Thursday, 1 February 2024

ღვთის სამეფო

  ზეციერი სამეფოს მნიშვნელობის შესახებ


ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ სიკვდილის შემდეგ ყველანი ზეცაში მივდივართ. ამიტომ, როდესაც ადამიანები კვდებიან, ყოველი შემთხვევისთვის, ამბობენ «ზეცაში წავიდა» რაც იმას ნიშნავს, რომ, ალბათ, ახლა ისინი ზეცაში იცხოვრებენ. მაგრამ რას ამბობს ბიბლია ზეციერ სამეფოზე? ისინი, ვინც იქ მოხვდებიან, რეალურად  ზეცაში იცხოვრებენ?


იეჰოვა ღმერთი — ის ნამდვილად მკვიდრობს ზეცაში, ის არის სული (1 მეფეები 8:30; ინ. 4:24). მას აქვს თავისი სულიერი სამყოფელი ზეცაში, მის გარდა  იქ იესო ქრისტე და ანგელოზები მკვიდრობენ (ებ.12:22; გმც. 13:6).


ყველა ზეციერი არსება, ღმერთის მსგავსად,  ასევე უხორცო სულიერი არსებები არიან, ამიტომაც მკვიდრობენ ზეცაში (ფიგურალურად, სადღაც  უკიდეგანო სამყაროში). ისინი დროდადრო იკრიბებიან კიდეც ურთიერთობებისთვის (იობ. 2:1). მაგრამ სისხლისა და ხორცის სხეულის მქონე  ადამიანისთვის ზეციერი სამეფო სხვა რამეს ნიშნავს. ბიბლიაში ბევრი ტექსტია, სადაც მკაფიო განსხვავებაა ღვთისა და მართალ ადამიანთა  საცხოვრებელ ადგილებს შორის: ზეცა ღვთისთვისაა და დედამიწა მართალთათვის (ფსალმ. 115:16; 37:29; იგ.2 :21).


ვნახოთ, კიდევ რა ვიცით ზეციერი სამეფოს შესახებ.        მაგალითად,  მათეს 8:11 გვეუბნება, რომ აბრაამი ბევრ სხვა ადამიანთან ერთად დაიკავებს თავის ადგილს ზეციერ სამეფოში (იგულისხმება -ნადიმობა,  იუდეველები სუფრის  გარშემო იყვნენ წამოწოლილები, მრ.14:18).   თუ გავარკვევთ, სად იქნებიან მკვდრეთით აღმდგარი აბრაამი და დანარჩენი ხალხი,  ზეციერი სამეფოს მნიშვნელობაც  ნათელი გახდება.


ბიბლიიდან ცნობილია, რომ აბრაამს აღთქმული ჰქონდა  მიწა და  ღმერთი სწორედ ამ დაპირებას შეუსრულებს მას, რადგან ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს (დაბ. 17:8; ეს. 55:11). ასევე ცნობილია, რომ აბრაამი ელოდა დროს, როცა ღმერთის ზეციერი „ქალაქი“ დედამიწაზე ადამიანებთან ჩამოვიდოდა (ებ.11:10;გმც.21:2). ანუ ბიბლიის გადმოსახედიდან აბრაამი, ისააკი და იაკობი, რომლებზედაც ნათქვამია, რომ ზეციერ სამეფოში დაიკავებდნენ თავიანთ ადგილებს, ზეცაში არ წავლენ.


ყველა სხვა „ბევრი“ ადამიანიც, ვინც მათთან ერთად დაიკავებენ თავიანთ ადგილებს  ზეციერ სამეფოში, არ წავა ზეცაში (მთ. 8:11).


ეს ნიშნავს, რომ ზეციერი სამეფო, რომელშიც თავიანთ ადგილებს დაიკავებენ  პატრიარქები და ის „ბევრი“, რომლებიც იესო ქრისტეს წყალობით შემოუერთდებიან იეჰოვას თაყვანისცემას, არ არის არც ზეცა და არც ზეციერი მთავრობა (მქ. 4:1,2; მთ. 8:11).




კიდევ რა არის ცნობილი ზეციერი სამეფოს შესახებ?      ცნობილია, რომ ზეციერი სამეფო  სხვანაირადაც  იწოდება. მაგალითად ლუკა აბრაამზე საუბრისას ამბობს, რომ ის ბევრთან ერთად დაიკავებს თავის ადგილს  — ღვთის სამეფოში (ლკ. 13:28,29, შდრ. მთ. 8:11,12). ზეციერ სამეფოს ასევე უწოდებენ «იესო ქრისტეს მამის სამეფოს» (მთ. 26:29, 6:10) და «მართალთა მამის სამეფოს» (მთ. 13:43).


იეჰოვას მომავალ სამეფოში ღვთის ნება შესრულდება როგორც ზეცაში, ასევე დედამიწაზე (მთ. 6:10).  ეს ნიშნავს, რომ ზეციერი სამეფო (ღვთის სამეფო), რომლისკენაც ვისწრაფვით, მოიცავს იეჰოვას როგორც  ზეციერ, ასევე მიწიერ სფეროებს (იხ. მთ.8:11, ლკ. 13:28).   ამას იესოს სიტყვებიც ადასტურებს: «რბილი ხასიათისანი  დაიმკვიდრებენ დედამიწას» (მთ. 5: 5) — ღვთის ეს სამეფო (ზეციერი) მარადიული სიცოცხლისთვის  მხოლოდ თვინიერი „ცხვრებისთვისაა“ მომზადებული (ღვთისმოშიში ადამიანებისთვის მთ. 25:34).


ესენი სწორედ ისინი არიან,  ვინც იეჰოვას სამეფოში შეასრულებენ მის ნებას დედამიწაზე, როგორც ამას ანგელოზები ასრულებენ ზეცაში .


ასევე ცნობილია, რომ იესო ქრისტეს დროიდან მოყოლებული ამ სამეფოს მოსვლას ელოდება ყველა ქრისტიანი (მთ. 6:10). აღვნიშნავთ: ელოდებიან მოსვლას (ღვთის სამეფოს ეპოქის დადგომა მორწმუნეთათვის) და არა ამ სამეფოს მმართველობის დასაწყისი.


მაშასადამე, ბიბლიის მიხედვით გამოდის, რომ:                ღვთის სამეფო მართალთათვის, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ზეციერი სამეფო, ზოგადად არის იეჰოვას მომავალი მსოფლიო წესრიგი (ახალი ერა) ზეციერ მთავრობასა და მიწიერ ქვეშევრდომებთან ერთად. იცოდით ამის შესახებ?  მართალთა ამ მომავალ სამეფოში დედამიწას ზეციერი მმართველი განაგებს, რის გამოც მას «ზეციერი სამეფო » ეწოდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზეციერი სამეფო არის «ზეციერი მმართველის სამეფო» (განსხვავებით „დედამიწის სამეფოებისგან“, სადაც  მიწიერი მმართველები მმართველობენ, დნ. 2:37-44).


კაცობრიობისთვის ზეციერი სამეფოს ერა დაიწყება — მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტესა და მისი თანამმართველების 1000-წლიანი მეფობით (გმც. 11:15; 20:6). თავდაპირველად, იეჰოვა დედამიწის მმართველობას ამ ზეციერ მთავრობას ანდობს.


ამის შემდეგ, იეჰოვა   დედამიწის მართველობას  „თავის ხელში“ აიღებს (1 კორ. 15:24,25,28; გმც. 21:22).  ამრიგად, ზეციერი სამეფო საბოლოოდ გახდება იეჰოვას სამეფო  პირდაპირი მნიშვნელობით: ყოვლისშემძლე ზეციერი მმართველი  მიწიერ სამოთხეში ადამიანებთან ისეთივე ურთიერთობას იქონიებს,  როგორიც ერთ დროს — ადამთან და ევასთან ჰქონდა  (დბ. 2, 3 თავები).


თუმცა ბიბლია მოგვითხრობს არა მხოლოდ იეჰოვას სამეფოს შესახებ, არამედ იესო ქრისტეს სამეფოს შესახებაც  (მთ.20: 21, 2პეტ.1:11, კლ.1: 13).


იცოდით თუ არა ამის შესახებ? და იმის შესახებ,  რომ ეს არ არის ერთი და იგივე ბიბლიური ცნებები? ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.




იესო ქრისტეს სამეფოს შესახებ.


მოციქული პავლე, როცა კოლოსეში იმყოფებოდა, იეჰოვას იმის გამო ემადლიერებოდა, რომ მორწმუნეებს თავისი საყვარელი ძის იესო ქრისტეს სამეფოში შესვლის შესაძლებლობას აძლევს( კლ1:12,13). იესო ქრისტეს რომელ სამეფოზე საუბრობდა მოციქული პავლე და სად არის ის?  რას ამბობს ბიბლია მასზე?


ქრისტეს მოწაფეებმა იცოდნენ, რომ იესო მიიღებდა რაღაც „სამეფოს“, რომელშიც დასხდებოდნენ ტახტებზე იესო ქრისტესთან ერთად და მსაჯულები და მეფეები იქნებოდნენ. იესო ქრისტეს სამეფოში ისინი ადამიანებს გაასამართლებდნენ(ლკ. 22:30; გმც. 5:10).


მოწაფეები ამ „სამეფოს“- „ქრისტეს სამეფოს“ და „ღვთის საყვარელი ძის სამეფოს“  უწოდებდნენ (მთ. 20:21; 2 პტ. 1:11; კლ. 1:13). ანუ, მათ ესმოდათ, რომ „ქრისტეს სამეფო“ — იეჰოვას სამეფო კი არა, იეჰოვას ძის „სამეფო“ იყო.     თავად იესო ლაპარაკობდა მასზე, როგორც თავის სამეფოზე, რომელიც ამ ქვეყნიერების ნაწილი არ იყო    და  სადაც მისი თანამმართველებისთვის ზეციერი ტახტები იყო „მომზადებული“ (ლკ.22:29,30; მთ.16:28; ინ18:36).


თუმცა  ამ სამეფოს ორგანიზატორი თვითონ კი არა, მისი მამაა: იეჰოვა ირჩევს  მისთვის თანამმართველებს (მთ.20:23) და იესოს მოქმედების  უფლებამოსილებას აძლევს: იესოს სამეფო ძალაუფლება თავისით კი არ აქვს, არამედ იეჰოვამ მისცა 1000 წლით (მთ. 28:19; გმც. 20:6; ფს. 110:1,2). მაშ, რას ნიშნავს „ქრისტეს სამეფო“, რომელიც მას იეჰოვამ 1000 წლით გადასცა?


ბიბლიის თანახმად გამოთქმა „მიწიერი სამეფო“ ნიშნავს სახელმწიფოს ან ქვეყანას, რომელსაც ჰყავს მიწიერი მმართველი და ქვეშევრდომები(დნ. 2:37-44).


ვიდეო გაკვეთილიდან  №3  ზეციერი სამეფოს  შესახებ  გავარკვიეთ, რომ ეს არის, ზოგადად,  მომავალი მიწიერი მსოფლიო წესრიგის მქონე  იეჰოვას «ქვეყანა»  ზეციერი მთავრობითა და მიწიერი ქვეშევრდომებით.


ანალოგიურადაა იესო ქრისტეს სამეფოც — ეს არის იესო ქრისტეს  „ქვეყანა“  1000 წლიანი ვადით.  იქ მისი მეთაურობით მიწიერ ქვეშევრდომებს განაგებს ქრისტეს 144 000 ზეციერი თანამმართველი(ებ.11:40; გმც.14:1; 20:6).ქრისტეს ათასწლიანი  სამეფოს ეპოქა ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც კაცობრიობა თანდათანობით გადავა იეჰოვას მარადიულ სამეფოში, რომელიც მომზადებულია მხოლოდ „თვინიერი ცხვრებისთვის“ (მორწმუნეებისთვის, მთ. 5:5; 25:34).


იესო ქრისტეს  „ქვეყანაში“ ყველა ღვთისმოშიშ ადამიანს, რომლებიც იეჰოვას სიმბოლურ „სიცოცხლის წიგნში“ არიან ჩაწერილნი (მლ. 3:16) — დედამიწაზე სიცოცხლისთვის დააბრუნებენ. ისინი განსწავლულნი იქნებიან იცხოვრონ ღვთის ჭეშმარიტი სიწმინდით — ათასი წლის განმავლობაში ქრისტეს ზეციერი მთავრობის  ხელმძღვანელობით (ებ. 11:40).


ქრისტეს მომავალ სამეფოში, ყველა ადამიანს შეეძლება  ათასი წელი, დაუბერებლად, ავადმყოფობისა და მწუხარების გარეშე იცხოვროს. იქ ყველას თავისი სახლი ექნება; მუშაობა სიხარულს მოუტანს; იქ ბავშვები ბედნიერებისთვის დაიბადებიან  და არა უბედურებისთვის; აღარ იქნებინ მტაცებელი ცხოველები, ამიტომ ლომებთან ახლოს ყოფნაც კი უსაფრთხო იქნება (ეს.65:21-25).


ათასწლიან  ამ დროებით «ქვეყანაში» იესო ქრისტე კვლავ შუამავალი იქნება ღმერთსა და მკვდრეთით აღმდგარ ადამიანებს შორის, რომლებიც მისი და ზეციერი მთავრობის დახმარებით სულიერი სრულყოფილებისკენ  ისწრაფვიან (ებ. 11:40).


ამ ეტაპის შემდეგ ღმერთის ურთიერთობები ადამიანებთან მთლიანად დალაგდება და შუამავლის საჭიროება აღარ იქნება: აღდგება სამოთხის პირობები, როდესაც ღმერთი   უშუალოდ,  შუამავლის გარეშე იურთიერთობებს ადამიანებთან — ისევე, როგორც სამოთხის ედემის ბაღში პირველ ადამიანთან (1კრ. 15:24,25, 28; გმც. 21:3,4).


«ქრისტეს სამეფოს»  ათასი წლის შემდეგ იეჰოვა ყველაფერს თავის «ხელში» აიღებს,  დედამიწისთვის კი მარადიული «ღვთის სამეფოს» ეპოქა დაიწყება, სწორედ ამ «მარადიულ დღეს“ (ბერძნულ დედნისეულ ტექსტში გვხვდება სიტყვა „დღე“)   ელოდა პეტრე მოციქული (2 პტ. 3: 18; 1კრ 15:24,25,28).


ვინაიდან ღვთის მარადიული სამეფოს მოწყობაში იეჰოვა და მისი ქრისტე მიიღებენ მონაწილეობას, ეს „სამეფო“ მართალი ხალხით ორივეს ეკუთვნის, მაგრამ იეჰოვა არის ამ სამეფოს უზენაესი ზეციური მმართველი (2 პტ. 1:11; ეფ 5:5; გმც. 11:15; 12:10; 21:3,4; 22:1—3).


რას ამბობს ბიბლია იესო ქრისტეს ზეციერ მთავრობაზე? ვინ იქნება იქ და როგორ შეიძლება იქ მოხვედრა?   ამის შესახებ მომდევნო გაკვეთილიდან გავიგებთ.


.ზეციერი მთავრობა


ზეციერი მთავრობა. რა არის ეს?  გამოთქმა „ზეციერი მთავრობა“, ან „მესიანური მთავრობა“ — ბიბლიაში არ გვხვდება.


თუმცა ასე ეწოდება ღვთის მთავრობას, რომელსაც   იესო ქრისტე ხელმძღვანელობს და ეს ლოგიკურად გამომდინარეობს ბიბლიის გზავნილებიდან.

მაგალითად, იესო ქრისტე დედამიწაზე  ყოფნისას, ხშირად საუბრობდა კაცობრიობის მომავალ ეპოქაზე, რომელშიც ადამიანები მარადიული სიცოცხლის მოპოვებას შეძლებდენ (მრ. 10:29,30).


იესომ თავის მოციქულებს ასევე განუცხადა, რომ  მისი მოწაფეებიდან  ზოგიერთები, რომლებიც ღირსეულად გადაიტანდნენ  რწმენის ყველანაირ განსაცდელს, შეძლებდნენ, მის მსგავსად, ზეციერი ტახტების დაკავებას (ლკ. 22:28-30).


მაგალითად, იესო ქრისტეს თავდაუზოგავმა და მტკიცე რწმენის მქონე მოწაფემ, პავლე მოციქულმა,  უკვე  1-ელ  საუკუნეში იცოდა, რომ სხვა ქრისტიანებთან ერთად ზეცას დაიმკვიდრება (ფლ. 1:23-24; 3:20)


ისიც ცნობილია, რომ იესო მეორედ მოსვლისას  ზეცაში წაიყვანს ყველა თავის მოწაფეს, რომლებიც ზეციერი ტახტების დასაკავებლად არიან არჩეულნი: მათ მკვდრეთით აღადგენენ და ზეცაში წაიყვანენ (მთ. 24: 29-31; 1თს. 4:16,17).

ბიბლია ასევე გვამცნობს, რომ იესო ქრისტე და მისი თანამმართველები 1000 წლით  იმეფებენ დედამიწაზე და  ადამიანებს სულიერი სრულყოფისა და მარადიული სიცოცხლის მიღწევაში დაეხმარებიან (გმც. 5:10; 20: 6; ებ. 11:40).


ისიც ცნობილია, რომ მკვდრეთით აღმდგარ და ზეცად ამაღლებულ ქრისტესთან ერთად სულიერ „სიონზე“ (პირდაპირი გაგებით ზეცაში არ შეიძლება იყოს  მთები) ადამიანებიდან  ამორჩეული   მისი ერთგული  144 000 მიმდევარი იქნება (სქ. 1:9;   გმც.14: 1-5; 1თს.4:16,17).

ბიბლიიდან ასევე ცნობილია, რომ იესო ქრისტემ უნდა იმმართველოს 1000 წელი, რის შემდეგაც ის სამეფოს მართალ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დედამიწაზე ჩამოაყალიბა (გმც. 5:10; 20:6) თავის მამას, იეჰოვა ღმერთს გადასცემს. (1 კრ. 15:24, 25.28).


წმინდა წერილის ყველა განხილული ტექსტის ერთად შეკრებით, ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ სურათი მომავალი სისტემისა,  რომელშიც ღვთის ზეციერი მთავრობა იესო ქრისტეს მეთაურობით მართავს დედამიწას  (გმც. 11:15; 20:6).                                                     ვინაიდან იესო ქრისტე არის იეჰოვას მესია და მეფე, რომელიც ხელმძღვანელობს ზეციერ მთავრობას, ამ მთავრობას შეიძლება ეწოდოს მესიანური (ქრისტეს).


მაშ ასე: ზეციერი მთავრობა, რომელიც შედგება სხვადასხვა ეროვნების 144 000 ქრისტიანისგან,  იესო ქრისტეს მეთაურობით – დროებითი ზეციერი მთავრობაა, რომელიც კაცობრიობის ისტორიის 1000 წლიანი პერიოდის ეპოქაში მიწიერ მსოფლიო წესრიგს უხელმძღვანელებს. გმც. 5:10; 14:1-5; 20:6). მას იეჰოვა ჩამოაყალიბებს (მთ. 20:23)


)როგორ შეიძლება მოხვდე ღვთის მეფის—იესო ქრისტეს ზეციერ მთავრობაში?

იესომ გამოაცხადა, რომ მორწმუნეებს ექნებოდათ შესაძლებლობა მასთან ერთად დამსხდარიყვნენ ზეციერ ტახტებზე — ახალი აღთქმის მოქმედების ეპოქაში (ლკ. 22:28-30).


იქ მოსახვედრად საჭიროა „განსაცდელების დროს ქრისტეს გვერდით“ დარჩენა (ლკ.22:28-30). ანუ — საჭიროა იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება, როგორც  მისი  ჭეშმარიტებების გავრცელებისას, ასევე  უმართლო ადამიანების ქვეყნიერებაში სიმართლის მხარდაჭერით — ნებისმიერ განსაცდელში, თუნდაც სიკვდილის წინაშე (გმც. 6:9-11; 20:4,6).  


სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანმა ყველაფერში  უნდა მიბაძოს იესო ქრისტეს და  მიჰყვეს მას კვალდაკვალ (1 პტ. 2:21).

ეს რთულია: ამქვეყნიური ხალხი მიჩვეულია ისეთ ცხოვრებას, როგორც თავად მოსწონს. ძალიან რთულია ვიცხოვროთ ისე, როგორც  იეჰოვა მოელის ჩვენგან და ზუსტად მივყვეთ იესო ქრისტეს კვალს.   


იეჰოვას მიერ ცხებული ქრისტიანი განსაკუთრებული უნდა იყოს  (1 ინ. 2:20,27). მაგალითად, პავლე მოციქულის მსგავსი. ის, ქრისტეს ბაძავდა, არ ზოგავდა არც დროს, არც ძალას და არც საკუთარ თავს — იეჰოვას ნების შესრულების მიზნით იესო ქრისტეს მოწაფეების შეხვედრების ორგანიზებასა და სასიხარულო ცნობის გაცხადებისთვის (სქ. 20:18-21; 1 კრ. 4:16; 9:16, 26, 27).


ამ დავალების შესასრულებლად ღმერთმა პავლე მოციქულს ზემოდან დამატებითი ძალა მისცა: პავლე იყო იეჰოვას ცხებული (გალ. 1:15,16; 2 კრ. 1:21,22). და ასეთი უნდა გახდეს  იესო ქრისტეს ყველა მომავალი თანამმართველი.


ისინი, ვინც იესო ქრისტეს გამოჩენამდე ცხოვრობდნენ (ახ.წ. 1-ელ საუკუნემდე), ვერ შეძლებდნენ მის კვალს გაჰყოლოდნენ  და დარჩენილიყვნენ „ქრისტეს გვერდით განსაცდელების დროს“ (ლკ.22:28-30), რაც აუცილებელია ზეცირ ხელისუფლებაში არჩევისთვის.

ამიტომ ისინი ქრისტეს ზეციერ მთავრობაში ვერ მოხვდებიან. ყველა ზეციერი მმართველი შეკრებილი იქნება ახალი აღთქმის ეპოქის ქრისტიანთაგან.




 იეჰოვა განსაკუთრებულ იმედს  ამყარებს ზეციერ მთავრობაზე: იესო ქრისტეს მეთაურობით ყველა ზეციერი მმართველი,  არმაგედონის დროს,  განწმენდს დედამიწას ბოროტი ადამიანებისგან — მათგან, ვისაც სძულს სიმართლე, ვისაც მოსწონს ბოროტების კეთება და ვინც დასცინის იეჰოვას წმინდა საქმეებს (გმც. 19: 11 -21).


ბოროტ ქვეყნიერებაზე იესო ქრისტეს გამარჯვების შემდეგ, დაიწყება ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა: ის გაგრძელდება 1000 წელი და გარდაქმნის არა მხოლოდ პლანეტა დედამიწას და დედამიწაზე ამჟამად არსებულ მმართველობის სისტემას, არამედ დედამიწაზე მკვდრეთით აღმდგარ მოსახლეობასაც (გმც. 20:6; 21:3,4).


იმ პერიოდში დედამიწის ყველა მკვიდრი ქრისტეს მიერ   იქნება მომზადებული იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის იესო ქრისტეს მარადიულ სამეფოში შესასვლელად, რომელიც 1000-წლიანი მეფობის შემდეგ დაიწყება.


სწორედ ამიტომ სამეფო, რომელსაც იესო ჩამოაყალიბებს დედამიწაზე მისი მეფობის ათასი წლის განმავლობაში, არასოდეს შეწყვეტს არსებობას, როგორც დანიელმა იწინასწარმეტყველა (დნ.2:44; გმც.20:4,6, აგრეთვე იხილეთ გმც. 21, 22 


No comments:

Post a Comment