Saturday, 13 April 2019

საფიქრებელი კითხვები მათთვის ვისაც სამების სწამს



არის შემთხვევები როცა ბიბლიის გარეშე გვესაუბრებიან სამებაზე. ან არსურთ ჩვენი ბიბლიიდან ამოკიტხვა თავად კი არაქვთ (იმ მომენტში)
აქ არის სააზროვნო კითხვები რომელიც დააფიქრებს ამდროს გულწრფელ მსმენელს


მამა და ძე

1..სამება“ თუ ღმერთია, უნდა ყოფილიყო  თუ არა ის ერთხელ  მაინც მოხსენიებული იმ სახელმძღვანელოში რომელიც ღმერთმა კაცობრიობას უბოძა?

2. იესო სამებაში ყოველთვის არის მეორე სახე.  კითხვა : ვინ განალაგა სამების სამი პირი ზუსტად ასეთი წყობით და რატომაა ის სწორი? რომელი პარამეტრითაა, ვთქვათ, პირი «მამა» პირველი – ასაკით, მეთაურობით, ბუნებით, როლით თუ კიდევ სხვა რამით?
 პირებს რომ ადგილი შევუცვალოთ, მაგალითად «სული» დავაყენოთ პირველ ადგილზე, ხოლო «მამა» – მესამეზე, ეს იქნება ბიბლიური სწავლების დარღვევა თუ არა?
თუ ეს არ იქნება დარღვევა, შესაბამისად, პირთა თანმიმდევრობა პირობითია და მათი ცვლა თავისუფლად შეიძლება  ხოლო თუ ეს დარღვევა იქნება, მაშინ პირები ვერანაირად ვერ არიან თანასწორნი, რადგან მათ შორის იერარქიული განსხვავება არსებობს.
და მაშინ ღვთის ძე ხდება მეორე დამოუკიდებელი ღმერთი.
იესო სამებაში ყოველთვის არის მეორე სახე  თუ ვინმეს აქვს სხვა შეხედულება ის ჩაითვლება ერესად

 3.როგორ შეიძლება სამი ცალკეული პიროვნება თანაც თითოეული სრული ღმერთი ერთი ღმერთი იიყოს?(ეს46:9);(1ტიმ2:5)(1კორ8:6)(ეფ4:6).  გასათვალისწინებელია ის რო ღმერთი არ არის ბუნება ისევე როგორც პრეზიდენტი არ არის ბუნება მეტიც
ან თუ სამი პირია რამდენი შემოქმედია?(ანუ სამი შემოქმედია მაგრამ  მაინც ერთი ღმერთი? ან თუ სამი პირია რამდენი ყოვლისშემძლეა? ანუ სამი ყოვლისშემძლეა მაგრამ  მაინც ერთი ღმერთი? თუ თითოული შემოქმედია თუ თითოეული ყოვლისშემძლეა და ჯამში სამი ყოვლისშემძლე და სამი შემოქმედი გამოდის ანალოგიურად როცა თითოეულს ცალკეულად ღმერთად  თვლით აქ რატო აკეთებთ გამონაკლისს ორმაგი სტანდარტებია?
ასევე:არის მამა არის ძე არის სულიწმინდა რა როლი უკავცია სულიწმინდას ძმის როლი თუ ვისი?

4.თუ ღმერთი არის – სამება(და არა ცალკეულად აღებული რომელიმე პირი ), ხოლო ქრისტე, ბიბლიის თანახმად, არის ღმერთის ძე.ანუ გამოდის რომ ქრისტე - სამების (ანუ ქრისტიან ტრინიტართა ღმერთის)ძეა?!
 კი მაგრამ, როგორ შეიძლება იესო იყოს ღმერთის (რომელიც არის განუყოფელი სამება)ძე; და მისი ნაწილიც ერთდროულად? როგორაა იესო სამების ნაწილი და ამავდროულად  მისი ძე?

 5. ცნობილი ფაქტია რომ სხვადასხვა კონფესიებში სამებას სხვადასხვანაირად განმარტავენდა ასწავლიან კითხვა მათთვის ზოგადად ვისაც სამების სწამს.
თუ გვინდა რომ ღმერთს მივმართოთ ლოცვით, ვის უნდა მივმართოთ – მამა-ღმერთს, ძე-ღმერთს თუ სულიწმინდა-ღმერთს? თუ მთლიანად წმინდა სამებას? ასევე, იმ შემთხვევაში თუ პასუხი იქნება ერთერთი ქვემოთმოყვანილთაგანი  გააკეთეთ  განმართება
თუ თქვენი პასუხია: მთლიანად წმინდა სამებას, მაშინ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მამა, ძე და სულიწმინდა, თუ მათზე ცალკეულად ლოცვა არ შეიძლება, ცალკეულად არასრულფასოვან ღმერთებს წარმოადგენენ? და ჩვენ სათხოვარს ან მადლიერებას(ლოცვა მარტო სათხოვარს ხომარ მოიცავს არამედ მადლიერებასაც) ვერ მიღებენ ცალკეულად?
 თუ თქვენი პასუხია: თანმიმდევრობით ყველას, მაშინ ეს იმას ხომ არ აჩვენებს, რომ ჩვენ რამოდენიმე ღმერთი გვყავს?
. თუ თქვენი პასუხია: მამას (ან ძეს; ან სულიწმინდას), მაშინ ხომ არ შევურაწყოფთ სამების ორ დარჩენილ პირს, რომლებიც არანაკლებ იმსახურებენ თაყვანისცემას?
თუ თქვენი პასუხია: ლოცვა მიმართულია არა პიროვნების (პირის) მიმართ, არამედ არსის მიმართ,(ღმერთი არის ერთი არსი და სამი პირიო) მაშინ ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენი ღმერთისა და ლოცვების მსმენელის პიროვნებას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ან ჩვენთვის სულერთია არის თუ არა ჩვენი ღმერთი პიროვნება? თუ თქვენი პასუხია: მნიშვნელობა არა აქვს რომელ მათგანზე ილოცებ, მაშინ ნუთუ ლოცვისადმი და საერთოდ რელიგიისადმი ასეთი მდგომა არ უნდა გვაშფოთებდეს?

6..  როგორ იქნა გადაწყვეტილი, თუ სამების რომელი პირი ჩამოვიდოდა დედამიწაზე და გახდებოდა იესო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სამების სამივე პირი აბსოლუტურად ერთნაირნი არიან და თანაბარი უფლებებით შეეძლოთ დათანხმება დედამიწაზე ჩამოსვლაზე, და გამომსყიდველური მისიის შესრულება  ან ასეთივე თანაბარი უფლებებით შეეძლოთ ამ საპატიო მისიის სხვისთვის დათმობა? (პასუხის შემთხვევაში საჭიროა მისი ბიბლიური მკიცებულების მოყვანა).

7. რატოა სულიწმინდა მამისგან გამომავალი და არა ძისგან ?
მამა ყოფილა ორივეს მიზეზი ძის შობის და სულიწმინდის გამომავლობის  ეს აკნინებს დანარჩენ ორ პირს თანაც თუ იმას დავუმატებთ რომ ორივეს აქვს მიზეზი თანაც მამისგან  მამა კი არც შობილი და არც გამომავალია არავისგან არამედ დაუსაბამო და არშობილი(რაც კიდე ერთი დამაფიქრებელია იმისა რომ თუ ღმერთი უშობელია იესოს როგორაა შობილი და შესაბამისად ღ.ერთი) ეს კი აკნინებს ორ პირს მამას კი მათზე აღმატებულს ხდის სამების მომხრეებს არაქვთ არანაირი საფუძველი რომ ძე და სულიწმინდა მამის ტოლსწორად წარმოაჩინონ
სახელმძღვანელოში, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას თვითონ უბოძა? (2 ტიმოთე 3:16).

8.თუ სამების პირველი ორი პირი ანუ „მამა“ და „ძე“ თანასწორნი არიან, მაშინ მათ აღსაწერისთვის რატომ   გამოიყენება მამა შვილის ანალოგია  და არა ვთქვათ„ორი ძმის?   რით ხელმძღვანელობდა ღმერთი, როდესაც ტერმინ «მამა»-ს და ტერმინ «ძე»-ს ქმნიდა? თუ მამა და ძე აბსოლუტურად თანასწორნი არიან, მაშინ რატომ არ გამოიყენა ღმერთმა უფრო გასაგები და ხალხისათვის უფრო ჩვეული გამოთქმა «ძმა» და «ძმა»? ნუთუ სიტყვა „ძმები“ უფრო შესაბამისად არ აღწერდა თანასწორობას,  ვიდრე „მამა და ძე“?

9.ბიბლიის ზოგ ადგილას მოსე და სხვა ხალხი იწოდებიან ღმერთებად (გამოსვლა 7:1; ფსალ 81:6)(იოან10:34-36). ეს იმას მიშნავს რომ ისინიც სამების ნაწილი არიან? ნუთუ ისინი, ვისაც ბიბლიაში ღმერთი ეწოდება, სამების იპოსტასებად უნდა მივიჩნიოთ?

10. დაუკვირდით რომელი გაგებაა უფრო გონივრული და რეალური
1.ღმერთი გაიყო ორ ნაწილად, ერთი ნაწილი დედამოწაზე ჩამოვიდა ადამიანის სახით, რომელმაც ასწავლა ხალხს ღმერთის მეორე ნაწილზე, რის შემდეგაც მოკვდა, მაგრამ მეორე ნახევარმა აღადგინა და შეარიგა ხალხი მასთან, შემდეგ ღმერთის ორი ნაწილი კვლავ შეერთდა ცაში, მეორე ნაწილი დაჯდა პირველი ნაწილის მარჯვნივ, ხოლო პირველმა ნაწილმა მეორეს მისცა ძალაუფლება.
2.ღმერთმა გამოგზავნა თავისი ძე, რომელმაც ასწავლა ხალხს თავის მამაზე, მოკვდა, მაგრამ აღდგენილ იქნა მამისაგან და თავისი სიკვდილით ძემ ხალხი შეარიგა მამასთან, გახდა შუამავალი ხალხსა და ღმერთს შორის, რის შემდეგაც დაბრუნდა ზეცაში, დაჯდა მამის მარჯვნივ და მამისაგან მიიღო ძალაუფლება და სამეფო.ნათელია მეორე
ჩვენ ვხედავთ რომ სამერთიანი ღმერთი დილემაა


წმინდა სულზე

1რატომ არ მოიხსენიებენ ღმერთად სულიწმინდას, (იეჰოვა ან იესო)?

2.რატომ არსად არასდროს არ აგზავნის სულიწმინდა ღმერთს ან იესო ქრისტეს?

3თუ სულიწმიდა - პიროვნებაა, რატომ არაა არსად ბიბლიაში ნახსენები მისი სახელი, იეჰოვასა და იესოსგან განსხვავებით?   [პიროვნებები სახელებითაა მოხსენიებული(გმც21:12)]

4რატომ არ იქცა სულიწმინდა არასოდეს გონიერ არსებად, როგორც ქრისტე და ანგელოზები, არამედ ყოველთვის იქცეოდა მტრედად, ცეცხლად ა.შ.?

5.რატომ არ უნახია გამოცხადებებისას, არცერთ ბიბლიურ წინასწარმეტყველს, სულიწმინდა, რომელიც გადაადგილდებოდა და ილაპარაკებდა, როგორც ადამიანი ან ანგელოზი?

6.სულიწმინდა თუ ისევე წარმოადგენს ღმერთს, როგორც სამების დანარჩენი ორი იპოსტასი, ბიბლიაში რატომ არ მოიხსნეიება ერთი მორწმუნე მაინც, რომელიც სულიწმინდას ლოცვით მიმართავდა? რატომ არავინ ლოცულობს ბიბლიაში მის მიმართ?

7.ეფესელების 1:17-ში ნათქვამია, რომ ღმერთმა ქრისტიანებს „სიბრძნისა და გამოცხადების სული“ მისცა, ხოლო 2 ტიმოთეს 1:7-ში ნათქვამია რომ ქრისტიანებს „ძლიერებისა და სიყვარულის სული“ მისცა. ნუთუ აქ მოხსენიებული ორივე სული სამების იპოსტასებად უნდა მიიჩნეოდეს, რადგან ისინიც ღვთის სულად არიან აღწერილი წმინდა წერილში?ეს ორი სულიც სამების ნაწილია თუ არა?

8.რატომაა რომ პავლე თავის წერილებს იწყებს მისალმებით წყალობა  მამა ღმერთისგან და უფალ იესოსგან მაგრამ არ ახსენებს მათ შორის წმინდა სულს?

9.შეგიძლიათ თუ არა, რომ ბიბლიაში იპოვოთ ფრაზა «სული წმინდა ღმერთი»?

No comments:

Post a Comment