ბიბლიური და საერო ქრონოლოგია თანხმდება, რომ ოქტომბერში (იულიუსის კალენდრით 11-12 ოქტომბერი, გრიგორიანული კალენდრით 5-6 ოქტომბერი) ძვ.წ. 539 წელს სპარსეთის მეფემ კიროსმა დაიბყრო ბაბილონი. დავიწყოთ ამ საყოველთაოდ აღიარებული და, შესაბამისად, სანდო თარიღიდან.
ბიბლიაში ნათქვამია, რომ იუდეველები ბაბილონის ტყვეობაში მანამდე იქნებოდნენ, სანამ „იერემიას პირით ნათქვამი იეჰოვას სიტყვის“ თანახმად „სამოცდაათი წელი არ შესრულდებოდა“. როდის გათავისუფლდნენ ისინი ტყვეობიდან? ეს მოხდა „სპარსეთის მეფე კიროსის მეფობის პირველ წელს 2 მატიანე 36:21, 22) ანუ ძვ.წ 537 წელს.