Monday, 23 May 2022

«ჩემი სახელის გამო...»

 


 



 

 


ხანდახან ასეთი მტკიცების მოსმენა გვიწევს: «იესო ამბობდა, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს მისი (ქრისტეს) სახელის გულისთვის განდევნიდნენ და არა იეჰოვას სახელის გულისთვის». ასეთი მტკიცების მხარდასაჭერად შემდეგი ბიბლიური მუხლები მოჰყავთ:



«
მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ, და მოგიძულებენ ყველა ერები ჩემი სახელის გამო» (მათე 24:9).

«
და წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად… და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო» (მათე 10:18,22).

«
თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს: გადაგცემენ სამსჯავროებზე, გცემენ სინაგოგებში, გამგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემს გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად» (მარკოზი 13:9).

«
ყოველივე ამის წინ ხელს დაგადებენ თქვენ და დაგიწყებენ დევნას, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებს, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ ჩემი სახელის გამო» (ლუკა 21:12).

თითქოს და, განა ეს ტექსტები იმის მტკიცებულებას არ წარმოადგენს, რომ ქრისტიანებმა თავისი მსახურების ცენტრში უნდა დააყენონ არა იეჰოვა ღმერთი, არამედ მისი ძე, იესო ქრისტე? მიუხედავად ამისა, ასეთი აზრი ყურადღებიანი გამოკვლევის შემდეგ, მცდარი აღმოჩნდება. და აი რატომ




თავიდან უნდა აღინიშნოს, რომ პირველ საუკუნეშიც კი სრულიად განსხვავებული «ქრისტიანული» მიმდინარეობებისა და სკოლების წარმომადგენლები, რომლებიც ფორმალურად იესოსადმი რწმენას იზიარებდნენ, აქტიურად გადასცემდნენ ერთმანეთს ანათემას და ერთმანეთს ერესში და განდგომილებაში სდებდნენ ბრალს. თუნდაც ის ბედკრული გნოსტიკოსებიც (სხვათა შორის, ისინიც სრულიად განსხვავებული მიმდინარეობებით იყვნენ წარმოდგენილნი) იზიარებდნენ იესო ქრისტესადმი რწმენას. შემდგომ კათოლიკები პროტესტანტებს წვავდნენ, პროტესტანტები კიკათოლიკებს, და ამავდროულად თითოეული მათგანი იმას ამტკიცებდა, რომ ქრისტეს გამო იტანჯებოდა. რუსი სტაროობრიადცები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პირდაპირი გაგებით იტანჯებოდნენ ქრისტეს სახელის გამო, როდესაც იესოს სახელის თანამედროვე ჟღერადობის "Иисус" ნაცვლად მისი ძველრუსული ჟღერადობის "Исус" შენარჩუნებას ცდილობდნენ...  და თუ სტატიის დასაწყისში მოყვანილ განაცხადს დავუჯერებთ, მაშინ აუცილებლად აღმოვჩნდებით გადაუჭრელი პრობლემის წინაშე: მათგან, ვისაც იესოს სახელის გულისთვის დევნიდნენ, ვინ ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო და ვინ არა

თუმცაღა, ყველაფერი თავის ადგილებზე დგება, როდესაც წარმოდგენილ ბიბლიურ მუხლებს ცოტა მეტ ყურადღებას ვუთმობთ. ამ მუხლებში იესო ისეთ ფრაზებს იყენებს, როგორიცაა «ჩემი სახელის გამო» და «ჩემს გამო». მაგრამ განა იესო მხოლოდ საკუთარ სახელზე აკეთებს ყურადღების აქცენტირებას? რა თქმა უნდა, I საუკუნეში, როდესაც იესოსა და ღვთის სამეფოს შესახებ ცნობა მთელ წარმართულ სამყაროში ვრცელდებოდა, ადამიანები და მეფეები, როგორც წესი, სასიხარულო ცნობას უკიდურესად ნეგატიურად აღიქვავდნენ. იესო ქრისტეს სახელიც არანაკლებ წინააღმდეგობას ხვდებოდა, რასაც ქრისტიანების დევნა და მათი სიკვდილიც კი მოჰყვებოდა (საქმეები 17:6,7; 24:14; 28:22).

მიუხედავად ამისა, უკვე IV საუკუნეში იესო ქრისტეს სახელი დასესხებული იქნა ქვეყნიერების ნაწილად ქცეული რელიგიის მიერ, რომელიც რომის იმპერიის ოფიციალურ კულტად იქცა. ცივილიზაციის შემდგომი ისტორიის განმავლობაში ეს რელიგია მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჯვაროსნულ მსვლელობებთან, ინკვიზიციასა და ჯვაროსნულ ომებთან ისევ თავად «ქრისტიანებს» შორის. ეს ყველაფერი რაღაც ცუდად ეწყობა იმ მტკიცებას, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები უშუალოდ იესოს სახელის გულისთვის უნდა განედევნათ. ისტორია საპირისპიროს შესახებ საუბრობს: ხშირად ისინი, ვინც სისხლს ღვრიდა, ამას «იესოს სახელით» აკეთებდნენ.

გამოდის, რომ «მისი სახელის გულისთვის» თავისი ჭეშმარიტი მიმდევრების დევნის შესახებ იესოს სიტყვების არსი, მაინც სულ სხვა რამეში მდგომარეობს. მით უმეტეს, თუ იესოს სხვა გაფრთხილებას გავითვალისწინებთ, რომელიც მათეს 7:21-23-შია გადმოცემული:

«
ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ ვერ შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებასბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალოგანა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდითგანა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებსდა განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?’ მაშინ მე განვუცხადებ მათმე არასოდეს გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო!’». 

როგორც ამ სიტყვებიდან ჩანს, იესოს მოწაფეების ჭეშმარიტება მხოლოდ მისადმი, როგორც უფლისადმი რწმენით არ ვლინდება, და არც უბრალოდ მისი სახელის მოხმობით. თაყვანისცემის ჭეშმარიტება გამოიხატება «ზეციერი მამის ნების შესრულებით» (იაკობი 1:22; 1 იოანე 5:3). აი ამ საკითხში კი, მრავალ .. «ქრისტიანებს» აშკარა პრობლემები უჩნდებოდათ


მაშ ასე, რა იგულისხმა იესომ, როდესაც თქვა, რომ მის ჭეშმარიტ მოწაფეებს «მისი სახელის გულისთვის» დაუწყებდნენ დევნას? პასუხი ნათელი გახდება, თუ იმას გავიხსენებთ, როგორი აზრით იყენებს ბიბლია ხშირად გაგებას «სახელი». წმინდა წერილებში «სახელი» შეიძლება ნიშნავდეს რეპუტაციას, ძალაუფლებას, მდგომარეობას.

«
მართლის ხსოვნა კურთხეულ იქნება, ხოლო უკეთურთა სახელიც კი იხრწნება» (იგავები 10:7).

«
კეთილი სახელი სიმდიდრეზე უკეთესია და ადამიანთა კეთილგანწყობაოქროსა და ვერცხლზე» (იგავები 22:1). 

«
კარგი სახელი სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს» (ეკლესიასტე 7:1).


«
ამიტომ მუხლს ვიდრეკ მამის წინაშევისაც ყოველი ოჯახი ზეცაში და დედამიწაზე უნდა უმადლოდეს თავისი სახელისთვის» (ეფესელთა 3:14,15).

მოციქული პავლე იესოს შესახებ წერდა«ანგელოზებზე იმდენადვე ამაღლებული გახდა, რამდენადაც მათზე უპირატესი სახელი დაიმკვიდრა» (ებრაელები 1:4). ღვთის ძის მიერ დამკვიდრებული რომელი სახელის შესახებ მიდის საუბარი? სახელი «იესოს» შესახებ? რა თქმა უნდა, არა. «იესო» - ჩვეულებრივი იუდაური სახელია, რომელსაც იმ დროს მცხოვრები მრავალი ადამიანი ატარებდა (ზოგიერთ კულტურებში კი, მათ შორის ევროპულში, ამ სახელს დღემდე ატარებენ). გასაგებია, რომ იესოს მიერ დამკვიდრებულ «სახელში», რომელიც ანგელოზთა «სახელებსაც» აღემატებოდა, რაღაც სხვა იგულისხმება

აი რა არის ნათქვამი ამის შესახებ ზოგიერთ ბიბლიურ ცნობარებში:

«
სახელი - ბიბლიური გაგებით არის არა მხოლოდ დასახელება, არამედ სახელის მატარებლის არსი და დანიშნულებაც» («.. ვიხლიანცევას ბიბლიური ლექსიკონი»).

«
ახალ აღთქმაში სიტყვა «სახელი» ხშირად ნიშნავს ქრისტეს ხასიათს, რწმენას ან სწავლებას (საქმეები 5:41, 8:12, 9:15). გამოთქმა «მის თეძოზე დაწერილია სახელი: „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი.“» (გამოცხადება 19:16) მიუთითებს აღმოსავლეთი ერების ძველ ჩვეულებაზე, რომლის მიხედვითაც ისინი მმართველების, სასულიერო პირებისა და გმირების ზედა ტანსაცმელს რთავდნენ სხვადასხვა წარწერებითრომლებიც მათ თავისებურებებს გამოხატავდნენ» («არქინამდრიტი ნიკიფორის ბიბლიური ენციკლოპედია»).

ძირითადი აზრი გავიმეოროთ: «სიტყვა «სახელი» ხშირად ნიშნავს ქრისტეს ხასიათს, რწმენას ან სწავლებას». ასეთ შემთხვევაში ყველაფერი თავის ადგილზე დგება. «მისი სახელის გამო» თავისი მოწაფეების დევნის შესახებ წარმოთქმულ იესოს სიტყვებში იმაზე უფრო ღრმა აზრი დევს, ვიდრე ზოგიერთი მორწმუნე ადამიანი ფიქრობს. ღვთის ძე უბრალოდ მათ კი არ გულისხმობდა, ვისაც ფორმალურად ჰქვია «ქრისტიანი», არამედ მათ, ვინც საკუთარი ცხოვრებით ცდილობს ქვეყნიერებას დაუმტკიცოს ქრისტეს სწავლების ჭეშმარიტება. ასეთი პოზიცია კი ქვეყნიერებაში (.. «ქრისტიანული» სამყაროს ჩათვლით) მუდმივად იწვევდა ზიზღს და წინააღმდეგობას (შეადარეთ იოანე 16:2,3). ზიზღს, იმიტომ რომ ადამიანური ტრადიციებითა და ფილოსოფიით გაუზავებელი ქრისტეს სწავლება, ისეთი, როგორიც ის ახალ აღთქმაშია მოცემული, ამ ქვეყნიერებას ორგანულად არ შეუძლია მიიღოს (იოანე 15:18-21). აი რატომ ამტკიცებდა მოციქული პეტრე:    

«
არამედ გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა მისი დიდების გამოცხადებისას თქვენც იხაროთ და იმხიარულოთთუ იგმობით ქრისტეს სახელისათვის, ნეტარნი ხართ, რადგან სული დიდებისა, სული ღმერთისა ივანებს თქვენზე» (1 პეტრე 4:13,14).

იესოს სიტყვების თანახმად, ქვეყნიერება მის მოწაფეებს იმის გამო დაუწყებს დევნას, რომ მათაც იგივე პოზიცია უკავიათ ქვეყნიერებასთან მიმართებით, როგორიც თავად ქრისტეს ეკავა

«
თუ თქვენ ქვეყნიერებას სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე ადრე მე მომიძულათქვენ რომ ქვეყნიერებისანი იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არა ხართ ქვეყნიერებისანი, არამედ მე გამოგირჩიეთ ქვეყნიერებიდან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: ‘მონა არ არის თავის ბატონზე დიდი.’ მე თუ მდევნიდნენ, თქვენც გდევნიან; თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ. მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს» (იოანე 15:18-21).

იესოს იმის გამო სდევნიდნენ, რომ ის ქვეყნიერებას მისი ბოროტი საქმეების შესახებ უმოწმებდა (იოანე 3:19,20). ის იმ ადამიანურ სწავლებებსა და რელიგიურ წეს-ჩვეულებებს ამხელდა, რომლებიც ადამიანებს ღმერთს აშორებდა (მათე 15:3-9). ის უარყოფდა ძალადობას და პოლიტიკაში მონაწილეობას, ხაზს უსვამდა ასეთ საქმეებში ღვთის ჭეშმარიტი მსახურების მონაწილეობის დაუშვებლობას (მათე 26:52; იოანე 6:15). ის ასწავლიდა, რომ იმედი ღვთის სამეფოზე უნდა დავამყაროთ და არ ავყვეთ ეროვნულ ან პატრიოტულ სულისკვეთებას (იოანე 18:36). იესომ ზეციერი მამის, იეჰოვას «სახელი გაამჟღავნა», რამაც ის მაშინდელი რელიგიური ელიტის ზიზღის ობიექტად აქცია (იოანე 17:6,26). ქრისტეს სიტყვების თანახმად, მის მხარეს მხოლოდ ისინი დაიკავებდნენ, «ვინც ჭეშმარიტების მხარეზეა» (იოანე 18:37). რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იესოს ადამიანთა უმრავლესობისთვის მტრად აქცევდა, რომლებიც თუმცა რელიგიურები იყვნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ღვთისადმი ნამდვილი ერთგულება მათთვის უცხო იყო (იოანე 15:21).

ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება ელოდათ ქვეყნიერების მხრიდან ქრისტეს მიმდევრებს. იმათ კი არა, ვისაც მხოლოდ ფორმალურად ჰქვიათ «ქრისტიანები», არამედ მათ, ვინც «ერთგულად მიჰყვე[ბა] მის ნაკვალევს» და ქვეყნიერებას იმავე პრინციპებს გადასცემს, რასაც იესო გადასცემდა (1 პეტრე 2:21). აი რას ნიშნავდა იესოს სიტყვები ქრისტიანთა დევნის შესახებ «მისი სახელის გამო» და «მის გამო». არა პირდაპირი გაგებით მისი სახელის გამო დევნას, არამედ იმ ცნობის გამო, იმ სწავლებებისა და პრინციპების გამო, რომელსაც თვითონ იესო უჭერდა მხარს.
დევნა არა იესოს, როგორც უფლის ფორმალურად აღიარების გამოარამედ მისი ღმერთისა და მამის მსახურებისადმი ისეთივე ლტოლვის გამო, როგორც მას თვითონ იესო ემსახურებოდა, რაზეც აშკარად მიუთითებენ მოციქული პავლეს სიტყვები:


"ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება" (2 ტიმოთე 3:12).

 

წყარო:  sergeiivanov.blogspot.com

თარგმანი აღებულია maxvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment