Sunday, 1 August 2021

რა ბიბლიური საფუძველი აქვს და რას წარმოადგენს ხელმძღვანელი საბჭო და ერთგულიდა გონიერი მონა? (საქ 6:1-4, 15:1, 2, 6, 25–31), (მათ 24:45)



ნებისმიერ ორგანიზებულ კოლექტივში თავისი განსაზღვრებით არსებობს ხელმძღვანელობა.სხვაგვარად ის ვერ იქნებოდა ორგანიზებული. .   კომპანიებში დირექტორთა საბჭოებია, პარტიებში – ცენტრალური კომიტეტები, რელიგიურ ორგანიზაციებში – სხვა და სხვა სინოდები, საბჭოები, ვატიკანები და ა.შ. იეჰოვას მოწმეების სულიერ ხელმძღვანელ ორგანოს ქართულ ენაზე ეწოდება ხელმძღვანელი საბჭო


უნდა სცემდეს თუ არა პატივს ეკლესიის მრევლი თავისი ეკლესიის ხელმძღვანელობას? როგორც ჩანს, კი,.

გონიერი მონის»  რომელსაც ხელმძღვანელი საბჭო წარმოადგენს (საქ 15 თავი) სახარებისეული გაგება მათეს 24:45-დან (და სხვა ადგილებიდან) – ესაა უბრალოდ, ქრისტიანულ კრებაში ხელმძღვანელობის პატივისცემის ბიბლიური დასაბუთება. ეს ახალი აღთქმის რამოდენიმე იმ მუხლთაგან ერთერთია, რომელიც აჩვენებს, რომ იესო გარკვეული სახით მართავს თავის კრებას დედამიწაზე. ხოლო თუ ასეა, მაშინ ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს სისტემა და, შესაბამისად, ეკლესიის ხელმძღვანელობა. რომელი ეკლესიის? შენი ეკლესიის! მართლმადიდებლებისთვის გონიერი მონა – პატრიარქი და სინოდია (ან საეკლესიო კრება და კიდევ სხვა), კათოლიკებისთვის ეს პაპი და ვატიკანია, ანგლიკანისთვის – კონტერბერიელი არქიეპისკოპოსი და ა.შ. რადგანაც ის გულწრფელი და თავდაჯერებული მრევლია, ის თავის რელიგიას თვლის ჭეშმარიტად და ღვთისგან კურთხეულად. მას სჯერა, რომ ღმერთი ამ ეკლესიას იყენებს დედამიწაზე თავისი ნების შესასრულებლად, რომ მას ის ხელმძღვანელობს და ა.შ. როგორ ხელმძღვანელობს? ზუსტად ამ კეთილგონიერი მონის საშუალებით. ნებისმიერი ეკლესიის მრევლისთვის, კეთილგონიერი მონა – ეს მისი ეკლესიის ხელმძღვანელობაა. თუ მას ამის არ სჯერა, ის ცუდი მრევლია.

გონიერი მონა – ესაა შიდაკონფესიური ტერმინი რომლითაც მოცემული ეკლესიის ხელმძღვანელობა აღინიშნება, და მეტი არაფერი. ეს ტექნიკური ტერმინია, რომელსაც არ გააჩნია არავითარი მეტაფიზიკური და უნივერსალური მნიშვნელობა. კეთილგონიერი მონის კომპეტენცია მხოლოდ ამ კონფესიის შიგნით არსებობს და ის არ ვრცელდება მის გარეთ. იმის კითხვა: «თქვენი კეთილგონიერი მონა – ნამდვილად ისაა, რადაც თავს აცხადებს?» – ეს იგივეა, რომ იკითხო: «კომპანიის პრეზიდენტი – ნამდვილად ისაა, რადაც თავს აცხადებს?» რა თქმა უნდა,   მოცემულ   კომპანიაში ისაა პრეზიდენტი , ხოლო   სხვაში  – არა. შეიძლება იკითხო, რატომ ხართ თქვენ ამ კომპანიაში (ეკლესიაში, პარტიაში), რატომ მოგწონთ ის და ა.შ., მაგრამ  ეს კითხვა, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია. იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო, გონიერ მონას წარმოადგენს იეჰოვას მოწმეებისთვის – იმ ხალხისთვის, რომლებსაც აქვთ ეს აღმსარებლობა, და არავისთვის მათ გარდა. მათ ამის მხოლოდ იმიტომ სჯერათ, რომ მოცემულ ჯგუფს თავისი რწმენის გამო შეუერთდნენ. რა თქმა უნდა, ეს რწმენის საკითხი .

ესაა მრავალი მაგალითებიდან ერთი, რომელიც აჩვენებს, რომ ჩვენს კრიტიკოსებს არ გააჩნიათ არგუმენტები იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ – ისინი აკრიტიკებენ კონფესიონალურ ქრისტიანობას როგორც ასეთს. ის ასევე აჩვენებს, რომ მრავალ კრიტიკოსს, და მათ შორის ყოფილ მოწმეებს, უბრალოდ არ ესმით მოწმეების სწავლებები. ხშირად მათ ქრისტიანობაც არ ესმით პრინციპში, არ ესმით მისი შინაგანი ლოგიკა და გაგების სისტემა.



მოდი ახლა დეტალურად განვიხილოთ ბიბლიური საფუძვლები. პირველი საუკუნის ქრისტიანული კრება ორგანიზებული იყო და მას ხელმძღვანელობას უწევდა ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც თავიდან მოციქულებისგან შედგებოდა (საქ. 6:1—6). მოგვიანებით  კი  ახ.წ 49 წელს ხელმძღვანელ საბჭოს სხვა ძმებიც შეემატნენ (საქ. 15:6). კრებებს რჩევები და მითითებები იმ მამაკაცების მიერ დაწერილი ღვთივშთაგონებული წერილების მეშვეობითაც ეძლეოდათ, რომლებიც პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს წევრები ან ნდობით აღჭურვილი პირები იყვნენ (1 ტიმ. 3:1—13; ტიტ. 1:5—9).

მათ ევალებოდათ ისეთი საკითხების განხილვა, რომლებიც ყველა ქრისტიანს ეხებოდა. ეს ძმები კრებებს წერილებსა და დადგენილებებს უგზავნიდნენ, რისი წყალობითაც კრებები ძლიერდებოდა და მოწაფეები ერთობას ინარჩუნებდნენ. და-ძმები ხელმძღვანელი საბჭოს მითითებებს ემორჩილებოდნენ, რასაც მათთვის იეჰოვას კურთხევები და კეთილდღეობა მოჰქონდა (საქ. 8:1, 14, 15; 15:22—31; 16:4, 5; ებრ. 13:17).


ხელმძღვანელი საბჭო მოქმედებაში

ახლა განვიხილავთ  შემთხვევებს რომლებიც  ცხადყოფს, რომ ადრინდელი ქრისტიანული კრება კარგად იყო ორგანიზებული


განვიხილოთ ამის პირველი მაგალითი. ადრინდელი ქრისტიანული კრების ზრდასთან ერთად დისკრიმინაციამაც იჩინა თავი. ბერძნულენოვანმა იუდეველებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ მათ ქვრივებს უსამართლოდ ექცეოდნენ.კერძოდ  საკვების ყოველდღიური განაწილების დროს მხედველობიდან რჩებოდათ“ ბერძნულენოვანი ქვრივები. მაგრამ ებრაულენოვან ქვრივებს არაფერი დაჰკლებიათ. აშკარა იყო, რომ ძმები მიკერძოებულები იყვნენ (საქ6:1-4) მიკერძოება კი ხშირად განხეთქილების მიზეზი ხდება

ამიტომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოციქულებმა შვიდი კაცი აირჩიეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ უყურადღებოდ არავინ რჩებოდა

მოციქულები, დღითი დღე მზარდი კრების მწყემსები, რომლებიც ხელმძღვანელ საბჭოს წარმოადგენდნენ, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გონივრული არ იქნებოდა, ღვთის სიტყვის სწავლება შეეწყვიტათ და საკვების დანაწილება დაეწყოთ (საქ. 6:2). ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოციქულებმა ძმებს სთხოვეს, გამოენახათ „წმინდა სულითა და სიბრძნით სავსე“ შვიდი კაცი, რათა „საჭირო საქმეზე“ დაენიშნათ (საქ. 6:3)

რადგან იეჰოვას ნება იყო რომ ისინი სწავლების საქმებით ყოფილიყვნენ დაკავებულები რათა ეხელძღვანელათ კრებებისთვის. ბიბლიის ამ მონაკვეთიდან  ნათლად ჩანს თუ მართლაც  როგორ უხელმძღვანელეს კრებას ხელმძღვანელმა ძმებმა  რათა გადაეჭრათ პრობლემა.

 მეორე ნათელ მაგალითს თუ  როგორ აძლევდა ქრისტიანებს ხელმძღვანელი საბჭო მითითებებს ვხედავთ საქმეების მე 15 თავში. აქ  წინადაცვეთასთან დაკავშირებულ ისტორიული საკამათო საკითხი წარმოიშვა. „ჩამოვიდნენ [სირიის ანტიოქიაში] ზოგიერთები იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ წინადაცვეთას არ მიიღებთ მოსეს წესით, ვერ გადარჩებითო“. ბარნაბამ და პავლემ გამოცდილებიდან იცოდნენ, რომ ეს ასე არ იყო და ამ საკითხში არ დაეთანხმნენ მათ. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი უფლებების მტკიცება დაეწყოთ, მიხვდნენ, ეს სწორედ ის საკითხი იყო, რომელიც მთელი საძმოს სასიკეთოდ უნდა გადაწყვეტილიყო. ასევე .წინადაცვეთის საკითხმა სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვები წამოჭრა: უნდა დაიცვან ქრისტიანებმა მოსეს კანონი? უნდა არსებობდეს განსხვავება იუდეველ და უცხოტომელ ქრისტიანებს შორის?

ამიტომ მათ კითხვით მიმართეს ხელმძღვანელ საბჭოს იერუსალიმში, სადაც მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაეხმარა ძმებს საკამათო საკითხის გადაწყვეტაში


ვნახოთ საქ 15:4,5 ანტიოქიიდან სამხრეთით მიმავალმა ძმებმა დაახლოებით 550 კილომეტრი გაიარეს და იერუსალიმში ჩავიდნენ. ლუკა წერს: „იერუსალიმში რომ მივიდნენ, კრებამ, მოციქულებმა და უხუცესებმა გულთბილად მიიღეს ისინი და მათგან ბევრი რამ მოისმინეს იმის შესახებ, რაც ღმერთმა მათი მეშვეობით მოიმოქმედა“ (საქ. 15:4). მაგრამ მოციქულებისა და უხუცესებისგან განსხვავებით «ფარისეველთა სექტის წევრები, რომლებმაც ირწმუნეს, წამოდგნენ და თქვეს: „საჭიროა მათი წინადაცვეთა და იმის მოთხოვნა, რომ მოსეს კანონი დაიცვან“» (საქ. 15:5). აშკარაა, რომ არაიუდეველ ქრისტიანთა წინადაცვეთის საკითხი უკვე საყოველთაო მსჯელობის საგნად იყო ქცეული და გადაჭრას მოითხოვდა.


 იგავების 13:10-ში ნათქვამია, მოთათბირეებთან სიბრძნეაო. ამ მუხლში მოცემული ბრძნული პრინციპის თანახმად, „[წინადაცვეთის] საკითხის განსახილველად მოციქულები და უხუცესები შეიკრიბნენ“  იხილეთ (საქ. 15:6). მოციქულები და უხუცესები“ მაშინდელი ქრისტიანული კრების ინტერესებს იცავდნენ, ისევე, როგორც დღევანდელი ქრისტიანული კრების ინტერესებს ხელმძღვანელი საბჭო იცავს. რატომ მსახურობდნენ უხუცესები მოციქულებთან ერთად? მოგეხსენებათ, რომ მოციქული იაკობი მოკლეს, მოციქული პეტრე კი დროის გარკვეულ მონაკვეთში საპყრობილეში იჯდა. შესაძლოა, დანარჩენ მოციქულებსაც მსგავსი განსაცდელები შეემთხვათ. სხვა გამოცდილ სულითცხებულ ძმებთან თანამშრომლობა ხელმძღვანელ საბჭოს კრების სათანადო ხელმძღვანელობას გაუადვილებდა.

საქ15:12 -  შემდეგ პავლე და ბარნაბა „მრავალი ნიშნისა და საკვირველების შესახებ უყვებოდნენ, რომლებიც ღმერთმა მათი მეშვეობით მოიმოქმედა უცხოტომელთა შორის“ (საქ. 15:12). ახლა უკვე მოციქულებს და უხუცესებს შეეძლოთ ყველა ფაქტის აწონ-დაწონა და წინადაცვეთის საკითხში ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ღვთის ნებასთან იქნებოდა შეთანხმებული.


საქ15:22 - საბოლოოდ იერუსალიმში შეკრებილმა ხელმძღვანელმა საბჭომ წინადაცვეთის საკითხზე ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ კრებებში ძმებსაც რომ ერთსულოვნად ემოქმედათ, ეს გადაწყვეტილება კრებებისთვის გასაგებად, ადვილად მისაღებად და სიყვარულით უნდა გადაეცათ. როგორ შეიძლებოდა ამის საუკეთესოდ გაკეთება? 

აირჩიეს ბარსაბად წოდებული იუდა და სილა, ხელმძღვანელი ძმები, და პავლესა და ბარნაბასთან ერთად ანტიოქიაში გაეგზავნეს. ასევე წერილი დაწერეს და ძმებს გადასცეს, რომ ანტიოქიის, სირიისა და კილიკიის კრებებში წაეკითხათ (საქ. 15:22—26).


 იუდა და სილა, „ხელმძღვანელი ძმები“, ყოველმხრივ მზად იყვნენ, ხელმძღვანელი საბჭოს წარმომადგენლებად ემსახურათ. ოთხი კაცის გაგზავნა იმის მაჩვენებელი იყო, რომ წამოჭრილ კითხვაზე პასუხის გარდა ხელმძღვანელ საბჭოს ახალი მითითებებიც ჰქონდა გადასაცემი.


ამგვარად პირველ საუკუნეში მოციქულები და სხვა მამაკაცები, რომლებიც ხელმძღვანელობას უწევდნენ იესოს მიმდევრებს, შეიკრიბნენ იმის გადასაწყვეტად, თუ რომელ მითითებებს უნდა დამორჩილებოდა ქრისტიანული კრების ყველა წევრი. ისინი ასეთ დასკვნამდე მივიდნენ: „წმინდა სულმა და ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, მეტი აღარაფერი დაგვეკისრებინა თქვენთვის ამ აუცილებლის გარდა, რომ მოერიდოთ კერპთშენაწირს, სისხლს, დამხრჩვალსა [ხორცს, რომლიდანაც სისხლი არაა გამოშვებული] და სიძვას“ (საქმეები 15:28, 29; 21:25).

 ბიბლიაში წერია: „ქალაქებში გავლისას, იქაურებს გადასცემდნენ მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში მიღებულ დადგენილებებს, რომლებიც უნდა დაეცვათ“ (საქ. 16:4).   მაშასადამე საბჭომ მიიღო დადგენილებები რომლებიც შემდეგ კრებებს გააცნო. ამგვარად კრებები მოციქულებისა და უხუცესებისგან მიღებულ ხელმძღვანელობას მიჰყვებოდნენ. მორჩილების შედეგად „კრებები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქ. 16:5).

დღეს იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს მაგალითს მიჰყვება და დროულ მითითებებს აძლევს მსოფლიო საძმოს. მიღებული გადაწყვეტილებები მას ნათლად და გასაგებად მიაქვს კრებებამდე, მაგალითად, მიმომსვლელი ზედამხედველების მონახულების დროს. ეს თავგანწირული ძმები ერთი კრებიდან მეორეში მიდიან, კრებებს ნათელ მითითებებს აძლევენ და ამხნევებენ. პავლესა და ბარნაბას მსგავსად, რომლებიც „ასწავლიდნენ და სხვებთან ერთად აცხადებდნენ სასიხარულო ცნობას იეჰოვას სიტყვის შესახებ“, ისინიც დიდ დროს უთმობენ მსახურებას (საქ. 15:35) და ჰბაძავენ იუდასა და სილას, რომლებიც „ძმებს მრავალი სიტყვით ამხნევებდნენ და განამტკიცებდნენ“.


ამრიგად რთული საკითხების წამოჭრისას, ჩვენც უნდა მივბაძოთ ანტიოქიელ ძმებს, მივენდოთ ღვთის ორგანიზაციას და ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ ხელმძღვანელ საბჭოს.




საწინააღმდეგო აზრების განხილვა :

რატომ იყვნენ შეხვედრაზე :

1.იერუსალიმელი უხუცესები და იაკობი (რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ მოციქულებს)


პასუხი: გაფართოვდა საბჭო და მოციქულების გარდა უხუცესებიც შეუერთდნენ. რადგანაც ,  მოციქული იაკობი მოკლეს, მოციქული პეტრე კი დროის გარკვეულ მონაკვეთში საპყრობილეში იჯდა. ასევე შესაძლოა, დანარჩენ მოციქულებსაც მსგავსი განსაცდელები შეემთხვათ. საჭირო გახდა სხვა გამოცდილ სულითცხებულ ძმებთან თანამშრომლობა რაც ხელმძღვანელ საბჭოს კრების სათანადო ხელმძღვანელობას გაუადვილებდა.

ამრიგად  ხელმძღვანელი საბჭო ქრისტეს თორმეტი მოციქულიდან გაიზარდა და შედგებოდა  იერუსალიმის კრების უხუცესებისგანაც. . ასე რომ,  საბჭოში შედიოდნენ ქრისტეს თერთმეტი დარჩენილი მოციქული და უხუცესები 


2.რატომ იყვნენ იქ პავლე და ბარნაბა (რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ მოციქულებს, და არც იერუსალიმში იჯდნენო)

პასუხი: იმიტომ რომ ისინი ავიდნენ  და მოუყვნენ რაც შეემთხვათ და  რაზეც მოუხდათ დავა და თქვეს თავიანთი სიტყვა. მოციქულებმა და უხუცესებმა იმსჯელეს და  გამოატანეს გადაწყვეტილება ესენიც წამოვიდნენ და გადასცეს კრებებს საქ 15:2,23

3.თუ მხოლოდ საბჭო იღებდა გადაწყვეტილებას კრება რატომ წერიაო.საქ14:22

პასუხი: კრებაში მოიაზრებოდა  ყველა იქ მყოფი პირი ამის დასადასტურებლად  ვნახოთ  საქ15:23 ის  გვეუბნება რომ როდესაც გაუგზავნეს გადაწყვეტილება ძმებს მოიხსენიეს რომ წერდნენ ძმები მოციქულები და უხუცესები. 

მათ  არ უთქვამთ გწერთ გადაწყვეტილებას  ძმები  მოციქულები უხუცესები  ასევე დები და მთელი კრებაო

შემდეგი მუხლიც ნათელს ფენს ამას ( საქ 16:4) გადაწყვეტილება მიიღო მოციქულებმა და უხუცესებმა

ამგვარად გადაწყვეტილება მიიღო მოციქულებმა და უხუცესებმა შესაბამისად კრება ეწოდებოდათ მათ  რომლებიც შეიკრიბნენ ამ საქმისთვის



4.პავლეს მოქცევის შემდეგ ის არ ასულა იერუსალიმში ხელმძღვანელ საბჭოსთან  დავალების მისაღებადო.პირიქით, ის მაშინვე შეუდგა მისიონერულ საქმიანობასო . თავად ამბობს სამი წლის შემდეგ ავედი იერუსალიმში კეფას მოსანახულებლადო  (გალატელები 1:17-19) და შემდეგ 14 წელი არ ასულა იერუსალიმშიო გალ 2:1-3


პასუხი: პავლემ უშუალოდ იესოსგან მიიღო დავალება დამასკოს გზაზე, რომ ექადაგა მის შესახებ.  და მას არ ჭირდებოდა დამატებით ვინმესგან   დანიშვნის მიღება. გალატელების 11:1,12 შიც მოიხსენიებს ამას პავლე. გარდა ამისა როგორც ზემოთ განვიხილეთ არიყო სჭირო იერუსალიმში ასვლა იმისთვის, რომ ვინმეს საბჭოს გადაწყვეტილება მიეღო ისინი ამას წერილობით აკეთებდნენ.

 

რაც შეეხება წლები  არ ასვლას. იერუსალიმში და მხოლოდ კეფასთან მისვლას . პავლე არ იყო ხელმძღვანელი საბჭოს წევრი და არ იყო იმის  აუცილებლობა რომ საბჭოსთან მისულიყო. ასევე ის იყო უშუალოდ იესოს მიერ წარგზავნილი

მისიონერი რომელიც მსახურობდა სხვადასხვა ქალაქებში და ლოგიკურია რომ  ყოველწელს იქ ვერ ავიდოდა და ვერ იჯდებოდა იერუსალიმში ყოველ დღე

ახლა კი ვისაუბროთ ასეთ საკითხზე  თუ 



ვინ არის ამთეს 24:45 ში მოხსენიებული  ერთგული და გონიერი მონა დღეს.

დღეს სწორედ ხელმძღვანელი საბჭო წარმოადგენს „ერთგულ და გონიერ მონას, რომელიც ბატონმა [ანუ იესომ] დანიშნა“ (მათე 24:45ა). 


ბოლო დღეების ნიშნის შესახებ საუბრისას იესომ ასეთი კითხვა წამოჭრა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის?“. იესომ თქვა, რომ ერთგულებისთვის ბატონი ამ მონას მთელ თავის ქონებას ჩააბარებდა (მათ. 24:45—47).


 მსგავსი კითხვა იესომ თვეებით ადრეც წამოჭრა (წაიკითხეთ ლუკას 12:42—44). ამ შემთხვევაში იესომ მონა „მმართველად“ მოიხსენია, შინაურები კი — „მსახურებად“. მმართველი არის ბატონის სახლის გამგებელი, რომელიც ამავე დროს მეთვალყურეობას უწევს მსახურებს. თუმცა მმართველი თავადაც მსახურია. ვინ არის იესოს მიერ მოხსენიებული მონა, იგივე მმართველი, და როგორ აძლევს ის  ‘დროულად საზრდოს’ მსახურებს? 


ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?


 ერთგული მონა არის არხი, რომლის მეშვეობითაც იესო ამ ბოლო დღეებში აპურებს თავის ჭეშმარიტ მიმდევრებს. იმის გაგებას, თუ ვინ არის ეს „მონა“, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ვინაიდან ამ არხზეა დამოკიდებული ჩვენი სულიერი ჯანმრთელობა და ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა (მათ. 4:4; იოან. 17:3).

 ამ ჯგუფში შედიან ცხებული ქრისტიანი ძმები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სულიერი საზრდოს მომზადებასა და განაწილებაში. ამგვარად ერთგულ მონას უნდა შეადგენდნენ დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ქრისტიანები. ამ „მონას“ ბიბლიაში „სამეფო სამღვდელოება“ ეწოდება. მათ დავალებული აქვთ, „აუწყონ მისი აღმატებულობის შესახებ, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოიხმო [ისინი]“ (1 პეტ. 2:9). აქედან გამომდინარე, მართებულია, რომ მხოლოდ „სამეფო სამღვდელოების“ წევრებმა ასწავლონ ჭეშმარიტება თავიანთ თანამორწმუნეებს (მალ. 2:7; გამოცხ. 12:17).


ყველა ცხებული ქრისტიანი შედის ერთგულ მონაში? არა, რადგან რეალურად, ყველა ცხებული ქრისტიანი არ არის ჩაბმული თანამორწმუნეებისთვის სულიერი საზრდოს  განაწილების საქმეში ამ ცხებულ ქრისტიანებს შორის ასევე არიან თავმდაბალი დები, რომლებიც არ ცდილობენ კრების დამოძღვრას და დასწავლებას (1 კორ. 11:3; 14:34).

როგორც პირველ საუკუნეში, ისე დღეს, იეჰოვა და იესო ერთეულთა ხელით აპურებენ ანუ ასწავლიან მრავალს. პირველ საუკუნეში ღმერთმა რამდენიმე ცხებული ქრისტიანი გამოიყენა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დასაწერად. დღესაც, ცხებულ ქრისტიანთა მხოლოდ მცირე ნაწილია პასუხისმგებელი, რომ ღვთის ხალხს დროულად ჰქონდეს სულიერი საზრდო.


იქნებ „ერთგულ და გონიერ მონაში“ თითოეული ქრისტიანი იგულისხმება? მართალია, ყველა ქრისტიანი ერთგული და გონიერი უნდა იყოს, მაგრამ იესოს აშკარად სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში, როცა „ერთგულ და გონიერ მონაზე“ ლაპარაკობდა. საიდან ვიცით ეს? მან თქვა, რომ ‘ბატონი, როცა მოვიდოდა, მონას მთელ თავის საბადებელზე დააყენებდა’. განა შესაძლებელია, რომ თითოეული ქრისტიანი ყოველივეზე — ბატონის „მთელ“ საბადებელზე — ყოფილიყო დაყენებული? ასეთი რამ შეუძლებელია!


 მართალია, იესოს მიერ მოხსენიებული სიტყვა „მონა“ მხოლობით რიცხვში დგას, მაგრამ მასში ერთზე მეტი ადამიანი იგულისხმება. ასე რომ, ხელმძღვანელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ერთობლივი გადაწყვეტილებებია.


მაშასადამე, ერთგულ და გონიერ მმართველს წარმოადგენს ცხებული ძმებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი, რომლებიც ქრისტეს მოსვლის შემდეგ უშუალოდ მონაწილეობენ სულიერი საზრდოს მომზადებასა და განაწილებაში (ლუკ. 12:42). „ბოლო დღეებში“ ცხებული ძმები, რომლებიც „ერთგულ და გონიერ მონას“ წარმოადგენენ, მთავარ სამმართველოში მსახურობენ და იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელ საბჭოს შეადგენენ.


 იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით სწორედ ეს ჯგუფი გვიხსნის, თუ როგორ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები და დროულ მითითებებს გვაძლევს, როგორ ვიხელმძღვანელოთ ბიბლიური პრინციპებით. ეს სულიერი საზრდო იეჰოვას მოწმეთა კრებების მეშვეობით მოგვეწოდება (ეს. 43:10; გალ. 6:16).



 განა შესაძლებელია, რომ „მონა“ ადამიანთა ჯგუფი იყოს? დიახ აქ სიტყვა „მონა“ მხოლობით რიცხვში დგას. მაგრამ აუცილებელი არ არის, მონა განასახიერებდეს კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც ეს პატივი ერგებოდა. ბიბლიაში არაერთხელ გამოიყენება მხოლობით რიცხვში მდგომი არსებითი სახელი მთლიანი ჯგუფის აღსანიშნავად. ამის მაგალითია ისრაელი ერისადმი იეჰოვას მიმართვა: „თქვენა ხართ ჩემი მოწმეები [მრავლობითი რიცხვი],.. ჩემი მსახური [მხოლობითი რიცხვი], რომელიც მე ავირჩიე“ (ეს. 43:10). ანტიქრისტეშიც იგულისხმება ცალკეული ანტიქრისტეებისგან შემდგარი ჯგუფი (1ინ. 2:18; 2ინ. 7). მსგავსად, სიტყვა „მონაც“ გამოიყენება კრებით სახელად. ის დანიშნული იქნებოდა ბოლო დღეებში, რათა დროულად გაეცა სულიერი საზრდო (მთ. 24:3, 45; ლკ. 12:42). პირველ საუკუნეში იესომ აჩვენა, როგორ უნდა განაწილებულიყო ქრისტიანულ კრებაში სულიერი საზრდო. როგორც მან დააპურა ხალხი რამდენიმე მოწაფის ხელით, სულიერი საზრდოც მცირედთა ხელით უნდა განაწილებულიყო (მთ. 14:19; მრ. 6:41; ლკ. 9:16). 



როდის დანიშნა იესომ ერთგული მონა თავისი შინაურებისთვის მეთვალყურეობის გასაწევად? 


ერთგულ და გონიერ მონასთან დაკავშირებით იესოს სიტყვების კონტექსტიდან ჩანს, რომ ეს სიტყვები არ შესრულებულა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე. ის ამ ბოლო დღეებში სრულდება. მოდი, ვნახოთ, როგორ მივყავართ ბიბლიურ მუხლებს ამ დასკვნამდე.


იესოს სიტყვები ერთგულ მონასთან დაკავშირებით არის მისივე წინასწარმეტყველების ნაწილი, წინასწარმეტყველებისა, რომელიც ეხება მისი „მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანს“ (მათ. 24:3). იესოს წინასწარმეტყველების პირველი ნაწილი, რომელიც ჩაწერილია მათეს 24:4—22-ში, ორჯერ უნდა შესრულებულიყო: პირველად — ახ. წ. 33—70 წლებში, მეორედ — უფრო ფართო მასშტაბით ჩვენს დღეებში. ნიშნავს ეს იმას, რომ იესოს იმ სიტყვებსაც ორი შესრულება აქვს, რომელიც ერთგულ მონას უკავშირდება? არა.


იესო თავის სიტყვებში, რომელიც მათეს 24:29-დან იწყება, ყურადღებას ამახვილებს ჩვენს დღეებში მოსალოდნელ მოვლენებზე (წაიკითხეთ მათეს 24:30, 42, 44). იმ მოვლენებზე საუბრისას, რომლებიც დიდ გასაჭირში უნდა მოხდეს, იესომ თქვა, რომ ხალხი იხილავდა „ცის ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს“. შემდეგ მან გამაფრთხილებელი სიტყვები თქვა, რომელიც ბოლო დღეებში მცხოვრებ ხალხს ეხებოდა: „არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ და „რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“. იესომ ერთგული მონა ზუსტად ამ სიტყვების კონტექსტში მოიხსენია. მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერთგულ მონასთან დაკავშირებული იესოს სიტყვების შესრულება 1914 წელს ბოლო დღეების დაწყების შემდეგ დაიწყო. რატომ არის ეს დასკვნა საფუძვლიანი?

ერთი წუთით დაფიქრდით ამ კითხვაზე: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?“. პირველ საუკუნეში არ იყო სადავო ეს საკითხი, რადგან,  მოციქულები სასწაულებს ახდენდნენ და სხვებსაც კი გადასცემდნენ ღვთის სასწაულებრივ ძღვენს, როგორც ზეციური მხარდაჭერის ნიშანს (საქ. 5:12). ასე რომ, მათ არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ, ეკითხათ, თუ ვინ აირჩია ქრისტემ ხელმძღვანელად. თუმცა 1914 წელს სხვაგვარი მდგომარეობა იყო. როგორც ვიცით, მკა ამ წელს დაიწყო და საბოლოოდ, ხორბლისაგან სარეველას გამოცალკევების დროც დადგა (მათ. 13:36—43). მკის დაწყებისთანავე წამოიჭრა მეტად მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ შეიძლებოდა ხორბლის ანუ ცხებული ქრისტიანების ამოცნობა იმ უამრავ ქრისტიანს შორის, რომლებიც თავს ქრისტეს მიმდევრად თვლიდნენ? ამ კითხვაზე პასუხი იესოს სიტყვებშია მოცემული, რომელიც მან ერთგულ მონასთან დაკავშირებით თქვა. ქრისტეს ცხებული მიმდევრები უნდა ყოფილიყვნენ სულიერად კარგად დაპურებულები


რომ გადავინაცვლოთ 1914 წელს მკის პერიოდის დასაწყისში. იმ პერიოდში უამრავი ჯგუფი თვლიდა თავს ქრისტეს მიმდევრად. რომელი ჯგუფიდან აირჩევდა იესო ერთგულ მონას? ამ კითხვას პასუხი  მას შემდეგ გაეცა, რაც იეჰოვა და იესო მოვიდნენ სულიერი ტაძრის შესამოწმებლად. ეს შემოწმება გაგრძელდა 1914 წლიდან 1919 წლის ადრეულ პერიოდამდე. (მალ. 3:1). შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მათ მოიწონეს ერთგულ ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფი, რადგან ისინი მთელი გულით იყვნენ იეჰოვასა და მის სიტყვაზე მინდობილნი. რა თქმა უნდა, ეს ჯგუფი საჭიროებდა ერთგვარ განწმენდას; მოკლე პერიოდში მიმდინარე შემოწმებისა და განწმენდის პროცესზე ამ თავმდაბალ მკვლევრებს სათანადო რეაქცია ჰქონდათ (მალ. 3:2—4). ეს ერთგული ბიბლიის მკვლევრები იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ანუ ხორბლის კლასის წარმომადგენლები. 1919 წელს სულიერი განახლების პერიოდში იესომ მათგან აირჩია ცხებული ძმები ერთგულ და გონიერ მონად და დანიშნა ისინი თავისი შინაურებისთვის მეთვალყურეობის გასაწევად.

დრომ აჩვენა, რომ ეს ჯგუფი სწორად იქნა ამოცნობილი.

 იესოს მოსვლისას მისი „სახლეულის“ დაახლოებით 5 000 წევრი იყო დაკავებული ბიბლიური ჭეშმარიტების გავრცელებით. მუშაკი არც ისე ბევრი იყო, მაგრამ სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად „მონა“ მოხერხებულ მეთოდებს იყენებდა (მათე 9:38). მაგალითად, 2 000-მდე გაზეთში ქვეყნდებოდა ქადაგებები ბიბლიურ თემებზე. ამგვარად, ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება ერთდროულად ათიათასობით მკითხველამდე აღწევდა. გარდა ამისა, მომზადდა ფერადი სლაიდებისგან და მოძრავი  სურათებისგან შემდგარი რვასაათიანი პროგრამა. ამ მეთოდის შედეგად, სამ კონტინენტზე მთლიანობაში ცხრა მილიონზე მეტ ადამიანამდე მიაღწია ბიბლიურმა ცნობამ, რომელიც შემოქმედებიდან ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დასასრულამდე პერიოდს მოიცავს. ბიბლიური ცნობის გასავრცელებლად პუბლიკაციებიც იქნა გამოყენებული. მაგალითად, 1914 წელს „საგუშაგო კოშკი“ 50 000-იანი ტირაჟით იბეჭდებოდა.


 დიახ, როცა ბატონი მოვიდა, მან ნახა, რომ „მონა“ ერთგულად კვებავდა მის „სახლეულს“ და, ამასთანავე, სასიხარულო ცნობას ქადაგებდა. 

ახლა უკვე ჩნდება სხვა კითხვა: ვინ არიან „შინაურები“? 


მარტივად რომ ვთქვათ ყველა, ვინც სულიერი საზრდოთი იკვებება. 

სულითცხებულებიც და „სხვა ცხვარიც“ რომლებიც „ერთგული მონის“ მიერ მოწოდებული სულიერი საკვებით საზრდოობენ.

 თუმცა საინტერესოა, ხელმძღვანელი საბჭოს წევრებიც ამ სულიერი საკვებით საზრდოობენ? ისინი ხომ თავად არიან ერთგული და გონიერი მონის წევრები? პასუხი ცალსახაა: ეს ძმებიც საჭიროებენ სულიერ საზრდოს. აქედან გამომდინარე, ისინი თავმდაბლად აღიარებენ, რომ ცალ-ცალკე თითოეული მათგანი შედის „შინაურთა“ რიცხვში, ისევე როგორც იესოს სხვა დანარჩენი ერთგული მიმდევრები

როდის აბარებს ბატონი მთელ თავის ქონებას „მონას“?

როდის აძლევს იესო „მონას“ მეორე დავალებას ანუ როდის აბარებს „მთელ თავის ქონებას“? იესომ თქვა: „ბედნიერია ის მონა, რომელსაც ბატონი თავისი მოსვლისას ასე მოქმედს პოვებს! ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს“ (მათ. 24:46, 47). ყურადღება მიაქციეთ: იესო მეორე დავალებას „მონას“ მაშინ აძლევს, როცა თავისი მოსვლისას „ასე მოქმედს“ ხედავს, ანუ ხედავს, რომ ის ერთგულად უნაწილებს სულიერ საზრდოს „შინაურებს“. ასე რომ, „მონისთვის“ პირველი დავალების მიცემიდან გარკვეული პერიოდი უნდა გასულიყო, სანამ ბატონი მას მეორე დავალებას მისცემდა. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ და როდის აბარებს იესო მთელ თავის ქონებას „მონას“, უნდა ვიცოდეთ ორი რამ: როდის მოდის ბატონი და რა შედის მის ქონებაში, რომელსაც „მონას“ აბარებს?


როდის მოდის იესო? პასუხი კონტექსტიდან ჩანს. წინა მუხლებში ნახსენებ მოსვლაში იგულისხმება იესოს მოსვლა განაჩენის საუწყებლად და აღსასრულებლად ქვეყნიერების აღსასრულის ჟამს. * (მათ. 24:30, 42, 44). ამდენად, „მოსვლა“, რომელიც იესომ ერთგულ მონაზე საუბრისას ახსენა, მოხდება დიდი გასაჭირის პერიოდში.

რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია ზემოთ განხილულიდან? როცა იესო განაჩენის აღსასრულებლად მოვა დიდი გასაჭირის დროს, ის ჰპოვებს ერთგულ მონას, რომელიც ერთგულად აწვდის დროულ სულიერ საზრდოს ბატონის „შინაურებს“. ამიტომ ის სიამოვნებით მისცემს მათ მეორე დავალებას: ჩააბარებს მთელ თავის ქონებას. ერთგულ მონაში შემავალ ცხებულებს ეს დავალება მაშინ გადაეცემათ, როცა ზეციურ ჯილდოს მიიღებენ და გახდებიან ქრისტეს თანამმართველები.

იესო კვლავაც იმავე მეთოდით აპურებს თავის შინაურებს — უამრავს ერთეულთა ხელით. მან აირჩია ერთგული მონა იმისათვის, რომ თავის ერთგულ მიმდევრებს — „სხვა ცხვრის“ წარმომადგენლები იქნებიან ისინი თუ ცხებულები — ჰქონოდათ მუდმივი და დროული სულიერი საზრდო მთელი ბოლო დღეების განმავლობაში. მოდი, ერთგულად დავემორჩილოთ ცხებული ძმებისგან შემდგარ ერთგულ და გონიერ მონას და ამით გამოვხატოთ მათდამი მადლიერება! (ებრ. 13:7, 17).


თუ ის მონა ბოროტია ...“


იესომ უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრა ერთგულ და გონიერ მონას, კერძოდ, მას „შინაურებისთვის“ სულიერი საზრდოს დროულად მიწოდებაზე უნდა ეზრუნა. იესოს კარგად ესმოდა, რომ ვისაც მეტი მიენდო, მეტიც მოეთხოვებოდა (ლუკ. 12:48). ამიტომ მან ერთგულ და გონიერ მონაზე საუბარი ყურადსაღები გაფრთხილებით დაასრულა.


იესო გაფრთხილებას იძლევა ბოროტ მონასთან დაკავშირებით, რომელიც გულში ასკვნის, რომ ბატონი იგვიანებს და იწყებს თავისნაირივე მონების ცემას. იესო ამბობს, რომ ბატონი დაბრუნებისას სასტიკად დასჯის ამ „მონას“ (წაიკითხეთ მათეს 24:48—51).


ამ სიტყვებით მას იმის თქმა ხომ არ უნდოდა, რომ ბოლო დღეებში ბოროტი მონის კლასი იარსებებდა? არა. მართალია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც იესოს მიერ მოხსენიებული ბოროტი მონის მსგავს სულს ავლენენ, მაგრამ ეს ადამიანები არ ქმნიან ბოროტი მონის კლასს. ისინი განდგომილები არიან, მიუხედავად იმისა, ერთ დროს ცხებულთა რიცხვში შედიოდნენ თუ „სხვა ცხვრის“ წარმომადგენლები იყვნენ. იესოს არ უთქვამს, რომ ის დანიშნავდა ბოროტ მონას. ფაქტობრივად, მისი სიტყვები ერთგული და გონიერი მონის მისამართით ნათქვამი გაფრთხილება იყო.


ყურადღება მიაქციეთ, რომ იესო ამ გაფრთხილებას იწყებს სიტყვით „თუ“. ერთი სწავლული ამბობს, რომ ბერძნული ტექსტის ამ მონაკვეთში „ფაქტობრივად, სავარაუდო სიტუაციაა წარმოდგენილი“. რეალურად, იესომ თქვა, რომ თუ ერთგული და გონიერი მონა ოდესმე ასე ცუდად მოეპყრობოდა თავისნაირივე მონებს, ბატონი დასჯიდა მას (იხილეთ ასევე ლუკას 12:45). თუმცა ადამიანთა ჯგუფისგან შემდგარი ერთგული და გონიერი მონა დღემდე ფხიზლობს და კვებავს შინაურებს სულიერი საზრდოთი.


ცხებული ძმებისგან შემდგარი ერთგული და გონიერი მონა აცნობიერებს, რომ ანგარიშვალდებულია ბატონის წინაშე, იზრუნოს მის „შინაურებზე“. მათ მთელი გულით სურთ, პირნათლად შეასრულონ დაკისრებული პასუხისმგებლობა და როცა ბატონი დაბრუნდება, მისგან მოისმინონ სიტყვა — „ყოჩაღ!“.



ამრიგად ვინ არის სინამდვილეში ერთგული და გონიერი მონა? და სად შეიძლება ამ მონის კლასის პოვნა?


ამის გასარკვევად საკმარისია დავსვათ რამდენიმე მარტივი შეკითხვა: ვინ დაგვეხმარა გავიგოთ ბიბლიის საოცარი ჭეშმარიტება ღვთის სახელის, სამების, ჯოჯოხეთის ცეცხლის, სამოთხის დედამიწის, ღვთის სამეფოს და ა.შ. ვინ ქადაგებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას მთელ დედამიწაზე იესოსა და პირველი საუკუნის ქრისტიანების მაგალითის მიხედვით? ვინ გამოიყენა იეჰოვამ მსოფლიო და ერთიანი ძმობის შესაქმნელად? ვინ გამოიყენა იეჰოვამ ჩვენთვის იმდენი სულიერი საზრდოს მოსაწოდებლად, რომ ძნელია ამ ყველაფრის მიყოლა? როცა გაქვთ ბიბლიური შეკითხვა, რომელ პუბლიკაციებს მიმართავთ პასუხის საპოვნელად? პასუხი ცალსახაა იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბაჭო








No comments:

Post a Comment