აუცილებელია თუ არა თაყვანს ვცემდეთ ვინმეს იმის გამო, რომ მას ბიბლიაში «ღმერთი» ეწოდება?
არა, იმიტომ რომ ასე ბიბლიაში სრულიად განსხვავებული პიროვნებებია მოხსენიებული:
იეჰოვა (დაბადება 2:4)
მოსე (გამოსვლა 7:1)
იესო ქრისტე (იოანე 1:18, ბერძ. ტექსტში «მხოლოდშობილი ღმერთი»)
სატანა (2 კორინთელები 4:4)
მსაჯულები (გამოსვლა 22:8, 9, ებრ. ტექსტში «ღმერთები»; ფსალმუნები 82: 1, 6, 7)
ანგელოზები (ფსალმუნები 8:5, ებრ. ტექსტში «ღმერთები»)
ცრუ ღმერთები (დაბადება 31:30)
რაზე მეტყველებს ეს? ჩვენ თუ ბიბლიაში სადმე ვნახეთ, რომ ვინმეს ღმერთი ეწოდება, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ეს ვიღაც ჩვენი თაყვანისცემის ობიექტი უნდა იყოს. არ შეიძლება ვიღაცის თაყვანისცემა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ბიბლიაში ღმერთი ეწოდება. ეს არასაკმარისი მიზეზია.
რით ავხსნათ ეს მოჩვენებითი წინააღმდეგობა?
ახსნის ერთერთი ვარიანტი: მივიჩნიოთ, რომ ყველა ღმერთები, გარდა შემოქმედისა, – ცრუ ღმერთებია, და ბიბლია მათ ამ წოდებით გადატანითი მნიშვნელობით მოიხსენიებს. ეს ვარიანტი კარგად უდგება კერპებსა და გამოგონილ მითოლოგიურ ღმერთებს, რომლებიც არ არსებობენ. კი მაგრამ როგორ შეიძლება ცრუ ღმერთები ვუწოდოთ რეალურად არსებულ პიროვნებებს? შემოქმედი როგორც მინიმუმ სამ ადგილას პირადად უწოდებს ადამიანებს ღმერთებს: ესენია გამოსვლის 7:1, ფსალმუნი 82:1 და 6. ძალიან პრობლემატურია ცრუ ღმერთად გამოაცხადო ის, ვისაც ასე თვითონ იეჰოვამ უწოდა, იმიტომ რომ მაშინ იეჰოვა უნდა ჩავთვალოთ მატყუარად. არა, რეალურად არსებული პიროვნებების ცრუ ღმერთებად გამოცხადება, თანაც ღვთის თვალში მეტად მართლების და მითუმეტეს ვისაც თვითონ იეჰოვამ უწოდა ასე – ეს აშკარად ლოგიკური შეცდომაა.
გარდა ამისა სატანა, რომელსაც ბიბლია ამ ქვეყნიერების ღმერთს ეძახის, უბრალოდ კი არ არსებობს სავსებით რეალურად, არამედ გააჩნია კოლოსალური შესაძლებლობები; ის ნამდვილი,, და არა ცრუ, მმართველია ამ ქვეყნიერებისა, სხვაგვარად ის ვერ შეძლებდა იესოსთვის დედამიწის ყველა სამეფოს შეთავაზებას (მათე 4:8). შესაბამისად მისი ღმერთად მოხსენიება არ წარმოადგენა რაიმე უცნაურს,ან იმას რომ მას ცრუდ უწოდებს ბიბლია ღმერთს.
რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკი არაა ვინმეს ჭეშმარიტებაზე ან სიცრუეზე და მითუმეტეს არც ვინმეს ვინმესთან ერთარსობაზე (ტერმინი «ერთარსი» მოიგონეს გნოსტიკოსებმა და თავდაპირველად ეკლესიის მიერ ერეტიკულად მიიჩნეოდა). აქ ლაპარაკია სიტყვა «ღმერთის» მრავალმნიშვნელობაზე. ესაა ძალიან უბრალო ლინგვისტური ფაქტი, ენაში თითქმის ყველა სიტყვა მრავალმნიშვნელოვანია. კონტექსტიდან გამომდინარე სიტყვა «ღმერთი» შეიძლება გამოყენებული იქნას ნებისმიერი პიროვნების მიმართ. ებრაულ ენაში ეს სიტყვა გამომდინარეობს სიტყვა «ძლიერი»-დან (ელ). ბიბლიის მწერლისთვის «ღმერთი» – ესაა უბრალოდ ვიღაც ძლიერი, ძლევამოსილი. ხშირ შემთხვევაში ეს იეჰოვაა, მაგრამ არა ყოველთვის. აი რატომ უწოდებდნენ ასე თავისუფლად ღმერთებს, პიროვნებათა ასე ფართო წრეს, ბიბლიის მწერლები, გვიანდელი რომის ეკლესიისა და თანამედროვე ქრისტიანობისგან განსხვავებით, რომელიც ღმერთების სიმრავლის ნებისმიერ ხსენებას მაშინვე წარმართობად და პოლითეიზმად მიიჩნევს. მათ დაავიწყდათ, რომ სიტყვაში «ღმერთი» თავიდანვე არ არის არაფერი განსაკუთრებულად რელიგიური, ეს ისეთივე საზოგადო არსებითი სახელია, ისეთივე ეპითეტია, როგორიც უამრავი სხვა.ამრიგად ნათელია, რომ ბიბლია გაგება «ღმერთს» იყენებს როგორც თავად შემოქმედთან მიმართებაში
ასევე მის ქმნილებებთან მიმართებაშიც.
ასევე საინტერესოა გამოსვლის 22:28-ის ბერძნული ვარიანტის მაგალითი, რომელიც ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემაში ასეა წარმოდგენილი:
სეპტუაგინტაში სიტყვა «მსაჯულების» ნაცვლად დგას «თეოს» მრავლობით რიცხვში (ანუ «ღმერთები»). როგორც ჩანს, ამ მიზეზის გამოა "მცხეთურ ხელნაწერში" თარგმანის ასეთი ვარიანტი წარმოდგენილი «ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა და მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძჳრი.».
ასევე საინტერესოა გამოსვლის 22:28-ის ბერძნული ვარიანტის მაგალითი, რომელიც ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემაში ასეა წარმოდგენილი:
«ღვთის მსაჯულებს ნუ შეურაცხყოფ და თავკაცს შენს ხალხში ნუ დაწყევლი».
სეპტუაგინტაში სიტყვა «მსაჯულების» ნაცვლად დგას «თეოს» მრავლობით რიცხვში (ანუ «ღმერთები»). როგორც ჩანს, ამ მიზეზის გამოა "მცხეთურ ხელნაწერში" თარგმანის ასეთი ვარიანტი წარმოდგენილი «ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა და მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძჳრი.».
ასეთი სახით, მტკიცებულებები «არის მხოლოდ ერთი ღმერთი» და «არის მრავალი ღმერთები» სულაც არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს – ოღონდ იმ პირობით, რომ აუდიტორიას სწორად ესმის, თუ რა მნიშვნელობით გამოიყენება სიტყვა «ღმერთი» მოცემულ შემთხვევებში. როდესაც იეჰოვას მოწმეები და სხვა უნიტარები ამბობენ, რომ ქრისტე არ წარმოადგენს ღმერთს, ისინი გულისხმობენ, რომ ის არ წარმოადგენს ღმერთს იმავე გაგებით, რა გაგებითაც იეჰოვა. მაგრამ რაღაც სხვა გაგებით – წარმოადგენს. ასევე მოსეც. ასევე ანგელოზი გაბრიელი. ასევე თქვენც, ძვირფასო მკითხველო. თუნდაც ათეისტი იყოთ, ფსალმუნის 82:6-ის თანახმად თქვენც «უზენაესის ძე» ხართ, და ამ გაგებით – ელიჰომ.
ეს ძალიან თვალნათლივ ჩანს სხვა მზგავსი ადგილების საშუალებით. მაგალითად: «არც მამა უწოდოთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ – ზეციერი» (მათე 23:9). იესოს იმის თქმა უნდოდა, რომ სამყაროში მხოლოდ ერთი პიროვნებაა სახელით «მამა»? მას ამ სიტყვის საკრალიზება ხომ არ უნდოდა? კრძალავდა ის ამ სიტყვის, ღმერთის გარდა, სხვების მიმართ გამოყენებას? არა, ის უბრალოდ მოუწოდებდა რომ სიტყვა «მამა» არ გადაექციათ მაღალფარდოვან რელიგიურ ტიტულად. იგივე ეხება ამის წინა მუხლსაც, სადაც მოუწოდებს არავის დაუძახონ მასწავლებელი. თუმცა აბსოლუტური, რელიგიური გაგებით ჩვენ მხოლოდ ერთი მასწავლებელი გვყავს – იესო, მაინც ერთ ადამიანს შეუძლია რაიმე ასწავლოს სხვას, და ამ გაგებით მათაც შეიძლება ეწოდოს მასწავლებელი. ახალი აღთქმის მწერლები თავისუფლად იყენებდნენ სიტყვა «მასწავლებელს» ადამიანებთან მიმართებაში (იაკობი 3:1; 1 კორინთელთა 12:28; ეფესელთა 4:11; ებრაელთა 5:12).
ზუსტად ასევე ბიბლიაც არ თხოულობს სიტყვა«ღმერთის» საკრალიზებას, ყოვლისშემძლესადმი მის მკაცრ და ერთმნიშვნელოვან მიბმას და, შედეგად, მის პირად სახელად გადაქცევას. ამაში არ მდგომარეობს მონოთეიზმის აზრი. ის იმაში მდგომარეობს, რომ რელიგიური თაყვანისცემა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ ერთი პიროვნებისაკენ სამყაროში – იეჰოვასკენ, და არავისკენ მის გარდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუმცა შეიძლება მრავალი ღმერთი არსებობდეს და მათ შეიძლება მაღალი მდგომარეობაც ეკავოთ (როგორც იესოს), ჩვენ თაყვანს ვცემთ მხოლოდ იეჰოვას, იმიტომ რომ მხოლოდ ისაა – ყველაფრის შემოქმედი, მხოლოდ ის დგას ყველაფერზე და ყველაზე მაღლა, მხოლოდ ისაა დაუსაბამო და არსებობდა მუდამ. ესაა მონოთეიზმის ერთადერთი უპრობლემო ლინგვისტური განმარტება
ამრიგად თაყვანისცემის ობიექტი არ განისაზღვრება სიტყვა «ღმერთით».
იმავე მიზეზის გამო არაკორექტულია იმის თქმა: «მე ღმერთს ვცემ თაყვანს». ეს იგივეა რომ ვთქვათ, მე თაყვანს ვცემ მამას ან უფალს. დააზუსტეთ, ვინ არის ის? ვისზეა ლაპარაკი? იქნებ, გონიერ კოსმოსზე? ან იქნებ, ღმერთში ფული ან ჯანმრთელობა მესმის? გარკვეული აზრით აბსოლუტურად ყველა ადამიანი ემსახურება რომელიმე ღმერთს (ფილიპელების 3:19-ის სულში: «მათი ღმერთი მათივე მუცელია»). ეს ძალიან მოცულობითი ტერმინია როგორც დღეს, ისე წარსულში.
პიროვნების დასაზუსტებლად ენაში პირადი სახელები არსებობს. ეს მათი კომუნიკატიური ფუნქციაა:
– ნაცნობი იყო ჩემთან.
– კონკრეტულად ვინ?
– პავლე პეტრიაშვილი.
– ა, გასაგებია.
რელიგიური თაყვანისცემა – ესაა განსაზღვრული, კონკრეტული პიროვნების თაყვანისცემა და არა განუსაზღვრელი ეპითეტის განუსაზღვრელი მატარებლისა.
განხილვის შედეგად რა დასკვნებამდე შეიძლება რომ მივიდეთ? თუ უკიდურესად ობიექტურები ვიქნებით, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ბიბლია, როდესაც სიტყვებს «ღმერთი» ან «უფალი» იყენებს, ამ გაგებებს ისეთ მკაცრ აზრობრივ შეზღუდვას არ აძლევს, როგორიც დღევანდელ საზოგადოებაშია გავრცელებული. დღეს ადამიანები ამ სიტყვების გაგონებისას ავტომატურად მხოლოდ შემოქმედს მოიაზრებენ. ამ სიტყვების გაგების რომელიმე სხვა ვარიანტები, როგორც წესი, არააქტუალურია. ამიტომ იმ ადამიანის პირველი რეაქცია, რომელიც ბიბლიაში სიტყვა «ღმერთს» ან «უფალს» ხვდება, მოცემული დახასიათების ჭეშმარიტ ღმერთთან გაიგივებაა.
თუმცა რეალობა ისეთია, რომ ბიბლიის წერის ეპოქაში იუდაურ (ისევე როგორც ანტიკურ) საზოგადოებაში გაგებები «ღმერთი» და «უფალი» გაცილებით და საგრძნობლად ფართო მნიშვნელობას ატარებდა და განსხვავებული პიროვნებების მიმართ გამოიყენებოდა და არა მხოლოდ შემოქმედის მიმართ. იმიტომ რომ თავად ეს სიტყვები ებრაულ და ბერძნულ ენებში პირდაპირი გაგებით მათ აღნიშნავდნენ, ვინც ძალაუფლებას, გავლენასა და ძლევამოსილებას ფლობდა, ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ისინი გამოიყენებოდა როგორც მიწიერი მმართველების მიმართ, ასევე მეთაურების, ოჯახის თავებისა და წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მიმართაც კი. ამის მრავალი მაგალითი ზემოთ უკვე ვნახეთ.
ჩვენი დროც რომ ავიღოთ, დღესაც შეგვიძლია მსგავსი მაგალითების ნახვა. კერძოდ, დღეს ფართოდ გამოიყენება სიტყვა "პრეზიდენტი". ამ სიტყვის პირველი ასოციაცია შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტზე, სახელმწიფოს მეთაურზე მიუთითებდეს. თუმცა ასეთი ტიტული შეიძლება სხვა ადამიანებმაც ატარონ, მაგალითად, "კომპანიის პრეზიდენტმა", "კლუბის პრეზიდენტმა", სამეცნიერო ან საერთაშორისო ორგანიზაციის "პრეზიდენტმა" და ა.შ. ასეა თუ ისე, ეს სიტყვა ისეთ ადამიანს მოიაზრებს, რომელსაც განსაკუთრებული ძალაუფლება გააჩნია. თუმცა მიუხედავად ამისა, ასეთი ძალაუფლება შეიძლება ძირეულად განსხვავდებოდეს, იქიდან გამომდინარე, თუ რა უფლებამოსილებებს ფლობს და რომელ სფეროში მოღვაწეობს ესა თუ ის "პრეზიდენტი".
გაგება "ღმერთი" წარსულში

მაშ ასე, წმინდა წერილი სიტყვა «ღმერთს» იყენებს არა მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთის მიმართ, არამედ ძალაუფლების მქონე ადამიანების მიმართაც, რითაც ხაზს უსვამს მათ მიწიერ ძალაუფლებას. ასევე «ღმერთები» ეწოდებოდათ მის ერთგულ მიწიერ მსახურებს, რომლებიც მის მიერ იყვნენ წარგზავნილნი და მისი სახელით მოქმედებდნენ. გარდა ამისა, «ღმერთებად» მოიაზრებოდნენ მისი ზეციური ქმნილებები – ანგელოზები. მსგავსი მრავალრიცხოვანი მაგალითები იმის გაგების საშუალებას გვაძლევენ, რომ სიტყვა «ღმერთს» («ელოჰიმ», «თეოს») წმინდა წერილებში გაცილებით ფართო გამოყენება აქვს და არ შემოიფარგლება მხოლოდ შემოქმედის პიროვნებით.
ყოვლისშემძლე, ჭეშმარიტი ღმერთი
მაგრამ მაშინ ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება იმის განსაზღვრა, თუ ვინ წარმოადგენს ჭეშმარიტ ღმერთს, შემოქმედსა და ყოველივე არსებულის უზენაეს მმართველს? წმინდა წერილები მკაფიო პასუხს სცემს ამ შეკითხვას. ბიბლიის მწერლები, თუმცა კი იყენებდნენ მათი ეპოქისათვის ჩვეულ სიტყვებს «ელოჰიმ» და «თეოს» სხვა პირების მიმართ, მაგრამ ამავდროულად მკაფიოდ გამოყოფდნენ ყოვლისშემძლე ღმერთს, რომლის ხელშიცაა ყველა მისი ქმნილების სიცოცხლე (იობი 34:14, 15; გამოცხადება 4:11). მხოლოდ მას ეწოდება ბიბლიაში ზეციერი მამა, და მხოლოდ მის მიმართ უნდა იყოს მიმართული ადამიანთა ყველა ლოცვები (მათე 6:9; იოანე 16:23; ეფესოელები 5:20).
შეგვიძლია გავიხსენოთ ესაიას 9:6, სადაც ღვთის ძეს წინასწარმეტყველურად ეწოდება «ელ გიბორ» (גּבוֹר אֵל), ანუ «ღმერთი მაგარი» ან «ღმერთი ძლიერი». სიტყვა «ძლიერის» ხმარება, ბიბლიაში ხშირად გამოიყენება ძლიერი და გამოცდილი მეომრების აღწერისას (შეადარეთ დაბადება 10:9; იესო ნავეს ძე 6:1; ქებათა ქება 3:7). მიუხედავად ამისა, მხოლოდ მისი მამის მიმართ, ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ იყენებს წმინდა წერილი ფრაზას «ელ შადაი», ანუ «ყოვლისშემძლე ღმერთი» (שַדַי אֵל) (დაბადება 17:1; იობი 8:3,5; იოელი 1:15).
ბიბლია ზეციერ მამას ყოვლისშემძლე ღმერთს უწოდებს, რომელიც განდიდების, თაყვანისცემისა და ლოცვების ღირსია. ზუსტად ისაა ის, ვისაც «თავის ღმერთად» მიიჩნევს იესო ქრისტეც და ვისაც თავადაც ემორჩილება (მათე 27:46; იოანე 20:17; ეფესოელები 1:17; გამოცხადება 3:12). ისაა ის ჭეშმარიტი ღმერთი, რომლის სახელსაც უნდა განადიდებდნენ და განწმენდნენ (მათე 6:9).
ამგვარად თუმცა, ბიბლიაში ზემოხსენებულ პიროვნებებს ღმერთები ეწოდებათ, არც იესოს, არც ანგელოზებსა და არც ადამიანებს არ ეწოდებათ არასოდეს ყოვლისშემძლე უზენაესი ღმერთები. ამ წოდებას მხოლოდ ზეციერი მამა, იეჰოვა ღმერთი ატარებს! რაც მამა ღმერთისგან მიჯნავს ყველას.
«მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი» (ესაია 42:8).
«რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე» (ფსალმუნები 83:18).
No comments:
Post a Comment