შეგვიძლია ეჭვიც კი არ შეგვეპაროს იმაში, რომ მოწაფეებმა სწორად გაიგეს ეს ხატოვანი ფრაზა. თუმცა დღეს მრავალი ნომინალური ქრისტიანისათვის ეს ფრაზა არა თუ გაუგებარია - მისი დახმარებით სულის უკვდავების შესახებ არაბიბლიური და არაქრისტიანული სწავლების მხარდაჭერას ცდილობენ. სიტყვები "კლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა" ისე აღიქმება, როგორც სულის - სუბსტანციის, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ ცალკე აგრძელებს ცხოვრებას, ურღვევობაზე პირდაპირი მითითება. ვინც ასე ფიქრობენ, იმ მნიშვნელობას, რომელიც იესომ სიტყვა "სულში" ჩადო, პლატონური გაგებით ცვლიან, ასევე იგნორირებას უკეთებენ როგორც მუხლის უახლოეს, ისე შორეულ კონტექსტს.
სულის ურღვევობის გულუბრყვილო აზრი შეგვიძლია მაშინვე გვერდზე მოვისროლოთ, როგორც კი მუხლს ბოლომდე ჩავიკითხავთ - სადაც საუბარია ღმერთზე, რომელსაც "შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას". თუმცა შეიძლება შეკითხვები დარჩეს: საერთოდ რისი თქმა სურდა იესოს და რატომ დაყო ერთმანეთისგან სული და ხორცი? სულ რაღაც ათი მუხლით გვიან იესო იმავე აზრებს იმეორებს, ოღონდ სხვა სიტყვებით. 28 და 39 მუხლების შედარებით, უფრო ღრმად შევძლებთ ორივე მათგანის აზრის ჩაწვდომას.
ამ შედარებიდან ჩანს, რომ ის ვინც ქრისტესადმი რწმენის გამოვლენისათვის ქრისტიანის ხორცს კლავს, მაინც სულს ართმევს (დევნის მსხვერპლი სულს კარგავს) - და ეს მთლიან ბიბლიასთან თანხმობაშია, სადაც სიტყვათა ბრუნვები "სულის წართმევა" და "მტრები მის სულს ეძებენ" საკმაოდ ხშირად გვხვდება და სიტყვა "მოკვლის" პერეფრაზს წარმოადგენს. ასეთ კონტექსტში გასაგები ხდება, რომ ორივე მუხლში იესო სიტყვა სულს მისთვის ჩვეული მნიშნელობით იყენებს: "სიცოცხლე". აზრი აქ მარტივია: ხორცის მომკვლელი სიცოცხლეს ართმევს.
მაშინ რა გაგებით არ შეუძლია სულის მოკვლა მტერს, რომელიც სულს ართმევს? იმ მუხლში, რომელიც შედარებისთვის ავირჩიეთ, იესომ განმარტა, რომ ადამიანი, რომელიც სულს ისე დაკარგავს, როგორც მოწამე, იხსნის მას. შეიძლება ეხლაც კი გაუგებარი იყოს, თუ რაზეა საუბარი... მათეს 10:39 პარალელური მუხლების შედარებით, ასეთ ვარიაციებს დავინახავთ:
- მათე 16:25: ...ის ჰპოვებს მას.
- ლუკა 17:33: ...აცოცხლებს მას.
- იოანე 12:25: ...საუკუნო სიცოცხლისთვის შეინახავს მას.
ეხლა ნათელია, რომ იესო სიცოცხლის შენარჩუნებაზე ლაპარაკობდა მომავალი პერსპექტივით - მომავალში მარადიული სიცოცხლისათვის მკვდრეთით აღდგომაზე - ცაში იქნება ეს თუ დედამიწაზე. ქრისტიანები, რომლებიც სიკვდილამდე ერთგულები დარჩებიან (მათ შორის მოწამეობრივ სიკვდილამდე) აუცილებლად იქნებიან მკვდრეთით აღდგენილნი. და მათი მკვლელები უძლურნი არიან ამას ხელი შეუშალონ. დიახ, მათ არ შეუძლიათ სულის მოკვლა ამ სიტყვის სრული გაგებით.
თუმცა რამდენად მართებულია მკვდარ ადამიანებზე ისეთი ფრაზებით საუბარი, როგორიცაა "არ შეუძლიათ სულის მოკვლა", "აცოცხლებს მას"? ეს იესოს დამახასიათებელი მანერა იყო. სხვა შემთხვევაში გარდაცვლილი პატრიარქების შესახებ მან თქვა: "რადგან [ღვთისთვის] ყველა ცოცხალია" (ლუკა 20:37, 38). და ესეც მომავალი მკვდრეთით აღდგომის კონტექსტში იყო ნათქვამი. ფაქტიურად, შეოლში (ჰადესში) მყოფნი - იეჰოვასთვის ცოცხლები არიან, რომელიც მარადიულობის და მათი მკვდრეთით აღდგენის თავისი ჩანაფიქრის თვალსაზრისით უყურებს. მათ თითქოს უბრალოდ ღრმად სძინავთ (ლუკა 8:52; იოანე 11:11; 1 კორინთელები 15:18).
ამავდროულად, გეენაში მოხვედრილები მკვდრები არიან ამ სიტყვის სრული გაგებით. სიტყვები "ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას" იმ ქრისტიანებს ეხებოდა, რომლებიც სიცოცხლეს კომპრომისის ფასად შეინარჩუნებენ და არ მოინანიებენ ამას. ბოლოს და ბოლოს მანამდე მოკვდებიან თუ არმაგედონში, ისინი სამუდამოდ იღუპებიან. მათ არ გამოავლინეს ღვთისმოსაწონი შიში, ამიტომ იეჰოვას "შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას" - მკვდრეთით აღდგომისა და სიცოცხლის ყოველგვარი პერსპექტივა წაართვას მათ.
იესოს ამ სიტყვებში ჩვენ მკვდრეთით აღდგომის ჰარმონიულ სწავლებას ვხედავთ, რომელიც არანაირ თანხვედრაში არ მოდის სულის უკვდავებასთან. და მიუხედავად იმისა, რომ ის უჩვეულო მეტაფორებითაა გამოხატული - მისი გაგების გასაღები ბიბლიაში უნდა ვეძებოთ. და ამ გასაღებს იქ მუდამ პოულობენ... ისინი, ვინც ეძებენ.
წყარო: bibleapology.blogspot.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment