღვთაებრივი ბუნება დედამიწაზე მოსვლისას იყო
1) სად იყო ის "ადამიანური ბუნება" რომელზეც ამბობთ რომ ღვთის ძემ მას შემდეგ მიიღო როცა ღმერთმა მოავლინა დედამიწაზეო?
რაც შეეხება იმას რომ იესოში ღვთაებრივი ბუნება დედამიწაზე მოსვლისას იყო
1) სად იყო ის "ადამიანური ბუნება" რომელზეც ამბობთ რომ ღვთის ძემ მას შემდეგ მიიღო როცა ღმერთმა მოავლინა დედამიწაზეო?
2) რა დაემართა "კაცობრივ ბუნებას" და "კაცობრივ ნებას" მას შემდეგ რაც ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იესო და ზეცად აამაღლა?
3) თუ ღვთის ძე ღმერთია და "კაცობრივი ბუნება" და "კაცობრივი ნება" მას შემდეგ შეიძინა რაც ადამიანად მოავლინა ღმერთმა, გამოდის რომ თქვენი ეკლესიური სამების დოგმატის მეორე ღმერთს "კაცობრივი ბუნება" და "ნება" ოდესღაც არ ჰქონია და მხოლოდ მას შემდეგ შეუძენია როცა ღვთის ძე კაცად მოგვევლინა. ასეა?
4) შეიძლება ღმერთს რაღაც არ ჰქონოდა წარსულში და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეეძინა?
5) ზეცად ამაღლების შემდეგაც "კაცობრივი ბუნებიდან" და "ნებიდან" გამომდინარე საუბრობდა ღვთი ძე?
მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის რომ: თქვენ ღვთაება სამებას ცვლილებები განუცდია. იყო დრო როცა სამ-პიროვან სამებას მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება და ნება ჰქონდა და პირველ საუკუნეში ცვლილებებს დაქვემდებარებია და ადამიანური ბუნება და ნება შეუძენია.
ზოგი ამბობა რომ ღვთაებრივ ბუნებას არავითარი ცვალება არ განუცდია, მან შეიერთა ადამიანური ბუნება ისე, რომ არც ღვთაებრივი ბუნება შეცვლილა და არც ადამიანური ო
ცვლილება განუცდია, რადგან ერთ დროს თავისი არსით მხოლოდ ღვთაებრივი ბუნების იყო, შემდეგ დგება ისეთი დრო როცა ღვთაებრივი ბინების მქონე ღმერთი იცვლება და ხდება ორბინებოვანი. ასე რომ თქვენი დოგნატური სწავლების თანახმად ერთბუნებოვანი (ღვთაებრივი) არსება გადაქცეულა ორბუნებოვან (ღვთაებრივ და ადამიანურ) არსებად; ოღონდ ეს ცვლილება ღმერთში პირველ საუკუნეში მომხდარა!
ცვილება ქვია იმას, რასაც თქვენი დოგმატები ასწავლის რადგან ისეთ რამეებს ამბობთ ღმერთზე, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს რომ განუცდია: ერთ დროს ღმერთი თავისი არსით ოყოო ერთი ბუნების მატარებელიო და ერთ მშვენიერ დღეს, ორი ბუნების მატარებელი გახდაო. ეს უკვე ცვლილებაა!
ზოგი ამბობს თქვენი პასუხიდან გამომდინარე მას არ შეეძლო განკაცება და ესეიგი თქვენი ღმერთი არ არისო ყოვლის შემძლეო
ეს არგუმენტი დემაგოგიურია. ღმერთს შეუძლია უსამართლოც იყოს წესიერი კაცი ჯოჯოხეთში ჩააგდოს, მასზე უფრო ცოდვილი კი სამოთხეში. მაგრამ არ იზამს ამას, რადგან სამართლიანია. ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთს რამე არ შეუძლია, მაგალითად, უსამართლობა.
წყარო:chivchalov.blogspot.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment