Tuesday, 24 March 2020

საგუშაგო კოშკის საზოგადოება და გაერო



საგუშაგო კოშკის სახოგადოება 1991 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საჯარო ინფორმაციის (DIP), დახურული  ბიბლიოთეკის სისტემაში. იყო რეგისტრირებული. ეს საშუალებას მისცემდა ორგანიზაციას ისეთ მასალებთან წვდომის სტატიების მოსამზადებლად რაც საჯაროდ არიყო ხელმისაწვდომი.  ეს არასდროს ყოფილა საიდუმლო.

Wednesday, 11 March 2020

გარიცხვისა და გარიცხულისადმი დამოკიდებულების ბიბლიური საფუძვლები



ძალიან გულსატკენია, როდესაც ჩვენი ნათესავი ან მეგობარი ცოდვას არ ინანიებს და კრებიდან ირიცხება. თუმცა იეჰოვას მოწმეები  ჰბაძავენ იეჰოვას, რომელიც სამართლიანობასაც და გულმოწყალებასაც თანაზომიერად ავლენს. დღეს ჩვენთვის ცნობილია მოუნანიებელი შემცოდველის კრებიდან გარიცხვის, სულ მცირე, სამი მიზეზი: 1) იეჰოვას სახელის დაცვა შებღალვისგან, 2) კრების დაცვა შემცოდველის გამხრწნელი ზეგავლენისგან და 3) შემცოდველის მონანიებისკენ აღძვრა.
კრებიდან გარიცხვას აქვს ბიბლიური საფუძველი ამაზე რამოდენიმე ადგილზე საუბრობს :

Friday, 6 March 2020

სატანიზმი- ილუსტრაციებში, თუ კრიტიკოსების გონებაში?

 იეჰოვას მოწმეების კრიტიკაში იკვეთება ერთი განსაკუთრებული მიმართულება-  პრეტენზიები ილუსტრაციების მიმართ და მათში ჩართული გამოსახულებების ძიება. ზოგი მათში ეშმაკუნების გამოსახულებებს ხედავს, ზოგიც- გენიტალიების,  შიშველი ადამიანების და მისთანების... იეჰოვას მოწმეების დადანაშაულებაში ერთ-ერთი ახალი ტრენდია მათი თითქოსდა კავშირი მასონებსა და ოკულტიზმთან.რას ეფუძნება ასეთი ბრალდებები? მოდი, პატარა ექსპერიმენტი ვცადოთ. შეხედეთ ქვემოთ მოყვანილ თოჯინების ფოტოებს; დააკვირდით, რა გრძნობებს აღძრავენ ისინი თქვენში... ამჩნევთ მათში რამე მიუღებელს , შეუფერებელს ქრისტიანთა შვილებისთვის?


Monday, 2 March 2020

ათი მითი იეჰოვას მოწმეების შესახებ



ვინ არიან იეჰოვას მოწმეებიისინი, ვინც მათ პირადად არ იცნობსჩვეულებრივ ამბობენრომ ეს რაღაც «სახიფათო სექტაა». მაგრამ კითხვას «რით არიან ისინი სახიფათო?» მოყვება ხოლმე სტანდარტული კლიშეების კრებულირომლებიც ტელევიზორში აქვთ გაგონილი.  ამ სტატიაში მე ვცდილობ დაგანახოთრომ არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობს იეჰოვას მოწმეების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებისათვისრომ  ყველა მზგავსი მიზეზი ხელოვნურადაა შექმნილიხოლო იმ ადამიანებისა და გარკვეული ძალების ინტერესებირომლებიც ყოველივე ამის უკან დგანან, არ შეესაბამება არც საზოგადოების და არც სახელმწიფოს ინტერესებს

Friday, 28 February 2020

წმინდანთა კურორტი თუ ცოდვილთა სამკურნალო დაწესებულება?



თქვენთვის რას წარმოადგენს კრება?
«ეს როგორი ქრისტიანები არიან?! მათ ხომ უამრავი ნაკლოვანებები აქვთ!»
არასრულყოფილების მეშვეობით სწავლება?
მაგრამ, თუ უსამართლოდ მომექცნენ?
არ მინდა სწავლა!


ორგანიზაცია თუ "უკონფესიობა"?



 რატომ მიაჩნიათ უკონფესიოებს რომელიმე კონფესიის არჩევა შეცდომად და რატომ არ სურთ მათში ყოფნა? მინდა განვიხილო რამოდენიმე არგუმენტი, რომელიც მათ საკუთარი არჩევნის სისწორის დასამტკიცებლად მოჰყავთ.

Friday, 14 February 2020

იმის შესახებ: თუ როგორ შეიძლება პიროვნებამ ქრისტიანულ კრებაში, ბიბლიურ მოწოდებებს უარყოფითი მოტივები მიაწეროს



ნებისმიერი ბიბლიური სწავლება, დარიგება, ახსნა ასევე შეიძლება აიხსნას ორი დიამეტრალურად საპირისპირო თვალსაზრისით.(რომლის მაგალითებსაც ქვემოთ მოვიხსენიებთ)
დღეს ზოგი კრბაში ორგანიზაციისგან განსხვავებულ ხედვებს ანვითარებს და იმ მითითებებშიდა მოწყობაში რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული შეზღუდვასა და კონტროლს ხედავს. ამით ისინი ბიბლიისადმი ფარულ წინააღმდეგობას ააშკარავებენ და იმას, რომ 1 საუკუნეში რომ ეცხოვრათ იგივე პრეტენზიებს წამოაყენებდნენ იმდროიმდელი პააუხისმგებელი პირებისადმი კრებაში და ქრისტიანული მოწყობისადმი.

Thursday, 13 February 2020

ქრისტიანული თავისუფლების ძიებაში



ქრისტემ ასეთი თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა. ამიტომ მყარად იდექით და ნუღარ მოექცევით მონობის უღელში (გალატელთა 5:1).

იეჰოვას მოწმეების კრიტიკოსებს, და არა მარტო იეჰოვას მოწმეების, უყვართ ლაპარაკი რომ ისინი არიან ნაკლებად თავისუფლები, ნაკლებად დამოუკიდებლები, არიან ტოტალიტარულები და რომ მათ ტვინს ურეცხავენ. მოდი განვიხილოთ რამდენად საფუძვლიანია ესეთი ბრალდებები:

იეჰოვას მოწმეები და პირადი აზრის უფლება



იეჰოვას მოწმეების მისამართით გამოთქმულ ერთერთ ბრალდებას, რომელსაც მათი მოწინააღმდეგეები ავრცელებენ, წარმოადგენს საყვედური იმის შესახებ, რომ თითქოს ამ ქრისტიანებისთვის არ შეიძლება, რელიგიურ საკითხებში პირადი აზრის ქონა. ასეთ პრეტენზიებს თუ დავუჯერებთ, მოწმეებს უფლება არ აქვთ, რომ დამოუკიდებლად იაზროვნონ და რაიმე სახის პირადი დასკვნები გააკეთონ ბიბლიურ საკითხებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, თუ მათი ორგანიზაციის პუბლიკაციებში მოცემული მოსაზრება განსხვავდება მათი მოსაზრებისაგან. ამ სტატიის მიზანი, იმ მკითხველისთვის პასუხების შეთავაზებაა, რომელიც წამოჭრილ საკითხებზე ეძებს პასუხებს.

Wednesday, 12 February 2020

«ცრუწინასწარმეტყველებების» თეორიის პრობლემები



ხშირად ოპონენტები იეჰოვას მოწმეებს  ბრალს დებენ ცრუწინასწარმეტყველებაში  და მოყავთ კონკრეტული წლები ამის დასამოწმებლად კერძოდ : 1914,1925 და 1975 წლები და პუბლიკაციებიდან ციტატები. ამიტომ ვნახოთ რეალურად რას წერდნენ ჟურნალები და წინასწარმეტყველებდნენ თუარა მოწმეები 

Thursday, 6 February 2020

დანიის საკონგრესო დარბაზი: ფარული ოკულტურ - მასონური სიმბოლოა?



იეჰოვას მოწმეების ოპონენტები გამუდმებით ცდილობენ, რომ  რაიმე ხელჩასაჭიდი მოიპოვონ,  და მერე დაადანაშაულონ მოწმეები, ან ნახევრად  სიმართლე გაავრცელონ მათზე. მსგავს მიდგომას იყენებენ დანიის საკონგრესო დარბაზთან მიმართებაშიც, კერძოდ იმას რომ საჰაერო ხედიდნ მიწის ნაკვეთი სამკუთხა ფორმისაა   შენობა  კიდე თვალის ფორმისო (ყოვლისმხედველი ჰორუსის თვალისო) რომლებიც მასონურ და ოკულტურ სიმბოლოებს წარმოადგენენო. ქვემოთ ცნობისთვის სურათზე ნაჩვენებია ჰორუსის თვალი:(რომლის ანალოგიც არანაირად არ ჩანს ეს შენობა. თუმცა ამას მოგვიანებით დავუბრუნდებით)


 შედეგად ისინი ამტკიცებენ, რომ იეჰოვას მოწმეებს თითქოს ფარული კავშირი აქვს ამ ორგანიზაციებთან. ამ საქმეში გასარკვევად მოდი განვიხილოთ  ეს საკითხი დეტალურად:

Wednesday, 5 February 2020

"როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი გაუქმდება" (1 კორინთელები 13:10)



მოციქულთა დროის ადრეული ქრისტიანული კრება ღვთის მიერ განსაკუთრებული ნიჭებით იყო აღჭურვილი, რომელთა შორისაც ისეთი ნიჭები გამოირჩეოდა, როგორებიცაა განკურნებები, ენებზე საუბარი და ძლევამოსილი საქმეების კეთება (1 კორინთელები 12:7-11). ახალი აღთქმის წიგნები იმის საკმაო რაოდენობის მაგალითებს შეიცავს, თუ როგორ იყენებდნენ ადრეული ქრისტიანები ამ ნიჭებს თავის მსახურებაში (საქმეები 2:1-11; 3:1-9; 10:46; 19:11,12; 28:9). ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, დამოწმების საქმეს ემსახურებოდა იუდევლებსა და წარმართებს შორის იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტი ღვთის კეთილგანწყობა ამჯერად უკვე მოციქულებზე და იესოს სხვა პირველ მოწაფეებზე იყო და არა ხორციელ ისრაელზე (საქმეები 2:22; 1 კორინთელები 14:22; ებრაელები 2:4). 
ამასთან დაკავშირებით კითხვები იბადება: შემდგომაც უნდა შენარჩუნებულიყო თუ არა მოცემული ნიჭები – ანუ «მოციქულთა პერიოდის» (ახ.წ. 1 საუკუნის) დასრულების შემდეგ? როგორ უნდა გავიგოთ ამასთან დაკავშირებით პავლეს – ანუ მისი სიტყვები, ვინც, ალბათ, დანარჩენებზე მეტ ძლევამოსილ საქმეებს აღასრულებდა, - რომ შემდგომ მსგავსი ნიჭები უნდა «გაუქმდეს»? მოცემულ სტატიაში შევეცდებით უფრო საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ ჩვენთვის საინტერესო თემა და არა მხოლოდ პასუხები ვიპოვოთ დასმულ შეკითხვებზე, არამედ მათი დასაბუთებაც.

ღვთისგან მომდინარეობს დღეს ენებზე სასწაულებრივად ლაპარაკის უნარი?



ენებზე ლაპარაკში“ იგულისხმება ის სასწაულებრივი უნარი, რომელსაც პირველ საუკუნეში ზოგიერთი ქრისტიანი ფლობდა. ამ უნარის წყალობით მათ ენის შესწავლის გარეშე შეეძლოთ უცხო ენაზე ლაპარაკი (საქმეები 10:46; „ახალი საერთაშორისო თარგმანი“). უცხო ენაზე მოლაპარაკის საუბარი ჩვეულებრივ ესმოდა ყველას, ვინც ის ენა იცოდა (საქმეები 2:4—8). ენებზე ლაპარაკი ღვთის წმინდა სულის ერთ-ერთი ძღვენი იყო, რომელსაც პირველი საუკუნის ზოგი ქრისტიანი ფლობდა (ებრაელები 2:4; 1 კორინთელები 12:4, 30).
მაგრამ ღვთისგან მომდინარეობს ის, რომ დღეს  ზოგიერთ ეკლესიაში სხვადასხვა ენაზე სასწაულებრივად ლაპარაკობენ? ამ კითხვაზე პასუხის გაგებაში იმის გარკვევა დაგვეხმარება, რა მიზანს ემსახურებოდა ეს ძღვენი პირველი საუკუნეში.

Saturday, 1 February 2020

ვინ დგას სასწაულებრივი განკურნებების უკან?



 ერთის მხრივ, ჭეშმარიტ ქრისტიანებს სჯერათ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების იმის შესახებ, რომ სასწაულებრივი ძღვენები, რომლებიც ხშირი იყო I საუკუნეში, «შეწყდება» და «გაუქმდება» (1 კორინთელები 13:8-10). მეორეს მხრივ კი, ჩვენ სულ უფრო ხშირად გვესმის რაღაც «სასწაულებრივი განკურნებების» შესახებ, რომლებსაც ეკლესიების გამოჩენილი ლიდერები ახდენენ საკუთარ რელიგიურ «შოუებზე». საუბრობენ «უამრავ» განკურნებებზე და გამოჯანმრთელებაზე, თანაც, ზოგჯერ ისეთებზეც კი, რომლებიც არანაირად არ ექვემდებარებოდნენ სამედიცინო მეთოდებით მკურნალობას. თითქოსდა, მართლაც სასწაულია! ან, იქნებ, მოციქულთა პერიოდის სასწაულებრივი ძალა დღემდე აგრძელებს მოქმედებას?

Tuesday, 28 January 2020

კალიები და მათი მეფე (აპოლიონი-აბადონი) ვის განასახიერებენ ისინი?



გამოცხადების მე - 9 თავის  წინასწარმეტყველებაში აღწერილია კალიები, რომლებსაც „სახეები ადამიანის სახეს მიუგავდათ“ და „თავებზე თითქოს ოქროს გვირგვინები ედგათ“ (გამოცხ. 9:7). მათ უნდა დაეტანჯათ ღვთის მტრები ანუ ის ადამიანები, „რომელთაც ღვთის ბეჭედი არ ექნებოდათ შუბლზე“; (გამოცხ. 9:4, 5)და მათ ყავდათ მეფე უფსკრულის ანგელოზი. ეჭვგარეშეა, რომ ეს კალიები იეჰოვას ცხებულ მსახურებს განასახიერებენ. რადგანაც ღმერთის მტრებს გაბედულად უცხადებენ ღვთის განაჩენს და იმას რაც დაატყდება თავს  ბოროტ ქვეყნიერებას, რაც მისი მხარდამჭერებისთვის სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ არის.

Friday, 24 January 2020

რატომ გაანადგურა ღმერთმა ქანაანელი ერები?



როდესაც ისრაელებს ქანაანის მიწა უნდა აეღოთ, უფალმა მათ უბრძანა სრულიად გაენადგურებინათ იმ მიწაზე მცხოვერები ერები და მათ მიმართ არავითარი მოწყალება არ გამოევლინათ (შდ. კანონი 7:1-5). შესაბამისად, როდესაც ისრაელმა, მაგალითად, იერიხონი დაიპყრო, ნათქვამია: «მახვილით გაანადგურეს მთელი ქალაქი, ქალიცა და კაციც, ახალგაზრდაცა და მოხუციც, ხარიც, ცხვარიცა და ვირიც.» (იესო ნავეს ძე 6:21). როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა, რომელიც ბიბლიას გულწრფელად იკვლევს, ეს თითქოსდა ღვთის სიკეთის დარღვევა?

Sunday, 12 January 2020

დამამცირებელია ღვთის მსახურება?


ნუთუ დამამცირებელია მსახურად წოდება ან თუნდაც ღვთის მსახური? ათეისტური პროპაგანდა ამას ყოველთვის ასე წარმოადგენდა. რელიგია ამცირებს, ათეიზმი ამაღლებს. მეჩვენება, რომ სიტუაცია ზუსტად საპირისპიროა: ათეიზმი ადამიანს სთავაზობს ქაოსის შემთხვევითი პროდუქტის როლს, ხოლო ბიბლია მას უმაღლესი იდეის მსახურად აქცევს.

Monday, 23 December 2019

მისაღებია ქრისტიანებისთვის ახალი წლის აღნიშვნა?



ჭეშმარიტი ქრისტიანები უარს ამბობენ ამ დღის აღნიშვნაზე შემდეგი საფუძვლიანი მიზეზების გამო:

Sunday, 22 December 2019

რას ამბობს ბიბლია შობის დღესასწაულზე, ქრისტიანულია მისი წეს-ჩვეულებები?



ბიბლიური პასუხი: ჩვენ იმიტომ არ ვზეიმობთ  შობას რომ მას არა აქვს ბიბლიური საფუძველი. ახალ აღთქმაში ის არ მოიხსენიება როგორც ქრისტიანული დღესასწაული. ახალ აღთქმაში არცერთხელ არაა იმაზე ლაპარაკი, რომ ქრისტიანები რაიმე სახით მაინც აღნიშნავდნენ მას. და არც  არანაირი მითითება არ არსებობს თუ როგორ უნდა აღინიშნოს ის.

Tuesday, 17 December 2019

რა განსხვავებაა შთაგონებასა და სულით მოქმედებას შორის, და თუ მონა არც შთაგონებულია და არც უშეცდომო რატომ გვმართებს მისი მორჩილება?



 ხშირად კრიტიკოსები მოწმეების მისამართით იმ არგუმენტს იყენებენ რომ თუკი მათ ღმერთი ხელმძღვანელობს რატომ აქვთ ახალი გაგება და მათ არ გაუცხადდათ ერთბაშად ყველაფერიო.ამით მათ იმის ჩვენება სურთ, რომ თითქოს უცდომლობა ჭეშმარიტების კრიტერიუმია, და ეს კრიტერიუმი მოწმეებს არ აქვთ. ამ საკითხში გასარკვევად თავდაპირველად ვისაუბროთ რა სხვაობაა სულით შთაგონებას,(რომელიც ბიბლიის დამწერებს მიეცათ) და სულით მოქმედებასა და ხელმძღვანელობას შორის